არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მილოცვები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Thu Dec 31, 2009 2:10 am

თაგვის ნათქვამი ლექსი

ჩემო ნიანგუნებო
ხართ მდინარის სანთლები,
ისე მომჩერებიხართ,
როგორც ნათესავები.
ნეტავ, ვის ახრამუნებთ
ამ მხიარულ მაისში?
გაუთიბავ ბალახში
თქვენი ხმები გაისმის.


ამ ლექსს ტელევიზორიდან თუ გაიგონებთ, იცოდეთ – უოლტ დისნეის კინოკომპანიის ქართულად გახმოვანებული მულტფილმი გადის – "ალისა საოცარ მხარეში"... - http://mimosfinn.wordpress.com/2009/12/30/მულტფილმი-ალისა-საოცარ-მ/

ჰოდა, მერე თუ მოიცლით, იქნებ ეს თარგმანიც გადაიკითხოთ, რომელზეც ბევრი ვიწვალე და ვიშავდღევე...

ახლა კი ამ გვერდზე ჩეშირული კატის ღიმილს დავტოვებ და ყველას გილოცავთ დამდეგ ვეფხვის წელს...

santa
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Dec 31, 2009 11:50 am

ყველას გილოცავთ დამდეგ 2010 წელს წინასწარ...
ბედნიერების და ულევი სიხარულის მომტანი იყოს ყოველი თქვენთაგანისათვის...Smile

santa rendeer cheers santa
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Dec 31, 2009 5:44 pm

Cemo sayvarelo adamianebo!

gilocavT damdeg axal wels!

gkocniT magrad.

ra vqna es srifti ver gadamyavs da mapatiet:)
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Dec 31, 2009 7:48 pm

ყველას გილოცავთ, თეთრი ვეფხვის წელს, ბარაქა, სიხარული, ბედნიერება, მუზ-მრავლობა დაგბედებოდეთ Smile
და ერთად გავზარდოთ ჩვენი ვეფხვის ბოკვერი, რომ ჭკვიანად იქცეოდეს და უცხოობით არ გვიღრენდეს Smile
ვიბოდიალე რაღაც, მაგრამ გულით გილოცავთ ყველას!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Fri Jan 01, 2010 4:09 pm



მოსულიშვილი მია გილოცავთ ახალ წელს!

:santa:Ani-Photo
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: მილოცვები   Sat Jan 02, 2010 2:31 am

giloCavT axal 2010 wels, janmrTelobas, bednierebas, siyvaruls, muzebs gisurvebT!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მილოცვები   Sat Jan 02, 2010 8:28 pm

მრავალს დაესწარით ჩემო კარგებო Smileგისურვებთ ყველაფერ კარგს, სიკეთეს, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, იმედების ასრულებას.
2010 წელი თქვენთის და სრულიად საქართველოსთვის გამარჯვების წელი ყოფილიყოს.


პ.ს. ეს რა კარგი ფიფქები ცვივა (მინოტორზე) Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მილოცვები   Sat Jan 02, 2010 8:36 pm

ახლა წავიკითხე Smile
დაგვიანებით გილოცავთ ბატონო მიხო დაბადების დღეს.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Age : 44
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: მილოცვები   Sat Jan 02, 2010 11:19 pm

მეც გამომრჩენია, ბატონო მიხო, თქვენი დაბადების დღე, მაგრამ გულწრფელად გილოცავთ!!! ისე დამასევდიანა ამ უთოვლო და გაზაფხულოვანმა ზამთარმა, რომ ეტყობა, მაგის ბრალია Smile ისეეეე, როგორც მახსოვს, საქართველოში ახალ წელს გაზაფხულის მზებუდობისას აღნიშნავდნენ და ეს გაუგებრობაც ამას დავაბრალოთ Smile რა ვქნა, ბუნებაც აირია და კაციც ამ მზისქვეშეთში და...
გილოცავთ, კეთილო ადამიანებო, ამ ახალ წელს! იმედის გამართლებისა იყოს!
ჰოდა, ესეც ჩემი საჩუქარი ყველას ამ საიტზე – სტუმარსაც და მასპინძელსაც Smile
http://radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
მე და ჩემი კოლეგები – პიკელები – გილოცავთ ახალ წელს Smile
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Sun Jan 03, 2010 6:11 pm

yvelas gilocavT axal wels!!! sixarulis xvavi da baraqa Tqven!!! flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 06, 2010 11:58 pm

იმათ, ვინც ხვდება, შობა რა არის და იმათაც, ვინც ვერ ხვდება – ყველას ვულოცავ...

საშობაო ჩანახატი


Last edited by ბობო on Thu Jan 07, 2010 1:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 07, 2010 1:05 am

ა''რმურის საფხივნოზე" შობა-ახალწლის მილოცვა იქნება, როგორ ჩვენი წესი და რიგია, შვიდი იანვრიდან...
აი, ეგრე!.''
ეს შარშან დაწერა ბატონმა მიხომ.
მახსოვდა.
ყველას გილოცავთ.უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ..

ბატონო მიხო! თქვენს ოჯახთან,ახლობლებთან ერთად დაესწარით მრავალს..ყველა სიკეთე.
ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ.
და ძალიან ძვირფასია თქვენი ნაწერები ჩემთვის.
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 07, 2010 2:24 am

გილოცავთ!
flower
ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ ყველას!..
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 13, 2010 1:07 am

გილოცავთ ქრისტეშობას, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას გისურვებთ ყველას Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 13, 2010 9:24 am



გილოცავთ ქრისტეშობას,
მრავალს დაესწარით,
მალე დამდაგარიყოს დრო,
როდესაც ვიტყვით თუ გავიფიქრებთ:
"სხვა საქართველო სად არის..."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 13, 2010 6:37 pm

cheers
დამდეგ ძველით ახალ წელს - ნამდვილ ახალ წელს გილოცავთ ყველას ამ ლექსით...

ანა კალანდაძე

შემოდიოდა ჩვენში კალანდა

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...

1945
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Fri Jan 15, 2010 9:38 am

მარიამოოოოოოოო! გილოცავ დაბადების დღეს!
იანვრისა,ჩემო! გისურვებ ულევ სიხარულს...
სითბო და სიყვარული არ მოგკლებოდეს,
ჩემო, გემრიელო ჩემო! მიყვარხარ გულში!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Fri Jan 15, 2010 11:32 am

აქც გილოცავ, სანათო Very Happy და აი, იქაც "ქველმოქმედება" რო აწერია, აბა, ნახეSmile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Tue Jan 19, 2010 12:16 pm


"აყირავებული თოვლი" ჩემ ქუჩაზე – "არჩანდა–ფოტო"


სანათა

ნათლისღების ნათელ დღესა

ნათლისღების ნათელ დღესა,
ვეგებები დილის მზესა,
ვიფაქიზებ სულს და ხელსა,
სუნთქვას ვაყურადებ შენსას...

გელოდებით მკათათევეში,
ორთა მოციქულთა დღესა,
გელოდებით, ვემზადებით,
შენით ვისხამთ ფერადებსა...

სახლს მამაშენი გიშენებს,
დედა გიმღერს ნანინებსა,
ბიძებისთვის იმედი ხარ,
გააჯავრებ იმათ მტერსა.

ერთი ბებო - სანათაც გყავს,
ზის და გიქსოვს ჭრელ-ჭრულებსა...
ენას ჭიკჭიკით აიდგამ,
გაამრავლებ ხევსურეთსა...

დააბედებ შენ დედმამას
წელჩაგდებით სამ-ოთხ ძესა.
გეფერებით, გელოდებით,
ზუსტად ლაშარობის დღესა...

ლაშარს სამწლისთავზე მიგგვრით,
უფალს - მეორმეოცე დღესა...
აღმოსავლის ცის კიდურზე
ლოცვით ვეგებები მზესა...

ნათლისღების ალიონზე
სიხარულად მოხველ ჩვენსას...

cheers

ნათლისღებას გილოცავთ...
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 27, 2010 6:16 pm

yvela ninos - ,sadRobelas, renuars, darbis, nekeras,nadirazes, jalals,qadas da vinc ar gamaxsenda, imatac vulocav dRevandel dres!!! gfaravdeT da gaZlierebdeT Tqveni mfarveli wminda nino!!!! flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მილოცვები   Wed Jan 27, 2010 9:53 pm

საქართველოს ნინოებო!
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები...

თუ როგორ უნდა ის სიმღერა...

flower

ანა კალანდაძე

მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

1954
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Mar 03, 2010 10:45 am

guSin jurnalma ,,xeleuri' rezo inanishvilis saxelobis premia gadasca konkursshi gamarjvebulebs. priziorebs Shoris irakli lomouri da nino qoqosadZec(renuari) iyvnen. vulocav maT am gamarjvebas da vusurveb axal-axal Shemoqmedebit warmatebes!Smile
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Mar 04, 2010 9:51 am

cota ar iyos uwesod moviqeci, marto renuars da iraklis, rom mivuloce, da gamosworeba, rom davapire Chemi shecdomis, mixos informacia damxvda konkursis gamarjvebulebis shesaxeb da cota davmshviddi:) ra Tqma unda yvela priziors vulocav, kidev ertxel:)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Sun Mar 28, 2010 12:46 am

სოსო მეშველიანი

უმისამართო სონეტი
(მამის ხსოვნას)

მადლობთ, უფალო, ყველაფრისთვის, რაც მიწყალობე!
ცრუ სამყაროში შენ ერთი ხარ, ვისაც ვენდობი.
გზა გადის მამის სამარიდან მამის წყარომდე;
გზა, ბილიკებით დაძარღვული მწვანე ფერდობით.

რა უცნაური ფერი ადევს საფლავთან ასკილს!
გაღმა, ზღმარტლები ყვავილობენ ალაგ-ალაგ და...
დასრულდა შენი პალესტრინა. ხოლო ჩემს ბრამსს კი
როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე დალაგდა.

თავმდაბლობს მთვარე, ამაღლების - "ნაქვლი ამეჟი".
თან უმნიშვნელოდ ჩრდილს გადახრის გვერდზე მონასტრის.
ქარის გოდება საფლავებთან, შუაღამეში,

დაუსრულებელ პარტიას ჰგავს დეზდემონასი.
ამოვასუნთქებ ბერწ ნიადაგს, სადაც ბოლომდის
რეპტილიების კვერცხებივით ვმარხავ მოლოდინს.


–––
"ნაქვლი ამეჟი" - სვანურად, "ამაზეა ნათქვამი".

Exclamation

ეს კარგი ლექსი დაწერა სოსომ და სწორედ ამ ლექსთან ვულოცავ დაბადების დღეს...

სულ უკეთესები და უკეთესები გეწეროს, სოსო.

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Tue Mar 30, 2010 10:50 am

დღეს კობა ცხაკაიას დაბადების დღეა, ჰოდა, ჯერ აქ ვნახოთ მისი ფილმები – http://armuri.4forum.biz/-f5/-t454.htm#8915 და მერე მივულოცოთ კიდეც...

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მილოცვები   

Back to top Go down
 
მილოცვები
View previous topic View next topic Back to top 
Page 8 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: