არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ფოლკრადიო FM 99,2

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4387
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 23 Dec 2008 - 18:00

ფოლკრადიო FM 99,2

ეგეთი კარგი რადიო ჩემ სიცოცხლეში არ მიპოვნია - შემთხვევით გადავაწყდი დღეს, ჩემ მანქანაში რო ვეძებდი არხებს...
და ის კი აღარ ვიცი, რო - ინტერნეტიდან თუ შეიძლება ამ არხის მოსმენა?
ეთერო თათარაიძეს მიჰყავს საავტორო გადაცემაო, ამირან არაბულის ხმა მეცნო კიდევ და ხალხურებია, ხალხური სიმღერები გიორგი უშიკიშვილისა, ისეთები, რო , - სიმღერის უნახავს გაგხდის და აემ "ცნობადი სახეების" უნიჭო საესტრადო ჯაგი-ჯუგები - სუყველა კოშმარები გეგონება ამის მსმენელს...
ვახ, რა უნიჭოები გვყვანან ეს მოესტრადეები, კაცოოო...
ვახ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 19.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 23 Dec 2008 - 18:21

მართლაც კარგი რადიოა.
მაქვს რაღაც შენიშვნები, მაგრამ ჯერ ადრეა მასზე საუბარი. ვაცალოთ და მერე აქ არა ვართ? Laughing
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4387
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 23 Dec 2008 - 22:05

აი, ახლა, 19.00 საათზე დაიწყო ეთერ თათარაიძის საავტორო გადაცემა "ზეცას ვიყავ", რომელიც ამჯერად ეძღვნება იოსებ მიხეილის ძე ბაიაშვილს.

drunken

წინა გადაცემა ეძღვნებოდა ივანე წიკლაურს.

Smile

თანა კიდევა - პაპა ალექსი მაჰყავსა, ალექსი ჭინჭარაული და იმას აყოლებს მაგარ-მაგარ რამეებსა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 3:23

მეც ვუსმინე ბაიაშვილზე... Smile
რა კარგი იყო!

წიკლაურზეც!
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 58
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 3:37

bao wrote:
მეც ვუსმინე ბაიაშვილზე... Smile
რა კარგი იყო!

წიკლაურზეც!


მეც მინდა რადიოოო Sad
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 19.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 3:45

"რამ დამაბერა" უნიკალური ტექსტია. "გალობანი სინანულისა"-ს შემდეგ, მე არ მახსენდება აღსარებითი ხასიათის ("...ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა" ასეთი სრულყოფილი (მრავალმხრივ) ნაწარმოები. ხვარამზესთან არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, ამ ავტორის ხალხურ შემოქმედების "უძირო ძღვაში" ჩაძირვა დანაშაულია და არა შეცდომა, რომელიც სწორედ დღევანდელ ფოლკლორისტების სინდისზეა ...
აეგრე!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4387
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 3:53

სანათა wrote:
bao wrote:
მეც ვუსმინე ბაიაშვილზე... Smile
რა კარგი იყო!

წიკლაურზეც!


მეც მინდა რადიოოო Sad

lol! jocolor drunken

***
სანათავ, მისრის მისრეთსა
ვერსად გიყიდავს რადიო.
ან თუ იყიდი, ისეთსა
მარტო ყუთად რო ათრიო.


Wink


Last edited by არჩანდა on Wed 24 Dec 2008 - 4:15; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 58
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 4:03

არჩანდა wrote:
სანათა wrote:
bao wrote:
მეც ვუსმინე ბაიაშვილზე... Smile
რა კარგი იყო!

წიკლაურზეც!


მეც მინდა რადიოოო Sad

lol! jocolor drunken

***
სანათავ, მისრის მისრეთსა
ვერსად გიყიდავს რადიო.
ან თუ იყიდი, ისეთსა
მარტო ყუთად რო ათრიო.


Wink

ლუკა მთიბელაშვილი

ლუკამ თქვა: ღმერთმა უშველოს,
ვინც მაიგონა რადიო .
ვინ გააკეთა, ააწყვა
ნეტა ეგეთა კარგიო .

რაც ეს ვიშოვე მას მერე
ვეღარ მაწუხებს დარდიო ,
ჩემო პატარა ძმობილო,
რარიგად შემიყვარდიო.

თუ კი ესეთა კარგ იყავ,
აქამდე სადა მყვანდიო ?
რატო არ მალევ გიშოვნე,
თუ ესე გამართავდიო.

რამდენას რარამ მიამბობ,
ტყუილია თუ ცხადიო,
დღე და ღამ შენთან რო ვიყო ,
იმას არ მეტყვი წადიო.

ძილ რო არ მეკიდებოდეს,
ღამით არ გამოგრთავდიო...
Very Happy cheers


Last edited by სანათა on Wed 24 Dec 2008 - 4:18; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 19.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 4:07

ოციან წლებში იყო ასეთი სიმღერა:


"ახ, რადიო, რადიო
პარიზში ჩაბრძანდიო,
ჟორდანიას უთხარი
მალე ჩამობრძანდიო..."
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4387
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 4:14

არგანი wrote:
"რამ დამაბერა" უნიკალური ტექსტია. "გალობანი სინანულისა"-ს შემდეგ, მე არ მახსენდება აღსარებითი ხასიათის ("...ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა" ასეთი სრულყოფილი (მრავალმხრივ) ნაწარმოები. ხვარამზესთან არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, ამ ავტორის ხალხურ შემოქმედების "უძირო ძღვაში" ჩაძირვა დანაშაულია და არა შეცდომა, რომელიც სწორედ დღევანდელ ფოლკლორისტების სინდისზეა ...
აეგრე!

Rolling Eyes

მოდი, თან იმასაც დავუკვირდეთ, არგანო - რა ფორმაში რითმავს სიტყვებსა: გზისამა - წყლისამა... და სუ აეგრე მიუყვება იმსიგრძე ლექსსა!..
ძაან მაგარ არისა, ძაანა!
და ინდივიდუალურ ავტორ არისა, - რაის სახალხო მთქმელი?
და რატო არ ამბობენ ამასა, ვერ კი ვხვდები - რაო, ჩინ-მენდლებ აჰყრიან ფოლკლორისტებსა თუ რა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 19.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Wed 24 Dec 2008 - 23:53

ფოლკლორისტებს ეშინიათ ფოლკლორი არ "გაუღარიბდეთ", ამიტომ ცოცხალი თავით არ დათმობენ, არც ცნობილ და არც ანონიმურ ავტორებს.
No
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Mon 16 Feb 2009 - 1:02

ძალიან კარგი რადიოა... უსმენ მსოფლიო ფოლკლორს და ხვდები რომ ქართული ყველაზე ლამაზი და გამორჩეულია, ან ეს აუდიოები?! ... მოკლედ ვდებ აუდიოს თუ სურვილი იქნება მითხარით რომელი დავდო და დავდებ

ალექსი ჭინჭარაული - კაცებს ჰხოცს ხელს კი არა სჭრის მოსმენა ცოტა დააცადეთ და ჩაირთვება
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Guest
Guest



PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 3 Mar 2009 - 17:11

გიორგი უშიკიშვილსა და ამირან არაბულს ფოლკრადიოზე სტუმრად ჰყავს პაპა გაბრიელ გარაშვილი...

რა ნაღდი კაცია და რა კარგი პოეტი!.. თან მღერის კიდეც...

Exclamation

ამასაც ”მოუვლენ” ხოლმე ლექსები - თავის ნებით კი არა სწერს, ”მე არა ვწერამ, მოკარნახე სხვა მყავ, - ვინა მკარნახობს, არ ვიციო”.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 3 Mar 2009 - 18:24

ბობო wrote:
გიორგი უშიკიშვილსა და ამირან არაბულს ფოლკრადიოზე სტუმრად ჰყავს პაპა გაბრიელ გარაშვილი...

რა ნაღდი კაცია და რა კარგი პოეტი!.. თან მღერის კიდეც...

Exclamation

ამასაც ”მოუვლენ” ხოლმე ლექსები - თავის ნებით კი არა სწერს, ”მე არა ვწერამ, მოკარნახე სხვა მყავ, - ვინა მკარნახობს, არ ვიციო”.

sunny Sad bom

გაიხარე, გამრავლდი და გადიდდი ”ფოლკრადიო”, ამისთანა გადაცემების მოწყობისთვის!

cheers
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Tue 3 Mar 2009 - 18:28

ახლა კიდევ ”კანტე ხონდო” დაიწყო - ანდალუზიელი ბოშების სიმღერები!..

ვახ!..

Exclamation

მოკლედ, არსად უნდა გადართო ეს რადიო!..

cheers
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Thu 4 Jun 2009 - 19:53

Guest wrote:
ახლა კიდევ ”კანტე ხონდო” დაიწყო - ანდალუზიელი ბოშების სიმღერები!..

ვახ!..

Exclamation

მოკლედ, არსად უნდა გადართო ეს რადიო!..

cheers

მართლაც კარგი რადიოა. რადიოს იშვიათად ვუსმენ ხოლმე მაგრამ როცა მოვხვდები ერთ-ერთი ფავორიტია ჩემთვის cheers

სხვათაშორის ამასწინათ სერბული თუ ხორვატული ფოლკლორი გაუშვეს და ქართულს საკმაოდ მივამსგავსე Smile
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   Mon 21 Dec 2009 - 6:20

internetiT Tu SeiZleba misi mosmena?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Sponsored content




PostSubject: Re: ფოლკრადიო FM 99,2   

Back to top Go down
 
ფოლკრადიო FM 99,2
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: