არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ავთო ვარაზი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: ავთო ვარაზი   Wed Dec 24, 2008 12:09 am



"მხატვარი ბუნებისაგან ღებულობს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია, ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია".
ავთო ვარაზი (1926-1977).



დედილო და არლეკინი, 1964წ.


Last edited by არჩანდა on Wed Dec 24, 2008 11:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Wed Dec 24, 2008 12:16 am


ბუკინისტი, 1964წ.

მიხო მოსულიშვილი

ფრანსის ჟამს რომ ვირები შემოხვდებიან...
(ავთო ვარაზის მოსაგონარი)

"გოიას კაპრიჩიოებში გამოსახულ, ქებულ კარისკაცებად ქცეულ და სარკეში მოცქირალ ვირებს რომ თავი დავანებოთ, სანჩო პანსას სახედარზეც რომ ხმა არ ამოვიღოთ; არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენი ფიროსმანის ნახატზე - "აქიმი ვირზედ მჯდომარე"; ისიც რომ არ გაგვახსენდეს, თუ რაზე იჯდა იერუსალიმში დიდებით მიმავალი უფალი ჩვენი და შემდგომშიც აქაური თუ უცხოელი მღვდელ-მთავარნი ანდა ნაკლები მასშტაბის საეკლესიო მოღვაწენი რითი იარებოდნენ - მაინც კეთილი უნდა ვინებოთ და, თუკი ცხენებს არ ვუკარგავთ საისტორიო დამსახურებას, ვაქანდაკებთ და ვადიდებთ, ვირებსაც გავუხსენოთ ღვაწლი და საგინებლად ნუ ვაქცევთ მათ სახელს.
ამასთან დაკავშირებით იქნებ ფრანსის ჟამის ლექსი წაიკითხო, "ლოცვა რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე" - გივი გეგეჭკორმა გვითარგმნა ფრანგულიდან.
იცი, რას ეუბნება უფალს?
თუ სამოთხის ღირსი ვიქნები, შენთან რომ მიხმობ, ავიღებ ჯოხს და წამოვალ. ვირები შემომხვდებიან და ვეტყვი - მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ და აქ ბუზებს რომ იშორებთ ყურის პარტყუნით, კისერი რომ გადაგიყვლეფიათ შრომით, დარბაისლურად რომ დაგიხრიათ თავები, თქვე საბრალოებო, წამოდით, ღვთის ქვეყანაში მივდივარ, სხვაგან კი არაო. მე გევედრები, უფალო, ვირებით გარშემორტყმული, მეც ვირივით ნაჯაფი რომ ამოვალ შენთან, დაგვანახე შენი მარადიული სიწმინდე და სიყვარულიო.
მეც მეტი არაფერი მინდა, ნეტავი ერთი იმ ვირთაგანი ვიყო, ფრანსის ჟამი რომ მიუძღვით სამოთხისაკენ..."
ერთხელ სწორედ ასე მელაპარაკა უკვე საკმაოდ შემთვრალი, შუა ხანს გადაცილებული, თუ მისი ახლობლები არ მიწყნენ, მართლაცდა ვირივით ნაჯაფი, ღვთითმომადლებული ნიჭის მხატვარი და როცა ვირების სადღეგრძელო შესვა, მეც შემომთავაზა - არ გინდა, შენც ერთი იმ ვირთაგანი იყო ჩემსავით, ფრანსის ჟამს რომ შემოხვდებიანო?
ჩემი სიზარმაცის მომიზეზებით ვუთხარი უარი, თორემ მეც კინაღამ ვირად მაქცია...
ციროზით დაიღუპა საწყალი...





კომპოზიცია "სახალხო გაზეთი"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Sat Dec 27, 2008 1:44 am

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Sun Jan 18, 2009 1:36 pm

ბიოგრაფია

ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წელს თბილისში ძველი ტრადიციების, დიდად განსწავლულ ოჯახში.

ავთოს მამა – ვასილ სოფრომის ძე ვარაზის (ვარაზიშვილი), პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისი სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე, დაიბადა 1888 წელს თბილისში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. იყო ცნობილი პათფიზიოლოგიის დოქტორ კრინბერგის საყვარელი მოწაფე. კრინბერგმა სთხოვა (რევოლუციის შემდეგ) გაყოლოდა გერმანიაში ერთობლივი მუშაობისათვის, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია. 1914 წელს გაიწვიეს ჯარში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, როგორც პოლკის ექიმი, ირანის ტერიტორიაზე. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ იგი ქართული უნივერსიტეტი ს დაარსების ერთ-ერთი მონაწილე იყო.1925 წელს დაიცვა დისერტაცია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ “ექსპერიმენტალურ მედიცინაში” გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კომიტეტმა იგი შესაძლო კანდიდატად ცნო და პირდაპირ დაუშვა მესამე ტურის კონკურსზე.

დედა - ელისაბედ გასპარიანი- ვარაზისა, თურქეთიდან ემიგრრირებულ მშობლებთან ერთად შეიფარა ვასილის მამის სოფრომის ოჯახმა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ელისაბედი ხატვის მასწავლებელი იყო. უმაღლესი განათლება თბილისი უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო.თუმცა სპეციალობით არ უმუშავია და მთელი თავისი დრო შვილების აღზრდას მოახმარა,


ავთოს ძმასაც, ვახტანგსა და ლევანს, გამოყვათ ხელოვნების ნიჭი, მაგრამ მათ მედიცინის დარგში მონაწილეობა არჩიეს.

ავთოს ბიძები - ივანე, ისიდორე და გიორგი ვარაზიშვილები საქართველოში ცნობილი ადამიანები იყვნენ. ივანემ და ისიდორემ გიორგი ნიკოლაძესთან ერთად ჩამოაყალიბეს “ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი საზოგადოება”. გიორგი იყო თბილისში პირველი წყალსადენის პროექტის ავტორი. გიორგიმ და ისიდორემ გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში, პირველ რუსთაველის საზოგადოებას ჩაუყარეს საფუძველი. ისინი ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ბევრი ქართველი სტუნდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდნენ საზღვარგარეთ

ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ: ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი, ჯოტო გრიგორიანი, კოჩარი, ელენე ახვლედიანი, ლეონოდ პოტაპოვი, ვასილ შუხაევი და სხვები.
ვასიკო ვარაზი

მხატვარი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ხოლო ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პრესონალური გამოფენა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Sun Jan 18, 2009 1:42 pm

ავთო ვარაზის გამონათქვამები


“ხელოვნება არის ადამიანისათვის ისეთივე მოთხოვნილება, როგორც სმა – ჭამა, მოთხოვნილება სიმშვენიერისა და შემოქმედებისა”- დოსტოევსკის ეს ნათქვამი მაგონდება ყოველთვის, როცა ხელოვნების არსზე ვფიქრობ.

"მახსოვს ჩემი პირველი გამოფენა როგორ ჩაიშალა:ფერადი ფანქრებით შესრულებული რამოდენიმე ნახატიდან ამოვარჩიე ერთ-ერთი და სტუმრების მოლოდინში კედელზე ჩამოვკიდე, სტუმრები მოვიდნენ და წავიდნენ ისე, რომ ჩემი ნახატი არც შეუმჩნევიათ. გული დამწყდა, ეჭვიც შემეპარა, შემიძლია ხატვა თუ არა. მაშინ 5 წლის ვიყავი.

და ახლა, როცა 45 წლისა ვარ ბევრი მიხატია, ვფიქრობ... იმას, რასაც ვაკეთებ “თვითნასწავლი” და “”სხვისნასწავლი” მხატავარი. თავისი თავის მასწავლებელი მხატვარი თავად უნდა იყოს - თვითონ თუ არ დაინახა, ვერ შეიგრძნო, სხვა ვერ შეაგრძნობინებს და ვერ დაანახებს.
მხატვარი ბუნებისაგან ღებულობს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა ტილოს უჯდება თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს.მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.

გარემო რომელიც თითქოს არ იწვევს ემოციებს, მაინც იჭრება ჩვენს ფსიქიკაში. იქნება ეს ასანთის კოლოფი, თუ დაგდებული ნებისმიერი საგანი; ჩიტების ჭიკჭიკი თუ ნაგვის მანქანების ნაბათი; გაფუჭებული ონკანის გაუთავებელი შხუილი თუ მიტოვებული ძაღლის ყმუილი.
კარგი იქნება, თუკი ადამიანი ჩაიწერს სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვს არ ესმის (მაგალითად შურისძიება, ბოროტება, ვერაგობა) და იფიქრებს -საჭირო არიან კი ისინი ?

ხელოვნება არის იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა.

ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.

ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.

ყოველი მხატვრული ნაწარმოები საუბარია მაყურებელთან აბსტრაქტული ფრეწერა როდი ნიშნავს სიუჟეტის უქონლობას.
მწუხარება და ზეცისკენ მიპყრობილი მზერა ჯერ კიდევ როდია მისტიკა.
არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.

რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად “ტყუის” იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
ძველი ოსტატები “გვკარნახობენ”.

სურათების ხელმოწერა სისულელეა გარკვეული თვალსაზრისით. გაიხსენე უსახელო ტაძრები, ფრესკები, ტილოები.
მხატვარი განიცდის, ზოგჯერ თავს იკლავს. მერე ვინმე ახარისხებს, იარლიყებს ადებს. ავიწყდებათ, რომ იგი ტაძრებს აშენებდა.
ამცირებენ სამუშაო დღეს, რათა რაც შეიძლება მეტი იმუქთახორონ. რა შეიძლება შეედაროს შრომის სიხარულს-უმოქმედობა?
თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება... გონებაჩლუნგად.

ნატურმორტი ადამიანის ისეთი პორტრეტია, რომელშიც იგი კი არ აისახება არამედ შეიგრძნობა.

თუკი რაიმე გვაღელვებს ხელოვნების ნიმუშში, ეს ჩვენი ბავშვობაა, ჩვენ კი ვეძებთ კომპოზიციას მონასმს და სხვა მის მაგვარს, განწყობილებასაც კი.

ერთი ხაზიც კი, გატარებული თუნდაც არა მხატვრის მიერ უკვე შეიცავს შინაარსს.
როცა მხატვარს არაფერი აღელვებს და შინაგანად დაცარიელებულია, იგი მაყურებლამდე ძლიერი ზემოქმედების სურვილით იწყებს, გარეგნული “ხრიკების” ძიებას.

თუ გსურთ პატიოსნად იცხოვრო, უნდა ისწრაფო, იწვალო, შეცდე დაიწყო და მიატოვო, მუდმივად იბრძოლო და გარდაისახო , ხოლო სიმშვიდე სულიერი საძაგლობაა.

ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, ისევე მნიშვნელოვანია როგორც თვით საგანი.

რეპროდუქციების შეგროვება სოკოების კრეფას წააგავს, რაც უფრო მეტს კრეფენ მით უფრო ღრმად შედიან ტყეებში... იკარგებიან.
დაიხსომე, რომ რეპროდუქციებით გამოწვეული ეფექტები მომაბეზრებელია.

როდესაც რაიმეს აღწევ შენი მოწოდებისს გზაზე, რაოდენ სასაცილო ხდება ცხოვრებისეული წყენის გახსენება.

შენი ცხოვრება უნდა იყოს აუხსნელი. იმას, რასაც ახსნი განმარტავ- აქცევ მატერიად. აუხსნელია სიყვარული, შემოქმედება.
მხატვარი უნდა ესაუბრებოდეს ბუნებას.

ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, უნდა დაბერდეს. დღეს ნივთი, საგანი აღარ ბერდება. იგი ინგრევა, ისპობა, სიბერეს კი თავისი გაგრძელება ქონდა. ხე რომ დალპებოდა მიწას ანაყოფიერებდა და მის ადგილას ახალი ამოდიოდა. დღეს კი.... ასფალტი, პლასტმასა, სილიკატი, რომელნიც მხოლოდ შხამავენ გარემოს.

სულიერი განცდები ამდიდრებენ ადამიანს და გონების განათლებამდე მიყავთ. ფიზიკურნი კი აცარიელებენ და ზოგჯერ აბოროტებენ კიდეც.
რატომ არ მჯერა რუსოსი? თუ იგი მორწმუნე იყო მაშ რათ ნაღვლობდა ამა სოფლის მიტოვებას?

რემბრანტის შუქ-ჩრდილი? მასთან ჩრდილი ხომ ისეთივე, შემცვლელია როგორც შუქი.

მასალა (მაგალითად შარვალი) კი არ უნდა განადგურდეს, არამედ შეინარჩუნოს თავისი მატერიალურობა. და გარდაისახოს ხარად, ცხენად და ა.შ. ხოლო თუ მასალა კარგავს თავის ფაქტურას, მაშინ რაღა აზრი აქვს მის გამოყენებას?

მსგავსად იმისა რომ გაღიზიანებს რეპროდუქცია, ორიგინალთან შედარებით ასევე სურათიც, რომელიც ახდენს ბუნების იმიტირებას.
ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.

მხატვარი რჩევას უნდა თხოვდეს ბუნებას რომელიც უსასრულოა, მაშინ როდესაც ყოველი მხატვრის ცოდნასა და უნარს თავისი ზღვარი აქვს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Mon Nov 26, 2012 11:41 am



ფილმის და სცენარის ავტორი - ავთანდილ ბასილაძე

დოკუმენტური ფილმი საქართველოს დამსახურებულ მხატვარზე ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზზე (ვარაზაშვილი)

ბიოგრაფია:
ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 4 მარტი, 1977, თბილისი), ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).მშობლები: მამა -- ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი), (1888)-- პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისი სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ "ექსპერიმენტალურ მედიცინაში" გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კომიტეტმა იგი შესაძლო კანდიდატად მიიჩნია და პირდაპირ დაუშვა მესამე ტურის კონკურსზე. დედა -- ელისაბედ გასპარიანი-ვარაზისა.
1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.
ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტები გამსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით("ბუკინისტი", 1964; თვითნასწავლი მხატვრის ვახტანგ რურუას პორტრეტი, 1964 და სხვ; ყველა მხატვრის კუთვნილება).
ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა ("ნატურმორტი მსხლებით", 1973; "ნატურმორტი ლიმონით", 1973; "ყურძენი და ქილა", 1972. ყველა მხატვრის კუთვნილება).
1966-1967 წლებში საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია.
მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი" (სცენარის ავტორი -- ერლომ ახვლედიანი), სადაც, ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).
მხატვარი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პრესონალური გამოფენა. გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკის მოდერნ-არტმუზეუმიდან მის ოჯახს მოუვიდა მოწვევა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთო ვარაზი   Mon Nov 26, 2012 11:49 am



ტელეფილმი "ავთო ვარაზი", რეჟისორი რ. ღონღაძე, 1979





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ავთო ვარაზი   

Back to top Go down
 
ავთო ვარაზი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: