არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 წიგნები და ავტოგრაფები

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jul 30, 2014 8:25 am

მეხრიშვილი, დემალ
გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა? / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი ; ავტ. ბონდო დვალიშვილის. - თბ., 2006. - 369 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა)[MFN: 16886]

UDC: 821.353.1.09

• დვალიშვილი, ბონდო (ავტორი); მეტრეველი, ხათუნა (რედაქტორი);

K 23830/2 - ძირითადი წიგნთსაცავი


ცოტა რამ ავტორზე -- წინასიტყვაობა -- გინდოდა გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა? -- ვაჟა გიგაშვილი -- ზააალ სამადაშვილი -- ბესო ხვედელიძე -- აკა მორჩილაძე -- რეზო თაბუკაშვილი -- დათო ტურაშვილი -- ლაშა ბუღაძე -- მარიანა ნანობაშვილი -- ირაკლი ლომოური -- ნუგზარ შატაიძე -- ბექა ქურხული -- გურამ დოჩანაშვილი -- ამირან ჭიჭინაძე -- რედაქციის მუშაობის სტილზე -- ჰამფლეტი "როგორ გავხდი შავკანიანი" .

* http://cat.bpl.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aმეხრიშვილი+დემალ

სინამდვილეში - მეხრიშვილი ჯემალ


*************

იკა ქადაგიძე

ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!
(ჯემალ მეხრიშვილის: “გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?)

ხელში ჩამივარდა მწერალ ჯემალ მეხრიშვილის წიგნი: “გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?” საყოველთაო აგრესიის მუეხედავად, სათაური მეხამუშა, ესთეტიკური თვალსაზრისით შეუფერებლად მივიჩნიე საბედნიეროდ, წასაკითხი წიგნის გვერდზე გადადება არ მახასიათებს, გადავფურცლე, ნაწერს ჩავუღრმავდი და ზედაპირული შთაბეჭდილებების სიმცდარე უმალ გავაცნობიერე.
რა დასამალია, თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკასაც ისევე უჭირს, როგორც ჩვენს არშემდგარ სახელმწიფოს. ვისაც თვითდამკვიდრება სწყურია, “მომგებიანი” შეკვეთებით სულდგმულობს. მოკრძალებული მკითხველისთვისაც აშკარაა, რომ ჩვენში სამართლიანი კრიტიკა თვითმკვლელობის ტოლფასია. რა გასაკვირია, მორიგი წიგნის ხილვისას ტრადიციული ეჭვი არ გამჩენოდა.
ქართული კრიტიკული აზროვნების რაობაზე ჩემამდეც არაერთგზის დაწერილა
და მომავალშიც აუცილებლად დაიწერება, მთავარი შედეგია. საჭირბოროტო
საკითხების აღძვრა არსებული ნაკლოვანებების ნიშნავს. ხშირად ის, ვინც სამართლიანობის აღსადგენად ხალხს მოუწოდებს, სინამდვილეში საპირისპიროს ამკვიდრებს. იმას ემსახურება, რაც თითქოსდა სიტყვას აბათილებს. ესეც ნაცადი ხერხია და საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტის არსებობაზე მიუთითებს.
რადგან ილიასეული მამხილებელი ხელწერა საშვილიშვილოდ გამოვიტირეთ, გავლენიანი ნაცნობებით “დაკომპლექტებულ” ლიტერატურულ გარემოს სიმართლეს
ვინმე იშვიათად თუ შებედავს. დაუწერელი კანონია: ვინც უსამართლობის წინააღმდეგ დროულად ხმას აღიმაღლებს, ცოცხლად დაიმარხება. ნიკოლოზ ბარათაშვილის მოწოდება: “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსაგვსოს...” უკუღმა გაიგეს.
განუკითხაობის გამო გოდებასაც ყავლი გაუვიდა. ქილიკს მეტი გასავალი აქვს.
მოთმინებაგალეული მკითხველი იტყვის: ბრძოლის ჟინი, გამოსავალის ძიება?
თანამედროვე მწერალს უფლება ჩამოართვეს დაბეჩავებულ ერს გამოექომაგოს.
საიდანღაც დაუკითხავად მოწვეულმა დაქირავებულმა ადამიანებმა სასტიკად აუკრძალეს საკუთარი კულტურის დაცვა, საბრძოლო რელიკვიები სამარცხვინო,
დრომოჭმულ პათეტიკადაა მონათლული.
ჯემალ მეხრიშვილმა სწორედ ამ დაუოკებელი ბრძოლისუნარიანობით აღმაფრთოვანა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია ესოდენ პირუთვნელი კრიტიკით არავის გავუნებივრებივართ.
მწერლის არჩევანმა მაგრძნობინა, რომ უკანასკნელ მოჰიკანად არ დავბადებულვარ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ თავმოყვარე, ღირსებაშენარჩუნებული, ეროვნული თვალთახედვის მწერლები, ვისაც გარეშე ძალა ვერ მოისყიდის. ჯერაც არ გადაშენებულან სამშობლოსა და ენაზე უანგაროდ შეყვარებული მოღვაწენი, ნიჭს
ცრუგანდიდებას რომ არ ანაცვალებენ.
წიგნის სათაური სრულად გავიაზრე. ვაჟას პოემიდან ამონარიდი სტრიქონი ვისთვის მუქარა, ვისთვის შეულამაზებელი სიმართლე თვალს და ხელშუა ხორცს ისხამდა.
ავტორი ქართული მწერლობის ავ-კარგს საფუძვლიანად უკირკიტებს, თითოეულ სიტყვას წონის, დაუსაბუთებლად არაფერს ამტკიცებს, უსაფუძვლოდაც არაფერს მოითხოვს.
ჯემალ მეხრიშვილის მრწამსი გამოკვეთილია: “ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!”. იგი დიდი წინაპრის გზას შესდგომია. გულისნადებს დაუფარავად ამჟღავნებს.
ქართული კულტურის ბედზე გული შესტკივა, წლობით დაგროვილი ნაკლოვანებების გამოსწორება სწადია, არსებული ვითარებიდან დაძაბული დაეძებს გამოსავალს. მიუკერძოებლად აანალიზებს ქართულ მწერლობას რა უფრო წაადგება: სოცრეალიზმს ჩანაცვლებული ჟარგონი თუ ენის ამოუწურავ შესაძლებლობათა ათვისება-განახლება. ამასობაში მავანი გვიკიჟინებს, რომ მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლა წარსულს ჩაბარდა. ქართული ხასიათის მიკერძოებამ განსაკუთრებით ამ კუთხით იჩინა თავი: ყველა სათავისო ენას “ქმნის”, ცდილობს დამახინჯებული ხელწერა შემოგვატყუოს, რაღაცას ნაჩქარევად და უვიცად აკოწიწებს. ენის ფლობა კერძო ჯიხურის წამოჭიმვას გაუთანაბრდა: ვისაც არ ეზარება ორთოგრაფიული შეცდომებით აჭრელებულ აბრას გამოაკრავს. მავანს უფლება აქვს სხვისი საკუთრება დაიჩემოს.
ამასობაში უპატრონოდ დარჩენილ ენას საეჭვო ღირსების დილეტანტი დაუნდობლად რყვნის. ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ აღიარებს, რომ ქართული ენა ისაკიჩ მეჯღანუაშვილებმა იგდეს ხელთ.
მწერალი უმთავრესად ამ სატკივარს დასტრიალებს. აქვე გაგანდობთ, ავტორს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მის სამართლიანობაში ეჭვი არ მეპარება, რადგან გაბედა და სადღეისოდ პოპულარული ხელოვნური “სპეცეფექტებით” გაკეთებული ადამიანები სააშკარაოზე გამოიყვანა, უსაფუძვლოდ აღზევებული პირები პატიოსან ბრძოლაში გამოიწვია, მიზნად დაისახა მათ ნაწერს ჩაღრმავებოდა და დაუმსახურებლად მიკუთვნებული გვირგვინები უყოყმანოდ ჩამოერთმია. ამ ყაიდის ფსევდოხელოვანთა რევიზიის ჟამმაც მოაწია. მედროვეები სიმაღლეს ისე ბინძურად ეპოტინებიან, მიცვალებულსაც ევსება მოთბინების ფიალა.
მათ მიერ ამოჩემებული გამოთქმა “რევიზია” აკრძალული ხილივითაა, უმწიფარს კაცი თუ იგემებს, მოუბრუნებლად მოიწამლება.
ავტორის პასუხისმგებლობა ერთიანად გიპყრობს. იგი ყოვლისშემძლე რედაქციებისა და გამომცემლობების არსს ამზეურებს. საეჭვო ღირებულებისა და ხარისხის კვალდაკვალ გვიმხელს სიმართლეს, რომლის გემოც სწავლის ძირზეც მწარეა. იგი ყბადაღებული ლიტერატურული რედაქციის: “კვირის პალიტრის” დილეტანტი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების საქმიანობას ააშკარავებს.
შეკვეთილ მასალებზე მონადირე რედაქცია ყოველდღიურად იზრდება, რაც ლიტერატურას კომერციულ ბაზრად გადაქცევის საფრთხეს უქმნის.
ცოდვა გამხელილი სჯობს და მსგავს რედაქტორთან განგებამ მეც გამრიყა. დაპირებული ჰონორარის ნაცვლად მან ჩემი წერილის გამოქვეყნება წამომაყვედრა, დაუფარავად მომახალა, რადგან მის სამეგობროს არ ვეკუთვნოდი, ანაზღაურებაზე არც უნდა მეოცნება. ცოტა ხნის შემდეგ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავიგე, რომ ე. წ. რედაქტორ-გამომცემელი სისხლის სამართლის დამნაშავეა და სასჯელს ცნობილი მფარველის წყალობით გადაურჩა, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.
ამგვარი “სამართლიანობის” ზეობამ ჯემალ მეხრიშვილს ათქმევინა: “უბედურია იმ ერის მწერალი და მწერლობა, სადაც ლიტერატურული პროცესების წარმართვას ისეთი პირები იჩემებენ, ისიც კი რომ არ ესმით, რომელია გამართული ქართული”.
დაუმსახურებლად დაწინაურებული თანამედროვე მწერლები არსით კოსმოპილიტები არიან, მხოლოდ ვაჟასეული კოსმპოლიტიზმის არაფერი სცხიათ, ეს ერთობ მომგებიანი ფარი უვიცობის შესანიღბად ესაჭიროებათ. ისე შეხმატკბილებულად ირჯებიან, თითქოს ქართული ენის უგულებელყოფა ვიღაცამ დაავალათ, თავიანთი “უპირატესობის” წარმოსაჩენად ძალ-ღონეს არ იშურებენ, ყველგან ერთხმად გაჰყვირიან, რომ მწერალმა ოდინდელი დანიშნულება დაკარგა და ისღა დარჩენია, ერთადერთ მიზნად ერის გართობა გადაიბაროს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულია მსოფლიო მოქალაქეს მაინცდამაინც მშობლიური ენის დაფასება მოსთხოვო, ენის ცოდნაზე შედავება მით უფრო
უხერხულია.
ამის გამო ხვედელიძის პერსონაჟი მწერალი კოკა იაშვილი შეთავსებით ლოთი და ნარკომანი, აკა მორჩილაძის გზააბნეული მსოფლიო სივრცეებში ჩაკარგული პოეტი ვახტანგ მარგველაშვილი და ბექა ქურხულის აგრესიული მწერალი, რომელიც წამდაუწუმ მუშტებზე იყურება, თვითდამკვიდრებისთვის ერთსულოვნად ირჩევენ
ჟარგონს. იდეოლოგიურ შეუთანხმებლობას მხატვრული სიმწირეც თან ერთვის.
რაოდენ განსხვავდებიან ისინი თავიანთი წინამორბედებისაგან!
თანამედროვე მწერლებს რატომღაც გულუბრყვილოდ სწამთ, რომ ევროპასა და
ამერიკას მხოლოდ თვითონ გაუსინჯეს გემო, თერგდალეულებს რუსეთში მიღებული განათლების გამო ამრეზით უმზერენ, თუმცა წერისას ბარბარიზმების აღლუმს ვერ აუდიან.
XX საუკუნის ქართველ კლასიკოსებსაც არ ცნობენ. მაინც რა გარდატეხის მომსწრენი ვართ? დაქვეითება და ურთიერთშუღლი რამ გამოიწვია?
გასულ საუკუნეებში საზღვარგარეთ ძირითადად ნიჭიერ ახალგაზრდებს აგზავნიდნენ. ქველმოქმედი სტიპენდიას იმისთვის არ უნიშნავდათ, აეროპორტში შემთხვევით შეფეთებულ თანამემამულეებთან ეღლაბუცათ და საჯაროდ დაემცირებინათ. სამშობლოს უნდა გამოსდგომოდნენ და არა გამვლელ-გამომვლელისთვის შეეტირათ: როგორიც ვარ ისეთი ამიტანე და შემინახეო.
ავტორი სამარცხვინო ბოძზე აკრავს ამ ვაი-მწერლებსა თუ ფსევდო-ინტელექტუალებს, ერთადერთ ხსნად ჟარგონი რომ უწამებიათ, ჟარგონის გაბატონება უვიცებს აძლევთ ხელს.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ მოვლენას ტრაგიკულად აღიქვამდა, თავიდანვე წინასწარმეტყველებდა, რომ ჟარგონის მიმდევრები ქართულ ენას უღვთოდ შერყვნიდნენ.
ჯემალ მეხრიშვილი ჩვენს ავტორებს მწერლობისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის კიცხავს. უკლებლივ ყველა შემოქმედი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ამბობს, რომ კარგად და ადვილად წერს. იძულებული ვარ
კვლავ ჯავახიშვილი, თხრობის დიდოსტატი შევაწუხოთ.
“ქართული კალამი ძალიან ჰგავს გოლგოთურ ჯვარს, რომელსაც ხელით
ვატარებ”.
ჩვენს წარმატებულ მწერლებს კლასიკოსების გამონათქვამებზე ალმაცერად ეღიმებათ. ვერც გავამტყუნებთ. მათ ქართული კალამი ამჩატებთ და თუ მაინც დაიჩემებენ, რომ ქართულად წერენ, ვაი-მოქართულეების მიერ დასახიჩრებული საწერი მოწყობილობა ნებაყოფლობით გამოვა მწყობრიდან.
ჯემალ მეხრიშვილი ყურადღებას ამახვილებს ჰემინგუეის ბრმა თაყვანისცემაზე. ეს გარემოება არაფრისმთქმელ ტექსტებს უარესად ამძიმებს. ამერიკელი მწერლის მიმბაძველობით შეპყრობილ “მწერლებს” ფოლკნერი რომ გადაეფურცლათ, ამოიკითხავდნენ, რომ ყველაზე ბრწყინვალე ლიტერატურული მარცხია. ამას ფერმერი შემოქმედი ქადაგებს, თუმცა ჩვენებურებს ხიბლავთ არა ამა თუ იმ ხელოვანისათვის დამახასიათებელი ხელწერა, არამედ მათი ბიოგრაფიებიდან ამოგლეჯილი თავშესაქცევი ეპიზოდები. ვინძლო ესეც არ იკმარონ, ყველაფერი სათავისოდ გადააკეთონ და გამოუცდელ მკითხველს თვალისმომჭრელ “სიახლედ” შეაძლიონ.
ჰემინგუეისადმი ბრმა, მოდური თაყვანისცემა თანამედროვე მწერლებს ხელს არ უშლით ქართველი კლასიკოსები ხელაღებით უარყონ.
ბუნებრივია, მკითხველს აინტერესებს საკუთარი კულტურისადმი ესოდენ დაუძლეველ შეუგუებლობას რა განაპირობებს?
პასუხი კვლავ მსოფლიო მოქალაქის ორად გახლეჩილ გულშია დალექილი: ყველაფერი უარყონ, რასაც ეროვნული ტვიფარი ატყვია. მათ არ აღელვებთ ქართველი ერის თვითმყოფადობა და აქედან გამომდინარე, ჩვენს ისტორიასაც აგდებულად ეკიდებიან. ამაზე მეტყველებს ბესო ხვედელიძის ე. წ. პიესა ვახტანგ გორგასალზე, რომელიც ერთ-ერთ პროვინციულ თეატრში დაიდგა. სცენარის მიხედვით გმირი მეფე (ცნობისთვის, წმინდანი!) ისე სამარცხვინოდაა დახატული, თავმოყვარე ქართველს საფეთქლებში სისხლი შემოასკდება. ისტორიის გაყალბების შემსწრენი შევიქმენით, ახალმა “მემატიანეებმა” ისე შორს შეტოპეს, გამოსასვლელ ფონს ვეღარ აგნებენ. ეს მტკივნეული, მრავალი წლის მანძილზე მოუგვარებელი საკითხია და ვინც ამ დამღუპველი იდეის განხორციელებას შეეწინააღმდეგება, მისთვის ყველა რედაქციის კარი ჩაირაზება.
ეროვნული მრწამსი უქონლობა უპირველესად ენის შერყვნასა და დაქუცმაცებაში აისახება.
ცალკე საკითხია უნიჭობა და მწერლისთვის აუცილებელი გამოცდილების დაგროვება. ავტორს რედაქციის რჩეულთა აქილევსის ქუსლი არ გამოჰპარვია. “ბევრგან ავტორისეულმა თხრობამ უნდა გაიტანოს ორნატი, მაგრამ რაკი ამას ვერ ხვდება, ანდა არ მოსდევს საკმარისი ხელოვნება და მხატვრული საფანელი, მწერალი იქ მაშინვე ახალ-ახალ პერსონაჟებს “დაიქირავებს” ხოლმე დღიურ მუშასავით, რათა ორიოდე უმნიშვნელო ფრაზა წამოაძახებინოს, მერე კი თავი მიანებოს და მიივიწყოს”.
ღმერთმა ინებოს კრიტიკოსის გაფრთხილებამ მოყვარული თანამოკალმეები გამოაფხიზლოს და გავლენიანი ნაცნობობის შედეგად მოხვეჭილი სახელი გაამართლებინოს.
ამგვარ “კეთილისმყოფელთა” წაქეზებამ არაერთი მდარე ხარისხისა და პრეტენზიული სახელწოდების წიგნის გამოცემას დაუდო სათავე.
2004 წელს გამომცემლობა LINK-მა დაბეჭდა “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია 1990-2004”.
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გამობრძმედილი რედაქტორ-გამომცემელი თავს უფლებას აძლევს ლექსის სიცოცხლისუნარიანობა ეჭვს დაუქვემდებაროს. ვინც ამ კრებულში თავმოყრილ ავტორთა ნაწარმოებებს გაეცნობა, პოეზიის მარადიული ზემოქმედების უნარს ნამდვილად ვეღარ ირწმუნებს. სამეგობრო წრის გულის მოსაგებად უხერხულია ყველა ერთ წიგნში რიხით შეყარო და მყვირალა
კატეგორიულობით ხოტბა შეასხა.
ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ჯემალ მეხრიშვილი წიგნის შექმნის მიზეზზე მოგვითხრობს. “ლიტარატურული პალიტრას” რედაქციაში მისული აბუჩად აიგდეს, ხელნაწერის დაბრუნება გაუჭიანურეს და თავიდან მოსაშორებლად დაცვის თანამშრომლები მიუსიეს. ეს ჩვენთან, პოეზიის მოტრფიალეთა ქვეყანაში ხდება. გულზე ხელი დავიდოთ და გამოვტყდეთ, მსგავს ვითარებას რამდენჯერ შევსწრებივართ, მაგრამ პირში წყალი ჩაგვიგუბებია და დავდუმებულვართ.
არახელსაყრელი სიმართლის გამჟღავნება ხელს ვის აძლევს?
მადლობა ღმერთს, ბ-მა ჯემალმა წაყრუებას ხმის ამოღება არჩია. მწერლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წიგნის კითხვისას შვებანარევი აღტაცება გვეუფლება; არც ერთი ზედმეტი ფრაზა, უადგილოდ გაანჩხლებული კილო, პიროვნების შეურაცხმყოფელ ლექსიკასაც ვერსად წააწყდებით, მაღალი პროფესიონალიზმის კვალდაკვალ კრიტიკოსის ადამიანობა გვხიბლავს.
ჯემალ მეხრიშვილის პირდაპირობა სათქმელის სიმტკიცითაა განპირობებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: “როგორ გავხდი შავკანიანი”. “რა მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს ყველა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში რომ გაჩნდეს ეს დისკრიმინაციული გაფრთხილება — იბეჭდება მხოლოდ შეკვეთილი მასალები” და მწერლებს აღარსად ჰქონდეთ თავიანთი ნაწარმოებების წარდგენის მორალური და იურიდიული უფლება. აი რა იწვევს ჩემში, როგორც რიგით მწერალში მძაფრ პროტესტს! ხოლო თუ რამე გამონაკლისთან გვაქვს საქმე, მაშინ გასაგებად უნდა ეუწყოს მკითხველს, რომ ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლებისათვის განკუთვნილი, არამედ ძმაკაცების, ყოფილი თანაკურსელების, მფარველ-დამფინანსებლების, ფირმის სანათესასოს თუ რომელიმე ვიწრო წრის ლიტერატურული ორგანო, რადგან საბოლოოდ მის წევრთა ტექსტები იბეჭდება. ამ შემთხვევაში ყველასათვის გასაგები და მოსათმენი იქნება და მაშინ ამგვარი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებმაც თვალთმაქცურად აღარ უნდა შეიშნოვონ მთელი ქართული მწერლობის ქომაგ-ქურუმის ტოგა და მონომახის ქუდი.
მწერლის განაჩენი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ლაგამმიშვებულ მედროვეებს ავიწყდებათ, რომ რეკლამის შიდა ჩრდილს შეფარებული შემოქმედნი გულხელდაკრეფილები არ სხედან. ავტორი უაღრესად დაჩაგრულ თანამოკალმეებს
ესარჩლება, მათი უუფლებობა ზარავს და მიძინებულ საზოგადოებას აფრთხილებს
საბედისწერო შეცდომა თავიდან აირიდოს.
თვალში საცემია ის გარემოება, რომ დისკრიმინაცია მხოლოდ ეროვნულად მოაზროვნე მწერლებზე ვრცელდება.
ჯემალ მეხრიშვილის წიგნი საუკეთესო ნიმუშია პირუთვნელი კრიტიკისა, ქართული მწერლობის უაღრესად მნიშვნელოვანი შენაძენი, მართალი სიტყვა ღირსებაშელახული ერის გამოსაფხიზლებლად და სანუგეშოდ.
მიუკერძოებელი კრიტიკა მუდმივი ბრძოლის ქარცეცხლია და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ღირსეული იმარჯვებს.
ჯემალ მეხრიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მისი კრიტიკული ნააზრევი ადრე თუ გვიან პატიოსანი მწერლისთვის გზამკვლევად იქცევა.

2007


იკა ქადაგიძის წიგნიდან: „ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?“, 2009 წელი

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/11662/1/Vis_Mivyidit_Qartul_Mwerlobas.pdf

study


Last edited by Admin on Sun Feb 18, 2018 2:13 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Nov 04, 2014 3:22 pm



წიგნის დასახელება - „სიმღერიდან სიტყვამდე“ (როგორ მივიდა ანზორ ერქომაიშვილი სიმღერიდან სიტყვამდე)
ავტორი - თამარ გელოვანი
რედაქტორი - ლია სულაქველიძე
გამომცემლობა – უსტარი
ISBN 978-9941-9373-4-7
ყდა - მაგარი
გვერდების რაოდენობა - 84
გამოცემის წელი – 2014

ანოტაცია:
თამარ გელოვანის „სიმღერიდან სიტყვამდე“ და ანზორ ერქომაიშვილის გამონათქვამები.



წიგნის დასახელება - „მეც მივალ გურიაში“
ავტორი - თამარ გელოვანი
რედაქტორი - ლია სულაქველიძე
გამომცემლობა – უსტარი
ISBN 978-9941-9350-8-4
ყდა - მაგარი
გვერდების რაოდენობა - 72
გამოცემის წელი – 2014

წიგნს თან ერთვის დისკი „გასაოცარი ხასანბეგურა“



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Aug 31, 2015 12:21 pm



წიგნის დასახელება - „მოგონებები შეფიცულთა რაზმზე“
ავტორი - ალექსანდრე სულხანიშვილი
სერია - არტანუჯის წყაროები, 7
გამომცემლობა – არტანუჯი
ISBN 99940-596-1-0
ყდა - მაგარი
გვერდების რაოდენობა - 298
გამოცემის წელი – 2007

ანოტაცია:
ალექსანდრე სულხანიშვილის „მოგონებები შეფიცულთა რაზმზე“ მოგვითხრობს საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით „შეფიცულთა რაზმის“ ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ავტორი ამ რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი მებრძოლია. მისი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე დაყრდნობით, რისი მოწმე და უშუალო მონაწილეც თავადაა. ამდენად, წიგნი ძვირფასი ისტორიული წყარო და შენაძენია ქართული საზოგადოებისთვის.

Reminiscenses On The Detachment Of 'Sworn Men'
By Aleksandre Sulkhanishvili
Artanuji Publishing, Tbilisi, 2007

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Tue Oct 06, 2015 5:40 pm



წიგნის დასახელება – „ჩემო მეჟოლია“ (სევდიანზე სევდიანი კომედია)
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - ეკა ჭკადუა
გამომცემელი - დავით აბულაძე
სერია - „XXI საუკუნე, დრამატურგია“
გამომცემლობა - „გლოსა“
ISBN 978-9941-9446-2-8
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2015
გვერდების რაოდენობა – 84

ანოტაცია - თორმეტი წლის განმავლობაში შინიდან სამუშოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს თავისი სკოლის მეგობარი, შოკა თითქოს ფეხმძიმედ დახვდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ არც სოფოს ქმარი, ჩიტო გარდაცვლილა, შოკას ქმარი გამხდარა და მისი საფლავის ქვაც მხოლოდ სოფოსთვის ფულის გამოსაძალად არის გაკეთებული მათი სახლის ეზოში...



My Redbreast (Sorrowfully, very sorrowfully comedy),
Glosa Publishing, Tbilisi, 2015 - ISBN 978-9941-9446-2-8 (In Georgian)

study


Last edited by Admin on Thu Feb 23, 2017 3:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sun Nov 29, 2015 11:00 pm



წიგნის დასახელება – რეზო თაბუკაშვილი (სცენარები, ლექსები, გამოსვლები. დღიური, მოთხრობები, გახსენება)
გამომცემელი - ლაშა ბაქრაძე
გამომცემლობა - ლიტერატურის მუზეუმი
რედაქტროი - მზია ჩხაიძე
წიგნზე მუშაობდნენ - მედეა თაბუკაშვილი, თეა თვალავაძე
გარეკანის დიზაინი - გიორგი გიგაშვილი
დიზაინი - ბექა ბალარჯიშვილი
ISBN 978-99940-28-81-8
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2013
გვერდების რაოდენობა – 498

ლიტერატურის მუზეუმი მადლობას უხდის კომპანია „მაგთიკომს“ გამოცემის დაფინანსებისთვის.



„ედო დელ გრატომ მარტო ის კი არ დააშავა, რომ მან, როგორც მეთაურმა სიცოცხლე არ გაწირა სხვების გადასარჩენად, არა, მან ფორეს სიცოცხლე გაწირა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. მან არ გააჩერა ფორე, როცა ის გერმანელებთან გადიოდა პირისპირ. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ედო დელ გრატოს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ფორე თავს მოიკლავდა, მაგრამ რა განსხვავებაა, მას ხომ გერმანელები მოკლავდნენ წამებით, თუკი ფორე მეთაურად გაასაღებდა თავს“.

„ალპურ ვარსკვლავზე“ მუშაობისას (დიქტოფონზე ჩანაწერი) - წიგნიდან: „რეზო თაბუკაშვილი“ (სცენარები, ლექსები, გამოსვლები. დღიური, მოთხრობები, გახსენება), „ლიტერატურის მუზეუმი“, 2013

study


Last edited by Admin on Thu Dec 03, 2015 10:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Nov 30, 2015 1:38 pm



რეზო თაბუკაშვილის ფილმები 5
ალპური ვარსკვლავი - La Stella Alpina

სცენარის ავტორი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი
ოპერატორები - ლომერ ახვლედიანი, იური ბარამიძე, ენრიკო გერმესაშვილი, გენო რეხვიაშვილი
კომპოზიტორი - იაკობ ბობოხიძე
კონსულტანტი - ნელი ლობჟანიძე
ფილმის დირექტორი - არჩილ ცვერიკი

საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია, 1979 წელი

©️ 2005 რეზო თაბუკაშვილი
საავტორო უფლებები დაცულია
ტირაჟირება - „სანო სტუდია“
თბილისი, ნუცუბიძის 50
ტელ.: 251 373, 251 383, ფაქსი: 251 383

SS-DVD-0254
PAL 4:3 STEREO 67 minutes
ENGLISH SUBTITLES



„მე ედო დელ გრატოს სულიერი სიმდაბლის საკითხი კი არ მაღელვებს, აქ ფორეს სულიერი სიმაღლის საკითხი დგას. მაგრამ რადგან ფორეს სიმაღლე ედოს სიმდაბლის გარეშე არ არსებობს, მე ამ ისტორიულ მკაცრ ფაქტს ჩემი ადამიანური სანტიმენტალური სისუსტის გამო ვერ მივჩქმალავდი და ვერ გავაყალბებდი (ლაპარაკია იმაზე, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს და ა.შ. – შთამომავლობრივი პასუხისმგებლობების საკითხი). აქ სიკვდილი დამოუკიდებელი ცნება კი არაა, ყოველი ადამიანის სიკვდილი ხომ მისივე სიცოცხლის ნაწილია. იმ დღეს, მონტეროზას მთებში მარტო ფორე კი არ მოკვდა, მოკვდა ედო დელ გრატოც, დიახ, ედო დელ გრატოც მოკვდა იმ დღეს, რადგან ცოცხალი დარჩა. ეს არააა პარადოქსი და სიტყვების თამაში. მოკვა იმიტომ, რომ ცოცხალი დარჩა“.

„ალპურ ვარსკვლავზე“ მუშაობისას (დიქტოფონზე ჩანაწერი) - წიგნიდან: „რეზო თაბუკაშვილი“ (სცენარები, ლექსები, გამოსვლები. დღიური, მოთხრობები, გახსენება), „ლიტერატურის მუზეუმი“, 2013


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Apr 13, 2016 8:26 pm



წიგნის დასახელება – ცოცხალი წიგნები. დღიურები
იდეის ავტორი - დავით ყანჩაშვილი
გამომცემლობა - ნოტა ბენე
კორექტორი - გიგა გურასაშვილი
დიზაინი - თამარ დემეტრაშვილი
ISBN 978-99941-0-8698-4
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2016
გვერდების რაოდენობა – 188

გამომცემლობა „ნოტა ბენე“ მადლობას უხდის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრისათვის.

წინათქმა - მარიამ წიკლაური
ავტორები - გია არგანაშვილი, ნათია როსტიაშვილი, ცირა ყურაშვილი, ირაკლი ლომოური, ლელა კოდალაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანა ქარდავა, ნატა ვარადა, თეა თოფურია, ქეთევან დუმბაძე, ქეთევან დოლიძე, რუსუდან კაიშაური, შორენა ლებანიძე, ნატო დავითაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გოჩა სხილაძე, ირმა შიოლაშვილი, გივი ჩიღვინაძე, გურამ მეგრელიშვილი, ირმა მალაციძე.




study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Mon Sep 26, 2016 9:02 pm



Акира Куросава
Серия: Мастера зарубежного киноискусства
Москва "Искусство", 1977

Книга знакомит с жизнью и творчеством выдающегося японского кинорежиссера Акиры Куросавы, чье высокое мастерство, глубокий гуманизм зритель мог оценить по фильмам "Расемон", "Жить", "Красная борода", "Под стук трамвайных колес". Эти и ряд других фильмов Куросавы завоевали широкое признание во всем мире. Фильм "Дерсу Узала", поставленный им на киностудии "Мосфильм", получил Золотой приз IX Международного кинофестиваля.

1950 წელი, „რასიომონი“
2,406 მეტრი, 88 წუთი, „დაიეის“ პროდუქცია, პრემიერა – 25 აგვისტოს.
პრემიები – წმინდა მარკოზის ოქროს ლომი (1951). ოსკარი (1952).
სცენარი – აკირა კუროსავა და შინობუ ჰაშიმოტო (რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების: „რასიომონოს კარიბჭე“ და „უსიერ ტყეში“ მოტივებზე).
ოპერატორი – კაძუო მიაგავა.
კომპოზიტორი – ფუმიო ჰაიასაკა.
მხატვარი – სო მაცუაიამა.
როლებში: ტოშირო მიფუნე (ტაძემარუ), მასაიუკი მორი (სამურაი ტაკეხირო), მაშიკო კიო (მასაგო), ტაკაში შიმურა (ტყისმჭრელი), მინორუ ჩიაკი, კიჩიჯირო უედა, დაისუკე კატო (პოლიციელი), ნორიკო ჰონმა (ჯადოქარი).

აკირა კუროსავა თავისი ფილმის „რასიომონის“ შესახებ

„მე ვაპირებდი კინოკომპანია „დაიეისთვის“ ფილმის გადაღებას. ამ დროს შინობუ ხაშიმოტოს რამდენიმე მზა სცენარი ჰქონდა. ერთმა მათგანმა მიმიზიდა, მაგრამ ძალიან მოკლე იყო – სულ სამი ეპიზოდი. ყველა ჩემს მეგობარს ძალიან მოწონდა, მაგრამ სტუდიაში გონს ვერ მოსულიყვნენ, რაზე იყო ეს სცენარი. მე დასაწყისი და დასასრული დავწერე და სტუდიაში უწადინოდ დათანხმდნენ მის მიღებაზე.
მე მგონი, მატიკო კიომ ამ ფილმში ბრწყინვალედ ითამაშა და შექმნა ძალიან ძლიერი ხასიათი. მე მთელი თვე დავხარჯე, რომ ამ შედეგისთვის მიმეღწია. შემდეგში კიდევ მინდოდა მასთან მუშაობა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა აღარ მომცემია...
სანამ დეკორაციებს ამზადებდნენ, ჩვენ ვერთობოდით, კიოტოში ვიწროფირზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით. ვნახეთ მარტინ ჯონსონის ფილმი აფრიკის ჯუნგლებზე, სადაც ერთ სცენაში ლომი ღრიალებდა. მე ამას ყურადღება მივაქციე და ვთქვი: „უყურე, მიფუნე! ეს ხომ შენი ტაძემარუა!“
მასაოკი მორის (მსახიობი, რომელიც ამ ფილმში ქმრის როლს ასრულებს) რეკომენდაციით აგრეთვე ვნახეთ დოკუმენტური ფილმი, სადაც აჩვენებდნენ შავ პანტერას. როცა პანტერა ახლო ხედიდან გამოჩნდა, შეშინებულმა მატიკომ სახეზე ხელები აიფარა. მე მოვინიშნე ეს ჟესტი და ვთხოვე, რომ ახალგარდა გმირ ქალს გაემეორებინა იგი ჩემს სურათში.
და აი, კიდევ რისი თქმა მინდოდა ამ ფილმზე. მე მიყვარს და ყველთვის მეყვარება მუნჯი სურათები. არცთუ იშვიათად ისინი გაცილებით მშვენიერია ხმოვნებზე. ეგებ, ასეც უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, ჩემს ფილმში მათი სილამაზე აღმედგინა. მახსოვს, ჩემთვის ასე ვმსჯელობდი: თანამედროვე ფერწერის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი – უბრალოებაა; ჰოდა, მეც ვეცდები ამ ფილმში უკიდურეს უბრალოებას მივაღწიო.
სურათზე მუშაობისას დიდი სირთულეები შეგვხვდა. პირველი ნაწილის მონტაჟის შემდეგ სტუდიაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო დუბლიაჟის დროს სტუდია ხელმეორედ დაიწვა. ძალიან მიმძიმს იმ დროის გახსენება.
მერე მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ეს ფილმი ვენეციის ფესტივალზე გააგზავნეს. და, ალბათ, არც გააგზავნიდნენ, ჯულიანო სტარამიჯოლის, „უნიტალია ფილმის“ მაშინდელი ხელმძღვანელს რომ არ ენახა და არ მოწონებოდა ეს სურათი.
იაპონელები ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებიან იაპონურ ფილმებს, ამიტომ გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ფილმი ფესტივალზე გაიგზავნა უცხოელის მეოხებით. იგივე მოხდა გრავიურების იაპონურ ნიმუშებზეც – პირველად ისინი ევროპელებმა შეაფასეს. ჩვენ არასდროს ვაფასებდით საკუთარ ხელოვნებას. სხვათაშორის, მე არა ვთვლი „რასიომონს“ დიად ფილმად. როცა ამას ვამბობ, მედავებიან: „თქვენ, იაპონელები ვერ აფასებთ საკუთარ ხელოვნებას. აბა, რა არ მოგწონთ საკუთარ ფილმში?“
მე პირადად ფილმში გამაოგნა ოპერატორის ნამუშევარმა. კაძუო მიაგავა ძალიან ღელავდა, კარგად იღებდა თუ ვერა, ეს მიამბო შიმურამ, რომელიც მას ადრევე იცნობდა. მაგრამ როცა პირველ დღეს გადაღებული მასალა ვნახე, მივხვდი, რომ მისი ნამუშევარი დიდებულია“.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Feb 23, 2017 3:37 pm



წიგნის დასახელება – „აზაზელი“ (კონსპიროლოგიური დეტექტივი)
ავტორი - ბორის აკუნინი
თარგმანი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - მათე კრავეიშვილი
მხატვარი - მამუკა ტყეშელაშვილი
გამომცემელი - კახმეგ კუდავა
სერია - ნობელის პრემიის ლაურეატები
გამომცემლობა - „არეტე“
ISBN 99940-745-8-X
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2004
გვერდების რაოდენობა – 288

ანოტაცია -
ვინც ამ წიგნის კითხვას შეუდგება, წინასწარ უნდა დაივიწყოს, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი, ტელევიზრზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დასაძინებლად კი ზუსტად იმდენ ხანს ვერ წავა, რამდენიც ამ დეტექტივის ბოლომდე წაკიტხვას დასჭირება. აკუნინის წიგნი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს მაღალი და დაბალი ჟანრები, არამედ მხოლოდ კარგი და ცუდი ლიტერატურა - „ეხო მოსკვი“.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu May 11, 2017 11:06 am



წიგნის დასახელება – „ფრაგმენტები დღიურებიდან“ (ფოლკლორული ჩანაწერები, წიგნი 1)
ავტორი - ირაკლი გოგოლაური
რედაქტორი, შემდგენელი - თამილა გოგოლაური
რედაქტორ-კონსულტანტი - ვანო ბერიძიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - კახაბერ რუსიძე
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „მერიდიანი“
ISBN 978-9941-25-241-9
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2017
გვერდების რაოდენობა – 590

ანოტაცია -
„... თუ ჩემი ნაფეხური მაინც შემორჩა არაგვის ჭალას, გაუვლიაო, თუკი იტყვის ჩუმად მავანი... მზისთვის ტყუილად არ მიცქერია...“ - ირაკლი გოგოლაური.

ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ნაშრომები გამოდის ოთხ წიგნად:
1. ფრაგმენტები დღიურებიდან (ფოლკლორული ჩანაწერები)
2. ფშაური პოეტური ფოლკლორი
3. მთიბლურთა და ხმითნატირლათა ტრადიცია
4. წერილები, ფშაველი მოლექსეები



ირაკლი გოგოლაური

ხევისბერი

ხმელ გორზე ლივლივებს თეთრი საკადრისი,
ღამეს აგვიგვინებს შუქი სასანთლისი,
ცისაკენ აწვართულ ხემხვივნებს ამთქნარებს,
ქარები ქრიან და რა უნდა აქ ქარებს.

ზეციდან დამმზერის ცხრა მზე და ცხრა მთვარე,
იგივე ტრაპეზი, იგივე საჯარე,
იგივე ზარნიში, ზედ მთვარის ზარ-ნიში,
მაგრამ ხმას გამოსცემს საოცრად სხვანაირს.

სადღაა ხევისბერი, ან მთები - მთების ფერი,
თასებზე დადიდება, გასერვა სეფისკვერის,
ლაშარის დიდება ფერხისას სიმღერე,
დროშა სასწაული, მლოცავის სიბევრე.

ლაშარის მუხაზე არწივი ისვენებს,
ლამაზ ფრთებს ცის ნამით იმწყაზრავს, ისველებს,
სხვაგვარად მოადგა მზის სხივი მთის სერებს,
სხვაგვარად თენდება ლაშარში ისევე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4505
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Feb 17, 2018 11:32 pm



წიგნის დასახელება – „ყველა მოთხრობა“
ავტორი - ნოდარ დუმბაძე
გამომცემელი - ქეთევან დუმბაძე
რედაქტორი - გიორგი კაკაბაძე
მხატვარი - გურამ დურგლიშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ანა აკოფოვა, იანა დანელიანი
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“
ISBN 978-9941-9554-0-2
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2018
გვერდების რაოდენობა – 416



ანოტაცია - ყველა, ოცდაერთივე მოთხრობა, რაც კი ნოდარ დუმბაძეს დაუწერია.
ნოდარ დუმბაძის წიგნებს ერთი თავისებურება ახასიათებს : ისინი ძალიან მალე ცვდებიან, რადგანაც ოჯახის წევრების (ხშირად სხვადასხვა თაობის) მიერ რამდენჯერმე გადაკითხვას ვერ უძლებენ, ოჯახში ნოდარ დუმბაძის წიგნები ზედმეტი არასდროსაა.
ეს კრებული სრულიად გამორჩეული გახლავთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ წიგნად შეკრული მოთხრობების სრული კრებული არასდროს გამოცემულა, არამედ იმიტომაც, რომ „კუკარაჩას“ დედანის კითხვისას, მოულოდნელად, გამომცემლებმა ერთი ყველასთვის უცნობი გვერდი აღმოაჩინეს, რომლის წაკითხვის საშუალებაც ახლა თქვენც მოგეცემათ.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   

Back to top Go down
 
წიგნები და ავტოგრაფები
Back to top 
Page 5 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: