არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jan 15, 2009 12:28 pm

sanaTa,modi, dagvabede Seni lamazi leqsebi Very Happy
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jan 19, 2009 9:40 pm

სანათა ხო ხვარამზეს ციკლის ლექსებს უტრიალებს სულა და...
ეს აეხლა მომივიდა მობილზე თელავიდანა და მინდა, სხვებმაც ნახონ...

სანათა

ხვარამზეს ლექსი

საჯარეს დიაცთა თვალ იყავ, ქალთამზე,
ქვეშით მაღირებდი მწველ თვალებს, ღამისფერს.
მეც გულს უწადინოდ ვმღეროდი წაწალზე,
თვალდათვალ გზომავდი ამდენხნის სამიზნეს.
გნახე და მიწყნარდა ეჭვების გრიგალი,
ფერები დააჩნდათ ღრუბლების ფარტენებს;
შენა ხარ რჩეული, შენა ხარ ის ქალი,
მის მზეს იფიცებ და მის მკერდზე ათენებ...
სხვა ან რა შემხარბდეს, რა ცა-ვარსკვლავეთი,
საქონ-საყოლელით მეტი ვარ ასწილი;
რა საყურ-ბეჭედი, სახე, ძუძუ-მკერდი,
ტუჩ-კბილი, თვალები ირიბად აჭრილი;
რა მამისახლი ან რა ლიშო-ბაჩალი,
ივრის ცაცხვები და წნორები ლიტები...
ჩემ ყისმათს შენატრის საფშავლოს ქალ-რძალი,
მრავალი მრავლდება ცხვარი ნამზითვები.
ან ქმარი - ქვეყნად რო ტოლ-ფერი ცოტა ჰყავს,
ელვას ჰგავს კლდით-კლდეზე იმისი ნაფრენი,
მტერ-ნადირთ დაჰკვალავს ხევ-ხევ და გორმაღალს,
ლეკ-ქისტთა მრავალი უკიდავ მარჯვენი.
ჩვენს ბედზე განგების ზეობა გაცხადდა:
არც ჩემდენ წვრილშვილი გაკიდავ კალთაზე,
არცა ოჯახ-სტუმართ აპურებ აქა და
არც ძვირფას ნაბიჯებს მოჰღობავ სხვა ცაზე.
გნახე და შენი რა შემხარბდეს, რა ცა-მზე,
ამაოდ ნუღარცა სხვა იჭვებს მამისევ.
ვაჟიკას ცოლობით მეტ იყავ აქამდეც,
ქვეშით ნუ მაღირებ მაგ თვალებს ღამისფერთ.


Last edited by არჩანდა on Thu Jan 22, 2009 2:23 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 20, 2009 1:38 pm

ცოლის ლექსი


სერზე ამასჩნდი, ამაჰხე,
აჟღერებ ვერცხლის ფულ-მძივთა,
მე კერის ცეცხლთან ვშავდები,
მესამე აკვანს ვუზივარ.
გულლაღად მოანავარდებ
მინდორზე ლურჯა იაბოს,
სამ-ოთხ მთიბავთა თვალებში
შენზე ოცნება კიაფობს.
მოხვალ და ნაბილიკებზე
გიყვავილდება პირიმზე,
გიკოცნის თვალებს-ცისთვალებს
ქედს აცდენილი დილის მზე.
აეძრახები მღიმარი,
ცა-მნათობთ რას დაეხსნები,
წინავ ვაჟიკაც შავისწარ,
მღერალი შენი ლექსებით...
ბევრხელ გავბედე, გეჯიბრე,
ნისლებ დავქსელე რითმებად,
შენ გახსენების ღიმილით
ერთ მეც მამხედოს იქნება.
იორს ამასდევ წყალდაწყალ,
ლექსად აჟღერებ ფულ-ღილთა,
ვინა ხარ, ქალავ, ჩემ ქმარს რო
მთელ საქალეთად უღირხარ?
მოხველ ქალბნელი, დაგიხვდი
ქალთარაფერა, ქალმიწა,
ვერცა ქალობით, ვერც თმენით
ხვარამზეობით გამისწარ.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 20, 2009 2:15 pm

სანათამ დაწერა''ჯერ ამ ლექსზედ მინდა მოგახსენო. ეს ლექსი იდო ლიტ.გე.ზე და მოუხედავად მავანთა მოწონებისა, მიმითითეს, რომ სწორედ შეცვლილი სტრიქონი "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს" რეზო ამაშუკელის გავლენით მქონდა დაწერილი
მოვედი ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე,
მე შენ მთვარე და არაგვი,
მთვრალი ვიყავით ოთხივე"
თუმცა, არასოდეს მე ამაშუკელის დიდი მკითხველი და მოტრფიალე არ ვყოფილვარ და ეს ლექსიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, (დაახლოებით 20-25 წლის წინ, როცა ეს სიმღერა ჯერ არსებობდა, რომ უნებლიედ ჩამრჩენოდა გონებაში), ახლა ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს ერთი, თუმცა ლამაზი, მაგრამ არციმდენად ღირებული სტრიქონი(არაღერძი!)მაინცდამაინც მე მომივიდა თავში პირველს-მეთქი... არადა, ასაკითაც არ მეკუთვნის მე უფრო ადრე... და სტრიქონიც ისეთია, ბევრმა შეიძლება თქვას... ჰოდა, იყოს ეს ახალი.''
თითქოს რაა არა.სულ უბრალოდ მიწერდა მიხოს პირადში,რომ ლექსის ერთი სტრიქონი სხვას მიუმსგავსეს და ამიტომ ცვლიდა.სანათამ ეს ფაქტი სრულიად ჩვეუებრივად დაწერა აქ ღიად... ამიტომ მიყვარს მე სანატა! ძალიან...
და ის''ჩემია'' როგორც ადამიანი და როგორც პოეტესა...
და მისი ნებართვა ამაზე არ მჭირდება სულSmile
თითქოს წვრილმანია და მაინც...
კიდევ მოვალ აქ.ამ ადამიანს ბევრი თბილი და კარგი სიტყვები უნდა დავუწერო გულიდან!!!!!!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 20, 2009 2:55 pm

nini wrote:
სანათამ დაწერა''ჯერ ამ ლექსზედ მინდა მოგახსენო. ეს ლექსი იდო ლიტ.გე.ზე და მოუხედავად მავანთა მოწონებისა, მიმითითეს, რომ სწორედ შეცვლილი სტრიქონი "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს" რეზო ამაშუკელის გავლენით მქონდა დაწერილი
მოვედი ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე,
მე შენ მთვარე და არაგვი,
მთვრალი ვიყავით ოთხივე"
თუმცა, არასოდეს მე ამაშუკელის დიდი მკითხველი და მოტრფიალე არ ვყოფილვარ და ეს ლექსიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, (დაახლოებით 20-25 წლის წინ, როცა ეს სიმღერა ჯერ არსებობდა, რომ უნებლიედ ჩამრჩენოდა გონებაში), ახლა ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს ერთი, თუმცა ლამაზი, მაგრამ არციმდენად ღირებული სტრიქონი(არაღერძი!)მაინცდამაინც მე მომივიდა თავში პირველს-მეთქი... არადა, ასაკითაც არ მეკუთვნის მე უფრო ადრე... და სტრიქონიც ისეთია, ბევრმა შეიძლება თქვას... ჰოდა, იყოს ეს ახალი.''
თითქოს რაა არა.სულ უბრალოდ მიწერდა მიხოს პირადში,რომ ლექსის ერთი სტრიქონი სხვას მიუმსგავსეს და ამიტომ ცვლიდა.სანათამ ეს ფაქტი სრულიად ჩვეუებრივად დაწერა აქ ღიად... ამიტომ მიყვარს მე სანატა! ძალიან...
და ის''ჩემია'' როგორც ადამიანი და როგორც პოეტესა...
და მისი ნებართვა ამაზე არ მჭირდება სულSmile
თითქოს წვრილმანია და მაინც...
კიდევ მოვალ აქ.ამ ადამიანს ბევრი თბილი და კარგი სიტყვები უნდა დავუწერო გულიდან!!!!!!

Arrow

ნინი, მუხრან მაჭავარიანს რო აქვს -

****

ტა,
ტა ,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!

ხო,
ხო,
ხო,
ხო!
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს თვარა, კი!
სხვა როცა მე შემომნატრის,
მე მივბაძო სხვას?!

მე _ პატრონმა,
მე _ პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე _ პატრონმა,
მე _ პატრონმა
ამისთანა ცის,
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა,
მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...


არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,
თვარა, - კი!


drunken
სანათას რა სჭირს ამაშუკელის მისაბაძი, თვარა - კი! Smile))
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 20, 2009 3:07 pm

სანათა wrote:
ცოლის ლექსი

სერზე ამასჩნდი, ამაჰხე,
აჟღერებ ვერცხლის ფულ-მძივთა,
მე კერის ცეცხლთან ვშავდები,
მესამე აკვანს ვუზივარ.
გულლაღად მოანავარდებ
მინდორზე ლურჯა იაბოს,
სამ-ოთხ მთიბავთა თვალებში
შენზე ოცნება კიაფობს.
მოხვალ და ნაბილიკებზე
გიყვავილდება პირიმზე,
გიკოცნის თვალებს-ცისთვალებს
ქედს აცდენილი დილის მზე.
აეძრახები მღიმარი,
ცა-მნათობთ რას დაეხსნები,
წინავ ვაჟიკაც შავისწარ,
მღერალი შენი ლექსებით...
ბევრხელ გავბედე, გეჯიბრე,
ნისლებ დავქსელე რითმებად,
შენ გახსენების ღიმილით
ერთ მეც მამხედოს იქნება.
იორს ამასდევ წყალდაწყალ,
ლექსად აჟღერებ ფულ-ღილთა,
ვინა ხარ, ქალავ, ჩემ ქმარს რო
მთელ საქალეთად უღირხარ?
მოხველ ქალბნელი, დაგიხვდი
ქალთარაფერა, ქალმიწა,
ვერცა ქალობით, ვერც თმენით
ხვარამზეობით გამისწარ.

Arrow

მოსხლეტილი და სანათაურა ლექსია - ეს და, ის კიდევ, ”ხვარამზეს ლექსი” - თითქოსდა უფრო რთული არის, მაგრამ მე უკვე სიმღერად მესმის, თეონა ქუმსიაშვილის წკრიალა სიმღერადა...

და არ დაუგდო ყური არავისა - ეგრე წერე...

ველოდები ახალ ლექსებს ”ხვარამზეს ციკლიდან”.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Jan 21, 2009 11:33 pm

უბრალოდ... ძალიან მიხარია აქ. Smile

ტკბილი მოკითხვა თქვენ...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jan 31, 2009 10:57 am

...ეკატერინე?

აქ ჩავიმუხლავ, შესურულან ბერი ვერხვები.
მარტოსული და მატოკაცი შენს ბაღს ვესტუმრე,
ვერც საჩუქარი რამ მოგართვი, მხოლოდ ლექსები.
ბედის ვიცი და არც თქვენ სწყალობთ, თურმე, ერთგულებს...
ალაზნის ველზე უფალს მადლი ჩამოუბერტყავს.
გულს ოცნებებზე სამდურავი ვერ ვათქმევინე.
ძველ სამრეკლოში მიმწუხრისას რეკენ ზარები,
სად ხარ ჩემო...
წვიმას აპირებს, სანატრელო, წვიმას აპირებს,
ვინძლო ჩამიქროს ზმანებები, დროს აცდენილი –
ცივ-გომბორიდან დაძრულ ნისლებს გაიმანდილებ,
სახეს გილანძავს ლექსით სავსე ჩემი წერილი.
ნამალავ ცრემლებს გულის-გულში გაინაპირებ.
ეგ თბილი სევდაც ჩემი ლექსის ბრალი მგონია.
დუმს როიალი. ეძალება მრუმე მაქმანებს.
ვარდნარში შაშვი სიყვარულის სტვენს სიმფონიას...
მაგრამ საჩემო, რა ხანია, ჩაქრა სანთელი.
გულს ოცნებებზე სამდურავი ვერ ვათქმევინე.
ძველ სამრეკლოში მიმწუხრისას რეკენ ზარები,
სად ხარ ჩემო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Feb 09, 2009 8:34 pm

მშვენიერი ლექსები გქონია მარიამ.


Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Feb 12, 2009 1:51 pm

ეგება

ფშავს მივალ, ავცდი შარახევს,
მზესთან სიტყვა მაქვს დარისა,
მუქოს მელიან სწორები,
სული წინ მიიჩქარისა...

გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი,
იელის ბანგით მთვრალები,
ქალთარაფერას, შავქალას
მათკენ მიმირბის თვალები...

გულისგულ შამიწრიალებს,
ოცნება ბევრის ღამისა:
ეგება დამხვდე ორწყალთან,
ფშავისკე აღარ გამიშვა...


სანათა


ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე
სიზმარ-ცხად-აჩრდილივითა...
საარაგვოზე სანათა
ანთია ასკილივითა...



ეს ორი ლექსი მიყვარს განსაკუთრებით... flower
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Mar 01, 2009 11:48 am



გ ი ლ ო ც ა ა ა ვ თ !
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Mar 01, 2009 11:59 am

მარტი?

“მარტი გიჟია და სულელია,”
დილიდან უღმერთოდ თოვს,
ჩანს, ჩვენს გაჩენაში ღმერთი ურევია,
ვიღაცა სიყვარულს გვთხოვს...
მარტი?
გადარეულია ეჭვისაგან,
გაბრაზებულ გოგოს ჰგავს,
ის ვიღაც ჩვენც თუ შეგვიყვარდა,
მერე შენს მტერსა და ავს...
მარტი?
შლეგია და შეშლილია,
ცოტა ჭორიკანაც თან,
სხვებზე უფრო თავის გვეშინია,
გულმა არ გვაცდუნოს ხვალ...
მარტი?
ცოდვილია, ქარაფშუტა,
ურევს მზის სხივსა და თოვლს,
ძველი მოლოდინიც არ დასრულდა,
ვიღაც სხვაც სიყვარულს გვთხოვს...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Mar 01, 2009 12:22 pm

დღეს დილას, ადრე, ჩემმა 20-25 წლის უნახავმა თანაკლასელმა დამირეკა და გაზაფხული მომილოცა ლექსით, რომლის ავტორიც თურმე მე ვყოფილვარ და არ კი მახსოვდა.არც არსად მეწერა და არც გამახსენდებოდა, რომ არ ქეთევანი. აი, გახსენებული ლექსი...

* * *
რაღაც უჩვეულოს ველოდი,
მოხდა კი სრულიად უბრალოდ,
ჩვეული ღიმილით შემომხვდი,
თვალები კი გქონდა უბადლო...
მაგრამ მე სხვა თვალებს ველოდი,
ცეცხლივით რომლებიც დამწვავდა,
ვაი, რა უბრალოდ შემომხვდი,
ოცნებაც რა მალე დამთავრდა...
იქნებ შენც სხვა თვალებს ელოდი,
სხვა ღიმილს და ახლა შენც იცდი.
იქნებ მეც უბრალოდ შემოგხვდი,
ვინ იცის?!
მაინც რა უბრალოდ შემომხვდი?!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Mar 01, 2009 12:46 pm

მარტივით ლამაზი ქალები

გათოვდა, ჩემს მარტში გათოვდა,
ამივსო სული და თვალები,
სავსეა ქუჩები მარტით და
მარტივით ლამაზი ქალებით.
თოვს და თოვას, აავსო თბილისი,
ნეტავ, თუ გამოიამინდებს,
ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს,
რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს...
მარტის ამინდივით ვიცვლები,
ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ,
ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც
სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ...
თოვს, მარტი ან როგორ გაივლის,
ჩვეულად არ გამოურიოს,
ჩემშიც ხომ ის ქალი გაგიჟებს,
ფიქრს რომ არ გაკლებს და კურიოზს...
თოვს და თოვს, ტაროსი გაგიჟდა,
დაგვწამლა მზისაგან მთვრალები,
მე ვიცი, რად გიყვარს მარტი და
მარტივით "შეშლილი" ქალები!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Mar 02, 2009 2:46 pm

ძალიან მომეწონე სანათავ, მეც შენს მკითხველად მიგულე....
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Mar 02, 2009 11:44 pm

Se marTla "kurioza" Sena Very Happy
genacvale flower
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Mar 04, 2009 5:34 pm



თოვს და თოვას, აავსო თბილისი,
ნეტავ, თუ გამოიამინდებს,
ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს,
რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს...

...

ალბათ,ამიტომაც კაფიებით
ამრავლებ შეშლილებს და ტარიგებს!


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Mar 05, 2009 12:28 am

შე მარტივით შარიანო,
გამგებებიც არიანო...
სადმე აღარ შეგეფეთო,
ჩემ შარაზე არ იარო... Very Happy Cool
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Mar 28, 2009 1:15 pm

გამრიგე wrote:



სანათა

ხვარამზეს ლექსი

საჯარეს დიაცთა თვალ იყავ, ქალთამზე,
ქვეშით მაღირებდი მწველ თვალებს, ღამისფერს.
მეც გულს უწადინოდ ვმღეროდი წაწალზე,
თვალდათვალ გზომავდი ამდენხნის სამიზნეს.
გნახე და მიწყნარდა ეჭვების გრიგალი,
ფერები დააჩნდათ ღრუბლების ფარტენებს;
შენა ხარ რჩეული, შენა ხარ ის ქალი,
მის მზეს იფიცებ და მის მკერდზე ათენებ...
სხვა ან რა შემხარბდეს, რა ცა-ვარსკვლავეთი,
საქონ-საყოლელით მეტი ვარ ასწილი;
რა საყურ-ბეჭედი, სახე, ძუძუ-მკერდი,
ტუჩ-კბილი, თვალები ირიბად აჭრილი;
რა მამისახლი ან რა ლიშო-ბაჩალი,
ივრის ცაცხვები და წნორები ლიტები...
ჩემ ყისმათს შენატრის საფშავლოს ქალ-რძალი,
მრავალი მრავლდება ცხვარი ნამზითვები.
ან ქმარი - ქვეყნად რო ტოლ-ფერი ცოტა ჰყავს,
ელვას ჰგავს კლდით-კლდეზე იმისი ნაფრენი,
მტერ-ნადირთ დაჰკვალავს ხევ-ხევ და გორმაღალს,
ლეკ-ქისტთა მრავალი უკიდავ მარჯვენი.
ჩვენს ბედზე განგების ზეობა გაცხადდა:
არც ჩემდენ წვრილშვილი გაკიდავ კალთაზე,
არცა ოჯახ-სტუმართ აპურებ აქა და
არც ძვირფას ნაბიჯებს მოჰღობავ სხვა ცაზე.
გნახე და შენი რა შემხარბდეს, რა ცა-მზე,
ამაოდ ნუღარცა სხვა იჭვებს მამისევ.
ვაჟიკას ცოლობით მეტ იყავ აქამდეც,
ქვეშით ნუ მაღირებ მაგ თვალებს ღამისფერთ.


sunny drunken sunny
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 31, 2009 6:24 pm

* * *

(სიმღერა)
მიწისპირს დააჩნდა მარტი და
სისხლი არაგვივით მიღელავს,
ჩემო უსახელო დარდო და
ჩემო ალიონის ცის ფერავ!
შემეხსნა ვერმოშუშებული
იარა - ხვრიშ მარილდაყრილი
მოვდივარ ლექსწაკიდებული,
ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი.
ეს ბოლო ქადილი იქნება ,
აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას,
მოვდივარ მთადამთა ერწოზე,
შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას.
მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა
ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს,
კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და
მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს.
ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ,
მათურას კლდის წვერზე მღუარი,
დამხვდე და... ერთფერად მაშინებს,
შენი თანხმობაც და უარიც.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 31, 2009 6:46 pm




მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა flower
ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს,
კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და
მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს. queen queen queen queen queen
ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ,
მათურას კლდის წვერზე მღუარი,
დამხვდე და... ერთფერად მაშინებს,
შენი თანხმობაც და უარიც. sunny king queen sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 31, 2009 8:17 pm

სანათა wrote:
* * *

(სიმღერა)
მიწისპირს დააჩნდა მარტი და
სისხლი არაგვივით მიღელავს,
ჩემო უსახელო დარდო და
ჩემო ალიონის ცის ფერავ!
შემეხსნა ვერმოშუშებული
იარა - ხვრიშ მარილდაყრილი
მოვდივარ ლექსწაკიდებული,
ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი.
ეს ბოლო ქადილი იქნება ,
აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას,
მოვდივარ მთადამთა ერწოზე,
შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას.
მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა
ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს,
კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და
მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს.
ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ,
მათურას კლდის წვერზე მღუარი,
დამხვდე და... ერთფერად მაშინებს,
შენი თანხმობაც და უარიც.

cheers

ცხრამამრცვლიან საზომშია ეს ლექსი ამოთქმული - ამოთქმული და არა ”დაწერილი”.
ცხრამარცვლიანი ლექსი - ფშაური ნატირლების საზომია, ურითმოდ გამოითქმოდა ის ნატირლები...

აქ ეს ცხრა მარცვალი - ნატირლის ხმაა, ექოდ რომ შემორჩენილა ლექსში და იქამდეა მისული ჭრილობაზე ხვრიშ მარილდაყრილი წაწლის მდგომარეობა, რომ ყველანაირ საზღვრებს დაანგრევს... წაწალყოფილის თანხმობაც და უარიც ამიტომ აშინებს...

ეს სამღერელი ლექსია, თავისით რომ დაგამახსოვრებს თავს და თან რომ წაგყვება...

Idea

და ნეტავ, ეს ფოტო ხომ არ მოუხდება ამ ლექსს?



Question
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 31, 2009 9:41 pm

ra lamazia sanatas ""simgera""... Like a Star @ heaven


chemi siyvaruliani mokitxva sunny
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Apr 01, 2009 9:54 am

* * *

(სიმღერა)
მიწისპირს დააჩნდა მარტი და
სისხლი არაგვივით მიღელავს,
ჩემო უსახელო დარდო და
ჩემო ალიონის ცის ფერავ!
შემეხსნა ვერმოშუშებული
იარა - ხვრიშ მარილდაყრილი
მოვდივარ ლექსწაკიდებული,
ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი.
ეს ბოლო ქადილი იქნება ,
აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას,
მოვდივარ მთადამთა ერწოზე,
შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას.
მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა
ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს,
კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და
მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს.
ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ,
მათურას კლდის წვერზე მღუარი,
დამხვდე და... ერთფერად მაშინებს,
შენი თანხმობაც და უარიც.


sunny
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed May 06, 2009 1:30 pm





აბა, ახალი ლექსი, უძილაურთის წვიმით გალუმპული, სველ-სევლი ლექსიიიი...

უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ აჩირთა აპრილსა

კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.

აგრე აწვიმა მთელ კვირა,
უფალმა წურნას ღრუბლები,
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრები?




მიხოოოო, დააქვივნებდე სახლესა, ჰა?


Last edited by სანათა on Thu Jun 04, 2009 12:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: