არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლადო გუდიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4296
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლადო გუდიაშვილი   Tue Dec 23, 2008 11:08 pm



დაგვიჩაგრეს ჩვენი კარგი ლადო გუდიაშვილი!
გამოუტანიათ რუსებს "სოტბის" აუქციონზე ლადოს ნახატი და ეს ღირს ექვსასი ათასი ევროო და ვერ კი გაყიდულა, მაგრამ მხატვრის შვილიშვილი, ანანო მელივა ამბობს - შეიძლება ადრინდელი ნახატის თემა აეღო, მაგრამ იმას ზუსტად არ გაიმეორებდაო...

და საიდან გამოჩხრიკეს რუსებმა ზუსტი ასლი?

აბა, ლადოს ნახატები მოიტანეთ აქა და ვთქვათ ლადოზე, რაც სათქმელია...



Last edited by არჩანდა on Tue Dec 23, 2008 11:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4296
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   Tue Dec 23, 2008 11:20 pm



გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. შემოქმედზე დიდი გავლენა მოახდინა ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებსა და საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა სიუჟეტებს.

მონუმენტალისტი, რომელმაც 1946 წელს ქაშვეთის ეკლესიის კედლების მოხატა, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან დაითხოვეს.

"კინტოების ქეიფი ქალთან", "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", "ნადირობა", "იდილია", "ქალი კლდეებში", "ირმის ტბის პირას" _ თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს.

გუდიაშვილი ასევე იყო წიგნების ილუსტრატორი და კინოსა და თეატრის დეკორატორი.

მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლადო დავითის ძე გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა.

გუდიაშვილი სწავლობდა თბილისის კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914წ.წ.). 1914წ ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".


მხატვარი 1980 წლის 20 ივლისს თბილისში გარდაიცვალა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   Sat Dec 27, 2008 4:56 pm

არჩანდა wrote:
გამოუტანიათ რუსებს "სოტბის" აუქციონზე ლადოს ნახატი და ეს ღირს ექვსასი ათასი ევროო და ვერ კი გაყიდულა, მაგრამ მხატვრის შვილიშვილი, ანანო მელივა ამბობს - შეიძლება ადრინდელი ნახატის თემა აეღო, მაგრამ იმას ზუსტად არ გაიმეორებდაო...

და საიდან გამოჩხრიკეს რუსებმა ზუსტი ასლი?

მაგას კიდევ რა უჭირს ბატონო მიხო, მერე ერთ-ერთი ”სოტბის” აუქციონის წამომადგენელი ალაპარაკეს და ეს სურათი იმით არის საინტერესო, აშკარად ეტყობა მისი მეგობრის მოდილიანის გავლენაო!!!
მოდილიანი მე რომ მიყვარს, ისე იმ კაცს მეეჭვება უყვარდეს, მაგრამ რანაირი მოდილიანის გავლენა ემჩნევა ახლა იმ სურათს? რას არ გააკეთებს ფულისა და პიარისთვის უსინდისო კაცი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4296
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   Sat Dec 27, 2008 8:22 pm

ნეკერა wrote:
არჩანდა wrote:
გამოუტანიათ რუსებს "სოტბის" აუქციონზე ლადოს ნახატი და ეს ღირს ექვსასი ათასი ევროო და ვერ კი გაყიდულა, მაგრამ მხატვრის შვილიშვილი, ანანო მელივა ამბობს - შეიძლება ადრინდელი ნახატის თემა აეღო, მაგრამ იმას ზუსტად არ გაიმეორებდაო...

და საიდან გამოჩხრიკეს რუსებმა ზუსტი ასლი?

მაგას კიდევ რა უჭირს ბატონო მიხო, მერე ერთ-ერთი ”სოტბის” აუქციონის წამომადგენელი ალაპარაკეს და ეს სურათი იმით არის საინტერესო, აშკარად ეტყობა მისი მეგობრის მოდილიანის გავლენაო!!!
მოდილიანი მე რომ მიყვარს, ისე იმ კაცს მეეჭვება უყვარდეს, მაგრამ რანაირი მოდილიანის გავლენა ემჩნევა ახლა იმ სურათს? რას არ გააკეთებს ფულისა და პიარისთვის უსინდისო კაცი!

Shocked Rolling Eyes What a Face

ვახ, ნინუცელავ, კაცოო!
ეს ვინ სკვითებ და ოხერ-ტივლებ გამაგვადგნენ ეს რუსები, რო - რაც შეიძლება მეტი უნდა წაიღონ აქედანა და დაჰყიდონ მემრე სარფიანადა!

drunken

ნინუცელო, ხევსურულად რო გითხრა -
მახვედ, მშვიდობით!

(და შენ ეგრე უნდა მითხრა - დამხვდი, მშვიდობით! - ხო იცი?)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   Sat Dec 27, 2008 8:27 pm

დამხვდით მშვიდობით და უფალმა მშვიდობა არ მოგვიშალოს Smile
ვიცოდი, ჩვენი ნიჭიერი მინდიას მოგვარემ ნათია გოგოჭურმა მასწავლა Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   Sat Jan 03, 2009 12:43 am

Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ლადო გუდიაშვილი   

Back to top Go down
 
ლადო გუდიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: