არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 11:05 am

24.12.2008

ვფიქრობ, ბაო და დარბი არ მიწყენენ, საჯარო ბიბლიოთეკაში ორი საათის წინ, "ებლიტფოს" ქელეხზე გამართულ ჩვენს გაკაფიებას რომ ვდებ ახლა აქ... ქელეხი, როგორც ბაომ თქვა, მარხვით იყო და დაზოგილად შემოთავაზებულ სოკოს შილას კაფია ვატანეთ.
ისე, მე ცუდ დღეში ვიყავი. გამოგიტყდებით და ძალიან გამიჭირდა... იქით, გიო კილაძე, როცა არ ლაპარაკობდა, ნერვიულად მიდ-მოდიოდა, მორიგი გამომსვლელი ლექსებს კითხულობდა, წინიდან დარბი მიტევდა, მარჯვნიდან - ბაო და მარცხნიდან მიბერავდა... აკი კაფიებსაც ეტყობა შემონაბერი... What a Face Evil or Very Mad


სანათა
გამასდექ დარბაისელო,
გეზელ-ქორივით ფრთამალი,
რედაქტორ რო გადაგირჩა,
ბაო, შენც გმართებს მამალი!

დარბი

სუ თავზე გადავიქციე,
საცა რა მქონდა ნამალი,
სიგრძე-სიგანით გავზომე
ჩემი გრანიტის ტრამალი.
ბაოს მამალი კი არა,
ჯოხია ჩემი წამალი.


სანათა
ბარემ ბატკანი გვერჩივნა,
ბაოს ბაგაზე მბღავანი,
წამლად ჯოხ როგორ დაგაკლებთ,
ეგ თუა გამოსავალი, Question
სიტყვა დააგდე, წყალგაღმით
არ შაგვწყრეს შთამომავალი. Wink

დარბი
ჰკითხეთ ჩემ მეინახეებს,
გეტყვით ყოველი მათგანი,
ამერიკიდან ეგონათ,
ბომბმა გაიღო ზათქანი.
რო გავიშხლართე, ავბღავლდი affraid
როგორც რო ბაოს ბატკანი.
იმ ჩემი ნაიარევის
მე სიღრმე მკლავდა, მათ - განი.
შუბლზე და მუხლზე დამადეს
ქირურგიული "ლატკანი".


სანათა
დარბაისლურად გადაირჩი,
ლაშარს თუ ჰქონდა ნაბრძანი,
არ დაუნახავ წიქასა,
შენ "ფიგურულნი კატანი",
არ გაიხდი ლუდ-ხინკალზე და
ჟიპიტაურზე სატანი... Wink Very Happy




სანათა
აქ ბევრი ზის და მიმოდის
შენგან ჭკვის დასარიგალი,
მე მქვია ქალი - ასანთი,
შენ გქვია ქალი - ჯიგარი.


ბაო
სად მაქვავია მე ჭკუა,
არცა თავი მაქ, არც ყუა,
ერთადერთ შენა გგონივარ
მე ჭკვიანი და სხვა ბუა.


სანათა
ლექსის მსწავლებად ნინო გვყავ,
გულქალო, შენ გენაცვალე,
ჩვენ ნიჭი ვინ მოგვაშავა,
ვსხედვართ და სიტყვებ ვაწვალებთ... Wink

ბაო
კაფიაობს სანათა
ფანქრითა და საშლელით,
ბაო კვდება სიცილით,
-ვინ არისო დამშლელი?!

ფშავლის ქალას კაფიაში
გასცვეთია საშლელია,
იმდენსა სწერს, იმდენსა შლის,
"ხედვაც" მადის ამშლელია.


სანათა
შენ და დარბის გაგიმკლავდეთ,
ბაოს გგონავ ადვილია?!
ვინცა მყავდა წასაშლელი,
უკვე ყველა წაშლილია.

ბაო
გააჩნია, რითი შალე,
ჩემო კარგო სანათაო,
ამ "ებლიტფოს" ქელეხივით
"ნაშალთ"-დოღს სად გამართაო?
მეტყოდე და დაგაფასებ,
მე ვიქნები თამადაო...
cheers


სანათა
ფრჩხილით ვშალე,
"შტრიხით "ვშალე,
არ დაგირჩეს ჯავრადაო,
ი ჩვენ "ებლიტფოსავითა"
წაიშალნენ კარგათაო. Wink
ეგ საშლელი შაინახე,
თავმოსაწონ-"საბლატაო",
ის ქელეხიც შავარცხვინე,
შენ რომ გქვიან თამადაო!


ბაო
ვირტუალურ "ქელეხებში"
გამოვდგები მარიამი,
მე შენ გეტყვი, მწვადი მოჰკლავს
ცვრიანი და ნამიანი.



სანათა
ლობიოს და სოკოს შილას
ვატანეთ კე კაფიანი... Laughing

ბოლო სიტყვა ჩემი მხოლოდ იმიტომაა, რომ დაშლისხანს მიარაკეს დარბიმ "დალატკვის" და ბაომ ცვრიან-ნამიანი მწვადების შესახებ და ჩემი პასუხი აღარ წაუკითხავთ...
ვაი ჩემი ბრალი, რომ წაიკითხავენ ახლა...
Embarassed


Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 11:25 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 11:06 am

pirat

აფსუს, დარბის დაქცეულო მაჭარო?!

ეგ რა მაგიხდა, დარბაო,
ფილებზე დაჰფრენ არჩვადა...
სუ ეგრე დეგემართება,
რო დაივიწყებ არჩანდას.


Wink Sad What a Face


Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 10:14 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 11:12 am

მიხო! გუშინ საჯაროში ვილექსეთ. სანათას აქვს დანარჩენი. ეს ჩემი პასუხია. არ ვიცი, სად უნდა დავდო, - ალბათ, შენ მიუჩენ ადგილს.

მესიჯის პასუხად სანათას

ჯამაათნო, მამისმინეთ, ამბავია ამბაური -
ხუცურაულს გავეჯიბრე, თითქო ვიყო დარბაური...

კაფიისთვის სულერთია, აქაური-იქაური,
"ნინოური" გამამაგდა, თუმცა ვცადე "წიქაური".



ესეც მეორე:

სანათა-ქალი დამჯდარა

სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია.
შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია.
რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია!
სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია.
სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია",
მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია.
ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია.
ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.


flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 11:36 am

არჩანდა wrote:
24.12.2008

სანათა
ლობიოს და სოკოს შილას
ვატანეთ კე კაფიანი...
Laughing

ბოლო სიტყვა ჩემი მხოლოდ იმიტომაა, რომ დაშლისხანს მიარაკეს დარბიმ "დალატკვის" და ბაომ ცვრიან-ნამიანი მწვადების შესახებ და ჩემი პასუხი აღარ წაუკითხავთ...
ვაი ჩემი ბრალი, რომ წაიკითხავენ ახლა...
Embarassed

pirat cyclops king

***
ეს ლექსობა გამაგადგათ
მეტისმეტად ქაფიანი.
მიებარეთ რუსულაშვილს,
ლექსები აქვ მადლიანი;
რო არჩანდა არ დაგირჩეთ
გულჯავრიან-დარდიანი.


Wink


Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 11:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 11:48 am

არჩანდა wrote:


ნინო დარბაისელი

სანათა-ქალი დამჯდარა

სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია.
შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია.
რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია!
სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია.
სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია",
მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია.
ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია.
ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.


flower

Basketball

ექსპრომტი დარბის, ასოს ასოში, ბგერის ბგერაში ჩაჯენისთვის

დარბაო, ამტვრევ ქვიანებს! -
კუშტად დავრჩი და დავკუტდი!..
ალბათ, საფლავში ტრიალებს
კოტეტიშვილი, ვახუშტი!


affraid cat Evil or Very Mad

და მე რო აქვე მეთქვა, რო - ეს კაფია კი აღარ, არამედ ლიტერატურული სავარჯიშოა მეთქი, აჯობებდა ნამდვილად!


Last edited by არჩანდა on Fri Dec 26, 2008 3:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 1:58 pm

ერთხელ წაიქცა ნინო და
გაჯაზდა ნეტ-არმურშია.
ვიშვიშის ნაცვლად სიკვდილსაც
სუ ბუზებივით უქშია,
ფილაზე ნარტყამ საფეთქელს
არ აგდებს აინუნშია.
არც მაჭრით ნახატ ჭერ-კედელს
არ ეტირება გულშია:
დაფეთიანდნენ სტუმრები ,
ნინოს უსინჯეს პულსია,
მგონი ერთ-ორმა წინასწარ
ღვინოც გარია პურშია,
ნინო სიცილით კვდებოდა,
როდ იყო განაბულშია,
კარგი,რო სახლში დავეცი
და არა "ქალაქურშია"Smile
წამოხტა "ეროტიკულად",
დიდხანს წოლა არც უცდია,
ახალ პოეტთა გილდიას
სუ საქმეები ურჩია,
მაგის ჭირიმე, ღმერთმანი,
ვირტუალ-ლაივ ბურჯია,
მაგას რო რამე მოსვლოდა,
მე გამხმობოდა პულტია,
ვინ იკითხავდა ჩემ ლექსებს,
ულაროდ-უკრონ-ფუტიან?Smile)
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 2:01 pm

დაუდია კაფიები აქ, არმურზე სანათასა,
ვაპროტესტებ ამას ბაო, უუფლებოდ განათავსაSmile)

geek
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 6:55 pm

არჩანდა wrote:
მიხო! გუშინ საჯაროში ვილექსეთ. სანათას აქვს დანარჩენი. ეს ჩემი პასუხია. არ ვიცი, სად უნდა დავდო, - ალბათ, შენ მიუჩენ ადგილს.

მესიჯის პასუხად სანათას

ჯამაათნო, მამისმინეთ, ამბავია ამბაური -
ხუცურაულს გავეჯიბრე, თითქო ვიყო დარბაური...

კაფიისთვის სულერთია, აქაური-იქაური,
"ნინოური" გამამაგდა, თუმცა ვცადე "წიქაური".




flower

გიჩალიჩავ "წიქაური" ცოტას სჭედავ ზრდილობითა,
წეს კი კარგა შაგისწავლავ ნელ-ნელ თითოითობითა,
შენ მსწავლობით-მე ფშავლობით, რძლობითა და შვილობითა
ვინ ვბლანდავთ, ვინ ვაგვირისტებთ დღეობით და კვირობითა.
ჩემ ნაჩორკნი შენ ნატიფებს ბევრს იწონის, კილობითა Embarassed
ჯამაათ ხალხ ვერ გაგვიძლებს პირველობის ცილობითა
საარმურეთს დაუფერთხავთ მიხოს ძირის-ძირობითა...
Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 7:50 pm

არჩანდა wrote:



ესეც მეორე:

სანათა-ქალი დამჯდარა

სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია.
შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია.
რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია!
სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია.
სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია",
მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია.
ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია.
ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.


flower



ესეც მეორე:


რუსთაველურად აგიწყავ სათქმელი მარახოშია,
დარბოვ, თემიდა სად ნახე,რომელ მხარეს და დროშია,
დღეს მტყუან-მართალს, დისგულო,არჩევენ სალაყბოშია,Mad
შენ საახლობლოც, შახედნე, რო პოეტურ-პირბოშია.
შენი ამბავი გაყიდეს ინტერჭორბიუროშია,
იქამც ნაშოვნი ეყოფათ "ლატკა" და მალამოშია.
ჩუმად მე ვეძებ, გიყიდო სადმე რეზინის ქოშია
და
საარმუროს კი ვიძლევი ერთ იგეთ საღამოშია Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Thu Dec 25, 2008 9:43 pm

აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!

სანათ, იგეთი სიტყვა გაქ, გულს ატკბობ, მტერსა სდაღამო.
ინტერჭორბიუროშია ილაყბოს მან სარსაღამო!
უიმრეზინისქოშებოდ ნეტა მიშველოს რაღამო.
ღია მაქ შინის კარია, დილა არის თუ საღამო.

მთლად რუსთველურად მოგიხმობ: - აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!
შობა მოვიწყოთ, შეგვნატროს ვენამ, პარიზმა, პრაღამო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Fri Dec 26, 2008 12:55 am

nino darbaiseli wrote:
აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!


მთლად რუსთველურად მოგიხმობ: - აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!
შობა მოვიწყოთ, შეგვნატროს ვენამ, პარიზმა, პრაღამო!

ერთმანეთ უნდა გვცნობოდა, როცა ვიყავით საღები,
არც ჩემებრ ქარდაკრულები, არც შენებრ ხელით საღები,
სკამ-მაგიდის ქვეშ ბალღებს რო დაგვიდიოდნენ ბალღები,
ბოთლის დამღებებ სხვებ გვყავდნენ, ჩვენჭკვის ვიყავით წამღები
ახლა ძლივ ვწონასწორდებით, წუწუნთა ღა ვართ გამღები,
(თქვენი არ ვიცი, მე შორით მეოცნებება პრაღები...)
მაინც დუშმანის ჯინაზე ლაღადვე ვრჩებით ლაღები,
რეზინის ქოშებ მოგიტან , ჩაცმა-გახდით ვერ გაიძღები,
ბაო-ბაბ შაუკვეთოდე ჭრელ-ჭრელი ბაირაღები,
ამბობდა, შალის თავშლითა კარგად ვწმინდეო ჭაღები
ერთ ბოთლი ჩვენდაც გექნება ღვინო, ღვინოთა ნაღები,
კარგ დასანახებ ვიქნებით იმ შენ ბოთლთავზენაღვრები!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Fri Dec 26, 2008 1:46 pm

მაიცა, მოვიცალო!..
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Fri Dec 26, 2008 2:43 pm

Shocked Shocked Shocked

ეს აღარ არი კაფია!
დარბიმ დაიწყო და აიყოლია სანათა

ვინ შაგიკვეთათ, გვაჯიშებთ! -
თუნდ სთხზავდეთ "ვეფხისტყაოსანს" -
რა უნდა ამ ლიტ. ვარჯიშებს
კაფიის საბაღნაროსა?!


affraid cat monkey

და თუ გინდათ, ლიტერატურული სავარჯიშოების გვერდს გაგიხსნით!
ვა!
ვინა ხართ თქვენა!

Exclamation Evil or Very Mad Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Fri Dec 26, 2008 10:20 pm

ჯერ ხალხური შაირი იყო თუ რუსთველური?
შაირ-კაფია უფრო ადრე გამოითქვა თუ ''იყო არაბეთს როსტევან''? - ეს მეცნიერებამ არკვიოს,თუ რამე გამოუვა.
ფაქტი ხომ ერთია:ორივე შაირია:ერთი ხალხური,ერთი - ლიტერატურული.დედა-შვილნი თუ არა და-ძმანი მაინც არიან.
რა გინდა ჩვენგან არჩანდავ,რას დაგვაწიოკე ქალები!
მოკლეზე არ გადმამიყვანო,თორე,იცოდე ,ყოფილა,მაგ საქმეში ლეკოთ წიქასთვისაც მიჯობნია!
ახლა მაგ ცხელ გულზე ხალხურ -ლიტერატურული კოქტეილით შეიქციე თავი,ვიდრე სანათაც შემომეშველებოდეს:



აიმ არჩანდას უთხარით,
რო გული დაიწყნაროსა!
ჩვენს ნალექსებში ვინ პოვებს
სიტყვასა საწუნაროსა?
ეხლა თუ იქით დაგვიქშევს,
ერთად ვილაღოთ მა ,როსა?
რაც ნიჭი მისცა უფალმა
კაცმ ის უნდ მაიხმაროსა.
პოეტები ვართ,ბეჩავნი,
ბედმ ჭირად ეგ გვაკმაროსა !
ხან სერიოზულს გავურევთ,
ხან ვიტყვით სახუმაროსა,
მა ხო არ გაველექსებით,
როგორც კეკელა - მაროსა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 2:34 am

nino darbaiseli wrote:
ჯერ ხალხური შაირი იყო თუ რუსთველური?
შაირ-კაფია უფრო ადრე გამოითქვა თუ ''იყო არაბეთს როსტევან''? - ეს მეცნიერებამ არკვიოს,თუ რამე გამოუვა.
ფაქტი ხომ ერთია:ორივე შაირია:ერთი ხალხური,ერთი - ლიტერატურული.დედა-შვილნი თუ არა და-ძმანი მაინც არიან.
რა გინდა ჩვენგან არჩანდავ,რას დაგვაწიოკე ქალები!
მოკლეზე არ გადმამიყვანო,თორე,იცოდე ,ყოფილა,მაგ საქმეში ლეკოთ წიქასთვისაც მიჯობნია!
ახლა მაგ ცხელ გულზე ხალხურ -ლიტერატურული კოქტეილით შეიქციე თავი,ვიდრე სანათაც შემომეშველებოდეს:



აიმ არჩანდას უთხარით,
რო გული დაიწყნაროსა!
ჩვენს ნალექსებში ვინ პოვებს
სიტყვასა საწუნაროსა?
ეხლა თუ იქით დაგვიქშევს,
ერთად ვილაღოთ მა ,როსა?
რაც ნიჭი მისცა უფალმა
კაცმ ის უნდ მაიხმაროსა.
პოეტები ვართ,ბეჩავნი,
ბედმ ჭირად ეგ გვაკმაროსა !
ხან სერიოზულს გავურევთ,
ხან ვიტყვით სახუმაროსა,
მა ხო არ გაველექსებით,
როგორც კეკელა - მაროსა?

cheers

აქა კაფიაა, კაფია!
ვა!
და დაიცავით კაფიის წესები, თორე დაგხოცავთ სუყველასა - არ იცოდეთ მაინცა, კაცოო! ვინა ხართ თქვენა - შენა და სანათო!
ვახ!

და ნუ მაშინებ ლეკოთ წიქათი!.. drunken lol! Smile

დარბისად თქმული
(სანათო, შენ კიდე ეს გაიხსენე - კოკავ, შენ გეუბნები და ლიტრავ, შენც გაიგონეო!..)

ლეკოთ წიქაი მაირევნიხარ,
დაგიჩაგრამს სხვაცა კიდე...
ახლა აქეთ დაგვრევნიხარ,
ლიტ.ვარჯიშის გადამკიდე...


jocolor santa cyclops
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 9:49 am

რაც კი მითქვამ მწარე-მწარე,
მიუმატე ერთიც კიდე:
კაფიობით გვექადნები,
თითქო რითმით ცასა მკიდე.
ჩვენ ბადალი ვერ გვიპოვო,
დაიარო კიდით-კიდე.
დასაქადი - დაიქადე,
დასაკიდი- -დაიკიდე!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 10:04 am

nino darbaiseli wrote:
რაც კი მითქვამ მწარე-მწარე,
მიუმატე ერთიც კიდე:
კაფიობით გვექადნები,
თითქო რითმით ცასა მკიდე.
ჩვენ ბადალი ვერ გვიპოვო,
დაიარო კიდით-კიდე.
დასაქადი - დაიქადე,
დასაკიდი- -დაიკიდე!


მიხოსერამ თავის ჭირად
ჩვენ ნაკვეთში ხნა და თესა,
რასაც იმკის შენცა ხედავ
ელოდა კი უკეთესსა,
მე და შენ რო ვიმეტებდეთ,
ცას უწევდა მაგის კვნესა,
აექ რო მიეთ-მოეთობს და
"მაგარ-მაგრებს" აკვესებსა,
დასაქადის რა გითხრა და
დასაკიდებს უმეტესსა
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:10 pm

გამოჩნდით, არგანო და კაწალხეველო!
დარბი-სანათოს დუეტსა, რომელიც სინამდვილეში ტრიო არისა, რახან ბაოც ამათ მხარეზე იქნებისა!

ქალებ შაითქვით ჩემზედო,
რო მამკლათ თქვენი "ხვევნებით"...
და რაც არ უნდა გემცხეთოთ,
აქ მოვა კაწალხეველი!
იმას არგანიც მაიჰყვების -
ლექსი აქვ გასაშტერები!
მერეც დაჰკარით არჩანდას
კაფიის მაჭახელები!


Idea

ვახ, წავაგე - ყუვი შავუცვალე ამათ რითმასა, მაგრამ ესენიც რო ურევენ?

ვინ წააგო აქა?


Last edited by არჩანდა on Sat Dec 27, 2008 1:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:16 pm

არჩანდა wrote:
გამოჩნდით, არგანო და კაწალხეველო!
დარბი-სანათოს დუეტსა

ქალებ შაითქვით ჩემზედო,
რო მამკლათ თქვენი "ხვევნებით"...
და რაც არ უნდა გემცხეთოთ,
აქ მოვა კაწალხეველი!
იმას არგანიც მაიჰყვების -
ლექსი აქვ გასაშტერები!
მერეც დაჰკარით არჩანდას
კაფიის მაჭახელები!

Vaja Xornauli, არგანი, არჩანდა, სანათა

ვაივიშით თავის ნაკაფს
შამაავლეთ ლატანიო,
მიხო - შაწვი, ვაჟა - წასცხე
ზედ არგანაც სატანიო,
დარბო მივლინებაში მყავ
მარტოს მიწევს კაკანიო
ვნახოთ აბა, სამი ერთზე
რა გოლის ხართ გამტანიო
ჩემ კაფიას ვინც ხელ ახლას Exclamation
დეეწყება კანკალიო... Wink


Last edited by სანათა on Sat Dec 27, 2008 1:51 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:24 pm

მარტო რად მოხველ სანათავ,
სხვაც უნდა წამოგეყვანა,
დარბი კარებთან დაგესვა
ბაო შინ შემოგეყვანა
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:29 pm

არგანი wrote:
მარტო რად მოხველ სანათავ,
სხვაც უნდა წამოგეყვანა,
დარბი კარებთან დაგესვა
ბაო შინ შემოგეყვანა


ამდენებ თქვენზე გაცდენას
არ შაგვიხდენდა ქვეყანა
...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:46 pm

გამოტეხილად რომ გითხრათ
ქალები სჩანხართ კარგანი,
მაგრამ სიფრთხილეს გიწუნებთ,
არ თუ გაშინებთ არგანი?!
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 1:56 pm

არგანი wrote:
გამოტეხილად რომ გითხრათ
ქალები სჩანხართ კარგანი,
მაგრამ სიფრთხილეს გიწუნებთ,
არ თუ გაშინებთ არგანი?!


ერთდაც და თითონებმაც
კარგა ვიცით საგანიო,
ბევრი მიგვიჩოლბოტებავ
შენნაირი არგანიო Wink
ბევრი შენზე გამოცდილი
ბევრიც შენზე მაგარიო
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 3:01 pm

ვინა ხარ ქალი -დიაცი,
რეებს მიბედავ მაგასა? Surprised
***
გგონავ, რომ შამეშინდება,
სამალს მოვძებნი სანგარსა?
***
ბალღები დაგიჩოლფოტავ
არ შახვედრიხარ მაგარსა.
***
შენ არგანს კარგად არ მიცნობ,
ნაკვერჩხალს ვგავარ ნაგარსა.
***
ქალობა დაიკვეხოდი,
თუ გასტეხ ჩემისთანასა.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   Sat Dec 27, 2008 3:22 pm

სანათას იურისტობა
რა ვქნა, არ მამდის ჭკვაშია,
ეგ უნდა ლაშქარს ლოცავდეს
მთიდან მიმავალს ბარშია..
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში   

Back to top Go down
 
სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: