არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ქადაგიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ქადაგიძე   Sat Dec 27, 2008 2:45 am

უშენოდ როგორ...

ახლა ზამთარი ავიკვიატე,
მთვარემ ჩათვლიმა ჩიტის ბუდეში,
ქარს მოეყინა ათივე თითი,
ნეკერჩხალს უწყობს გულის უბეში.
ისევ ზამთარი ავიკვიატე,
მინდა თუ არა, უნდა გავუძლო!
კვამლი არ წაცდეს გაჭვარტლილ ბუხარს
საღამოობით ყური დავუგდო.
ისევ ზამთარი ავიკიატე
და შენი სახე, სადღაც ნანახი...
უშენოდ როგორ გადავიტანო
ნეტა ფიფქების თეთრი სახადი ?!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Dec 29, 2008 9:58 pm

დიდი მადლობა არჩანდას... Smile I love you

* * *
შემოდგომაა...
ალვის ტოტზე
მიმხმარა მთვარე,
ახლა რომ მკითხო
ვის ელიო,
ვერ გიპასუხებ....
ნატვრა-მობუზულ ბეღურებად
დავტოვე გარეთ,
თუ წააწყდები
შენს უბეში გამოაზამთრე.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Jan 02, 2009 1:04 am

მრავალ ახალ შობა-ახალ წელს დაესწარით , დღეგრძელობა, მზეგრძელობა ,ჯანმრთელობა... ხვავი და ბარაქა ოჯახშებში, სიმშვიდე და სიყვარული გულებში Smile
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Sun Jan 04, 2009 11:51 pm

გული- ბაგად ...

დეკემბერია,
ყინვა თითქოს
ჩაშაქარტკბილდა.
ღამეს თვალები უციმციმებს
ვარსკვლავებივით,
-მამა, სხეულზე ნათითური
შენი ამტკივდა,
თიხით ძერწილი -
მიტოვებულ სახლად ვიქეცი...
დეკემბერია,
ქარი ცოდვებს მაყრის ნამქერად,
და ჩარაზული კარიც გაიღო...
მწყემსებო, ბეთლემს ნუღარ წახვალთ
შობის ვარსკვლავი
შორიახლო ჩემთან აენთო ,
....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Jan 14, 2009 11:42 am

ninis axali leqsebi daudiaJ

iseTive sayvareli, rogoric TviTonaaJ
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Jan 15, 2009 11:05 pm

qet .... I love you


* * *
შუა დღის მზეზე
კატასავით
ნებივრობს მარტი.
გვერდს რომ ჩაუვლი
გაუღიმე,
ქალია მაინც...

(არ აირიოს,
რა იცი რა ეპრიანება.)
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Feb 27, 2009 8:13 pm

მე თუ მაფშალია

კენწეროზე
ჩამოსკუპდა მაფშალია,
ჩუმადაა...
წესით უნდა მღეროდეს,
შევხედე და თავისთავად
გამეფიქრა,
ჩვენ ორიდან
ვინ უფრო გავს შემოქმედს?!


რამდენი ხანია აღარ შემომიხედავს აქ, მომენატრეთ ... I love you
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Feb 27, 2009 9:10 pm

ჩვენც მოგვენატრე ნინო.....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Sat Feb 28, 2009 11:38 pm

ეს ნინო კი არა, სქადაა, სქადა Cool
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Mar 04, 2009 2:05 pm

* * *

მზეს მივაფიცხე
ნაზამთრალი
მკრთალი ხელები,
რომ ენძელები ამიყვავდნენ
ხელისგულებზე.




* * *
გამოიბერავს კვირტებს
მარტი- ფეხმძიმე ქალი.


მინდოზა მინდოზოობს Smile

მადლობა ნელ , ისეთი თბილი ხარ ... მზესავით sunny
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Mar 05, 2009 1:31 am

* * *

მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
უკვე მღერიან...
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე...
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი...სამი...ან უფრო მეტი...
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები...
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
სადღაც მღერიან....
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Mar 05, 2009 1:33 am

* * *

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი...
ცოტაც....
იყივლებს და
კიდეც გათენდება,
ბუხარს წამოანთებს
ისევ ძველი დარდი
და ჭრელ ბალიშებზე
ძილი დაფეთდება.
მე კი დავუყვები ეზოს
ჭიშკრის ბოლოს ,
ანდა ღობის ძირში
ვიპოვი ნაკვალევს,
კალთას დავაფარებ
და გამოვაზამთრებ...
ეხლა გინდ მზე იყოს,
ან თუნდაც გაავდრდეს....
ფუძის ანგელოზებს
მარანში მოვიხმობ
და ქუდსაც წამოვხდი
ღვინიან ზედაშეს,
საბძელში მიკუჭულ
ჭინკებსაც დავაფრთხობ,
კერას არ ჩაგიქრობ
ქარიც რომ ბერავდეს.

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი,
ცოტაც....
იყივლებს დაა
კიდეც გათენდება....
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:15 pm

კახეთს

ვერა და ვერ დაგიწერე
ლექსი - ერთი ამოთქმა,
სექტემბერში ალაზანი
ღვინოდ თუკი წამოვა,
რეტს დაასხამს წამოწოლილ
ჭალებს- ნისლად ატეხილს,
კვირაძალის სიზმარივით
შენთვის ცხადში ავხდები.
სათიბელით დავუყვები,
წელზემომდგარ შალაფას,
წყალზე ჩავალ თუნდაც ცხრაჯერ,
ერთი კოკის ამარა,
ალავერდის ფრთათეთრ ლოცვას,
ანგელოზებს გავატან,
მეც გავხდები მოზიარე,
მეც ვატარებ ქალამანს.
თუ გავხედნე ალაზანი,
რაღაც თუ არ გამომრჩა,
იქნებ კიდეც დაგიწერო,
ლექსი - ერთი ამოთქმა
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:20 pm

შემოდგომის ზღაპარი

(ისევ კახეთს )

ჩამოწველა შემოდგომამ
ზვრები - მტევნებრძიანი,
ამ სიმწიფის ლაზათი
სისხლ-ძარღვებში გამიჯდა,
აშვებული ძაღლივით
მთვარე იწევს მარანში,
მოქეიფე ღამეებს
ფხიზლად ვერ გადაიტანს.
ყანას დამძიმებია
თავთუხები წვნიანი,
ჭოტის წივლი-კივილმა
არ დამიფრთხოს ზმანება,
მინდა რომ დამესიზმროს
ოქროსფერი სიზმარი
და ალაზნის ჭალებზე
გადავფინო ზღაპრებად.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:22 pm

პაპას

( ვახ, კახეთი ამეკვიატა, რატომ არ ვიცი Smile )


ფრთებს აფართხალებს
ბროწეულის ხმელი ფოთოლი,
ნისლი ჭალებთან წვება ავყია...
ლექსს აეშალა საღერღელი
დუღს და გადმოდის
და ალაზანი კალმახივით,
პირქვე აგდია...
ეჰ, გარდაცვლილი პაპას ხალათს
ისლის ღობეზე,
შეაჟრიალა რომ შევეხე
ნატვრა-ნაღვლიანს,
სხვა რაღა გითხრათ,
მიხვდებოდით ალბათ თვითონაც,
მას თურმე ჩემი მოფერება
ძლიერ სწადია.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:26 pm

მოვა თუ არ მოვა

მექა თუ მედინა ?
თუმცა სულ ერთია,
ისე მიგათვალეს
სულთანის ჰარემში,
შენის სხეულიდან
ჟონავს აკაცია
ტკბილსურნელოვნებით
იღვრები ღამეში,
მაგრამ დავნაძლევდეთ
თუ ესეც ბედია,
"დუ შაში " დაჯდება
შენი ქმრის კარებში,
არც ამას გაკმარებს
და როგორც წესია
სევდა აჭრელდება
აზიურ ხალებში.
მოვა თუ არ მოვა?
ახლა სულ ერთია,
უკვე მიგათვალეს
სულთანის ჰარემში.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:27 pm

* * *

ბეღურას ფრთებს ქვეშ
შეიყუჟა უკვე ზამთარი,
გაიწელება მონატრება
ახლა მარტამდე...
წინ დიდი დროა, დამიჯერე,
ვიცი მოვასწრებ
და უშენობას ფურცელსა
და კალამს გადავდებ.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:29 pm

ესეც მთის სიყვარულით Smile

ნისლი რძედ დასდით
სამძივანთ გორებს,
ხმა მაღლიანი
მოყეფს არაგვი,
აქ, ალალბედად შეიძლება
მზე მთვარეს შეხვდეს,
წაწალს-წაწალი .
მთას ცელის ფხაზე
მკერდი შეეჭრა,
ვძებნე ნათიბი ბალახი,
ვნახე ლურჯთვალა ღიღილო,
არსაითა ყავს ბადალი,
საფიცრად ესეც მეყოფა-
შენი თვალების სადარი .
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:30 pm

nino kadagidze wrote:
პაპას

( ვახ, კახეთი ამეკვიატა, რატომ არ ვიცი Smile )


ფრთებს აფართხალებს
ბროწეულის ხმელი ფოთოლი,
ნისლი ჭალებთან წვება ავყია...
ლექსს აეშალა საღერღელი
დუღს და გადმოდის
და ალაზანი კალმახივით,
პირქვე აგდია...
ეჰ, გარდაცვლილი პაპას ხალათს
ისლის ღობეზე,
შეაჟრიალა რომ შევეხე
ნატვრა-ნაღვლიანს,
სხვა რაღა გითხრათ,
მიხვდებოდით ალბათ თვითონაც,
მას თურმე ჩემი მოფერება
ძლიერ სწადია.

Arrow

ნინო, კახეთი კი კარგია, მაგრამ ეს რითმა ნაღვლიანს-სწადია ვერ არი ძლიერი...

ეს ლექსი ამ ბოლო ოთხი სტრიქონის გარეშე უფრო მომწონს მე -

სხვა რაღა გითხრათ,
მიხვდებოდით ალბათ თვითონაც,
მას თურმე ჩემი მოფერება
ძლიერ სწადია.
- ამის ახსნა აღარ უნდა მკითხველს და აბა, შენც დააკვირდი?

და უკეთესი გახდება, მე მგონი...

და თემაში ”ისტორიისათვის” არის კახეთიც და რატო არაფერს დასწერ იქ, თუკი ეგრე აგეკვიატება ხოლმე კახეთი... Question
Back to top Go down
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:32 pm

მე ზამთარიც მეკვიატება ხოლმე , ასე ყველაფერზე წერა არ გამოვა Very Happy

რითმაზე კი გეთანხმები , გადავხედავ კიდევ Smile
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Mon Mar 09, 2009 6:35 pm

ანწლო, რა ურცხვად მიღიმი

ათენგენობას ამოვალ,
სულ ამირიე ბილიკი...
აფციაურთა ბანზეით,
ანწლო, რა ურცხვად მიღიმი ?
ნუ აბრიალებ შავ თვალებს,
ნუ მიბნევ თავგზას ქალასა,
შეგამჩნევ, შემოგცინებ და
ატყდება დავიდარაბა !


* * *
მზე შეაფრინდა მკერდზე ცას,
ცისკარმა წითლად იალა,
დილა აჩინჩხლეს სხივებმა,
ბალახი- ცვრისა ციალმა.
მარტომ გავტოპე არაგვი,
ჯავრმა მთლად გამატიალა,
შენს სანახავად ამოველ,
შენ არც რა გაგიგია რა ....
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Mar 18, 2009 9:22 pm

nino kadagidze wrote:
გული- ბაგად ...

დეკემბერია,
ყინვა თითქოს
ჩაშაქარტკბილდა.
ღამეს თვალები უციმციმებს
ვარსკვლავებივით,
-მამა, სხეულზე ნათითური
შენი ამტკივდა,
თიხით ძერწილი -
მიტოვებულ სახლად ვიქეცი...
დეკემბერია,
ქარი ცოდვებს მაყრის ნამქერად,
და ჩარაზული კარიც გაიღო...
მწყემსებო, ბეთლემს ნუღარ წახვალთ
შობის ვარსკვლავი
შორიახლო ჩემთან აენთო ,
....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!

მიყვარს ჩემი ტკბილიქადალექსებიანი და გულიანი გოგო
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Apr 02, 2009 11:00 am

აპრილს ვანილზე ტკბილი სუნი აქვს აპრილს,
აკაცია თუ უკმევს საკმეველს,
თვალგანაწვიმებ ხასიათს ვიცვლი-
ლოცვაში ვმარცვლავ გიშრის ღამეებს
შენ რომ მოხვიდე. სხვა რა ვინატრო-
ველზე სხივები ერთად ავკრიფოთ,
დაღლამდე მივყვეთ იების ბილიკს...
ჩემს წილ გაზაფხულს შენ ერთს გაგიყოფ.

სხვა რა შეგპირდე...

კაბაზე ტკბილი სუნი სდის აპრილს,
აკაცია თუ უკმევს საკმეველს. sunny


nini mogazafxulda I love you
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Apr 14, 2009 4:59 pm

* * *




დღეს ჩემი სატრფო
არის უფალი,
დღეს მზის ბაღები
ხარობს ბავშვურად,
დღეს გაზაფხული
გამოკრული
ნუშის კვირტებში,
რჩება ქალწულად.
"სძე" და თაფლი სდის
მარტის აისებს
და ია თვალებს
ცრემლით აივსებს,
თუ ჩაუარე გვერდზე
მალულად.

დღეს ჩემი სატრფო
არის უფალი...
ნუ, ნუღა მკითხავ
ათას რამესა,
"აჰა, ესერა, სიძე მოვალს
შუა-ღამესა!"...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Tue Apr 14, 2009 5:14 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნინო ქადაგიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: