არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 10, 2009 6:34 pm

ვახ, კაცო, ვახ კაცოოო... Shocked Shocked
ვინა ხართ თქვენა? Question Question Question

ჯერ ლექსი არ შეგრილებულა, ყური არ გამიჩვევია და აჰა...

ვახ თქვე ფეთიანებო თქვენა... Arrow Arrow Arrow

ხალხოოოო... უმადური არ დამიძახოთ, ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ასეთი სიყვარულისა და რეკლამირებისათვის მაგრამ... აბა, მე ვინ და რა ვარ? ჩემისთანა (და უკეთესი) ნეტავ იცოდეთ, რამდენია საარაგვოზე... და ეს ხატულა ფშავი კიდევა ერთია და ანალოგი ზეცაში თორემ დედამიწაზე არასადა ჰყავს და თუ მის რეკლამირებაში შემეშველებით...
აი, მერე ნახეთ თქვენა სანათა... sunny cheers cheers sunny



Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Sep 11, 2009 10:45 am



მთებს ახატია მთები გაღმისა,
ჭრიჭინობლები ხრავენ შავ ღამეს,
ჯერ რა მეტყობა, ღმერთო, დაღლისა,
რო დამღლი, ამ ცის კითხვით დამღალე.
ამ წყალსა და ხმელს ისე შემრიე,
ვარდკაჭაჭებად ვრთავდე გზაწვრილებს,
მთის წვერთნახვევი შორს არ გამფინო,
ლექსებად ისევ ფშავზე დამწვინე.




რაო ჯერ არ შეგრილებულაო?!
შე,სანათო შენა...!


ნეტამც არ შეჰგრლიდებოდეს...
ლექსო დამწვი და დამფუფქე!


აი ასე ვეტყვი შენსა ლექსსა მე!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Sep 11, 2009 5:27 pm

ფეთიანი კი არა "ფეთოზები" ვართ ჩვენა Rolling Eyes
მე ვარ ფეთოზმარო
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Sep 11, 2009 6:14 pm

გენაცვალე მთავარფეთოზო!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Sep 11, 2009 7:01 pm

ფშავის რეკლამირება ჩვენზე იყოს მარიააამ Smile მაგრამ თქვენი ლექსები ნურც შეშრებიან და ნურც დაილევიან ფშავის არაგვივითა. ახლაღა აღმოვაჩინე, რომ რადიოთი მოწონებული ამ მშვენიერი ლექსის "პირველ"წამკითხველი მე ვარ მგონი lol! თქვენი წყალობით რადიოსთვისაც დამისწრია. ეს ხუმრობით... გაგახაროთ ღმერთმა და ეგ ძალა და შემართება არ გამოგილიოთ ფშავისა იქნება თუ მთელი ქვეყნის საკეთილოდ.


Last edited by Sopio Japaridze on Tue Sep 29, 2009 10:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Sep 16, 2009 11:40 am

სანათას გვერდმაც დამატკბოო, რამდენი ახალი ლექსი ვიპოვე Smile

წარმატებები და საუკეთესო სურვილები, მადლობა ასეთი ლამაზი შემოქმედებისთვის Smile
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 28, 2009 11:32 am

sanaTa araCveulebrivad msuye da gemrieli leqsebi gaqvs, gulgrilad rom vewr waikitxav iseTi, mraval axla wels bednierad! flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jan 28, 2010 9:33 pm

ზურაბის გამოხედვა დაიმახსოვრეთ პირველივე სურათში – აი, სწორედ ეს ზვიადაურები არიან, მტრით გარშემორტყმულები და ხელფეხშეკრულები არფრად რომ არ ჩააგდებენ ხოლმე ყელზე მიბჯენილ ხანჯალს და მაინც რო ამას იმეორებენ: "ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადაო!"

ზურაბ ზვიადაურმა რომ მუცოს კლდე დაიფიცა... (დაუწკაპე და განაგრძე კითხვა).
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jan 28, 2010 11:52 pm

აიიი,ერთი "ფეტოზაც" მოვედი...მარიამი თუ "მთავარფეთოზაა" მე -ფეთოზნინა ვიქნები,ოღონდ სიბერეში ეგრე არ დამიძახოთ,ამ ხევსურმა ცუდი გაბრაზება ვიცი...Smile

ბობორიკო,ჰაი,ბობორიკო...მარტო იქ რომ დაგიდია,რა?! წავიდე და აქ მე წამოვიღო?!
თუ ეს დამალული ხალხი ყველა იქ წამოვიყვანო?! აბა,მარტო არმურზე ისედაცა დავდივარ და...Smile
უჰ,ეს რა კარგი იყო,ა?! სუ ღიმილ-ღიმილ ჩავიკითხე და უფრო და უფრო შემიყვარდა ჩემი სანათო,ჩემი...

გაველ ახლა,ხშირად ვერ გესტუმრებითა,ინტერნეტს გავუწყერი და ასე დაგაფეთოზებთხოლმე...Smile
Back to top Go down
View user profile
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jan 31, 2010 10:18 pm

კარგები ხართა ფშავლები,
ხატ_სალოცავში მავლები...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Feb 15, 2010 8:06 pm

აუ, როგორ მომენატრა ეს სანათაSmile

ერთი კაი ფშაური ლექსი.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Feb 26, 2010 1:09 pm

mec momenatra, shemovedi yeli chavikoklozino tkbili leqsebit tqo da sadaa aba .... Shocked
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Apr 06, 2010 10:50 am

ჩემო თაფლიანო,ჩემო,გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jul 12, 2010 3:44 pm

ხვარამზევ!

წყალდაწყალ ბილიკა ქისტეთში გადადის,
წუხელ იორივით აემღვრა სიზმარიც.
– რიჟრაჟზე ნავალი დაჩნდება, ქალბნელო,
შავშუაღამეში იმადაც ვიჩქარი.
თუ ცოცხლად გადავრჩი შენ ძმა და წაწალთა,
გვარ-თემის ადათს და საუფლო განაჩენს,
საკლავით მიუვალ ხელმწიფე ლაშარსა,
დიდძალ “საპატიოს” მივართმევ მამაშენს.
კაც–შუაკაცები დასტურს რო გვეტყვიან,
დიდ ქორწილს გავმართავ ხატხევის წყაროსთან,
გულმკერდს მოგიქარგავ დაღესტნურ შიბითა,
ტან-ფეხთ სუ ფარჩას და ატლასებს დაგმოსავ.
რად რა მოგრევიან, ლექსქალო, ტირილნი,
სახეს რად მარიდებ ფშავის ცით თვალსავსე,
მითხარ და დილამდე მამისახლს ჩაგიყვან,
ხმა გამეც, ხვარამზევ!

Arrow

ნახეთ სურათებით ეს ლექსი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jul 30, 2010 10:33 pm

მამის ნატირალი
(თეონა ქუმსიაშვილის სიკვდილზე)

სახევსუროში გისიზმრებ,
ჩემ ბეჩავ ფშავლის ქალასა,
რად რა არ მეჭიკჭიკები,
რად გხედავ ეგრე მწყრალასა?!
არ ვიცი, ტყვია დავიცე,
არ ვიცი, ვიტირ-ვიგმინო,
მუცოს კლდის ძირში დამრჩალო,
ჩემო თვალნისლა ღიღილოვ.
წყალნი ცვარადაც შამჯავრდნენ,
ასრიგად მუცოს მთისანი,
სადა წკრიალებს შენი ხმა,
ნეტა, გამხადა მისანი.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Aug 25, 2010 9:50 am

***
ღმერთო, რა ცივ სასახლეში შეგაბრძანეს,
კარიც როგორ მოგიჯარეს, შვილავ!
დაგიქარგეს სადედოფლო, თეთრი ფარჩა,
ლურჯ სიპებში დედოფლურად ბრწყინავ.
უფლისჩიტავ, ნეტავ ხომ არ გამიცივდი,
აღარ გალობ, - ისე, როგორც წინავ...
დედამკვდარო, ვერც სიზმარში დაგიჩემე,
ქვა ყოფილა გულტიალა, რკინა...
სხვა რა დამრჩა, გიგლოვო და მიწა ვლოკო,
წყალწყეულას პირას ჩუმად ვგმინავ:

"ვაი, ჩემო გაფრენილო, ციდა გოგო,
თბილი უბით სატარებო მთის ბულბულო...
არ გათოხვებ, არ გათხოვებ, არ გათხოვებ
ხევსურეთში, შვილავ!"
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Aug 25, 2010 6:57 pm

###


ეგებ ჯერაც ღამეა და მესიზმრება,
ტყვიისფერ ჯავრს ღრუბლად იხვევს ცაბაურთა,
წერა-მწერალს უმთვაროში გზა აებნა
და სულ ცოტა იღბალი გვაქვს სასწაულთან.
...ეგებ ჯავრმა კი არ ჩაკლა, მდევარს ელის
ხარლაღივით გულზვიადი შენი ქმარი
და სიკვდილი კი არ სტუმრობს მის ეზო-კარს,
შენ დედიძმათ დახვედრა აქვს საფიქრალი.
ეგებ ელდით კი არა და თოფის ხმაზე
ადგრიალდნენ არწივები ანაფრენი,
უბედური, შენს ჩვილ ბალღებს კი არ ეძებს,
პირიქითას მდევარშია მამაშენი.
ეგებ სიმწრით კი არა და ბრაზით ყეფენ
ძმა-ბიძანი და იარაღს ისინჯავენ,
ერთი ჯანღი აიკრიფოს ცაბაურთამ,
გამოგდევენ რაკი ოდნავ იდილავებს.
მეც თუ ღამე გამითენდა უთევარი,
შენიანი ხვალე თუა ჩემი ხვედრი,
ხელისგულზე ცივ ნიავს არ მოგაკარებ,
არც ხევსურზე გათხოვებას დაგაყვედრი.
* * * * * * * *
ღმერთო, ეგებ სადილაო სიზმარს ვხედავ,
დედაღვთისამ ეგებ კალთა დაგაფაროს,
შუაწყლიდან ხელგაშლილი შველას მთხოვ და...
ვერა გშველი დედამკვდარო...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 02, 2010 5:28 pm

უჰ... რა ამოძახილია გულისა... Sad
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Oct 28, 2010 2:52 pm

ფშაურ მოტივზე


სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს,
ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ,
შენს სურნელს ინახავს თმები და თითები
შენხელშენავლები პერანგის საყელო...
დავალ და უშენოდ დავთელავ მაყვლიანს,
ნაეკლში ტკივილი ლექსებად მოჟონავს,
წუწკ თვალს მაყოლებენ კაცები ავყია,
ქალები ჩუმ-ჩუმად მაყრიან ქოქოლას...
დავალ და დამყვება შური და ქილიკი,
რითმებით საშენო წინდებს ვქსოვ შიბიანს,
მერცხლებმა იციან შენ გზა და ბილიკი,
ლექსებს და ოცნებებს აქ სულ სხვა ხიბლი აქვს...
შენ ნაალერსევი ქალ ვიყო წაწალი,
ან შენი ცელის ფხით ნაკაწრი ქვა ვიყო,
დააგდე ხევდახევ მგლის კვალზე წანწალი,
არაგვზე სასთუმლად ნისლები დავიგოთ...
ამოდი, მავან და მავანთა ვინ ჰკითხავს,
ბედისას არ ვიტყვი აუგს და საყვედურს,
შიგნიდან გავტყდები სიმაგრე სიპისა,
დაგიხსნი სულყველა კლიტეს და საკეტურს...
არაგვზე სასთუმლად დავიგოთ ნისლები,
ლექსებს და ოცნებებს არ ჰქონდეს ნაპირი,
შენ ნაალერსები წაწალი ვიქნები,
შენი სულისა და სხეულის ნაწილი...



მეშენლექსება...


Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Nov 17, 2010 9:51 pm

სანათას სახლი

მოვედი


აჰა, მოვედი დალოცვილო, მიხმე რაკიღა,
გზა-მგზავრობისა ბევრჯერ შევდე სუფრას სახელი,
ქადა-პურები ვისაგზლე და წყალ-მცირე ღვინო,
არ მდომებია მეგზური და თანამზრახველი.

გზა იყო გრძელი, საწყისს ერქვა ბავშვის სიზმარი,
მეორდებოდა მთვარის ცვლის ან ავდრის სიხშირით,
მიუყვებოდა წლებს და ნაცნობ-უცნობ სახეებს
და იქ წყდებოდა – მთის წვერებს რომ ადგას ცისპირი.

შენით ვიცოდი – დაჩნდებოდა შამბში ბილიკი,
სიზმრის ბოლოში ჯვარიც იდგა ნისლში დაფლული;
ნასუსხ სულსა და ნაეკლ ხელებს მომიშუშებდა
მთების გადაღმა ნაგულვები წყალი-სალბუნი.

შუადღისგულზე, შუაკვალზე ცხარე მზე მენთო,
ფიქრს ვიგრილებდი ნისლის ფთილა ღარადელებით.
უღელში მება ახდენილი სიყრმის ოცნება -
ვმსხმოიარობდი სახვალიო ასახდენებით.

შენით ვიცოდი, აქაური სისხლი რომ მედგა,
ნიჭი ფიქრით და გულით გულთან გაპასუხების;
მიადვილებდა გზის სიძნელეს სიზმრის ცხადება...
ფესვი ვიგრძენ და შიმელებად დავსკდი მუხების.

აჰა, მოვედი, დალოცვილო, მიხმე რაკიღა,
ხევგაღმა ქარით წაფერდილან ბლები მაღლები.
მთაც მაქვს, იორიც, მიხატული ზეცას სამებაც,
მოვედი და აქ დავსახლდები.



წვიმის გამოლოცვა

ივრისპირიდან სულ ნარჩევი ქვა ამოვზიდეთ,
დუღაბიც მამა-პაპურ წესზე მოვზილეთ – კირით,
არ დაგვიკლია საძირკველში ვერცხლის ფულები,
ნაკურთხი წყალი, სანთელი და ლოცვები ხშირი.

იფნის ფანჯრები ამოვმინეთ ივრის ნისლებით,
ხევისპირულმა ასკილებმა ძლივს რომ დალანდონ,
შორს, მთათაშუა გამოჩნდება დარში მყინვარიც-
გაიამინდებს, იმედია, ალბათ, ხვალ ამ დროს.

ელიაო, ელიაო,
ეხლა შენი ჯერიაო,
ცას ღრუბელი გადაჰყარე,
გადავხუროთ ჭერიაო.

ფეხქვეშ გავიგეთ წიფელი და კიბედ კაკალი,
ფიქალ-სიპებით ავაშენეთ კუთხის ბუხარი,
ძალს ჩვენა ვართ და ძალს ეს წვიმა, ვუძლებთ, რა გზა გვაქვს,
მაღლით გვიწონებს და გვიკურთხებს ფუძეს უფალი...

მუხის თავხეზე ამოვკვეთეთ წაღმა ბორჯღალი.
წვიმისფერ კედლებს მოუხდება ძველი კრამიტი.
ტიხრებს ტყე-ველი ავაკარით, ჭერს-ვარსკვლავეთი,
მზედ მივაკიდეთ აბაჟური – მზითვი მამიდის.

დამასტეო, დამასტეო,
მზე-ღრუბლების გამამწვეო,
ქადა-სანთელს არ მოგაკლებ,
იქ მოგივალ ალაგზეო,
ქარ-წვიმები გვამყოფინე,
ცხრათვალა მზე დაგვანთეო...

გაღმა კაკლის ტევრს შემოვურგეთ მუხის შიმლები?*,
ხევზე ხიდებად გადავჭიმეთ ცისარტყელები,
ბილიკს ორმწკრივად გავაყოლეთ ფურისულები,
ღობის ძირებში - საგვიანო ქრიზანთემები.

გიორგობისთვე ბილიკებზე მზე-ოქროს გვიფენს.
დღე მჭივირვალდება, დარი დგება უწვიმ-უქარო,
ბუხარს ვანთებთ, ვნათლავთ მწვადით და საფერავით...
ფეხკეთილო, მოდი სტუმარო!

ელიაო, ელიაო,
შენს ეტლს ჯვარი სწერიაო,
შენი მადლით ამ ეზო-კარს
მზის ნათელი ჰფენიაო.


---
* "შიმლები" - შიმელები ფშაურად - დედახის ფესვებზე ამონაყარი ყლორტები.
შიმელა – ახალმოზარდი ხე.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Nov 18, 2010 10:02 am


სანათო,ჩემო ტკბილო,სანათოოოო! აბა,მოსალოცი ხააააააარ!
ერთი სტუმარი მეც გეყოლები,შე,ოცნებაასრულებულოოოო!
და ჩემი ოცნებაც,მანდ არის,მანდ არის! Smile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Dec 16, 2010 12:40 am

სანათას სახლი (ვედრება)

ღვთისმშობელო დედაო,
დაგკვლევ ცისკარზედაო,
შენს სხივს ამგზავრებული
ლექსად შემოგბედავო...
მადლიმც გაგიმრავლდება
კალთა-უბეზედაო,
ჩვილიმც გაგიბრწყინდება
მაცხოვნებელ მზეადო.
ვარდიმც აგიყვავადება
სავალ ბილიკზედაო...
ჩემი სამოსახლოა,
რასაც ირგვლივ ხედავო.
საბრძანებელს მოგიწყობ
ჩრდილოს კუთხეზედაო,
ჯეჯიმ–ფარდაგთ დაგიფენ
შიბ–ნაქარგით ზედაო,
თაფლის სანთლებს აგინთებ
ქადა-პურებზედაო, -
თვალი მზირედ გეჭიროს
ამ კარ-ფუძეზედაო.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Dec 16, 2010 9:07 am

მარიამ ხუცურაული


სანათას სახლი
(სამოსახლო ციკლი)

1. მოვედი

აჰა, მოვედი დალოცვილო, მიხმე რაკიღა,
გზა-მგზავრობისა ბევრჯერ შევდე სუფრას სახელი,
ქადა-პურები ვისაგზლე და წყალ-მცირე ღვინო,
არ მდომებია მეგზური და თანამზრახველი.

გზა იყო გრძელი, საწყისს ერქვა ბავშვის სიზმარი,
მეორდებოდა მთვარის ცვლის ან ავდრის სიხშირით,
მიუყვებოდა წლებს და ნაცნობ-უცნობ სახეებს
და იქ წყდებოდა – მთის წვერებს რომ ადგას ცისპირი.

შენით ვიცოდი – დაჩნდებოდა შამბში ბილიკი,
სიზმრის ბოლოში ჯვარიც იდგა ნისლში დაფლული;
ნასუსხ სულსა და ნაეკლ ხელებს მომიშუშებდა
მთების გადაღმა ნაგულვები წყალი-სალბუნი.

შუადღისგულზე, შუაკვალზე ცხარე მზე მენთო,
ფიქრს ვიგრილებდი ნისლის ფთილა ღარადელებით.
უღელში მება ახდენილი სიყრმის ოცნება -
ვმსხმოიარობდი სახვალიო ასახდენებით.

შენით ვიცოდი, აქაური სისხლი რომ მედგა,
ნიჭი ფიქრით და გულით გულთან გაპასუხების;
მიადვილებდა გზის სიძნელეს სიზმრის ცხადება...
ფესვი ვიგრძენ და შიმელებად დავსკდი მუხების.

აჰა, მოვედი, დალოცვილო, მიხმე რაკიღა,
ხევგაღმა ქარით წაფერდილან ბლები მაღლები.
მთაც მაქვს, იორიც, მიხატული ზეცას სამებაც,
მოვედი და აქ დავსახლდები.



2. წვიმის გამოლოცვა

ივრისპირიდან სულ ნარჩევი ქვა ამოვზიდეთ,
დუღაბიც მამა-პაპურ წესზე მოვზილეთ – კირით,
არ დაგვიკლია საძირკველში ვერცხლის ფულები,
ნაკურთხი წყალი, სანთელი და ლოცვები ხშირი.

იფნის ფანჯრები ამოვმინეთ ივრის ნისლებით,
ხევისპირულმა ასკილებმა ძლივს რომ დალანდონ,
შორს, მთათაშუა გამოჩნდება დარში მყინვარიც-
გაიამინდებს, იმედია, ალბათ, ხვალ ამ დროს.

ელიაო, ელიაო,
ეხლა შენი ჯერიაო,
ცას ღრუბელი გადაჰყარე,
გადავხუროთ ჭერიაო.

ფეხქვეშ გავიგეთ წიფელი და კიბედ კაკალი,
ფიქალ-სიპებით ავაშენეთ კუთხის ბუხარი,
ძალს ჩვენა ვართ და ძალს ეს წვიმა, ვუძლებთ, რა გზა გვაქვს,
მაღლით გვიწონებს და გვიკურთხებს ფუძეს უფალი...

მუხის თავხეზე ამოვკვეთეთ წაღმა ბორჯღალი.
წვიმისფერ კედლებს მოუხდება ძველი კრამიტი.
ტიხრებს ტყე-ველი ავაკარით, ჭერს-ვარსკვლავეთი,
მზედ მივაკიდეთ აბაჟური – მზითვი მამიდის.

დამასტეო, დამასტეო,
მზე-ღრუბლების გამამწვეო,
ქადა-სანთელს არ მოგაკლებ,
იქ მოგივალ ალაგზეო,
ქარ-წვიმები გვამყოფინე,
ცხრათვალა მზე დაგვანთეო...

გაღმა კაკლის ტევრს შემოვურგეთ მუხის შიმლები?*,
ხევზე ხიდებად გადავჭიმეთ ცისარტყელები,
ბილიკს ორმწკრივად გავაყოლეთ ფურისულები,
ღობის ძირებში - საგვიანო ქრიზანთემები.

გიორგობისთვე ბილიკებზე მზე-ოქროს გვიფენს.
დღე მჭივირვალდება, დარი დგება უწვიმ-უქარო,
ბუხარს ვანთებთ, ვნათლავთ მწვადით და საფერავით...
ფეხკეთილო, მოდი სტუმარო!

ელიაო, ელიაო,
შენს ეტლს ჯვარი სწერიაო,
შენი მადლით ამ ეზო-კარს
მზის ნათელი ჰფენიაო.


---
* "შიმლები" - შიმელები ფშაურად - დედახის ფესვებზე ამონაყარი ყლორტები.
შიმელა – ახალმოზარდი ხე.




3. ვედრება

ღვთისმშობელო დედაო,
დაგკვლევ ცისკარზედაო,
შენს სხივს ამგზავრებული
ლექსად შემოგბედავო...
მადლიმც გაგიმრავლდება
კალთა-უბეზედაო,
ჩვილიმც გაგიბრწყინდება
მაცხოვნებელ მზეადო.
ვარდიმც აგიყვავადება
სავალ ბილიკზედაო...
ჩემი სამოსახლოა,
რასაც ირგვლივ ხედავო.
საბრძანებელს მოგიწყობ
ჩრდილოს კუთხეზედაო,
ჯეჯიმ–ფარდაგთ დაგიფენ
შიბ–ნაქარგით ზედაო,
თაფლის სანთლებს აგინთებ
ქადა-პურებზედაო, -
თვალი მზირედ გეჭიროს
ამ კარ-ფუძეზედაო.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Feb 14, 2011 2:46 pm

ეკაუკა

ჩემი სანათა



წეღან დავჯექი და ინტერნეტში ვიქექებოდი, ბიოგრაფიულ ცნობებს ვეძენდი სანათაზე... როდის დაიბადა, სადაა ახლა, რამდენი წლისაა... მერე დავანებე თავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მე ხომ მისი ბიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ, მე ჩემი სანათას შესახებ უნდა მოვყვე Smile დიახ, ჩემი... არა იმიტომ რომ ჩემია მხოლოდ, უბრალოდ ჩემთვის ვინაა, რაა, როდიდანაა ამაზე გიამბობთ Smile
შარშან "ლიტერატურული პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში მარიამ ხუცურაულის, იგივე სანათას ლექსები დაიბეჭდა. სიმართლე რომ ვთქვა არ წამიკითხავს... საერთოდ პროზას უფრო ვეტანები ხოლმე, პოეზია ჩემებურად მიყვარს - ბევრჯერ წაკითხული ლექსები მიყვარდება, ამოვიჩემებ და მერე ხელიდან ვერ მაგდებინებენ... ახალ ლექსებს ვერ ვკითხულობ
ხატია მიმყოფის ღმერთმა კარგად და "ლიტერატურული პალიტრა" ყოველ თვე მსტუმრობს. მაშინაც მე პროზას მივუჯექი, დედაჩემი - პოეზიას და დაიწყო:
- ეკა, ნახე რა მაგარი ლექსებია- მოდის ერთხელ დედა
მე არ მიყვარს ლექსებს რომ მიკითხავენ, ძალდატანებით Smile
- დედა, დამანებე თავი, მერე წავიკითხავ - ვპასუხობ.
დედაჩემს არ აინტერესებს და იოწყებს კითხვას Smile მე რათქმაუნდა არ ვუსმენ Smile
გადის რამდენიმე დღე, ჩემთან მოდიან მეგობრები. შემოდის დედაჩემი, რომელიც ასევე მეგობარია მათი Smile
- გოგოებო, ნახეთ რა უსაყვარლესი ლექსები აღმოვაჩინე - ამბობს დედა და უცერემონიოდ იწყებს კითხვას Smile
გოგოები არაფერს ამბობენ, ღიმილით უისმენენ, ოღონდ მხოლოდ ზრდილობისთვის, მე გული მიწუხს Smile))))) ასე გაგრძელდა ერთი თვე... დედაჩემს ლიტერატურულ ტერორში ვყავდი Smile
ასე გავიდა "ტერორისტული" თვე... მერე ბრაზმა გამიარა Smile და ჟურნალი ავიღე, ერთი ლექსი თავისით შემომეკითხა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...ვაიმეეეეეე...
ახლიდან ვკითხულობდი, იგივეს...
ეს მომწონს...
არა, აი ესეც რა საშინლად მომწონს... ეს რა ცუდია?... შემიყვარდა...საშინლად



ვინაა სანათა? რად მინდა ბიგრაფია, რად მინდა დაბადების თარიღი, აი ვინაა:

ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე


იცი როგორი ლექსები აქვს? იცი რატომ მიყვარს? მთის ქალაა და ნაზია, თანაც ცოტა ველური, ვნებიანია და თან ცოტა მორცხვი - აი ლექსებიც ასეთი აქვს Smile უყვარს და ლექსებიც ასეთი აქვს - მთლიანად გაჯერებული სიყვარულით.


მეფერებიან ულეწელები,
ჟრჟოლის და ცეცხლის მგვრელი,
სულში ხელები, მხრებზე ხელები,
თმებში ხელები შენი...
გათანგული ვარ ნათიბის სუნით,
წყენა არ მახსოვს ერთიც,
თიბათვის წვიმას მივეშვირე და
ლექსით ვივსები შენთვის...
ასე წვიმით და ლექსებით სველი,
საყურ-ბეჭედზე მწყრალი,
სათიბში გელი შენდ მზის წაწალი
ქალთარაფერა ქალი...


ისე ცხადად შევიგრძნობ ხოლმე ამ ყველაფერს, მგონია ჩემს თავს ხდება... ჩემს თავსაა მარწყვის სუნით დაბნეულის ბედნიერება, ისე როგორც ეჭვებშერეული სანათას წუხილი...
არა! ჩემზე კარგად თვითონ ამბობს თავის ლექსებში როგორ შეუყვარდა, როგორ ელოდა, როგორ ეშინოდა, როგორ ფიქრობდა -

“მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - “არ მიყვარს”,


როგორ ხვდება ბოლოს -

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...


მერე ლოდინი, დიდი და მტანჯველი... ლოდინი მთაში:

სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს,
ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ,
შენს სურნელს ინახავს თმები და თითები
შენ ხელშენავლები პერანგის საყელო...


ან ეს:

წუხელის სიზმარში მომელანდე,
თვალებნათელო და სულმზიანო,
ვაი, რა უღმერთოდ მოენატრე,
ბეჩავ გულს, ხოხბების საფრთხიალოს...

შენ იქნებ აღარც გახსენდები,
შავქალა ღრუბლებთან დარჩენილი,
დარდებმა დამიჭკნეს ბილილები,
სათელად მიგიან ნაბდებივით...

ვეღარ აიცილა გულის ფარმა,
ეჭვები ისრებად დაწევნილი -
ეგებ მოხიბლაო ქისტის ქალმა,
ლამაზი არიო, დაწყევლილი...

ლამაზიც არი და თამამიცა, -
ჩაიქირქილებენ ტოლ-სწორები,
მე რაღა დაგწამო დასაფიცარს,
ისევ სევდა შემრჩა მოგონების...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს ავდრიანი,
აბა, შენ მე როგორ მიღალატებ,
ეს ეჭვი სულ ზამთრის ბრალი არის...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს დარდიანი,
ეგებ მზემ გააქროს დილით ნისლი,
ჩვენ შორ-შორ ყოფნაში ბრალიანი...


ვიცოდი Smile ვიცოდი თვითონ მოყვებოდა თავის ამბავს თავისი ლექსებით... მე რაღა საჭირო ვარ... მიყვრას, როცა ამდენი ლოდინის მერე წერს:

მოწმენდილ ცაზე მეხად გასკდა,
ცოლად გინდივარ,
შეგიყვარდი და
ფეხქვეშ მიგებ დიბა-ატლასებს...
მე რა შეგკადრო
მდიდარს, ზვიადს, დიდს და ხვავრიელს?..
აგვისტოს ხვატში
ბუერის ყუნწს წვეთად ვკიდივარ,
ამ ხნის მწყურვალო,
დამაშვრალო,
მოდი, დამლიე...


ხომ ლამაზია Smile გადის წლები და ასაკი გვემატება... ნამდვილი სიყვარული არსებობს და იარსებებს მუდამ, თავისი ტკივიკითა და ბედნიერებით.

ოცდახუთი წელია,
მზე-რგოლს ხუნდად ვატარებ.
ოცდახუთი წელია,
მაქალებ და მახარებ...
ოცდახუთი წლის წინათ
დაგაბედა განგებამ,
მოპოეტო, მარტივით
შლეგი გოგოს გაძლება...
არც ვყოფილვართ მას მერე
კენტად, იო-წიოდა,
ბევრჯერ კიდეც გვტკიოდა,
გვციოდა და გვშიოდა...
ოცდახუთი წელია,
სარეცელს მიზიარებ,
მძიმე ყმაწვილკაცობის
ლექსით გიფევ იარებს...
შენს ჩრდილს შემოფარებულს,
სევდა ვერ მინაპირებს,
ოცდახუთი წელია,
იანვრებს მიაპრილებ...
მერე რა, თუ დღეს და ხვალ
შვილიშვილებს ვნატრულობთ,
ჩემო თეთრცხენიანო
უფლისწულო ზღაპრულო!
ოცდახუთი წელია,
კერიის ცეცხლს გინახავ.
ეჭვიც არ გამჩენია,
ნეტავ, თუღა მიყვარხარ...
ისევ ვხიბლავთ ერთურთს და
ისევ გვეტრფიალება,
რა დროს შემოდგომაა,
ჩემო ივრისთვალებავ?!
ოცდახუთი წლის მერეც,
თავბრუს გახვევ წინანდელს,
მთელი მაშრიყ-მაღრიბის
ლამაზმანთა ჯინაზე...
ოცდახუთი წელია,
შენს ეზო-კარს ვალაგებ.
ოცდახუთი წელია,
მამღერებ და მალაღებ...
ოცდახუთი წელია,
გვადევს ოქროს ბორკილი,
ღვინობისთვის მიწურულს
დავთქვით ვერცხლის ქორწილი...
იმ, სხვა ქორწილებამდე
ფერი ბევრჯერ ვიცვალოთ
შენი მკერდი სასთუმლად
ღმერთმა ნუ მომიშალოს...

ეს პატარა, ძალიან პატარა ექსკურსია - სანათას ცხოვრების ჩემეული ვერსია Smile იქნებ არასწორად დავალაგე, იქნებ არც მოეწონოს თვითონ რომ ნახოს... არა, როგორ მოეწონება, სიტყვის თქმა მინდოდა და მას ყველაფერი ქონდა ნათქვამი უკვე Smile ერთი კია, ძალიან ცოტა დაიტია პოსტმა, იმდენის კიდევ ... იმდენი ისტორია
ჩემ წაწლის გაკეტებულ დეკის ჩაი მამინდაო Smile სანათას ლექსებში დეკა ისეთი ლამაზად ჩანს... მერე ვნახე რა ლამაზი ყოფილა... სანათას და დეკის დამსახურებით ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მივიღე მე - ლექსი ერთი ადამიანისა Smile
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაიმკვიდრებს პოეტი მსოფლიო ლიტერატურაში თავის ადგილს. ადამიანების გულებში დამკვიდრებული ადგილი ყველაზე ძვირფასია.
ხოდა სანათა ჩემს გულშია.

მაპატიოს სანათამ ასეთი უგერგილო პოსტი Smile


Автор: ეკაუკა на 20:34

წყარო – http://eka-uka.blogspot.com/2010/05/blog-post.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ekauka



Female
Number of posts : 1
Age : 32
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : music, travel...
Humor : :)
Registration date : 21.02.11

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Feb 21, 2011 7:49 pm

ვაი Smile
დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის Smile
აქ მოსატანი არც იყო ეს პოსტი Smile
შემრცხვა ძალიან Smile
Back to top Go down
View user profile http://eka-uka.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: