არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Dec 27, 2008 8:25 pm

drunken

ნეკერო, ლექსებ აექ უნდ დააწყო ხოლმე!
გიიგე?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Dec 27, 2008 8:30 pm

არჩანდა wrote:
drunken

ნეკერო, ლექსებ აექ უნდ დააწყო ხოლმე!
გიიგე?
flower გავიგე Smile
ცოტა ეშვებიანი ლექსით დავიწყებ :

თეთრი ღამეები

ისევ დამესივნენ
თეთრი ღამეები,
პოლარულ მგლებივით,
ძვლები გამომიხრეს.
ჩემი გვარ-სახელი
სადღაც გადავმალე...
აღარ მჭირდებოდა...
გინდა? ამოგითხრი.
მუჭით მიწასა ვჭამ
და ფიცს ვაფოლადებ,
შენსკენ გადმოდგმული
გამიხმეს ნაბიჯი!
ქალწულის ღაწვივით
ცას აუფორაჯდა
უდაბურ ტყის ცეცხლი
და მგონი გავგიჟდი...
მგლის ძუძუნაწოვებს
თვალებზე წყალი მაქვს,
ადამიანური სისუსტე
- საიდან?
ჩემი შეშლილობა
ჭაობის ცოფია,
გულჩვილი ჯუნგლებში
შენსას ვერ გაიტან
და ისევ საკუთარ
ბუნებას ვუმტკიცებ:
მგელი ვარ!
მგელი ვარ!
მტკიცე ვარ ტინივით...
თეთრი ღამეების
ველურ მირაჟივით
ხევებს ეხეთქება
მგელქალის ქვითინი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Dec 27, 2008 8:41 pm

ვინმე რომ ამიხსნიდეს რა წესები მოქმედებს ამ პოეტების ქვეყანაში, მადლობას გადავუხდიდი Smile
ავტორი დებს ლექსებს მარტო თავის თემაში და სხვებს მარტო კითხულობს, თუ როგორი ამბავია? Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Dec 27, 2008 8:50 pm

ნეკერა wrote:
ვინმე რომ ამიხსნიდეს რა წესები მოქმედებს ამ პოეტების ქვეყანაში, მადლობას გადავუხდიდი Smile
ავტორი დებს ლექსებს მარტო თავის თემაში და სხვებს მარტო კითხულობს, თუ როგორი ამბავია? Smile

drunken

ისეთი ამბავია, რო - მარტო თავის ადგილ-მამულს კი არა ჰხედავს, სხვებსაც კითხულობს და ელაპარაკება ხოლმე, მაგრამ მარტო საქმიანად.
"მოკგიკითხე!", "მიყვარხარ!", "არა, მე უფრო ძალიან მიყვარხარ!", "არა, მე უფრო!" - აესეთები აქ არა! ეგეთები - სხვაგან უნდა ვთქვათ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sun Dec 28, 2008 2:24 am

"მეარღნეები და პოეტები"

მე ახლა მინდა
ზიზღით ყველას ზურგი გაქციოთ,
სულ სხვა სენსორზე
გადავაწყო სულის ტალღები...
ასე ბინძურთ და პირფერობის
კურსდამთავრებულთ
ჩამოგირიგოთ
უმწიფესი ატესტატები!
დავდგეთ ახლა და
ტაშის დაკვრა კრედიტად გავცეთ,
მერე პროცენტით
დავიბრუნოთ უთუოდ უკან!
ჯერ გავიღიმოთ სარფიანად,
ოღონდ - წინხედში,
მერე ლექსებიც დავამსგავსოთ
საქულას დუქანს!
-----------------
ნადავლს აცხრებით,
ვით მშიერი კაპოეტები,
„უბრალოდ ვკვდებით
მეარღნეები და პოეტები“.

ცხელ-ცხელია, თუ ბობო არ გამკიცხავს Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Mon Jan 05, 2009 9:27 pm

მოდი

მოდი!
მონატრებას კარი მოანგრიე,
წიხლით ჩამოუღე
გამხდარი ფერდები,
უშნოდ ამაყი და
ვნებით თვალებმღვრიე,
ხომ ხედავ, უჩემოდ
უდროოდ ბერდები.

მერე წაუღია
მეწყერს ყველა წესი!
კოცნით ვინ მიუშვებს
ფილტვებს ჟანგბადამდე?
ღამემ სარეცელზე
ტანი აილესა,
როგორც მებადურმა
მოგვაყოლა ბადეს.

ხვალ დეზერტირ მთვარეს
დასამალი მღვიმე
შეეშლება,
შიშვლად შემორჩება მინდორს,
მოდი,
ცრურწმენების კარი მოანგრიე,
მოდი,
გიწამლო და
სუნთქვა დაგიწმინდო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Jan 08, 2009 4:56 pm

ზამთარი

გარეთ ქარბორბალა წრეზე დატრიალდა,
ფიქრი საფერხულოდ სხვა ფიქრს გადაეწნა-
შენი ერთგულება ფრანგულ შროშანივით
შევცდი, სამუდამოდ მხარზე ამოვიწვი.

ცხვირწინ გამუდმებით ჩემი მომბაძველი
სარკე - უპრინციპო, იმიჯს მეცილება...
სახლიდან გასვლისას შენზე ფიქრის შალში
თბილად გავეხვევი... გარეთ ეციება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Jan 16, 2009 4:13 am

XXX

ამეკვიატა ახლადნაშობ ჩვილის ტირილი,
ასლუკუნდება... გადაფარავს ქალაქის ხმაურს.

და რადგან ჩემს მეტს ხმა არ ესმის
მწარე ტირილის,
თავს ვეკითხები - რამე ხომ არ გადამავიწყდა?
შეშინებული, სულს ვიქექავ, როგორც ღრმა ჯიბეს
თან ხმის კანკალით ვეკითხები ტირილს ახლიდან -
ხომ არაფერი დაგიშავე, შვილო, შემთხვევით?
ხომ არ დაგტოვე სიცივეში თბილი სახლიდან?

იქნებ ოდესმე მოღალატე დედა ვიყავი,
იქნებ ოდესმე მოგიგლიჯე თბილი გულიდან,
ან სადედინაცვლოდ გადაგიგდე ჭუჭყიან ქალაქს,
ალბათ, პატარავ ჯერ არ იცი სიტყვები თორემ,
ტირილის ნაცვლად, საცოდავად დამიძახებდი,
რომ შენი წილი მოგეთხოვა სიყვარულიდან!

ამეკვიატა ახლადნაშობ ჩვილის ტირილი...
ხალხი არა ხართ? უპატრონეთ!!!
მოგიკვდა დედა...
ნეტავი მართლა ჩემი სისხლის ნაწილი იყო,
ნეტავი მართლა ჩემი ხორცის ნაწილი იყო,
ნეტავ, ღმერთს ასე ვუყვარდე, ნეტავ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Jan 16, 2009 4:19 am

ნეკერა ძვირფასო! კარგი ხარ!
ოღონდ ერთი შენიშვნა:ახლადშობილი ჩვილი ტირის,ჩხავის,ღნავის,მაგრამ სლუკუნს ბავშვი გაცილებით გვიან იწყებს.სადღაც, ალბათ იმ დროს,როცა მეტყველება და აზროვნება უყალიბდება.დაახლოებით ერთი წლის მიდამოებში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Jan 22, 2009 6:33 pm

nino darbaiseli wrote:
ნეკერა ძვირფასო! კარგი ხარ!
ოღონდ ერთი შენიშვნა:ახლადშობილი ჩვილი ტირის,ჩხავის,ღნავის,მაგრამ სლუკუნს ბავშვი გაცილებით გვიან იწყებს.სადღაც, ალბათ იმ დროს,როცა მეტყველება და აზროვნება უყალიბდება.დაახლოებით ერთი წლის მიდამოებში.




ამ სამი ზმნიდან ჩვილს მხოლოდ ერთი_"ტირის" დავუტოვოთ,ხოლო დანარჩენი ორი _"ჩხავის" და "ღნავის"_სხვებს დავუთმოთ:კატასა და ლეკვსა.
...
მამაჩემის დღიურებში ამოვიკითხე,რომ თქვენს მონა-მორჩილს დაბადებიდან სამი საათის მერე სამჯერ დაუსლუკუნებია_ეს მხოლოდ ფშავ-ხევსურეთის რეკორდია თუ...გინესისაც?!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sun Jan 25, 2009 4:28 am

გარდაცვალება

დრო - ათასფეხა
გაახუნებს დაფნის გვირგვინებს,
შერჩები სარკეს,
ეროზიულ ქერქის ამარა,
ყველა ნაოჭი, ყველა კუნთი
ძვლებზე მიცოცავს
ქვემოთ, ნაღვენთი სანთელივით-
დაპატარავდი.
მთელი ცხოვრება გავლილია,
გიხმობს სამარე,
მზის სხივს თან მიაქვს
ამოსუნთქვა უკანასკნელი,
გაქრები ისე უჩუმრად
და უპრეტენზიოდ,
თითქოს სინათლეს
მიაფარეს ფარდა სარკმელზე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Jan 31, 2009 2:39 am

*****

ფეხდასერილმაც რომ ვიარო,
ბოლომდე ვივლი,
თუ ეს ბილიკი გზის დასასრულს
მოვა შენამდე.
სულში განათბობ სიტყვებს
მინდა მოვდო ქამანდა
და გახედნილი მუსტანგივით
ლექსში შევაბა.
მტკივნეულია რეალობა,
როგორც შემთხვევით
ლურსმანს აცდენით,
მოხვედრილი თითში ჩაქუჩი...
შენ ეფარები უჩემობის პირბადეს,
მაგრამ ტკივილს იამებ
სტრიქონებით, ჩემგან ნაჩუქარ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Feb 10, 2009 2:43 am

ტატამი ორისთვის (გრძნობა წესების გარეშე)

ძარღვები ჩახმა...
მოშლილ ონკანს ჰგავს
უკვე სისხლი,
წვეთებს კაპრიზით
უკაკუნებს გულის ნიჟარას.
ფუნქციას კარგავს ყველა სიტყვა
ჩვენს ტატამს შიგნით,
გაუცხოება ამ ფართისთვის
იხდის იჯარას.
მსაჯიც - აკრძალულ ილეთებზე
თვალებს იბრმავებს.
ფინტი...გაშიებს სისხლის სუნი,
ხდები ნადირი...
ფატრავ, თელავ და
ფეხქვეშ იგებ ნალოლიავებ
შენსავე ხარჭას...
აღარ გებრძვის.
გონგი! ადიოს!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Tue Feb 10, 2009 2:44 am

თვითშეგრძნება

ფრენის დრო მორჩა...
ნაბიჯები დამმძიმებია,
ცრემლების სახლი
დამაშენდა ზურგზე ნაჭუჭად,
დავიზლაზნები.
სადაც წავალ
თან სველ კვალს ვტოვებ...
ლოკოკინა ვარ,
შერჩენილი ხალხმრავალ ქუჩას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Feb 11, 2009 2:30 am

ოცნება

ჩოხის ცას ავხედავდი ახლა,
თავსაც დაგანდობდი მხარზე...
ისეთი სუფთაა ღამე -
ჰგავხარ გაცოცხლებულ მხარგრძელს,
ჰგავხარ ამღერებულ მიწას,
ჰგავხარ ისტორიის ფურცელს...
ჩვენს პირმშოს კერიის ცეცხლთან
აკვანს ნიავქარი ურწევს.
სანამ გათენდება ისევ
ცივილიზაციის დილა,
გვერდით მოგიჯდები, სულო,
თავს მხარზე დაგანდობ თბილად.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Feb 11, 2009 9:14 am

ნეკერა wrote:
ოცნება

ჩოხის ცას ავხედავდი ახლა,
თავსაც დაგანდობდი მხარზე...
ისეთი სუფთაა ღამე -
ჰგავხარ გაცოცხლებულ მხარგრძელს,
ჰგავხარ ამღერებულ მიწას,
ჰგავხარ ისტორიის ფურცელს...
ჩვენს პირმშოს კერიის ცეცხლთან
აკვანს ნიავქარი ურწევს.
სანამ გათენდება ისევ
ცივილიზაციის დილა,
გვერდით მოგიჯდები, სულო,
თავს მხარზე დაგანდობ თბილად.

ცქნაფა, აი, მაგ გამუქებულ სიტყვას ხო ჰხედავ?
აი, ეგ არის, რომ რიტმს გირღვევს ამ ლექსში.

აბა, დააკვირდი და მოიფიქრე - რამდენ და რამდენ მარცვლიანი ორი სიტყვა უნდა მანდა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Feb 11, 2009 9:36 am

არჩანდა wrote:
ნეკერა wrote:
ოცნება

ჩოხის ცას ავხედავდი ახლა,
თავსაც დაგანდობდი მხარზე...
ისეთი სუფთაა ღამე -
ჰგავხარ გაცოცხლებულ მხარგრძელს,
ჰგავხარ ამღერებულ მიწას,
ჰგავხარ ისტორიის ფურცელს...
ჩვენს პირმშოს კერიის ცეცხლთან
აკვანს ნიავქარი ურწევს.
სანამ გათენდება ისევ
ცივილიზაციის დილა,
გვერდით მოგიჯდები, სულო,
თავს მხარზე დაგანდობ თბილად.

ცქნაფა, აი, მაგ გამუქებულ სიტყვას ხო ჰხედავ?
აი, ეგ არის, რომ რიტმს გირღვევს ამ ლექსში.

აბა, დააკვირდი და მოიფიქრე - რამდენ და რამდენ მარცვლიანი ორი სიტყვა უნდა მანდა?



სამართლიანი შენიშვნაა.
გარდა ამისა,თვითონ სიტყვა "ცივილიზაცია" ლექსის მშვენიერ ფონზე ისე გამოიყურება,როგორც კორძი ალუბლის ტანზე,ან_კრაზანა ფუტკრის ფიჭაზე...

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Feb 11, 2009 7:33 pm

Quote :
ცქნაფა, აი, მაგ გამუქებულ სიტყვას ხო ჰხედავ?
აი, ეგ არის, რომ რიტმს გირღვევს ამ ლექსში.

აბა, დააკვირდი და მოიფიქრე - რამდენ და რამდენ მარცვლიანი ორი სიტყვა უნდა მანდა?
დავფიქრდები, ბობო Smile
მაგრამ...
Quote :
სამართლიანი შენიშვნაა.
გარდა ამისა,თვითონ სიტყვა "ცივილიზაცია" ლექსის მშვენიერ ფონზე ისე გამოიყურება,როგორც კორძი ალუბლის ტანზე,ან_კრაზანა ფუტკრის ფიჭაზე...
მე მგონი ამ სიტყვას ზუსტი დატვირთვა აქვს Sad
ყველაფერი რაც მანამდე ითქვა, წარსულია, ისტორიულია, ფესვებიდანაა და მონატრებულია, მეხსიერებას უსუფთავესად შემორჩენილი. ამიტომ ეშინია ლექსის გმირს -
სანამ გათენდება ისევ
ცივილიზაციის დილა,

მანამდე ვიყოთ ასე მყუდროდ და ლამაზადო...

რა ვიცი, არა?
მაინც შესაცვლელია?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Wed Feb 11, 2009 7:45 pm

ნეკერა wrote:
Quote :
ცქნაფა, აი, მაგ გამუქებულ სიტყვას ხო ჰხედავ?
აი, ეგ არის, რომ რიტმს გირღვევს ამ ლექსში.

აბა, დააკვირდი და მოიფიქრე - რამდენ და რამდენ მარცვლიანი ორი სიტყვა უნდა მანდა?
დავფიქრდები, ბობო Smile
მაგრამ...
Quote :
სამართლიანი შენიშვნაა.
გარდა ამისა,თვითონ სიტყვა "ცივილიზაცია" ლექსის მშვენიერ ფონზე ისე გამოიყურება,როგორც კორძი ალუბლის ტანზე,ან_კრაზანა ფუტკრის ფიჭაზე...
მე მგონი ამ სიტყვას ზუსტი დატვირთვა აქვს Sad
ყველაფერი რაც მანამდე ითქვა, წარსულია, ისტორიულია, ფესვებიდანაა და მონატრებულია, მეხსიერებას უსუფთავესად შემორჩენილი. ამიტომ ეშინია ლექსის გმირს -
სანამ გათენდება ისევ
ცივილიზაციის დილა,

მანამდე ვიყოთ ასე მყუდროდ და ლამაზადო...

რა ვიცი, არა?
მაინც შესაცვლელია?

Arrow

ნინო, მაინც უნდა შეცვალო.
მე მესმის, შენ რისი თქმაც გინდა, მაგრამ მანდ ორი სიტყვა უნდა - მახვილების ზუსტი გადანაწილებით.

დააკვირდი, აბა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Fri Feb 13, 2009 11:07 pm

ასე ივარგებს ბობო?
"სანამ გათენდება ისევ
ოცნებების მკვლელი დილა"...

confused
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Feb 14, 2009 1:30 pm

ნეკერა wrote:
ასე ივარგებს ბობო?
"სანამ გათენდება ისევ
ოცნებების მკვლელი დილა"...

confused

Arrow

"სანამ გათენდება ისევ
მკვლელი ოცნებების დილა"...


აი, ნინუცელა, მე მგონია, რო ეგრე უნდა სწორი რიტმული ჟღერადობისათვის... და უკეთესადაც ისმის შენი ლექსი...

და ის კონტრასტი - შენ რომ გინდოდა, უფრო მეტი ძველის და ახლის აღმნიშვნელი კომპონენტების დაპირისპირებით მიიღება. ესეც საინტერესოა და სადმე სხვაგან სცადე...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Feb 14, 2009 7:53 pm

არჩანდა wrote:
ნეკერა wrote:
ასე ივარგებს ბობო?
"სანამ გათენდება ისევ
ოცნებების მკვლელი დილა"...

confused

Arrow

"სანამ გათენდება ისევ
მკვლელი ოცნებების დილა"...


აი, ნინუცელა, მე მგონია, რო ეგრე უნდა სწორი რიტმული ჟღერადობისათვის... და უკეთესადაც ისმის შენი ლექსი...

და ის კონტრასტი - შენ რომ გინდოდა, უფრო მეტი ძველის და ახლის აღმნიშვნელი კომპონენტების დაპირისპირებით მიიღება. ესეც საინტერესოა და სადმე სხვაგან სცადე...

study
მაგ შემთხვევაში ასე უნდა გამოვყო, არა?
"სანამ გათენდება ისევ
მკვლელი, ოცნებების, დილა"

(საწყალო ლექსო Smile )
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Feb 14, 2009 7:56 pm

###

მინდა გაგანდო-
სიყვარულის ახსნას ჰგავს ლექსი
და უძვირფასეს გულის სკივრში
ფსკერზე მთვლემარე
გრძნობები უნდა გაამზევო
ისე მარტივად,
რომ არაფერი დარჩეს
სატრფოს გაუგებარი.
ხელოვნურ სიტყვებს
ვერ მოითმენს, უფაქიზესი,
საპასუხოსაც ვერ გააჩენს
ნაპერწკალს ვნების,
არჩევანია-
გამოაცხობ მეპურე პურს თუ
გზას გააგრძელებ
და სიტყვების ჯვარზე ევნები.
მენდე, ძვირფასო,
სიყვარულის ახსნაა ლექსი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Sat Feb 14, 2009 8:08 pm

ნეკერა wrote:
არჩანდა wrote:
ნეკერა wrote:
ასე ივარგებს ბობო?
"სანამ გათენდება ისევ
ოცნებების მკვლელი დილა"...

confused

Arrow

"სანამ გათენდება ისევ
მკვლელი ოცნებების დილა"...


აი, ნინუცელა, მე მგონია, რო ეგრე უნდა სწორი რიტმული ჟღერადობისათვის... და უკეთესადაც ისმის შენი ლექსი...

და ის კონტრასტი - შენ რომ გინდოდა, უფრო მეტი ძველის და ახლის აღმნიშვნელი კომპონენტების დაპირისპირებით მიიღება. ესეც საინტერესოა და სადმე სხვაგან სცადე...

study
მაგ შემთხვევაში ასე უნდა გამოვყო, არა?
"სანამ გათენდება ისევ
მკვლელი, ოცნებების, დილა"

(საწყალო ლექსო Smile )

Arrow

არა, ნინუცელავ, არაფერი მძიმეები ამას აღარ უნდა, ეგრევე დატოვე, როგორც მე დაგიწერე...
მე მგონი, ეს უკეთესი სთქვი და რატო - ”საწყალო ლექსო”?

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Thu Mar 05, 2009 1:37 am

საგაზაფხულო დეპრესია

საგაზაფხულო დეპრესია...
განწყობილება - რეგრესული.
სულში, აგრესიულ ანექსიას
ატმის ყვავილების, გადვურჩები?
ისე ფეხაკრეფით შემოდიან,
თითქოს აბიჯებდნენ ფაჩუჩებით.

ამ ალერგიულმა ბუსუსებმაც
ჰაერი ისე გააჯერა,
კონსისტენცია შეეცვალა
და მძიმე ღრუბლებად ადევს ხეებს.
წოლით რეჟიმში რჩება ჯერაც
სუსტი მზე, ბავშვივით რომ ახველებს...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ნეკერა - ნინო ნეკერიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: