არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქალებმა შამამიტიეს...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 12:24 pm

Rolling Eyes დიდი ხალისი არ მაქვს ამ უაზრო თემაზე საკაფიოდ,მარა ერთს ვიტყოდი;

ღმერთს ნუ აცინებ ფშაველო,
სიკვდილს ვინა ჰკლავს ვაშლითა?
ვინც რას ჭამს, იგი შეერგოს,
ჩემი ნერვების აშლითაSmile

ეს "ჭამა-სმის " თემა დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან, მართალია სუ იუმორით და ხალისით ვკაფიაობთ და არც გამარჯვება-დამარცხებისათვის ირჯება აქ ვინმე, მარა ეს ოხერი ენა უძვლოა და ვიცი, რამე უკადრებელი წამომცდება Smile)
ვისაც რა უნდა, ის ჭამოს,რა ჩვენი საქმეა...
რომელი "მზრეულების კურსების მაგისტრები" ჩვენა ვართ,რო სხვა საფიქრალი არა გვქონდესSmile cheers
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 1:10 pm

ღმერთს ნუ აცინებ ფშაველო,
სიკვდილს ვინა ჰკლავს ვაშლითა?
ვინც რას ჭამს, იგი შეერგოს,
ჩემი ნერვების აშლითაSmile

ეს "ჭამა-სმის " თემა დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან, მართალია სუ იუმორით და ხალისით ვკაფიაობთ და არც გამარჯვება-დამარცხებისათვის ირჯება აქ ვინმე, მარა ეს ოხერი ენა უძვლოა და ვიცი, რამე უკადრებელი წამომცდება Smile)
ვისაც რა უნდა, ის ჭამოს,რა ჩვენი საქმეა...
რომელი "მზრეულების კურსების მაგისტრები" ჩვენა ვართ,რო სხვა საფიქრალი არა გვქონდესSmile cheers[/quote]




სიკვდილს არ ერჩის ვაჟიკა_
ეძმობა შინ და გარეთა. sunny

ეგ დაგრჩათ:ცილისწამების
ჯენჭები მამაყარეთა,
ვისთვის რა დამიძალებავ
(აგრემც თქვენ გაიხარეთა!), Question Exclamation
მეგონა,ტვინზე გიწამლეთ,
ღვთის სიბრძნე მოგახმარეთა. flower

სამნი რო დამესიენით,_
მეოთხეც მაიყვანეთა,
მეხუთეც,მერე მეექვსეც,
მეშვიდეც დაიდარეთა, affraid
მერვემ წამლები გიზიდოთ,
"სასწრაფოდ" ივლის კარეტა,
დროშები თათქარიძისა
ლოგინად გაიშალეთა,
როცა მაჰკვდებით,სუდარად
თეფშები დაიფარეთა...


"ვაჟიკას დაუჯერეთო!"_
ანდერძად დაიბარეთა.

bounce cheers bounce
Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 1:32 pm

bao wrote:
Rolling Eyes დიდი ხალისი არ მაქვს ამ უაზრო თემაზე საკაფიოდ,მარა ერთს ვიტყოდი;

ღმერთს ნუ აცინებ ფშაველო,
სიკვდილს ვინა ჰკლავს ვაშლითა?
ვინც რას ჭამს, იგი შეერგოს,
ჩემი ნერვების აშლითაSmile

ეს "ჭამა-სმის " თემა დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან, მართალია სუ იუმორით და ხალისით ვკაფიაობთ და არც გამარჯვება-დამარცხებისათვის ირჯება აქ ვინმე, მარა ეს ოხერი ენა უძვლოა და ვიცი, რამე უკადრებელი წამომცდება Smile)
ვისაც რა უნდა, ის ჭამოს,რა ჩვენი საქმეა...
რომელი "მზრეულების კურსების მაგისტრები" ჩვენა ვართ,რო სხვა საფიქრალი არა გვქონდესSmile cheers


პასუხი პროზაულად:
ეს თემა უაზრო სულაც არაა!
ამ თემის უარყოფამ დაასნეულა კაცობრიობის 97%.
"კაცია_ადამიანი?!"_ს ერთ_ერთი ვარიანტის მიხედვით
ლუარსაბი მწერალს საყვედურობს,
რაღა მე გამომაჭენეო?!
შენისთანა ათასია,შენ მომხვდი ხელშიო,_უპასუხა ილიამ...
ასეა დღესაც:
ილიას არ უჯერებდნენ და მე ვინა ვარ?!
კიდევ ესაა საწყენი:
როგორ უნდა დააჯერო რიგითი ადამიანები ამ თემის აუცილებლობაში,
როდესაც საქვეყნოდ ცნობილმა მწერლებმა ეს თემა_
არც მეტი და არც ნაკლები!_
ჩაწიხლეს შარებში!
ერთ_ერთი უდიდესი ნატუროპათი ანატოლი მალოვიჩკო უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევს იმას, თუ ერთი ადამიანი მაინც
გამოფხიზლდება და ბუნების კანონებს(უფრო სწორედ ღმერთს!)მიენდობა...ასეთი ადამიანი არა ჩანს თქვენს შორის.
ვამთავრებ შაირებსაც და ჩემი წიგნის ნაწილ_ნაწილ მოწოდებასაც სათანადო განყოფილებაში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 4:47 pm

Vaja Xornauli wrote:


:
ეს თემა უაზრო სულაც არაა!
ამ თემის უარყოფამ დაასნეულა კაცობრიობის 97%.
"კაცია_ადამიანი?!"_ს ერთ_ერთი ვარიანტის მიხედვით
ლუარსაბი მწერალს საყვედურობს,
რაღა მე გამომაჭენეო?!
შენისთანა ათასია,შენ მომხვდი ხელშიო,_უპასუხა ილიამ...
ასეა დღესაც:
ილიას არ უჯერებდნენ და მე ვინა ვარ?!
კიდევ ესაა საწყენი:
როგორ უნდა დააჯერო რიგითი ადამიანები ამ თემის აუცილებლობაში,
როდესაც საქვეყნოდ ცნობილმა მწერლებმა ეს თემა_
არც მეტი და არც ნაკლები!_
ჩაწიხლეს შარებში!
ერთ_ერთი უდიდესი ნატუროპათი ანატოლი მალოვიჩკო უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევს იმას, თუ ერთი ადამიანი მაინც
გამოფხიზლდება და ბუნების კანონებს(უფრო სწორედ ღმერთს!)მიენდობა...ასეთი ადამიანი არა ჩანს თქვენს შორის.
ვამთავრებ შაირებსაც და ჩემი წიგნის ნაწილ_ნაწილ მოწოდებასაც სათანადო განყოფილებაში.


Idea

პასუხის პასუხი ეგრევე პროზაულადა და არა ოდენ...

რაოოოო? დავხურეოოოო? ბოქლომიც ხო არ დაგიდევს ზედა?!Question

მაშა, მაშა რაღაი შენ იტყვი... Very Happy Very Happy

ან საშაირ-კაფიო თემის გასაღებ-დასაკეტი ვინ ჩაგიგდო ხელში? confused

მაშ დახურე არა?!
დახურე თემა, ეგრე ჩამოწყევლილები დაგვტოვე ამ საშობაოდა და გავჩუმდეთ-კე?!...drunken

სადა ხარ, ერთი გამოჩნდი, ხორნაულათ ვაჟიკავ და უპასუხე უფროსსა, რატომ ასცდი შაირ-კაფიის არსსა? ჰა?! ნებსით თუ უნებლიედ რო მიგვფალ-მოგვფალი ნახინკლავებ-ნასვამ-ნაჭამნი, საანდერძო-საეპიტაფიო ტექსტიც მოგვიმზადე და ცრემლიც არ დაგვადევნე! ემაგას გასწავლიდნენ შენ ლაშარის საკარგყმოშია ჰა?! affraid

გაიბუტე?
გაიბუტე და ეგრე იყავ გაბუტული... ვინ გითხრა, რო მაინდამაინ შენი უნდა იყოს ბოლო სიტყვა, ან რო ბოლოს მთქმელია მუდამ გამარჯვებული?
affraid


Last edited by სანათა on Tue Jan 06, 2009 4:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 4:55 pm

Quote :
სიკვდილს არ ერჩის ვაჟიკა_
ეძმობა შინ და გარეთა. sunny

ეგ დაგრჩათ:ცილისწამების
ჯენჭები მამაყარეთა,
ვისთვის რა დამიძალებავ
(აგრემც თქვენ გაიხარეთა!), Question Exclamation
მეგონა,ტვინზე გიწამლეთ,
ღვთის სიბრძნე მოგახმარეთა. flower

სამნი რო დამესიენით,_
მეოთხეც მაიყვანეთა,
მეხუთეც,მერე მეექვსეც,
მეშვიდეც დაიდარეთა, affraid
მერვემ წამლები გიზიდოთ,
"სასწრაფოდ" ივლის კარეტა,
დროშები თათქარიძისა
ლოგინად გაიშალეთა,
როცა მაჰკვდებით,სუდარად
თეფშები დაიფარეთა...


"ვაჟიკას დაუჯერეთო!"_
ანდერძად დაიბარეთა.

bounce cheers bounce

***

ხორნაულათ ვაჟიკამა

გაილაღე ნამეტურა,

მკითხველებ რო დაგვიგულე,

შაგვიტიე გაბედულად.

დიეტამ თუ გაგამწარა,

შაუჩვეველ შაჩვეულავ,

დიაცივით იწყევლები

თავ კი კაიყმადა გგულავ,

კაცის ენით დანაწყევი

მძლეთა-მძლესაც წელში ჰღუნავს.

სასმინარ კი შორ არ ივლის,

მანდვე ყურისძირში ბრუნავს.

ცოტას ენას მოუგონთე,

ახლო გყვანან წულ-ძმისწულან,

გინდ ლაშარი გაგწყრომია,

სანათა თუ დაგემდურა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 5:18 pm



1.
თემის დახურვა ბაომ ახსენა.
ბაო,ეგრე არ არი?!
(ეგრე არისო!).


2.
ტკბილ კაფიები მე არ გამიგია!
არც ოდები!_ეს ვისი ნათქვამია:
"კაწალხეველს აბოდებსა,
მიხოს უძღვნის აქ ოდებსა!"

ამ სიტყვების მერე არჩანდამ მომაშლევინა ტკბილი კაფიები!


3.
და მთავარი:

***
რა დროს შუღლია, სანათავ,
გულით გილოცავთ შობასა.

კეტიც რომ დაჰკრათ, ვაჟიკა
არ მოშლის თქვენთან ძმობასა.

ათას წელიწადს გაგიწევთ
ღვთისთვის მოსაწონ ყმობასა!



***
მრავალს დაესწარით!


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 5:28 pm

Quote :
***
ხორნაულათ ვაჟიკამა

გაილაღე ნამეტურა,

მკითხველებ რო დაგვიგულე

შაგვიტიე გაბედულად

დიეტამ თუ გაგამწარა

შაუჩვეველ შაჩვეულავ,

დიაცივით იწყევლები

თავ კი კაიყმადა გგულავ,

კაცის ენით დანაწყევი

მძლეთა-მძლესაც წელში ჰღუნავს

სასმინარ კი შორ არ ივლის,

მანდვე ყურისძირში ბრუნავს,

ცოტას ენას მოუგონთე,

ახლო გყვანან წულ-ძმისწულან,

გინდ ლაშარი გაგწყრომია,

სანათა თუ დაგემდურა...


***
ვაჟიკას წყევლა ვინა თქვა,
სად გაგონილა,ვისგანა?!

ლოცვა გითხარით კაფიით_
შთაგონებული ღვთისგანა.

ადგილი ჩემი შობისა
დამემოწმება მზისყანა!

bounce cheers bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 6:04 pm

Vaja Xornauli wrote:

***
ექსპრომტად მოგესალმებით თათქარიძიანთ "გმირებსა",
ხილს და მჟავე კიტრს ვერ არჩევთ_მკვდარიც კი გაიცინებსა,
ეშმაკის საჭმელ გაგიტკბათ,ჰყლაპავთ მწარეს და ტკბილებსა,
ცხიმით იღებავთ თითებსა,ძვლებზე ილესავთ კბილებსა,
არაყით გაცხელებულნი დაეძებთ ღობის ჩრდილებსა...

სიბრძნეს გიწვდიდით ღმერთისას_მეგონა,ვიხსნი მღილებსა,
ძალად ნაჭამი, სანათავ,შიგნეულს ააყვირებსა,
კუჭი გყოლიათ მბრძანებლად_როგორ აკადრებთ მცირესა,
ჩააყრით ხინკალ-კარტოფილს,გაძღება,დაიძინებსა,
მე მაშინ გაგახსენდებით,_გული რომ დაიჩივლებსა,
რეცეპტებს დაეკიდებით,დაემგვანებით ჩხირებსა,
კრუნჩხვებით თითებშეკრულნი ვეღარ შეიხსნით ღილებსა,
ყავარჯნებს დაკიდებულნი ვერ გადაივლით დირესა,
პამპერსიანი ბებრები ჭიპთან მიიტანთ ცხვირებსა!


"ას ორმოცი წლის ჯეელი" ფანდურს გაუბამს სიმებსა,
თავის სწორებ თუ მაუკვდნენ,დაატკბობს შვილთაშვილებსა,
იმათაც დიდხანს აცოცხლებს,ათას წელს მოულხინებსა!

cheers cheers cheers



***

დაიმჯდარხარ ჩემ ნალექსები,

გიჩხრიკავ ჰაიჰარადა,

კარგ მთქმელ მსმენ საფერი ჰფერობს,

შენ არ მამყურე, არა და -

აგვშურდი, მძორობ-მღილობით

გვამკობ-კე წარამარადა... Exclamation

შენ საწუნელი ქალ-მრგვალნი

“ურაკს” გყვან - ვედრო ლარადა. Very Happy

ერთ სარკეც უნდა გიყიდო

თავ ნახო ხანდიხანათა... Wink

მე ეგეთ ჯიშის გახლავარ

უფალი რო იფარავთა, cheers

დამბალხაჭო და ხინკალი

გვერგება უჭივარათა.

ჩემი ას ხუთ წლის ბერდედო

სიკვდილთან იყო მწყრალათა,

მეორეც, ას რვის გამხდარი,

სმა-ჭამას არ იკრძალავდა.

რვა შვილის ნამრავლი დღემდე

დაუდის უტკივარადა... sunny

ვაჟავ, ფანდურ რო ჩამაიფხან

ნაგრამის გასახარადა,

შენსას თუ დაიტრაბახებ,

არ დაგავიწყდეს სანათა. cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 6:12 pm

ბრმათ დასანახად გამოვდე -
მტყუანი რო არ გამოვჩნდე!


ამას აღარც ქვეტექსტებში კითხვა სჭირდება....

ახლა მე წავედი შობის შესახვედრად და ჩემ ჩამოსვლამდე ეგება აემ კაწალხეველსა კაფია ასწავლოთ და ნათქვამის კაააარგად კითხვაცა... სხვაფრივ მშვიდობით ბრძანდებოდეთ და ბედნიერი შობა მოგსვლიყოთ!



სამნი რო დამესიენით, -
მეოთხეც მაიყვანეთა,
მეხუთეც, მერე მეექვსეც,
მეშვიდეც დაიდარეთა,
მერვემ წამლები გიზიდოთ,
"სასწრაფოდ" ივლის კარეტა,
დროშები თათქარიძისა
ლოგინად გაიშალეთა,
როცა მაჰკვდებით, სუდარად
თეფშები დაიფარეთა...

"ვაჟიკას დაუჯერეთო!" -
ანდერძად დაიბარეთა.
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 8:30 pm

სანათა wrote:
ბრმათ დასანახად გამოვდე -
მტყუანი რო არ გამოვჩნდე!


ამას აღარც ქვეტექსტებში კითხვა სჭირდება....

ახლა მე წავედი შობის შესახვედრად და ჩემ ჩამოსვლამდე ეგება აემ კაწალხეველსა კაფია ასწავლოთ და ნათქვამის კაააარგად კითხვაცა... სხვაფრივ მშვიდობით ბრძანდებოდეთ და ბედნიერი შობა მოგსვლიყოთ!


***
შენს შაირებში,სანათავ (გეტყვი და ნუ გეწყინება),
ჯერ ღმერთის დამცირებაა და მერე_ჩემი გინება,
თეთრს შავად რატომ მისაღებ (ქვეყანას გაეცინება),
ხუმრობა წყევლად მიქციე (მტერსაც კი აეტირება)...
ასე ყოფილა ყოველთვის _ ხან გიჭირს, ხან გელხინება,
მწარე სიმართლეს სცოდნია შარების აჯეჯილება,
კარგი არ დაემართება, ვინც მზისკენ აედინება,
ვინც სხვისთვის თვალის ახელა და სიხარული ინება,
ცივს გულს და უძვლო ენასა ვინც სიტყვით შაერკინება!


მისამღერი:

გეტყობათ, სიკვდილ გაშინებთ
(შიშის ცხენ გააჭენეთა),
დღესვე მაგიკვდეთ ვაჟიკა,
ფშავისკენ წაასვენეთა!

Sad cheers Sad
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 8:33 pm

***
შენ გენაცვალე სანათავ,
კაცის სიმართლით გამნათლავს!


მეც არ მცალია ახლა, სანათაც თელავშია და შობის მოლოცვის გარდა სიტყვას არ დავძრავ!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 8:45 pm

bao wrote:
***
შენ გენაცვალე სანათავ,
კაცის სიმართლით გამნათლავს!


მეც არ მცალია ახლა, სანათაც თელავშია და შობის მოლოცვის გარდა სიტყვას არ დავძრავ!





მე უკვე მოგილოცეთ
და კიდევ ერთხელ გილოცავთ!


***
მილიონ გაზაფხულს(და უფრო მეტსაც)
დაგასწროთ ღმერთმა...

sunny cheers sunny


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Thu Jan 08, 2009 6:39 pm



კვლავ დაგილოცავთ სიყვარულს,
წინაპრის ხმალს და ძუძუსა.


ღმერთმა მოხედოს მამულსა_
ამ ულამაზეს უძლურსა...


აწ:"ორმოცი დღით მშვიდობით",_
ვეტყვი "შაირის" კუნძულსა!

sunny cheers sunny king queen flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Fri Jan 09, 2009 9:04 am

Vaja Xornauli wrote:


Quote :
გეტყობათ, სიკვდილ გაშინებთ
(შიშის ცხენ გააჭენეთა),
დღესვე მაგიკვდეთ ვაჟიკა,
ფშავისკენ წაასვენეთა!


კვლავ დაგილოცავთ სიყვარულს,
წინაპრის ხმალს და ძუძუსა.



ღმერთმა მოხედოს მამულსა_
ამ ულამაზეს უძლურსა...


აწ:"ორმოცი დღით მშვიდობით",_
ვეტყვი "შაირის" კუნძულსა!

sunny cheers sunny king queen flower

lol!
ვაჟავ, მითხარ, კაწალხევში
ვიდრე ქელეხ გაიმართავო,
ფშავის მიწა როდის გახდა
ხორნაულთა სასაფლაო?!

confused
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Fri Jan 09, 2009 9:25 am




"ორმოცი დღე" ჩემს ბოლო ექსპრომტში შემთხვევით არაა ნახსენები.დარდთანაა დაკავშირებული. ორმოცი დღის მერე იქნება პასუხი...ისე,კაცმა რომ თქვას,ჩემი ლექსის მერე,რომელიც არის თემაზე_"არწივებს ჩასძინებოდათ"_პასუხი აღარც უნდა იყოს საჭირო გონიერთათვის...გისურვებთ წარმატებებს.არ ინერვიულოთ_ორმოცი დღე მალე გაივლის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 12, 2009 3:36 pm



მართლაც,ვერაფერს გაუგებ
ქვეყანას გასაკვირველსა:
ვდარდობდი ხუცურაულსა_
წაქცეულ მოშაირესა,
თურმე ფეხზედა ყოფილა,
ამშვენებს მზეს და ჩრდილებსა,
არა შორდება ჩემს ბაღსა,
დაჰყვება ღობის ძირებსა
(ორმოც დღე ორზე დავიდა,
ფიქრს გამოვუსხლტი მძიმესა),
კაფიაც გადმამიქნია
(გაიელვ_გაიბრწყინებსა),
მიიღებს "კაი" პასუხსა
და "ტკბილად" დაიძინებსა...

sunny sunny cheers bounce bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 12, 2009 3:48 pm

Quote :
lol!
ვაჟავ, მითხარ, კაწალხევში
ვიდრე ქელეხ გაიმართავო,
ფშავის მიწა როდის გახდა

ხორნაულთა სასაფლაო?!

confused




ეს დედამიწა,სანათავ,
ღმერთისგან ბოძებულია,
მკვდარს,სადაც გინდა,დამარხავ,
ყოველთვის მოგებულია...


ჭკუა შენი და ჭუკისა
ერთურთზე მორგებულია.

...
შამამხვევიხარ გულზედა
ელვით გაუჭრელ ბაწრადა,
ბარემ საფლავშიც ჩამამყევ_
გამამადგები წაწლადა.

მ ი ს ა მ ღ ე რ ი:
------------------------
ერთსაც გეტყვი,შემოგევლე,
ასკილივით შარიანო,
კაწალხევში სხვებზე მეტნი
ხორნაულებ არიანო,
ცაბაურნი,წიკლაურნი
ალაგ-ალაგ ჰყვავიანო.

flower cheers flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 12, 2009 4:09 pm

bao wrote:
***
შენ გენაცვალე სანათავ,
კაცის სიმართლით გამნათლავს!


მეც არ მცალია ახლა, სანათაც თელავშია და შობის მოლოცვის გარდა სიტყვას არ დავძრავ!


bounce

ძველით საახალწლო
ექსპრომტი სანათას
----------------------------
ბაოს ტაშებ გათამამებს,
თანაც "გამნათლავის" ტიტულ,
სიამაყით გადმამყურებ
მაღლა-მაღლა ფრინდი-ფრინდულ,
რის "გამნათლავ",რა "გამნათლავ"!_
რაღა შენ და რაღა ფიტულ,
ცალ ფეხაით მიწას მდგარი,
ცალ ფეხაით ჩამაკიდულ,
ასაკითა_უკვე სრული,
გონებითა_ჭყინტულ-ბინდულ.

*
ნუთუ ისევ არაფერი?
ნუთუ ისევ ჯიუტ-დიდგულ??
ქაფქირაის ჭუჭრუტანით
მუქარითა გამოჭყიტულ???!
...
დიდუუუუუუუ!


Basketball cheers Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 12, 2009 10:53 pm

Vaja Xornauli wrote:
bao wrote:
***
შენ გენაცვალე სანათავ,
კაცის სიმართლით გამნათლავს!


მეც არ მცალია ახლა, სანათაც თელავშია და შობის მოლოცვის გარდა სიტყვას არ დავძრავ!


bounce

ძველით საახალწლო
ექსპრომტი სანათას
----------------------------
ბაოს ტაშებ გათამამებს,
თანაც "გამნათლავის" ტიტულ,
სიამაყით გადმამყურებ
მაღლა-მაღლა ფრინდი-ფრინდულ,
რის "გამნათლავ",რა "გამნათლავ"!_
რაღა შენ და რაღა ფიტულ,
ცალ ფეხაით მიწას მდგარი,
ცალ ფეხაით ჩამაკიდულ,
ასაკითა_უკვე სრული,
გონებითა_ჭყინტულ-ბინდულ.

*
ნუთუ ისევ არაფერი?
ნუთუ ისევ ჯიუტ-დიდგულ??
ქაფქირაის ჭუჭრუტანით
მუქარითა გამოჭყიტულ???!
...
დიდუუუუუუუ!


Basketball cheers Basketball

Quote :
შამამხვევიხარ გულზედა
ელვით გაუჭრელ ბაწრადა,
ბარემ საფლავშიც ჩამამყევ_
გამამადგები წაწლადა.
მ ი ს ა მ ღ ე რ ი:
------------------------
ერთსაც გეტყვი,შემოგევლე,
ასკილივით შარიანო,
კაწალხევში სხვებზე მეტნი
ხორნაულებ არიანო,
ცაბაურნი,წიკლაურნი
ალაგ-ალაგ ჰყვავიანო.

რაში მინდა ხორნაულო
ბაოს ტაში, მიხოს ოდა,
რაკი ღმერთმა შემინდო და
თანაც ისე შემიცოდა,
ამ მიწაზე ფშავლად მშვა და
ენაც მომცა ცოტა-ცოტა,
ოღონდ იქვე გამაფრთხილა-
ერიდეო უნიჭოთა...
ასეთ თამამს, ასეთ მდიდარს,
აქ მოხვედრილს საფიხვნოდა,
წაწლებისაც გრძელ რიგ მიდგას,
მე ვინ გამხდის საშენოდა? bounce Wink


Last edited by სანათა on Mon Jan 12, 2009 11:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 12, 2009 11:46 pm

Vaja Xornauli wrote:
[მ ი ს ა მ ღ ე რ ი:
------------------------
ერთსაც გეტყვი,შემოგევლე,
ასკილივით შარიანო,
კაწალხევში სხვებზე მეტნი
ხორნაულებ არიანო,
ცაბაურნი,წიკლაურნი
ალაგ-ალაგ ჰყვავიანო.
[/size]
flower cheers flower


ამიტომაც კაწალხევლებ
გემატებათ ბრაკზე ბრაკი,
არც შენ ჰღირხარ საპასუხოდ
ეს იქნება ბოლო "ზნაკი "Wink
ორმოც დღესაც ვერ იგლოვე
შენივ უხფო ნალაქლაქი,
კაფიობა სწორთან მიყვარს,
მოვრჩი შენთან ლაპარაკი
Exclamation
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 13, 2009 8:10 am

რაში მინდა ხორნაულო
ბაოს ტაში, მიხოს ოდა,
რაკი ღმერთმა შემინდო და
თანაც ისე შემიცოდა,
ამ მიწაზე ფშავლად მშვა და
ენაც მომცა ცოტა-ცოტა,
ოღონდ იქვე გამაფრთხილა-
ერიდეო უნიჭოთა...
ასეთ თამამს, ასეთ მდიდარს,
აქ მოხვედრილს საფიხვნოდა,
წაწლებისაც გრძელ რიგ მიდგას,
მე ვინ გამხდის საშენოდა? bounce Wink
[/quote]




ნაზო და ჰაეროვანო,
გვირილას სიზმარივითა,
მე ია-იებს ველოდი,
შენ მსუსხავ ჭინჭარივითა,
გალობას,შენთვის მოძღვნილსა,
ირეკლავ ფიქალივითა,
ვაჟიკას ტანჯვით ჰკაიფობ,
"ვით პახმელია პივითა",
არადა,ვიცი, მოგწონვარ
დანივრულ ხინკალივითა.


***(მისამღერი):
----------------------
ვაჟიკა კაწალხეველი
ღიღინით მოდიოდაო:
"ნეტა მე სარად მაქცია,
სანათა_ლობიოდაო!"

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 13, 2009 8:30 am

[/size] flower cheers flower[/quote]


ამიტომაც კაწალხევლებ
გემატებათ ბრაკზე ბრაკი,
არც შენ ჰღირხარ საპასუხოდ
ეს იქნება ბოლო "ზნაკი "Wink
ორმოც დღესაც ვერ იგლოვე
შენივ უხფო ნალაქლაქი,
კაფიობა სწორთან მიყვარს,
მოვრჩი შენთან ლაპარაკი
Exclamation
[/quote]





"კაფიობა სწორთან გიყვარს?!"_
თანაც ქვემოთ_"ჭე"-კლასშია.


მე პირველი ლიგისა ვარ,
მონათლული ზეცაშია.


წაწლების რიგს არ გისურვებ,
ჩამასდნები ხვევნაშია.


კარგს იზამდი,ათ სახედარს
თუ გასცვლიდი მერანშია!


lol! cheers cheers cheers lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 13, 2009 5:29 pm

კაფიობა სწორთან მიყვარს,
მოვრჩი შენთან ლაპარაკი!

Exclamation Exclamation Mad
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 13, 2009 6:23 pm

სანათა wrote:
კაფიობა სწორთან მიყვარს,
მოვრჩი შენთან ლაპარაკი!

Exclamation Exclamation Mad




მრავალ ახალ,
მრავალ ახალ,
მრავალ ახალ წელიწადს!


იმრავლეთ,იხარეთ,იბედნიერეთ!

თქვენთვის მარადის კარგის მსურველი.

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Mar 10, 2009 11:52 pm

ეს ყველაზე პოპულარული კაფიობა არის მთელ ბობოისკარზე.
მალე აღარც იქნება ეგეთი რეიტინგული - მიჰხვდნენ მოკაფიავე ქალბატონები, როგორი ობროდიც არის ეს არჩანდა...
აი, აჰა, -
აბა, კაცი რო აეგრე გამოჰხატავს საკუთარ თავს, ობროდია, მაშ, რა არის?




ციკლიდან: ”მიხო რომ ერთ დროს ჰხატავდა ხოლმე” - ეს არის ავტოპორტრეტი, ფანქრის მაგივრად ხელთ ეპყრა კომპიუტერის მაუსი და ქაღალდის მაგივრად - მონიტორის ეკრანზედ ჰქმნიდა ამ ”შედევრსა”, ხანა მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარისა.

პატივისცემით,
ბობორიკი

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   

Back to top Go down
 
ქალებმა შამამიტიეს...
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: