არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed May 06, 2009 5:02 pm

ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს...

აბა, ახალი ლექსი, უძილაურთის წვიმით გალუმპული, სველ-სევლი ლექსიიიი...

უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ ეჩირთას აპრილსა.

კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.

აგრე აწვიმა მთელ კვირა,
უფალმა წურნას ღრუბლები.
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრები?


sunny

ეგ არი და, - გორის ციხე...

Wink
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed May 06, 2009 5:21 pm

cheers flower flower
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon May 11, 2009 11:22 pm

ქადაგი

რა იცის?
ხდება, რომ უფალი ამ მთაზე ისვენებს,
მილუშულს თავისი სიშიშვლე აფხიზლებს,
წვიმას სვამს, სოკოს და ჭინჭარს ჭამს,
ერთობა – იზომებს “ფშაურ მზის ნაბიჯებს.”
უთხოვრის უღრანი ხვთისშვილთა ჯარია,
ლეგ-ლუგა თიკვები დროშაა ლაშარის
და როგორც პირველქმნილს, სიზმრიდან ხელნაკრავს,
ტან-ფეხზე წლებივით ასხია ნარშავიც.
(სისხლმდენი)
არ ახსოვს, არც უთქვამთ – რა ნიშნით მოვიდა,
რა ერქვა შვება თუ ტკივილი მის შობას,
ღრუვში ლექსჩასხმული, ტყე-ბალახჩაცმული
გამჩენზე მიბმული ჭიპლარით იცნობა.
(მჭვრეტთათვის)
არადა, ძელქვაა - იბარტყა ფესვიდან,
მიწას ვერახსნილი კაცსა ჰგავს ხორციელს,
ხატ-ღმერთს დაუყენა ფშაური წესი და
ერთპირად იფერებს ლოცვას და ორგიებს.
(ტკივილით)
ხდება, რომ ტკივილიც სამუდმო შვებაა,
მითუფრო ტკივილი ნაბრძანი ზეციდან,
რამდენჯერ წყლეულებში იფევდა ბალახებს,
რამდენჯერ უფსკრულის თავს ბეწვზე ეკიდა.
(და მიდის!)
და მიდის, ამ მთიდან სხვა მთები მოჩანან,
ზედ ზღვარზე ჰხირია კაცთა და გრძნეულთა,
და იცის, ხსნა არის, ნათლისკენ გზა არის-
ხუთივე შიშველი სადენით ეუწყა. . .
(და მიდის)
დატოვა სოფელი ხიბლით და სიყალბით,
წეწვანი ისაგზლა, ღვინო და ქერშვილი,
მარტოც მრავალია, მშიერიც –მაძღარი,
ხანსრულიც ბალღია, ბრძენია -შეშლილიც.
(ვინ იცის?)
ზმანებებს აყოლილს, უჭმელს და უხორცოს
ზედ სულზე ამოსავს ნახმარი ხალათი,
ნალახებს ამცდარმა სახატეს უწია,
ელევა ქანცი და უწყდება სავათი...
(და მიდის)
ზღვა და ხმელს დაჰკვლევს და ისევ იქ ბრუნდება,
იქ მისი არსების რაობა დაფლულა,
ხდება რომ ამ მთაზე უფალი ისვენებს
ღვთიური მადლი დის წვიმად და არმურად.
(მცნობთათვის)


Last edited by სანათა on Tue May 12, 2009 12:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon May 11, 2009 11:56 pm

cheers

ვინაც ეს სიტყვები არ იცის - ”მილუშულს, ლეგ-ლუგა, თიკვები, ნარშავი, ჰხირია, წეწვანი, ქერშვილი, ნალახებს” - დაძებნოს ლექსიკონში და გაიგოს...

ეს სუ სხვანაირი ლექსი გამოვიდა...
და
მაგარია...

Exclamation
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue May 12, 2009 6:49 am

Zalian magaria!!!!!

gixdeba sena suafxos haeri Very Happy cheers cheers
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 04, 2009 12:51 pm

ხვარამზეს ციკლიდან

3. * * *

“მთქმელო, ვერამსრულებელო”
რაღა შენ სიცოცხლე არი”


ვთხოვდებოდი.
ჭალა-ჭალა ასკილები გაშლილიყვნენ,
ყაყაჩოებს გზნების ცეცხლი ეკიდა,
იორგაღმა გადიოდა მაყრიონი
სიმღერით და დამბაჩების ჭექითა.
ქორებივით დაფრინავდნენ ძმა-ბიძანი,
ჯავრს მალავდნენ გუშინდელი წაწლები,
კაფიობით იმოკლებდნენ საარტნო გზას
ეჯიბი და მგელთაფერა მაზლები.
გაღმა სვილებს მორეოდათ სოსანი და
თვალჭრელ მდადეს ქროლვით სული ჰხდებოდა,
მთებზე ღრუბლად ჩამოჩენილ ანგელოზთა
მგალობელი ხმა ისმოდა ზემოდან.
მოდიოდა ვარსკვლავჭორფლა ბნელი ღამე,
მთვარე ხევზე ჩადიოდა ბექითა,
უპატრონო დაბღაოდა ცხვარ-ბატკანი,
მჯიღს იჭამდი, სული ბეწვზე გეკიდა.
არ მახსოვდა სწორები და მამისახლი,
სიყვარულიც არ მახსოვდა – ხვალამდე...
“ჯვარი წინა”ს გუგუნებდა ცა და ხმელი,
ვთხოვდებოდი ხვარამზე!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 04, 2009 3:13 pm

კაი ამბავი მომივდა და ველოდები sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 04, 2009 6:26 pm

ახლა მე ამ ლექსს მართებული პუნქტუაციით ჩავწერ.
ერთხელ უკვე ჩავწერე და ავტორმა ისევ ძველებურად დადო აქ.
ალბათ, ჰგონია, როგორც მე ვწერ, ეგრე უკეთესიაო....

მაგრამ -
ბევრჯერ მითქვია და აქაც გავიმეორებ:
ლექსში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ვითომცდა სულ უბრალო მძიმესაც კი... კარგმა პოეტებმა ეს იციან და თუ თვითონ ვერ სწავლობენ ამ პუნქტუაციას, რედაქტორებთან იარებიან, რომ - გამიმართე ჩემი ლექსი როგორმეო...

აი, ახლა მე "გავჩარხავ" და "გავაშალაშინებ" ამ ლექსს მართლწერის თვალსაზრისითაც და მერე შევადაროთ, რომელი სჯობია - ავტორის ვარიანტი, თუ - ჩემი...

და თუ ვტყუი, შენდობა არ მითხრათ არავინ...

ხვარამზეს ციკლიდან

3. * * *

“მთქმელო, ვერამსრულებელო,
რაღა შენ სიცოცხლე არი”.
ხვარამზე


ვთხოვდებოდი.
ჭალა-ჭალა ასკილები გაშლილიყვნენ.
ყაყაჩოებს გზნების ცეცხლი ეკიდა.
იორგაღმა გადიოდა მაყრიონი
სიმღერით და დამბაჩების ჭექითა.
ქორებივით დაფრინავდნენ ძმა-ბიძანი.
ჯავრს მალავდნენ გუშინდელი წაწლები.
კაფიობით იმოკლებდნენ საარტნო გზას
ეჯიბი და მგელთაფერა მაზლები.
გაღმა, სვილებს მორეოდათ სოსანი და -
თვალჭრელ მდადეს ქროლვით სული ჰხდებოდა.
მთებზე ღრუბლად ჩამოჩენილ ანგელოზთა
მგალობელი ხმა ისმოდა ზემოდან.
მოდიოდა ვარსკვლავჭორფლა ბნელი ღამე,
მთვარე ხევზე ჩადიოდა ბექითა.
უპატრონო დაბღაოდა ცხვარ-ბატკანი...
მჯიღს იჭამდი, სული ბეწვზე გეკიდა.
არ მახსოვდა სწორები და მამისახლი,
სიყვარულიც არ მახსოვდა – ხვალამდე...
“ჯვარი წინა”-ს გუგუნებდა ცა და ხმელი -
ვთხოვდებოდი ხვარამზე!..


აი, გულზე ხელი დამიდვია და დამიფიცია, რომ - ეგრე უფრო სწორად არის ეს კარგი ლექსი ჩაწერილი...


Idea

ლექსი ხომ მხოლოდ სიტყვები არ არის, ლექსი - სასვენი ნიშნებიც არის და ეს მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია...

study
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 04, 2009 11:57 pm

რომ არ დაგიმალოთ, მე ავტორისეული ვარიანტი მეტად მომწონს lol! Very Happy Very Happy Very Happy lol! lol!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 12:02 am

სანათა wrote:
რომ არ დაგიმალოთ, მე ავტორისეული ვარიანტი მეტად მომწონს lol! Very Happy Very Happy Very Happy lol! lol!

ამას, სანათას ძმაც ჰყავს, კაი ბადის მსროლელი და კაი მონადირე კაცი, პავლიკო ხუცურაული და იმას უთქვამს ერთხელ ამისთვის:

- შენაო, შაქარი და დიაბეტი არ დაგემართება, წიწაკა დაგემართება და პილპილიო...

lol!
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 12:25 am

აჰა, მოვედი ! queen
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 12:28 am

ვახ,მართლა ქართულად არ გაუჭედავთ აქაურობა?! ყოჩაღოსნებო თქვენა, ე რა ამბები მომხდარა ჩემ არყოფნაში Shocked
ლექსზე არაფერს ვამბობ! მე გამოვაცხადე აქა და ამის გადაღმაცა "ლექსთუქმობა" და სანამ ერთი ქალი შუაფხოს არ ალალავს ჯალაბსა და სამეგობროს, არც რას ვიტყვი პოეზიაზე, გინდ ხვარამზე გათხოვდეს და გინდ "რაზვოდი" მისცეს ლიტსაზოგადოებასა! lol!
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 11:47 am

ნეტა სამეგობროში არ მოვხვდები? Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 12:21 pm

bao wrote:
სანამ ერთი ქალი შუაფხოს არ ალალავს ჯალაბსა და სამეგობროს, არც რას ვიტყვი პოეზიაზე, გინდ ხვარამზე გათხოვდეს და გინდ "რაზვოდი" მისცეს ლიტსაზოგადოებასა! lol!

pirat

რა იცის მაგან ალალვისა და ლალაობისა, ბაო?!
მაგან მარტო პილპილ-წიწაკაებ იცისა...
და თუ გაგიმეტა, კაფიიაც ხო იცის და იცის...

პავლიკო იძახის, რძე მაინც ჩამაურიგოდე, ქალბნელო, ემაგ ნაპილპილარ-ნაწიწაკარებსაო, მავნე-მავნეებს რო ასმენინებო...
და პავლიკომ უფრო არ იცის?

drunken cheers Rolling Eyes
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 05, 2009 12:51 pm

მაგარია სანათაSmile


ძალიან განვიხიბლებოდი ,რომ დაგთანხმებოდა,ბობო.

ამ სიჯიუტესთვის მიყვარს სანათა და კატოSmile
ორი ძალიან ნიჭიერი პოეტესა,ძლიერი და პრინციპულიSmile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jun 09, 2009 5:27 pm



***

დილის ყავასავით გამემუდმე,
სიზმრიდან გამომდევს შენი მზერა.
ძილაყოლილი მაქვს საუბარი,
დაფეთებული მაქვს გულისგერა.
გავდი-გამოვდივარ მყუდრო სახლში,
შენი ნაჩუქრი მწვანე ქოშით.
რატომ მენატრები ყოველ დილა,
რატომ მეფიქრები წარსულ დროში?
თურმე მანდაც ისე ლურჯი ცაა,
ლამის თბილისის ცა დაგავიწყოს.
ამბობ: გამუდმებით მესიზმრები,
ლიმნებს მისეული სასხლავითო.
ამბობ: მშვენიერი კლიმატია,
(თურმე გიყიდია სასახლკარეც);
ნატრობ აქ დარჩენილ ქოთნის იებს -
ჩვენ რომ თითო-თითოდ გადავყარეთ.
გეწუწუნები, რომ ქარებია,
წვიმამ გაუნიჟა საივნისო.
ვხედავ კიდეც, როგორ გეღიმება -
გამოიდარებს და გაგივლისო
უკმარისობა და არითმია
ქრონიკული - ლექსის სახადივით,
როგორც ცრემლდიდობამ გაგვიარა,
რომ დავუძვერით და აღარ ვჩივით.
მერე მთელ დღეს ისე მშვიდად ვცხოვრობ,
ყავა ერთად გვესვას თითქოს ცხადშიც.
- რა გეშველებაო, - შეწუხდები,
მაგ თვალებით, თან თბილისის ხვატში.
შენ ჩემ მტკივან თვალებს ნუ იდარდებ,
ქარიან ამინდით ანაცრემელებს,
ჩვენი ავადობის ისტორია,
თავიდან ერთხელაც გადაწერე.
ერთი არაფერი გამოტოვო,
ზოგჯერ შეგახსენებ, თუ ისურვებ.
შენ ნუ იჯავრებ და როცა მოვალ...
რომ მოვალ, მე დავრგავ ფურისულებს...


ამას ვგონებ მეოთხე სიზმარი უნდა ერქვას, მიხო!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jun 09, 2009 6:19 pm

სანათა wrote:
[b]

ამას ვგონებ მეოთხე სიზმარი უნდა ერქვას, მიხო!

Question

"მეოთხე სიზმარი"?

დაარქვი, მაგრამ წინა სამი რო არ ვიცით?..
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 11, 2009 8:50 am




(ხვარამზეს ციკლიდან)
4. ხვარამზეს დატირება

ქალშავო, სტუმრად მოგივედი,
აგყვავებიან ძახველები,
კიოთ დამწყევენ სოფელშია,
აქ მოსვლის გამგონ-მნახველები.
რამდენ დაბრუნდენ წელიწადნი,
სიზმრად დამქონდა შენი სახე,
ხმა გამეც, ქალოვ, გაგიბედე,
დღესნამდელ უმძრახ აგეძრახე.
ბრალია, მიწამ ამოგივსოს
თვალები - ივრის საგუბრები,
ხორც შაგიჭამოს, ძვლებ დაგიხრას
წეროთ ფთებივით მკლავებისა,
ამოგიშაოს ენა-პირი,
ამოგითაოს ლექსად სული...
რა კარგ დაულებ ვიქნებოდით,
რად რა გაჰყარა ჩვენი გზები?!
წყალმა დალიოს, მეწყერ-ზოვმა,
ჩვენდ ეგეთ ბედის გამმეტები.
დღესნამდეც ბევრი მიტირნავის,
ცრემლ დამიღვრავის მდურვებითა,
ვინ სთქვას, ვინ უფრო ყინჩნ ვიყავით,
შენ ლექსებითა თუ მე ქმრითა...

*
შენამც დანელდი, თემ-სოფელო,
შენ უკუღმართი წესებითა,
დამბადებელმა სამზეოში
ეს ქალ ინდომა ლექსებითა.
ვინ დაუშალა ქალშავასა
სილაღე გინდა სიყვარული,
ანაც ვინ იცის ამ მზის ქვეშა
რჯულ-კანონები სიყვარულის?
ან ვის შაუძლავ კაცრიელსა
ხვთისბოძებულის გარდავლენა,
ანდა, რა ვისი კითხულია,
ვის გული ვისკე დაწუხდება?!
აქეთ ეს იყო შასაბარალი,
არც ჩემ ვაჟიკას გაუხარნავ,
ვერ ამოუშლავ ჭრელთვალები
თვალიდან - ლექსებ გულიდანა...
იქნება წამალ სად რამ არი,
ზღვათ იქით ანდა ცის პირამდი,
გაუჩინარსაც გაუჩენდა
სიცოცხლეც იყოს საყიდავი.
ქალო, ქალის ჯართ დამამშვენო,
ვაი და ვაგლახ შენ ყოფასა,
ვაგლახ, დღეს მემრე ჩემ ყოფაცა
თავის ქმრის ჯავრის შამყურისა...

*
სიკვდილო, თუ აქ სადამ დახვალ,
გიდარიელე დ’ ვერა გნახე,
ეგებ შენ წესებ გამიმხილო,
რისთვი გინდებავ ე ლექსქალი?!
ანაც ცოლმკვდარსა ჩემ ვაჟიკას
ვისი რა ჰქონდა ბეგარ-ვალი?
რა ცოდვა ჰქონდა დ’ დანადები
კაცისა გინდა ჯვარ-ხატისა?
ე ქალის ამბავ ნუვინ ეტყვით,
შორით მამავალს შირაქითა...


Last edited by სანათა on Thu Jun 11, 2009 10:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 11, 2009 8:28 pm

*
შენამც დანელდი თემ-სოფელო
შენ უკუღმართი წესებითა,
დამბადებელმა სამზეოში
ეს ქალ ინდომა ლექსებითა
ვინ დაუშალა ქალშავასა
სილაღე გინდა სიყვარული.
ანაც ვინ იცის ამ მზის ქვეშა
რჯულ-კანონები სიყვარულის
ან ვის შაუძლავ კაცრიელსა
ხვთისბოძებულის გარდავლენა,
ანდა რა ვისი კითხულია,
ვის გული ვისკე დაწუხდება?!
აქეთ ეს იყო შასაბარალი.
არც ჩემ ვაჟიკას გაუხარნავ,
ვერ ამოუშლავ ჭრელთვალები
თვალიდან, ლექსებ გულიდანა...
იქნება წამალ სად რამ არი,
ზღვათ იქით ანდა ცის პირამდი,
გაუჩინარსაც გაუჩენდა
სიცოცხლეც იყოს საყიდავი
ქალო ქალის ჯართ დამამშვენო,
ვაი და ვაგლახ შენ ყოფასა,
ვაგლახ, დღეს მემრე ჩემ ყოფაცა
თავის ქმრის ჯავრის შამყურისა...



sunny queen cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 11, 2009 8:46 pm

(ხვარამზეს ციკლიდან)
4. ხვარამზეს დატირება

ქალშავო, სტუმრად მოგივედი,
აგყვავებიან ძახველები
კიოთ დამწყევენ სოფელშია,
აქ მოსვლის გამგონ-მნახველები.
რამდენ დაბრუნდენ წელიწადნი,
სიზმრად დამქონდა შენი სახე,
ხმა გამეც, ქალოვ, გაგიბედე,
დღესნამდელ უმძრახ აგეძრახე.
ბრალია მიწამ ამოგივსოს
თვალები - ივრის საგუბრები
ხორც შაგიჭამოს, ძვლებ დაგიხრას
წეროთ ფთებივით მკლავებისა,
ამოგიშაოს ენა-პირი,
ამოგითაოს ლექსად სული...
რა კარგ დაულებ ვიქნებოდით,
რად რა გაჰყარა ჩვენი გზები,
წყალმა დალიოს, მეწყერ-ზვავმა,
ჩვენდ ეგეთ ბედის გამმეტები.
დღენამდეც ბევრ მიტირნავის,
ცრემლ დამიღვრავის მდურვებითა,
ვინ სთქვას, ვინ უფრო ყინჩნ ვიყავით,
შენ ლექსებითა თუ მე ქმრითა...



Exclamation

მე ეს მომწონს...
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jun 11, 2009 8:59 pm

ორივე კარგია_
ერთმანეთისაგან ვერ ვასხვავებ.
ესაა გულის პოეზია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Aug 01, 2009 12:36 am

დედაღვთისავ, მათკერძ ტყვიას ამაფარე
(ამაღამის იავნანა)


თქვენ ორ შორის დედათქვენი ჩავეყუნჭე
ისე, როგორც აკვნებშუა ვმჯდარვარ ოდეს.
იცრიცება ძილუკმარი ალიონი,
ამ აგვისტოს გათენება მიხაროდეს?
თითქოს გუშინ ,,ნაომარ" სახლს ვალაგებდი,
დღემდე ვარგა თქვენი თოფი შვიდიოდე;
დედამკვდრებო, ახლა ისე მშვიდად გძინავთ,
თითქოს დღესაც სათამაშოდ მიდიოდეთ.
თითქოს სიძე მიგელოდეთ საჯიხვეში,
ან დედიძმას მიჰყვებოდეთ ახადზედა,
იქ ომია, თქვე ,,კაკაოთ დაზდილებო",
მეშინია, დაგელევათ აგრემც დედა!
დიდლაშარის, ლაღიახსრის მავედრებელს,
რას მიმზადებს ზენაარი ნეტავ ხვალე?!
თქვენ ორ შორის ცრემლგამქრალი ლანდად ვწევარ,
დედაღვთისავ, მათკერძ ტყვიას ამაფარე!
მორჩა ჩემი სილაღე და მშვიდი ძილი,
ქვა–კლდე გავხდი დედათქვენი უხმოდ მგოდე,
ვაითუ, ბედი სადმე თქვენ წილ ტყვიას ჭედავს,
იცრიცება აგვისტოს ცა... მიხაროდეს?
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 10, 2009 3:49 pm

აქაც შემოვიხედეეე, მეგონა ის ლექსი დამხვდებოდა, ამდილით რომ წაიკიტხე რადიოში და სად არის?
scratch უკარგესი იყო flower
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 10, 2009 5:53 pm

აბა, მაგაზე როგორ დაგწყვეტ გულს, მონატრებულო მარიამო? flower

მთებს ახატია მთები გაღმისა,
ჭრიჭინობლები ხრავენ შავ ღამეს,
ჯერ რა მეტყობა, ღმერთო, დაღლისა,
რო დამღლი, ამ ცის კითხვით დამღალე.
ამ წყალსა და ხმელს ისე შემრიე,
ვარდკაჭაჭებად ვრთავდე გზაწვრილებს,
მთის წვერთნახვევი შორს არ გამფინო,
ლექსებად ისევ ფშავზე დამწვინე.
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 10, 2009 6:08 pm

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
აბა, მაგაზე როგორ დაგწყვეტ გულს, მონატრებულო მარიამო? flower

***

მთებს ახატია მთები გაღმისა,
ჭრიჭინობლები ხრავენ შავ ღამეს,
ჯერ რა მეტყობა, ღმერთო, დაღლისა,
თუ დამღლი, ამ ცის კითხვით დამღალე.
ამ წყალსა და ხმელს ისე შემრიე,
ვარდკაჭაჭებად ვრთავდე გზაწვრილებს,
მთის წვერთნახვევი შორს არ გამფინო,
ლექსებად ისევ ფშავზე დამწვიმე.

study

სანათა, იგივე მარიამ ხუცურაული ("წკაპ" უნდ დაჰკრათ აქა სანათას ახალი ლექსების წასაკითხადა)
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: