არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რენუარი - ნინო ქოქოსაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Nov 11, 2008 1:23 pm



ნინო ქოქოსაძე

გაუცხოება


ქალაქის ქუჩებში ისეთი ნისლია,
ნამდვილად არ არის აფრენის ამინდი.
მე ასე დაღლილს და
მე ასე ფიქრიანს,
ბოლო დროს ლექსები მიწაზე დამიდის.
არ ვიცი...
არ ვიცი... მერე რა იქნება,
გაფრენის ნებართვა
თუ სულაც უარი,
ახლა კი მონმარტრის კუთხეში ვხვდებით და
არ ვიმჩნევთ ერთმანეთს -
მე და რ ე ნ უ ა რ ი.


flower

რენუარის ლიტერატურული ჟურნალი

"ფიროსმანის -"რენუარი"Smile
ანუ, ბობომ მითხრა-ჟირაფი ხაროSmile
თქვენი რენუარი" – http://renuarin.blogspot.com/

sunny


Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 5:44 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Nov 25, 2008 7:53 pm

მართალი

- როგორ ხარ?
- როგორც ჩემი ქვეყანა.
- სად ცხოვრობ?
- მთებში...

ტანზე ეცვა-"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი.
"ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში....
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Dec 02, 2008 5:16 pm

მე და შენ

ააკრა ქალაქმა ნაწვიმარ ამინდებს
ნეონის აბრები.
ქოლგები... ქოლგები...
მარტინი ბიანკო.
შარდენი.
მოკირწყლულ ფილაქანს
ჭადრაკის პრინციპით გავყევით,
მე - შავი პაიკი
შენ - თეთრი მხედარი...
რამდენი... რამდენი რამ მქონდა სათქმელი...
არა და... დავთვერი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Dec 02, 2008 8:01 pm

ბობო,მე შემიძლია ,რომ ჩემი აზრი ვთქვა ხოლმე ავტორის ლექსზე?
რენუარი არის ავტორი ,ვისთანაც მხოლოდ მოწონებას და პატივისცემას ვაფიქსირებ ხოლმე.
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა,ნინოსთან.აი,რატომ.
აუცილებელი ჰაერის ახალი ნაკადია ეს ლექსი ნინოსთან,არაჩვეულებრივი დრაივი,ქარიზმა და ენერგეტიკაა ამ ლექსში.მაგალითად ასეთი დრაივი ლუბას ლექსებს აქვთ ხოლმე.
გამიხარდა,ნინო.ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და ჟანგბადის,სიახლის ეს ახალი ულუფა საჭირო იყო თქვენს შემოქმედებაში..
მეამაყებით,კოლეგავ...Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Dec 02, 2008 8:07 pm

კი, უნდა თქვა, აბა რა!..

მეც მომეწონა! Very Happy
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Dec 18, 2008 7:37 pm

***

მე აქ დაგიცდი -
ალაყაფთან.
ვიცი - მარტო მისვლა გწყურია.
საფლავზე ყრია
შენი წონა - ცრემლის მარილი
და ფრთხილად -
მაინც მოყინულია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Dec 23, 2008 8:18 pm

მინიმა-ექსპრომტი

ცივა ბინაში,
გავიხურე სადაც კარები.
უღელტეხილზე გადადიან მთვრალი ქარები.
მოდი,
წავიდეთ კართაგენში -
იქ, სადაც მზეა;
სადაც მეომარს მომკლავენ და
კვლავ მეყვარები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Dec 25, 2008 12:00 am

ხანუქა

გუშინ ებრაელებმა მენორაზე პირველი სანთელი აანთეს. ხანუქა დაიწყო.
გსმენიათ ხანუქაზე?
-მაინც გიამბობთ.
ჩემი ამბავი რომ ვიცი, ბოლომდე ჩავალ, მერე გადავიკითხავ და იმდენ სიტყვას ამოვშლი-მინიატურა დარჩება.
ასე რომ ბევრ დროს არ წაგართმევთ.
ხანუქა ებრაული დღესასწაულია-ჩემს ბავშვობაში ის, ებრაული ახალი წელი ეგონათ. თითქმის შობას ემთხვევა, თანაც საჩუქრის მირთმევაც ტრადიციაა, მაგრამ თურმე ებრაული ახალი წელი, როშ-ჰაშანა-სექტემბერშია, ისევე როგორც ჩვენი-მართლმადიდებლური, საეკლესიო.
ხანუქა სხვაა. ყველა ებრაული ოჯახის კარებზე კიდია-მეზუზა და სახლში დგას მენორა.
მეზუზა მოგრძო ფორმის ნივთია-შიგ ათი მცნება დევს ივრითზე დაწერილი. მას, შინ შესვლისას ეამბორებიან უფრო ტუჩთან ორი თითი მიაქვთ და მერე მეზუზას ეხებიან.
მენორა შვიდსანთლიანი შანდალია, მას ხანუქაზე ანთებენ-თანდათანობით. ყოველ დღე თითოს. დღესასწაულის ბოლო დღეს ყველა სანთელი ანთია.
ამბობენ, როდესაც ებრაელებმა სოლომონის ტაძარი კიდევ ერთხელ დაიბრუნეს, იქ კანდელი ჩამქრალი დახვდათ, ზეთი კი არ ჰქონდათ. ტაძარში იპოვეს პატარა ქილა რომელიც ერთ დღეს თუ იკმარებდა, ზეთის გამოხდას კი შვიდი დღე მაინც სჭირდებოდა. კანდელის ჩაქრობა ებრაული სალოცავის გაუქმების ტოლფასია.
მათ მაინც აანთეს კანდელი და მოხდა სასწაული-მენორა მანამდე ენთო სანამ ახალი ზეთი არ გამოხადეს ანუ ზუსტად შვიდი დღე.
ხანუქა-ამ სასწაულის სიმბოლოა.
რაღაცით ჩემს ცხოვრებას მაგონებს-უფლის მოცემული, სასწაულის ძალით მყოფნის იქამდე, სანამ ჩემი შრომის ნაყოფს მოვიწევ, როცა მიმაკლდება, ისევ მეძლევა-მე კი სანთლებს ვანთებ...
სხვისი არ ვიცი. მე პატივს ვცემ ამ ფესვებს-თითქმის ყველა რელიგიისას.
"შმა ისრაელ"-ეს ბიბლიის დასაწყისია.
ლეხაიმ ებრაელებო!
ხანუქას გილოცავთ!

განმარტება: "შმა ისრაელ"-ისმინე ისრაელო"
ლეხაიმ-მისალმებაა, საუკეთესო სურვილები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Dec 27, 2008 2:49 am

მინიატურა

ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.
მშია შვილო... მე ბოლო ორი ლარი მივეცი.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: "თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე."
-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!

მრცხვენია, უფალო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Tue Jan 06, 2009 11:16 am

რენუარი

თოვლის ბებო

მთელი კვირაა - ვფუსფუსებ სახლში,
ვაძინებ ბავშვებს - შვლისთვალებიანს....
ამასობაში,
ჩემი ლექსები - ეზოში, თოვლში,
უქუდოდ და უხელთათმანოდ -
მეპარებიან....
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Mar 12, 2009 11:58 pm

რენუარი ”ლიტერატურულ პალიტრაში” -

კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები


Arrow

წინათქმის მაგიერ

”კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები” - ისეთი ნაღდი და გულის გასახეთქი ამბებია, რომ ამ მუშტისოდენამ შეიძლება მართლა ვეღარ გაუძლოს და წაუინფარქტოს...
კიდევ კარგად ვუძლებთ (თუმცა რას ვუძლებ, ექიმო, ჰიპერტონიკი ვარ ჩამოყალიბებული!)... როდის აღმოვჩნდებით რეანიმაციაში, არავინ იცის...
ეს რა ცხოვრებაა, ეს რა ქვეყანაა, ეს რა მარაზმია?!..
მაგრამ კიდევ კარგი, წერა მაინც შეგვიძლია...
და ეს ჩვენი ფორუმიც, მე მგონი, მშვენიერი ფსიქოთერაპიული საშუალებაა...
რენუარ, არ გაჩერდე, წერე და წერე!
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!

ირაკლი ლომოური

cheers


ავტორისვე წინათქმა ლექსებისთვის:

მგონი, ჩემი ნაწერები იმაზე მეტს ამბობენ ჩემზე, ვიდრე საუბრისას შევძლებდი,
ის კი არა და, გარეგნულადაც მგვანან... უმაკიაჟო, უსამკაულო, მცირე ფორმის, თავისი ტირეებითა და მრავალწერტილით.
ვწერ ბავშვობიდან. ხან ჩემს, ხანაც იმის ნაცვლად, ვინც სიყვარული მასწავლა. ამიტომ ზოგი ჩემი ლექსი კაცის დაწერილად აღიქმება.
მე ”რენუარი” ვარ! ერთი პატარა ქალი.
ექიმებში - პოეტი. პოეტებში- ექიმი.
ახლა, როცა პირველად იბეჭდება ჩემები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შვილს პირველად ვუშვებ ეზოში მარტოს.

ნინო ქოქოსაძე (რენუარი)

flower
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Mar 25, 2009 9:42 am

არა და... დავთვერი.


მაგრად მიყვარს ჩვენი ვინსენტი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed May 13, 2009 10:36 pm

დუელი

ეი, მოთმინებავ-ბარიერთან!
მოდი, ავირჩიოთ დამბაჩები.
იქნება აღარ ავაცილოთ -
რასაც - "აპრილია და ადვილია"

ამდენი დაპირების რაპირებით,
სხეულში მრავლდებიან კავერნები,
მერე "ბომჟებივით" დავეყრებით
ახლადგადასისხლულ ტროტუარზე...

ეი, მოთმინებავ - ბარიერთან!
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu May 14, 2009 10:44 am

ჩემგან

ის იდგა-
ალმოდებულ მშობლიურ სახლთან,
პატარა გოგო.
და იდგა-
მამის სასთუმალთან,
იმ ბოლო ღამეს.
წლების შემდეგ კი...
ის კვლავ იდგა-
საგიჟესთან-როგორც შვილი.
ციხის საკანთან-როგორც დედა.
მარმარილოს პედესტალთან-
როგორც მეუღლე....
.................................
ზეცას ირეკლავს
მყუდროება ლურჯი მონასტრის-
სადაც ახლა დგას-
და ხვდება...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Mon May 25, 2009 11:54 pm

სიზმრები


***
მოისურვილა ტალღამ ნაპირი,
მწველი სინაზით...
და მიქცევისას
ვერცხლის სილაზე,
მთვარემ იპოვა-სულ მთლად შიშველი,
სველი ქალთევზა.

***
უელავს მთვარეს
ვერცხლის კერტები.
ქალღმერთები გადმოდიან
ტალღის ქაფიდან
და სადაფიდან- დილა ადრიან,
სახლდებიან ოლეანდრებში.

***
მიცურავს ცაზე
მთვარის ნატეხი-ყვითელი ნავი.
ცა ზღვისფერია,
ზღვა არის შავი-
ვით დაკარგული ნაპირების მელანქოლია.
გავიდა მარტი,
სველი მიმოზა გაიყოლია...
მე ჰორიზონტთან გელოდებოდი,
ჰკითხე თოლიას.

sunny
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Jun 06, 2009 6:01 pm

გადატანის წესები
---------------
ასე.
გაგიჭირდება-
მაგრამ თუ დაივიწყებ,
რომ-ცოცხალს ვერ მიუსწარი.
რომ-ბოლო შეხვედრისას,
მოგეჩვენა- მხრებში მოხრილი.
მოიხდი ვალს.
შეასრულებ რიტუალებს-
რაც მას-აღარ
ცოცხლად დარჩენილებს უფრო სჭირდება
და
გამოგონილ საზრუნავებში,
გადაიტან მა-
მას.
მას-ვისაც არასდროს უთქვამს:
"ქმარი-ხეებს ფოთლად ასხია",
რომ-ჯერ მამაა,
მერე ქმარი-
რომელსაც დაფშვნი
მარცვალ-მარცვალ,
მუხლქვეშ გაიფენ
და ამგვარად- თუ გადაიტან...
................................................­..
შეხედე, დე!
აი- ერთ მარცვალში- ჩაგსვი.
დარჩი!


ეს ლექსი მიყვარს და რა იქნება აქ რომ იყოს?
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Jun 06, 2009 6:33 pm

flower

ნინო-რენუარო, მიხარიხარ, თუ არ გჯერა, ჰკითხე თოლიასSmile
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jun 10, 2009 9:27 am

დილა

ნუ საყვედურობ იადონებს-
იგალობონ.
დედისეულ ბეგონიას-
უფრო ხმამაღლა მიეფერე,
სმენა დააკლდა...
როგორ ახერხებ?
ისე დგება ყავის სურნელი,
მცირე ჩქამსაც არ გამოსცემს სამზარეულო.
და სწორედ ახლა-
მოვარდისფრო დილის ხალათით,
აწეწილი კულულებით,
ბუნებრივი-
ხელშეუვლები-
როცა გგონია არავინ გხედავს
და დაჰფარფატებ ჩემს სიმშვიდეს...
ისე მიყვარხარ!
რა ხანია გავიღვიძე-
და ვიტყუები.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jun 10, 2009 10:00 am

Arrow
ნეტა ისე როდის გამოვა, რო შეეშლება რენუსაც, - ამასაც ეგონება, რო ივარგებს ესაო და თავის წიგნს მომცემს მისახედად და დასალაგებლად?
რამდენი ხანია ნათქვამი მაქვს და...

აბა, ვნახოთ...

study

და, აბა, მიპასუხე, რენუ - შენი ნაწერების მიხედვით ვინ მიჰხვდა სუ პირველადა, რო "რენუარ" კაცი კი არა, ქალი იყო?

და "მიაზმაზეც" ეგრე იყო, თუ ახსოვს ლუბას, ელიაშვილს - რო გადაგვეკარგა ისიცა...
მოვიდეს აქა და გაიხსენოს - ვინ გამოიცნო პირველადა!..

cheers
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jun 10, 2009 10:13 am

ბობო wrote:
Arrow
ნეტა ისე როდის გამოვა, რო შეეშლება რენუსაც, - ამასაც ეგონება, რო ივარგებს ესაო და თავის წიგნს მომცემს მისახედად და დასალაგებლად?
რამდენი ხანია ნათქვამი მაქვს და...

აბა, ვნახოთ...

study

და, აბა, მიპასუხე, რენუ - შენი ნაწერების მიხედვით ვინ მიჰხვდა სუ პირველადა, რო "რენუარ" კაცი კი არა, ქალი იყო?

და "მიაზმაზეც" ეგრე იყო, თუ ახსოვს ლუბას, ელიაშვილს - რო გადაგვეკარგა ისიცა...
მოვიდეს აქა და გაიხსენოს - ვინ გამოიცნო პირველადა!..

cheers

მე სახინკლეში ვეპატიჟებოდი ერთხელ Very Happy საჯაროში რომელიღაც საღამოზე მითხრეს ეს რენუარიაო და დამიარა ფერებმა Embarassed Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Jun 13, 2009 8:05 pm

დედის კარადა

რამდენ რამეს ინახავს თურმე
დედის კარადა.
ეს-ჩემი სკოლის დღიურია,
ეს-სოფიოს "პეპელა კაბა".
ჩვენი ბავშვობის ჯამ-ჭურჭელი,
ნაქარგი სუფრა,
თითქოს ახლახანს გვასაუზმა
და გაგვისტუმრა...
მე-
შუა გზაში გადამიტყდა ფეხსაცმლის ქუსლი
და-
შემოვბრუნდი....
ფანჯრის რაფაზე მგლოვიარე
მისეული ბეგონიის დასარწყულებლად.
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Wed Jun 17, 2009 2:11 pm

რენუარის გვერდზე ხშირად შემოვდივარ, მინდა რამე დავუწერო, მოვეფერო და სიტყვებს ვერ ვარჩევ... ახლა უცებ გამინათდა გონება:
,,დაბინდდა...
ანგელოზს დაექცა მელანი,
ზღვაში ჩაიძირა წითელი მზე..."
მე ბავსვობაშივე აღმოვაჩინე ნინო ქოქსაძე Very Happy ეგეც თქვენ Razz
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Jun 27, 2009 5:11 pm

***

ეს დაბერილი ჰერბერები,
სილიკონის "ნიადაგიდან",
დიდხანს ძლებენ სასაფლაოზე...
-რამ მაყიდვინა?!
მახსოვს-
ეძებდი ჩემთვის თოვლზე
ედელვაისებს...


Last edited by renuari on Sat Jun 27, 2009 11:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Sat Jun 27, 2009 6:47 pm

I love you
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Thu Jul 02, 2009 10:49 pm

აგარაკზეა ჩემი პატარა!
.............
ამ ცხელ ქალაქში,
წუხელის მისი დათუნია
მეწვა კალთაში.



უთბილესი ექსპრომტი... flower
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: რენუარი - ნინო ქოქოსაძე   Today at 1:40 pm

Back to top Go down
 
რენუარი - ნინო ქოქოსაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: