არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლუკა მთიბელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: ლუკა მთიბელაშვილი   Wed Dec 24, 2008 12:54 am

ლუკა მთიბელაშვილი



მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ ,
ადგილო მთაგორიანო ,
თვალუწვდენელო ჭალებო ,
მთების კალთებო ტყიანო .
მთებო, ყოველთვის მდუმარნო,
ჭიუხნო ნადირიანნო,
ჯიხვების კვალზე მავალო,
ვაჟო ფეხწრიაპიანო,
როდისა ჰნახე ტივლები,
სიათა გაახმიანო ?
კლდის ძირში ცეცხლი დაანთო ,
შამფურებ დაატრიალო.
შენაც მიყვარხარ, ლოპოტავ,
მთების ანკარაწყლიანო ,
ხან ამღვრეულო, მყვირალო,
ხან დროს წყნარო და ჭკვიანო,
ფრთხილად იარე, ძმობილო,
არაფრით დაგვაზიანო.
ჩემო ლამაზო სოფელო,
სამოთხევ ყვავილიანო ,
დედის რძესავით ტკბილო და
დედის მკერდივით რძიანო,
წყლითა, ტყითა და მიწითა
ყველაფრით ბარაქიანო,
ფშავლების დედაქალაქო
ლაფანყურს გეძახიანო
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Wed Dec 24, 2008 1:06 am

* * *

ლუკამა თქვა - "მაისმინეთ
ყველამ ჩემი თათბირობა:
ყროლის ცოლის წურთვნა დავწვი,
ბოზი ქალის ქმარ-შვილობა.
ქურდი კაცის მეზობლობა,
აფერისტის ხმა-ტკბილობა.
სულელ კაცთან მეგობრობა
ნუ გგონიათ ადვილობა.
ლოთი კაცის პურმარილი
იმის სამხარ-სადილობა,
კოჭლი კაცის თამაშობა,
ბრუციანის ნადირობა.
ლუბი ქალის წლიკვნი დავწვი,
დაბალ კაცის გაზრდილობა.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Wed Dec 24, 2008 1:16 am

* * *

ნაყეურთ იოსებმა თქვა:
"ჩემ მტერს ჩემ გადანაყარი,
ბევრი რამ მამგონდება
ზოგი ძველ ზოგი ახალი,
მაგრამ რაც თვითონ გადამხდა,
არა გამიგავ ამგვარი.
ციფერთ გოგიას უშველე,
იქ ვიყავ მთელი ზამთარი,
ულესე სახლის კედლები,
გაულამაზე სახლ-კარი.
მოვრჩი და ფულიც ავიღე
ჩემ ნაშრომ-ნაამაგარი,
თან მაღარიჩიც დავლიეთ
"სტაქანს" მიურტყით "სტაქანი",
გულუხვად იყო "სტოლზედა"
მოხარშული და შამწვარი.
სულყველა მოვიხსენიეთ
წასულნი_ ბებო-პაპანი,
დავლოცეთ ჩვენი სამშობლო ,
ჩვენი ლამაზი მთა-ბარი.
მერე ავდექ და წამოელ,
მამაპაპურად გამძღარი,
ის აღარ მახსოვს, სად წაველ,
არც ვინ სხვა არის შამსწრალი.
შინ მიველ თენებისასა
სულმთლად ღირღიტა გამძვრალი.
ცალ ფეხზე ტუფლ აღარ მეცვა,
არც ტანზე მეცვა შარვალი.
ხუთას მანეთი ფულისა
ხუთ კაპიკ აღარცად არი.
მაშინ კი ვერა გავიგე,
უზომოდ ვიყავ გამძღარი.
მეორე დილას რომ მითხრეს,
დამაწყებინა კანკალი,
რად საით იქავ დავები,
ჯორივით ოთხზე დამდგარი.
გეეძვრა სუყველაფერი,
ხალათ-პერანგი-საცვალი,
გამეეგრიხნეს ქისურნი,
მაგრა შაეკრა ბაწარი,
ან რაზე გამამთოფავდა
ის ჩემის ცოდვით დამწვარი.
ჩემ მტერიმც არის სოფელში
სალაპარაკოდ გამხდარი,
გარეთ ხალხისა მრცხვენია,
ვინც იცის ჩემი ამბავი.
შინ ცოლი აღარ მასვენებს,
მიღრინავს როგორც აფთარი -
ქალთან სადღაცა ჰყოფილხარ,
საბუღრანაოდ შამძვრალი.
მაშ რაზედ გეცვა ფეხზედა
ქალის "კალოში" ნახმარი?
სად მაჰხელავდი სხვაკანა,
გზაში "კალოშებ" სად არი?
შენ უარესის ღირსი ხარ,
მაგნაირ გზაზე დამდგარი.
-ჭკვიანად იყავ, დიაცო ,
რადა ხარ ეგრე გამწყრალი,
მა რაში გამოვიყენო,
იმაად არი სახმარი ?
-მე იმას ვამბობ, ჭკვათხელო,
სხვაკან რად იცი წანწალი,
რაღა სხვათ ეღლეტინები,
მეც ხო მაქ ბაითალმანი?
არც კი შენა ხარ იოსკა,
მამა აბრამის ბატკანი,
ხვარ დაგავიწყდა ერთხელა,
ბრუჩო გასძარცვე საწყალი,
მაგრამ გაგიგეს მალევა,
მალედავ დაგცეს თავზარი,
მეორე დღესავ წაგართვეს
წინა დღის ნაყაჩაღარი.
ორ-სამჯერ მითხარ, მალექსე,
შენ დავალებაც მზად არი.
Very Happy Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Thu Dec 25, 2008 12:10 am

ლუკა მთიბელაშვილი

* * *
ყველაზე კარგი ძმობილი
რეზო მყავ ხიმიკაური,
წავიდა ყარაულადა-
გერნის ქარხანას მაული.
მაგრამ წესრიგის დამცველმა
დაუშვა დანაშაული,
გადაჰკრა ორ-სამ არაყი,
წეს დააყენა ფშაური.
გერნის შასავალ კარებში
ატეხა აურ-ზაური,
ხალხისგან გამწარებულმა
ავტობუსსა ჰკრა თაური,
რკინას რას გამარჩებოდა,
თავ დარჩა გადატყაული.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Thu Dec 25, 2008 12:29 am

ჯოკერისტები

ვინ მაიგონა ჯოკერი ე მამაძაღლის ოხერი,
არ ითამაშებს მაგასა, ვინც არის ჭკვაზე მყოფელი,
რაც ამის თამაშ დაიწყეს, შააჩოჩქოლეს სოფელი,
ერთხელ უყურე, ჩხუბობდნენ კინაღ'მ ერთმანეთ წახელეს
ზოგნი იძახდნენ "წამგლიჯეს", ზოგნი იძახდნენ "შამტენეს".
მერე აიღეს რვეული, სულ სათოთაოდ დაწერეს,
იჩხუბე, ინერვიულეს, ბევრი აიღეს-დაიღეს,
ვინ მტყუან იყო ვინ არა მაინც ვერაფერ გაიგეს,
ზოგ'მ გეგმაც ვერ შაასრულა, ზოგთა პრემიაც აიღეს.
ბოლოს, რო იანგარიშეს, ჯამიც მაშინვე შაქუჩდა,
აიქ კი ყველამ გაიგეს, ვინ უფრო ბევრჯერ "გაფუჭდა."
კაცმა უნდა სთქვას სიმართლე, თამაში მეც კი მეწადა,
მაგრამ ეს წყეულ "შატენვა" მაშინებს მეტის-მეტადა,
ვინაც კი ამას თამაშობს ერთ არ დარჩება ბერწადა!

ლუკა მთიბელაშვილი

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Thu Dec 25, 2008 10:55 am

შენ დაურჩი, სანათო, შენ კარგ საფშავლოსა, აემ ლუკა მთიბელაშვილის აქ მოყვანისთვი.
ნეტა გენახა, რამდენი ვიხარხარე...
აი, ხო ხედავა, თურმე "ჯოკერ" არ უნდა ვითამაშოთ კაცებმა!
იმითვინ იყო, რო - სუ "პოკერსა" ვთამაშობდი ხოლმე მთაშია, როცა წვიმები დაიწყებოდა და სასმელიც შამოგველეოდა ხოლმე...


lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Thu Mar 05, 2009 8:05 am

ადმინისტრატორი wrote:
შენ დაურჩი, სანათო, შენ კარგ საფშავლოსა, აემ ლუკა მთიბელაშვილის აქ მოყვანისთვი.
ნეტა გენახა, რამდენი ვიხარხარე...
აი, ხო ხედავა, თურმე "ჯოკერ" არ უნდა ვითამაშოთ კაცებმა!
იმითვინ იყო, რო - სუ "პოკერსა" ვთამაშობდი ხოლმე მთაშია, როცა წვიმები დაიწყებოდა და სასმელიც შამოგველეოდა ხოლმე...


lol!





cheers

ძალიან მომწონებია
იუმორით და ფერითა
მთიბელაშვილის ნათიბი
შაირის ბასრი ცელითა_
წაიკითხავ და გახარებს
წუთებით საკვირველითა!


sunny king sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   Thu Aug 04, 2011 1:39 pm

ლუკა მთიბელაშვილი

ვაჟა–ფშაველას

მუხლმოყრით მოგესალმები,
ჩვენო მამავ და მშობელო,
ტანჯული ხალხის მფარველო,
მჩაგვრელთა დაუნდობელო,
შენი სახელის ჭირიმე,
შენი ჭაღარა წვერისა,
გულის ფიცარზე გესვენა
ტკივილი ფშავის ხევისა,
მიწა-გამზრდელი,მშობელი,​
სამასი არაგველისა.
მთამ შაგვინახა სახელი
და ენა ჩვენი ერისა,
სადაც შენ მისვლა ვერ შესძელ,
მივიდა შენი ნაწერი,
მსოფლიოს ყველა კუთხეში
იციან შენი სახელი.
მიდის და მიდის ჩარგალში
გამოულევლად მნახველი.
გამართლდა შენი სიტყვები,
რაც გითქვამს, დაგიწერია,
წელში გასწორდა ღარიბი,
აღარვინა ჰყავ მტერია
და შენი კალმის გმირებსაც
სუყველას მაულხენია:
ზვიადაური-დ ჯოყოლა
აგერ, კლდის თავზე მღერიან,
წინ უდგათ წინწანაქარი,
მწვადი შიშხინებს ცხელია,
მასპინძელი ჰყავთ აღაზა,
მდინარეს გამაჰქცევია,
აქვეა ალუდაიცა,
ხელთ ხმალი დაუჭერია,
გვერდს უდგას ქისტი მუცალი,
ამბობს, ძმა არის ჩემია,
გველისმჭამელიც იქ არი,
ისევ ისეთი ბრძენია
და გოგოთური აფშინას
ძმასავით გადახვევია.
მთაზე ნავარდობს ლურჯაი,
თქვეს, გიგლიაის ცხენია,
თვითონ სად არი ნეტარა
ეგ ფშავის ხევის მცველია,
არწივსაც მხარი მაურჩა,
აღარცა ტირის შველია,
მოხუცებულმა სანათამ
კაბა ჩაიცვა ჭრელია,
აღარა გლოვობს ქმარ-შვილსა,
ეყო, რაც ცრემლი სდენია.
ბევრია მოსაგონარი,
მე სად ჩამოვთვლი ყველასა,
აგე, ეთერი, ლამაზი,
ბაკში​ ძროხებსა სწველავსა,
კოხტად ყელმოღერებული,
უსმენს ბულბულის სტვენასა,
ბახტრიონზე აქვთ ქორწილი
კვირიასა და ლელასა,
ნეტავი თვალით განახვა,
ფეხზედამც წამოგაყენა,
თამადაი ჰყავთ ზეზვაი,
ლუხუმმა ჯვარი დასწერა,
მთელ კახეთს გადასწვდენია,
ლელაის ერთი ფარტენა,
არაგვიც დადინჯებულა,
ეხლა წყნარი და მშვიდია,
მეყოო, ამბობს ისიცა,
რაც ცოდვა-ბრალი ვზიდია,
აღარვის აღრჩობს მდინარე,
სუყველგან გზა და ხიდია,
სადაც შენ ფეხით გივლავის,
ეხლა მანქანით მიდიან,
ფშავლის სოფლებში ბევრგანა
ელნათურები ჰკიდია,
აყვავდა ფშავის ხეობა,
იქ შენი ღვაწლიც დიდია,
შენზე ამბობენ სიტყვებსა,
შენზე ლექსებსა მღერიან,
შენს სახელს ეთაყვანება
შენი ლამაზი ერია,
ვაჟავ, ბუნების მგოსანო,
შენი ჭირიმე, შენია,
ნუ მიწყენ, თუკი სიტყვები
ვერ გითხარ შესაფერია.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლუკა მთიბელაშვილი   

Back to top Go down
 
ლუკა მთიბელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: