არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მილოცვები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: მილოცვები   Thu Dec 25, 2008 3:27 pm

Arrow
"არმურის საფხივნოზე" შობა-ახალწლის მილოცვა იქნება, როგორ ჩვენი წესი და რიგია, შვიდი იანვრიდან...
აი, ეგრე!


Last edited by ადმინისტრატორი on Wed Mar 11, 2009 5:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Dec 31, 2008 6:09 pm



აი, ამ ხალხური ლექსით "არმურის საფიხვნო" ყველას და მათ შორის, განსაკუთრებულად - ლიტერატურის მოტრფიალეებს ულოცავს ახალი წლის დადგომასა ამ არეული კალენდრითა და ნამდვილი ახალი წელი რო თოთხმეტ იანვარს მოვა, ყველამ ვიცით, ალბათა.
ესა ხალხური ლექსი არისა და თუკი ამაზე უკეთესად ახალ წელს ვინმე მოგილოცავთ ამ ჩვენი საეჭვო ხარისხის ტელევიზიებიდანა და იმათ ტალღებზედ მომართული ტელევიზორების ყუთებიდანა, მოდით და მამჭერით კისერი!
არა სთქვა, არა სთქვა, მაინც ახალ წელ მადისაო! - და ეგერა, თუ ვერა ვსთქვი!..
და იის გონებრივად ჩამორჩენილიც ხო შენიაო?! - და, მართალია, კი არისა ჩემი და მე უნდა გავუძლო იმის სისულელეებსა, მაგრამ - ტელევიზორის ყუთში კი არ უნდა წამოვისვა მაინცდამაინც!
ვა!



ახალი წლის მილოცვა

ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა;
ცხენზედამც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,
კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორა-მაფრაშითამცა;
ტახტზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მტერი სუ დაგიბრმავდების, ეშმაკი – ხმელით-ცითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა;
პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;
სიცოცხლე - გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა,
უხვადამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.


santa


Last edited by არჩანდა on Wed Dec 31, 2008 9:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Dec 31, 2008 7:38 pm

არჩანდავ, ძმაო მარადიულო, ამ ლექსით გილოცავ შობა_ახალ წელს:

ს ა კ ა რ თ ა ნ ო

ეს გაუმარჯოს საწუთროს
_უცნაურს,ღრუბლიანასა,
იმის გზებსა და ბილიკებს
უეკლო-ეკლიანასა,
ძმას_
ძმების გადამრჩენელსა,
ქვეყნისთვის დარდიანასა,
მტერს_
ნამდვილს,ჩვენსა საფერსა,
ჩვენსავით უშიშარასა,
ლამაზად გამცინებელსა,
კაცურად შარიანასა,
ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს
შხამში გალესილ დანასა!
ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს_
მზისფერსა,უფლისთვალასა,
სიკვდილს_ყველასთან მიმსვლელსა,
სიცოცხლის ტყუპისცალასა!..
ეს გაუმარჯოს სიყვარულს_
ცისა და მიწის ღალასა,
იმის ჩრდილსა და ნათებას,
იმის ვენახს და ყანასა,
იმის სანთელს და საკმეველს,
გუმბათებს გაუბზარავსა,
სატანჯველს ნექტარგარეულს,
სიხარულს ცრემლიანასა,
იმის უხილავ მწვერვალებს,
სამოთხის თოვლიანასა,
სასწაულს დაუსრულებელს,
ღმერთის და კაცის ძალასა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Dec 31, 2008 9:49 pm

მიხო, ქვაბს მიხედე Very Happy სანათა ხინკლი გულს მარილი აკლია Smile ვაჟავ, არ მიგიწვას Surprised ბაო, შენ ნიგოზი გაატარე Wink თონეზე ვინ წავიდა? What a Face დარბი, გოზინაყი სიცივეში გადგი... I love youმინდია, წაახმარე ვინმეს ხელი Embarassed არგან, რამდენჯერ უნდა გითხრა, დააცადე სხვებიც დასხდნენ, გამიგია, კაცო ეგრე უდღეგრძელებლად სმა... tongue
გაგიმარჯოთ! affraid
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Dec 31, 2008 9:59 pm

რაღა დროს ქვაბია, არგანო - ისე მაიხარშა ინდაური, რო - შენი მოწონებული... და გოგრაცა!..

ვაჟიკავ, გაიხარე მოლოცვისთვისა!
და შენაც გილოცავ!

გაგვიმარჯოს, არგანო, კაცოოო - მე დილიდან მაქვსა დაწყებული და როდის უნდა წამომეწიო შენა?

სანათა ბაკურიანშია უკვე, მინდია და ბაო - აქ არიან... დარბიცა...
და ყველას გაგიმარჯოთ, ვინც სადა ხართ!..
ხარის წელიაო და - ხარის ძალა მოგცესთ!..

santa

მე ვეფხვის წელში ვარ დაბადებული და ვეფხვისას დაველოდები... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Wed Dec 31, 2008 11:53 pm

ხარისწლური სალაღობო

/ჯერ არჩანდას და მერე ყველა არმურელს ცალ-ცალკე/

სადღეგრძელოს მოგაგებებ,
თასში ღვინო ჩამისხია.
ლხინს რად უნდა დიდი ხარჯი,
საქმე ლხინის ხარისხია.
ერთი პური,ზედ - მარილი,
მადლის აღარ დახანება,
და თამადას შექცევისა
მოუცია რახან ნება,
ზოგჯერ ხსოვნით დანაღვლება,
ზოგჯერ - გადახარ-ხარება.
რაც გითხარი სალაღობო,
ამ იგავით მოგითხარო,
სუ ღიმილი მომაგებე,
როცა გკითხო,როგო ხარო,
ეგრე გასწი ეგ ჭაპანი,
ქედი არვის მოუხარო,
არ მოგაკლდეს ხარის ძალა,
მტერს რო ხარო გაუთხარო,
ძველ წელს -შენი ყველა დარდი,
საჭოჭმანო-საწუხარო,
იცოცხლე და გაიხარე,
რო ეს გული გაახარო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 12:48 am

მიუხედავად იმისა, რომ ხარის წელია, მე მაინც ცხენი დავრჩები:

როგორც ბედაურს, დოღზე გასასვლელს,
ჩემ სხეულს, ისე უთრთის კუნთები,
სიამნარევი შიშით გავყურებ...
გასასვლელ ბილიკს, გასაფრენ კლდეებს.
აჰა, მომაგდეს უნაგირი, თასმებს მიჭერენ,
პირში მიდებენ ცივ რკინას და ლაგამს ქაჩავენ,
გულდანდობილად მიყურებენ მრავალ წლის ნახედნს...
მაგრამ ჩამესმის უჟმურივით სიტყვა "გადაჰკარ",
და ჩემს თვალებში კვლავ ჩადგება ნაცნობი სხივი
ყურში ჩამესმის ჩუმი ბღავილი იალაღების
გაფრენა მსურს და სადავეების დაწყვეტას ვლამობ,
ჰა, მოვიშორე მწვალებელი ჩემი ზურგიდან
და გასაფრენად ნახტომს ვიზომავ...
მაგრამ მომაგდეს მძლავრ კისერზე მაშინ ქამანდა
კვნესით დამქაჩეს და გინებით მიწაზე დამცეს,
მერე მომადგნენ და ბედაურს, მრავალ წლის ნახედნს,
ყელზე შემაბეს ფირფიტებით ნაჭედი ტყვია,
როგორც წარწერა წიგნის ყდაზე "თავხედი მონა".
Back to top Go down
View user profile
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:00 am

გია,გილოცავ ,ძვირფასო!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს და ყოველი მომდევნო წელი!


არა ერთგან და ორგან ჩანს
არგანის სიფიცხენია,
ჩვენ აქ ხარის წელს ვზეიმობთ,
მან მოაგელვა ცხენია.

ეს ლექსი დაგიტოვე ადრე თემაში ''სანათა ბაო და დარბი...'',ეტყობა,არ გინახავს,ჰოდა აქ იყოს!

რა კა ჯეელი ყოფილა
თურმე ეს ჩვენი არგანი!
''ვირტუალით'' ვცნობ,''ლაივში''
არ სიგრძე ვიცი,არ - განი.
ღანძილებრ ამოუყრია
ლექსები კარგა-კარგანი.
მჯობის მჯობს ვინ რა უწუნოს,
ვინ თქვას:''არ ვარგა,ვარგა''-ნი.
როგო სცოდნია კაფიის
ნაქარგანი და ქარგანი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:14 am

იცოცხლე, ჩემო ნინო. აჯობებდა ჩვენც ხარის სიდიჯე გვქონოდა, მაგრამ ვერ დავთმეთ ბედაურის (მერნის) სიფიცხე, სიჩალხენია (ესეც ჩვენი თაობის ბედისწერა)და აი შედეგიც...
გილოცავ ახალ წელს!
მირბის, მიგვაფრენს...
ისე, ბედის სამზღვარის იქით განგების სამზღვარია, ამიტომ ამ ჭენებასაც აზრი აქვს.
ჭენებას ყოველთვისა აქვს აზრი...
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:34 am

დარბაისელსა ნინოსა
კაფია უჯობს ღვინოსა.
ტორტ ჭამოს, ჩაი დალიოს
დაწვეს და დაიძინოსა. Very Happy
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:40 am

კაცოოო, ვინა ხართ თქვენა, რათ იძინებთ ბაჟეს თეშებზედა - მაშ, იგეთი ქვეყანა გამაიტყვანეთ, რო ყველამ თეფშებზე დაიძინოსა?
ვაჰმე, მიხოსერასა!
რო სმა არ იცით თქვენა!
რა მინდა მე ეხლა ინტერნეტშია, და ის მინდა, რო - კაი მსმელებ აღარ შამოგვრჩა, არგანო და ვაჟიკავ!
ვინ არიან ესენი, რო პირდაპირ თეფშებზედ იძინებენ!
ვახ!


Embarassed
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:47 am

ციკლიდან: არწივებს ჩასძინებოდათ

ნეტავ არწივებს რა უგავთ,
საცივში თავი ჩაურგავთ...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:55 am

nino darbaiseli wrote:
ხარისწლური სალაღობო

/ჯერ არჩანდას და მერე ყველა არმურელს ცალ-ცალკე/

სადღეგრძელოს მოგაგებებ,
თასში ღვინო ჩამისხია.
ლხინს რად უნდა დიდი ხარჯი,
საქმე ლხინის ხარისხია.
ერთი პური,ზედ - მარილი,
მადლის აღარ დახანება,
და თამადას შექცევისა
მოუცია რახან ნება,
ზოგჯერ ხსოვნით დანაღვლება,
ზოგჯერ - გადახარ-ხარება.
რაც გითხარი სალაღობო,
ამ იგავით მოგითხარო,
სუ ღიმილი მომაგებე,
როცა გკითხო,როგო ხარო,
ეგრე გასწი ეგ ჭაპანი,
ქედი არვის მოუხარო,

არ მოგაკლდეს ხარის ძალა,
მტერს რო ხარო გაუთხარო,
ძველ წელს -შენი ყველა დარდი,
საჭოჭმანო-საწუხარო,
იცოცხლე და გაიხარე,
რო ეს გული გაახარო!

santa

ნინოოო, თუ ვინმე იყო ამ ჩემ და შენ ერთი ციდა ქვეყანაში დაუმორჩილებელი, ჩვენც ვიყავით და კიდეც ვართ...
და...
რათ მინდა ეხლა ტრაბახი - და...

მოდი, დაუმორჩილებელ საქართველოს გაუმარჯოს!
იმ საქართველოს, მაინც თავის ჭკუაზე რო გაივლის ყველგანა...
და აეგრე უნდა მავხკვდე მეცა - განა მე ვინმე ან რამე ვარ, მაგრამა - მაგათი ჯიშისა ვარ მაინც და...
მაგიტო ვამოფ.

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:01 am

gias!

ამა კაფიის გამგონეს
რა ძრიელ მეცინებისა!
შიში მაქვს მსუყე კერძების ,
წიწაკ-ნიგვზიანებისა.
ჯერ ჭამის, მერე ხვნეშისა,
ბოლო ჟამ დანანებისა.
ჩაი ვსვი,ტორტსაც გეახელ
ენაზე ტკბილად დნებისა,
განა კი მართლა თავ მაქვის
მე სმაში დაქადნებისა.
ერთ ჭიქას დავლევ ბეჩავი,
იმწუთას მეძინებისა.
ჟამია საბან-გობანის,
ნეტარად ახვრინებისა.
ხარის წელია ,სახნავი
უჩემოდც მაიხვნებისა!


Last edited by nino darbaiseli on Thu Jan 01, 2009 2:05 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:04 am

არგანი wrote:
ციკლიდან: არწივებს ჩასძინებოდათ

ნეტავ არწივებს რა უგავთ,
საცივში თავი ჩაურგავთ...

What a Face

***
ვაჰმე, არგანო, სად ვნახო
დიდი ვაჟკაცი საურმაგ!
ამათა სძინავთ თეფშებზე
და ელანდებათ ყაურმა!..


Sad
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:13 am

არჩანდა wrote:


მოდი, დაუმორჩილებელ საქართველოს გაუმარჯოს!
იმ საქართველოს, მაინც თავის ჭკუაზე რო გაივლის ყველგანა...
და აეგრე უნდა მავხკვდე მეცა - განა მე ვინმე ან რამე ვარ, მაგრამა - მაგათი ჯიშისა ვარ მაინც და...
მაგიტო ვამოფ.

drunken

გაუმარჯოს!!!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:17 am

სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:18 am

გ ა უ !
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:38 am

არგანი wrote:
სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................

cat

***
თეფშზედ ხო მაინც არ იძინებ,
ჩათვლიმე კომპზე...
ვერცა ვერავინ შეგაყენებს, არგან,
"ჰოპ-სტოპზე!"

pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 2:47 am

არგანი wrote:
დარბაისელსა ნინოსა
კაფია უჯობს ღვინოსა.
ტორტ ჭამოს, ჩაი დალიოს
დაწვეს და დაიძინოსა. Very Happy

affraid

***
მაგრამ არჩანდამ უღვინოდ
დიდხან ვერ მაითმინოსა.
თუმც უკაფიოდ გაძლებას
სჯობს შაუტიოს ნინოსა -
რა იცი, ღვინო მაიღას,
მარცხი არ დაითმინოსა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 10:47 am

არგანი wrote:
სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................
[size=14]

...და იქვე,ახლოს,
ჩამომჯდარა ეშმაკი ტორტზე.

უფრთხილდით მუცელს და მენიუს
და_თანაც დროზე!

***
სუფრასთან კვდება ჯანმრთელობა_თანაც რა მალე!_
კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს![/
size]
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 11:19 am



და იმას რა ვუთხარი, ვინც დღეს ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობას, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" არ წაუკითხავს თავისი ოჯახის უმცროს წევრებს და არ ეტყვის, რო - აეგეთი ხალხი ვართ ჩვენაო...

santa

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 11:57 am

არჩანდა wrote:


და იმას რა ვუთხარი, ვინც დღეს ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობას, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" არ წაუკითხავს თავისი ოჯახის უმცროს წევრებს და არ ეტყვის, რო - აეგეთი ხალხი ვართ ჩვენაო...



ამ მოთხრობის წაკითხვა ცრემლის გარეშე შეუძლებელია_განსაკუთრებით ლამაზია ეს ცრემლი ბოლო სტრიქონების მერე.სწორედ ასეთი ქმნილებანი თუ იხსნიან მომავალ თაობას იმ მომაკვდინებელი სენისაგან,თათქარიძეობა რომ ჰქვია სახელად(ისევ ილია!).
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 12:01 pm

ახალ წლის მშვიდობისა! წავიღოთ ეს თემა ილიასთან.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მილოცვები   Thu Jan 01, 2009 1:30 pm



მშვიდობა ჩვენს ოჯახებს,
სამშობლო ოჯახიდან იწყება!

ეგ თემა,მართლაც, ილიასთან უნდა იყოს.
რაც შეეხება წაღებას,
მე არა გამეგებაო.
ისევ არჩანდამ წაიღოს_
მკლავი არ დაეღლებაო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: მილოცვები   

Back to top Go down
 
მილოცვები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 10Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: