არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 წიგნები და ავტოგრაფები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Jun 09, 2009 2:32 am

მე ხო რედაქტორად არა ვვარგივარ და ყველა რომ ვერა ხვდება ამას, ძაან გავიხალისებ ხოლმე...
ეგრე ვერ მიჰხვდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა მე მითხრეს გოდერძი ჩოხელის ”რჩეულის” შედგენა.
ჰოდა, მეც შევადგინე და სახელად დავუქვივნე - ”ბინდისფერი ხეობიდან ცამდე”.
შევადგინე, დავალაგე ჩემ ჭკუაზე, დავურთე ბოლოთქმაც - ვითომ მართლა რედაქტორი ვაარ და ჩავაბარე გამომცემელს...
და აბა, ეს წიგნი ვინ დახატოსო? - გამომცემელმა რომ მკითხა, ეგრევე ის ვიფიქრე, მე კი ალთა-ბალთა რედაქტორი ვაარ, მაგრამ კაი მხატვარი უნდა გოდერძაის წიგნსა მეთქი და - ლევანო ვუთხარი, ხარანაული.
და მართლაც გაატანეს ლევანოს თიანეთში ეს ნოველებიიიი...
გაატანეს და - არა, არ ააჩქაროთ მეთქი, რახან - მე ხო ვიცი ლევანოს ხასიათი... მაგასაც ჩემსავით ეჯავრება, როცა არ აცდიან იმ თავისი ”ჩქარა-ჩქარათი”...
და ჩამოვიდა დღეს თბილისში, მაშიკოს გადააღებინა ოცი მშრალი აკვარელით ნახატი ჭდეებიანი ფურცელი, ჩააწერინა დისკზე და მომადგა შინ იმ ოცი ნამუშევრითა...
მომადგა და გადავიწერე ჩემ კომპიუტერში...
და რომ გავადიდე და ჩამოუარე სანახავად - გავშრი...
კარგს კი ველოდი, მაგრამ... ეგრე მაგრად თუ დაჰხატავდა, არ მეგონა...

ოცივე ნახატი იქ არის, იქა - გოდერძაის სამყაროში არის, იქ ტრიალებს, იმ სამყაროს გამოჰხატავს ძალიან თავისებურად...
ჯერ წიგნი გამოვიდეს და მერე განახვებთ ყველა ნახატს...
ახლა კი მარტო ერთი მათგანი უნდა დაგიდოთ აექა ჭაშნიკად.



ეს არის ილუსტრაცია გოდერძი ჩოხელის ნოველისა ”ველური ყვავილების თაიგული”.
აბა, ნახეთ, როგორ საყვარლად დაუხატავს ის დათვი, თავისი თაიგულიანად და როგორი თბილი წიკწიკოები შემოუვლია გარშემოოოო...

ავაჰმე, ლევანო, მაგიკვდეს შენა აემ წიგნის უხეირო რედაქტორი, მაგიკვდეს...

კომპიუტერთან ლაპარაკში კი იმდენი ვერა ვუთხარი რა, მაგრამ ანზორაულის ერთლიტრიანი რომ ჩავიდა ფსკერისკენა, მაშინ კი მოვახერხე ჩემი გახარების გამოხატვა...

ჰოდა, ანზორაულს შევექცეოდით და იმას რო მიყვებოდა ლევანო, რა გრელ შარში გამოეხვია გოდერძის იმ კინოში გადაღებითა (ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ აქ გოდერძი ჩოხელის 1988 წელს გადაღებულ ”აღდგომის ბატკანზე” არის ლაპარაკი, სადაც ლევან ხარანაულმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა - http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=473) და კინაღამ უკან არ გამოექცა (საყურებლად არის ეგ ფილმი იოლი, თორემ აბა, შენ დადექი და ერთი და იმავე სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღე, როგორია!..), მაშინ მესტუმრა ირმა შიოლაშვილი...
არ გაგეცინოთ და, იმანაც თავისი დაგროვილი ლექსები გადმომცა სარედაქტოროდ...
თან წინა წელს რომ ჩიბუხი მაჩუქა, ”ამარეტოს” თამბაქო შუაგულ გერმანიიდან ჩამომიტანა იმისთვის -



ვაახ, კაცოოო...
რატო ვერა ხვდებიან, რომ - მართლა არა ვვარგივარ რედაქტორად და მარტო კაი სასმელის, თუ გინდა თამბაქოსიც გამორჩევა ვიცი მარტო?

Rolling Eyes

მარტო ის წიწაკ-პილპილიანი ქალბნელი, სახელად სანათო არის რაღაცას მიმხვდარი და კაფიეებში დამიწერს ხოლმე - ”გაფხორილო რედაქტოროო...”

Wink
Back to top Go down
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Jun 16, 2009 10:41 pm

ახალ წიგნებს ვულოცავ მკითხველს და თავად ავტორებს რაღა თქმა უნდა..
სამივე ძალიან მიყვარს და სამივეს ჩემი მოკრძალებული მოკითხვა...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 10:40 am

აი, როგორ დაუდვია ბაოს ლიტ.გე-ს ”ახალი წიგნების” განყოფილებაში ”სანათას წიგნი”:



ავტორი: მარიამ ხუცურაული
სათაური: სანათას წიგნი
ჟანრი: პოეზია
გამომცემლობა: საარი
გამოცემის წელი: 2009
მაღაზია: პარნასის ქსელის ყველა მაღაზია
თაბახი:
ფასი: 10 ლარი
მოკლე ანოტაცია: სანათას პოეზია+ლევან ხარანაულის მხატვრობა+მიხო მოსულიშვილის რედაქტორობა+ თქვენი სიყვარული.

მარიამ წიკლაური


lol!

მაგარია ბაო!

flower

ჯალალიც მაგარია, ეს კიდევ იმას დაუდვია "ურკპარაკზე":

ჩატარების თარიღი: 2009-06-30 17:00. ანონსის ავტორი: ჯალალი
გამოიცა “სანათას წიგნი”
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემლობა “საარი”

კრებული იყიდება “პარნასის” მაღაზიათა ქსელში
მისამართები თბილისი
ჭავჭავაძის გამზირი 22
ლესელიძის 33,
ვაჟა ფშაველას 58,
კოსტავას 22,

ასევე, წიგნი გაიყიდება "წიგნის ბაზრობაზე" 25-29 ივნისის ჩათვლით.


sunny
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 11:26 am

ჰო, მიხო ბატონო, "პიარშჩიკები" ძალიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მყავს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მე ხელთ სულ სამი ცალი წიგნიღა შემომრჩა და სახლიდან ვეღარ გამომაქვს... და კიდევ წიგნი 10 კი არა, 9 ლარი ღირს(ჰმ, დიდი შეღავათი) სამი დღის წინ თავად ვიყიდე ორი ცალი ჯარჯის და მეუფე თადეოზისათვის... Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 11:57 am

pirat

ესე იგი, ლევანომ რო ჩემგან ერთი ცალი წიგნი წაიღო - ათი კი არა, ცხრა ლარი მართებს?
Shocked

და ლევანომ ხუთლარიანი გერმანული ჩამოსასხმელი ლუდი დამალევინა, ორი კათხა, ანუ სულ ათი ლარისა და რა გამოვიდა? - ეხლა ერთი ლარი მე იქით მმართებს მაგისი!..

Rolling Eyes
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jul 29, 2009 9:11 am



ირმა შიოლაშვილი - "ფოთლების ხიდი".
გამომცემლობა "საარი", 2009.
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი.
ნახატი ყდაზე - ქეთევან საბიაშვილი.
დიზაინერი - სანდრო ჩხეტიანი.
დაკაბადონება - საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები".
ISBN 978-99940-60-7



მოვიდა გუშინ ირმა ჩემთან, სამსახურიდან რომ დავბრუნდი შინ და ამ წიგნით გამახარა...
დიზაინის თვასაზრისითაც კარგი წიგნი გამოვიდა...

Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 30
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Sep 23, 2009 1:39 am

ვულოცავ ირმას "ფოთლების ხიდს"... მომწონს მისი ლექსები flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Oct 10, 2009 12:35 am



”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”

ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”.



ოთარ ჭილაძე

***
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემი მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

1982


Back to top Go down
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Oct 11, 2009 1:32 pm

ბევრი კარგი ავტორის წიგნის რედაქტორობა მომელოცოს მიხო.... დიახაც რომ კარგი რედაქტორი ხარ... Smile
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Oct 31, 2009 2:33 pm

Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 34
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Mar 19, 2010 1:35 pm

Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Apr 11, 2010 2:37 pm





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Jul 25, 2010 9:47 am



წიგნის დასახელება: "გვირილის ფურცლები".
წიგნის ავტორი: ნელიკო გოგუაძე
გამომცემლობა: “მერიდიანი”
გამოცემის წელი: 2010
რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი
ISBN 978–9941–10–243–1
ყდა: რბილი


მოკლე ანოტაცია რედაქტორისაგან:

ნელი გოგუაძის ლექსები გვირილის იმ ფურცლებს მოგვაგონებს, რომლებიც ყველას მოგვიწყვეტია და გვიბუტბუტია კიდეც: „ვუყვარვარ? – არ ვიყვარვარ?“, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, იმას ვუყვარვართ თუ არა, მთავარი ისაა, ჩვენ რომ გვიყვარს.
ჰოდა, მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ უყვარს და ენატრება პოეტს სიყვარული.





Last edited by Admin on Thu Jan 23, 2014 10:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Mar 05, 2011 11:41 am



წიგნის დასახელება – "39 რჩეული მოთხრობა"
ავტორი – ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ავტორები
გვერდების რაოდენობა – 600
ყდა – რბილი
ISBN 978-9941-413-52-0
რედაქტორი - ბესო ხვედელიძე
სარედაქციო ჯგუფი - თამრ მამაცაშვილი, მანანა ჯანელიძე
კორექტორი - ნანა ანტონოვა-ილურიძე
პროექტის კომპიუტერული უზრუნველყოფა - დათო მოსიაშვილი
ყდის დიზაინი - ნიკა ხვედელიძე
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: “პალიტრა L"
დაიბეჭდა - შპს "ფავორიტი პრინტი"
ანონსი - ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" უკვე ხუთი წელია გამოდის. თქვენს წინაშე ამ წლების განმავლობაში ჟურნალში დაბეჭდილი საუკეთესო მოთხრობების კრებულია.
აქ შეხვდებით სხვადასხვა ავტორთა საინტერესო ნაწარმოებებს, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაზე.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Oct 13, 2011 11:34 am



წიგნის დასახელება – "ჩარლი ჩაპლინი"
ავტორი – სტივენ ვაისმენი
თარგმნა – თამარ თითმერია
გვერდების რაოდენობა – 304
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-9220-4-6
ISNN 987-7145
რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
სარედაქციო ჯგუფი - რუსუდან სულაკაური
მხატვარი – ალექსანდრ ბერდიშევი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" – http://www.georgianbc.ge/index.php?aid=172&pg_id=4469670900&pg_symbol=5097669857
სერია – "100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"
ანონსი - "ჩაპლინი არ იყო უბრალოდ "დიდი", იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. ის უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ" - მარტინ სიფი "ჩაპლინი: ცხოვრება" (განხილვა), 2008

http://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_ჩაპლინი - ეს გენიალური მაწანწალაა!.. Smile))




study


Last edited by Admin on Mon Dec 03, 2012 10:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Oct 28, 2011 4:15 pm



წიგნის დასახელება – "ოთართან ერთად"
ავტორი – თამაზ ჭილაძე
გამომცემლობა: “პეგასი"
გამომცემელი - მარინა ცხადაია
რედაქტორი - მერაბ ცაგარეიშვილი
ყდის დიზაინი - ნანუკა ჭილაძე
დამკაბადონებებლი - ეკა წიქარიშვილი
გვერდების რაოდენობა – 252
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-9223-0-1
გამოცემის წელი: 2011

ანონსის მაგიერ - "14 სექტემბერს ისევ ჩაფიძის კლინიკაში დაბრუნდა. ვერ გავაცილე, ფეხები წამერთვა თითქოს, სავარძლიდან ვერ წამოვდექი. კართან შეჩერდა და გამომხედა. ცოტა ხანს ასე ვუყურეთ ერთმანეთს. არაფერი გვითქვამს და წავიდა. ვიგრძენი, ვეღარ დაბრუნდებოდა...
პირველ ოქტომბერს, დილის 4 საათზე გარდაიცვალა...
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში...
პანთეონის მომვლელმა თინას უთხრა: - ერთი ჩიტი მოფრინდება ხოლმე, ბატონი ოთარის საფლავზე ზის და უსტვენსო... 2.2.2011" - თამაზ ჭილაძე

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Nov 08, 2011 1:11 pm



Henry Hurt
Venetian Adventurer Marco Polo

წიგნის დასახელება – "მარკო პოლო"
ავტორი – ჰენრი ჰარტი
თარგმნა – ნანა თარგამაძემ
გვერდების რაოდენობა – 320
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-9220-0-8
ISNN 987-7145
მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
რედაქტორი - ხათუნა თოდუა
მხატვარი – ალექსანდრ ბერდიშევი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" – http://www.georgianbc.ge/index.php?aid=172&pg_id=4469670900&pg_symbol=5097669857
სერია – "100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"
ანონსი - "ვცდილობდი, ყურადღება არ მომედუნებინა, არაფერი გამომრჩენოდა და ყველაფერი, დანახული და გაგონილი, ახალი და უჩვეულო, ჩამეწერა", - მარკო პოლო.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Nov 28, 2011 5:30 pm



Georgia : P.S. Literature / [publ. Ketevan Kighuradze ; ed. Dodo Karanadze ; transl. Anatoly Giorgadze, David Akriani, Lela Samniashvili [et al.]]. - Tb. : Siesta, 2006. - 164 p. ; 21 cm.. - ISBN: 99940-908-0-1[MFN: 39746]

Content

Poetry:
Antikashmir/Gigi Sulakauri;
Love during the curfew; A proletarian fairy from leningrad/Carlo Kacharava;
Learn me by heart; Distant bread; Money; To a Veris' Park cafe waiter; A flyer; Elegy/Shota Iatashvili;
Training for God; The short poetic ontology/Zurab Rtveliashvili;
Shaving to my face in the mirror; To a friend, nine years later; A window friend/Zviad Ratiani;
Traffic lights; Wasted time; The city; Doubt/Gaga Nakhutsrishvili;
The georgian dress; The view of the town Gori; A night letter; The coming/Lela Samniashvili;
You may also call it-Cain's harvest or the death of logic Departure; The verb "To be"/Rati Amaglobeli;
In memory of the living; Supplication; Something that was heard more than once/Nika Jorjaneli;

Prose:
Family chronicle/Kote Jandieri;
Red hounds/Zaza Tvaradze;
Dagny or a love feast/Zurab Karumidze;
Three miniatures/Mikho Mosulishvili;
A romance of my wife/Aka Morchiladze;
The tunnel/Maka Mikeladze;
twice a week/Eka Ghaghanidze;
Murder at the station/Rezo Tabukashvili;
Flowers of the valley/Beso khvedelidze;
Fidal or amina from three to five/Teona Dolenjashvili;
Tavikatsi/Lasha Bughadze;

Plays:
Mama/Zaza Burchuladze;

Essay:
In the wings of the universe/David Akriani


UDC: 821.353.1-82 + 821.353.1-1 + 821.353.1-32 + 821.353.1-2 + 821.353.1-4

• Sulakauri, Gigi (auth.); Kacharava, Carlo (auth.); , Shota (auth.); Rtveliashvili, Zurab (auth.); Ratiani, Zviad (auth.); Nakhutsrishvili, Goga (transl.); Samniashvili, Lela (transl.); Amaglobeli, Rati (transl.); Jorjaneli, Nika (auth.); Jandieri, Kote (transl.); Tvaradze, Zaza; Karumidze, Zurab; Mosulishvili, Mikho (auth.); Morchiladze, Aka (auth.); ; , Maka (trans.); Ghaghanidze, Eka (transl.); Tabukashvili, Rezo (auth.); khvedelidze, Beso (auth.); Dolenjashvili, Teona (auth.); Bughadze, Lasha (auth.); Burchuladze, Zaza (auth.); Akriani, David (auth.); Kighuradze, Ketevan (publ.); Karanadze, Dodo (ed.); Giorgadze, Anatoly (transl.); Akriani, David (transl.); Samniashvili, Lela (tansl.); Dzotsenidze, Nino (transl.); Dumbadze, Lela (transl.); Babitsky, Natalie (transl.); Kraveishvili, Rusiko (transl.); Siamashvili, Zaza (transl.); Mosulishvili, Ann (transl.); Gogolashvili, Kote (transl.); Nanobashvili, Gaga (transl.); Horn, John (transl.); Lomidze, Gaga (transl.);

E 88.458/3 - General Stock
E 88.459/3 - General Stock
T 9.823/3 - Depositary Georgian Publications



Link - Georgia : P.S. Literature

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Dec 17, 2011 1:08 pm



ვაჟა-ფშაველა (კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე)
ISBN 978-9941-0-3952-2
რედაქტორი - მაკო ჭოღოშვილი
წიგნი გამოსაცემად მოამზადეს: იამზე გვათუამ, ირინე საგანელიძემ, გიორგი გორდეზიანმა და მედეა მეტრეველმა.
ტექსტი - ბესიკ ხარანაული
თარგმანი - პატრიკ ჯოზეფ ჰილერი
დიზაინი - ბაჩა მალაზონია
კომპიუტერული მარკეტი - ნიკა კუპრეიშვილი
გამომცემელი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
დაიბეჭდა - შპს "სეზანი"

კატალოგში გამოყენებულია: "გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის", "საქართველოს ეროვნული არქივის", "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის" და "საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის" არქივებში დაცული ფოტო და დოკუმენტური მასალა.

ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წლის იუბილე აღინიშნება იუნესკოს მონაწილეობით.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Dec 19, 2011 5:26 pm



წიგნის დასახელება – "ვაჟა–ფშაველა (დოკუმენტები და მასალები)"
ავტორი – სოლომონ ყუბანეიშვილი
გვერდების რაოდენობა – 224
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-425-47-9
ISNN 1987-989X
პროგრამის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
ტომის რედაქტორი – მარიამ წიკლაური
დიზაინერი – თეა ინწკირველი
ტექრედაქტორი – ნინო ნიკოლაიშვილი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: სს “საქპრესა"
ფასი – რვა ლარი ჟურნალ "გუმბათთან" ერთად
სერია – "დიდი ადამიანები"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Dec 28, 2011 9:27 pm



ვაჟა–ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილე

სამტომეული გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინციატივითა და მხარდაჭერით.

ვაჟა–ფშაველას რჩეული თხზულებანი სამ ტომად

ISBN 978-9941-0-3856-3

გამოცემის წელი – 2011

სამტომეული მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში

რედაქტორი – ირმა რატიანი

შემდგენლები – ამირან არაბული, მაკა ელბაქიძე, თამაზ ვასაძე, ეთერ თათარაიძე, ირმა რატიანი, ნანა ფრუიძე

ტექნიკური რედაქტორი – მირანდა ტყეშელაშვილი

კომპიუტერული უზრუნველყოფა – თინათინ დუგლაძე

მხატვარი – სანდრო ჩხაიძე

I ტომი – ლექსები და პოემები, II ტომი – პროზა და დრამატურგია, III ტომი – წერილები

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue May 15, 2012 7:10 pm



წიგნის დასახელება – "მოგონებები"
ავტორი – შალვა მაღლაკელიძე
გამომცემლობა – “პეგასი”
სერია – "ილუსტირირებული ბიოგრაფიები" (ტომი მეექვსე)
გამომცემელი – მარინე ცხადაია
რედაქტორი – გიორგი კაკაბაძე
გამომცემლობის რედაქტორი – ნანა სუხიტაშვილი
მხატვარი – ნინო კაპანაძე
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა – ეკა წიქარიშვილი
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2012
ISBN 978–9941-9234-2-5
გვერდების რაოდენობა – 320
მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ.


ანოტაცია – ქართული ლიტერატურა ძალიან ბევრ საინტერესო მოგონებასა თუ მემუარს იცნობს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია შალვა მაღლაკელიძის “მოგონებები”. უფრო მეტიც; მოვლენათა მასშტაბებით, ისტორიულ პირთა არეალით და ფაქტების მნიშვნელობით იგი ყველა ამ ჟანრის წიგნს აღემატება.
საოცარი გულწრფელობითა და სევდანარევი იუმორით გვიყვება მოხუცი გენერალი საკუთარი ცხოვრების უმძიმესი დღეების შესახებ. ბრძოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შენარჩუნებისთვის, ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კვლავ, გერმანული დროშის ქვეშ ბრძოლები საქართველოს გათავისუფლებისთვის. შესაძლებელია ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა როგორც იგი ფიქრობდა, შესაძლებელია ყველაფერმა წარმატებით ვერ ჩაიარა, მაგრამ ეს გახლდათ ერთი ადამიანის ჯიუტი რწმენა, რომ ოდესმე საქართველოს ბოლშევიკებისგან დაცლილს ნახავდა.
არანაკლებ საინტერესოა ამ უნიკალური მოგონებების ბედიც. შესაძლებელი იყო, რომ მის შესახებ ვერასოდეს გაგვეგო და ისიც ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო რომ არა ერთი ადამიანის - მწერალ ვიქტორ რცხილაძის თავგანწირული საქციელი. მან საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად შალვა მაღლაკელიძის მონათხრობი ძველი ბაბინებიანი მაგნიტოფონის ფირებზე ჩაიწერა და კომუნისტურ რეჟიმს დაუმალა. ეს, როგორც იტყვიან: სულზე მისწრება იყო, რადგან მოგონებების ჩაწერიდან ერთი წლის შემგედ გენერალი შალვა მაღლაკელიძე გარდაიცვალა. იმ დროს როდესაც მწერალი და დისიდენტი ვიქტორ რცხილაძე უკვე გადასახლებაში იმყოფებოდა.




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Dec 27, 2012 3:13 pm



წიგნის დასახელება – "საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006"
შემდგენელი და რედაქტორი - ირინა ჯაფარიძე
გამომცემლობა – ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
დასაბეჭდად მომზადდა - “დივაიზ სრუდიო”
დიზაინი - გოგი წერეთელი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – ჯულია ინწკირველი, ირაკლი ხუციშვილი, დავით ცვარიანი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2012
ISBN 978–99928-20-41-4
გვერდების რაოდენობა – 604


ანოტაცია – საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა საგამომცმლო საბჭომ გამოსცა წიგნი - "საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006 წ.წ." ამ პერიოდში საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი 22 სამეცნიერო დარგის 100-ზე მეტ სპეციალობაში გამოიკვეთა 1635 მეცნიერებათა დოქტორი.



გვერდი 105:

ვარაზანაშვილი ნანული ალექსანდრეს ასული
ბიოლოგი

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობა - ბიოქიმია.
დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა ს. დურმიშიძის სახ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს 2003 წ. 28 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი გ. კვესიტაძე.
ვ-ს კვლევის თემა: კარდიომიციტში მემბრანული სტრუქტურის ცვლილება, მოლეკულური მექანიზმები და ცილის სინთეზის აქტივობა გულის სხვადასხვა დაავადების დროს.




წიგნი

02/07/2012

საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006 წწ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოსაცემად მომზადდა წიგნი: "საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006 წწ.". ერთი წიგნის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა 27 ლარით. წიგნის შესყიდვის მსურველთათვის თანხის ჩარიცხვა მოკლე ვადაში შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:

სს "ლიბერთი ბანკი" კოდი: LBRTGE22 ანგ: GE80LB0121115150495000.

გვარის, სახელისა და მეცნიერებათა დოქტორის დარგის მითითებით.



საკონტაქტო ტელეფონები: 299 - 85 - 28 (სამს.); 599-97-10-12 (მობილ.).

ირინა ჯაფარიძე

ბმული - http://www.gtu.ge/newFull.php?nid=2898&

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Mar 16, 2013 7:07 pm



წიგნის დასახელება – "შექსპირი"
ავტორი - პიტერ აკროიდი
თარგმანი - თაკო ჭილაძე
რედაქტორი - თამარ თითმერია
მხატვარი - ალ. ბერდიშევი
გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი
მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
დაკაბადონება - ნ. არჩემაშვილი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
ISBN 978–9941-444-04-3
გვერდების რაოდენობა – 308
ფასი - 8.00 ლარი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3766
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Apr 01, 2013 3:29 pm



წიგნის დასახელება – "ვერდი"
ავტორი - ჯუზეპე ტაროცი
თარგმანი - ნონა კალანდარიშვილი
რედაქტორი -რუსუდან სულაკაური
მხატვარი - ალ. ბერდიშევი
გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი
მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
დაკაბადონება - ნ. არჩემაშვილი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2012
ISSN 1987-7145
ISBN 978–9941-9293-4-4
გვერდების რაოდენობა – 336
ფასი - 8.00 ლარი

"ჩვენ ბაზრის კომედიანტები ვართ და იძულებული ვართ, ფულზე გავყიდოთ ჩვენი შრომა, ფიქრები და გრძნობები" - ჯუზეპე ვერდი

აქ 5 ლარად იყიდეთ წიგნის ელექტრონული ვერსია - http://lit.ge/წიგნი/ჯუზეპე_ტაროცი/ვერდი/950

study


Last edited by Admin on Mon Apr 01, 2013 3:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Today at 8:02 pm

Back to top Go down
 
წიგნები და ავტოგრაფები
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: -
Jump to: