არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 წიგნები და ავტოგრაფები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Dec 25, 2008 12:45 pm

მოდით, აქ წიგნებზე ვილაპარაკოთ - ავტოგრაფიან და უავტოგრაფო წიგნებზე...
ეს ცხოვრებაც ხომ უზენაესის წიგნია და ჩვენ კიდევ - იმისი დასიზმრებული ასოები, სიტყვები, წინადადებები თუ მთელი ამბები...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Dec 25, 2008 1:34 pm



თავისით როგორ დამიბრუნდა "იუპიტერის სინანული"

ხანდახან ეგეთმა წვიმიანმა დღემაც იცის გამოდგომა და – ეს რა მშვენიერი დღეაო, – გაიფიქრებ და გაგიხარდება ძალიან...
აი, აჰა - გავედი დღეს კარლო პაპას მაღაზიაში პურის მოსატანად და იქიდან რომ ვბრუნდები და შემოვდივართ მე და ბობორიკი ჩვენ ეზოში, გამოვიდა გელოვანების იდეოლოგიური და საერთოდაც, ჩვენი ეზოს ხელმძღვანელი, ქალბატონი ჯუკა და გამოვარდა ბობოროს სანახავადა იმისი პუდელი, სახელად "ჩიკო", რო - აბა, როგორ ხარ, ბობოროო?! - და შეაგდო ქალბატონმა ჯუკამ მაშინათვე შინ, რო - სუ დაისვრები ამ ტალახში, შე საძაგელოო!
და - ეს არაფერი...
როგორა ხარო? - მე მკითხა.
და - რა ვიცი, აბა, ვარ რა...
და - ვაი! საქმე მაქვს შენთან, რაღაც უნდა მოგცეო! - და გამომიტანა აეს წიგნი.

ჩვენთან ყოფილა დარჩენილი, იმდღეს ვიპოვნეო და ახლაღა გიბრუნებ, - ბოდიში, რო ამდენ ხანს გვქონდა წაღებული, გამებნა წიგნებშიო.
და გადვირიე კინაღამ - მე ეს წიგნი დაკარგული მეგონა, ეს ხო...
ეს ხო თავად ავტორის ავტოგრაფით არის და ამისი ფასი ჩემთვის - აბა, მე სხვა რა მაქვს, მე ეგეთა წიგნები დამიგროვდა ბევრი და ეს რო დაკარგული იყო, ძალიან ვდარდობდი, რომ იმ ცხონებულმა დიდმა მწერალმა თავისი ხელით ავტოგრაფი წამიწერა მე საწყალსა და ისეთი დაბდურა გამოვდექი, რომ ვერ შევინახე შვილებში და შვილიშვილებში საამაყოდ და დასაკვეხნად, რო აი, როგორმა მწერალმა მაჩუქა თავისი ხელით ეს წიგნი!
და წამომივიდა ცრემლები...

რახან - ეტყობა, თვითონ ამ წიგნმა იფიქრა, რო - როდემდის უნდა დავემალო, ცოდოა ეს ბეჩავიო და, ადგა და, თავად დამიბრუნდა...
აი, ეგეთა სიარულიც სცოდნიათ კარგ წიგნებს!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: კატო ჯავახიშვილის წიგნი-ბანდეროლი   Sat Dec 27, 2008 2:00 am



კატო ჯავახიშვილის წიგნი-ბანდეროლი

დღეს იყო კატო ჯავახიშვილის წიგნის წარდგინება-სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე დარბაზში, სადაც ტევა არ იყო, რომ მივედით და ამიტომ ერთი რიგის სკამების შემოტანა და წინ ჩამატება მოგვიწია.
და რადგან იმ სკამების შემომტანი მეც ვიყავი, წინა რიგში ვუშოვნე ადგილი რენუარსაც, კესოსაც და კიდევ ბევრს...
ორი მსახიობი კითხულობდა კატოს ლექსებს და ბატონიშვილის საბეჭდმანქანიანი მაგიდიდან ავანსცენაზე დადმულ სკამამდე გამოჭიმულ თოკზე სამაგრებით ჰკიდებდა ლექსებიან ფურცლებს.
და მარჯვნივ - აქედან ქალი მსახიობი კითხულობდა - სარწეველა სავარძელი იდგა და იქვე ქოლგა, ხოლო მარცხნივ - აქედან კაცი მსახიობი გვიკითხავდა - მხატვრის მოლბერტი...
ორთავე გულამოფსკვნილი მსახიობი მეტის მონდომებით კითხულობდა ლექსებს, ხოლო თავად ავტორის წაკითხული - მაინც სულ სხვა იყო.
იმიტომ, რომ რიტმის თანდაყოლილი გრძნობა აქვს კატოს.
მიზანსცენებიც უკეთესად შეიძლებოდა დადგმულიყო, მაგრამ რეჟისორმა დაიჩივლა, მხოლოდ ერთი დღე მოგვცეს სარეპეტიციოდო...
თუმცა, საერთო ჯამში, არ იყო ურიგო წარმოგდენა.
ძალიან საინტერსო შეფუთვით გამოვიდა კატო ჯავახიშვილის წიგნი - დალუქულ კონვერტში, რომელსაც ლუქზე "კატო" აწერია, მოთავსებულია თავად წინგი - "შენიდან ჩემამდე" და აგრეთვე დისკი, რომელზეც თავად ავტორი გვიკითხავს თავის ლექსებს, მშვენიერი მუსიკალური გაფორმებით.

ასე რომ, თბილისიდან ბაკურიანში (ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით) საკუთარი მანქანებით მიმავალო თანამემამულეებო! - სასწრაფოდ შეიძინეთ კატო ჯავახიშვილის დალუქული ბანდეროლი და გარწმუნებთ, სანამ ბაკურიანამდე (ანდა დანიშნულების ადგილამდე) ჩახვალთ, მშვენიერ პოეტურ სამყაროში გამოგზაურებთ თეკლე ბატონიშვილი, ანუ - კატო ჯავახიშვილი!



ეს მიმოხილვა უფრო ვრცელი ფოტორეპორტაჟით იხილეთ ლიტერატურულ ჟურნალ "არმურში".

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: თეა თაბაგარი   Sun Dec 28, 2008 1:35 am



***
თაბაგარ თეას ამ წიგნსა
ჭკვა კარგი უნდა, მზიანი.
კითხვა ადვილი იქნება,
ფიქრ შაიქმნების გვიანი!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ქადაგიძე   Sun Dec 28, 2008 1:53 am



ნინო ქადაგიძე

***
გკითხე, გამიმხელ თუ არა?
შენ თქვი, გვირილას მივანდე...
ნეტა მალე თუ ამოხვალ?
რა ვიო, დაიგვიანე...
გზებს გამოვყევის ღამეში,
სულ აღმა-დაღმა ვიარე,
შენი თვალები მეგონა,
თურმე, მაყვალი ბრიალებს.



Last edited by არჩანდა on Tue Dec 30, 2008 12:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქეთი დიდიშვილი   Sun Dec 28, 2008 1:54 am



***
კესო, კესო, კესარია,
კესო მთვარის მზვერავია,
კესო ქარის მკერავია,
კესო - ევორ სეზარია!


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Jan 21, 2009 5:46 pm




ეს ახალი წიგნია ბატონი რეზოსი და დღეს ”ლიტპალიტრის” რედაქტორისა და მოადგილის გარდა, მეც მაჩუქა ასეთი წარწერით:


მიხოს, - მოსულიშვილს, ძმობით, სიყვარულით, პატივისცემით. რეზო ჭეიშვილი. 2009 წ.

დავდივარ გახარებული და ყველას ვაჩვენებ, რო - აი, მე რა მაქვსო! აი, მე რა მაააქვსოო!.. Very Happy

ეს სურათი მე გადავუღე ბატონ რეზოს თავის შავ ”ტოიოტა კოროლასთან”:



ბატონი რეზოს სხვა სურათები, რომლებიც მე გადავიღე, იხილეთ აქ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Jan 29, 2009 3:50 pm



გამომცემლობა ”გრიფონი”.

ალექსანდრე ყაზბეგის 8.
ტელ. - 37 05 74

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან ხარანაული   Fri Jan 30, 2009 9:56 pm







ორი დღეა, რო გადავაბით მედ ლევანომა, ლევან ხარანაულმა, ვსვით და ვსვით, და ათას რამეზე დავილაპარაკეთ, ვითომ ეგ არაფერი და...

დღესაც ხო ერთ სუფრაზე ვიყავით მე და ლევანო, და იქ ერთმა ვითომ სულ უბრალო კაცმა ეგრე გვითხრა - რაც ვაჟა-ფშაველა არი სიტყვაშიო, სწორედ ის არი ლევან ხარანაული ნახატშიო.

და

აი, აჰა - აბა, ერთი დაჰხედეთ, როგორ დაუხატა სანათას წიგნი...

ეგეთი მხატვარი რომ გყავს, ბედნიერი ხარ...

ამაზე უკეთესად აღარ ითქმის, მე მგონი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 8:37 pm

გუშინ ცუდი ამბავი გავიგე... ნუგზარ შატაიძე დაიღუპაოო.... Sad

ეს არის მე რაც მაქვს მისი ბოლო წიგნი, რომელიც გააფორმა თენგიზ მირზაშვილმა

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 8:45 pm

ვაჟა ხორნაულის მინიატურული პოეზიის კრებულები ...

წიგნი პირველი



წიგნი მეორე




წიგნი მესამე
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 8:54 pm

ტარიელ ხარხელაურის ახალი წიგნი ”მინდვრის ფსალმუნები” (მხატვარი; გოგი წერეთელი)

(ავტოგრაფს არ გადავიღებ, ეგეთი ბოროტიც არ ვარ rabbit ) (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა) Wink


Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 9:12 pm

[quote="არაბული"]ტარიელ ხარხელაურის ახალი წიგნი ”მინდვრის ფსალმუნები” (მხატვარი; გოგი წერეთელი)

(ავტოგრაფს არ გადავიღებ, ეგეთი ბოროტიც არ ვარ rabbit ) (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა) Wink


Arrow

ამ დროს, ავტოგრაფიც უნდა, გიო... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 9:26 pm

[quote="არჩანდა"]
არაბული wrote:
ტარიელ ხარხელაურის ახალი წიგნი ”მინდვრის ფსალმუნები” (მხატვარი; გოგი წერეთელი)

(ავტოგრაფს არ გადავიღებ, ეგეთი ბოროტიც არ ვარ rabbit ) (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა) Wink


Arrow

ამ დროს, ავტოგრაფიც უნდა, გიო... Wink


.. ესეც ტარიელ ხარხელაურის ავტოგრაფი: Embarassed

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 9:45 pm

არჩანდა wrote:






ორი დღეა, რო გადავაბით მედ ლევანომა, ლევან ხარანაულმა, ვსვით და ვსვით, და ათას რამეზე დავილაპარაკეთ, ვითომ ეგ არაფერი და...

დღესაც ხო ერთ სუფრაზე ვიყავით მე და ლევანო, და იქ ერთმა ვითომ სულ უბრალო კაცმა ეგრე გვითხრა - რაც ვაჟა-ფშაველა არი სიტყვაშიო, სწორედ ის არი ლევან ხარანაული ნახატშიო.

და

აი, აჰა - აბა, ერთი დაჰხედეთ, როგორ დაუხატა სანათას წიგნი...

ეგეთი მხატვარი რომ გყავს, ბედნიერი ხარ...

ამაზე უკეთესად აღარ ითქმის, მე მგონი...

მართლა ძალიან კარგია
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 10:00 pm



გიო,მოგიკითხავ დიდი სიყვარულით.
იქნებ შემეხმიანო ამ ნომერზე:
63.20.41
ან:
899.11.06.63
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 10:02 pm

მინდია wrote:



მართლა ძალიან კარგია

Arrow

ოღონდ, აეს ”ტაპკები” უკანა ყდაზე - აღარ იქნება...

შუა ქეიფში ვართ მე და ლევანო, და უცებ გამოედავა საკუთარ თავს, რო - არაო, არ უნდა იყოს მანდ ეგ ”ტაპკებიო”, ისიც საკმარისია, რო წინ არისო...

რას ერჩი, რა გინდა, დატოვე მეთქი, - გავიკვირვე იქვე, მაგრამ...

ეგ რო იტყვის, უფრო მართალია ხოლმე ხატვაში და ნახატის გემოვნებაში - მე მერე მივხვდი, რო მართალი იყო... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Wed Feb 11, 2009 11:45 pm

.... ესე იგი, ძვირფასებო,მობრძანებულა ბატონი კაწალხეველი,ვირტუალში ძმობას რომ მეფიცება,ჩვენთან,ლიტერატურის ინსტიტუტში,მთელი ჩემი ოთახისათვის,ანუ გალაკტიონის კვლევის ცენტრისათვის,რომლის პასუხისმგებელი მდივანიც გახლავართ,დაუტოვებია თავისი ახალი კრებული და საწყალი ნინო დარბაისელი არც გახსენებია.
ოთახში რომ შევედი,ყველას მაგიდაზე იდო წიგნი...
ვინც მეტყვის, ამას რა ჰქვია და როგორ შეუძლია ბატონ კაწალხეველს ამ მძიმე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოსწორება,ვჩუქნი საკუთარი ლექსების კრებულს ''დიოტიმას'' ავტორის წარწერით.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Feb 12, 2009 12:25 am

nino darbaiseli wrote:
....
ვინც მეტყვის, ამას რა ჰქვია და როგორ შეუძლია ბატონ კაწალხეველს ამ მძიმე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოსწორება,ვჩუქნი საკუთარი ლექსების კრებულს ''დიოტიმას'' ავტორის წარწერით.


მე მაქვს კარგი წინადადება, მართლა სასჯელი - მარტოს ვაჭამოთ 15 ხინკალი! Smile cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Feb 12, 2009 8:46 am

nino darbaiseli wrote:
.... ესე იგი, ძვირფასებო,მობრძანებულა ბატონი კაწალხეველი,ვირტუალში ძმობას რომ მეფიცება,ჩვენთან,ლიტერატურის ინსტიტუტში,მთელი ჩემი ოთახისათვის,ანუ გალაკტიონის კვლევის ცენტრისათვის,რომლის პასუხისმგებელი მდივანიც გახლავართ,დაუტოვებია თავისი ახალი კრებული და საწყალი ნინო დარბაისელი არც გახსენებია.
ოთახში რომ შევედი,ყველას მაგიდაზე იდო წიგნი...
ვინც მეტყვის, ამას რა ჰქვია და როგორ შეუძლია ბატონ კაწალხეველს ამ მძიმე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოსწორება,ვჩუქნი საკუთარი ლექსების კრებულს ''დიოტიმას'' ავტორის წარწერით.
flower


კაწალხეველი,მართლაც, იყო ინსტიტუტში,ქალბატონო ნინო,მაგრამ მან მხოლოდ ახლაღა, თქვენი ლამაზი საყვედურიდან გაიგო,რომ მაგ ინსტიტუტში მუშაობთ...გარდა ამისა,მე იქ კაბინეტები არ ჩამომივლია_ჩემს მეგობარს,ამირან არაბულს,დავუტოვე რამდენიმე წიგნი (წარწერებით)და დამატებით კიდევ დაახლოებით 10 ცალი,თან ვთხოვე,რომ ესენი მიეცა მისთვის,ვისთვისაც მოინდომებდა...გიო არაბულისთვის წიგნი არ მიმიცია და გუშინ კომპიში რომ გამოჩნდა მის მიერ დადებული ჩემი წიგნები,იქიდან მესამე წიგნი უთუოდ ამირანისგან ექნება გადაცემული...
ასე იყო ყველაფერი.ახლა მთავარი:მე თქვენთვის მაქვს გადანახული სამივე წიგნი და,როცა მოვხვდები ინსტიტუტში,აუცილებლად დაგიტოვებთ!
...
მეგონა,ქალბატონი სანათა დამდურებული მყავდა(ჩემი უხეირო კაფიების გამო!),მაგრამ ასე არა ყოფილა!ფშაურად გამეხუმრა და ეს ხუმრობა ხინკლებით გაალამაზა!
...

ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ყველანი!

king cheers queen
sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Thu Feb 12, 2009 7:23 pm



თქვენი კოლეგებისთვისაც თუა სჭირო წიგნები(დაახლოებით რამდენი?).
რომელ დღეებში ხართ ინსტიტუტში?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Feb 13, 2009 8:52 pm

გალაკტიონის კვლევის ცენტრში სულ რვა ადამიანია. აქედან - უკვე მიიღეს წიგნი:
1. როსტომ ჩხეიძემ,
2. თემურ დოიაშვილმა,
3. დათო წერედიანმა,
4. ლევან ბრეგაძემ,
5. ემზარ კვიტაიშვილმა.

დავრჩით:
1. თქვენი მონა-მორჩილი,
2. მამუკა შელეგია,
3. დავით აბულაძე.

ეს სამი. კიდევ, ჯარიმის სახით, ავტორისაგან მეკუთვნის ორი წიგნი - დედაჩემისა და ჩემი დისათვის.
სამსახურში ვართ ოთხშაბათობით, 1-დან 3 საათამდე, პირველივე სართულის პირველივე ოთახში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Fri Feb 13, 2009 9:24 pm

nino darbaiseli wrote:
გალაკტიონის კვლევის ცენტრში სულ რვა ადამიანია. აქედან - უკვე მიიღეს წიგნი:
1. როსტომ ჩხეიძემ,
2. თემურ დოიაშვილმა,
3. დათო წერედიანმა,
4. ლევან ბრეგაძემ,
5. ემზარ კვიტაიშვილმა.

დავრჩით:
1. თქვენი მონა-მორჩილი,
2. მამუკა შელეგია,
3. დავით აბულაძე.

ეს სამი. კიდევ, ჯარიმის სახით, ავტორისაგან მეკუთვნის ორი წიგნი - დედაჩემისა და ჩემი დისათვის.
სამსახურში ვართ ოთხშაბათობით, 1-დან 3 საათამდე, პირველივე სართულის პირველივე ოთახში.


flower flower flower

აუცილებლად იქნება ისე,როგორც იწერებით.
მაგრამ ეს ჯარიმა რატომ?!_ფშავის სალოცავებს ვფიცავ ლაშარის წინამძღოლობით,არ ვიცოდი, თუ მანდ მუშაობდით.
როსტომსა და ემზარს ეგ წიგნები ინსტიტუტში არ მიუღიათ:ერთს რედაქციაში("ჩვენი მწერლობა") გადავეცი,მეორეს_პოეტებთან შეხვედრაზე...
...
ოთხშაბათს თუ არ მოვედი, იმ ქვეყნიდან ელოდე კომპი-მესიჯებს!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Feb 14, 2009 1:35 am

ზოგს რო მტრედ-ქალა ვგონივარ,
კაპარჩხანა ვარ,აშარი.
შევუჩნდი კაწალხეველსა,
შარი მოვდე და რა შარი!
დავხლართე ძაფი ინტრიგის,
ვარღვიე ნამარმაშარი.
ვაფიცე სალოცავები
გუდანია თუ ლაშარი,
ჩემებრი გამომძალველი
თუ არ ყოფილა,მაშ - არი!
წიგნებ თუ ეგრე არიგა,
პურ-ღა შერჩება ფაშარი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   Sat Feb 14, 2009 9:08 am

[quote="nino darbaiseli"]


sunny

გეწვევა კაწალხეველი
(არა სჩვევია ჩანჩალი),
არც გამოძალვა მაშინებს,
არც_ ინტრიგების ხანჯალი,
ვაჟიკას ვერას დააკლებს
შარიანი თუ არჯალი,
დარბისაგან კვლავაც მომელის
ფიქრის ლამაზი ტანჯვანი...


ხატაეთს გამარჯვებულსა
მომაქვს ჯუბა და თავშალი.


king cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: წიგნები და ავტოგრაფები   

Back to top Go down
 
წიგნები და ავტოგრაფები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 5Go to page : 1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: