არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ქადაგიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue May 12, 2009 1:08 pm

* * *

ენძელამ თოვლიდან
თავი დაიძვრინა,
ფიფქი დაიბერტყა
ხასხასა კალთიდან,
ირგვლივ გაიხედა...
გათვალიერა...და,
რომ ვერ დაგინახა
ბავშვივით ატირდა!

Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu May 14, 2009 10:46 am

* * *

მზეს მივაფიცხე
ნაზამთრალი
მკრთალი ხელები,
რომ ენძელები ამიყვავდნენ
ხელისგულებზე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Jun 10, 2009 12:42 am

თენდება

თენდება.
ბაღში მტრედისფერი
ღუღუნებს დილა
და იქვე ახლოს ,
თეთრ პერანგში
ყვინთავს ტყემალი,
-ღრუბლებო,
ცოტა მიწილადეთ
ცისფერი ფთილა,
არ შემიცივდეს,
ტყემალს მხრებზე
შემოვაფარო.
თენდება.


* * *

კენწეროზე
ჩამოსკუპდა მაფშალია,
ჩუმადაა...
წესით უნდა მღეროდეს,
შევხედე და თავისთავად
გამეფიქრა,
ჩვენ ორიდან
ვინ უფრო გავს შემოქმედს?!
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Jun 16, 2009 1:37 pm

ქადას მოვეფერე :-*
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Jun 17, 2009 12:41 pm

ქადაც გეფერებათ ყველას, გულში და სულში .... Smile

შემოდგომა სოფელში

ურმის ჭრიალს აედევნა
მთვარე ქუჩის ძაღლივით,
ნაკვერცხალა ვარსკვლავები-
ცის ლოყებზე დაყრილი.
ღამე შინდის ღობეებში
გაიჩარა ბავშვივით,
სიზმრებს ახლა რძის სუნი აქვს...
ჰაერია დაღლილი.
ჭრიჭინები ჩოჩქოლებენ,
კომშს სიყვითლე უსკდება,
ნიშა ხარი რქებზე იტევს
მინდვრებს ხოდაბუნებად.
ურემი მიაჭრიალებს
შემოდგომას მიათრევს,
თვალო ნუღარ გაწვიმდები,
ბედო ნუღარ იავებ!

პეპელა

მზე ჩაშლილი ნაწნავივით
მინდორს მკერდზე ეფინა.
ბინდდებოდა.
-რად ატირდი,
რამე ხომ არ გეწყინა?
-თვალში რაღაც ჩამივარდა...
(თავს იმართლებს პეპელა)
და ცრემლებში ჩამავალი
მზე მთლიანად ეტევა.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Jul 02, 2009 8:44 pm

დღევანდელი განწყობის ლექსი

ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
აისს ბღუჯა ალუბლები
კიდია,
ცისა და მიწის, სადღაც...
დასალიერზე,
ჰორიზონტი ყვავის
როგორც ლილია.
მე კი ჩამწყდა...
არა... უფრო მეტკინა,
გაზაფხული ხელებიდან
დამისხლტა,
კაბა, ასე ძალიან
რომ მიყვარდა,
ტანზე იის კონასავით
ჩამიჭკნა...
ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
წამწამს სველი სიმარტოვე
კიდია,
იღიმება ყინწვისის
ანგელოზი,
თუ ჩემსავით ისიც
მოწყენილია?!
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Jul 02, 2009 10:03 pm

Arrow
"აისს ბღუჯა ალუბლები კიდია".

Shocked

ნინო, უნდა გეჩხუბო ეხლა ძალიან!..

ამ წინადადებაში როგორ არის -

კიდია ის მას (აისს ბღუჯა ალუბლები)

თუ

ჰკიდია ის მას? (აისს ბღუჯა ალუბლები)?

გარდამავალი ზმნააა ეს თუ გარდაუვალი?

წინ ასო-ბგერა "ჰაე" უნდა თუ არ უნდა?

მოდი, აბა, ერთი - ჩაიხედე გრამატიკის წიგნებში და თუ წინ "ჰაე" სჭირდება ამ "კიდიას", რატო არ უწერთ მაშინ?

მარტო შენ კი არა, სუ ეგრეა ლამის ყველგან...

Rolling Eyes
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Jul 09, 2009 8:40 pm

გული

გატკინეს?
ნუ დარდობ,
შენს მარცხნივ
მი-გუ-ლე
!
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Jul 14, 2009 10:10 pm

ჩემი საათი არასოდეს
არ აჩვნებს
შენი მოსვლის დროს !


ჩემი ნინაჩკაა ეს და მიყვარს, მიყვარს, მიყვარს Smile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Jul 14, 2009 11:20 pm

თუ...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

I love you I love you
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Jul 15, 2009 7:30 pm

პროზაა მარა უნდა მომეტანა აქა, ხოდა იყოს Smile


თებროს ფიროი

ჩამოივლის თებროს ფიროი ხოკიაანთ სერს, დაუყვება სოფელ-სოფელ, მირზაანსა და მაჩხაანს, ძველ ანაგასა და ოზაანს. მთელი სოფელ -ქვეყანა მაგისი არ არი? დილით თუ არბოშიკში მოჰკრა თვალი ვინმემ, საღამოს ფანიაანშია, ან კარდანახში, ან ბოდბეში, ან ტიბაანში... ქარია თუ კაცი ? დაქრის თუ დადის? ან რა მიაქ , ან რა მოაქ? ან რა ჭკუა აქ ?

-ჭკუა ააქ სათავისო, - ჩაიქირქილა ასლანამ.

აბა, მაგას რა ჭკუა უნდა ჰქონდეს, ფეხებს რაზედ აწვალებს?

ზამთარში, ქოტიაანთ მარგოს დაქსოვილ ჭრელა-ჭრულა წინდებს თოვლში დააჭყაპუნებს და გაზაფხულამდე ლაპტა-ლუპტა დააქვს, ზაფხულში კი, ფეხშიშველი დადის თუ დაქრის? დილა სისხამზე, ზოგს ვენახში აცილებს, ზოგს ნახირში, ზოგს ცხვარში, ზოგს ალთასა და ზოგსაც ბალთასა...ნაშუადღევს, სიცხე რომ კარგად დააჭერს, სოფლის ბოლოს, ზედაშეზე ავა, პირჯვარს აცა-ბაცა გადაიწერს, რაღაცას ჩაიბურტყუნებს მერე, კაკლების ქვეშ, ჩრდილში გაგორდება და გაიხსენებს ხევსური დიდედის ნაამბობს, ხახაბოს რომ დაეცნენ ლეკები, ააწიოკეს ქალ-ბავშვი, ტყვედ გაილალეს მრავალი, ლაგაზი დაედევნათ თურმე.

-ლაგაზს მე ვგავარო? - შეაწყვეტინებდა ფიროი ამბავს ბებიას.

-გავხარო, მააშ, - ღიმილით დაუმოწმებდა ბებია და მოყოლას განაგრძობდა, თუმცა ამბის დასრულებამდე ხუთჯერ კიდევ მაინც დაეკითხებოდა ფიროი, - ლაგაზსა ვგავარო?

ბებია განაგრძობდა, - მტერი რომ დაუნახავს ლაგაზს, დასდევნებია ლეკებსო და უთხოვია, ჩასხედით და ფარიც წინ დაიყუდეთო, ლეკებიც დამორჩილებულან. უსვრია ლაგაზს ისარი და გაუხვრეტია ფარი, მის უკან მჯდომი შვიდი ლეკიც ზედ მიუყოლებია. ყიამდე ჩასულა ისარი მიწაში.

თებროს ფიროი დიდედის ნაამბობზე ტაშს შემოკრავდა, - ლაგაზსა ვგავარო? - მეექვსედ იკითხავდა ბავშვური გულისფანცქალით და ბებია რომ დაუმოწმებდა მეექვსედაც, - გავხარო, - გულდამშვიდებული გაეხვეოდა საბან-ჭინჭებში და დაიძინებდა ტკბილად. მეორე დილას, მამას ათლევინებდა ხისგან ვითომ ლეკურებსა და ხმლებს, სატევრებსა და წათებს, წერაქვებსა და კავებს... მერე სად მიუფანტ-მოუფანტა ავმა დრომ ეს "იარაღები", აღარ ახსოვს ფიროსა.

დედამისი თებრო მასზე მშობიარობას გადაჰყვა.

მამამისი კიკო შირაქიდან ციებ-ცხელებით მიიყვანეს სახლში. არ სცილდებოდა ხუთი წლის ფიროი მამის სასთუმალს. რა მალამო, რა ბალახი, რა ექიმბაში, რა მჩხიბავი, ვინ აღარ მიუყვანეს... გამიზეზდაო, ზედაშე გაუწყრაო... ორი დღე იწვალა და მიაბარა სული პატრონს. მამის სიკვდილის შემდეგ დამუნჯდა და დამუნჯდა ფიროი.ჭამაც აკრძალა და სმაც!

-ამ ბალღის ბეჩაობას საით ვუყურებო, - ავიშვიშდა და ჯავრს გადაჰყვა დიდედაც.

გაიზარდა ფიროი, სოფლისა და ღვთის მადლით. სოფლის მიწოდებული ლუკმაც ჭამა და წყალიც სვა, ჭკუით კი აურ-დაურია.

შარშან ალავერდობას ოცდაათი წელი შეუსრულდა ფიროს. ხატის ყმა ვარო, - დაიჟინა, - მიიწ-მოიწიეთო, - ხელს ჰკრავდა ალავერდის ტაძრის კარზე მისულ ქიზიყელ, ერწო-თიანელ თუ ფშავ-ხევსურ აფშინებს.

ჭკუას ვინ მოკითხავდა ფიროსა. მათთან ერთად ცლიდა ფიროი ღვინის რუმბებსაც, ეცოდებოდათ და ასმევდნენ, მერე მთვრალები იცინოდნენ ფიროს აცა-ბაცა სიტყვებზე.

ნაშუაღამევს რეტი დაესხა, მიეგდო იქვე მიწაზე და მიიძინა.

გამთენიისას კი აღრიალებულს გამოეღვიძა, დააფეთა ღამენათევი მლოცველები, გაისმა ქალების ქოქოლა, - რათ ასმევდით მაგ ცერცეტსო.

-რა გაღრიალებსო? - და არ პასუხობდათ, მხოლოდ ასლანას გაუმხილა, - ქალ-ღმერთი იყო ნამდვილი, ხელი წავატანე და გაქრაო, სადმე რომ დავინახო, ვიცნობო, - და აგრძელებდა ღრიალს ბალღივით.

მას შემდეგ ჩამოივლის თებროს ფიროი ხოკიაანთ სერს, დაუყვება სოფელ-სოფელ, მირზაანსა და მაჩხაანს, ძველ ანაგასა და ოზაანს. მთელი სოფელ-ქვეყანა მაგისი არ არი ? დილით თუ არბოშიკში მოკრა თვალი ვინმემ, საღამოს ფანიაანშია, ან კარდანახში, ან ბოდბეში, ან ტიბაანში... ქარია თუ კაცი? დაქრის თუ დადის? ან რა მიაქ , ან რა მოაქ? ან რა ჭკუა აქ?

-ჭკუა ააქ სათავისო, - ჩაიქირქილა ასლანამ.

აბა, მაგას რა ჭკუა უნდა ჰქონდეს, ფეხებს რაზედ აწვალებს?

ზამთარში, ქოტიაანთ მარგოს დაქსოვილ ჭრელა-ჭრულა წინდებს თოვლში დააჭყაპუნებს და გაზაფხულამდე ლაპტა-ლუპტა დააქვს, ზაფხულში კი , ფეხშიშველი დადის თუ დაქრის? დილა სისხამზე, ზოგს ვენახში აცილებს, ზოგს ნახირში, ზოგს ცხვარში, ზოგს ალთასა და ზოგსაც ბალთასა...

ქალ-ღმერთს დაეძებსო და, დასცინიან, ეცინებათ და იცინონ, რა ენაღვლება თებროს ფიროსა!
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Sep 16, 2009 11:30 am

რამდენი ხანია აღარ შემომიხედავს აქ Smile ძალიან მომენატრეთ და ძალიან მიყვარხართ Smile

ჰკიდია უნდა იყოს ბობო ბატონო, ჩავასწორებ Smile
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Sep 16, 2009 11:40 am

მინდია wrote:
თუ...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

I love you I love you

როგორ მივარს ნინოს ეს ლექსი...და საერთოდ ნინის პოეზია
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Sep 16, 2009 11:45 am

მადლობა ნელ ... Smile

აბა, მე და ჩემი ლექსი ველოდებით "მათრახს" , სიამოვნებით მოვისმენ კრიტიკას Smile


სულზე გადამძვრა
ცხრა პირი ტყავი,
ცალიერ აკვანში
ტკივილმა იბარტყა.
მთვარე გააბერწა
ჭოტების კივილმა,
კერია მინავლდა.

ძუძუებდამჭკნარი
ბერდედა საღამო
შელოცვით
ავისგან იცავდა.
აკვანზე ფერებით
წამოცმულ ავგაროზს
ისევე ვინახავ.

ფეხშველა მივბობღავ
ქვიტკირის საყდრისკენ,
გაწყალებულ კალთას
კარებზე მივაბამ
ან ცალიერ აკვანს
გავატან ანგელოზს,
უფალთან მიმავალს.

სულზე გადამძვრა
ცხრა პირი ტყავი,
ცალიერ აკვანში
ტკივილმა იბარტყა.
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Sep 17, 2009 9:06 pm

საკრიტიკო არ ჭირს არაფერი ნინუც...
მე კი ძალიან მეტკინა და შემისისხლხორცდა...

გენაცვალე შენ..
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Sep 24, 2009 1:39 pm

ვინ იცის როდის...

"ისმინეთ: აჰა,
გამოვიდა მთესავი თესვად. "
ხარ-უღლის სუნთქვით გაჟღენთილი
ბელტები ფეთქავს.
ყამირს ატყვია
ანგელოზის ნაფეხურები
და გუთნისდედის გაკვალული
ცისკრის ხნულები.
"ისმინეთ: აჰა,
გამოვიდა მთესავი თესვად".
და გაზაფხული
აკეცილი კალთიდან ფერთხავს
ჩემი სულის ფერფლს...
-გუთნის ჩიტებო,
ჯერ ჩავმიწდე
ნუ წამომკენკავთ!
ჯერ ვიმწიფარო,
ჯერ ავმრეშდე
ყანად, ბარდალად,
ნუ ამოვსკდები სარეველა
ბურღალ ბალახად,
კალოობისას,
არ მომკვეთოს
ფარცხზე მჯდომმა,
უფლის ნამგალმა.

გაზაფხულია,
"გამოვიდა მთესავი თესვად".
ვინ იცის როდის დაიწყება
ხარების წყლევა...

Smile
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Sep 24, 2009 1:40 pm

ნადირაძის ქალო, რამფერ მიყვარხარ ცა I love you :*
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Dec 22, 2009 10:17 pm

karga xania aq aRAr Semovsulvar, rogor galamazebula es saiti, Tovlis fantelebma ki ninis leqsi gamaxsena:)

დუმილით ვი-ლა-პა-რა-კოთ

თოვს მშვიდად...
ახლა სტრიქონ-სტრიქონ
ვკარგავ სიცოცხლეს.

თოვს ტკბილად...
ალბათ,ისევ ჩემზე
უნდა ფიქრობდე.

ბეღურებს ფრთებზე
ასდით თითქოს
შროშანის სუნი.

ყველა ფანტელი
მე მაგონებს პეპელას
სულით.

დღე თუ მოკლდება,
დღესთან ერთად
მოკლდება სისხლიც...

ფანჯრები გარეთ
მეორთქლება
და არა შიგნით,

რადგან უშენოდ
ოთახში ყინავს,
გარეთ - სითბოა...

.............................

თოვს მშვიდად...
სითეთრე თუ გაბარბაცებს
ჩემო ქალაქო?!

თოვს ტკბილად...
ჰოდა, ჩვენც
დუმილით ვილაპარაკოთ.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Jan 27, 2010 6:21 pm

flower
gilocav, nino, drevandel dres!!!
gfaravdes wminda nino!!!
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:09 pm

madloba bao , mraval ninoobas dagaswros ufalma Smile
sjobs gvian, vidre arasdroso Wink
paroli damaviwyda da dzlivs shemovedi, sishtere mchirs Smile)
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:10 pm

დედობა მასწავლე...
ტაატებს ფეხშველა
ღრუბელი ნებაზე,
ჩიტები კი არა,
სხივები მღერიან,
ისეთი დილაა
არყოფნას განანებს,
(იცოცხლო ხანდახან
ისეთი ძნელია).
ჰო, შემოიხეთქეს
ჭერმებმა ყვავილი,
აპრილი - ხაჩხაჩებს,
გაბრიელს - ელიან...
ახლა , ღვთისმშობელი
ყვავის ყველა კვირტში
და ქერუბიმებიც
მიწაზე რჩებიან...
ტაატებს ფეხშველა
იესო ზეცაზე,
სათუთად იყვანენ,
ღთვისმშობელს აწვდიან,
მე, ამის შემყურე
ცოტაც - გავთავდები...
დედობა მასწავლე,
დედაო მარიამ !
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:11 pm

მე შენ მე-გულ-ები...


დეკემბრის გაყინულ
მხრებზე ჩამოსკუპდნენ
რიგში - ბეღურები.

რაფაზე დაცვენილ
გამხმარი სხივებით
დილით მეც ვპურდები.

-ისევ გიყვარვარო?!
მიყვარხარ კი არა,
მე შენ მე-გულ-ები!
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:12 pm

* * *
სახლი არა მაქვს,
ქრისტეს მდგმური ვარ,
-ვალების გამო
ნუ დამტოვებ გარეთ
უფალო!

* * *
ჩემი საათი არასოდეს
აჩვნებს
შენი მოსვლის დროს !

* * *
ბეღურა -საკენკს,
მე კი -ერთ ცალ მზის სხივს
ვიზოგავ მთელი ზამთარი.

* * *
ფრთამოტეხილი ბარტყი
მართლა ჩემი გულია,
ეს მერამდენედ , საგულედან
რომ ჩამომვარდა.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:13 pm

პეპელა


მზე ჩაშლილი ნაწნავივით
მინდორს მკერდზე ეფინა.
ბინდდებოდა.
-რად ატირდი,
რამე ხომ არ გეწყინა?
-თვალში რაღაც ჩამივარდა...
(თავს იმართლებს პეპელა)
და ცრემლებში ჩამავალი
მზე მთლიანად ეტევა.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:13 pm

* * *

სულზე გადამძვრა
ცხრა პირი ტყავი,
ცალიერ აკვანში
ტკივილმა იბარტყა.
მთვარე გააბერწა
ჭოტების კივილმა,
კერია მინავლდა.

ძუძუებ დამჭკნარი
ბერდედა საღამო
შელოცვით
ავისგან იცავდა.
აკვანზე ფერებით
წამოცმულ ავგაროზს
ისევე ვინახავ.

ფეხშველა მივბობღავ
ქვიტკირის საყდრისკენ,
გაწყალებულ კალთას
კარებზე მივაბამ
ან ცალიერ აკვანს
გავატან ანგელოზს,
უფლისკენ მიმავალს.

სულზე გადამძვრა
ცხრა პირი ტყავი,
ცალიერ აკვანში
ტკივილმა იბარტყა.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ნინო ქადაგიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: