არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Thu Dec 25, 2008 9:57 pm



25 დეკემბერი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა და ოთხი იანვარი კიდევ - დაბადების დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სულ პირველ ლექსს ტარიელ ხარხელაურის ამასწინათ გამოსული წიგნიდან "მინდვრის ფსალმუნები".

და სხვებსაც მოკრძალებით ვთხოვ, ამ თემატიკის ლექსების აქ განთავსებას...

Idea

ტარიელ ხარხელაური

აღსარება
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს

თქვენო უწმინდესობავ!
სული როცა მძიმეა,
სული როცა მძიმეა
შორეული ფრენისთვის -
ხორცი მაშინ მღვიმეა
ანდა სასაფლაოა შეუცნობელ მერმისის.
თქვენო უწიმნდესობავ!
თუ სიმშვიდე მწყურია,
სული გადამეღალა – მიწიერი ლანდების.
ჩემი წუთისოფელი მეტად უცნაურია,
სადაც უნდა გავთენდე, სწორედ იქა ვღამდები.
თქვენო უწმინდესობავ!
როგორ რთულად ვიარე -
სივრცეებში წანწალით საშინლად ვარ დაღლილი,
ვიდრე არ ამიტირდა სული მოხეტიალე -
და მზის გვერდით, თეოზე არ მივეგდე ძაღლივით.
თქვენო უწმინდეოსბავ!
ტკივილებმა დაფლითა
გული - ახლა უმეტეს მდინარეზე სველია,
ჩემი ყოფნა შეშლილის
და მწუხარე სახითა
ამ მტვრიან სამყაროში ძალზე მოსაწყენია.
თქვენო უწმინდესობავ!
ამბოხება სატანის
ჩემში მინავლებული ანდა სულაც მცხრალია,
რა მღვრიე ამინდებით და ტკივილით მატარე,
ცრემლივით მაკანკალე,
ღვთისმშობელო მარიამ...
თქვენო უწმინდესობავ!
როცა ლოცვა მშრალია,
ძალზე უხერხულია, ვინმეს სთხოვო შენდობა;
როცა ტკივილებისთვის აღარავის სცალია,
აღარავის სცალია და არავინ გენდობა.
თქვენო უწმინდესობავ!
სული როცა მძიმეა,
სული როცა მძიმეა
შორეული ფრენისთვის -
ხორცი მაშინ მღვიმეა
ანდა სასაფლაოა შეუცნობელ მერმისის.


Last edited by გამრიგე on Tue Jan 05, 2010 11:45 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 12:35 am

აი, დაიწყო მარიამ წიკლაურის გადაცემა "საპატრიარქოს რადიოში", რომელიც ეძღვნება საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების ოცდათერთმეტ წლისთავს და ქართველი პოეტები თითო ლექსით მიულოცავენ...
ახლა გამოდის ბესიკ ხარანაული...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 12:44 am



ბესიკ ხარანაული

სად არიან შვილები, შვილები სად არიან


სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარია,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარია,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 1:32 am

ნინო სადღობელაშვილი

მთასვლელი

მიდის ზევითკენ.
ბარში, ბალახზე შეიწმინდა
ფეხისგულები,
პური და სანთელი ჩაიდო,
თვალები ღრუბლის ხილაბანდით აიხვია და,
ზევითკენ მიდის.
გზადაგზა ვარსკვლავები
ქინქლებივით ეყლაპება...
ადამიანები კი
ჭიანჭველების მწკრივში დგანან...
გარშემო მხოლოდ აღმართებია,
თითქოს აყირავდა დედამიწა და
შინმისასვლელი გზებიც
თავქვე დაეკიდა ციდან.
შინ მივა კი არა,
ვინც ახლა შინ ავა,
ვინც ახლა შინ ავა
მშვიდობა იმას!
ბუბუნით მიდის.
ქალღმერთივით შემოხვდება
ედელვაისი,
არ ახსოვს ცოლი,
თორემ მოწყვეტდა და
ჯვრისწერაზე დანაპირებს აუსრულებდა...
არ ახსოვს შვილი,
თორემ უკანდაბრუნებაზე იფიქრებდა...
გულისქაქანით ზევითკენ მიდის.
მთები ისეა გადაწნული
როგორც ჩუქურთმა,
მიწის საყდარს სარკმელთან ადევს.
იმ სარკმლიდან უნდა გადაიხედოს,
ცოლის მაგივრადაც,
შვილის მაგივრადაც,
მამამისის მაგივრადაც,
შვილიშვილის მაგივრადაც,
რადგან
დამპყრობელის გუმანით იცის,
კარგახნით დაასვენებს მის თიხას ბუნება,
სხვისაში აამღერებს ვარსკვლავთა ქარიშხლებს.
მიდის ზევითკენ.
მარმარილო პრიალებს ნისლში.
თოვლი ისეთია,
ხმა რომ გასცე,
რამეს სიზმრად შემოგაგებებს...
მიდის, როგორც
ენისწვერზე მომდგარი სიტყვა
და სულცოტაც და,
მასაც დაწერს თოვლის ანბანი...
მწვერვალი ქარის სიმღერაა
ფეტვის მარცვალივით ცაში გაფანტული
და ვაი მას
ვისაც შემთხვევით გაღეღილ გულში ჩაუვარდა
და ვაი მას
ვისაც ჩაესმა!
ვეღარავინ შეაჩერებს,
ბარში, ბალახზე შეიწმენდავს ფეხს,
ჩანთაში პურს და სანთელს ჩაილაგებს,
თვალებს ღრუბლის ხილაბანდით აიხვევს და,
თუნდაც მერე გაზაფხულდეს...
მთაში თოვლი დადნეს...
თოვლში ვინმე კაცი ნახონ
გათოშილი სადმე...
ცოლი ცხრა თვე წერილს წერდეს
თურმე მკვდარი ქმრისთვის,
გაალღონ და დაატირონ:
თავს იკლავდი რისთვის?..
მწვერვალი ქარის სიმღერაა და
შინ ვინც ავა
დიდი დედა უმღერებს მას.


Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 1:52 am

გადაცემა "პოეტური აღსარება"

ლექსებს კითხულობდნენ:

ბესიკ ხარანაული,
მანანა ჩიტიშვილი,
ეთერ თათარაიძე,
ნინო სადღობელაშვილი,
ელა გოჩიაშვილი,
მარიამ ხუცურაული,
სოსო მეშველიანი,
ქეთევან შენგელაია,
თამარ გაბროშვილი,
ლელა გაბური,
შარლოტა კვანტალიანი,
გიორგი კეკელიძე,
ქეთევან დოლიძე,
ნინო ქოქოსაძე,
თამარ შაიშმელაშვილი,
ნონა გიორგაძე,
რუსუდან კაიშაური,
ნინო დარბაისელი,
შალვა ბაკურაძე,
მარიამ წიკლაური.


Last edited by არჩანდა on Mon Jan 05, 2009 1:59 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 1:56 am

ნინო დარბაისელი

მათე-პამპულა

-ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?!
დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა!
-პამპულ,სადა ხარ? აჰა - ფული,აფთიაქიდან
მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა!
-სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ,შე დაჩაგრულო!
-პამპულ,გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”!
-აბა, რას ნიშნავს პრევენცია ან პრეამბულა?
-აინშტაინი უნდა გერქვას,არა - პამპულა!
-პამპულ,გილოცავ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები?
ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები...
-პამპულ,ეს ჭიქა დაგვილიე,ერთი დაგვლოცე!
ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?

-თქვენ გაიხარეთ,გაგიმარჯოთ! ..აი,დავცალე.
მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ,სადაც იქნებით!

ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა,
წვიმდა და წვიმდა,მარტის ქარში წვიმა გაბმულა.
დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული,
ბიჭებს ქუჩაში უპოვნიათ თურმე პამპულა.
უგონოდ იყო,ვერ უცნია თურმე ვერცერთი,
კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა.
როგორ უარეს!იმ სარდაფში ღამეც უთიეს,
მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა.
მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა,
ისმოდა ერთი ჟრიამული,ძაღლების ყეფა.
ბრძანა თამადამ,რომ პამპულა ყველას დააკლდა,
და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა,
შემოსწრებულმა,”ეჰ,ყველანი პამპულები ვართ”-
- თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა.
გამოთვრა ყველა,აირია მერე ქელეხი,
მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.

ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი.
ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა.
სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი,
მათე რქმევია,ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
ისმის გალობა,კაბადონი მრავალხმიანობს,
თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა.
სანთლის კვამლივით მიირწევა,ღრუბლეულს ასცდა,
ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა,
სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში,
ვინც შეიფარა,ვინც შეიტკბო ან დააპურა,
-მათე,ცოცხლებში ჩაიფრინე!-ეტყვიან, ვიცი,
და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.



ემანუელ

გახსოვს ეგვიპტელი
შავტუხა გოგონა ?
- შენი ეზოსაკენ
მალულად მზირალი,
როცა მოგიხმობდა
დედა-მარიამი:
'' მოდი,ემანუელ,
შვილო.ემანუელ!'

ის გოგო გათხოვდა
და როცა საღამოს
წვრილ-შვილს დააძინებს
და გამრჯე მეუღლეს
ფეხებს ბანს მორჩილი,
ო,ნეტა იცოდე,
როგორ შურს იმ ქალთა,
მენელსაცხებლეთა,
ფეხები თავისი თმით რომ
შეგიმშრალეს!

დე, სხვებმა გიწოდონ
ქრისტე და იესო,
შენ ჩემთვის დარჩები
მუდამ ''ემანუელ''...

მოდი,ემანუელ,
ჩემო ემანუელ!

1992


Last edited by არჩანდა on Mon Jan 05, 2009 2:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 2:07 am

მარიამ ხუცურაული

ქვაბროლები
ლაშარის ციკლი

1. აჰა, დიდლაშარო!

თორნიკეს

ცაცხვები ჰყვავიან გაგიჟებით,
გზები წაღებული არაგვითა,
წყალდაწყალ ფეხშიშველი მოვუყვები,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს...
ვეკრძალვი ლანდებს დიდ ხევისბერთა,
შეძრული მათი ხმის გაგონებით,
მოვყვები ხატისმთის ციცაბოს და
მომაქვს საწირავად ქვაბროლები...
ავალ და საჯარეს დაგიჩოქებ,
ლექსს გარდა სხვაც ბევრი ვალი მადევს,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს,
თუ მიცნობ და მადლს თუ დამიმატებ...
უღრუბლოა შენი საბრძანისი,
დიდ მთათაც ნისლები გადიყარეს,
შენს ლაშქარს კაიყმა შემოვმატე,
აჰა, დიდლაშარო, ჩაიბარე!..


2. მეც ერთ ლოცვად ჩაგეთვალე...

თამარღელეს პეშვით გასმევ
სამკურნალო წყალწმინდასა,
შენ სიცოცხლეს შევავედრებ
ცაბაურთის მთაწმინდასა...
ნაკურთხ წყალში ხავიწიან
ქადებს მოვზელ სალაშაროს,
დალოცვილმა უჟამკროთა
ეგებ კალთა დაგვაფაროს...
ამოგიკრეფ წაწადიდან
ქვაბროლებს და ქვასპეკალებს.
სულ შენ - მადლი ლაშარისა,
მეც ერთ ლოცვად ჩაგეთვალე...


3. კაიყმათა შველად გესავ...

ლაშას ჯვრის მტვერ ჯვარს მოგართმევ,
ლაშარს, მოლაშქრეთა მცველსა,
ძნელ ბილიკებს ამოვყვები,
კვლავ საუფლო აქ აქვს მზესაც...
შენთან სანაწილოდ მაკრავ,
თეთრი ფარჩა შუბლს და ხელსა,
შემეწიე, ვემანდილო
ძეთა შენთა ხვალის დღესა.
დიდლაშარო, დალოცვილო,
კაიყმათა შველად გესავ...


4. ლოცვის ლექსად მახმოვნებსა

გულთან ახლოს დავიუნჯებ
შენ ნაფუძვარ ქვაბროლებსა,
დიდბატონის განამეტსა და
თეთრ არაგვში ნაგროვებსა.
მარცხენა მხრით ანგელოზი
ლოცვის ლექსად მახმოვნებსა...
მის წილხვდომილს დედაღვთისა
თვალს წამით არ აშორებსა.
დიდლაშარო, უძლეველო,
შენი საყმო გახსოვდესა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 2:13 am

ნინო ქოქოსაძე

ქვრივს

ნამცეცებით
აპურებენ ჩიტებს.
აივანზე-
ერთი ძველი სახლის.
შენი
ორი კაფანდარა გოგო,
"მისეული"
ფიქრიანი სახის.
უფროსს
მტრედი დააფრინდა მხარზე,
და უმცროსზე
შეაჩერა მზერა...

ახლა-
სწორედ ისეთია კადრი,
როცა-
სულის უკვდავება გჯერა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 2:22 am

მარიამ წიკლაური

მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!

ვუძღვნი მეგობარს – მეფარნე ნინო სადღობელაშვილს

მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!
ღამეს სიბნელის ფრთა მოჰკვეთო, ეგებ,
რომ არსად გაფრინდეს და არ გაიყოლოს
ჩემი ნამზეური სიზმრების ნეფე.
სინათლის ბადეში გავაბათ ეს ღამე,
დამღალა, მეფარნევ, ფრენამ და სიბნელემ.
ვაი, თუ, სიყვარულს ტყუილად დავეძებ,
ვაი, თუ, სიცოცხლეს ტყუილად ვიფერებ.
სანამ დრო სამკვიდრო მიწის ფრთებს მომახვევს,
კისერს მტკენს სიზმრების უტკბესი ყულფი
და ბედნიერების ულუფის მონარჩენს
ცისკარზე მგალობელ ჩიტუნებს ვუყრი.
მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფანარი!
უკუნი ღამეა, მარტო ვარ, ხედავ?
რომც მოვკვდე, სიზმარიც ვერ იგრძნობს დილამდე,
ღამის ანგელოზი ფრთით გადამხვეტავს
ქუჩიდან, რომელზეც დარდიანს მივლია,
ბრახუნით ვიკლებდი ჩარაზულ სახლებს.
მაგრამ ის შენობა, რომელშიც მელოდნენ,
არ მდგარა მიწაზე და ვერსად ვნახე.
განა თავს გაცოდებ? შემინდე, მეფარნევ,
ქარად მივებარე წვიმიან ქუჩებს,
შენ ალბათ ვერცა მცნობ ასე ცრემლით მორთულს,
გრიმის და ჭრელ-ჭრულა ნიღბების უჩვევს.
მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფანარი!
აქ ჩემს შეყვარებულს ვხვდებოდი წინათ,
იმ სკამზე თამაშით დაღლილი კაცი ზის,
ხსნასავით მოელის მეძავთა წირვას.
მეფარნევ, ჩვენც ხომ სულ სინათლით ვთამაშობთ,
დალახვროს ეშმაკმა მომგონი დარდის!
ზურგსუკან ცერებზე დამყვება სიკვდილი,
ნაბიჯებს აყოლებს გულის რიტმს, მარტივს.
ნუ მეტყვი, სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს,
არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც!
აანთე, მეფარნევ, მახინჯს და ცრემლიანს
მიყურონ ნეტარი სიმართლის ჯიბრით.
მე თავად ცეცხლის სულს მეძახდნენ, მეფარნევ,
ალის ფრთაც დამემტვრა… საშინლად მტკივა.
მელევა სინათლე და ცეცხლის სისხლი მდის,
ღამის პეპელები ცრემლებად მცვივა.
მაგ კვარს შეუკეთე, რაც ჩემგან დარჩება,
აანთე, აანთე ეს ბნელი ღამე,
ვინ იცის, ჩემსავით სხვებიც დაგეძებენ
სანთლებად საკუთარ სიცოცხლეს წვავენ.
მაგრამ შენ მარწმუნებ, ბნელში ადვილია,
ტკივილი დავმალოთ სულში და გავძლოთ!
ღამის მონასტერში უნდა აღვიკვეცოთ,
რომ სინათლის ჯვარცმა ქვეყანას ვამცნოთ?!
მეფარნევ, დაგიჯერო? ღამეს გავუყუჩდეთ?
ჩავქრეთ, ვერ გვიპოვნოს ფარვანა დარდმა?
იქნებ ვიმყოფინოთ, რაც გულში გვინთია,
რაც სიყვარულიდან ცეცხლივით დაგვრჩა.
ნათლის და სიბნელის სამართალს ვინღა სჭედს,
ღმერთო, გულების მეფარნევ, მანიშნე,
ნუ მომკლავ ცისკრამდე, სიყვარულს ვისიზმრებ,
ცეცხლის ფრთებს ტკივილით ზეცამდე ავიქნევ.
ისე გავთენდები,
რომ გულის სინათლე
არასდროს,
არასდროს,
არასდროს
ჩამიქრეს…
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Mon Jan 05, 2009 10:22 am



დიდი მადლობა ჩემო მარიამ ამ " პოეტური აღსარებისა" და ამ სიხარულისთვის. აბა, მე რა შემიძლია და სანაცვლო მოგაგოს ღმერთმა ყოვლისმხილველმა...

და ბედნიერების ულუფის მონარჩენს
ცისკარზე მგალობელ ჩიტუნებს ვუყრი.


მეტი გაყრევინოს უხვო და უშურველო


Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Thu Jan 08, 2009 12:40 pm

Embarassed Rolling Eyes
გუშინ, შობას და დღეს, დილით საპტრიარქოს რადიომ გადასცა, განმეორებით, შარშანდელი გადაცემა "ლიტერატურული ალილოობა", რომელშიც საბავშვო მწერლები იღებდნენ მონაწილეობას...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...   Today at 7:54 am

Back to top Go down
 
პოეტთა ძღვენი – უწმინდესსა და უნეტარესს...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: