არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 
 ქალებმა შამამიტიეს...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sat Jan 03, 2009 9:10 pm

ვინც არ შესჭამს ცხრა ცალ ხინკალს,
"სანათ-ფართზე" აღარ მიმყავს,
აღარც გამარჯობას ვეტყვი,
არც დავუბნევ გულზე მიხაკს,
აღარც ვეკაფიავები,
ბუტე-ბუტე, აღარც მიყვარს!
ჩემი გული ვერ მოიგოს,
რაც უნდ "გაჭედილი" მითხრას
king
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sat Jan 03, 2009 9:23 pm

Rolling Eyes

რა დალიე მაგოდენა, ხმას რო არ მცემ მიხოსერავ,
თითქო აპარატი ვიყო, გიჩვენებდე მაღალ წნევას.
დაიც, მარო ჩამოვიდეს, გახდე იმის ანაწერა.
მერე ვნახავ, ამ ჩვენ "ნაჭედს" როგორ გადმოხედავ ცერად.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sat Jan 03, 2009 9:39 pm

bao wrote:
Rolling Eyes

რა დალიე მაგოდენა, ხმას რო არ მცემ მიხოსერავ,
თითქო აპარატი ვიყო, გიჩვენებდე მაღალ წნევას.
დაიც, მარო ჩამოვიდეს, გახდე იმის ანაწერა.
მერე ვნახავ, ამ ჩვენ "ნაჭედს" როგორ გადმოხედავ ცერად.

drunken

***
ბაო, მე მთლად ფხიზლად ვერ ვარ,
ეს ჩემი ხმაც - ექოსია...
მავჰყევ ძაან მაგარ ღელვას,
ჩამამკიდე ჭერხოშია...

rendeer
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sat Jan 03, 2009 10:06 pm

***
არ ჩამოგკიდებ ჭერხოში,
ცოდო ხარ, მიხოვ, შაგერგოს!
წელს მაინც ერთი ქართველი
მწერლის ნობელი გაგვეგოს!..
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 8:24 am

bao wrote:
affraid

გინახავთ სადმე,ხინკლისგან
კაცი კვდებოდეს ჭირითა?
ვისაც არ გინდათ, დამშვიდდით,
თქვენთვის მოვხარშავთ ჩირითა,
შიგ ბალახ-ბულახს ჩავკეპავთ,
არ გადავტვირთავთ ცხიმითა,
აფსუს, ხინკალო, ფშაველიც
რო გწუნობს თავის პირითა,
ჩინურ რესტორანს ესტუმროს,
გამოტყვრეს ბრინჯის ღვინითა.
ვახ მე, რა მოგდით, ქართველნო,
ძველ მადლით ვეღარ ხვივითა,
დასხედით ჭამეთ ბალახი,
თმებ შაიღებეთ ინითა,
რო მოვკვდე, ჩემ შესანდობარს,
ქელეხშიც ყავით იტყვითა?

No affraid No

კაი ხანია,რაც გული
ამგვარად არა მტკენია_
გუგუნებს(თანაც როგორა!)
თათქარიძეთა გენია...
ამათი გადარჩენა მსურს,
მაგრამ ვგონივარ მტერია,
მიკივის:ღმერთის სიბრძნესა
გერჩივნოს ხინკლის წვენია,
სამი ჯვარი აქვს ხინკალსა
(ეს ადრეც მომიწერია)_
ცომი და ხორცი ერთადა
კუჭის კიბოთი მღრნელია,
არ მინდა,ადრე დაბერდეთ,
დაჰკარგოთ ძალა-ფერია.

შეხედეთ კაწალხეველსა_
მუხლით ნამდვილი მგელია,
სირბილით ავა ფშავამდე_
ვითომდა არაფერია!

როცა ბიბლიის არ გჯერა,
კამათი ძაან ძნელია!

"გონს მოდით"_არ დაიმოკლოთ
სიცოცხლის ტურფა დღენია
!!!

confused affraid bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 8:31 am

bao wrote:

***
ვინც არ შესჭამს ცხრა ცალ ხინკალს,
"სანათ-ფართზე" აღარ მიმყავს,
აღარც გამარჯობას ვეტყვი,
არც დავუბნევ გულზე მიხაკს,
აღარც ვეკაფიავები,
ბუტე-ბუტე, აღარც მიყვარს!
ჩემი გული ვერ მოიგოს,
რაც უნდ "გაჭედილი" მითხრას.

***
ვაჟიკა კაწალხეველსა
ოღონდ ნუ გაებუტები_
ას ხინკალს დავიგემოვნებ,
თან მწვადსაც მივუბრუნდები,
ჟიპიტაურსაც გადავჰკრავ,
წაწალსაც ჩავეხუტები!

king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 11:43 am

king

მე შენ გეტყვი,ყოველ დილას ვყლაპავთ ცხელ-ცხელ ცხრა-ცხრა ხინკალს,
ეჰ, ვაჟიკავ, ხალხი,ხშირად უფრო ქვაბის ძირსა ფხიკავს.
სუ ვმარხულობ და სუ ვხუმრობ "სანათ-ფართის" ანგარიშზე,
ყველანი თუ ამოვწყდებით, "უკაფიოდ" არ დაგვირჩე!
sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 12:06 pm

santa

სანათ-ხინკალ-ფართზედ თქმული
(პასუხად ბაოს)

ცხრას არა, ბაო, ათს შავჭამ,
არაყის ზედ მიგულებით,
მეთერთმეტეზე - თუნდ მამკალ,
"იგნორში" მავჰყვე სრულებით -
ვერაფრით ვერ შამაჭამო,
რომც მამიძულო ძულებით.
ათიან საზომში ვზივარ,
ნუ შამაფასებ ქულებით...
სანათ-ფართზე თუ მავხვდები,
დღე ლხინად განმესრულების...

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 12:26 pm

ესა მიხოსაც და ვაჟიკა კაწალხეველსაც, სუ რო ავადმყოფობები ეჩვენება და იძახის, ეს არ ჭამოთ და ის არ ჭამოთოSmile)

მოხვდები, თანაც შუაგულს,
ჩოხაც ნამზევი გეცმევა,
გინდ ჭამე, გინდაც ნუ შასჭამ,
ეგ დარდ სუ ფეხზე მეწევა.
მაინც იმ ბედით მოვკვდებით,
რაც დაბადებით გვეწერა,
გინდ შაქრიანი მიირთვი,
გინდ უმარილო მწნილია,
კაცის ნება და სურვილი,
საუფლოსთან ხო წირია.
მე თუ მკითხავენ, ვიტყოდი,
ყველა დიეტას ჯობია,
თუ სულს სიხარულს ანიჭებ,
არ ხარ - "სიკვდილაფობია",
თორემ არც ჟიპიტაური,
და არც ხინკალი ბომბია,
ვსვათ და ვილხინოთ ქართულად,
შიშს სიყვარული სჯობია!!!

წირი - მირაჟია ,(საბა).
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 3:34 pm

pirat cyclops Arrow

ლოპოტს ყოვმა დაიჩივლა

ლოპოტს ყოვმა დაიჩივლა,
თავის დარდი, კალმახურებრ -
უსმელ-უჭმელ არ მავხკვდები,
თუნდ თავს ლეჩაქ დამახურე!

P.S.
გეფიცები, არ ვახურებ,
მარტო ჩემთვინ ვარაკუნებ...

lol! cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 4:16 pm

bao wrote:
ესა მიხოსაც და ვაჟიკა კაწალხეველსაც, სუ რო ავადმყოფობები ეჩვენება და იძახის, ეს არ ჭამოთ და ის არ ჭამოთოSmile)

მოხვდები, თანაც შუაგულს,
ჩოხაც ნამზევი გეცმევა,
გინდ ჭამე, გინდაც ნუ შასჭამ,
ეგ დარდ სუ ფეხზე მეწევა.
მაინც იმ ბედით მოვკვდებით,
რაც დაბადებით გვეწერა,
გინდ შაქრიანი მიირთვი,
გინდ უმარილო მწნილია,
კაცის ნება და სურვილი,
საუფლოსთან ხო წირია.
მე თუ მკითხავენ, ვიტყოდი,
ყველა დიეტას ჯობია,
თუ სულს სიხარულს ანიჭებ,
არ ხარ - "სიკვდილაფობია",
თორემ არც ჟიპიტაური,
და არც ხინკალი ბომბია,
ვსვათ და ვილხინოთ ქართულად,
შიშს სიყვარული სჯობია!!!

წირი - მირაჟია ,(საბა).

drunken affraid drunken
დიდი სიმართლე სადაა_
როგორ აიმღვრა ცხოვრება!

ეს მერამდენედ შენს ლექსში
კუჭმა აჯობა გონებას!

No bounce No
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 4:23 pm

bao wrote:
king

მე შენ გეტყვი,ყოველ დილას ვყლაპავთ ცხელ-ცხელ ცხრა-ცხრა ხინკალს,
ეჰ, ვაჟიკავ, ხალხი,ხშირად უფრო ქვაბის ძირსა ფხიკავს.
სუ ვმარხულობ და სუ ვხუმრობ "სანათ-ფართის" ანგარიშზე,
ყველანი თუ ამოვწყდებით, "უკაფიოდ" არ დაგვირჩე!
sunny

ნუთუ ისე აირია
და დაინგრა ქვეყანაო?!

ყველანი თუ ამასწყდებით,
მეც წამოვალ თქვენთანაო.

ხინკლის ხვევა არ დაიწყოთ
საიქიოს გზებთანაო...

მკვდრებს მაინც ნუ დამიწამლავთ_
ნუ შამარცხვენთ მკვდრებთანაო
!
bounce affraid bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 4:33 pm

არჩანდა wrote:
pirat cyclops Arrow

ლოპოტს ყოვმა დაიჩივლა

ლოპოტს ყოვმა დაიჩივლა,
თავის დარდი, კალმახურებრ -
უსმელ-უჭმელ არ მავხკვდები,
თუნდ თავს ლეჩაქ დამახურე!

P.S.
გეფიცები, არ ვახურებ,
მარტო ჩემთვინ ვარაკუნებ...

lol! cheers sunny
cheers

ტოკიოში ამ დილაზე,
აი,რა თქვა აპრაკუნემ:

"ხან გოჭის ძვლებს ვაკნაწუნებ,
ხან სტაფილოს ვახრამუნებ,
ალაგ-ალაგ ვღიღინებ და
ალაგ-ალაგ ვაჩმახუნებ.

საცა კაი ქალსა ვნახააააამ,_
იმის კარზე ვაბრაგუნეეეეებ!"

cheers affraid cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Sun Jan 04, 2009 10:30 pm

Rolling Eyes

ბატონ ვაჟას გაბრაზებული ბაოსაგან! რომელსაც ცილი დასწამა, "კუჭი გიჯაბნის გონებასაო". ბაო ახტა-დახტა, იფიქრა, უფროსი კაცია, პოეტია, უბნელია, როგორ ვაკადრო ზედმეტიო, მარა მაინც თქვა და, ბოლო-ბოლო, დაამთავრა ეს "შაბათ-კვირული კაფია", რომელიც ბრაზილიური სერიალივით უნიჭოდ გაგვეწელა ორივეს. თან ხვალ სამუშაო კვირა იწყება და აღარც გვცალია სისულელეებისთვის.

***
კუჭი ხინკლის გამიგია,
კაფია არ წამიგია,
მაგრამ სიტყვას აღარ გეტყვი,
თუ გგონივარ "ჭამის ჭია".
მობალახე ფშაველს ბევრად,
მოკაფიე მირჩევნია,
აქამდისაც ბეჩავს თავი
ამ გონებით მირჩენია,
თუ ენას წინ კუჭი მისწრებს,
თუ გგონივარ "ხინკლოფილი", -
მე პასს! ჩემთვის ნუ მოცდები,
იყავ ბალახს მინდობილი,
ეშაირე, ვისაც მოჰხელ,
როცა ფხლისთვის მინდორ ივლი...
Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 8:24 am

bao wrote:
Rolling Eyes

ბატონ ვაჟას გაბრაზებული ბაოსაგან! რომელსაც ცილი დასწამა, "კუჭი გიჯაბნის გონებასაო". ბაო ახტა-დახტა, იფიქრა, უფროსი კაცია, პოეტია, უბნელია, როგორ ვაკადრო ზედმეტიო, მარა მაინც თქვა და, ბოლო-ბოლო, დაამთავრა ეს "შაბათ-კვირული კაფია", რომელიც ბრაზილიური სერიალივით უნიჭოდ გაგვეწელა ორივეს. თან ხვალ სამუშაო კვირა იწყება და აღარც გვცალია სისულელეებისთვის.

***
კუჭი ხინკლის გამიგია,
კაფია არ წამიგია,
მაგრამ სიტყვას აღარ გეტყვი,
თუ გგონივარ "ჭამის ჭია".
მობალახე ფშაველს ბევრად,
მოკაფიე მირჩევნია,
აქამდისაც ბეჩავს თავი
ამ გონებით მირჩენია,
თუ ენას წინ კუჭი მისწრებს,
თუ გგონივარ "ხინკლოფილი", -
მე პასს! ჩემთვის ნუ მოცდები,
იყავ ბალახს მინდობილი,
ეშაირე, ვისაც მოჰხელ,
როცა ფხლისთვის მინდორ ივლი...

Smile

მინდორზეც ივლის ვაჟიკა,
მწვერვალსაც მოეკიდება,
ფეხი არ მოუცურდება,
თვალი არ შეუშინდება,
ხორცის მჭამელი თუ ნახა,
გუნება დაუმძიმდება,
ვაშლი თუ ნახა_იხარებს,
ფიქრები გაუბრწყინდება,
არც შაირობას მოიშლის,
სიტყვა არ გაუცივდება,
დამარცხებული მეტოქე
ხევგაღმა გაუფრინდება!

***
ბაოს ვუგზავნი სახსოვრად
ლექსს_ფოთოლივით ციდასა:
"ხორცის მჭამელი მგელსა ჰგავს,
ხილის მჭამელი_წმინდანსა!"

Very Happy cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 9:31 am

Vaja Xornauli wrote:

Exclamation Idea Arrow
რაკი ეს აცა-ბაცა პასუხი დაუწერე ალალბედზედა, ამ კაფიობაში გამარჯვებული კი არა ხარ, კაწალხეველო!..
Smile
აექ ბაომ პიწმინდად მაგიგო, თუ ჩემი შეხედულება გაინტერესებს, და, ვინ ოხერმა დაგვინიშნა არჩანდა არბიტრადაო, ამას თუ იტყვი და თუ აქ შეკრებილი ხალხის აზრიც გაინტერესებს - გამოკითხვას გავაკეთებ, რომ ვის უფრო დაუჭერენ მხარსა.
გინდა და გაჰბედავ?
cyclops Basketball santa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 9:57 am

რი შეჯიბრი,რა შეჯიბრი!
ისე,ძმაო,ერთი რამეა:
ხორციმჭამელები იტყვიან,ბაომ გაიმარჯვაო,
ხილიმჭამელები იტყვიან,_ვაჟიკამ გაიმარჯვა დიდი უპირატესობითაო!
აქა ხილიმჭამელი(ბოსტნეულისაცა!)მარტო ვაჟიკაა,დანარჩენები(ავტორებიცა და მსმენელებიცა) ხორცის მოყვარულნი ბრძანდებით და,რასაკვირველია,ბაოს გამოაცხადებენ გამარჯვებულადა!..პირველი მივულოცავ.

***
არ მინდა შეჯიბრ_მეჯიბრი,
არც_პრიზები და ქულები.
სატანის მენიუზე ხართ,
ჩემში მადლია ბუნების!

***
ხალხს ბიბლიის მაგალითებისა არა სჯერა(ჭამა-სმასთან დაკავშირებით) და მე ვინ რას დამიჯერებს?!_ამიტომ ხომ არა სჯობია,შევაჩეროთ ჩემი წიგნის თემა?!_თითქმის ყვალა საწინააღმდეგოდაა განწყობილი!

***
შამაუძახა ვაჟიკამ
არჩანდას_ძმასა,ჯიგარსა:
"ერთი მტევანი მირჩევნის
ათას მწვადსა და ხინკალსა!"

king sunny Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 10:20 am

cat Laughing study

მე არა მგონია, კაფიაში მოგება-წაგება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ ვინ რას ვჭამთ და ვეგეტარიანელები ვართ თუ არა...

ვეგეტარიანულ თემაზე დაწერილი კაფიები - ჯერ კაფიებია!

და მე ის გითხარი - რაკი პასუხი დაუწერე, ნაადრევად ნუ იზეიმებ გამარჯვებას მეთქი...

ცნობისათვის - სანათაც ერიდება ხორცს, რამდენადაც ვიცი და სხვებს კი არ გვიკრძალავს, - ხინკალი არა ჭამოთო... რჩევა - შეიძლება და აკრძალვა - საკაფიო გახდა, ხო ხედავ, ვაჟიკავ?

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 11:22 am

ჩემთვის კაფია სიყვარულის გამოხატულებაა და არა_შეჯიბრი.ამ მიმართულებით კაცების დამარცხებას არა ვცდილობ და ქალებს შევეჯიბრო?_მით უმეტეს ბაოს_დობილსა და თანამოკალმეს?!.კაფია მისთვისაც სიყვარულის გამოხატულება მგონია და ვულოცავ ამ ღვთიურ გრძნობაში გამარჯვებას!..
შაირი და კაფია მამაჩემმა იცოდა თუ იცოდა_მე იმასთან არაფერი არა ვარ...არც მქონია ამ სფეროში პრეტენზიები.ჩემთვის შაირ-კაფია იგივეა,რაც მსუბუქი მოთელვა თამაშის წინ ფეხბურთელებისთვის...ერთი სიტყვით,ბრწყინვალე საშუალებაა პოეტური ფორმის შესანარჩუნებლად.

sunny cheers sunny Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 12:05 pm

Vaja Xornauli wrote:

ჩემთვის კაფია სიყვარულის გამოხატულებაა და არა_შეჯიბრი.ამ მიმართულებით კაცების დამარცხებას არა ვცდილობ და ქალებს შევეჯიბრო?_მით უმეტეს ბაოს_დობილსა და თანამოკალმეს?!.კაფია მისთვისაც სიყვარულის გამოხატულება მგონია და ვულოცავ ამ ღვთიურ გრძნობაში გამარჯვებას!..
შაირი და კაფია მამაჩემმა იცოდა თუ იცოდა_მე იმასთან არაფერი არა ვარ...არც მქონია ამ სფეროში პრეტენზიები.ჩემთვის შაირ-კაფია იგივეა,რაც მსუბუქი მოთელვა თამაშის წინ ფეხბურთელებისთვის...ერთი სიტყვით,ბრწყინვალე საშუალებაა პოეტური ფორმის შესანარჩუნებლად.

sunny cheers sunny Basketball

cheers

ვაჟიკავ, რაც მამაშენმა იცოდა, ის არის ნამდვილი კაფია და არ მიწყინო, მაგრამა - შენ კაფიებს ვერ ამბობ აქა, მარტო მოთელვა რო გგონია, იმიტომ მოგდის ეგრე! თორემ შენ მეტი შეგიძლია... ოღონდ მარტო პოეზიაში და კაფიაში - შენ თავად ამბობ და მეც გეთანხმები...

ერთიც არის, რომ კაფია ყველას არ შეუძლია - ვაჟა-ფშაველას არ შეეძლო, მაგალითად, და გაცილებით სჯობდნენ მერცხალა თუ ყრუვ გიორგი...

განა ვხუმრობ, კაცოო - ეს ბაო და ეს სანათა მე არ მიმეტებენ ხოლმე, თორო - ძაან ცუდ დღეში ჩამაგდებენ, რო მოინდომონ... იმიტომ, რომ კაფიის თქმა შეუძლიანთ - და განსაკუთრებით სანათასა, - მაგას ცოცხალ ფშაურ კაფიაში ისეთები აქვს ნათქვამები, რო - ეგეთა რამე მე რო მითხრან, მარტო იმ სუფრზე კი არა, იმათ სანათესაოს აღარ გავეკარებოდი ახლოსა...

განა ტყუილად ვიძახი, რომ მე ამათა, აემ ბაო-სანათასა სავარჯიშოდა ვყავარ აქა - ჩემზე ადრე ეს გივი ალხაზიშვილმა შენიშნა "ებლიტფოზე" და მითხრა კიდეც - ეგენი შენ არ გიმეტებენ, თორო მერცხალასებურიც შაუძლიანთო და მერე გენახა შენი ბრალიო...
მოკლედ, მე იმიტომ ვარაკუნებ აქა ამდენ სისულელესა, რო ამათ ვათქმევინო კაი რამეები ხოლმე...
drunken
ეგრეა და, თუ გინდათ, მამკალით ვინმემა...

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 2:50 pm

მართალი ხარ.
ვაჟა-ფშაველას კაფიაობა,იცი,რას მაგონებს?_აი,ორაგული რო ამოვარდეს ოკეანიდან
და მორევში შეეჯიბროს ლამაზ-ლამაზ კალმახებსა...იქ ვერ დაეტევა და ვერ გაიბრწყინებს ისე,როგორც ოკეანეში.
თანაც:ჩვენ რასაც კაფიებს ვეძახით,ხშირად კაფიები კი არა,ერთმენეთის გალექსება(გაშაირება)უფროა...ჩემგან რა გესწავლება და კაფია ერთი რითმებით უნდა გადიოდეს ბოლომდე(რაც გალექსებაში არაა აუცილებელი), პასუხი პასუხს(უსიტყვო ბანის ფონზე)ელვის სისწრაფით უნდა მოჰყვებოდეს_თუ პაუზა გაგიგრძელდა, ან რითმას გადაუხვიე, წაგებაა! მერე, კაცო, დღევანდელებმა ერთი რამეც არ იციან: შეჩერება მაშინ, როცა მოპაექრე მაგარს გეტყვის. კაწალხევში იყო ერთი კაცი,მამაჩემს ათჯერ რომ ჩაეგდო "ნოკაუტში", მაინც არა ჩერდებოდა_ერეკებოდა და ერეკებოდა!_მთელი სოფელი დასცინოდა ამის გამო!

***
მამაჩემს უცებ სჩვეოდა პასუხის დაბრუნება_თითქოს წინასწარ იცოდა,მოკაფიავე რასაც ეტყოდაო!ამაში კი დავემგვანე(ჩემი პასუხები ძაან სწრაფად "იწერება" კომპის თვალწინა), არც ერთი "კაფია" არა მაქვს ქაღალდზე გადატანილი_მადლობა ღმერთს,ზოგიერთი შენთანაა საიტზე შემონახული. მარტო სისწრაფით დავემგვანე მამას, მაგრამ...ვის სჭირდება სწრაფად ნათქვამი ჩემი სისულელეები?!

***
ეს გაუმარჯოს კაფიას,
ხმალივით გადმოქნეულსა,
ფიქრიდან შემონათებულს,
გულიდან ამორხეულსა,
ზოგში კელაპტრად ანთებულს,
ზოგში ყვავილად ქცეულსა,
უძლებს და მომავალშიაც
გაუძლებს ათასწლეულსა!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 4:12 pm

ჰოდა, დააცადე და, - კარგად მოფიქრებული, ნამდვილი კაფიები გვითხარი ხოლმე...
jocolor
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 5:58 pm

არჩანდა wrote:
ჰოდა, დააცადე და, - კარგად მოფიქრებული, ნამდვილი კაფიები გვითხარი ხოლმე...
jocolor

დავიცდი,აბა,რას ვიზამ_
"მეტი არ არის ჩარაო",
ქალების დაწიოკებულს
ამიტყდა თავის ფხანაო.

Sad rendeer Sad
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Mon Jan 05, 2009 10:29 pm

Quote :

"Vaja Xornauli wrote:"

კაი ხანია,რაც გული
ამგვარად არა მტკენია_
გუგუნებს(თანაც როგორა!)
თათქარიძეთა გენია...
ამათი გადარჩენა მსურს,
მაგრამ ვგონივარ მტერია,
მიკივის:ღმერთის სიბრძნესა
გერჩივნოს ხინკლის წვენია,
სამი ჯვარი აქვს ხინკალსა
(ეს ადრეც მომიწერია)_
ცომი და ხორცი ერთადა
კუჭის კიბოთი მღრნელია,
არ მინდა,ადრე დაბერდეთ,
დაჰკარგოთ ძალა-ფერია.

შეხედეთ კაწალხეველსა_
მუხლით ნამდვილი მგელია,
სირბილით ავა ფშავამდე_
ვითომდა არაფერია!

როცა ბიბლიის არ გჯერა,
კამათი ძაან ძნელია!

"გონს მოდით"_არ დაიმოკლოთ
სიცოცხლის ტურფა დღენია
!!!
confused affraid bounce

Quote :

"Vaja Xornauli wrote:"

დავიცდი,აბა,რას ვიზამ_
"მეტი არ არის ჩარაო",
ქალების დაწიოკებულს
ამიტყდა თავის ფხანაო.

შენ ვინ დაგნიშნა გამრიგედ
ჩვენი ჭამა-სმის საქმისა, confused Question
პატრონმა უმჯობეს იცის -
ხინკალ ვისა და ხახვ ვისა,
მაანდომებს და შააჭმევს
ნებისადა თუ ძალისად.
ჩვენც რო სუ მარხულებ ვიყოთ
და არა ჟამით-ჟამისად
ან ჭკვათ ვის დაარგიებდი,
დააშინებდი ან ვისა?
ერთაი შენ იქნებოდი
მსმენელი თავის თავისა,
შენ რეცეპტ ჩვენითა ფასობს,
საწურთნი ბლომად გყავისა,
რა სათქმელ გამაგელევა,
ან ქექვა დაგღლის თავისა?Laughing
კარგი, ჩვენ ხინკლის მჭამლები
დავიხოცებით წამისად,Crying or Very sad
შენ ცას თუ მიეკიდები
მჭამელი კიტრის მჟავისა,scratch
ასორმოცი წლის ჯეელი
დეიდაშვილი ყვავისა?bounce bounce
ან რაად გინდა სიცოცხლე,
სწორი თუ არ გყავ თავისა? scratch

Last edited by სანათა on Tue Jan 06, 2009 9:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   Tue Jan 06, 2009 8:54 am

ექსპრომტად მოგესალმებით თათქარიძიანთ "გმირებსა",
ხილს და მჟავე კიტრს ვერ არჩევთ_მკვდარიც კი გაიცინებსა,
ეშმაკის საჭმელ გაგიტკბათ,ჰყლაპავთ მწარეს და ტკბილებსა,
ცხიმით იღებავთ თითებსა,ძვლებზე ილესავთ კბილებსა,
არაყით გაცხელებულნი დაეძებთ ღობის ჩრდილებსა...

სიბრძნეს გიწვდიდით ღმერთისას_მეგონა,ვიხსნი მღილებსა,
ძალად ნაჭამი, სანათავ,შიგნეულს ააყვირებსა,
კუჭი გყოლიათ მბრძანებლად_როგორ აკადრებთ მცირესა,
ჩააყრით ხინკალ-კარტოფილს,გაძღება,დაიძინებსა,
მე მაშინ გაგახსენდებით,_გული რომ დაიჩივლებსა,
რეცეპტებს დაეკიდებით,დაემგვანებით ჩხირებსა,
კრუნჩხვებით თითებშეკრულნი ვეღარ შეიხსნით ღილებსა,
ყავარჯნებს დაკიდებულნი ვერ გადაივლით დირესა,
პამპერსიანი ბებრები ჭიპთან მიიტანთ ცხვირებსა!

"ას ორმოცი წლის ჯეელი" ფანდურს გაუბამს სიმებსა,
თავის სწორებ თუ მაუკვდნენ,დაატკბობს შვილთაშვილებსა,
იმათაც დიდხანს აცოცხლებს,ათას წელს მოულხინებსა!

cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content

PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   

Back to top Go down
 
ქალებმა შამამიტიეს...
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: