არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 წიგნები და ავტოგრაფები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Mar 06, 2009 3:46 pm

გეთანხმები მიხო!...გენიალური წიგნია...მეც მაქვს ეს გამოცემა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ ,,ძველ ბიბლიოთეკაში’’ დამრჩა...ცოლთან გაყრას რო დააპირებს კაცი, ჯერ ბიბლიოთეკას უნდა მიხედოს...Smile))))
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Mar 29, 2009 12:27 am



მე რომ წიგნები მიყვარს... - აქ წკაპ!..

ბატონი რეზო ინანიშვილის ნაჩუქარი წიგნი, თან რომ ერთი მინიატურა წამიკითხა...

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue May 12, 2009 2:13 pm


ეს მარიამ წიკლაურის ახალი წიგნია, მშვენიერი საათაურით...
და მოდით, მივულოცოთ!..


სანათასთვის უკვე უჩუქებია და, ნეტავი, მე სადღა უნდა ვიშოვნო?

Sad
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed May 13, 2009 12:08 pm

" dublinelebi" rato maxsovs agiaSvilis trgmani? Seizleba vcdebi
da bobos "Sovna" ar dasWirdeba, miirebs avtografiT

yvelas,madloba, vinc saqmed Camitvala cemi "fafxuroba" scratch
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed May 27, 2009 10:03 am

გამოვიდა


ნუციკო დეკანოზიშვილის

ამინდები ბის-ზე

რედაქტორის წინათქმა

ნუციკო დეკანოზიშვილი (იგივე ნინო გოგიაშვილი), იმ უახლესი თაობის წარმომადგენელია ქართულ ლიტერატურაში, რომელიც “ციფრულ თაობად” შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს თაობა ციფრული ტექნოლოგის - კომპიუტერის და, შესაბამისად, ინტერნეტ სივრცის ჩვენში დანერგვამ ჩამოაყალიბა ოცდამეერთე საუკუნის დაწყებისთანავე. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ლიტერატურული საიტები, სადაც ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და თავისი ნაწარმოებების განთავსება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურული პრესა ლამის აღარ არსებობდა, თვითრეალიზაციის ეს ერთადერთი გზა დარჩენოდათ ახალგაზრდა მწერლებს და მათაც დაიწყეს თავისი შემოქმედების გამომზეურება, ერთი-მეორის ნაწერების კითხვა და კომენტარების წერა...
აი, ამ გარემოში ჩამოყალიბდა ნუციკო დეკანოზიშვილი, როგორც თავისთავადი და საკუთარი ხმის მაძიებელი, ლაღად საკითხავი ლექსების ავტორი. პოეტი, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს ლექსის რიტმის თუ მელოდიის შეგრძნებისა, რაც მისი ნაწარმოებების კითხვას ზეიმად გადაუქცევს ხოლმე პოეზიის მოტრფიალეებს.
რა ხანია, ინტერნეტში ეცნობიან ნუციკოს ლექსებს, პატივს სცემენ, ემეგობრებიან, ეკამათებიან... ამიტომ მის პოეზიას თავისი ინტერნეტ-მკითხველი თუ ინტერნეტ-თაყვანისმცემელი არ აკლია...
მაგრამ რაკი ამ წიგნით ნუციკოს ნაწარმოებები პირველად გადმოინაცვლებს ვირტუალური რეალობიდან ქაღალდზე, სადაც მისი ლექსები შავით თეთერზეა დაბეჭდილი და აქ, თავისი ინტერნეტ-გვერდისგან განსხვავებით, ვეღარაფერს შეცვლის მომდევნო გამოცემამდე, მოდით, წარმატება ვუსურვოთ პოეტს...
ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი და მკითხველის შეხვედრა აქაც - წიგნის სინამდვილეში! – და თავისი მკითხველი თუ თაყვანისმცემელი არც აქ მოჰკლებოდეს.



გამომცემლობა - ”საარი”
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
ნახატები ეკუთვნის ავტორს.
2009 წელი.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed May 27, 2009 10:02 pm

გამოვიდა


მარიამ ხუცურაულის

სანათას წიგნი

სულში რომ ნისლი იცის
(რედაქტორის წინათქმა)

სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს...
მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც...
ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ.
ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში.
ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო.
რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე.
ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს.
სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის...
სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი.
და ღმერთი არასოდეს გაქრება.




გამომცემლობა - ”საარი”.
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი.
მხატვარი - ლევან ხარანაული.
2009 წელი.
წიგნს თან ერთვის დისკი, საიდნაც მოისმენთ ლექსებს ავტორის კითხვით.

წიგნი იყიდება ”პარნასის” ქსელის მაღაზიებში.
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Jun 01, 2009 1:43 pm

Very Happy Very Happy Very Happy Very Happy Very Happy
cheers cheers cheers cheers
flower flower flower flower

g i l o c a v !!!!
da g i l o ca v T!!!!
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Jun 01, 2009 4:57 pm

სიამოვნებით ვულოცავ მშვენიერ ქალბატონებს და მათი წიგნების რედაქტორს ახალი, ლამაზი კრებულების გამოცემას! flower

აქვე, ბობოს დაგვიანებულ მადლობას ვეტყვი ამისათვის:


flower

***
თაბაგარ თეას ამ წიგნსა
ჭკვა კარგი უნდა, მზიანი.
კითხვა ადვილი იქნება,
ფიქრ შაიქმნების გვიანი!

flower
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Jun 02, 2009 10:50 pm

cheers გაუმარჯოს ბექასა, სუ ქართულად ჭედავსა!!!!!!
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Jun 06, 2009 5:40 pm

სანათამა სთქო-წიგნი მაღაზიაში წაიღეს, რო არ გაიყიდება, წამოვიღებ და საჩუქრად დაგირიგებთო.

არ დაუჯეროთ სანათას, ერთიც არ დარჩება , რომ არ გაიყიდოს!

საჩუქრის მოლოდინში,ემანდ უწიგნოდ არ დაგვტოვოსSmile

გუშინ, ბაომ მაჩვენა წიგნი-სულივით მსუბუქი და გამჭირვალე.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Jun 09, 2009 2:32 am

მე ხო რედაქტორად არა ვვარგივარ და ყველა რომ ვერა ხვდება ამას, ძაან გავიხალისებ ხოლმე...
ეგრე ვერ მიჰხვდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა მე მითხრეს გოდერძი ჩოხელის ”რჩეულის” შედგენა.
ჰოდა, მეც შევადგინე და სახელად დავუქვივნე - ”ბინდისფერი ხეობიდან ცამდე”.
შევადგინე, დავალაგე ჩემ ჭკუაზე, დავურთე ბოლოთქმაც - ვითომ მართლა რედაქტორი ვაარ და ჩავაბარე გამომცემელს...
და აბა, ეს წიგნი ვინ დახატოსო? - გამომცემელმა რომ მკითხა, ეგრევე ის ვიფიქრე, მე კი ალთა-ბალთა რედაქტორი ვაარ, მაგრამ კაი მხატვარი უნდა გოდერძაის წიგნსა მეთქი და - ლევანო ვუთხარი, ხარანაული.
და მართლაც გაატანეს ლევანოს თიანეთში ეს ნოველებიიიი...
გაატანეს და - არა, არ ააჩქაროთ მეთქი, რახან - მე ხო ვიცი ლევანოს ხასიათი... მაგასაც ჩემსავით ეჯავრება, როცა არ აცდიან იმ თავისი ”ჩქარა-ჩქარათი”...
და ჩამოვიდა დღეს თბილისში, მაშიკოს გადააღებინა ოცი მშრალი აკვარელით ნახატი ჭდეებიანი ფურცელი, ჩააწერინა დისკზე და მომადგა შინ იმ ოცი ნამუშევრითა...
მომადგა და გადავიწერე ჩემ კომპიუტერში...
და რომ გავადიდე და ჩამოუარე სანახავად - გავშრი...
კარგს კი ველოდი, მაგრამ... ეგრე მაგრად თუ დაჰხატავდა, არ მეგონა...

ოცივე ნახატი იქ არის, იქა - გოდერძაის სამყაროში არის, იქ ტრიალებს, იმ სამყაროს გამოჰხატავს ძალიან თავისებურად...
ჯერ წიგნი გამოვიდეს და მერე განახვებთ ყველა ნახატს...
ახლა კი მარტო ერთი მათგანი უნდა დაგიდოთ აექა ჭაშნიკად.



ეს არის ილუსტრაცია გოდერძი ჩოხელის ნოველისა ”ველური ყვავილების თაიგული”.
აბა, ნახეთ, როგორ საყვარლად დაუხატავს ის დათვი, თავისი თაიგულიანად და როგორი თბილი წიკწიკოები შემოუვლია გარშემოოოო...

ავაჰმე, ლევანო, მაგიკვდეს შენა აემ წიგნის უხეირო რედაქტორი, მაგიკვდეს...

კომპიუტერთან ლაპარაკში კი იმდენი ვერა ვუთხარი რა, მაგრამ ანზორაულის ერთლიტრიანი რომ ჩავიდა ფსკერისკენა, მაშინ კი მოვახერხე ჩემი გახარების გამოხატვა...

ჰოდა, ანზორაულს შევექცეოდით და იმას რო მიყვებოდა ლევანო, რა გრელ შარში გამოეხვია გოდერძის იმ კინოში გადაღებითა (ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ აქ გოდერძი ჩოხელის 1988 წელს გადაღებულ ”აღდგომის ბატკანზე” არის ლაპარაკი, სადაც ლევან ხარანაულმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა - http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=473) და კინაღამ უკან არ გამოექცა (საყურებლად არის ეგ ფილმი იოლი, თორემ აბა, შენ დადექი და ერთი და იმავე სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღე, როგორია!..), მაშინ მესტუმრა ირმა შიოლაშვილი...
არ გაგეცინოთ და, იმანაც თავისი დაგროვილი ლექსები გადმომცა სარედაქტოროდ...
თან წინა წელს რომ ჩიბუხი მაჩუქა, ”ამარეტოს” თამბაქო შუაგულ გერმანიიდან ჩამომიტანა იმისთვის -



ვაახ, კაცოოო...
რატო ვერა ხვდებიან, რომ - მართლა არა ვვარგივარ რედაქტორად და მარტო კაი სასმელის, თუ გინდა თამბაქოსიც გამორჩევა ვიცი მარტო?

Rolling Eyes

მარტო ის წიწაკ-პილპილიანი ქალბნელი, სახელად სანათო არის რაღაცას მიმხვდარი და კაფიეებში დამიწერს ხოლმე - ”გაფხორილო რედაქტოროო...”

Wink
Back to top Go down
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Jun 16, 2009 10:41 pm

ახალ წიგნებს ვულოცავ მკითხველს და თავად ავტორებს რაღა თქმა უნდა..
სამივე ძალიან მიყვარს და სამივეს ჩემი მოკრძალებული მოკითხვა...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 10:40 am

აი, როგორ დაუდვია ბაოს ლიტ.გე-ს ”ახალი წიგნების” განყოფილებაში ”სანათას წიგნი”:



ავტორი: მარიამ ხუცურაული
სათაური: სანათას წიგნი
ჟანრი: პოეზია
გამომცემლობა: საარი
გამოცემის წელი: 2009
მაღაზია: პარნასის ქსელის ყველა მაღაზია
თაბახი:
ფასი: 10 ლარი
მოკლე ანოტაცია: სანათას პოეზია+ლევან ხარანაულის მხატვრობა+მიხო მოსულიშვილის რედაქტორობა+ თქვენი სიყვარული.

მარიამ წიკლაური


lol!

მაგარია ბაო!

flower

ჯალალიც მაგარია, ეს კიდევ იმას დაუდვია "ურკპარაკზე":

ჩატარების თარიღი: 2009-06-30 17:00. ანონსის ავტორი: ჯალალი
გამოიცა “სანათას წიგნი”
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემლობა “საარი”

კრებული იყიდება “პარნასის” მაღაზიათა ქსელში
მისამართები თბილისი
ჭავჭავაძის გამზირი 22
ლესელიძის 33,
ვაჟა ფშაველას 58,
კოსტავას 22,

ასევე, წიგნი გაიყიდება "წიგნის ბაზრობაზე" 25-29 ივნისის ჩათვლით.


sunny
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 11:26 am

ჰო, მიხო ბატონო, "პიარშჩიკები" ძალიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მყავს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მე ხელთ სულ სამი ცალი წიგნიღა შემომრჩა და სახლიდან ვეღარ გამომაქვს... და კიდევ წიგნი 10 კი არა, 9 ლარი ღირს(ჰმ, დიდი შეღავათი) სამი დღის წინ თავად ვიყიდე ორი ცალი ჯარჯის და მეუფე თადეოზისათვის... Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jun 17, 2009 11:57 am

pirat

ესე იგი, ლევანომ რო ჩემგან ერთი ცალი წიგნი წაიღო - ათი კი არა, ცხრა ლარი მართებს?
Shocked

და ლევანომ ხუთლარიანი გერმანული ჩამოსასხმელი ლუდი დამალევინა, ორი კათხა, ანუ სულ ათი ლარისა და რა გამოვიდა? - ეხლა ერთი ლარი მე იქით მმართებს მაგისი!..

Rolling Eyes
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jul 29, 2009 9:11 am



ირმა შიოლაშვილი - "ფოთლების ხიდი".
გამომცემლობა "საარი", 2009.
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი.
ნახატი ყდაზე - ქეთევან საბიაშვილი.
დიზაინერი - სანდრო ჩხეტიანი.
დაკაბადონება - საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები".
ISBN 978-99940-60-7



მოვიდა გუშინ ირმა ჩემთან, სამსახურიდან რომ დავბრუნდი შინ და ამ წიგნით გამახარა...
დიზაინის თვასაზრისითაც კარგი წიგნი გამოვიდა...

Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Sep 23, 2009 1:39 am

ვულოცავ ირმას "ფოთლების ხიდს"... მომწონს მისი ლექსები flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Oct 10, 2009 12:35 am



”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”

ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”.



ოთარ ჭილაძე

***
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემი მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

1982


Back to top Go down
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Oct 11, 2009 1:32 pm

ბევრი კარგი ავტორის წიგნის რედაქტორობა მომელოცოს მიხო.... დიახაც რომ კარგი რედაქტორი ხარ... Smile
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Oct 31, 2009 2:33 pm

Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Mar 19, 2010 1:35 pm

Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Apr 11, 2010 2:37 pm





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Jul 25, 2010 9:47 am



წიგნის დასახელება: "გვირილის ფურცლები".
წიგნის ავტორი: ნელიკო გოგუაძე
გამომცემლობა: “მერიდიანი”
გამოცემის წელი: 2010
რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი
ISBN 978–9941–10–243–1
ყდა: რბილი


მოკლე ანოტაცია რედაქტორისაგან:

ნელი გოგუაძის ლექსები გვირილის იმ ფურცლებს მოგვაგონებს, რომლებიც ყველას მოგვიწყვეტია და გვიბუტბუტია კიდეც: „ვუყვარვარ? – არ ვიყვარვარ?“, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, იმას ვუყვარვართ თუ არა, მთავარი ისაა, ჩვენ რომ გვიყვარს.
ჰოდა, მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ უყვარს და ენატრება პოეტს სიყვარული.





Last edited by Admin on Thu Jan 23, 2014 10:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Mar 05, 2011 11:41 am



წიგნის დასახელება – "39 რჩეული მოთხრობა"
ავტორი – ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ავტორები
გვერდების რაოდენობა – 600
ყდა – რბილი
ISBN 978-9941-413-52-0
რედაქტორი - ბესო ხვედელიძე
სარედაქციო ჯგუფი - თამრ მამაცაშვილი, მანანა ჯანელიძე
კორექტორი - ნანა ანტონოვა-ილურიძე
პროექტის კომპიუტერული უზრუნველყოფა - დათო მოსიაშვილი
ყდის დიზაინი - ნიკა ხვედელიძე
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: “პალიტრა L"
დაიბეჭდა - შპს "ფავორიტი პრინტი"
ანონსი - ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" უკვე ხუთი წელია გამოდის. თქვენს წინაშე ამ წლების განმავლობაში ჟურნალში დაბეჭდილი საუკეთესო მოთხრობების კრებულია.
აქ შეხვდებით სხვადასხვა ავტორთა საინტერესო ნაწარმოებებს, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაზე.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Oct 13, 2011 11:34 am



წიგნის დასახელება – "ჩარლი ჩაპლინი"
ავტორი – სტივენ ვაისმენი
თარგმნა – თამარ თითმერია
გვერდების რაოდენობა – 304
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-9220-4-6
ISNN 987-7145
რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
სარედაქციო ჯგუფი - რუსუდან სულაკაური
მხატვარი – ალექსანდრ ბერდიშევი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" – http://www.georgianbc.ge/index.php?aid=172&pg_id=4469670900&pg_symbol=5097669857
სერია – "100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"
ანონსი - "ჩაპლინი არ იყო უბრალოდ "დიდი", იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. ის უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ" - მარტინ სიფი "ჩაპლინი: ცხოვრება" (განხილვა), 2008

http://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_ჩაპლინი - ეს გენიალური მაწანწალაა!.. Smile))




study


Last edited by Admin on Mon Dec 03, 2012 10:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   

Back to top Go down
 
წიგნები და ავტოგრაფები
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: