არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ფარდაგების წაწალი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფარდაგების წაწალი   Wed Dec 24, 2008 8:49 pm



მიხო მოსულიშვილი

ფარდაგების წაწალი

კარგად ნაქსოვი ფარდაგი ამ ქვეყანაზე ერთადერთი რამეა, რაზედაც ლამის დანაშაული ჩავიდინო და მოვიპარო ხოლმე, ისე მინდა, შინ მქონდეს.
მე მინახავს ეგეთი ფარდაგები.
ისეთი ფარდაგები, სადაც ფერებიც და ორნამენტებიც ერთი მეორის მეგობრები არიან და ლაპარკობენ ტკბილად.
არის ფარდაგები, სადაც ერთი შეყვარებული და ამის გამო ჭყეტელა ფერია და ყვირის, - აის, მე აის ფერი მიყვარსო! და მეორე აბრჭყვიალებულ ფერს გვიჩვენებს. და თუ იმ მეორე ფერსაც უყვარს ეს პირველი, მაშინ ესეთი ფარდაგიც კარგია. ასეთი ფარდაგების დაქსოვაც იციან და აქ ორნამენტის ფერები იცვლება მხოლოდ..
ფარდაგებს რომ ვუყურებ, ჩვენებურ ფარდაგებს - მე ვმშვიდდები და იმ ფერების სამყაროში მივდივარ, იქ ვცხოვრობ თითქოსო. თან ორნამენტების გამოცანის ამოხსნას ვუტრიალებ სულ და უამრავ ახსნას ვპოულობ, რომელი რას უნდა ნიშნავდეს... და რაც უფრო ბევრი ახსნა გექნება, მით უფრო უკეთესი ორნამეტებია გამოყენებული ფარდაგზე.
ჩემთვის ბედნიერებაა ისეთი ფარდაგების ყურება, ლამაზი ქალივით რომ მოგაჯადოებს და აღარ გაგიშვებს - აქ იყავი, ჩემთანაო, არსად წახვიდეო და, თუ მაინც წახვალ, მალე მოდიო...





Last edited by Admin on Wed Apr 13, 2011 1:46 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Dec 24, 2008 8:54 pm



ხელით ნაქსოვი ტრადიციული ქართული ხალიჩა და ფარდაგი
ხელით დამზადებული სუვენირები ტრადიციული ორნამენტებით


ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი "მთიები" აწარმოებს მსოფლიოში უანალოგო პროდუქციას - ხელით ნაქსოვ ტრადიციულ ქართულ ხალიჩასა და ფარდაგს. ისინი მცენარეული და მინერალური საღებავებით ნაფერი საუკეთესო ჯიშის ცხვრის მატყლისაგან დანზადებული შალის ძაფით იქსოვება.
ეროვნულ კომპოზიციებთან და კოლორიტულ სტილთან ზომიერად შერწყმული თანამედროვე დიზაინი ქართულ ხალიჩასა და ფარდაგს მეტ ორიგინალობას სძენს და ამშვენებს.
აირჩიეთ დიზაინი, ორნამენტები, სიუჟეტური კომპოზიციები, ზომა და მიიღეთ შეუფასებელი პროდუქცვია: ხალიჩა, ფარდაგი და უამრავი ხელით ნაქსოვი სუვენირი.
ამით თქვენ ხდებით ქართული ხალხური კულტურის აღორძინების თანამონაწილე.

დუშეთი, ბესიკის ქუჩა # 6.
ტელ.: (995 32) 66 21 00; (995 32) 66 21 02





Last edited by Admin on Mon Dec 24, 2012 10:12 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Apr 13, 2011 1:21 am

თუშური ფარდაგები





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Apr 13, 2011 1:23 am

თუშური ფარდაგები







Last edited by Admin on Wed Apr 13, 2011 1:47 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Apr 13, 2011 1:25 am

თუშური ფარდაგები





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Apr 13, 2011 1:29 am

თუშური ფარდაგები





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Wed Apr 13, 2011 1:34 am

თუშური თექა







დიდი მადლობა ნატალია ქადაგიძეს - http://armuri.4forum.biz/t568-topic - ზემოთმდებარე სურათების გამოგზავნისათვის.

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Sun Dec 23, 2012 6:30 pm





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Mon Dec 24, 2012 9:22 pm



ფშაური დაქსოვილები

ფშავლის ქალები მინდვრისა და საოჯახო მუშაობასთან შინამრეწველობასაც ეწევიან, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფშავის ეკონომიკაში. აქაური შინამრეწველობა მეცხვარეობასთან არის დაკავშირებული, რომელიც იძლევა მატყლის საკმაო მარაგს და ფშაველი ქალებიც ამ მატყლისაგან ამზადებენ ოჯახისათვის საჭირო ქსოვილებს. ფშაველი ქალები ხელსაქმეში დახელოვნებული არიან. აქ ყველანი ხელში ტარ–ფარტენითა და წინდა–ჩხირებით დადიან და მუშაობენ. ქსოვენ უმთავრესად: ტოლს (შალს), ფარდაგს და წინდებს.

სატოლე მატყლს არჩევენ ხარისხისა და ფერის მიხედვით, შემდეგ ის ირეცხება და შრება. სუფთა მატყლი საჩეჩელზე პირველად „ფოლად“ გაიჩეჩება, შემდეგ ფოლი მეორე პირად იჩეჩება და „ფარტენად“ იქცევა.

თუ ჭროღა ტოლი იქსოვება, მაშინ შავსა და თეთრ მატყლს ერთმანეთში გაურევენ და ისე გაიჩეჩება. ფარტენას ტარზე ართავენ.

ტარი საგრეხელში ტრიალებს. ძაფდართულ ტარებს ჯარაზე ძახავენ (გრეხენ) და თხორად ახვევენ (ნართი). შემდეგ ფერადი ტოლისათვის ამ თხორებს ხიფებად ამოახვევენ და ღებავენ. ამისათვის ხმარობენ ქიმიურსა და ბუნებრივ საღებარებს. ბუნებრივ ფერებს შინ ამზადებენ: ყვითელი ფერისათვის ხმარობენ ხაქოლს (ბალახია) და ლებს ( მოთეთრო მიწა), მუქი ყვითელი ფერი იღებება თრიმლის ხის გულის ნახარშში, შავ ფერისათვის ხმარობენ თავშავა ბალახს და რკინის წიდას, აგრეთვე მურყანის ქერსა და ძაღას. მწვანე ფერი ჯერ ყვითლად იღებება და შემდეგ ლილაში ამოავლებენ. ცისფერის მისაღებად ნაცრის ნადუღში ლილას გახსნიან და ეს იძლევა ცისფერს.

შეღებილსა და დამზდებულ თხორს საქსოვის ყდაზე გააბამენ. ყდა ხისაა და ხისაა და ყველას საკუთარი მოეპოვება, რომელიც დერეფანში ან ბოსელ– საბრძელშია გამართული.

მქსოველი ქალი ყდას მიუჯდება, იღებს ცხმელას, რომელზედაც საზედაო ბაწარია (ძაფი) დახვეული და ამას თხორში გაატარებს, ცრემლას თან კუდი მიჰყვება, რომ ბეჭვნის დროს საზედაო ძაფი არ გაწყდეს. შემდეგ იღებს ბეჭს და ორივე ხელით თხორზე საზედაოს ბეჭნის, რომ ამით ძაფი ძაფზე მივიდეს და ქსოვილი განმტკიცდეს. ქსოვის პროესში თხორას ასწორებენ „სახეხავით“ და გარას– საყვანელთი გარას ასწევ–დასწევენ. ერთ ყდაზე თხუთმეტამდე ტოლი იქსოვება. კარგი მქსოველი ქალი დღეში ერთ მეტრ ტოლს მოქსოვს. ფშავში ტოლზე დიდი მოთხოვნილება იყო, რაგდანაც მისგან იკერებოდა მამაკაცის სამოსი.

ფშავში ქსოვენ აგრეთვე ფარდაგებს. ფარდაგი იქსოვება იმავ საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად. ფარდაგს ფშავლები ხალიჩას უწოდებენ და ამზადებენ მსხვილ „საქსლე ბაწარი“–საგან, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერად ბაწრით იქსოვება ჭრელი ფშაური ფარდაგი. ფერებში სჭარბობს: ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანის ფერი, შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი და თეთრი.ფერადობით ნაჭრელ ფარდაგს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ფერადზოლიანს კი ფშაურს. ზოლიანი ფარდაგის ქსოვა იოლია და იაფადაც ფასობს, თათრულა კი რთული მოსაქსოვია და ძვირადაც ფასობს. თათრულა ხალიჩას ნაჭრელაში ტონალობა ფერისა შეხამებულია და ეს სასიამოვნო შეგრძნებისას იძლევა. მაგრამ ამ თათრულა ფარდაგების ფერადობა და სახეც იცვლება.

წინანდელ ფშაურ ფარდაგებს ნაქსოვის სიმტკიცესთან ერთად ახასითებს ნაჭრელის რთული გეომეტრიული ფიგურები, ჯვარკვერა და კავიანი არშიები. ახალ ფარდაგებზე კი ამ გეომეტრიულ ფიგულარობას ცვლიან ფოთლოვან–ბოჯოჯრატოტიანი მცენარის ხეები. მათი ფერდობაც შედარებით უხამოა, ნაქსოვი დაბალია და მოუხეშავი.

ფშავში გავრცელებულია ხურჯინის ქსოვა–დაკერვა. ფშაური ხურჯინი იქსოვება ხვეულად და არა ნაჭვრეტად. მისი ნაჭრელი და ფერადობა ფარდაგისაგან არ სხვავდება. ძველი ხურჯინები ნაჭრელია გეომეტრიულ და ჯვარ–კავა ფიგურებით, ახალი კი მცენარის სახეებით.

.

საფენ–ხურჯინებზე აქ დიდი მოთხოვნილებაა და კარგ ფასებში იყიდება. ფშაურ ფარდაგებს უმეტესად ხევსურები ყიდულობენ ერბოზე და ქერზე და ესეც ფშავლის ოჯახს ერთგვარ შემოსავალს აძლევს.

რაც შეეხება წინდა–საფუხრის ქსოვას, ეს უფრო იოლი საქმეა და აქ თითქმია ყველანი ქსოვენ, დაწყებული ექვსი წლიდან– ღრმა მოხუცებამდის. ფშაველი ქალის თქმით, გზას ის წინდის ქსოვით იმოკლებს და მგზავრობისა თუ დასვენების დროს მას მკლავზე საწინდე კალთა (პარკი) ჰკიდია და გამალებით ქსოვს. წინდას ჩხირებით ქსოვენ და ფერად „ საწინდე ბაწრით“ აჭრელებენ.

ბმული - http://pshavi.ge/culture/industry.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Tue Jan 08, 2013 3:50 pm

მაგიურ-რელიგიური ქმედებანი რომელსაც ღებვისას მიმართავდნენ


იმისთვის რომ სამღებრო ხარისხიანი გამოსვლოდათ, მაგიურ-რელიგიურ ღონისძიებებსაც მიმართავდნენ, ძველად სცოდნიათ ავთვალის შელოცვაც, ღებვისას ერიდებოდნენ ავი თვალის ადამიანს.

თუ ძაფი კარგად არ იღებებოდა მას ავ თვალს აბრალებდნენ, ამ დროს სამღებროს უბრად მოტანილ წყალს გადააპკურებდნენ, ან კიდევ ნახშირით შეულოცავდნენ, ჯამზე დადგავდნენ საცერს, საცერზე მაკრატელს, ან გრაკლას ტოტებისგან შეკრულ პატარა ცოცხს დადებდნენ. შიგ ჩაასხავდნენ მარცხენა ხელით ამოღებულ ცხრა კოვზ უბრად მოტანილ წყალს, ჩააგდებდნენ ისევ მარცხენა ხელით აღებულ 9 ნაკვერჩხალს. ნაკვერჩხლებს ფეხით გასრესდნენ და თან იტყოდნენ:

ასე ჩაიშრიტოს ავკაცის თვალი და კვალიო.

ჯამზე იცოდნენ გახსნილი მაკრატლის დადებაც. ცხელ ნაკვერჩხალს მაკრატლის გაშლილ პირს შორის წყალში ჩააგდებდნენ, თან იტყოდნენ :

თვალი ავისიო, თვალი შავისიო,
თვალი წითლისაო, თვალი ჭრელისაო,
ვინ არ დაგწერა ჯვარიო, ჩაიშრიტოს მისი თვალიო.

შეღებვის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ სამღებრო ქვაბს ღამით სახურავახდილს არ დატოვებდნენ - „ვარსკვლავებმა შიგ რომ ჩაიხედონ, ძაფი ან ნაქსოვი კარგად არ შეიღებება და აჭრელდებაო“.

ძველად ღებვის დროს მთვარის ფაზებსაც აქცევდნენ ყურადღებას. ისევე როგორც სხვა საქმიანობას ღებვასაც ძველ მთვარეზე ამჯობინებდნენ.

ხალხური რწმენით თავისებური ძალის მქონე იყო ესა თუ ის ფერი:

თუში ქალები ავ თავლისაგან დამცავ თვისებას მიაწერდნენ წითელს, ისინი ამ ფერის ბაწარს თმაში იწნავდნენ.

სხეულიდან ავი ძალის განდევნა შეეძლო შავი ფერის ძაფის გორგალსაც.

თეთრი, როგორც სიწმინდის ფერი ხატის დროშაზე შესაბმელი შესაწირის ფერია და ხატს თეთრი ფერის მანდილებსა და ნაჭრებს სწირავდნენ. თეთრი ფერის ნაჭერს აბავდნენ რქებზე სამსხვერპლო ცხოველსაც.

თუშეთში ქიმიურმა საღებავებმა დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგლი, ხალხს მცენარეული საღებავების ფერები და გამძლეობა მოსწონს, მაგრამ ღებვის პროცესის სიიოლის გამო, მაინც ქიმიურ საღებავებს აიჭებენ უპირატესობას.
უფრო ხშირად ღებავენ საწინდე ბაწრებს და ღებავენ იმ მასალაში, რაც იოლად და უხვად მოეპოვებათ, ხახვის ფურცელი, კაკლის წენგო, კაკლის ნაჭუჭი, თუთის და ატმის ფოთლები.

ძაფის შეღებვის გარდა თუში ქალები სახლის კედლებსაც ღებავდნენ, თუშეთში არის ერთგვარი მიწა ბიშინი, რომელიც არის ცისფერი ფერის, არსებობს მოყვითალო ფერისაც, ამ მიწას ძველად წყალში ხსნიდნენ და კედლებს ღებავდნენ, ბიშინის ადგილები იცოდნენ ქალებმა და მის მოსატანად საგანგებოდ მიდიოდნენ.

რაც შეეხება თექის დამუშავებას,პირველ რიგში მატყლი უნდა გაირეცხოს, შეიღებოს, გაშრეს, გასუფთავდეს, დალაგდეს და შემდეგ მოითელოს. ითელება ცხელი წყლით და სარეცხი საპნით. ტანისამოსის შექმნსთვის თექა უნდა განთავსდეს თხლად სალეჩაქე ბადეზე.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სანამ ნამუშევარი შეიქმნება აუცილებელია ესკიზის, ჩანახატის მომზადება, ხშირ შემთხვევაში მუშაობის პროცესში ესკიზი იცვლება, თექის განსაკუთრებული თვისებების გამო.

დღეისათვის ცხვრის მატყლი იღებება სინთეზური საღებავებით.

შეღების დროს იყენებენ შაბს, სოფლის მარილს, ორგანულ ნაერთს - ძმარს (როგორც ღვინისას, ისე ვაშლისას). ხდება გამოყენება საპნის, რომელიც კაუსტიკურ სოდაზეა დამზადებული. ღებვის დროს იყენებენ ჟანგიან რკინას, რაც აჩქარებს პიგმენტაციას, ე.ი. ასრულებს კატალიზატორის როლს.

ბმული - http://teqa24-2.blogspot.com/2009/11/blog-post.html

study


Last edited by Admin on Tue Jan 08, 2013 4:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Tue Jan 08, 2013 3:53 pm

თექა და მატყლის ღებვის ტრადიციები

თექა-მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა, ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშები ("ნაბადი") მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით. თუშეთი საქართველოს მაღალმთიანი კუთხეა, ის გამოირჩევა ჯანმრთელი ჰავით, ჰაერის ზომიერ სინოტივით, მზის ნათების დიდი ხანგრძლივობით, ზომიერი ტემპერატურით და ულტრაიისფერი სხივების სიმდიდრით. მეცხვარეობა თავის წილად შესანიშნავ ნედლეულს იძლევა ხალხური ფეიქრობისათვის. თუშეთისათვის ტრადიციული დარგი მეცხვარეობა XIX საუკუნიდან მასშტაბური გახდა. ისე რომ ამ დროისათვის თუშ ქალებს ხელთ ჰქონდათ უხვი მასალა ხელსაქმის წარმოებისათვის.
კავკასიაში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან უმაღლეს ხარისხად ითვლება თუშური ცხვრის რბილი, ნაზი და მბზინავი მატყლი, იგი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა,რადგან გრეხისა და გაჭიმვის მიმართ დიდი გამძლეობა აქვს. ახასიათებს ღებვისადმი დიდი მორჩილება. საღებავს უფრო კარგად ემორჩილება „კრაველი“-ბატკნის მატყლი, ვიდრე მოზრდილი ცხვრისა.სხვადასხვანაირად იღებება ცხვრის სხეულის სხვადასვა ნაწილიდან ანაკრეჭი მატყლი. კრგად იღებება ზურგის ნაწილის მატყლი, ცუდად იღებს საღებავს იღლიებისა და კისრის ბუსუსა მატყლი.
შესანიშნავ ნედლეულთან ერთად თუშეთის მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, თუშ ქალებს სამღებრო მცენარეების შერჩევისა და გამოყენების დიდ შესაძლებლობას აძლევს.
ქართული ენის თუშურ დიალექტში ფერის ხარისხის, ფერის ურთიერთშეხამებისა და ზოგადად ფერების აღმნიშვნელი მდიდარი ტერმინოლოგიაა წარმოდგენილი.
მატყლის ბუნებრივი ფერებია: თეთრი, „ცხვრის შავი“ -შავი და შავ ფერში გარდამავალი მუქი ყავისფერი, „ ცხვრის წითელი“ -წითელი, „ლეგა“ -რუხი,
თეთრისა და შავი ფერის მატყლის ურთიერთშეჩეჩვით მიღებული, „შავლეგა“- შავში გარდამავალი რუხი, „წყლისფერი“- ღია რუხი.
ხარისხის მიხედვით ფერები არის: „ლაღი“- კარგად გამოკვეთილი ფერის, „მუქი“- მაგარფერიანი, „თალხი“- მეტად შავი, „თეთრაი“- ღია ფერის, „მდუმარი“- დამცხრალი ფერი, „ტყრიალაი“- მყვირალა ფერი, „ღუშღუშაი“- მკვეთრი ფერი, „გადაყრუყნული“-გამუკვეთელი ფერი, „ბინდლურჯი“-რუხში გარდამავალი ლურჯი.
ღებვასთან და მატყლის დამუშავებასთან დაკავშირებული მთელი საქმიანობა, მხოლოდ ქალების ხელში იყო. არ არის არანაირი გამონაკლისიც კი, რომ ღებვა იცოდეს მამაკაცმა. ოჯახში სამღებრო საქმეს ძირითადად უფროსი ასაკის ქალი უძღვებოდა.
ღებვა წლის ყველა დროს შეიძლება, ზაფხულში იყენებენ ახალ, ხოლო ზამთარში გამხმარ მცენარეებს.
თუშები ბუნებრივ საღებავებს ორ ჯგუფად ჰყოფენ: არის „ თუშურა საღებავები“ , რომელიც თუშეთში მოიპოვება ან მხოლოდ თუშეთში გამოიყენება და „ კახურაი“, რომელიც კახეთიდან აჰქონდათ.
„თუშურა საღებავებია“: დეკა, თავშალი, ჯანგარო, მურყანი, კრაზანა, ფიჭვის და არყის ხავსი, ღოლოს ძირი, ვერხვისა და არყის ფოთოლი, ცირცლის
ქერქი, ენდრო, მჭვარტლი.
„კახურა საღებავებია“: თრიმლი, ლაფნის ფოთოლი, მუხის ქერქი, კაკლის წენგო, თუთის ფოთოლი, ატმის ფოთოლი, ლეღვის ფოთოლი, თრიმლის ქერქი, ხახვის ფურცელი, ჭაჭა, ენდრო.
ღებისათვის ჭურჭელს საგულდაგულოდ არჩევენ. ძველად იყენებდნენ თუჯის ქვაბებს, კარგად მოკალულ სპილენძის ქვაბებს, ქვევრებს. უპირატესობა თუჯის ქვაბებს ენიჭებოდა. ძაღაში*(რკინის გოგირდმჟავა მარილი, რკინის აჯასპი) ან ჟანგიან რკინებში, ბაწრის შავ ფერად ღებვისას, ჟანგიანი ქვაბის გამოყენებაც შეიძლება, სხვა ფერის ღებვისას, კი ჭურჭელი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. სპილენძის ჭურჭელში ძაღით არ ღებავენ, რადგანაც, ძაღა კალასთან შედის რეაქციაში და შესაღებს მასალას აჭრელებს.



ამჟამად შესაღებად იყენებენ თუჯის დიდ ქვაბებს, მომინანქრებულ ვედროებასა და ქვაბებს.
შეღებვის წინ ბაწარს შესაღებად მოამზადებენ: ძაფის გორგლებს 200 ან 300 გრამიან „შიტეებად“ - შულოებად ამოახვევენ. შულოებს აკეთებენ შემდეგნაირად: ქალი ჯდება ფეხმორთხმით და მუხლებზე მრგვლად გადაიხვევს მთელ გორგალს ძაფისას, ბოლოს დატოვეს ცოტა ბაწარს, ისე, რომ მოკლე ძაფის ხვეულა გააკეთოს: შეკრავს ბაწარს 25 სმ-ის სიგრძეზე და ამოახვევს მუხლებზე გადახვეულ ძაფზე. ასე შულოებად მომზადებულ ძაფს პატარა შესაკრავებით შეღებვამდე ჭერში ჩამოკიდებენ. შეღებვის შემდეგ შულოს გორგლად ამოხვევას ამ პატარა ხელმოსაკიდი ხვეულადან იწყებენ. ზოგჯერ შულოს აკეთებენ სპეციალურ ხელსაწყოზე, რომელსაც „ტარაკუა“ ჰქვია.
შეღებვის წინ ძაფს აუცილებლად ასველებენ, თუ ქიმიურ საღებავებში ღებავენ. შეღებვის წინ ძაფის გარეცხვა საჭირო არაა, რადგან ძაფად დამუშავებამდე მატყლია გარეცხილი.
ყველაზე მეტად გავრცელებული და ხშირადხმარებელი ფერი თუშეთში ავია.თვალშისაცმია შავი ფერის სიჭარბე როგორც დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებში,ასევე ტანსცმელში. თვით საქორწილო სამოსიც კი თუშეთში მთლიანად შავი ფერისაა.
შავი ფერისადმი ასეთი მოთხოვნილება მხოლოდ თუშეთისთვის არ არის დამახასიათებელი.ასევე იყო საქართველოს სხვა კუთხეებში. შავი ფერისადმი ასეთი დამოკიდებულება ზოგადქართული ტრადიციიდან მომდინარე ჩანს.
ღებავდნენ როგორც ბაწარს ანუ ძაფს,ისე შინნაქსოვი შალის ქსოვილსაც. სატანსაცმელე ქსოვილებს - ტოლებს ღებავდნენ ძირითადად შავად,მუქ ლურჟად ან მუქ წენგოდ.
ღებავენ მატყლსაც,ისევე როგორც ბაწარს.ღებვისას მატყლის ზოგიერთი ნაწილი იწვის,ჩეჩვისას ეს დამწვარი ნაწილი „იფშვიტება“ და ცილდება მატყლს,შემდეგი დამუშავებისას ბაწარში აღარ მიჰყვება.
შავი ნაერთი ორჯერადი შეღებვით იღებება. შავი ფერის მისაღებად ძაფს ჯერ რომელიმე მცენარეულ საღებავში შეღებავენ და შედეგ უკვე შავად ღებავენ.
შავი ფერის მისაღება ყველაზე მეტა გავრცელებულია თავშავაში „დედება“ : თავშავას ჯერ ჩაყრიან, ჩააფენენ შესაღები ქვაბის ფსკერზე,შემდეგ ფენა-ფენა ჩააფენენ თავშავას და ა.შ. შემდეგ დაასხამენ იმდენ წყალს, რომ ქვაბში შესაღები ძაფი და მცენარე თავისუფლად იყოს. ქვაბს შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ. ღებვის დროს სამღებროს დროდადრო ამოწმებენ. 2 სთ დუღილის შემდეგ, როცა თავშავას ღერო ხელით კარგად იფცქვნება,სამღებროს ქვაბიდან ამოიგებენ. ზედ ქვაბზე დადებენ არყის ხის წნელებისგამ დაწნულ ლასტს,ან ისეთ ჯოხებს გააწყობენ, რომ ბაწარზე არ გადავიდეს. ამ ლასტზე ან ხეებზე დადებენ სამღებროდან ამოღებულ ბაწარს,ზედ თბილად დააფარებენ რაიმე ნაქსოვს ან ნაბადს და ასე ტოვებენ სანამ წყალი გაცივდება ,ე.ი. „ორთქლზე გააცივებენ“ . ხალხის გადმოცემით ორთქლზე გაცივება ფერს ამკვეთრებს და მდგრადს ხდის.მეორე დღეს,როცა ბაწარი და წყალი კარგად გაცივდება სამღებროდან ამოყრიან მცენარის ფოთლებს და ღერწბს. შენაღებ წვენში ძაღას ჩაყრიან . 2 კგ ძაფზე სამ პეშვს ჩააყრიან,ერთ შულოზე ნახევარზე ნაკლებს. სამ პეშვ ძაღაზე ჩააყრიან ერთ პეშვს მარილს. ძაღაში შეღებვის დროს ძალიან ფრთხილობენ ,რადგანაც ძაღა ადვილად წვას სამღებროს, ამიტომ ჯერ ცოტას ჩაყრიან,თუ არ ეყოფა კიდევ ჩაამატებენ. ძაღის ჩაყრის შემდეგ ქვაბს ერთხელ კიდევ წამოადუღებენ და შიგ ჩაუმატებენ ორთქლზე გაცივებულ,ნადედებ ბაწარს. ნახევარ საათს კიდევ ადუღებენ შემდეგ გადმოდგაენ ცეცხლიდან,ძაფს ჯერ ისევ ორთქლზე თბილად დახურულს გააცივებენ და ისევ გააშრობენ.
ზემოაღწერილი წესით ხდება ძაფის დედება სხვა მცენარეებშიც.
ზოგადად ყველა მცენარეებში ბაწარი ისე იღებება, როგორც ავღწერეთ თვაშავას დედება. ბაწარი მცენარესთან ერთად იდება სამღებრო ქვაბში,იხარშება და შემდეგ ორთქლზე ცივდება. მარილი მხოლოდ ძაღაში ღებვისას უნდა ძაფს,სხვა დროს იგი მარილს არ საჭიროებს.
ამრიგად,თუშეთში შავ ფერად შეღებვის წესი გულისხმობს ორ ტექნოლოგიურ პროცესს - დედებას და უშუალოდ შავად შეღებვას ძაღის ან რკინის ჟანგის დახმარებით.
თუშეთში შავი ფერის შემდეგ გავრცელებული ფერია წენგო - ყავისფერი. წენგოს სხვადასხვა ტონალობას იღებენ ხახვის ფურცლებში, ეკაში, თავშავაში , ჯანგაროში, კაკლის წენგოში... წენგოს სინონიმად ხმარობენ ირმის ფერს,აგურისფერს და ღვიძლისფერს.
შავად ღებვის გარდა,ძაღას სხვა ფერის მისაღებადაც იყენებენ. თუ ამა თუ იმ ფერის გამუქება და გამკვეთრება უნდათ, მაშინ სამღებროდან ძაფსა და ბალახ-ბულახს ამოყრიან და წვენში დანის წვერით ძაღას დაუმატებენ. ა წვენს კარგად აურევენ. შემდეგ შესაღებ ძაფს ისევ ჩააბრუნებენ და ცოტა ხანს ისევ ადუღებენ,ორთქლზე აცივებენ და მზეზე აშრობენ.
მცენარეულ საღებავებს ერთი თავისებურება ახასიათებს - ღებვის დროს ზუსტად მსგავსი ფერი არ მეორდება,რადგან შემღები ყოველთვის ვერ იცავს ზუსტ დოზებს,ისე ძირითადად თვალზომას ენდობა. ბალახიც ყოველთვის არ არის ერთნაერად „ძალიანი“. მოკრეფის დროზეც ბევრადაა დამოკიდებული მისი მღებავი თვისებები. ღებვის ხარისხი დამოკიდებულია წელიწადის დროსა და დღის მონაკვეთზეც. შეღებილი ძაფი,უხუნები და გამძლე ტონი რომ მიიღოს,კაშკაშა მზეზე უნდა გაშრეს. მნიშვნელობა აქვს ღებვის ხანგძლივობასაც.
ძველადაც ცოდნიათ და ამჟამადაც ისევ იყენებენ შერეული ღებვის წესს, ე.ი. მცენარეული და ხელოვნური საღებავების შერევას. მაგალითად, ძაფი წართხალში ან ჭინჭარში დედდება და ამავე წვენში სულ ცოტა მწვანე ხელოვნური საღებავის დამატებით „აფედ“ (მწვანედ) იღებება. ხალხურ მღებრობაში გავრცელებულია ტონის გასაძლიერებლად მცენარეულ საღებავში ხელოვნური საღებავის მცირე ოდენობით მიმატება, რაც, საკმაო ეფექტს იძლევა, მცენარეები კი ფერის მდგრადობის გარანტიაა, მცენარეულ საღებავებთან ერთად ქიმიური საღებავების შერევას მიმართავდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც, მაგალითად ქვემო ქართლში შავად შეღებისათვის კაკლის ფოთოლს დიდხნანს ხარშავდნენ და ამატებდნენ შავ ქიმიურ საღებავსაც.
ბაწარს თუში ქალები „კვერკვერად“- ჭრელად ღებავდნენ, ამისთვის ბაწრის შულოს გარკვეული ინტერვალებით დაკვანძავენ ან ძაფს ალაგ-ალაგ მჭიდროდ გადაახვევენ და სამღებროში ჩააგდებენ, ღებვისას დაკვანძულ ადგილებში სამღებრო ვერ ატანს და შულო ჭრელად იღებება, ასე შეღებილ ძაფს წინდების გასაჭრელებლად იყენებდნენ. „კვერკვერა’’ ძაფისაგან ნაქსოვს „ჯავარ “ ჰქვია.
ქალები ცდილობენ, რომ მათ მიერ შეღებილი ძაფები იყოს არა მხოლოდ ლამაზი არამედ ფერის გამძლეც-უხუნებელი. ამისათვის ფერის გასამკვეთრებელ და გასამაგრებელ საშუალებეს მიმართავენ.
ზოგჯერ, ვიდრე თბილად დააფარებენ დასაორთქლებელ, სამღებროდან ამოღებულ ძაფს, გაცრილ არყის ხის ნაცარსაც მოაყრიან მცირე ოდენობით, აურდაურევენ და თბილად გადააფარებენ. ნაცრის გამოყენებას ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა, ბევრი ნაცარიი ძაფს წვავს, გარდა აღნიშნულისა იციან შესაღები ძაფის წყლიან ნაცარწვერში გავლებაც. ნაცარწვერს შეემდეგნაირად ამზადებენ: წყალს წამოადუღებენ, შიგ ჩააყრიან ნაცარს, კარგად მოურევენ და გააჩერებნ, კარგად რომ დაილექება მის სუფთა ნაწილს გადაწურავენ. მზეზე გაშრობაც ფერის გამყარებას ისახავს მიზნად, ამავე მიზნით შესაღებ ბაწრებს, კლდის მარილში ან შაბში გამოხარშავენ, ცოტა ჟანგის დამატება ან ჯანგიან ქვაბში შერებვაც ფერის სიმკვეთრესა და მდგრადობას უწყობს ხელს, ფერს ამაგრებს ძაღა და მარილიც.
ძიება და ახალ-ახალი სამღებრო საშუალებების გამოცდა ალხურ მღებრობაში დღესაც არ წყდება, ამის მაგალითია, მანდარინის ქერქში ბაწრის შეღებვა, ასევე ახალია თუშეთისთვის ლობიოში შეღებვის წესიც, თუმცა მის გამოყენებას არ აქვს მასიური ხასიათი.


ბმული - http://teqa24-1.blogspot.com/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Tue Jan 08, 2013 4:01 pm

მცენარეების გამოყენება საღებავებად:

შოთხვი _ ვარდისებრთა ოჯახიდანაა. მის ყვავილებს, ფოთლებსა და ოეკოს ამიგდალინის თავისებური სუნი აქვთ. აქვს ერთკურკიანი, შავი ფერის ნაყოფი. ამ მცენარეს ბარში იშვიათად ცნობენ, მთიანეთში კი საკმაოდ პოპულარული ხილია. მას ტყავის, მატყლისა და სხვადასხვა ქსოვილების მწვანედ, მონაცრისფრო და წითელ ფერად შესაღებად ვიყენებთ.

ჩვეულებრივი თხილი _ თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია. თხილს ხშირად ვიყენებთ მოყავისფრო ფერის მისაღებად.

ჩვეულებრივი მაყვალი _ აჭარაში და გურიაში მაყვლის ბარდს ვარდყვავილას ეძახიან. მას ღია და მუქი წითელი ფერის მისაღებად ვიყენებთ.

შინდი _ შინდის ნაყოფი კურკიანია და წითელი ფერისაა. მას მერქანში, ოეკოსა და ფოთლებში დიდი რაოდენობით მთრთილავი ნივთიერებები გააჩნია. ოეკოსა და ფოთლებს ძაფის ყვითლად შესაღებად ვიყენებთ.

შვიტა _ აჭარაში შვიტას ეძახიან ნაძვბალახას. ამ მცენარეს ვიყენებთ მატყლის ყვითლად და მწვანედ შესაღებად.

ქაცვი _ ხშირტოტებიანი ხე ან ბუჩქია. მისგანაც ასევე ყვითელი ფერის მიღებაა შესაძლებელი.

ფშატი _ მისი გუმფსის გამოყენება შესაძლოა საქსოვ წარმოებაში, წებოსა და ლაქ-საღებავების დასამზადებლად. მისგან შავი და ყავისფერი ფერის მიღებაა შესაძლებელი.

ტყის ჩიტისთვალა _ ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მის ფესვებს ხარისხოვან წითელ ფერად შესაღებად ვიყენებ.

მინდვრის ნემსა _ ისიც ენდროსებრთა ოჯახიდანაა. მისი ფესვები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს და მომწვანო-ყვითელი ფერის მისაღებად გამოვიყენებთ.

მთის შროშანის ბოლქვების ნახარში შავად ღებავს ქსოვილებს.

მეჭეჭიანი ჭანჭყატი _ მისი ნაყოფის ბუდეებისგან მიიღება ყვითელი და ყავისფერი საღებავები.

კოწახური _ მისი მწვანე ნაყოფები მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს. მისი ფესვები კი მატყლისა და ტყავის ყვითელ ფერად შესაღებად გამოიყენება.

კვირინჩხის მოხარშულ ოეკოს ტილოს ქსოვილების წითლად შესაღებად ვიყენებ. ასევე, მისი ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად და ნაცრისფრად შეღებვა.

თრიმლი _ მისი მერქანი ტყავისა და მატყლის ნარინჯისფერ, ყავისფერ და ყვითლად შესაღებად გამოიყენება. ფესვები კი ხასხასა წითელ ფერს აძლევს ქსოვილს.


ბმული - http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=3439
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Thu Mar 12, 2015 11:03 am

ხაზის რადიო

ქართული ფარდაგის ამბავი

11 მარტი 2015

სტუმარი: ნინო ბახუტაშვილი - ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო ,,ფესვების" ხელმძღვანელი.

სატელეფონო ჩართვა:
ნანული აზიკური - ეთნოლოგი.
მიხო მოსულიშვილი - მწერალი, დამატურგი.

წამყვანები: ეკა ტალახაძე და ივანე ჯაფარიძე.



ბმული - https://www.youtube.com/watch?v=peKILc2Ka0c
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ფარდაგების წაწალი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ფარდაგების წაწალი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: