არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მილოცვები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 10:46 am

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა!

მაღალი სიცხე მაქვს და წირვაზე ვერ წავედი.ვერც გუშინSad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 10:48 am

nini wrote:
გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა!

მაღალი სიცხე მაქვს და წირვაზე ვერ წავედი.ვერც გუშინSad

Arrow

მეც გილოცავთ ნათლისღებას!

და ნინი - ყოჩაღად იყავი!

და იხსნება თუ არა შენიდან საფიხვნო?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 11:04 am

იხსნება ბობო,მაგრამ არაფერი ჩანს და ისევ კუთხეში View posts since last visitView your postsView unanswered posts დაკლიკებით შემოვდივარ სხვადასხვა გვერდზე და მერე იქიდან სხვაზე და ასე.Sad
და არავინ მეხმარება, არც ძმა.Smile
ალბათ იმიტომ რომ ბოლო წელია დღეში ზოგჯერ 5-ჯერ მოდიოდა ჩემთან კომპის პრობლემების გამო,სულ რაღაცას ვაფუჭებდი,ჩემდაუნებურად..Smile იქნება გამოვასწორებინოSad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 11:16 am

nini wrote:
იხსნება ბობო,მაგრამ არაფერი ჩანს და ისევ კუთხეში View posts since last visitView your postsView unanswered posts დაკლიკებით შემოვდივარ სხვადასხვა გვერდზე და მერე იქიდან სხვაზე და ასე.Sad
და არავინ მეხმარება, არც ძმა.Smile
ალბათ იმიტომ რომ ბოლო წელია დღეში ზოგჯერ 5-ჯერ მოდიოდა ჩემთან კომპის პრობლემების გამო,სულ რაღაცას ვაფუჭებდი,ჩემდაუნებურად..Smile იქნება გამოვასწორებინოSad

Arrow

და შენი ძმა რო მოვა, უთხარი, რომ - ადმინისტრატორის პანელიდან არავითარი შეზღუდვა არა გაქვს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 11:52 am

flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower
sunny flower გილოცავთ ნათლისღებას! flower sunny
flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 32
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 12:27 pm

გილოცავთ!Smile
ნათლისღების მადლი გფარავდეთ ყველას!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 6:45 pm


სიკეთე ნათლისღებისა
ყვავილობს მთად და ბარადო,
გილოცავ მტერს თუ მოყვარეს
(ბედნიერი ვარ ამადო),
ნისლიანი გზით მიმავალს
შუქი გრჩებოდეს კვალადო...


ღმერთმა ქნას_
ჩვენი გულები
სულ სიყვარულმა ანათოს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Mon Jan 19, 2009 7:32 pm

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ქრისტეს მადლი მიიღოს დღეს ჩვენმა გულმა და სულმა! flower
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 20, 2009 9:44 am

Tumca mogvianebiT, magram mec vuerTdebi milocvebs, uflis wyaloba ar mogklebodeT! sunny
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 20, 2009 4:47 pm

მეც!!!! cheers
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 20, 2009 5:36 pm

bao wrote:
მეც!!!! cheers


ჩემ სიტყვამრავალ დაიასა და აექ ყველას, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის ნათელი არ მოგკლებოდეთ!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 27, 2009 2:49 pm

წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთSmile





sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 27, 2009 3:05 pm

ყველას გილოცავთ ნინოობას!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 27, 2009 3:43 pm

მეც გილოცავთ ნინოობას!
და ასევე მადლობელი...
sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 27, 2009 4:34 pm



ანა კალანდაძის ლექსით გილოცავთ ნინოობას
...
მოდიოდა ნინო მთებით
-------------------------------

"ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა."
ნ ი ნ ო


ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ჰხვევდა...
და,როდესაც ბარში ვარდნი ჰყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა,ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა,ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი,_
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა:_რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა:_საქართველო არის ესე...
მიეძინა...ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეს;ო,
ეს ვინ არი,გამოცხადდა მგზავრის წინა?
"ნუ გეშინინ!"_მიუგებდა იესო...
გაეღვიძა...წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 28, 2009 11:51 am

სამადლობელი:

გოგლა ლეონიძე

ნინო ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე,რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ,შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა.
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ზეცის კარედი,
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება,
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

1939
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Feb 03, 2009 9:30 am

მე სახლში ადრე სამი ანა მყავდა, ამათგან ორი - დედ-მამის მხრივ ბებოები იყვნენ და აქ აღარა მყვანან, იქ არიან, სადაც ყველა მივალთ ბოლოს და რაც უფრო გვიან, მით უკეთესი.
მესამე ანა კიდევ დიდხანს მიმყოფოს - გამოემგვანა თავის დიდ ბებოებს და ამას რო ვუყურებ, ისინიც მახსენდებიან ხოლმე.

ჰოდა, სახლში რო ანა მყავს, იმასაც და აქ რომ აღარ მყვანან, იმათაც ეგრე მივულოცე ამ დილას ანაობა და თქვენც ეგრე მინდა მოგილოცოთ:

ანა კალანდაძე

* * *

- ყვავილების ღამე
საიდუმლოს მქონე,
ქალბატონო ანა,
აღარ გახსოვთ, მგონი...
მობრიალე სანთლებს
გზაი ჰქონდათ შორი...
ქალბატონო ანა,
დაგავიწყდით, თორემ...
მაშ... დუმილი რაა
ხანგრძლივი და მწველი?
- გულგატეხისაგან
დამცველია ჩემი!
- ძველ ციხეზე მაღლა,
თეთრ ღრუბელთა ბოლოთ,
არ ავიდეთ?
დიახ,
გაზაფხულზე მხოლოდ!

1965
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Feb 03, 2009 10:13 am

მეც მყავს ანა_პატარა შვილიშვილი, რომელიც ახლა უცხოეთშია. მისი სურათი, სხვა შვილიშვილების სურათებთან ერთად, წიგნის თაროზე მიდევს და მზერით ვესაუბრები ხოლმე...
...
ყველას გილოცავთ ამ ღვთაებრივ დღესასწაულს. სანამ მზე ამოდის და მიწა ტრიალებს, ყოველთვის ისმოდეს მადლიანი ხმა ანაობისა. ამ წუთებში, ალბათ, კარგი იქნება, თუ ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი ჩემი ლესით (სტუდენტობის დროინდელი) შეგეხმიანებით.
...

შ უ ა ფ ხ ო
ანა კალანდაძეს

აქ სიჩუმე ზღაპარია
და სურნელი დანანაობს,
ფშავში ისევ მრავალია
ყვავილები საანაო.
ალბათ,კიდევ ინახულებს
ტინებს, ლეგა თორიანსა,
ღრუბლებს, ცაზე მიქარგულებს,
"სატყრობელას ჭორიანსა."
მერე ნატვრად შემორჩება
ფშაველს, ლამაზ ცოლიანსა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Tue Feb 24, 2009 1:01 pm

ნინო ჩხიკვიშვილმა შემოთვალა, დღეს კოლაუ ნადირაძის დაბადების დღეა და თქვით თქვენცო...
Idea

კოლაუ ნადირაძე (1895-1990)
(ბიოგრაფიული ცნობები)

დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი გამოსცა 1920 წ. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.

გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Arrow

კარგი პოეტი და ვაჟკაცი იყო კოლაუ ნადირაძე - ქვემოთ მოყვანილი ლექსის დაბეჭდვას კი არა, დაწერას ვერ ბედავდნენ მაშინ და იმან თავის კრებულში შეიტანა ეს ლექსი, რისთვისაც გამომცემლობა ”მერანის” რამდენიმე თანამშრომელი დარჩა უსამსახუროდ...


25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

1969
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Sun Mar 01, 2009 2:12 am

გაზაფხულს გილოცავთ,ბატონო მიხო.თქვენ და ყველა არმურელს. Smile
sunny

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Sun Mar 01, 2009 2:36 am

nini wrote:
გაზაფხულს გილოცავთ,ბატონო მიხო.თქვენ და ყველა არმურელს. Smile
sunny

flower flower flower

sunny

მეც გილოცავ, ნინი, შენც და ყველას...

Very Happy
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Mar 03, 2009 12:41 pm

არ მიყვარს ოფიციალური დღესასწაულები.
ყველა დღე დედისაა და ქალისააSmile
და მაინც ყველა ქალბატონს ვულოცავ,ბედნიერ დედობას და ქალურ ბედნიერებას გისურვებთ.Smile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Tue Mar 03, 2009 12:53 pm

nini wrote:
არ მიყვარს ოფიციალური დღესასწაულები.
ყველა დღე დედისაა და ქალისააSmile
და მაინც ყველა ქალბატონს ვულოცავ,ბედნიერ დედობას და ქალურ ბედნიერებას გისურვებთ.Smile

Arrow

სანამ მე ახალ ლიტერატურულ კარნავალს გამოვაცხადებდი, უკვე მოულოცია ”დედის დღე” ნინის.

მეც გილოცავთ და აბა, ნახეთ ახალი კარნავალი - http://armuri.4forum.biz/--f8/-t302.htm#3716

flower
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Sat Mar 07, 2009 5:07 pm

გიო არაბული -
აი, რო გეუბნებოდით ცისიქითელი ვარ მეთქი...
ეს ფოტო არხოტშია არწივისმაღალზე ჩემს მერ გადაღებული..... ზედ საზღვარზე ....
სასწაული იყო ნამდვილად ..... დილით კარავიდან რო გამოვედი....




დაბადების დღეს ვულოცავ ”ცისიქითელ თოლია ჯონათან ლივინგსტონს” - გიო არაბულს.
სულ საკუთარი გზით გევლოს, გიო, შენი ცხოვრების თუ შემოქმედების ოღრო-ჩოღრო გზებზე და იაფ პოპულარობას არ გამოსდევნებოდე არასოდეს - არ დაივიწყო, ვისი გორისა ხარ...

sunny
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Sun Mar 08, 2009 1:24 pm



ნინო დარბაისელი

მათე-პამპულა

-ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?!
დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა!
-პამპულ,სადა ხარ? აჰა - ფული,აფთიაქიდან
მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა!
-სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ,შე დაჩაგრულო!
-პამპულ,გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”!
-აბა, რას ნიშნავს პრევენცია ან პრეამბულა?
-აინშტაინი უნდა გერქვას,არა - პამპულა!
-პამპულ,გილოცავ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები?
ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები...
-პამპულ,ეს ჭიქა დაგვილიე,ერთი დაგვლოცე!
ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?

-თქვენ გაიხარეთ,გაგიმარჯოთ! ..აი,დავცალე.
მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!

ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა,
წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა.
დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული,
ბიჭებს ქუჩაში უპოვნიათ თურმე პამპულა.
უგონოდ იყო, ვერ უცნია თურმე ვერცერთი,
კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა.
როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს,
მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა.
მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა,
ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა.
ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა,
და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა,
შემოსწრებულმა,” ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”-
- თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა.
გამოთვრა ყველა,აირია მერე ქელეხი,
მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.

ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი.
ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა.
სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი,
მათე რქმევია,ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
ისმის გალობა,კაბადონი მრავალხმიანობს,
თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა.
სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა,
ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა,
სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში,
ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა,
-მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე!-ეტყვიან, ვიცი,
და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.


flower

ნინო, ამ შენივე კარგი ლექსით გილოცავ დაბადების დღეს...
არ თქვა, დავიღალეო - ჯერ შუა გზამდეც არ მისულხარ და წინ კიდევ უფრო მაღალი მწვერვალები გიცდიან, რომ - სად არის აქამდის დარბიო...
შენი სადღეგრძელო აუცილებლად შეისმება დღეს... Smile
მაცხოვრის მადლი შეგწეოდეს, სადაც იქნები...

sunny

და ამ ჩვენ ქალბატონებს რვა მარტი მივულოცო თუ არა, ვეღარ ვხვდები - კლარა ცეტკინმა გამოიგონა ეს ქალთა დღეო და...
სულ ქალების დღე უნდა იყოს ისე - და სულ უნდა ვულოცავდეთ, ალბათ...
გილოცავთ!..

cheers flower lol!


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 3:20 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: მილოცვები   

Back to top Go down
 
მილოცვები
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: