არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 17, 2012 2:14 pm

მარიამ ხუცურაული

კესანეს

ყინვა შემოგიქარგავს
ფანჯრებს მაქმანებითა,
აგევსება სიზმარი
ფერად ვარსკვლავებითა.
თავთან დაგიფრინდება
ანგელოზი ფართქუნა,
მთვარე ახალშობილი
თავის ნათელს დაგხურავს.
დილას გამოგაღვიძებს
ფანტელების ჩურჩული,
ყელში ჩაგისახლდება
ბეღურების ჟღურტული.
თვალებაბრწყინებულო,
მაქმან-ვარსკვლავებითა,
გაახარებ დედ-მამას
გაზრდა-დაქალებითა.

2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 24, 2012 2:40 am



Published on Dec 21, 2012

2012 წლის 20 დეკემბერი, 11:00 - 12:00
წამყვანი: მინდელი მარიამ, ჩხიროშვილი ნათია, გიგუაშვილი მარი, ბურდული მარიამ
სტუმარი: პოეტი ხუცურაული მარიამ

- დიდი ხნის განმავლობაში ჩემს დაწერილ ლექსებს არსად ვაქვეყნებდი. როგორც პოეტი, საზოგადოების წინაშე 4-5 წლის წინ გამოვჩნდი.
- ჩემს პირველ კრებულს „სანათას წიგნი“ ერქვა.
- იმდენად ვარ დაკავებული, რომ ვფიქრობ და ვწერ ტრანსპორტში. ხალხმრავლობა ლექსის შექმნაში ხელს არ მიშლის.

http://www.obieqtivi.net
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 08, 2013 8:34 pm

მარიამ ხუცურაული

კვამლის ბილიკი

(ციკლიდან: "სანათას სახლი")


ჟანგისფერ მთებზე დაბალახობს ნისლების არვე,
ტყეს ოქროსფერით აქარგია გიორგობისთვე.
გამოგიტაცებ ქალაქიდან რიჟრაჟზე ხვალვე,
შენ და სევდისფერ უჩემობას სულზე მოგისწრებთ.
იაროს მერე ქარმა ქარში წვიმით თვალსველმა,
გზადაგზა ფანტოს ძოწრეული ქარვის ფოთოლი.
აქ მეყოლები, როგორც ამღამ მთვარის ავსება,
ივრის ბუბუნი ანდა მთაზე ნისლის კოტორი.
მიწიდან ცამდე გამიწვდება ოცნების ქარგა,
ზედ იფრთხიალონ შავშვებმა და წიფლისჩიტებმა,
კენკონ ძახველი, ასკილი და ქაცვების ქარვა,
ჭიკჭიკს დავქარგავ, ვიდრე ყველა ამიფრინდება.
დამიმარაგე ბუხრის შეშა, წყალი და ფქვილი,
შებინდებამდე ღარიბ ვახშამს, ალბათ, მოგისწრებ,
გამოვულოცავ ერთხელ კიდევ ამინდს სათოვლეს,
გადაისისხლა ფანჯარაში უკვე შობის ხეც...

ეგება გიგრძნოს ავდარივით ტანმა - იქ არის,
(იქნება დღესვე ყველაფერი მოხდეს პირიქით)
სიყვარულის და ერთგულების უტყვი ნიშანი -
სათოვლე ცაზე მიხატული კვამლის ბილიკი,
შინ ვარ და გელი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 05, 2013 12:41 pm



მარიამ ხუცურაული

მაინც გაგიფრინდები


უშაშვობას პირველი
სოპრანოა ბეღურა.
შენებურად გაიგე,
რაც ვთქვი მე ჩემებურად.
გთხოვდი, შენთვის მინდომე,
მცირე მინდა სიკეთე,
შენსას ცხრათაუცხოსთვის
ასე ნუ გამიმეტებ.
გთხოვდი, არ გამატანო
მოზამთრეს თუ გადამფრენს,
მეშინია, გავუძლებ
უშენობის განაჩენს.
ახლა თავზეც მაყარო
მარგალიტი ფითრების,
ვეღარ შემომირიგებ,
მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიფესვები,
სხვაგან გავიკვირტები,
სხვა წალკოტს ავაყვავებ
შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
ცხრამთას იქით ვიმზითვებ
შენს ხმებს და შენს ფერადებს,
გულში შენვე გაგივლებ
პირჯვრის გადაწერამდე.
მე რომ მომკლავს, ის ჯავრი
ძნელი მოსათმენია,
ჩემო ციდა სამოთხევ,
“რაზედ მოგიწყენია?”
ერთი ძელქვით ნაკლებო,
ოთხმხრივ ჯვარი გწერია...


ბმული - https://www.facebook.com/notes/mariam-xucurauli/ერთი-ძელქვით-ნაკლებო/10151511990695269

study


Last edited by Admin on Sun Dec 27, 2015 12:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Mar 09, 2013 7:02 pm

მარიამ ხუცურაული

ნატვრა
(სიმღერა)


”შენ შამოყრილი ვნავარდობ,
წამალს შენ სახელ ჰქვიაო,
ახლაც დაგეძებ გადამრჩომს,
ჩემო სუნთქვავ და ნიავო.”

(თინათინ ჯავახიშვილი)



ნეტა, მალივ გამიცხადოს
დილას ნასიზმრები ღმერთმა.
არაგვმა არ წაიყოლოს
შენი ნახვის გულისხეთქვა.

მიმეგზურონ გვირილებმა,
ასკილებში შაშვმა სტვინოს,
მათურხევას შევიყაროთ
საფეროდ და საგვირგვინოდ.

მკერდზე ჩემი თმა გეყაროს
გამოხუნებული მზითა,
ფშავის ლურჯი ცა გვეფაროს
შენსას მოსატანი მზითვად.

მერე მწყევლოს ქისტის ქალმა
მძივ-კბილების ბროლებითა,
გამაფრინო ცხრამთას იქით
თმაშოლტების ქროლებითა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Mar 21, 2013 5:50 pm

მარიამ ხუცურაული

გაზაფხულის ბუნიობა

(ციცის)

აღარ წვიმს.
თვალივში სუსხია
და ქარი შინდების.
გზად ღანძილს ყიდიან,
ჭინჭარს და თაფლერბოს ქილებით.
დროდადრო მარტის მზე ცრიატობს ნისლებში
ხევგაღმა,
წნორები ქარს ეცეკვებიან თმაგწეწილები.
ზამთარგამოვლილი ძერა მეღირება - ნაღველი,
ვაგებებ შენს სახელს
და მოგონებებში ვრინდდები.
აღარ წვიმს.
თვალივში სუსხია
და ქარი შინდების.
ნუ შემიშინდები!
დიდბუნიობაა ჩემი და ბუნების -
მიყვარხარ,
მინდები.

2013

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Apr 20, 2013 7:45 pm

მარიამ ხუცურაული

ხარება დილის სიზმარ-ცხადი

ეს სიზმარში იყო.კარზე აკაკუნებდნენ და იმან გამაღვიძა. საათისთვის არც დამიხედავს. რაკი გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ესე იგი თენება იყო უკვე. ვიდრე ტანთ ვიცვამდი და კაკუნის განმეორებას ველოდი, ყველა გაოცების ახსნა მოვასწარი - მანსარდის ოთახში იმიტომ მეძინა, რომ ჩემი საძინებელი, ქვედა სართულში, თქვენ დაგითმეთ, ყველაზე საპატიო სტუმარს; დაბალჭერიანი, პატარა ოთახის შიში და ამით შფოთიანი ძილი თქვენი გუშინდელი სტუმრობის უდიდესმა დადებითმა ემოციამ დათრგუნა; პავლიკო ამდენხანს კარს იმიტომ არ აღებდა, რომ სადღეისო ორი-სამი თევზის დასაჭერად უკვე წასული იყო იორზე. ერთი ვერ ავხსენი, ამ დილაადრიანად ვინ უნდა გვსტუმრებოდა... ამაზე, უკვე კიბეზე რომ ჩამოვრბოდი ფეხშიშველი, მაშინ ვფიქრობდი, მახსოვს.
კარი რომ გამოვაღე,სრულიად უცნობი, ახალგაზრდა მამაკაცის წინ აღმოვჩნდი, რომელმაც დასაკაკუნებლად აწეული ხელით პირჯვარი გამოისახა და ოთახში შემოაბიჯა. მეც შემოვყევი და აივნის კარისკენ სავარძელს რომ ვთავაზობდი, თქვენც გამოდიოდით საძინებლიდან. მიღიმოდით და თავს მიქნევდით. სტუმარმა ნაცრისფერ-შინდისფერი ფლასის ხურჯინი ჩამოიღო მხრიდან და მთხოვა, იქნებ ეს დამიკერო, ცოტაოდენი ხორბალი მიმაქვს და გზად არ დამებნესო. ვიდრე მე სიძველისაგან ლამის მტკაველზე გახეული ხურჯინის გაცრეცილ პირებს თავს ვუყრიდი და ვაგვირისტებდი, ის მადლიერი და მშვიდი ღიმილით მიყურებდა. ბოლო ნასკვთან რომ ძაფს დავეხარე და კბილით მივაკვნიტე, ორთავემ გულიანად გაიცინეთ.
მერე ასევე ფეხშიშველი ჩავყევი ეზოში გასაცილებლად. ჩემგან დაგვირისტებული ხურჯინი ჭიშკრის გადაღმა სახედარს გადაჰკიდა და დაუყვა გზას ივრისკენ.
ოთახში რომ შემოვბრუნდი, თქვენ მუხლზე დაჩოქილი იდექით, სადაგი დღეების საფერი კრემისფერი კაბის კალთა აგეკრიფათ, დახეული ხურჯინიდან დაცვენილ ხორბლის მარცვალს აგროვებდით და ღიღინებდით.
ასე გამეღვიძა. ზუსტად ექვსის ერთი წუთი იყო და სრული სიბნელე. ჩიტებიც ჭიკჭიკებდნენ და წყაროს ხევიც მიჩხრიალებდა ივრისკენ. სიზმარში მართლაც ბევრი რამ იყო სიზმრისეული. მანსარდის სართული გაკეთებულ-მოწყობილი, ივრის მხარეს აივანი მოშენებული, თქვენ ჩემი სტუმარი და მე ადრიანი სტუმრისათვის უშიშრად კარის გამღები... რეალობაში კი... ჭიშკრის გადაღმა, უკვე ცხადში, როგორც სახედარზე მჯდომი ადამიანი, იდგა სილუეტი, რომელიც ხან მეტად ხან ნაკლებად, ცისფერ-ნაცრისფრად ანათებდა.
რწმენანაკლულმა ეს სასწაული ჩემს ულინზოდ ცუდ მხედველობას დავაბრალე. ლინზაც გავიკეთე, ეზოშიც ჩავედი და ნათება იდგა და იდგა... მერე რიჟრაჟთან ერთად, როგორც სიზმარში, ნელ-ნელა წავიდა ივრისა და ვანათისკენ...

ხარება დილა გათენდა, მეუფეო...ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით და წყალობით, მრავალგზის გვეხარებინოს ერთმანეთისათვის მაცხოვრის თანაობა, დასაბამი დაუსაბამო უფლისა... ამინ!


ნეტავ ხარჭიშოს

ნეტავ ხარჭიშოს,
ნატაძრალებსმაღლა, ცისპირზე,
სახარჭაშნოზე შენი ლანდი გადაივლიდეს.



ხევ და ხევ ბილიკებს ამოვყევ,
გზადაგზა მხვდებოდნენ იანი,
ჩემო მიწიერო სამოთხევ,
მხვეწარი მოგიველ გვიანი.
მზენავარაყები მიხვდები,
უფლის აგარაკად გაშლილი,
ღარიბი მოგართვი სამხვეწროც –
სანთლები პოეტის დაქნილი.
მამის ნაოფლარი პურ-ღვინო,
თაფლი და ქადები ხავიწის,
ღირსად ჩამთვალე და მისტუმრე
მადლსაც მაზიარე ამ მიწის.
გაღმა რომ მზე კვლავ ილოგინებს
ოქროვან ბალღებით ორსული,
უფალი დაჰყურებს ნატაძრალს,
აღდგომის ჟამია მოსული.
ჩემო მიწიერო სამოთხევ,
შენსკენ მელეოდა სულ-გული,
უფალო, აღირსე ამ მიწას
ხარჭაშნელ მეუფის ბუბუნი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue May 21, 2013 9:37 am



მარიამ ხუცურაული

ჩაიარე და დღე წაიყოლე

ერთ ნაწვიმარ დილას, ვაჟიკას ხვარამზეს სოფელზე, მისი სახლის ახლოს ჩაუვლია, -- ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს... ამდგარა ხვარამზე, მისი ცხენის ნაფლოქვარებისთვის ღობე შემოუვლია, ვინმემ ან რამემ არ გადამიშალოსო...

რით მოვიტანე სული აქამდე...
ცავ, რა სიხარულს გაიმეტოდი...
ცხენდაცხენ ყანას ჩამოჰკვალავდი,
ჩემკენ ერთხელ არ მაიხედოდი.

ან რა დღე იყო -- დარ-ავდრიანა,
თავს მზე მენთო და სულში მიწვიმდა,
ან მე აგრე რამ დამაჭკვიანა,
არ ამსხლტომია თვალი ჩხირ-წინდას.

ჩაიარე და დღე წაიყოლე,
სულში დაბინდდა ღამეზე ადრე.
ლექსად ნათლავდა შენზე სტრიქონებს,
მთვარე -- სწორფერთა ჯვარ-ხატის მკადრე.

შუაღამემდე ხელის ცეცებით
ვძებნე და ვღობე შენი ნაკვალი
და ეხლა აქავ მეიმედება
ნაიარევი სულის წამალი.

შეცისკრდა, მაგრამ დღე ჯერ შორს არის,
მთათ აახლიეს ნისლის თვალები.
მკერდზე მიყვავის ყაყაჩოსავით
შენი ლურჯაის ნაფლოქვარები.

study


Last edited by Admin on Sat Jun 13, 2015 12:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri May 31, 2013 11:44 pm

მარიამ ხუცურაული

მიტირე მერე...
(მიხა ხელაშვილი - თავის დას, სალომეს)


„მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება“.
ვაჟა-ფშაველა



ჩამომაყოლე ხერხემალზე ფერმკრთალი ხელი...
მტკივნეულია... ყვავ-ყორანმა სამ კვირას ფლითა...
ერთ დიდ ხურჯინში ჩაგეტევა ძვალ-ხორცი მთელი,
გზად ჩემი სული გიმეგზურებს უჩინრად ცითა.

საგულდაგულოდ ამომკრიფე სისხლის გუბიდან,
თმიდან თოვლ-მიწა ჩამომყარე სულის შებერვით.
სისხლგაყინულს და სუნთქვაშეკრულს ცრემლი ნუ გინდა.
ნაცადი მყავხარ, ვერ დაგაფრთხობს ღამე თებერვლის.

გადამახვიე დედის ნაქსოვ რუხ-წითელ ფლასში.
მთა-მთა იარე, არ აჩქამდე, ეგ დროც მოგივა.
გუშინ ქარივით ჩიტ-პეპელა, დღეს ქვა-კლდის მსგავსი
მშობელ მიწას რომ ამომიგებ თბილად ლოგინად.

მიტირე მერე, ჩამოიმხე თავზე ცარგვალი...
ისე მიტირე, ცა და ხმელი ცოდვით შეიძრას.
ჭირისუფალი მეყოლება ხვალე ჩარგალი, --
ხვალე პოეტად დაბრუნდება ფშავში შენი ძმა...

study



მიხო მოსულიშვილი

თავადვე...
-----------

ჩე გევარა თავად ხელმძღვანელობდა თავისივე დახვრეტას, ვერ ესროდნენ ჯარისკაცები და თავადვე იმად უხელმძღვანელა...
და აღარც მიხას უნდოდა სიცოცხლე ბოლოს და იცოდა, სიკვდილზე რომ მიდიოდა...
გადახვეწა არ უნდოდა, თორემ გაჰყვებოდა ქაქუცას...
და ფშავში კიდევ -- ვეღარა სძლებდა...
სულ სისხლი სდევდა, მტრებისგან ვერაგულად მოკლული დედამისის სისხლი და სხვებისაც...
ბოლოს იცოდა და ვინც მოკვლას უპირებდა, სწორედ იმასთან მივიდა...
ორივეს მოკვლა შეეძლო და არ მოკლა არც ერთი... პირიც კი გააპარსინა ერთ-ერთს, მაგ დროს ხომ რა ადვილია ყელის გამოჭრა და დაუჯდა...
ეგრეა, ბოლოს აღარ უნდოდა სიცოცხლე მიხასა...
და ეს სალომე კიდევ -- აღაზას ტოლფარდი ტრაგიკული ადამიანია...
ვაჟა-ფშაველას უწერია „ეთერიანში“, რომ სამზეოს სინჯვა აღარ უნდა შერეს (იგივე მურმანს) და თვალებს დაითხრის ბოლოს, -- აი, ამ დღეში იყო ბოლოს მიხა...
თავადაც ბევრი დახოცა, -- გაიგე, ბალღო, და -- ყველა ერთნაირად ვერ უძლებს სისხლსა...
მიხა ძალიან გულიანი იყო, ისე გულიანი, რომ გრძნობდა, სისხლი როგორ სდევდა...
გულიანი რო არა ყოფილიყო, ვერც პოეტი იქნებოდა...
ალუდამ რო სიზმარი ნახა, დევებთან რო იყო და „კაცის ხორც როგორა ვჭამოო“, ვიღაცა რომ კივის იქა, -- აი, ის ვიღაცაა ეს მიხა...
ჰოდა, მე როგორც მგონია, ეს ლექსი "მიტირე მერე..." სიკვდილისთვის თავგადადებული კაცის სიცოცხლისმიღმიერი მონოლოგია და ზუსტად არის მოსმენილი...


study


Last edited by Admin on Mon Apr 28, 2014 7:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jun 08, 2013 8:48 am

მარიამ ხუცურაული

ჩემო სვებნელო...
(სალომეს მიხა ხელაშვილის სხეულის ნაწილები მიაქვს ხურჯინით და თან ელაპარაკება)

ამღამ მეოთხე ღამე გადის, მთა-მთა მოვდივართ,
უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო,
უხიფათო გზა ღირდა კიდეც ამდენ ლოდინად...
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...

ტყე გამითავდა კუდოსთავს და გამიშრა ცრემლი.
საამდღეოდ თუ შემაჩვიე თოფ-იარაღი,
შიში აღარ მაქვს ნადირის და უფრო კი მდევრის,
სინამდვილეს ჰგავს ამ გზაძნელზე ჩემი არაკიც:

-- ვითომ შიმშილით დაემუქრა ჯალაბთ ზამთარი,
ჭავჭავაძიანთ მუქთად მივეც ორი ფარდაგი,
ოთხი დღე-ღამე ძილმღვიძარმა ვკვალე ნაქარი
ბედად ნაცნობი დამემგზავრა ჩარგლის კართამდი... --

ჩარგალში ქალი დაგვიხვდება, მის თავს ნატრულო,
დღეს მგლოვიარე გიტირებს და ცრემლსაც დაგაყრის,
ხვალ სხვის კარ-ფუძეს გაალხინებს, -- რა გავამტყუნო,
ბალღიც უმამო გაიზრდება, ვაი-ვაგლახით.

ფშავისხევს გარდა ასეთ თოვნას სადა ნახავდი?!
წელს გაზაფხულიც მარტის თვეში უშენოდ მოვა.
თოვლს რომ აიღებს, გზა რომ გავა მაღალახადში,
შენი სახლ-კარი უპატრონო შაიხდენს გლოვას.

მე გიპატრონებ, ეგრე ცრემლ და ხსოვნამისჯილი,
შიშს დაგიმალავ, აქამდე რომ დარდს გიმალავდი.
ეგებ სვავივით გაუძღები გაძღეს სიკვდილიც,
შენზე დამთავდრეს ეგებ ძმისგან ძმათა ღალატი.

მეჩვენა, ეხლა ჩემ წინ გკლავდნენ, -- წამთვლიმა, ალბათ,
ხანჯალს მოვზიდე, შენ მკვლელს დღე რომ გავუმზეშავო, --
ამათ საჩემოს ვინღა გახდის, ხვალ და ზეგ, აბა?! --
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო ბედშავო.

აქ მეგულები ნატანჯი და მკერდშენგრეული,
ვაგლახ! -- ყვავ-ყორნის დაკორტნილი შენი მხარ-მკლავი...
ცოდვით მევსება გულ-ღვიძლი და მთელი სხეული,
ვერც დრო მიწამლებს, ვერც სიგრილე შენი საფლავის.

უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო, --
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Dec 01, 2013 2:49 pm

მარიამ ხუცურაული

ფხოვლელი იანვარა


"სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო."
დავით გურამიშვილი


(მადლიერებით ომარ თურმანაულს)


ცრემლად მევალოს
შენი ბედიც და უბედობაც,
აბა, სამოთხეს ნებით როგორ მიატოვებდი?!
ენაც ისწავლე, ზნეც და ჩვევაც გადამთიელის,
ბასრ სამსჭვალივით ფერდში გჭვალავს მაინც ფხოეთი
ვერც რომ პირცეცხლმა გიშველა, ვერც ლაშარის ჯვარმა,
მე რას გიშველი ქვეყნის ჭირს და დარდს ნაზიარევს?!
დაგიტირებდი ფშაურ წესზე ბეჩავი ლექსით,
თუ ჩემი ცრემლი სულს დაგიცხრობს და დაგიამებს:

მუხთალმა წუთისოფელმა
შენს ტანჯვად მოიცალაო,
დაბადებითვე ობოლი
არც სიყრმით გაგახარაო.
ქართული სვილის მარცვალი
დიდოეთს გადაგყარაო,
უშვილძირობით დაგსაჯა,
დაკარგვა არ გაკმარაო.
თვალცრემლიანი გატარა,
გაგტანჯა, გაგამწარაო,
თავის ცა–ღრუბლის ნატრული
სხვის მიწას მიგაბარაო,
ნათელში დაგაბინადროს,
ფხოვლელო იანვარაო!

ეგეც ბედია,
ნუ იტყვი, რომ ბედი არ გქონდა,
რომ უშვილძიროდ შეაბერდი ცას უცხოეთის,
ეგეც ბედია – დაემგზავრო მარადისობას,
მოენე იყო დიდი პოეტის.

2013 წლის 1 დეკემბერი, 11:58-ზე

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Sep 20, 2014 6:31 pm

მარიამ ხუცურაული

ბერდედავ


გაგიჟებული ყვავის სახლწინ თეთრად ასკილი,
მზე ყაჩაღივით გადმომდგარა უბისთავიდან.
შორით მამჩნევ და უწინ ხვდები, ვიდრე შემიცნობ:
- თუ სიზმარია, ღმერთო აღარც გამამღვიძა.

რაკი დამიხვდი, ამ ერთ ღამეს შენთან გავათევ,
თუმც მელიან მუქოს სწორები.
(ჰქსოვ. თან ბინდდება)
ლამფის ქვეშიდან ნაზამთრ ლექსებს გამოალაგებ,
მეც (თავხედი) გავბედავ და შეგეტოლები,
ქალბნელის არ გაგიკვრიდება...

აღარ ვკვდებიო,- საყვედურად ამას იკმარებ,
- ანდეზე დავალს, აერია სიკვდილს ჟამ-კარი...
თვალები მაინც გზისკე მაქვსო ყოველცისმარე,
შენკე ლოდინში გავიდაო ორი ზამთარი.

მეტყვი: ძაფები დავღებეო ბალახ-ბულახში.
გაიხარაო შენდარგულმა კოწახურებმა,
ბექში შალშავმაც, გასცდა ჟოლი, გზისპირს შინდები...
დაგედარდები უეჭველად,- ხვალ საღამოსო
წახვალ ისევ და ბარ-ტიალას გასხვარიგდები.

დილაბნელაზე ასჩქამდები, გაჰქსოვ ალიონს.
(ფარდაგს რჩები) თან მანაყრებ „თებროს“ თბილი რძით.
როგორ იქნება, გაკილვაზე დამიხვალიო:
რას გიჩადისო, ჩემთავმკვდარო, ქალო, თბილისი?!

ბუსნოზე წყვილად გამომიდგამ თუნგებს მოკალულს
(ცხონდეს გაგა - ვაჟკაცი და ოქრო-მკალავი),
გაგეგზავნები ცივწყაროზე, გზაგასაყართან,
წამიერად რომ დუმს არაგვი მოუღალავი.

მზე ამოვა და ჩემ გზა-ბილიკს ჯვარს გადასახავ,
მერე მიმიკრავ დამჭკნარ მკერდზე გამხმარ ხელებით,
- ფრთხილობდე, ქალო, ქისტმა თვალი არ დაგატანას,
ცხენისთვის, დედოვ! - შენებურად მომეფერები.

ვიდრე შენ აქ ხარ, ალაღებულ არაგვს შევბედავ,
დამელოდე, ჩემო ბერდედავ!

2014


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Sep 22, 2014 1:03 am

მარიამ ხუცურაული

ავკარგიან სოფლის პატრონი

იმ სოფლიდანაც (მთისძირიდან) ზუსტად ასე გამოგაცილეთ:
მამისეული ლურჯი ტილოს ხალათით და უფროს ძმების ნახმარი შარვლით.
ბევრი ვერც ვერა გისაგზლეთ რა -
მარტოდენ მამის დინჯი სიტყვა:
"სისხლი წყლით უნდა ჩამოჰბანო,
სისხლი სისხლით არ იბანება",
დედის ლოცვა: "შენს ჭირს შემყაროს",
თაფლ-ერბო და ხმელა პური ცოტაოდენი...
ფული სად გვქონდა საიმისო გზისთვის მოგვეცა?!
ის შვილი იყავ, ნაბოლარა, ტყუპშიც უმცროსი,
ზღაპრების უმცროს ძმების მგვანი,
ბევრ და-ძმაში გამორჩეული ნიჭითა და ცხოვრების ცოდნით.
ტანმცრეობისადა სისუსტის გამოისობით დედისთვისაც გამორჩეული,
მაგრამ მამის უტყვი სიმკაცრით(სამომავლოდ ალბათ მოყვრად გამოსადგომად)
სხვების თანაბრად წკეპლითა და საქმით გაზრდილი.
შორს გაცილებდით, დიდ სოფელში ბედისა და თავის საცდელად
კიდევ უფრო გასანათ(ლ)ებლად.
ასე ან კი რა გიხაროდა, რა სინათლე გედგა თვალებში?
ერთხელ გულში არ გაგივლია იმ დიდ სოფელს როგორ უნდა შემატებოდი,
შერეოდი, შეთვისებოდი, მერე კიდეც დამჩნეოდი
ცხრათაუცხო, გადამთიელი, არავისი თავისიანი?!
ნეტავ, რამდენჯერ დაგცეს ზურგზე, დაგინაცვლეს ანდა მახვილი,
წვეთ-წვეთობით თუ დიდი ჯამით გასვეს სამსალა,
შეგიტყუეს და მიგატოვეს მარტო მორევში?!
უკვე დამჭკნარი ძუძუებით შეტყობილს რომ გვიან ვიგებდი
წამომდგარისგან, განსაცდელით დაბრძნილისაგან ძმებისთვისაც ამბად მოყოლილს.
ან ვერც ვიგებდი...
რა წრთობა უნდა გამოგევლო ასეთ კაცად რომ ქცეულიყავ -
მიწის მარილად, ცის საყრდენად, ავკარგიან სოფლის პატრონად -? არაფრის მქონე
მამის ანდერძის, დედის ლოცვის, ძმათა იმედის და ერთგული ცოლის ამარა.
ერთი არავის აუცლია გზაზე ეკალი
ლუკმა არავის მოუწვდია, პეშვი წყალი ან ნაკერჩხალი,
მარტო გაკვალე უვალი და გააბილიკე,
კაცის და ღმერთის სამსახურმა ვერ დაგღალა როგორც ფუტკარი.
აჰა, მოხვედი უფროს ძმების ნახმარი შარვლით, იმავ ლურჯი ტილოს ხალათით
მარცხენამხრივ რომ ჩაუყვება საღილეები(ოცნებობდი მთელი ცხოვრება)
ამდენი წლების ნაჯაფარი მოსავენო გინდა სხეული აკემსილი წმინდა გვირისტით,
გულიც რამდენგან გაგგლეჯია ელდა-ტკივილით
და თვალი მაინც იქით გრჩება დიდი სოფლისკენ,
რომც აგიკრძალო, არ აიკრძალავ უკვე ბევრის თავისიანი.
წადი შვილო!
წადი ისევ იმ სოფელში და ბედს ეწიე!
სამჯერ წაღმა დაგატრიალებ, ჯვარს დაგსახავ, ზურგშიც გიბიძგებ!

2014


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Sep 25, 2014 12:15 am

მარიამ ხუცურაული

***

შენს თმაშავს ახალი მოთიბული
ბალახის სუნი აქვს, საფიცარო,
მკერდზე მაფენია წყება–წყება,
თითქოს ნამხრეული გამეტანოს.
გეჩურჩულები, რომ სიზმრებიდან
სიზმრის მჯობ ზღაპარში გაგიტაცო,
მზე მოდგა, მზისფერა სიხარულო,
ჩემი სიყვარულის გარიჟრაჟო.
ჩემი სიყვარულის შუადღევ და
ჩემი სიყვარულის მწუხრის ხანო,
ლურჯი ოცნებიდან ახდენილო
ჩემო საოცნებო, მეფის ქალო.

2014


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Oct 17, 2014 9:08 am

მარიამ ხუცურაული

კვამლის ბილიკი
(სანათას სახლი)

ჟანგისფერ მთებზე დაბალახობს ნისლების არვე,
ტყეს ოქროსფერით აქარგია გიორგობისთვე.
გამოგიტაცებ ქალაქიდან რიჟრაჟზე ხვალვე,
შენ და სევდისფერ უჩემობას სულზე მოგისწრებთ.
იაროს მერე ქარმა ქარში წვიმით თვალსველმა,
გზადაგზა ფანტოს ძოწრეული ქარვის ფოთოლი.
აქ მეყოლები, როგორც ამღამ მთვარის ავსება,
ივრის ბუბუნი ანდა მთაზე ნისლის კოტორი.
მიწიდან ცამდე გამიწვდება ოცნების ქარგა,
ზედ იფრთხიალონ შავშვებმა და წიფლისჩიტებმა,
კენკონ ძახველი, ასკილი და ქაცვების ქარვა,
ჭიკჭიკს დავქარგავ, ვიდრე ყველა ამიფრინდება.
დამიმარაგე ბუხრის შეშა, წყალი და ფქვილი,
შებინდებამდე ღარიბ ვახშამს, ალბათ, მოგისწრებ,
გამოვულოცავ ერთხელ კიდევ ამინდს სათოვლეს,
გადაისისხლა ფანჯარაში უკვე შობის ხეც...

*
ეგება გიგრძნოს ავდარივით ტანმა - იქ არის,
(იქნება დღესვე ყველაფერი მოხდეს პირიქით)
სიყვარულის და ერთგულების უტყვი ნიშანი-
სათოვლე ცაზე მიხატული კვამლის ბილიკი,
შინ ვარ და გელი...

2014


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jan 24, 2015 11:43 am



მარიამ ხუცურაული

ისევ აქ მომკლან სიყვარულისთვის
(უარი ქაქუცა ჩოლოყაშვილს)

უამინდობით ნუ იავადებ,
მამულო, ერთი ხელის დადებავ,
შენს ერთგულებას დამაბრალებენ
ქვეყნად ყველაზე წმინდა ბრალდებას.
გადასისხლული და ნატყვიარი
მე შენთან მომაქვს სულიც. სხეულიც.
ჩემგან ჩემს მერე ეს ხომ დარჩება–
ცხელი გული და ძველი რვეული...
ვერ ვიდავითე, ვერც ვიერეკლე,
ვერც რას ფერს გმატებ, ვერც სახელს ხმიანს,
მაგრამ ერთს მაინც ავეფარები
ღალატით შენკენ გასროლილ ტყვიას.
ჭირის წამლად და წყლულზე მალამოდ
დაგადნები და დაგენაყები,
ოღონდაც შენ ნუ ნაქალაქარი,
ნაყანები და ნავენახები...
რა უფლება მაქვს, შენზე დალხენილს
გულით დამქონდეს შენი ხატება,
ისევ აქ მომკლან სიყვარულისთვის,
მამულო, ერთი ხელის დადებავ.

2015


study


Last edited by Admin on Fri Oct 02, 2015 10:44 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 17, 2015 12:37 pm



მარიამ ხუცურაული

***
შენთან ვიყო და თოვდეს,
იყოს სითეთრე სრული,
ვქსოვდე საშენო წინდას
ფერად რითმების ბმულით.
თოვლზე დახტოდეს შაშვი,
გადამიქანოს გული,
ცამდე აფრენას მთხოვდეს
ყურში ჩურჩულით თქმული.
ამიწიოკდეს ფიქრი
თოვლქვეშ იების დარდით,
შენთან ვიყო და თოვდეს,
ამინდს ურევდეს მარტი.

2015

Recommendation:
I was an editor of her books: Sanata's book, 2009; Sanata, 2012; I'm Sanata, 2016. And I can tell: Mariam Khutsurauli is the best poetess who writes remarkable verses on a dialect of Pshavi, which is a small historic region of northern Georgia, and lying chiefly among the southern foothills of the Greater Caucasus mountains along the Pshavi's Aragvi River...
I recommend her verses for English translations because in her verses it is possible will take away the original poetic world.



study


Last edited by Admin on Sat May 06, 2017 8:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Apr 23, 2015 12:44 am



მარიამ ხუცურაული

სასწაულო
(ორწყალთან თქმული)

სულში ლექსია და გულის სისხლად
აპრილის არაგვი დახმაურობს.
გაუნელებელი წყურვილი ხარ,
ჩემი სიყმაწვილის სასწაულო.
მთები - სანავარდო არწივების,
სოსანმორეული ყანის კიდე,
დილის ნისლი - დედის ნამზითვები,
მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე.
შენი ღამეები ვარსკვლავჭორფლა,
ატმის ყვავილებად გაცისკრება,
რაკი შენად ყოფნით მეწყალობა
და მიწყივ სრულდება უფლის ნება -
დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს,
ჯავრი არ მექნება არცა რისი,
ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე,
შენი ცის და მიწის საკადრისი.


study


Last edited by Admin on Sun Sep 20, 2015 12:22 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Jun 12, 2015 11:06 pm



მარიამ ხუცურაული

მერე რა, რომ მიყვარხარ...

ჭალა-ჭალა ასკილები გაშლილიყვნენ,
მათურისწვერს ნისლი ედო დილისა,
შორს მძლეველი გუ-გუ, გუ-გუს დასძახოდა,
გვირილები მოსჯარვოდნენ ბილიკსა.

მოვრბოდი და გული ყელში მომბჯენოდა
შენთან ყოფნას მონეტარე რამდენხნის,
ისვენებდი, ცელის ტარზე დაყრდნობილი
გაღმა სერებს გაჰყურებდი დამეწყრილს.

შენც სხვა დილას იხსენებდი, სხვა სიხარულს,
მზის და წვიმის სურნელს ციდან მიწამდი,
ნამხრევებში განაბულს რომ მკოცნიდი და
მზისფერ თმებში ლურჯ გვირილებს მიწნავდი.

თიბათვის მზე შუბისტარზე ლაპლაპებდა,
ცას ჭიკჭიკი აყრუებდა მერცხლისა,
ირგვლივ ამო სუნს აფენდა ცაცხვის ტევრი,
ვერ ვამჩნევდით ვერაფერს და ვერც ვისა.

დღესაც ისევ თავბრუს მხვევდა ცაცხვის სუნი,
თავს დამფრენდა დიდი ძერა, შავ-ჟღალი...
ისვენებდი ცელის ტარზე დაყრდნობილი,
ჩრდილში სუფრას გიმზადებდა სხვა ქალი, -

ვიღაც, უცხო, წლების წინ რომ დაგიჩემა,
(ცა და მიწის მე მეტი თუ მემართა).
მერე რა, რომ არაგვსა და წლების გაღმა
შენი მზერა მეძებდა და მეძახდა.

გაგერიდე. ცრემლიანი ჩამოვდევდი
ფრენა-მღერით ამოკვალულ იმავ გზას.
სამის ტკივილს მუდამ ერთის ტკივილი სჯობს...
მერე რა, რომ მიყვარხარ...

ბმული - https://www.facebook.com/notes/mariam-khutsurauli/მერე-რა-რომ-მიყვარხარ/10153305093590269

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Sep 20, 2015 12:09 am



https://youtu.be/OH8HPu7Fk1E


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Sep 20, 2015 11:24 am



https://youtu.be/OH8HPu7Fk1E


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Sep 20, 2015 11:25 am



https://youtu.be/OH8HPu7Fk1E


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 08, 2016 12:02 pm

მარიამ ხუცურაული

მარტისფერ ასკილებს

დაათოვს ჭალაში მარტისფერ ასკილებს,
ძახველზე მოზამთრე ბეღურებს დაათოვს,
მითხარ, რომ უჩემოდ ვერ გაიაპრილებ,
მითხარ და, ქალბნელო, მოგივალ ხვალ ამ დროს.

გინდაც რომ გზაწვრილიც ჩახერგოს ზვავებმა,
თოვლმა შეაერთოს მიწისპირს ცისპირი,
მოვდივარ, სულაც რომ კლდე და კლდე გავება,
მომაქვს საპატარძლო ვარსკვალავთა გვირგვინი.

თოვლქვეშ სათითაოდ ნაპოვნ ენძელებით
თოვლისფერ შუბლსა და თმაშალშავს მოგირთავ,
მარტის დედოფალო, ისე მეჩემები,
ისე მენატრები, დავლახე ორი მთა...

დაათოვს ჭალაში მარტისფერ ასკილებს,
ხვალ ამ დროს მოგივალ და გაგიაპრილებ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed May 11, 2016 8:22 pm



წიგნის დასახელება - „სანათაი ვარ“ (სამწიგნედი)
ავტორი - მარიამ ხუცურაული
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვარი - ანა ბიჩინაშვილი
გამომცემლობა - „საუნჯე“
2016 წელი

პროექტი აერთიანებს სამ წიგნს:
1. „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“ (ლექსები) - წინათქმა ბესიკ ხარანაულის. ISBN 978-9941-469-01-5



2. „ცისპირ მთიბავები“ (ჩანაწერები) - წინათქმა მიხო მოსულიშვილის. ISBN 978-9941-469-00-8




3. „ალმასთა სხივითა“ (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“)





წინათქმა
„დინოზავრის თუ ვერა, შოშიას ნაფეხურისოდენ ნაკვალევს ხომ დავამჩნევ დედამიწას და რამოდენიმე ადამიანის სულს“, - მარიამ ხუცურაული

ვიდეოანონსი -- https://youtu.be/uvbSsO2U66s

study


Last edited by Admin on Sat Sep 17, 2016 9:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jun 12, 2016 9:52 pm



წიგნის დასახელება - „სანათაი ვარ“ (სამწიგნედი)
ავტორი - მარიამ ხუცურაული
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვარი - ანა ბიჩინაშვილი
გამომცემლობა - „საუნჯე“
2016 წელი

პროექტი აერთიანებს სამ წიგნს:
1. „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“ (ლექსები) - წინათქმა ბესიკ ხარანაულის.
2. „ცისპირ მთიბავები“ (ჩანაწერები) - წინათქმა მიხო მოსულიშვილის.
3. „ალმასთა სხივითა“ (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“)

წინათქმა
„დინოზავრის თუ ვერა, შოშიას ნაფეხურისოდენ ნაკვალევს ხომ დავამჩნევ დედამიწას და რამოდენიმე ადამიანის სულს“, - მარიამ ხუცურაული



ხვარამზეს მადლით
(წინათქმა წიგნისათვის „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“)

მარიამ ხუცურაულის, როგორც პიროვნების საუკეთესო თვისებაა, რომ განსაკუთრებულად ეკრძალვის დიდ ქართულ პოეტურ სახელებს. ეს კრძალვა იმდენად წრფელია, რომ ძალას ანიჭებს მის პატრონს, და, ის უკვე როგორც პოეტი, არ უკრთის ლიტერატურას, რომელიც უშველებელი კედელივითაა მის წინ, არ უკრთის იმიტომ, რომ არც მეტი უნდა მისგან და არც ნაკლები, არც სკამი უნდა და არც სავარძელი... და, მით უმეტეს _ გვირგვინი... მაგრამ ყვავილს სამართლიანად ელოდება, როგორც ქალი, როგორც შემოქმედი...
ჩვენ, დღევანდელები, ვერასოდეს გავხდებით თუნდაც XIX საუკუნის დროის ფშაველ-ხევსურები, ჩვენ მათკენ კულტურის გზით უნდა ვიაროთ. რაც ვაჟასთვის სინამდვილე იყო, ჩვენთვის წარმოსახვის საშუალებაა. არც ეს გზაა უნაყოფო, კულტურისკენ კულტურით მიდიან. დღეს ფშავ-ხევსურეთის წარსულს, ფშავ-ხევსურულ პოეზიას, კულტურის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და მოვიმარჯვოთ შესაბამისი ცოდნა და ენთუზიაზმი.
სწორედაც მარიამ ხუცურაულის ენთუზიაზმის წყალობით გაცხადდა რეალობად ჩვენი სიზმარივით მითის, ხვარამზეს სახელი.
მთელი ივრის ხეობა იმოსება ამ დღისთვის, ამ დღისთვის ყველა ქართველი პოეტი ქალი მღელვარედ ემზადება.
ეს დღე განსაკუთრებულად ამაღლებულია, განსაკუთრებით უნიკალურია იმით, რითაც ხვარამზემ გაასწრო თავის თანამედროვე და კარგ ფშაველ პოეტებს და იქცა ქართველ პოეტად - ამაღლებულით, უჭკნობი, დროისგან მოურევნელ სიყვარულზე გალობით.
შემთხვევითი, უძალო და უვნებო არსება „ხვარამზეობის“ დღესასწაულს ვერ დაამკვიდრებდა, ლამის ძველი ფშაური ხატობებს სწორ დღესასწაულს.
ეს შეძლო მარიამ ხუცურაულმა, ხვარამზესთან სულით და ნიჭით ერთობამ მისცა ამის ძალა.

ბესიკ ხარანაული
1 აპრილი, 2016


ცისპირ მთიბავების გამო
(რედაქტორის წინათქმა წიგნისათვის „ცისპირ მთიბავები“)

ამ წიგნში შესული ჩანაწერების ფონად სულ ცისპირას მთიბავები უნდა უნდა გყავდეს წარმოდგენილი...
სადღაც არაგვის ზემოთ, ტყეების სარტყელის მაღლა, ალპურ ზონაში, ცისა და მიწის შესაყარზე ასული მთიბავები, დროდადრო შესვენებისას რომ გადმოსცქერიან ცაში მონავარდე არწივებს, ტაატით მიმავალ ნისლებს, შორიდან ლურჯ ტყეებს და სულ დაბლა კიდევ - ვერცხლისფრად აბრწყინებულ არაგვს, იმის გაღმა-გამოღმა შეკუნჭულ, ერთიბეწო სახლებს და თვალებში კიდევ ხვარამზეს სურვილი უკიაფებთ...
ფონად მეთქი, თორემ თავად ჩანაწერები, მიუხედავად ალაგ-ალაგ თითქოს გართულებული ფრაზებისა, მაინც კინემატოგრაფიული სიზუსტითა და სიცხადით მოგიახლოვებთ ცოცხალ ადამიანებს და სულ ცინცხალ-ცინცხალ ამბებს, - საღალაღობოებსაც და დარდიანებსაც, მონატრებიანებსაც და სხარტურიანებსაც, - ჩვენს გვერდით მომხდარ ანდა უჩვენოდ, დედ-მამისა და პაპა-ბებიების მოყოლილებს, თითქოს დასავიწყარებს და ამდენად, - დაუვიწყარებსაც, რადგანაც გაგვახსენდება, რომ მარადისობა წუთისოფლის სწრაფად წარმავალ ქმნილებებზე არის ხოლმე შეყვარებული...
ისეთ ცოცხალ ადამიანებს, - სულ ის გეგონებათ, რომ თავადაც იცნობდით ამათ.
და ისეთ ცინცხალ-ცინცხალ ამბებს, რომ ესენი ხომ თქვენც გადაგხდენიათ, მაგრამ რატომღაც არ დაგიწერიათ და, ერთი დახეთ, ამ წიგნის ავტორმა როგორ დაგასწროთ...
ეს პოეტის დანახული და ჩაწერილი ამბებია, რაც „სანათას სკივრს“ მიემატა ანდა იქ იყო და ახლაღა აღმოვაჩინეთ; იმ „სანათას სკივრს“, წინა, 2012 წელს გამოსულ სამწიგნედში რომ იყო და რაკი მაშინდელმა ეჭვმა ისევ შემახსენა თავი, აღარც ამას დაგიმალავთ - აი, დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც ხვარამზე დაწერდა, იმისი ჩანაწერები რომ შემოგვრჩენოდა...
ჰოდა, აი, შემომითვლია, რომ ამ წიგნში შესული ჩანაწერების ფონად სულ ცისპირას მთიბავები უნდა უნდა გყავდეს მეთქი წარმოდგენილი, რადგან სათაურად გატანილი სიტყვები მხოლოდ ერთი ჩანაწერისა კი არ არის, ყველა პერსონაჟი თავისებურად მთიბველია და მარჯვედ სთიბავს თავის წილხვედრ სათიბს.

მიხო მოსულიშვილი
1 აპრილი, 2016


Recommendation of Mikho Mosulishvili:
I was an editor of her books: Sanata's book, 2009; Sanata, 2012; I'm Sanata, 2016. And I can tell: Mariam Khutsurauli is the best poetess who writes remarkable verses on a dialect of Pshavi, which is a small historic region of northern Georgia, and lying chiefly among the southern foothills of the Greater Caucasus mountains along the Pshavi's Aragvi River...

I recommend her verses for English translations because in her verses it is possible will take away the original poetic world.

ვიდეოანონსი -- https://youtu.be/uvbSsO2U66s
წიგნის წარდგენა -- https://youtu.be/mslgt75-gwk

study


Last edited by Admin on Sat May 06, 2017 8:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: