არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Jul 04, 2009 9:43 am

გ ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
------------------------------------


*
პანტის ტოტზე ჰკიდია,
როგორც დიდი ნათურა,
მაგრამ სულ არ ანათებს,
თქვით,რა არის? …

*
ულამაზესი თევზია,
თქვენც გეყოლებათ ნანახი,
უყვარს მთის მდინარეები,
აბა,რა ჰქვია? …

*
წყლიან ქვაბში ჩავარდა,
იფართხალა,იწივლა,
ბებომ გადაარჩინა,
თქვით,რა იყო? …

*
ნახტომი აქვს იმისთანა,
გაგაოცებს ძალიან,
არც კატაა,არც_ავაზა,
მაშ,რა არის? …

*
ღამის ციდან ჩამოგცქერის
მონატრებულ ძმასავით,
თითქოს ოქროს მარცვალია,
რა ჰქვია და …

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Jul 09, 2009 7:50 am

მართლა ყანწის ბრალია?
--------------------------------------------------

(ზ ღ ა პ ა რ ი)
ორი გოჭი მყავს,პატარებო,
უნდა გაგაცნოთ ისინიო,
რა ჰქვიათ?
როგორ დაგიმალავთ:
ჭყვიტინიო და ჭყიპილიო.
ხათრიანი ტყუპები არიან,
არ უყვართ ენის ტლიკინიო,
უხარიათ თივაში კოტრიალი
და ლეკვთან ერთად სირბილიო,
მწვანე მინდორზე სეირნობა,
ღრუტუნგარეული ღიღინიო,
მაგრამ მოიწყენენ
თუ დაუგვიანე
საჭმელი
ტკბილი და თბილ-თბილიო.

როდესაც კარგი ამინდია,
აპრეხილ კუდებით
დააქვთ საკუთარი ქუდები.

ერთხელაც ინდაურს
(პენსიონერს)
დღე ჰქონდა დაბადების
(რა საჩუქრები და
რა ვარდები!)
და მერცხალს
ფრთებითა და ნისკარტით
მოჰქონდა
მოსალოცი ბარათები.

მომრავლდნენ სტუმრები_
იხვი,ქათამი თუ მელია
(მათი ერთად გამოჩენა
არავის სწყენია),
შავსათვალიანი ჩხიკვები
(ჭორაობით
ენე რომ სტკენიათ)
და ვირთხა უზრდელი,
ყველას ვერ გაიხსენებ_
ძნელია…

ერთმანეთს გადაება
ხმები
სიმღერის და გარმონის,
დოლის და ტაშის,
ჭყვიტინიომ და ჭყიპილიომ
ყველა გააოცეს მაშინ:
გიტარას უკრავდნენ,
ცეკვავდნენ,ბუქნავდნენ,
ამბობდნენ გამოცანებს,
ყანწები გამოცალეს,
ღრუბლები ადღეგრძელეს ცაში,
ბურთივით აგორავეს ვაშლი
და ღვინო
აუვარდათ თავში!

ორივე გამოშტერდა
და გზა აერიათ ბნელში,
მერე მდინარესთან
ცივი წყალი
იპკურეს პეშვით,
ყანწის ბრალიაო
(ოხრავდნენ),
აღარ ავიღებთო ხელში.

ცივმა წყალმა
ვერ გამოაფხიზლა_
სიჭრელე უცნაური
პატარა თავებში
აქანდა,დაქანდა,
ბოლოს დაღლილები წამოწვნენ
სოფლის შუაგულში,
ბაქანთან…

ჰალსტუხებითა და ბაფთებით
მოვიდნენ ბატები_
ყიყინა,ვიყინა და სისინა,
რომ ნახეს,
თავდაყირა ეძინათ გოჭებს,
სამივემ გულიანად იცინა!
და მერე მგზავრებმაც იცინეს,
მეტისმეტი კისკისისაგან
ფერი დაეკარგათ წიწილებს.

სიცილ-კისკისმა გააღვიძა
ჭყვიტილიო და ჭყიპილიო,
ხიდან კაჭკაჭი იძახოდა:
სირცხვილი,
სირცხვილი და სირცხვილიო!

გოჭები წამოწითლდნენ,
იტირეს,წავიდნენ
და ერთმანეთისაკენ
გადახრილ კუდებით
მიჰქონდათ
კოპლიანი ქუდები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Sep 22, 2009 8:54 am

ცოტნე და დეზდემონა
------------------------

ცოტნე სახლში მარტო დარჩა,
ყველა სადღაც წავიდა,
დედას ნაზი დარიგება
არ შორდება თავიდან_
დენს არ გაეთამაშოო,
არც უთოს და გაზსაო,
არ გაუღო, თუ ვიღაცამ
უკაკუნა კარსაო,
გასაღები თვითონა მაქვს,
მალე დავბრუნდებიო,
მერე ჟირაფს და სალამურს
მოგიტანენ ძმებიო…

კოხტად დავარცხნილი ძაღლი
დაუტოვეს პატარა,
დედა მზერით მოეფერა,
ცოტნემ თავი დახარა.

*
ცოტნეს ცუგა ურჩევნია
ქვეყანაზე ყველა ხილს,
სიამოვნებს მასთან ყოფნა,
დეზდემონას ეძახის.
თამაშობენ_ოთახებში
ყველგან მათი ხმებია,
ხალიჩაზე გორაობენ,
ერთმანეთზე ხტებიან,
ცოტნე ბაძავს ზღაპრის გმირებს,
ცუგა ციყვებს დასცინის
და გარდერობს ეჯახება
ახვეული თავ-ცხვირით,
ტელევიზორს დაავიწყეს
აზრი ძველი ამბების
და ეკრანზე მიახატეს
თვალები და წარბები.
იცინიან,წუწაობენ,
წყლის შხეფები ბრწყინავენ,
ენატრებათ ბილიკები,
მინდორი და მდინარე.

*
უცებ ცუგა ყირამალა
ჩამოვარდა ტახტიდან,
აფართხალდა,აწკაწკავდა
და საბრალოდ ატირდა,
საწოლის ქვეშ,როგორც იქნა,
შეფხაკუნდა სლუკუნით
და თან შეჰყვა ცოტნე ბიჭის
სევდიანი ბუზღუნი:
“გამოდი და ფეხს შეგიხვევ,
მალე კარგად გახდები,
ჩამოცხა და აივანზე
უნდა მოვრწყოთ ვარდები.”
ცუგა კვნესის_ექიმიო,
მიშველეო,არიქა!..
ახლავეო და ცოტნემაც
სასწრაფოში დარეკა
და აცნობა,რაც უჭირდა
სიტყვით წრფელზე წრფელითო,
დეზდემონა ავადაა,
ვერაფერსა ვშველითო.

*
შემოვიდა ექიმი,
თან შემოჰყვა აქთანი,
გაუკვირდათ,როცა დახვდათ
მხოლოდ ცოტნე, შემკრთალი,
მიიხედეს,მოიხედეს_
რა ხდებაო ნეტავი.
“ავადმყოფი?”_გაუღიმეს
მტკაველას და ხათრიანს,
ცოტნე შეძვრა საწოლის ქვეშ,
ცუგა გამოათრია…

იყურება დეზდემონა,
შიშისაგან წამხდარი,
ესმის ექთნის კისკისი
და ექიმის ხარხარი:
“ეს გვითხარი,მასპინძელო,
უფროსობა სად არი?”

ცუგას ესიამოვნა
სითბო მათი თვალების,
გაუსინჯეს ტან-ფეხი,
მოუსინჯეს ბრჭყალები,
ფეხი ფრთხილად შეუხვიეს_
ძვალზე ბზარი ყოფილა,
ცოტნე ისე გაიბადრა,
ისე მიეძმობილა,_
მკურნალებმა გაიოცეს,
ვნახეთ ოქროს ბიჭიო,
ყველას უნდა ამშვენებდეს
სიყვარულის ნიჭიო.

სახლში დედა გამოჩნდა
კიბეებზე ნარბენი,
თან მოჰქონდა აღელვებულს
ხილი(თანაც რამდენი!),
რაც მომხდარა,გაიგო
(ექიმმა თქვა სათქმელი)
და სახეზე მოეფინა
სიხარულის ნათელი.

ცოტნე გაბრწყინებულია,
ცასა სწვდება,ღმერთმანი,
ბოლოს ერთად გააცილეს
ექიმი და ექთანი.

*
ახლა ტკბილად საუბრობენ,
ვით ბედნიერ ზღაპარში.

გარეთ ქარის ხმაურია
და ღრუბლების განგაში.

თითქოს წიგნსაც ეღიმება,
მაგიდაზე გადაშლილს.

ცოტნე_ დედას,ცუგა_ ცოტნეს
ჩასწოლია კალთაში.



Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Dec 16, 2009 9:46 am



ეკლესიის მშენებლები
--------------------------

ლუკამ,ლამაზქოჩრიანმა,
შავტუხამ და შავთვალამ,
მოიტანა ქვა და თიხა,
ხისგან ჯვარი გათალა,
მერე ანაც დაეხმარა,
კოხტა და კაფანდარა,
თორნიკემაც ივაჟკაცა-
საძირკველი გათხარა
და წყაროსთან ააშენეს
ეკლესია პატარა.


თ ა ნ ა ტ ო ლ ე ბ ი
----------------------
მონდომებით,ნელა-ნელა
ორმოსა თხრის ბაღში ვანო.

ჩარგო ნერგი,ვანოს გულში
დიდი სიხარული გალობს.

ნერგი ვანოს სიმაღლეა,
ნერგის სიმაღლეა ვანო.


ბ ე რ დ ი ა
----------------
მართლა ვაჟია ბერდია,
ხელ-ფეხი აღარ ეღლება,
ხან ყოჩებს ეთამაშება,
ხან ღობეს გადაევლება,
ხან ხევ-ხუვ ჩაეფარება,
ხან გალავანზე შედგება,
თმის ღერები აქვს ისეთი,
ზედ ვაშლი წამოეგება.

შემოგცინებს და იფიქრებ:
"გული მერცხლისა ექნება."



ჯიბილო ყივილაშვილი
---------------------------
ქვის გამკვეთელი დეზები,
ბოლო_ცეცხლივით გაშლილი,
ბუმბული_გაბრწყინებული,
ხავერდოვანი და ხშირი,
ხმა_მაცნე გათენებისა,
მიწიდან ცისკენ აჭრილი,
თვალები_ნაპერწკლიანი,
გული_ მაგარი კაჟივით...

ასეთი გახლავთ მამალი_
ჯიბილო ყივილაშვილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Dec 22, 2009 10:42 pm



ცმაცუნა ყურცქვიტაძე

იცნობდეთ_მოგეწონებათ,
მტევნისხელაა ტანადა,
ცმაცუნა ჰქვია სახელად,
ყურცქვიტაძეა გვარადა.

არ უყვარს ძილისგუდობა
და სიზარმაცე ტოლების,
ადრე იღვიძებს,ვარჯიშობს,
გააქვს ლამაზი გოლები.

ვარჯიშის მერე ბანაობს
და თევზებს ეთამაშება,
ისეთი გულკეთილია,
დალოცეს მზემ და ბავშვებმა.

არც ჭუკებს ებუზღუნება,
არც ფისოებთან დიდგულობს,
საბაჭიაო ჟურნალებს
თავდავიწყებით კითხულობს.

მშობლების სიხარულია,
მორჩილია და გამგონე,
გიტარას უკრავს,ღიღინებს,
მუსიკას ყურებს აყოლებს.

ხანდახან ბაღში სეირნობს
და ისმის ჩიტის გალობა:
“ცმაცუნასაგან სპორტსმენი,
ან მომღერალი გამოვა.”
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Jan 05, 2010 9:04 pm

ფუტკრის სიმღერა
----------------


ავია,თანაც როგორი,
ნესტარაული კრაზანა,
რაღას არ წაიეშმაკებს
და ჩაიფიქრებს რას არა.

ტყის პირას,სახელოსნოში,
ფუსფუსებს,რკინის ხმა ისმის,
ალუბლის კურკის ოდენა
ბომბებს აკეთებს ხალისით.

კრაზანას ბომბი შენობებს
არ ანგრევს,ოღონდ ეგ არი:
ერთი თუ დაიგრუხუნა,
ლომიც გახდება ფერმკრთალი.

ბომბი_”ბაჰ-კელა-ბუჰბუჰი”
ჩამოიკიდა სხივითა
და გაზაფხულის სივრცეში
აფრინდა ზვინის ჩრდილიდან.

*

მდინარის გაღმა,მწვანეში,
თეთრად რომ მოჩანს,სკებია,
იცინის,ხარობს წინასწარ:
“აუჰ,რას დაფეთდებიან!”

ბომბი ჩააგდო და მალე
ჭექა მოისმა იმგვარი,_
დაფრთხა მხეცი და ფრინველი:
“ცხადი არის თუ სიზმარი?!”

ბულბულს დასჩემდა ნევროზი,
ინდაურს_გულის ფრიალი,
კურდღელს_ყურების ანთება,
წრუწუნას_ძილში წრიალი.

დაყრუვდა,მწარედ აყივლდა
მამალი,ბოლოჭრელაო,
მაგრამ ქათმებმა უმღერეს
და დაუბრუნდა სმენაო.

“ვეღარ ვწერ,ვეღარც ვკითხულობ,_
დაღონებულა ვირიო,_
ეს რა ხმა იყო ასეთი,
გადამიბრუნდა ტვინიო,
წამალი ვერ მიყიდია,
ყოფილა ძვირზე ძვირიო.”

ლეკვსაო,_მითხრა ბოჩოლამ
(და მჯერა,არის მართალი),_
სიცხეს და წნევას უზომავს
ყურახვეული ბატკანი.

*

ოღონდ დღე იყოს მზიანი
და მინდორ-მინდორ იფრინოს,_
მეტი რა უნდა ინატროს
ნექტარაშვილმა ფიჭილომ?

ფიჭილოს დასაც გაგაცნობთ,
ჭეონა ჰქვია სახელად_
ენა ვერ იტყვის,სკისათვის
სიხარულია რამხელა!

აი,ეს ორი ფუტკარი_
მოსიყვარულე და_ძმანი
დარდობენ:ნესტარაულმა
შეაწუხაო მთა_ბარი.
ჩვენაც დავუშენთ ბომბებსა
და თანაც იმისთანასო,
ვეღარა სცნობდეს კრაზანა
თავის დედას და მამასო.

ფუტკრების სახელოსნოდან,
“მაისის მზე” რომ ჰქვიაო,
გაგიხარდებათ_მოისმის
ისეთი მელოდიაო…

ჭადრაკს უსხედან დათვები
ტირიფის გვერდით,მდელოზე,
გვარები?არ დაგიმალავთ:
დუდღუნაძე და სქელოძე,
არაფერს დაგიშავებენ,
მათ სიახლოვეს თუ ზიხარ,
ერთმანეთს ეკითხებიან:
“სად_ბომბი და სად_მუსიკა?!”

*

ნესტარაულის ჯაშუში_
ჩუმჩუმელაძე კრეზელო
პატრონს თვალებში შესცინის:
“ჩვენო იმედო,დღეგრძელო,
ხან ხიდან მივაყურადე,
ხან სკების ჩრდილში შევძვერო,
ომს გვიპირებენ ფუტკრები,
ვიცი,არ უნდა გვეძნელოს.
კალიები და ხვლიკები
უცნაურ რამეს ჰყვებიან:
ბომბს აკეთებენ საშიშარს,
თან მუსიკითა ტკბებიან,
სახელოსნოში ხატი აქვთ
და არც ლოცვასა სცდებიან.”

*

კრაზანამ ირონიულად
ჩაიცინ_ჩაიზუზუნა,
ფრთა ფრთას შემოჰკრა,
გამოჩნდა
მოსამსახურე ზუზულა.
“ძალიან მიყვარს,მომართვი
თაფლგარეული ნამია,
მერე გაიგე,და_ძმანი
რომელი სკიდან არიან.”

*

ჭეონა ბაღში დატოვა,
ნაზად აკოცა შუბლზედა,
თვითონ სივრცეში აიჭრა,
კრაზანას სახლ_კარს უმზერდა,
ბომბი,კვირტივით პაწია,
უციმციმებდა ზურგზედა.

ნესტარაული ჰამაკში
თავის ძმობილებს ელოდა,
უეცრად ფიჭილოს ბომბმა
ჩამოუქროლა ზემოდან,
ქვას უხმაუროდ დაეცა
და გადაიხსნა წკრიალით,
წკრიალის მერე სიმღერა
მოისმა ლამაზ ხმიანი:

“რა დაგემართა,კრაზანავ,
შენც ხომ შვილი ხარ ბუნების,
რა გემატება იმითა,
რომ აგვატკივე ყურები.
ბაყაყი_შენ რომ გიშველა,
ამოგიყვანა წყლიდანა_
სცენაზე ვეღარ გამოდის,
დაემშვიდობა გიტარას.
პეპელა_შენი ნათლია,
გვირილასავით უბრალო,
ბომბის მიზეზეით შორსაა_
ამერიკაში მკურნალობს,
ჭრიჭინა_ფოსტალიონი
გადაიკარგა უკვალოდ.”

ფიჭილოს ნიჭი დალოცა
ყველაფერმა და ყველამა,
გინდ დაიჯერეთ,გინდ_არა,
ლექსი მიუძღვნა მელამა
და გაუგზავნა ამბორი
ჭიამაია ლელამა…

ხმა_ტკბილი,აუმღვრეველი
ბევრს მოევლინა მხსნელადა,
კრაზანას გულში რაღაცა
შეირხა,თრთოდა,ღელავდა.

ფერი იცვალა ქვეყანამ,
განათდა საკვირველადა.

*

კრაზანა ნესტარაულსა
ვეღარ ახსენებ მწყრალადა,
გუშინ ფუტკრების ქორწილში
მიუწვევიათ თამადად,
ხან მთაში თესავს სიკეთეს,
ხან იხარჯება ბარადა.

სიტყვითაც,საქციელითაც
მოსაწონია,ღმერთმანი,
ღარიბი მწერებისათვის
მოაქვს ნამი და ნექტარი.

ბომბები მიუტანია,
სადაც ჯართს აბარებენო.

შენ გაიხარე,სიკეთევ,
ხმელი ხის ამყვავებელო.

ერთ სასწაულსაც გახარებთ
(უნდა მოვასწრო წასვლამდე):
სახელოსნოში კრაზანა
სათამაშოებს ამზადებს.




Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jan 31, 2011 6:00 pm

ლ უ კ ა

პატარაა ლუკა,მაგრამ
საქმე უყვარს ძალიან,
შვიდი წლისაც არ იქნება,
დედის ნატვრისთვალია,
მეზობლები იძახიან:
-ბიჭია თუ ქარია?!
-ნეტავ ახლა საით მიდის,
ვისთან მიუხარია?
-ხედავ გაღმა,მწვანე ველზე,
ხარები რომ არიან?-
აქეთ უნდა გამორეკოს,
სამუშაო დარია.
-მესმის,მესმის,გაზაფხულდა,
ეზო მოსახნავია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 26, 2011 2:26 pm

თ ი ნ ა


მერე რა,რომ პატარაა_
ადრე დგება თინა,
შეშა მოაქვს,ბუხარს ანთებს,
როცა გარეთ ჰყინავს,
ფისოს,ტახტზე ჩაძინებულს,
ეფერება ფრთხილად,
მერე ბებოს წამალს ასმევს
(ბებოს თავი სტკივა),
როცა ბინდი ჩამოწვება,
ხბოს მიუტანს თივას.
დაღამდება…
ცეცხლის ახლოს
იღიღინებს ტკბილად,
ლოგინში რომ ჩაგორდება,
ყვავილივით სძინავს
და სიზმარში მზესთან ერთად
ბაღში ხარობს თინა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: