არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Mar 05, 2009 12:48 pm

shemogevle shen, neker flower

ulamazesi leqsia, u l a m z e s i sunny
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Mar 05, 2009 5:46 pm

nuciko dekanozishvili wrote:
shemogevle shen, neker flower

ulamazesi leqsia, u l a m z e s i sunny
მართლა ნუც? sunny
ცოტა ეს სიტყვა "გადვურჩები" მაეჭვებს, ამ ოხერ სერიებსა და მწკრივებში სულ ვიჭედებოდი ხოლმე და, სწორი ფორმაა ნეტა? არადა მაგას ვერც შევცვლი Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Mar 05, 2009 6:12 pm

leqsi da avtori bevri ramiT fasdeba.gamomsaxvelobiti sashhualebebi,saTqmeli,formebi, dzlieri saxeebi,originaluri saritmo wyvilebi.shlian ra vici ramden komponentan konceptualuri plani,ideuri,eqspresiul,emociuri da ra vici.
erT-erti dziritadi kriteriumi chemtvis aris,is ramdenad bolomde midis avtori leqsshi.
nekera uazrod gulwrfelia xolme leqsshi da midis yvela zrvramde leqsis shegrdznebis.didi tkivilebis da gancdebis mere iwereba misi leqsebi.
nin,dzalian miyvarxar.
aranormalurad sufta adamiani xar.da sufta leqsebi gaqvs.
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Mar 10, 2009 4:52 pm

უკანასკნელი ლექსი მისთვის...

ახლა ჩვენს შორის უფალი ჩადგა,
ვეღარასოდეს მოვალ შენამდე.
შენგან შორს ყოფნა- გრძნობებზე ჯვარცმა
დალოცვილი და შეუქცევადი

გახდა... მორჩილად უნდა ვიყუჩო,
ბედს და ღმერთს რადგან ასე უნდოდათ,
რადგან გამწირეს შენი ჯვრისწერით -
სულის ტკივილით გარქმევ უცხო კაცს.

ხორცს კი სდის სისხლი... შეხორცებული
გაუყუჩებლად რომ აგითალე.
ღმერთს ვერ მოვუგებ, შენთვის ბრძოლაში...
ერთხელ გიტირებ და დაგიმთავრებ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Mar 13, 2009 7:25 pm

მარტის მზე

მჯერა, ეს ხეები ჩუტყვავილა-
ბატონებისათვის გეცოდება...
კვირტებგამობერილ სხეულთათვის
მიმტევებელი ხარ, ყველა ცოდვის.

მინდა, რომ შემდეგი მე მოგიკვდე
და ისე გეტკინო, არ მოვშუშდე...
ურნაში ტკივილ-ტკივილ ვუშვებ
ცივ დღეებს, როგორც მძივებს შუშის.

მარტის მზევ- მუდამ ორპირი ხარ!
რაღა დამტკიცება უნდა კიდევ,
ჰგავხარ მოღალატე შეყვარებულს,
თავს შეგვაყვარებ და... დაგვიკიდებ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Mar 16, 2009 4:51 pm

მამას



მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონდოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან...
გამიშვი... უფლება მომეცი
ზეციურ მამასთან წავიდე.
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Mar 19, 2009 4:37 pm

მარტის მზე

მჯერა, ეს ხეები ჩუტყვავილა-
ბატონებისათვის გეცოდება...
კვირტებგამობერილ სხეულთათვის
მიმტევებელი ხარ, ყველა ცოდვის.

მინდა, რომ შემდეგი მე მოგიკვდე
და ისე გეტკინო, არ მოვშუშდე...
ურნაში ტკივილ-ტკივილ ვუშვებ
ცივ დღეებს, როგორც მძივებს შუშის.

მარტის მზევ- მუდამ ორპირი ხარ!
რაღა დამტკიცება უნდა კიდევ,
ჰგავხარ მოღალატე შეყვარებულს,
თავს შეგვაყვარებ და... დაგვიკიდებ.

es leqsi ar vicodi, nin, Zalian momewona sunny I love you sunny
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Thu Mar 19, 2009 8:10 pm

სალამი და ბევრი-ბევრი ყვავილები ჩვენს თბილ მეგობარს !
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Mar 31, 2009 8:57 pm

ჩემთვის...

ჩემთვის, მზეც შენი სახლიდან დგება
დილით და ჩაის როცა იმზადებს,
შენი დანახვით გაჩენილ ღიმილს
აგზავნის სითბოდ დედამიწაზე.

ჩემთვის დღე - შენზე ფიქრით იწყება
და დასასრულიც - შენზეა ფიქრი.
მჯერა, შევხვდებით დღეებს, ღამეებს,
სიცოცხლისა თუ სიკვდილის იქით.

ჩემთვის, სიცოცხლეც შენგან იწყება -
შენ ხარ და... მეტი რა უნდა იყოს?
მთელი არსებით მოლოდინს ვგავარ,
გულის კოვზის ქვეშ ჩვილი მყავს თითქოს.

ჩემთვის, მზეც შენი მკლავიდან დგება
დილით და მალავს აგზნებულ თვალებს,
წესებდამრღვევი როგორც, წაწალი -
კდემაგახდილი და ვნებით მთვრალი.
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Mar 31, 2009 9:45 pm

nini wrote:
ჩემთვის...

ჩემთვის, მზეც შენი სახლიდან დგება
დილით და ჩაის როცა იმზადებს,
შენი დანახვით გაჩენილ ღიმილს
აგზავნის სითბოდ დედამიწაზე.

ჩემთვის დღე - შენზე ფიქრით იწყება
და დასასრულიც - შენზეა ფიქრი.
მჯერა, შევხვდებით დღეებს, ღამეებს,
სიცოცხლისა თუ სიკვდილის იქით.

ჩემთვის, სიცოცხლეც შენგან იწყება -
შენ ხარ და... მეტი რა უნდა იყოს?
მთელი არსებით მოლოდინს ვგავარ,
გულის კოვზის ქვეშ ჩვილი მყავს თითქოს.

ჩემთვის, მზეც შენი მკლავიდან დგება
დილით და მალავს აგზნებულ თვალებს,
წესებდამრღვევი როგორც, წაწალი -
კდემაგახდილი და ვნებით მთვრალი.

ნეკერო, რომელი წესების დამრღვევად მიიჩნევა წაწალი შენი აზრით?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Apr 27, 2009 3:17 pm

სანათა wrote:


ნეკერო, რომელი წესების დამრღვევად მიიჩნევა წაწალი შენი აზრით?
sanaTa, wawali ki araa wesebdamrgvevi mand, mzem daargvia wawlobis wesebi Wink da imitom rcxvenia Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Apr 27, 2009 3:17 pm

დამნაშავის ფსიქოლოგია


დამნაშავე ხარ უჩვეულოდ!
და როგორც ყველა,
ფსიქიურად ხარ მიჯაჭვული
„შემთხვევის“ ადგილს.
გონებით ხშირად უბრუნდები
წარსულ „შეცდომას,“
ფიქრობ - დრო როგორ დააბრუნო,
რომ ასცდე სასჯელს?

და შემდეგ ჯერზე,
პერიმეტრზე - ქალის სხეულზე,
არ დაგეფანტოს
სამხილებად ანაბეჭდები...
სიჩქარისაგან წარსულში
რომ უხვად დატოვე
და ცოდვის მზიდავს
ჩაგზნექია თითქოს ბეჭები...

რის მაქნისია სინანული
ახლა, გვიანი?
გავლებამ გაგთქვა, ნაკვალევის, -
ბაგით, თითებით...
დამნაშავე ხარ და ამიტომ,
როგორც წესია,
სულ უფრო ხშირად
მიბრუნდები ხოლმე ფიქრებით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu May 14, 2009 4:27 pm

მე - წვიმაში

პალიმფსესტებივით სახეგაცრეცილი,
მეტამორფოზების სხვადასხვა ფაზებით
შევრჩი პოსტაპრილურ, თბილისურ გაზაფხულს,
ფრაზებად.
წვიმა მიკაკუნებს სხვისქოლგაშეფარულს
(ქოლგა – ქალურობა! რა ჩემი საქმეა?),
თმები ბუნებრივი ხლართებით მაკრამის -
ქარის ხელსაქმეა.
ქუჩა ამადევნებს გიტარის აკორდებს,
სადღაც კარიდან თუ ფანჯრიდან, თუ... თუ... თუ...
ფიქრი – თავიდან რომ ვერაფრით ვიშორებ
სკასავით ფუთფუთებს.
მოზაიკასავით სახეარეული,
ნამსხვრევგაბნეული უგზოდ და უკვალოდ
ბავშვურად ამაწყვეთ, რომ თქვენთან დამტოვოთ
ჩუმად და უბრალოდ.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Jun 16, 2009 1:35 pm

&&&

დაგმალავ,
სადღაც მიუგნებელ
კუნჭულში გულის,
მზეთუნახავმაც ვერ გიპოვნოს
ჯადოსნურ სარკით,
დაგმალავ,
რადგან ნაფოფინებ
ოცნებას - ჩვილზე
ვერ გადავარწევ ვერასოდეს
გამოთლილ აკვნით...
დაგმალავ,
რადგან სიყვარულიც
მიქციეს ცოდვად,
მონატრებაზე
გრიპიანი ბავშვივით ამცრეს,
დაგმალავ,
რადგან ვერ ვისწავლე
გულწრფელი ლოცვა,
დაგმალავ,
რადგან მართლა მინდა
რომ გავცდე ამ წრეს -
გადავირჩინო ცისარტყელას
ფერები მაინც,
გადავირჩინო რაც ჩემს გარეთ
დარჩა და ყვავის,
დაგმალავ,
რადგან აცრემლებულს,
ჩემს სულში, ბოღმას,
მაგ სიშორიდან ვერასოდეს
ვერ დაუყვავებ.
დაგმალავ, თუმცა დამალული
არ ნიშნავს წაშლილს,
და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ
ეხდება ფარდა,
მაინც დაგმალავ,
ვერ გიპოვო მე თვითონ, როცა
წლებს თან გავყვები,
მოგონების კაბის ამარა...

საყვარელი ნინი I love you
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Jun 16, 2009 1:35 pm

დაავადება

ზოგჯერ ასეა – ვეღარ ვიმკი
ლექსის მოსავალს,
თავთავთა ნაცვლად
ჩემს ყანაში მწიფობს ეკლები...
სასოწარკვეთა -
ემსგავსება გარყვნილ ბერიკაცს
(ტრანსპორტში ჭედვით მოსარგებლეს)
და ზედ მეკვრება...
ამ დროს, ქალაქში მზის სხივები
ამინდს კმაზავენ,
უბნის ბიჭები მაღალ კურსით
დებენ მაზიანს...
მე კი, ვეღარ ვწერ,
რადგან, ლექსებს, უკვე, აზრიანს,
გეტყვით – ავად ვარ,
პოეზიის ანორგაზმიით!
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Jul 01, 2009 1:57 pm

მთისავ, ჩემო

მიძღვნა ლ. მ.-ს

მთისავ ჩემო, მთისავ,
ღიმილით ამივსე,
სევდის მონეტებით
დახუნძლული ქისა,
ხელმეორე ჩემთვის
გაზაფხული დგება,
ჩიტების ჭიკჭიკი
ისევ ჩამესმისა...

მთისავ, ჩემო მთისავ,
ხელი მომაშველე,
უფსკრულებთან ხორცი,
ფრენას ითხოვდისა,
ტანჯვა ბედისბორბალს
შორეთს გავაყოლე,
სიხარულის ცრემლი
კოკისპირად მდისა...

მთისავ, ჩემო, მთისავ
რაც გიპოვე ჩემს თავს
სასწაული ხდება,
გულს მირონი სდისა,
დამორცხვებით ლამაზ
ლოცვად გიმეორებ:
მთისავ, ჩემო, მთისავ,
მთისავ, ჩემო, მთისავ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Aug 12, 2009 9:38 pm

ისევ მთის მოტივებზე Smile ძია ტარიელთან ერთად შესწორებული Smile

ისევ მთისას

ქვის გული გქონია, მთისავ,
სიშორეს რამდენ ხანს ითმენ!
ის კი, ვით სულსწრაფი ქალა,
სევდით აგვირისტებს რითმებს -

მართლა ქვისააო, მთისა!
რით ვერ მოინატრა ქალა!
სამდურავს ლექსებში ატევს
და გრძნობის ჩანასახს მალავს...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Aug 12, 2009 9:40 pm

ავტოპიარი
(თვითირონიული ლექსი "სალაღობოდ, სააშიკოდ, ამხანაგთა სათრეველად")


ო.შ.მ.? არა, ლ.შ.მ-სთვის
რაც „ლექსის შექმნად”
გაიშიფრება,
თუ დაფიქრდა ადამიანი,
გამოვაცხადებ:
ვინაიდან არ იყიდება
წინდაც კი,
თუკი არ ექნება წინდას პიარი,

ხოლო ცხოვრება -
ერთი დიდი ბაზრობა გახდა,
თავისთავს ყიდის ავაზაკიც,
მეძავიც, გლახაც,
და ხელოვანიც,
(სხვა ან რა აქვს?) თავის თავს ყიდის,
არც ფასებშია განსხვავება,
თუ მკითხავთ, დიდი,

გადავწყვიტე და ვიქირავე
მეც ერთი დახლი,
საქონელმცოდნე მუშტარს ველი,
მობრძანდით ახლოს!
და უნდათ ფორტედ ჩამითვალონ,
უნდათ - პიანოდ,
გადავწყვიტე და წამოვიწყე-
ავტოპიარი!

ქალი ვარ -
ზოგჯერ კაბას ვიქსოვ
ჭიკჭიკით მერცხლის,
საქმეს თუ უნდა -
დაღესტნურიც ვყოფილვარ ვერცხლი,
თუმც ტაფის შიშინს მირჩევნია
შიშინი ლექსის,
ჯერ არ მომსვლია -
რომ ნაჭუჭით შემეწვას კვერცხი!


პირველ შვილს,
გოგოს,
ლილეს ვარქმევ, მეორეს - საბას,
არასდროს მივცემ ტირილის და
მოწყენის საბაბს,
ბავშვური ძილი
ვიცი საშიშ ზღაპრებზე გადის,
დედური ხელით ჩავუკეცავ
ხშირ-ხშირად საბანს.

და პოეტ კაცებს,
აგიტოკდათ ტყუილად, გული,
არ ვიყიდები არც ლექსებზე,
არც მინდა ფული,
გიცნობთ თაყაო,
რა უჯიშო რამეებიც ხართ,
მყიდველი მინდა-
მე საშუალოდ სტატისტიკური!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Aug 17, 2009 12:44 pm

შენ მალავ

შენ მალავ თვალებს...
ისტორიებს და ფიქრებს მალავ,
მე კი გულს მირევს,
ყველა კუკუდამალობანა...

მე არ ვენდობი
გულის ასე ჩაკეტილ კარებს,
მე არ ვენდობი,
ენის წვერზე დადებულ ბოქლომს...
უფრო მზის სხივებზე ანთებული
ფოლადი მხიბლავს
ვიდრე მიწის ქვეშ ჩამალული
ბაჯაღლო ოქრო...

შენ მალავ ფიქრებს,
დასამალიც ბევრი გაქვს ალბათ,
გასიტყვებულიც მართლად რჩება
რადგან მართალი,
და არ ვენდობი,
არ ვენდობი, რა ვქნა არაფრით
იმ ხალხს, რომლებიც ყველა გრძნობას
ჭკუით მართავენ...

მე მიყვარს თუ მძულს,
გამოვხატავ მთელი არსებით,
არ მეშინია რომ ვინმესგან
დავინავსები...
შენ მალავ თვალებს...
ისტორიებს და ფიქრებს მალავ,
მე კი გულს მირევს,
შენი კუკუდამალობანა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Sep 03, 2009 2:26 pm

ტაოს დატირება

ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი,
შვილიც ვარ და დედაც მქვია,
დედაშვილურ ცრემლად დაგღვრი...
ძვლებს ვილეწავ ფიჩხაწვრილად,
ბღუჯად ძირს ჩამომაქვს თმები,
როგორ გააპარეს საზღვარს,
ჩვენი ბუმბერაზი მთები!
ტაოვ ჩემო, დაჭრილი ხარ,
მითხარ, როგორ გადმოგისხა
სისხლი, ამდენ წვალებაში,
შერჩენილი მამასისხლად...
ტაოვ, შენი ზურაბი ვარ,
რომელ კედელს ჩაგაშენდე?
რას გეყოფა ჩემი ხორცი,
თორემ, მიჩუქნია შენდა...
„შენ ხარ ვენახს” დანატრულო,
კვნესით უსმენ - კივის მოლა,
მოითმინე, განკითხვისას
შენს მალამოდ ქრისტე მოვა!
უკვდავიც ხარ, მოესწრები
ბედის ჩარხის წაღმა ბრუნვას,
ტკივილოც და, მკურნალოც და,
ტაოვ - ჩემო სასწაულო!

ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Sep 09, 2009 1:17 pm

nini wrote:
ჩემთვის...

ჩემთვის, მზეც შენი სახლიდან დგება
დილით და ჩაის როცა იმზადებს,
შენი დანახვით გაჩენილ ღიმილს
აგზავნის სითბოდ დედამიწაზე.

ჩემთვის დღე - შენზე ფიქრით იწყება
და დასასრულიც - შენზეა ფიქრი.
მჯერა, შევხვდებით დღეებს, ღამეებს,
სიცოცხლისა თუ სიკვდილის იქით.

ჩემთვის, სიცოცხლეც შენგან იწყება -
შენ ხარ და... მეტი რა უნდა იყოს?
მთელი არსებით მოლოდინს ვგავარ,
გულის კოვზის ქვეშ ჩვილი მყავს თითქოს.

ჩემთვის, მზეც შენი მკლავიდან დგება
დილით და მალავს აგზნებულ თვალებს,
წესებდამრღვევი როგორც, წაწალი -
კდემაგახდილი და ვნებით მთვრალი.


Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Sep 16, 2009 11:38 am

Noches de Buenos Aires

(შთაგონება - ფაბიან პერესი)

-კიდევ ერთი ჭიქა მარტინი ბიანკო!
ვზივარ, ცხოვრებაზე გულწრფელად გიამბობთ

ბარმენ... სიგარეტზე მოხდენით მიკიდებთ
ვქაჩავ და პრობლემებს ფეხებზე ვიკიდებ!

გვერდზე გალეშილი მიზის არაკაცი,
ცდილობს გაერიოს ისიც მარაქაში,

თვალებს დეკოლტეში ნამწვებად მიტოვებს,
ღეჭავს კომპლიმენტად გამოთქმებს, ლიტონებს.

თითებს ვათამაშებ თმებში ინსტიქტურად,
ტუჩებს კბილებს შუა ვნებიანად ვწურავ...

-კიდევ ერთი ჭიქა მარტინი ბიანკო!
რომ ღმერთო, ჩემს ქალურ ცოდვებზე გიამბო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Sep 25, 2009 7:49 pm

იგავი ბატონ X-ზე ანუ პოლიხრონიონ!

პოლიხრონიონ, -
ბატონო X (იქს),
პოლიხრონიონ!

თქვენ გხიბლავთ ტაში,
მეტად, ვიდრე "მთვარის სონატა",
დაფასებული კაცი გქვიათ,
რატომღაც ხალხში
და რახანია, რაც აღარ წერთ
ფაქიზ სონეტებს...

პოლიხრონიონ, -
ბატონო X (იქს),
პოლიხრონიონ!

ან სად გცალიათ
სონეტების საწერად ახლა?
ფუჭი დიდება
კაბინეტის თაროზე ლპება,
დიდი ხანია რაც დიპლომებს
გაუჩნდა მახრა...

მტრის ზურგს - მახვილი,
ბრძოლა უნდა პრემიებს ახალს!

პოლიხრონიონ, -
ბატონო X (იქს),
პოლიხრონიონ!

ტყუილად ფიქრობთ,
რომ ივაჭრებთ
ღმერთთან სანთლებით,
ცალყბად რომ ანთებთ...
ხელმრუდედ რომ
ისახავთ პირჯვარს,
დაფარული ხომ არ არსებობს
ციურ ნათელში...

პოლიხრონიონ, -
ბატონო X (იქს),
პოლიხრონიონ!

შიშით გაციებთ, რადგან იცით
ვერსად წაუხვალთ,
ერთ ხელეურად თქვენც წაგიმკით
სიკვდილის ცელი,
არ ჯობდა,
ქვეყნად დაგეტოვათ
თუნდაც სულ ერთი,
თუნდაც სულ მცირე,
გულწრფელად კი
თქვენზე მლოცველი?

პოლიხრონიონ, -
ბატონო X (იქს),
პოლიხრონიონ!

თქვენ გხიბლავთ ტაში,
მეტად, ვიდრე "მთვარის სონატა",
დაფასებული კაცი გქვიათ,
რატომღაც ხალხში
და რახანია, რაც აღარ წერთ
ფაქიზ სონეტებს...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Sep 25, 2009 9:18 pm

ნეკერა wrote:
ავტოპიარი
(თვითირონიული ლექსი "სალაღობოდ, სააშიკოდ, ამხანაგთა სათრეველად")

პირველ შვილს,
გოგოს,
ლილეს ვარქმევ, მეორეს - საბას,
არასდროს მივცემ ტირილის და
მოწყენის საბაბს,
ბავშვური ძილი
ვიცი საშიშ ზღაპრებზე გადის,
დედური ხელით ჩავუკეცავ
ხშირ-ხშირად საბანს.!

ნინოვ, ნეტავ თუ ჩვენთან ერთი მუზა დადის...
რამდენიმე თვის წინ მეგობარს შეეძინა შვილი
და ვუძღვენი ლექსი. აი ერთი სტროფი იქიდან

ის დროც დადგება მალე, როცა პატარა საბას,
რომ ჩაფრენია ტორით დედიკოს ლამაზ კაბას,
ამოუკოცნი თვალებს, ამოუკეცავ საბანს
და მოუყვები ქვეყნად ყველაზე ლამაზ ზღაპარს
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Dec 07, 2009 4:56 pm

ზღაპარ იყო

იქ, სადაც არ წვიმს...
ამინდები სადაც მყიფეა,
გრძნობა საჯიხვე მარილივით
მიმლაშებს ღაწვებს...
სადაც ცხოვრება ადვილია,
ზეცა - პირქვეა,
გამისარეცლე სხეული და მკლავები -
ჩავწვე...
სადაც ტკივილის მარილმჟავა
ამომჭამს ღრმულებს,
შიგნით, სივრცეში -
არც სხეული როა, არც სული...
სადაც სიმშვიდე დაავიწყდათ,
სადაც ყვირიან,
დრომ ნაუცბათევ ჭაღარაზე დამაორსულა.
..............................
შემოვუარე ცისარტყელას
მეორე მხრიდან,
ჩამოვიბერტყე ბეჭებიდან
ნამტვერი ფიჭის,
ჩამოგიშალე ცხრა ნაწნავი
ვიწრო სარკმლიდან -
ჩემთვის ცხრა კლდე-მთის გადმომვლელო
დაღლილო ბიჭო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: