არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნათია ჩუბინიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნათია ჩუბინიძე   Mon Dec 22, 2008 6:34 pm


Natia Chubinidze

ნათია ჩუბინიძე

მთარგმნელი ინგლისურიდან

მუშაობს skhivi-ში
სწავლობდა TSU-ში
ცხოვრობს Tbilisi, Georgia-ში
დაბადებულია 20 12


ბმულები:
* https://www.facebook.com/natia.chubinidze.5
* http://urakparaki.com/?m=7&WUID=493&sm=1 - თარგმანები
* http://burusi.wordpress.com/tag/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94/





study


Last edited by Admin on Fri Oct 10, 2014 7:25 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Tue Dec 23, 2008 12:26 am

ჯერომ დეივიდ სელინჯერი

ფრენი და ზუი
(მოკლე რომანი)

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ

ფრენი

მზიანი დილის მიუხედავად, შაბათს სულაც არ თბილოდა. პირიქით, ჰაერში სუსხი ტრიალებდა. ხალხი ქურქებში და თბილ პალტოებში გამოწყობილიყო, არადა, მთელი კვირა, თხელი ქურთუკითაც იოლად გახვიდოდი, მაშინ ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ იელთან თამაშამდე არ აცივდებოდა.
ახალგაზრდა ჭაბუკები, თერთმეტის ორმოცდათორმეტწუთიან მატარებელზე მეგობარ გოგონებს ელოდნენ. ოცდა რამდენიღაცადან მხოლოდ რამდენიმე იდგა გარეთ, ცივ ბაქანზე, დაახლოებით ექვსი თუ შვიდი. დანარჩენები ორ, სამ, ოთხკაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ თბილ მოსაცდელში. უმეტესობა უქუდოდ იყო, ოთახი კვამლის ბურუსში გაეხვიათ, ყველა ჯგუფიდან საუბარი ისმოდა, უაპელაციოდ დოგმატური, დამაჯერებელი, მკვეთრი. ვიღაცა რაღაცას ხსნიდა, მეორე ეკამათებოდა, მოკლედ, კოლეჯის სტუდენტებისთვის დამახასიათებელი არეულობა იდგა, და განა სულ ასე არ გრძელდება საუკუნეების მანძილზე?
ლეინ კაუტელი, ბარბერის შალის სარჩულიან, ჩაღილულ საწვიმარში გამოწყობილი, ერთ-ერთი იყო ბაქანზე მდგომი ექვსი-შვიდი ბიჭიდან, უფრო სწორად, ან იყო და ან არა… ცოტა ხნის წინ, ათიოდე წუთი, იქნებ ცოტა მეტიც, ის გაუბედავად ედგა გვერდით ბიჭებს, ზურგით ,,ქრისტიანული სამეცნიერო ლიტერატურის” კიოსკს მიყრდნობილი, უხელთათმანო ხელები ჯიბეებში ეწყო, ყელზე წაბლისფერი ქაშმირის კაშნე ეკეთა, მაგრამ სიცივისგან კარგად ვერ იცავდა, ამიტომ ყოყმანით სწვდა, უფრო მჭიდროდ რომ შემოეხვია კისერზე, თუმცა გადაიფიქრა, სამაგიეროდ ჯიბიდან უჩუმრად წერილი ამოაცოცა და მოწყურებული შეუდგა კითხვას. ბარათი მანქანზე იყო დაბეჭდილი, გაცრეცილი ცისფერი ქაღალდი ახალს არ ჰგავდა, ადვილად მიხვდებოდი, რომ კონვერტიდან არაერთხელ ამოუღიათ და წაუკითხავთ. . .
,,დღეს მგონი ხუთშაბათია, უძვირფასესო ლეინ,
გარეთ ხმაურია, მე კი ლამის ვთვლემ და ვეღარ ვადევნებ თვალყურს ჩემს აზრებს, ასე რომ, თუკი შეცდომებს ნახავ, არ შეიმჩნიო, კარგი? მოხდა ისე, რომ შენი რჩევა გავითვალისწინე და ლექსიკონს ჩავუღრმავდი, ამით კი ჩემს სტილს ვუღალატე, მაგრამ რა ვქნა, შენი ბრალია. მშვენიერი წერილი მომწერე და უზომოდ მიყვარხარ, სიგიჟემდე … ერთი სული მაქვს, უქმეები როდის დადგება. ვწუხვარ, კროფტ ჰაუსში რომ ვერ მომაწყვე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სად ვიქნები, მთავარია, სიცივემ და მწერებმა არ შემაწუხონ, უფრო მეტად ის მიხარია, შენი ნახვის მეტი საშუალება რომ მექნება… მგონი, ნელ-ნელა… ვგიჟდები. ვაღმერთებ შენს წერილს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ელიოტზე წერ, მე კი, მგონი, ყველა პოეტს გადავხედე და არც ერთი არ მოვიდა ჩემს გულამდე ისე ახლოს, როგორც საფო. მის ლექსებს ახლაც ვკითხულობ, ეტყობა, შევიშალე, და თუ შეიძლება, ვულგარული შენიშვნების გარეშე… იქნებ საკურსო თემაც მასზე მოვამზადო, ჩემი ჭკუასუსტი ხელმძღვანელი თუ დავითანხმე. ,,ფაქიზი ადონისი კვდება, კითერია, გულში მჯიღი ვიცეთ, ტუნიკები შემოვიხიოთ. . .” და თავადაც შემოიძარცვა საკუთარი ტუნიკა. . . განა შეუდარებელი არაა?.. გიყვარვარ? ერთხელაც არ გითქვამს წერილში “მეზიზღები”, როცა ასე უმოწყალოდ ზე-მამაკაცური და თავშეკავებული ხარ. . .(მგონი, არასწორად დავწერე, არა?) არა, განა მართლა ვერ გიტან, უბრალოდ, ორგანულად ვერ ვიტან ძლიერ და ჩუმ მამაკაცებს. . . შენ კი ასეთი სინამდვილეში სულაც არა ხარ, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?.. ისევ ისეთი ხმაურია გარეთ, საკუთარი ფიქრიც არ მესმის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარხარ და მინდა, ამ წერილმა მალე მოაღწიოს შენამდე, იქნებ ამ საგიჟეთში მარკა მაინც ვიპოვო სადმე, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! . . იცი? იქნებ არც შეგიმჩნევია, თერთმეტი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ ვიცეკვეთ ერთად, ის არ ჩავთვალე, ,,ვანგარდში’’ უგონოდ გალეშილს, გულში რომ გყავდი ჩაკრული, სირცხვილისგან ვიწვი იმ დღის გახსენებისას, არავის მოუყვე, თორემ მოგკლავ!. . . შაბათამდე, ჩემო ყვავილო…

(გააგრძელე კითხვა)

study
Back to top Go down
View user profile
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Fri Mar 06, 2009 3:23 pm

რობერტ ბერნსი

და მიარღვევს ჭვავის ყანას...

სველი ჯენი, ეს საბრალო,
მშრალი ნეტავ როდისა გვყავს:
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
მიდის, მირბის, არ იღლება,
არ დაგიდევს გზას და შარას,
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
იქნებ ნახოს გულისსწორი,
ციცქნა ქალმა სოფლის პირას ,
იქნებ კოცნაც გამოსტყუოს,
ან ტირილით შეხვდეს დილას.
იქნებ ნახოს გულისვარდი
ციცქნა ქალმა სოფლის გარეთ,
დაეკონოს ტუჩზე ბიჭი...
ყველას უნდა ცოდნა, დახეთ.
თუკი ნახა გულისსწორი
ციცქნა ქალმა გზაზე,სადმე,
აკოცა თუ არ აკოცა,
ნეტა ვისი არის საქმე?!

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ.

ორიგინალი:

Comin Thro' The Rye.
Chorus.
O Jenny's a' weet, poor body,
Jenny's seldom dry:
She draigl't a' her petticoatie,
Comin thro' the rye!

1.
Comin thro' the rye, poor body,
Comin thro' the rye,
She draigl't a' her petticoatie,
Comin thro' the rye!

2.
Gin a body meet a body
Comin thro' the rye,
Gin a body kiss a body,
Need a body cry?

3.
Gin a body meet a body
Comin thro' the glen,
Gin a body kiss a body,
Need the warld ken?

4.
Gin a body meet a body
Comin thro' the grain,
Gin a body kiss a body,
The thing's a body's ain.

სტანდარტული ინგლისური თარგმანი:
Coming Through The Rye.
Chorus.
O Jenny is all wet, poor body,
Jenny is seldom dry:
She draggled all her petticoats,
Coming through the rye!
Coming through the rye, poor body,
Coming through the rye,
She draggled all her petticoats,
Coming through the rye!
Should a body meet a body
Coming through the rye,
Should a body kiss a body,
Need a body cry?
Should a body meet a body
Coming through the glen,
Should a body kiss a body,
Need the world know?
Should a body meet a body
Coming through the grain,
Should a body kiss a body,
The thing is a body's own.

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Fri Mar 06, 2009 3:24 pm

ჯერომ სელინჯერი

კანჯოში


გვიანი შემოდგომის ნაშუადღევის ოთხი საათი იდგა, შუადღეს აქეთ მჭიდროდ პირმოკუმულმა სანდრამ, მოსამსახურე ქალმა, უკვე თხუთმეტი-ოცჯერ გამოიარა ტბისკენ გამავალი ფანჯრის წინ, ბოლო გამოსვლისას დაბნეულად გაიხსნა და შეიკრა წინსაფრის თასმები, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც უსაშველოდ განიერი წელი აძლევდა, შემდეგ კი მომინანქრებულ მაგიდას დაუბრუნდა და მისის სნელის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ახალთახალ უნიფორმაში გამოწყობილი.
მისის სნელს სახლის დალაგება და თეთრეულის დაუთოება უკვე დაემთავრებინა და, ჩვეულებრივ, ერთ ფინჯან ჩაის მიირთმევდა, სანამ ავტობუსის გაჩერებისკენ ჩაუყვებოდა გზას, ქუდი უკვე დაეხურა, ფეტრის შავი საინტერესო თავსამკაული, რომელსაც მხოლოდ ერთი კი არა, უკვე სამი ზაფხული იყო, რაც ატარებდა, ნებისმიერი ტემპერატურის ან ცხოვრების წესის პირობებში, უამრავ საუთოო დაფასა და დუჟინ მტვერსასრუტს შორის, ქუდს შიგნიდან ისევ ეკრა ,,ჰეთი კარნეგის” გაცვეთილი, მაგრამ (აუცილებლად უნდა აღინიშნოს) დაუკუჭავი იარლიყი.
- უკვე აღარ მანერვიულებს ეს ამბავი, - განაცხადა სანდრამ, მეხუთედ თუ მეექვსედ, თანაც ისე, რომ თავის თავს უფრო უთხრა, ვიდრე მისის სნელს. - გადავწყვიტე, აღარ ვინერვიულო, რა აზრი აქვს?
- მართალი ხარ, - უთხრა მისის სნელმა, - აღარც მე ვაპირებ ნერვიულობას, ჩანთა მომაწოდე, გეთაყვა, ძვირფასო.
ტყავის ძალიან გაცვეთილი, მაგრამ ქუდივით მოდურ ეტიკეტიანი ხელჩანთა ბუფეტზე იდო, სანდრამ შეძლო ფეხზე წამოდგომის გარეშე მისწვდომოდა მას და მაგიდის იქით მდგარ მისის სნელს გადააწოდა, რომელმაც გახსნა და მენთოლიანი სიგარეტი ამოიღო ,,სთორქ ქლაბის” საფირმო ასანთთან ერთად.
მისის სნელმა სიგარეტს მოუკიდა და ჩაითი სავსე ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ იმ წუთშივე უკან, ლამბაქზე დადო.
- ეს ჩაი თუ დროზე არ შეგრილდა, ავტობუსი გამასწრებს, - თქვა და სანდრას გახედა, რომელიც დამთრგუნველი მზერით მიშტერებოდა კედელზე ჩამწკრივებულ სპილენძის ქვაბებს.
- ნუ ნერვიულობ! - უბრძანა მისის სნელმა, - რა განერვიულებს? ან გეტყვის, ან არა, ესაა და ეს, ნერვიულობას რა აზრი აქვს?
- სულ არ ვნერვიულობ, - უპასუხა სანდრამ, - ისედაც ბევრი მაქვს საფიქრალი, უბრალოდ, ის მაგიჟებს, ბავშვი რომ დაბანცალებს მთელს სახლში. ხმა ალბათ არ გესმის, არა? ვერც გაიგონებ, ისე უხმაუროდ დაიპარება. ამასწინათ ლობიოს ვარჩევდი ამ მაგიდასთან და კინაღამ ფეხი დავაბიჯე ციცქნა ხელზე, პირდაპირ მაგიდის ქვეშ იჯდა.
- კარგი, ერთი, ან მაგაზე რა განერვიულებს?
- რა და არაფერს მოჰკრას ყური ამ ბავშვმა... ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვა მიწევს, აი, რა მანერვიულებს!
- კიდევ ვერ ვსვამ ამ ჩაის, - თქვა მისის სნელმა, - ... რა საშინელებაა, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვა.
- ჰო, პირდაპირ მაცოფებს ეს ამბავი! სანახევროდ გიჟი ვარ უკვე ამ ბავშვის ხელში, - სანდრამ კალთიდან უხილავი ნამცეცები ჩამოიფერთხა და ჩაიფრუტუნა: - არადა სულ ოთხი წლისაა!
- ძალიან ლამაზი ბავშვია, - თქვა მისის სნელმა, - რა დიდრონი თაფლისფერი თვალები აქვს!
სანდრამ ჩაიფრუტუნა, - ცხვირი კი მამამისს მიუგავს, - თამამად მიჰკიდა ხელი თავის ფინჯანს და ჩაი მოსვა. - ნეტავ, ოქტომბრამდე რატომ რჩებიან აქ? - თქვა უკმაყოფილოდ და ფინჯანი დადგა, - არც ერთი წყალს არ ეკარება, არც ქალი, არც ქმარი, არც ბავშვი, ის სულელური ნავიც აღარ გაჰყავთ ხოლმე ტბის სიღრმეში, ვერ გამიგია, რაში ყრიან ამდენ ფულს.
- ნეტავ, როგორ სვამ მაგ ჩაის, მე ერთი ყლუპიც ვერ მოვსვი ჯერ.
სანდრამ ღვარძლიანად შეხედა მოპირდაპირე კედელს. - რა სიამოვნებით დავბრუნდებოდი ქალაქში, დამიჯერე, არ ვხუმრობ, მეზიზღება ეს საშინელი ადგილი. - მისის სნელსაც არამეგობრულად შეავლო თვალი. - შენ რა გენაღვლება, მთელი ცხოვრება აქ გაატარე და მშვენივრად მოეწყვე, შენ რა...
- რომ მომკლას, მაინც უნდა დავლიო, - თქვა მისის სნელმა და ელექტროღუმელის საათს გახედა.
- ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი? - ჰკითხა სანდრამ მოულოდნელად, - რას იზამდი? სიმართლე მითხარი.
ეს ისეთი კითხვა იყო, რომელიც მისის სნელმა ყარყუმის ქურქივით აიტაცა და კიდევ ერთხელ დადგა ჩაის ფინჯანი. - ჰოოო, პირველ რიგში, - თქვა მან, - არ ვინერვიულებდი, მერე კიდევ სხვაგან მოვძებნიდი...
- სულაც არ ვნერვიულობ-მეთქი, - შეაწყვეტინა სანდრამ.
- ჰო, გავიგე, მაგრამ მე...
სასადილო ოთახის მხრიდან მბრუნავი კარი გაიღო და ბო ბო ტანენბაუმი, ამ სახლის დიასახლისი, სამზარეულოში შემოვიდა. ბო ბო ოცდახუთი წლის დაბალი თეძოჩამოქნილი გოგონა იყო, ფორმადაკარგული მყიფე უფერული თმა საკმაოდ დიდ ყურებს უკან გადაეწია, ეცვა მუხლებამდე ჯინსის შარვალი, ყელიანი პულოვერი, წინდები და ბრტყელძირიანი მოკასინები, სახელის უცნაურობას და ნაკლებმიმზიდველობას რომ თავი დავანებოთ, ბო ბოს ძალიან დასამახსოვრებელი მგრძნობიარე პატარა სახე ჰქონდა, განსაცვიფრებელი და საინტერესო.
ახალგაზრდა ქალი პირდაპირ მაცივარს მიუახლოვდა, გამოაღო, ფეხები განზე გადგა, ხელები მუხლებზე დაილაგა და შიგნით შეიჭყიტა, თან მელოდიის გარეშე კბილებსშუა უსტვენდა და შეუჩერებლად აქანავებდა იშვიათ უკანალს.
- სანდრა...
- გისმენთ, ქალბატონო! - გამოსძახა მისის სნელის ქუდს უკან მდგარმა სანდრამ.
- მწნილი აღარ გვაქვს? მას მინდა გავუტანო.
- შეჭამა, - უპასუხა სანდრამ - წუხელ შეჭამა სანამ დაწვებოდა, სულ ორი ცალიღა იყო დარჩენილი.
- კარგი, სადგურზე რომ წავალ, კიდევ წამოვიღებ რამდენიმეს, ვიფიქრე, ნავიდან მწნილით მაინც გამოვიტყუებ-მეთქი. - ბო ბომ მაცივრის კარი დახურა და ტბისკენ გამავალ ფანჯარაში გაიხედა.
- კიდევ გვინდა რამე? - იკითხა ფანჯარასთან მდგარმა.
- მხოლოდ პური.
- შემოსასვლელის მაგიდაზე ქვითარი დაგიტოვეთ, მისის სნელ, გმადლობთ.
- კარგით, - თქვა მისის სნელმა, - გავიგე, ლაიონელს წასვლა უნდაო, - ქალმა მოკლედ ჩაიცინა.
- რა თქმა უნდა, - უპასუხა ბო ბომ და ხელები გვერდითა ჯიბეებში ჩაიყო.
- ყოველ შემთქვევაში შორს მაინც ვერ წავა, - თქვა მისის სნელმა და ისევ ჩაიცინა.
ფანჯარასთან ბო ბომ პოზიცია შეიცვალა და ზურგი შეაქცია მაგიდასთან მსხდომ ქალებს.
- არა, - თქვა მან და ისევ გადაიწია რამდენიმე კულული ყურს უკან, შემდეგ კი დაამატა, - სულ ასე მიდის და გზას მიიკვლევს მას შემდეგ, რაც ორი წლის შესრულდა, მაგრამ შორს არასოდეს წასულა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა და ქალაქში ჩავიდა, ,,სენთრალ პარკის” სავაჭრო ცენტრამდე ჩააღწია, სახლიდან რამდენიმე კორპუსს იქით... თუ უფრო ახლოს... შენობის წინკარამდე მივიდა იქ გაჩერდა, უცებ მამასთან მოინდომა დამშვიდობება.
მაგიდასთან მსხდომ ქალებს გაეცინათ.
- მაგ სავაჭრო ცენტრში საციგურაოდ დადიან ხოლმე ნიუ-იორკში, - გულღიად უთხრა სანდრამ მისის სნელს, - ბავშვებიც და დიდებიც.
- ოჰ, - თქვა მისის სნელმა.
- ეს შარშან მოხდა, სამი წლის იყო მაშინ, - თქვა ბო ბომ, ჯინსის გვერდითა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა ასანთთან ერთად და მოუკიდა, ორივე ქალი ამ დროს მას მისჩერებოდა. - დიდი ამბავი ატყდა, მთელი პოლიცია ფეხზე დავაყენეთ ბავშვის მოსაძებნად.
- მერე იპოვეს? - იკითხა მისის სნელმა.
- რა თქმა უნდა, იპოვეს, - ზიზღით წარმოთქვა სანდრამ, - აბა თქვენ რა გეგონათ?
- ღამით იპოვეს, თორმეტს რომ აკლდა თხუთმეტი წუთი, თებერვალი იდგა... ო, ღმერთო... შუა რიცხვები იქნებოდა, პარკში ბავშვის ნასახიც აღარ იყო, იქაურობა ალბათ მხოლოდ მძარცველებითა და ნაირ-ნაირი მოხეტიალე იდიოტით იყო სავსე, ბავშვი ესტრადაზე იჯდა სანახევროდ გათოშილი, ბზარებს შორის მარმარილოს ბურთულას აგორებდა წინ და უკან...
- წმინდაო მაკერელ! - თქვა მისის სნელმა, - კი მაგრამ, ეს როგორ დაემართა? რატომ გაიქცა სახლიდან?
ბო ბომ ერთი ცალი მახინჯი კვამლის რგოლი პირდაპირ ჭიქისკენ გაუშვა, - ვიღაც ბავშვი მისულა მასთან შუადღისას პარკში, ყარხარო, უთქვამს, ალბათ ამიტომ გაიპარა, არც კი ვიცი, მისის სნელ, თავადაც ვერაფერი გამიგია.
- რამდენი ხანია, რაც ასე იქცევა? - იკითხა მისის სნელმა.
- ორწლინახევრიდან, - თქვა ბო ბომ, - ერთხელ გადაწყვიტა, სახლის პირსაბანის ნიჟარის ქვემოდან სამრეცხაოში ჩაპარულიყო, ნაომის, მის ახლო მეგობარს, უთქვამს, რომ თერმოსში მატლი ჰყავდა ჩასმული, ყოველ შემთხვევაში ამის მეტი ვერაფერი დავაცდენინეთ მაშინ. - ბო ბომ ამოიოხრა და ფანჯარას მოშორდა, სიგარეტს ფერფლის გრძელი ფენა დასდებოდა, ახალგაზრდა ქალი კარისკენ გაემართა, - ისევ უნდა გავიდე და დავხედო, - დაიბარა, ქალებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
ქალებმა გაიცინეს.
- მილდრედ, - სიცილით მიმართა სანდრამ მისის სნელს, - თუ დროზე არ ადგები, ავტობუსი ნამდვილად გაგასწრებს.
ამასობაში ბო ბომ კარი გაიხურა, ზურგი შეაქცია დაბლა ჩამოსულ თვალისმომჭრელ გვიანი შუადღის მზეს და წინა გაზონის გადახუნებულ ზეტ ასოზე დადგა, მისგან ორასი იარდის მოშორებით ლაიონელი ჩამომჯდარიყო მამამისის კანჯოს ძელსკამზე, დაბმული ნავი, აფრებშემოძარცვული, ნავმისაბმელისგან მოშორებით, მარჯვენა მხარეს ტივტივებდა, მისგან ორმოცდაათიოდე ფუტის მოშორებით კი მიტოვებული თუ დაკარგული წყლის ამოყირავებული თხილამური ეგდო, თუმცა ტბაზე ახლომახლო არსად ჩანდა გასართობი ნავები; უკანა ხედზე მხოლოდ ლიჩის მხარეს გამავალი ჰორიზონტი მოჩანდა, ბო ბოს უჩვეულოდ გაუჭირდა ლაიონელი მყარად მოექცია თვალის ფოკუსში, არც მაინცდამაინც ცხელი მზე ისე თვალისმომჭრელად ანათებდა, რომ შორეულ სურათს საკმაოდ ამახინჯებდა, ბიჭისა და ნავის გამოსახულება ისევე ირხეოდა და გარდატყდებოდა ტბაზე, როგორც წყალში ჩაგდებული ჯოხი. ორიოდ წუთის შემდეგ ბო ბომ თვალი მოაშორა წინ გადაშლილ სურათს, ჯარისკაცულად მოისროლა სიგარეტი და ნავმისადგომისკენ გაემართა.
ოქტომბერი იდგა და ნავმისადგომის მორებიდან არეკლილი გავარვარებული ჰაერი თვალებში აღარ აჭყიტებდა, მიდიოდა და ,,კენტუკელი გოგონას” მელოდიას უსტვენდა გზადაგზა, როცა ნავმისადგომის კიდემდე მივიდა, ჩაცუცქდა და ქვემოდან გახედა ლაიონელს, ბიჭი ნიჩბის გაწვდენაზე იდგა დედისგან და მისკენ არც კი იყურებოდა.
- ჰეი, - გასძახა ბო ბომ, - მეგობარო, მეკობრევ, ბინძურო ძაღლო, დავბრუნდი!
ბიჭმა ისევ არ მოიხედა და სანაოსნო ოსტატობის ჩვენებას შეუდგა, გაუბედურებული კლივერი თავისკენ გადაქაჩა, შემდეგ კი ხელი უშვა და ადგილზე დააბრუნა, თვალს ნავის გემბანს არ აშორებდა.
- მე ვარ, - უთხრა ბო ბომ, - ვიცე ადმირალი ტანენბაუმი, ნი გლასი, მოვედი რომ სტერმაფორები შეგიმოწმო.
ამჯერად პასუხმა არ დააყოვნა:
- შენ არა ხარ ადმირალი, ქალი ხარ, - უთხრა ლაიონელმა, წინადადებებში ხშირად აკეთებდა პაუზებს და ამის გამო მის სიტყვებს ჟღერადობა კი არ ემატებოდა, თანდათან აკლდებოდა და ქრებოდა, ბო ბოს კი შვილის სიტყვები არ ესმოდა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით არჩევდა.
- ეგ ვიღამ გითხრა? ვინ თქვა, რომ მე ადმირალი არა ვარ?
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ გაურკვევლად.
- ვინ? - იკითხა ისევ ბო ბომ.
- მამამ.
ბო ბო ისევ ჩაცუცქული იდგა ნავმისადგომზე, მაგრამ ახლა ხელი დაატანა ფეხებს, იატაკს დაეყრდნო და სცადა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, - მამაშენი კარგი ჭაბუკია, - თქვა, - მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი ხმელეთის მოყვარულია ჩემს ნაცნობებს შორის, პორტში მართლაც რომ ქალი ვარ, ეს მართალია, მაგრამ ჩემი ნამდვილი საქმე ყოველთვის...
- შენ არა ხარ ადმირალი, - კვლავ გაუმეორა ლაიონელმა.
- უკაცრავად, რაო, რა თქვი?
- ადმირალი არ ხარ-მეთქი, უბრალოდ ქალი ხარ, ეგაა და ეგ.
ტბასთან ხანომოკლე დუმილმა დაისადგურა, რომელიც ცოტა ხანში ლაიონელმა კურსის შეცვლით დაარღვია და ორივე ხელით ჩააფრინდა კლივერს. ბიჭუნას ხაკისფერი შორტი და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, ძლივსღა აჩნდა მკერდზე სირაქლემა ჯერომის გამოსახულება, რომელიც ვიოლინოს უკრავდა, კარგა გვარიანად გარუჯულიყო, თმა კი ზუსტად ისეთი ფერისა და ხარისხის ჰქონდა, როგორიც დედას და ზედ მზის ციცქნა სხივი დასთამაშებდა.
- ბევრს ჰგონია, რომ ადმირალი არა ვარ, - წამოიწყო ისევ ბო ბომ, თან ვაჟს უყურებდა, - მხოლოდ იმიტომ, რომ ენა არ მაქვს წაგდებული და ყველას არ ვეუბნები. - ქალი ცდილობდა წონასწორობა არ დაერღვია, ისე ამოეღო სიგარეტი და ასანთი ჯიბიდან. - თითქმის არასოდეს ვაქცევ ხოლმე ჩემს ჩინს ხალხის გასარჩევ საგნად, განსაკუთრებით იმ პატარა ბიჭუნებთან ვიკავებ თავს, რომლებიც საუბრისას თვალებში არ მიყურებენ, ასე რომ არ მოვიქცე, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. - სიგარეტს აღარ მოუკიდა, უეცრად წამოდგა, წელში გასწორდა, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი მომრგვალებულ პირში ჩაიდო და ისე დასტვინა, ბუკის ხმა გეგონებოდათ. ლაიონელმა დაუყოვნებლივ მოიხედა, როგორც ჩანს, მართლა ბუკის ხმად ჩათვალა, მაგრამ მერე მიხვდა, რაც მოხდა და პირი დააღო გაოცებულმა. ბო ბომ ისევ დაუსტვინა, ამჯერად ,,მოსმენისა” და ,,წამოდგომის” ბრძანებების მოტივები გააერთიანა და სამჯერ სულმოუთქმელად გააჟღერა, მერე კი ცერემონიულად მიესალმა სანაპირო ზოლს, საბოლოოდ რომ მორჩა ყველაფერს, ჩაიცუცქა გემბანზე, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეს-ესაა შეთანხმება დაარღვია ან ისეთი რამ გააკეთა, რაც არ შეიძლებოდა, დიდი აუდიტორიისა და პატარა ბიჭებისთვის გაემჟღავნებინა და ამას ძალიან ნანობსო, მერე წამიერად თვალი გაუსწორა ტბის მომხიბლავ ჰორიზონტს, თითქოს მხოლოდ იმ წუთას გაახსენდა, ტბაზე მარტო რომ არ იყო, ჩუმად გახედა ლაიონელს, ბავშვს პირი ისევ ღია ჰქონდა, - ეს ჩვენი საიდუმლო სიგნალი იყო, რომელიც ბუკის ხმას წააგავს და მხოლოდ ადმირალებს აქვთ ნებართვა, ერთმანეთს გააგონონ, - ბო ბომ სიგარეტს მოუკიდა და ასანთს მიაბოლა წვრილი გრძელი კვამლის ნაკადი, - ერთი ვინმემ გამიგოს, სხვას რომ მოვასმენინე... - თავი გაიქნია დანანებით და კვლავ ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
- კიდევ დაუსტვინე.
- შეუძლებელია.
- რატომ?
ბო ბომ მხრები აიჩეჩა, - ძალიან ბევრი დაბალი რანგის ოფიცერია ახლომახლო,- ქალმა პოზიცია შეიცვალა, ახლა ფეხებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა ნავმისაბმელზე ინდიელივით და წინდები ზემოთ აიქაჩა, - გეტყვი, შენთვის რისი გაკეთება შემიძლია, - თქვა თავდაჯერებული ტონით, - ოღონდ ის მითხარი, რატომ გარბიხარ ხოლმე სახლიდან და ნებისმიერი საიდუმლო ბუკის მოტივს დავუსტვენ, კარგი?
ლაიონელმა ისევ გემბანს მიაპყრო მზერა, - არა, - თქვა მტკიცედ.
- რატომ არა?
- იმიტომ.
- რატომ იმიტომ?
- იმიტომ, რომ არ მინდა, - თქვა ლაიონელმა და მკვეთრი მოძრაობით ისევ კლივერს სტაცა ხელი.
ბო ბომ სახის მარჯვენა მხარე მზისგან მოიჩრდილა, - შენ ხომ მითხარი, აღარ გავიქცევიო, - უთხრა შვილს, - გახსოვს? შენს გაქცევებზე ვსაუბრობდით და შემპირდი, აღარ ვიზამო.
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ ხმა არ მივიდა ბო ბომდე.
- რაო? - გასძახა შვილს.
- მე არ შეგპირებივარ.
- არა, შემპირდი, ნამდვილად შემპირდი.
ლაიონელმა თვალი მოაშორა ნავს, - თუ ადმირალი ხარ, - იკითხა უცებ, - სადაა შენი ფლოტი?
- ჩემი ფლოტი? რა კარგია რომ მკითხე, - თქვა ბო ბომ და კანჯოში სცადა გადაძრომა.
- გადადი! - უბრძანა თავდახრილმა ლაიონელმა ოდნავ შერბილებული ტონით. - აქ არავის ვუშვებ.
- ვის არ უშვებ? - ბო ბოს ფეხი უკვე ნავს ეხებოდა, მაგრამ ჯერ ვერ ბედავდა მასში ჩასვლას, - არავისო რომ ამბობ, ყველას ეხება? - უკან დაიხია და ისევ ინდიელივით ჩაიცუცქა ნავმისადგომზე, - რატომ არ უშვებ?
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ საკმაოდ ჩუმად და ბო ბომ ვერ გაიგონა.
- რაო?
- არ აქვთ ნავზე ამოსვლის უფლება.
ბო ბო თვალს არ აშორებდა ბიჭს, მაგრამ ხმას არ იღებდა, ასე იყო რამდენიმე წამი, - ძალიან ვწუხვარ, - თქვა ბოლოს, - არადა ძალიან მინდოდა ნავში ჩაჯდომა, თავს მარტოსულად ვგრძნობ, ძალიან მენატრები, მთელი დღე დავხეტიალებ სახლში და ხმის გამცემი არავინ მყავს.
ლაიონელი კლივერს აღარ შეხებია, მაგრამ ხელით მოსინჯა ხის ნაჭერი, - შეგიძლია სანდრას ელაპარაკო, - უთხრა დედას.
- სანდრა დაკავებულია, - თქვა ბო ბომ, - თანაც არ მინდა მასთან ლაპარაკი, მე შენთან საუბარი მსურს, მინდა, რომ ჩამომიშვა შენს ნავში და მანდ ვილაპარაკოთ.
- მაგ ადგილიდან მელაპარაკე.
- რაო?
- მანდედან მელაპარაკე-მეთქი.
- არ შემიძლია, აქედან საკმაოდ შორს დგახარ, ახლოს მინდა მოსვლა.
- აქ ჩამოსვლის ნებას არავის ვაძლევ.
- რაო?
- აქ ჩამოსვლის ნებას არავის ვაძლევ-მეთქი.
- კარგი, კარგი, ის მაინც მითხარი, კიდევ აპირებ სახლიდან გაქცევას? - ჰკითხა ბო ბომ, - ხომ შემპირდი, აღარ გავიქცევიო?
კანჯოს ფსკერზე წყლის სათვალე ეგდო ძელსკამთან ახლოს, დედის საპასუხოდ ლაიონელმა სათვალის რეზინის სამაგრები მარჯვენა ფეხის თითებში მოიქცია და სხარტი მოძრაობით გემბანიდან გადააგდო, ნივთი უმალ გაუჩინარდა წყალში.
- შესანიშნავია, დიდებულია! - თქვა ბო ბომ, - ეს სათვალეები ხომ ბიძაშენის, უებისაა, ო, როგორ გაიხარებს. - ქალმა ნაფაზი დაარტყა, - ... ოდესღაც ბიძაშენ სეიმორს ეკუთვნოდა.
- აი დარდი!
- ჰო, ვხედავ, რომ არ გადარდებს, - უპასუხა დედამ და სიგარეტი თითებს შორის კუთხეში ისე ცუდად მოიქცია, კინაღამ დაიწვა, სიმხურვალე უცებ იგრძნო და ახრჩოლებული ღერი პირდაპირ ტბის ზედაპირისკენ მოისროლა, შემდეგ კი გვერდითა ჯიბიდან შეკვრა ამოიღო, რომელიც ზომით ბანქოს კოლოფს ჰგავდა, თეთრ ქაღალდში იყო გახვეული და მწვანე ლენტით შეკრული.
- ეს გასაღების ძეწკვია, - უთხრა ბიჭუნას და იგრძნო, რომ ბავშვი იმ წუთას მას უცქერდა, - ზუსტად ისეთია, როგორიც მამაშენს აქვს, მაგრამ ამაზე მეტი გასაღები ჰკიდია, დაახლოებით ათი ცალი.
ლაიონელი წინ გადაიხარა, აფრას თავი დაანება და დედას ხელი გაუწოდა, - გადმომიგდე, რა, გთხოვ!
- იჯექი, იჯექი, ჩემო მზის სხივო, ცოტა უნდა დავფიქრდე... ეს გასაღების ძეწკვი, მე მგონი, ჯობია ტბაში ჩავაგდო.
ლაიონელმა პირი დააღო გაოცებისგან და დედას მიაშტერდა, - ეს ხომ ჩემია, - თქვა შეცბუნებულმა.
- აი დარდი! - ბო ბომ ისევ ჩაიცუცქა და შვილს გახედა.
ლაიონელი ნელ-ნელა წავიდა თავისი ადგილისაკენ, თან თვალს არ აშორებდა დედას, სანამ კლივერის ქვეშ არ გაძვრა. მის თვალებში შესაბრალისი მზერა ირეკლებოდა, დედამისმა წინასწარ იცოდა, ასე რომ იქნებოდა.

- აჰა, აიღე. - ბო ბომ შეკვრა ესროლა ბიჭს და პირდაპირ კალთაში ჩუგდო.
ბიჭმა დახედა, გახსნა, ხელში აწონა და წკიპურტის გაკვრით პირდაპირ ტბაში მოისროლა, შემდეგ კი ბო ბოს გახედა, თვალებში ახლა უტიფარი მზერის ნაცვლად ცრემლები ედგა, ორიოდ წამში პირი ჰორიზონტალურად დახატულ რვიანს დაამსგავსა და ღრიალი მორთო.
ბო ბო ფრთხილად წამოდგა, თითქოს თეატრში ზეზეულად ჩაძინებულ მაყურებელს ჩაუარა გვერდითო და კანჯოში ფრთხილად ჩაძვრა, წამში ჩამოჯდა ძელსკამზე, ნავის პილოტი კალთაში ჩაისვა, დაარწია, ყელში აკოცა და ჩასჩურჩულა, - მეზღვაურები არასოდეს ტირიან, პატარავ... მეზღვაურები იშვიათად ტირიან, მხოლოდ მაშინ, როცა გემი იძირება, ან რიფს ეჯახება, ანდა დასალევი აღარ აქვთ ღია ზღვაში...
სანდრამ... მისის სმელს უთხრა, რომ მამა დიდი... სულელი... ურიააო.
ბო ბომ თითქოს კარგად ვერ გაიგონა, ბავშვი კალთიდან ჩამოსვა, წინ დაიყენა, შუბლიდან თმები გადაუწია და ჩაეკითხა, - მართლა ასე თქვა?
აქვითინებულმა ლაიონელმა თავი დაუქნია და მიუახლოვდა, წინ დაუდგა დედას.
- კარგი, კარგი, ეგ არაფერი, - უთხრა ბო ბომ და გულში ჩაიკრა შვილი, - ამაზე უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, - მერე ნაზად გაჰკრა წკიპურტი ყურის ბიბილოსთან ბიჭს და ჩაეკითხა, - იცი, ურია რას ნიშნავს, პატარავ?
ლაიონელს არ შეეძლო ან იქნებ არც უნდოდა იმ წუთშივე ეპასუხა, ყოველ შემთხვევაში ჩუმად იყო, სანამ ცრემლები არ შეიშრო და ქვითინისგან ატეხილმა სლოკინმა არ გაუარა, შემდეგ კი ყელთან ახლოს მიუტანა თავი დედას და უთხრა, - ჰო, ვიცი, ეს ის ნივთი არაა, ჰაერში რომ ააფრენენ ხოლმე? გრძელი თოკი აქვთ გამობმული და ხელში უჭირავთ.*
შვილისთვის უკეთ რომ შეეხედა, ბო ბომ ბიჭი წინ გასწია, შემდეგ ხელი ჩაავლო შარვალში და ამოჩაჩული პერანგი ჩაუტანია, - იცი რა ვქნათ? - უთხრა შვილს, - წავიდეთ ქალაქში, მწნილი და პური ვიყიდოთ, მანქანაშივე ვჭამოთ, მერე სადგურში წავიდეთ, მამას დავხვდეთ და შინ რომ დავბრუნდებით, კანჯოთი გავისეირნოთ, შენ აფრები გაშალე, კარგი?
- კარგი, - მიუგო ლაიონელმა.
დედა-შვილი კი არ წავიდა, გაიქცა სახლისაკენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში... საბოლოოდ ლაიონელმა გაიმარჯვა.

* აქ სიტყვათა თამაშია, ინგლისურ ენაში სიტყვები, ურია (kike) და ფრანი (kite) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება და ოთხი წლის ბავშვმა განსხვავება ვერ შეამჩნია.

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ - http://urakparaki.com/?m=4&ID=49842

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Wed Apr 22, 2009 9:00 pm

ჯიმ მორისონი
JIM MORISON


IF ONLY I

If only I
could feel
The sound
of the sparrows
And feel child hood
pulling me back again
If only I
could feel
Me pulling back
again
And feel embraced
by reality again
I would die
Gladly die


ნეტავ შემეძლოს

ნეტავ შემეძლოს,
გავიგონო ხმა ბეღურების,
ნეტავ შემეძლოს,
დამიბრუნოს უკან ბავშობამ,
მიმიღოს ისევ,
და შევიგრძნო ის რეალობა,
გულში რომ მიკრავს...
მერე მოვკვდები,
კმაყოფილი მოვკვდები.


***

An angel runs
Thru the sudden light
Thru rhe room
A ghost precedes us
A shadow follows us
And each time we stop
We fall

***
ანგელოზი მიილტვის
ოთახში გაჩენილი
უეცარი ნათელისაკენ,
ჩვენ კი მოჩვენება მიგვიძღვის,
აჩრდილი მოგვდევს
და ყოველთვის ვეცემით,
როცა ვჩერდებით....

***
The Wolf,
Who lives under the rock
has invited me
to drink of his cool
Water.
Not to splash or bathe
But leave the sun
& know the dead desert
night
& the cold men
who play there.

***
მგელმა, რომელიც
ცხოვრობს კლდის პირას,
მიმიწვია ანკარა წყლის დასალევად,
საბანაოდ და საწუწაოდ კი არა,
არამედ მზის მისატოვებლად,
რომ გავიცნო
მკვდარი უდაბნოს ღამე
და ის ცივი კაცები,
რომლებიც იქ უკრავენ.


***
Moment of Freedom
as the prisoner
blinks in the sun
like a mole
from his hole

a child's 1st trip
away from home

That moment of Freedom



თავისუფლების პირველი წამია,
როცა ტუსაღი
თვალს ვერ უსწორებს მზეს,
როგორც სოროდან გამომძვრალი
ბეცი თხუნელა...

ბავშვის პირველად გასვლა
შინიდან
გარეთ...
აი, ესაა თავისუფლების
პირველი წამი.

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Tue Jul 21, 2009 4:31 pm

თქვენი თარგმანები მახსოვს, წარმატებებს გისურვებთ
flower
Back to top Go down
View user profile
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Thu Sep 03, 2009 3:51 pm

ჯეიმს ჯოისი

ეველინა


ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ

გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო...
ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...
ოდესღაც აქ, ამ ადგილას, მინდორი იყო. იქ ევიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით მინდორი ვიღაც ბელფასტელმა შეისყიდა და სახლები ააგო. ადგილობრივ მოსახლეთა პატარა, ყავისფერ ქოხთა მსგავსი კი არა, აგურის ლამაზი სახლები, პრიალა სახურავებით... იმ მინდორზე პროსპექტელი ბავშვებიც იყრიდნენ თავს: დევინები, უოტერსები, დანები, პატარა საპყარი კეო, ევი და-ძმასთან ერთად... მხოლოდ ერნესტი არ თამაშობდა მათთან, გოგონას უფროსი, უსაყვარლესი ძმა. ის უკვე დიდი იყო.
გოგონას მამა, ნარშავას ეკლიანი ჯოხით შეიარაღებული, ხშირად დასდევდა, ბავშვებს, მინდვრიდან რომ გაეყარა, მაგრამ პატარა კეო ფხიზლად დარაჯობდა პატარებს და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ...
დიდი ხნის წინ იყო ეს ყოველივე. ახლა ეველინა დიდია, გაიზარდა მისი და-ძმაც, დედა კი ცოცხალი აღარ ჰყავთ. გარდაიცვალა მათი მეგობარი ტიზი დანიც, უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი შეიცვალა და ახლა თვითონაც მიემგზავრება, სხვების მსგავსად, თავისი კერის მიტოვებას აპირებს...
სახლი! გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, სურდა, გონებაში კიდევ ერთხელ აღებეჭდა ნაცნობი საგნები, წლების განმავლობაში მტვერს რომ წმენდდა და უკვირდა, საიდან გროვდებაო ამდენი. ამიერიდან ალბათ ვეღარასოდეს იხილავს ნივთებს, რომელთა მიტოვებაც აქამდე არასოდეს უფიქრია. წლებია, უცქერს გაყვითლებულ ფოტოსურათს, კედელზე რომ კიდია გატეხილი ფისჰარმონიის თავზე და იხსენებს მასზე გამოსახული მღვდლის სახელს. ეს მოძღვარი ოდესღაც მამამისთან მეგობრობდა და ისიც ხშირად უხსნიდა სტუმრებს, ჩემი მეგობარი ამჟამად მელბურნშიაო. ოთახს მარგარიტა მარია ალაკოკის ფერადი გრავიურაც ამშვენებს...
ეველინამ უკვე გადაწყვიტა სახლიდან გამგზავრება, თუმცა არ იყო დარწმუნებული ამ ნაბიჯის სისწორეში. სცადა, საკითხის თითოეული მხარე აეწონ-დაეწონა: შინ არც საკვები აკლდა, არც თავშესაფარი, ირგვლივ კი ის ხალხი ეხვია, ბავშვობიდანვე რომ იცნობდა. ისე კი ბევრს შრომობდა შინაც და მაღაზიაშიც. ნეტავ რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, შეყვარებულს გაჰყვა ბუენოს-აირესშიო? ალბათ იტყოდნენ, რომ სისულელე გააკეთა და მის ადგილზე კონკურსს გამოაცხადებდნენ. ეს განსაკუთრებით მის გავანს გაახარებდა; ქალი სულ კრიჭაში ედგა გოგონას, განსაკუთრებით კი მაშინ ავსებდა საყვედურებით, როცა ხალხი უსმენდა. წამდაუწუმ გაჰკიოდა: «მის ჰილ, ვერ ხედავ? ქალბატონები გელოდებიან!» ანდა _ ,,ცოტა ცოცხლად, მის ჰილ, გეთაყვა!»
არა, მაღაზიის მიტოვება ნამდვილად არ დასწყვეტდა გულს... შემდეგ გათხოვდებოდა და ახალ სახლში გადავიდოდა, შორეულ, უცხო ქვეყანაში... ის სახლი სრულიად არ ემგვანებოდა ძველს... ამაზე ფიქრი სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა...
მამა აღზრდისას გამორჩეულად ეპყრობოდა ეველინას, არ ექცეოდა ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის, ევი ხომ გოგონა იყო, მაგრამ... მოგვიანებით აითვალწუნა, ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ მიცვალებული მეუღლის ხათრით ზრუნავდა ქალიშვილზე...
იმ დღის შემდეგ გოგონას აღარავინ დარჩა დამცველი. ერნესტი დაიღუპა, ჰარი კი ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა და სულ სადღაც მიიჩქაროდა... ეველინა თითქმის ყოველთვის უგზავნიდა მამას მთელ ხელფასს, შვიდ შილინგს. ჰარიც უგზავნიდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, მაგრამ გაავებული მშობელი ყოველ შაბათს ფულს ითხოვდა შვილებისგან, თვითონ კი არაფერს აძლევდა მათ. პირიქით, ქალიშვილს აყვედრიდა, დანაზოგს უაზროდ ფლანგავ, თავი მხრებზე არ გაბია, მე არასოდეს მოგცემ ჩემს წვალებით ნაგროვებ ფულს, რომ აქეთ-იქით მიმოფანტოო. ჰო, მართლაც საშინლად იქცეოდა მამა ყოველ შაბათ საღამოს... ბოლოს მიუგდებდა გოგონას ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. ისიც გარბოდა საყიდლებზე, ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შავი ტყავის საფულით, ძლივს მიიკვლევდა გზას ბრბოში, დატვირთული ჩანთით ბრუნდებოდა შინ და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა სახლისთვის და ორი ბავშვისთვის მიეხედა. ცდილობდა, რეგულარულად ეკვება ისინი, სკოლაში მოწესრიგებული გაეშვა ყოველდღე...
მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მიემგზავრებოდა, სრულიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უსიამოვნოდ, არასასურველად...
ფრენკთან ალბათ სულ სხვა ცხოვრება ელოდა. ის გულღია ადამიანი იყო, კეთილი, ვაჟკაცური. ევი მასთან ერთად გემით გაემგზავრებოდა ბუენოს-აირესში და ცოლად გაჰყვებოდა, იქ ახალი სახლი ელოდა...
რა კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა ფრენკთან: ბიჭს სახლი ჰქონდა ნაქირავები მთავარ ქუჩაზე, იქ კი გოგონას ხშირად უწევდა გავლა. თითქოს სულ ახლახან იყო ყველაფერი... ფრენკი ჭიშკართან იდგა, წოწოლა კეპი თავზე ჩამოემხო, თმა ქუდიდან გამოსჩროდა და გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სახეზე ეფარებოდა. მოგვიანებით დაახლოვდნენ. ჭაბუკი მაღაზიის კართან ხვდებოდა და სახლამდე აცილებდა. ერთხელ სპექტაკლი აჩვენა: მაიკლ უილიამ ბალფის1 ,,ბოშები»*.
ევი საოცრად გახალისდა, მასთან ერთად თეატრის უჩვეულო სკამზე რომ მოკალათდა. ფრენკი მუსიკამ გაიტაცა და ჩუმად აღიღინდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდა და როცა ბიჭი უმღეროდა ევის ქალიშვილზე, მეზღვაური რომ შეუყვარდა, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა ხოლმე. ბიჭი სატრფოს ალერსით ,,მინდვრის ყაყაჩოს» ეძახდა. თავდაპირველად ევის ის სიამოვნებდა, ვიღაც რომ ეტრფოდა, შემდეგ კი, თანდათან, თავადაც მოეწონა თაყვანისმცემელი.
ფრენკმა მუშაობა გემზე დაიწყო. თავდაპირველად ,,ალან ლაინზე» მოეწყო თვეში ერთ გირვანქად, შემდეგ კი სხვა გემებზეც მუშაობდა და გოგონას ხშირად ეუბნებოდა იმ ხომალდთა სახელებს, რომლებზეც ემსახურა.
ბევრი ქვეყანა შემოიარა. ქალიშვილს ხშირად მოუთხრობდა შორეულ მხარეზე, საშინელ პატაგონიელებზე... ერთხელ შვებულება Bბუენოს-აირესში გაატარა და მას შემდეგ ოცნებობდა ეველინასთან ერთად იქ დასახლებაზე.
ეველინას მამამ შენიშნა, მისი გოგონა შეყვარებული რომ იყო, არც ფრენკით იყო უკმაყოფილო და წყვილს შეხვედრას არ უშლიდა. თუმცა ეს იდილია მალე დამთავრდა. ერთხელ მამა და ფრენკი წაკამათდნენ და ამის შემდეგ შეყვარებულები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
საღამომ ჩაამუქა პროსპექტი. გაფერმკრთალდა იმ ორი წერილის სითეთრე, ხელში რომ ჩაებღუჯა. ერთი ჰარის ეკუთვნოდა, მეორე კი მამას. ევის ერნესტი უფრო უყვარდა, მაგრამ ჰარიც ხომ მისი ძმა იყო. მამა კი ძალიან დაბერდა, იცოდა, მოენატრებოდა მოხუც მშობელს. ზოგჯერ იგი კეთილიც იყო. არც ისე დიდი ხნის წინ მოჩვენებათა ისტორიებს უამბობდა ავადმყოფ ქალიშვილს და ტოსტებს უბრაწავდა ცეცხლზე. ერთხელ, როცა დედაც ცოცხალი იყო, ყველანი პიკნიკზე გაემგზავრნენ ჰოუთ ჰილზე. მამამ მაშინ ქალის შლაპა დაიხურა და ოინბაზობა დაიწყო ბავშვების გასამხიარულებლად...
დრო გადიოდა, ის კი მაინც ფანჯარასთან იჯდა, თავი ისევ ფარდისთვის მიედო და ისევ შეიგრძნობდა ნესტოებით მტვრიანი კრეტონის სუნს... ქვემოდან, პროსპექტის სიღრმიდან, ქუჩის ორგანის დაკვრის ხმა მოესმა. ეველინასთვის ნაცნობი იყო ეს ჰაერი... სწორედ ახლა გაახსენდა დედისთვის მიცემული პირობა, სახლს მანამ მივხედავ, სანამ შევძლებო. გაახსენდა მისი ავადმყოფობა და ერთად გატარებული ბოლო ღამე... ქალი დახუთულ, ბნელ ოთახში იწვა და გორაკის გაღმიდან მომავალ იტალიის მელანქოლიურ ჰაერს შეიგრძნობდა. ორგანისტს მაშინ ექვსპენიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა აღელვებული ბოლთას სცემდა ოთახში და ბუზღუნებდა: ,,წყეული იტალიელები, რაღა აქ მოდიან!»
დედის საბრალო მზერის და უდროო აღსასრულის გახსენებამ შიშით ააცახცახა გოგონა. ამ ქალის სიცოცხლე ხომ უბრალო ადგილისთვის მსხვერპლშეწირვა იყო მხოლოდ, ჭკუიდან შეშლით დამთავრებული. ისევ გაახსენდა მშობლის ხმა, გიჟური დაჟინებით რომ იმეორებდა: ,,დერე რაუნ შერაუნ! დერე რაუნ შერაუნ!»
შიშის უეცარმა იმპულსმა აიძულა ეველინა, წამომდგარიყო. გაქცევა, გაქცევაა საჭირო! ფრენკი გადაარჩენს. ის მისცემს ქალიშვილს სიცოცხლეს და ალბათ სიყვარულსაც. მას ხომ სიცოცხლე სურს, რად უნდა იყოს უბედური?! ხომ აქვს ბედნიერების უფლება!.. ფრენკი ხელში აიყვანს, გულში ჩაიკრავს და იხსნის...

***
ეველინა უკვე ნორს უოლის სადგურზე იდგა მოძრავ ბრბოში. ფრენკმა ხელი ჩაავლო და რაღაცას უმეორებდა. სადგური სავსე იყო ყავისფერბარგიანი ჯარისკაცებით. ფარდულის ფართო კარში გოგონამ გემები შენიშნა. ისინი ნავმისაბმელთან იყვნენ განლაგებული და ილუმინატორები განათებული ჰქონდათ.
ევი ხმას არ იღებდა. გრძნობდა, რომ ლოყები გაუფერმკრთალდა და გაუცივდა. გაოგნებული იყო და ღმერთს შესთხოვდა, აეხსნა, რა იყო მისი დანიშნულება, გზა ეჩვენებინა... უცებ ნისლში გემმა სამგლოვიარო ხმით დაუსტვინა... თუ წავიდოდა, ხვალ უკვე ბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში იქნებოდა გასული ფრენკთან ერთად. მათი ადგილები დაჯავშნული იყო. განა შეეძლო, წასვლა გადაეფიქრებინა მას შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! მწუხარებამ სულში ზღვის ავადმყოფობა გაუღვიძა... მაინც განაგრძობდა ტუჩების ცმაცუნით, მდუმარედ, მგზნებარედ ლოცვას...
სულში ზარმა ჩამორეკა და ამ დროს იგრძნო, როგორ მოჰქაჩა ფრენკმა ხელზე: ,,წავედით!»
გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა, ფრენკი კი კვლავ თავისკენ იზიდავდა და ჩანდა, თავისას გაიტანდა კი¬დეც... გოგონა რკინის მესერს ჩაეჭიდა მთელი ძალ-ღონით. ,,წამოდი!» _ კვლავ შეეხმიანა ფრენკი...
არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო... ეველინას ხელები რკინას შეეზარდა და განრისხებულმა სიმწრით შეჰკივლა ზღვას...
,,ეველინა! ევი!..”_ კვლავ ისმოდა ძახილი...
ფრენკი ბარიერს იქით იდგა უკვე და გამწარებული უხმობდა სატრფოს, მომყევიო. ევი კი... დარჩა.
გოგონა, გაფითრებული, შორიდან შეჰყურებდა გულის სწორს, პასიური იყო და უმწეო, პაწაწინა ცხოველს ჰგავდა...
ამწუთას ეველინას თვალებში აღარაფერი იკითხებოდა... აღარც სიყვარულის ნიშატი, აღარც განშორების სევდა, აღარც ცნობადობა...

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Sun Jan 24, 2010 12:46 am

ჯ.კ. როულინგი – "ბარდ ბიდლის ზღაპრები"

ჯადოქარი და ხტუნია ქვაბი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი მოხუცი ჯადოქარი, რომელიც ჯადოსნობას ბრძნულად და უშურველად იყენებდა მეზობლების სასარგებლოდ. გრძნეულს რეალური ძალის გამოყენებას ერჩივნა, ხალხისთვის თავი მოეჩვენებინა, თითქოს ბანგი, წამალი, შხამსაწინააღმდეგო საშუალება და თილისმა გამზადებული ამოდიოდა ერთი პატარა კარდალიდან, რომელსაც იღბლიან ქვაბს ეძახდა. მოდიოდა სოფლიდან ხალხი, თავის გაჭირვებას უამბობდა გრძნეულს, ისიც სიამოვნებით ამოურევდა ქოთანს და ყველაფერი რიგზე იყო.
კარგა ხანს იცოცხლა კეთილმა ჯადოქარმა და როცა სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, ყველაფერი თავის ერთადერთ ვაჟს უანდერძა. ეს ვაჟი მამამისის სრული ანტიპოდი გახლდათ, მისი არაფერი ეცხო, მიაჩნდა, რომ ჯადოქარი, რომელიც თავის მაგიურ ძალას არ იყენებდა, არაფერს წარმოადგენდა და ამის გამო სიცოცხლეში ხშირად ეკამათებოდა ხოლმე კეთილ ჯადოქარს, რომელიც მეზობლებს უმალავდა ჭეშმარიტ ჯადოქრულ ძალას.
მამა რომ გარდაეცვალა, ბიჭმა სახლში მხოლოდ ის ძველი ქვაბი იპოვა, რომელსაც მამამისი იყენებდა მეზობლების დასახმარებლად, ჭურჭლის ძირში ჯადოქარს შვილის სახელზე პატარა შეკვრა დაეტოვებინა, ახალგაზრდა გრძნეულმა მოუთმენლად გახსნა შეკვრა, იმედი ჰქონდა, იქ ოქრო დახვდებოდა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა მასში მხოლოდ და მხოლოდ სქელი ცალი ფაჩუჩი დახვდა, თანაც მეტისმეტად პატარა, რომ ჩაეცვა...ამ ცალ ფაჩუჩში პერგამენტის ნაგლეჯი ეგდო, რომელზეც ეწერა: ,, დიდი იმედი მაქვს, შვილო, რომ ეს არასოდეს დაგჭირდება...“
დასწევლა შვილმა ,,სიბერისგან გამოჩერჩეტებული“ მამა, ცალი ფაჩუჩი ძველ ქვაბში ჩააგდო და სანაგვეში მოისროლა.
იმავე საღამოს ბიჭის კარს გლეხის ქალი მიადგა.
,,შვილო, ჩემს ქალიშვილს უამრავი მეჭეჭი გაუჩნდა, გვიშველე რამე, მამაშენი ამ ქოთანში სპეციალურ წამალს ხარშავდა და საფენებს ადებდა ხოლმე“
,,გაეთრიე! მე რა ხელი მაქვს შენი მოდგმის მეჭეჭებთან?“-დაუყვირა ბიჭმა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
ეს იყო და იმ წამსვე სამზარეულოდან ხმამაღალი ტკაცუნ-ბრახუნი მოესმა, აანთო ჯადოქარმა ჯადოსნური ჯოხი და კარი რომ გააღო, თავისდა გასაოცრად, მამამისის ძველი ქვაბი დაინახა, რომელიც თავის ერთადერთ თუნუქის ფეხზე ხტოდა ოთახის შუაგულში და საშინელ ხმაურს გამოსცემდა. დაინტერესებული ჯადოქარი ქოთანს მიუახლოვდა, მაგრამ შეშინებული ისევ უკანვე გადახტა, რადგან ქვაბი პირთამდე სავსე იყო მეჭეჭებით.
,,საზიზღარო ნივთო!“, დაიყვირა ბიჭმა და ქვაბის მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ მანამდე მისი გაწმენდა სცადა მეჭეჭებისგან, უფრო იოლად რომ მოესროლა ფანჯრიდან, თუმცა მისმა შელოცვებმა არ გაჭრა ჯადოსნურ ქოთანზე, ეგ კი არა, ბიჭმა მისგან თავის დაცვაც კი ვერ მოახერხა, სადაც წავიდა, კარდალა ტკაცუნ-ბრახუნით გაჰყვა უკან და ლოგინამდე სდია.
საცოდავ ბიჭს მთელი ღამე არ ეძინა, რა დააძინებდა, როცა მეჭეჭებიანი კარდალა ყურის ძირში ხმაურობდა, როგორც იქნა, მაინც გათენდა, გავიდა სასაუზმოდ და ქვაბიც იქ გაჰყვა, მიუჯდა ბიჭი მაგიდას და ,,ბრახ, ბრახ, ბრახ...“ განაგრძო თუნუქისფეხიანმა ჭურჭელმა ისე ხმამაღლა, რომ საცოდავმა ერთი კოვზი ფაფის შეჭმაც კი ვერ მოახერხა.
ამასობაში ისევ გაისმა კარზე კაკუნი... ამჯერად კარის ზღურბლზე მოხუცი კაცი დახვდა.
,,სერ, ჩემი ბებერი ვირი, არ ვიცი, დაიკარგა, თუ ვინმემ მომპარა, ვეღარსად ვიპოვე, მის გარეშე კი ჩემს ნახელავ ჭურჭელს ბაზარში ვერ წავიღებ, შესაბამისად, ვერც გავყიდი და ოჯახი მშიერი დამირჩება ამაღამ.“
,,მე ახლა ვარ მშიერი!“ დაიღრიალა ბიჭმა და ისევ ხმაურით მიუჯახუნა კარი სტუმარს.
,,ბრახ, ბრახ, ბრახ...“ განაგრძო თავისი ცალი თუნუქის ფეხით იატაკზე ხტუნვა ქვაბმა, მაგრამ ახლა მის საპროტესტო ხმაურს ვირის ყროყინი და შიმშილისგან შეღონებული ადამიანების კვნესა დაემატა.
,,გაჩუმდი, დაშოშმინდი!“-გაჰკიოდა ჯადოქარი, მაგრამ ვერაფერს შველოდა ჯადოსნური ძალა, ვერ აქრობდა მეჭეჭებით სავსე ქვაბს, ისიც მთელი დღე დაუღლელად ხტოდა და ხმაურობდა...
იმ საღამოს კიდევ, უკვე მესამედ, გაისმა კაკუნი კარზე, გააღო კარი ბიჭმა და ზღურბლზე ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც გულამოსკვნილი ქვითინებდა.
,,ბავშვი მყავს ავად, დამეხმარები? მამაშენმა მითხრა, თუ რაიმე გაგიჭირდება, ჩემთან მოდიო...“
ბიჭმა ქალსაც კარი მიუხურა ცხვირწინ.
ასე არ უნდაო და შურისმაძიებელი ქვაბი ახლა ცრემლებით ისე გადაივსო,რომ ხტუნვისას იატაკზეც კი გადმოექცა, თანაც კვლავ ბრხუნობდა, ყროყინებდა და გმინავდა, არც მეჭეჭების მოშენება დავიწყებია.
ასე გაგრძელდა მთელი კვირა და რაც მეტი ხალხი მოდიოდა დახმარების სათხოვნელად, მით მეტად ხმაურობდა კარდალა, თანაც მშვენივრად ახრეხებდა ყველას გასაჭირი გაერია ხმაურში თუ ქმედებაში, ასე, რომ სულ რამდენიმე დღეში მხოლოდ კი არ ღრიალებდა, ბრახუნობდა, გმინავდა, ყროყინებდა, ხტუნავდა, ცრემლებად იღვრებოდა და მეჭეჭებს ზრდიდა, არამედ იგუდებოდა, ბოყინებდა, ჩვილივით ტიროდა, ძაღლივით ყმუოდა, გაფუჭებული ყველივით ყარდა, ამჟავებული რძის სუნი ასდიოდა და ბიჭს მშიერ ლოქორებს უსევდა.
ჯადოქრის ვაჟი ვეღარც ჭამდა და ვეღარც იძინებდა, სანამ შინ ეს აბეზარი ქვაბი ედო, ის ცოცხალი თავით არ ეშვებოდა, ჯადოქრობა კი არაფრით არ ჭრიდა აბეზარ შურისმაძიებელზე.
აევსო მოთმონების ფიალა ერთ დღესაც ბიჭს, ვეღარ გაუძლო სასტიკ სასჯელს და სოფლის შარაგზას შუაღამისას დაადგა, მიდიოდა და გამწარებული იძახდა, ,,მოდით, გამიზიარეთ თქვენი დარდი და ვარამი, დაგეხმარებით“, უკან კი ხტუნვით მისდევდა თუნუქის ფეხიანი ქვაბი... ,,მოდით, დაგეხმარებით, ყველაფერს ვიზამ, რომ გასიამოვნოთ, გასაჭირი შეგიმსუბუქოთ ან განგკურნოთ, მოდით, მე ხომ მამაჩემის დანატოვარი ჯადოსნური ქვაბი მაქვს!“
კარგა ხანი ირბინა ასე, უკან დადევნებული, პირთამდე სავსე ქვაბით, თან გზადაგზა გამწარებული იწყევლებოდა, ამასობაში კი სახლში ჩაძინებულ გოგონას მეჭეჭები გაუქრა, დაკარგულმა ვირმა ძეძვნარს თავი დააღწია, შინ დაბრუნდა და მშვიდად წამოწვა თავლაში, ბავშვს გარეული პიტნის ნაყენი მიესხურა და გაეღვიძა ლოყებავარდისფერებულსა და განკურნებულს, ყოველ სახლთან გაისარჯა ჯადოქარი, გააკეთა, რაც კი შეეძლო, ქვაბმაც შეწყვიტა ხმაური, გასუფთვდა და გაპრიალდა.
,,კმაყოფილი ხარ, ქვაბო?“ – ჰკითხა გამთენიისას ჯადოქარმა, მან კი საპასუხოდ სიღრმიდან ცალი სქელი ფაჩუჩი ამოისროლა და უფლება მოსცა ბიჭს, თუნუქის ერთადერთ ფეხზე წამოეცვა, დაბრუნდა ორივე სახლში და სიჩუმემ დაისადგურა ოჯახში. ჯადოქრის ვაჟი კი იმ დღის შემდეგ მამამისივით ეხმარებოდა სოფლის მცხოვრებლებს, ასე რომ არ მოქცეულიყო, ჯადოსნური ქვაბი ისევ მოიძრობდა ფაჩუჩს და უწინდელივით ახმაურდებოდა.

jocolor
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Mon Jan 25, 2010 8:42 am

უილიამ საროიანი

IX სიუჟეტი
(საროიანის სიუჟეტებიდან)

ესაა ვარამი ერთი უბრალო ქმრისა, რომელსაც მხოლოდ შემწვარი ბატის მირთმევა სურდა, მაგრამ უგულო ცოლმა ხელი ჰკრა საბრალოს, უგულვებელყო მისი სურვილი და სიმპათიურ, მაგრამ ქედმაღალ საყვარელში გაცვალა იგი!

ერთ დილით ქმარმა ცოლს შესაწვავად გამზადებული, დაკლული ბატი მიუტანა და უთხრა:
- მომომზადე ეს ფრინველი, საღამოს შინ დავბრუნდები და სიამოვნებით გეახლები.
ცოლმა შიგნეული გამოაცალა ბატს, გაასუფთავა და მოამზადა. საღამოს საყვარელი ეწვია, ვიზიტის დასასრულს კი არც თუ მორიდებით ჰკითხა, ძმაკაცებთან იქნებ რამე საჭმელი გამატანოო. მერე პასუხსაც არ დაელოდა, ღუმელში შეიხედა და შებრაწული ფრინველი აღმოაჩინა.
- ეს ჩემი ქმრისთვისაა! განაცხადა ქალბატონმა.
- მე უნდა დამითმო! უპასუხა თავხედმა ლოველასმა - არ დამითმობ და სამუდამოდ დაგივიწყებ!
საბოლოოდ ვაჟმა ნადავლით ხელში დატოვა სახლი. საღამოს კი შინ მშიერი ქმარი მოვიდა, მაგიდას მიუჯდა და სასურველი კერძი მოითხოვა:
- მიდი, ცოლო, მომიტანე ჩემი შემწვარი ბატი!
- რა ბატი?
- დილით რომ მოვიტანე შესაწვავად!
- რაო? სერიოზულად ამბობ? არაფერი მოგიტანია, შემთხვევით ხომ არ დაგესიზმრა?
- ქალო, სასწრაფოდ მომართვი ჩემი კერძი! - დაიღრიალა გამძვინვარებულმა კაცმა. ქალი კი რისი ქალია, თუ გამოსავალი არ იპოვა და ხმამაღლა მოთქმას მოყვა:
- მიშველეთ, ხალხო, გამიგიჟდა ქმარი, მოლანდებები დაეწყო, სიზმარი ცხადი ჰგონია!
ყვირილზე მართლაც მოირბინეს მეზობლებმა, რა თქმა უნდა, ქალს უფრო დაუჯერეს და ქმარსაც, დუმილის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩა. ცარიელი ყველის და პური მიირთვა და ზედაც წყალი დააყოლა.
მეორე დილით ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო; უნდილმა ქმარმა ისევ მოიტანა დაკლული ფრინველი, ცოლს თვალებთან მიოუტანა და ჩაეკითხა:
- არის ეს ბატი?
- არის. - უპასუხა ვერაგმა ცოლმა.
- მესიზმრება?
- არა.
- ეს ბატის თავია?
- დიახ.
- ეს ფრთა უნდა იყო!
- კი, ნამდვილად.
- ეს კი ბუმბულია, ხომ ხედავ?
- როგორ არა.
- კარგი მაშინ, მოამზადე და საღამოს მომართვი შინ რომ დავბრუნდები!
ქალმა ბატი მოამზადა და სად იყო და სად არა, საყვარელიც გამოჩნდა.
- დღესაც ბატი გვაქვს შემწვარი? სუნი მცემს!
- კი, მაგრამ ვეღარ გაგატან, იმ დღეს ქმარმა საშინელი სცენა გამიმართა, ძლივს ვიმართლე თავი. ეს უკვე მეტისმეტია, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, - უპასუხა შეწუხებულმა ქალმა.
- ან გიყვარვარ, ან არა. ბატს თუU გამატან, ვიგრძნობ, რომ გიყვარვარ, მაგრამ თუ არ მომცემ, შენს სიტყვებს ვერაფრით დავიჯერებ და სამუდამოდ დამკარგავ!
ამ არგუმენტმა გაჭრა და უგემრიელესი კერძი ისევ თავგასულ საყვარელს დარჩა...
საღამოს ისევ მოითხოვა საცოდავმა ქმარმა თავის ულუფა და სამწუხაროდ, ისევ გაწბილებული დარჩა. გამწარებულმა ქალმა იგივე სცენა გაითამაშა და აკივლდა:
- ჩემი საცოდავი ქმარი, სულ გამიგიჟდა! ბატი, ბატი, ბატიო... რა ბატი, რის ბატი?!აბა ბატს სად ხედავ? ჩემი საცოდავი, სულელი ქმარი, მთლად ჭკუიდან გადავიდა, ვაი ჩემს დღეს, ვაი!..
ახალი ვარიაციებით გათამაშებულმა სცენამ შედეგი გამოიღო, ხმაურზე შემოცვენილმა მეზობლებმა ვერაფრით გაარკვიეს რა ხდებოდა, კვლავ ,,უმწეო” ქალს დაუჯერეს და გაწბილებულ ქმარს ისევ მშიერს მოუწია დაძინება.
მესამე დღეს უბედურმა კაცმა მესამე დაკლული ბატი ჩამოიტანა ქალაქიდან, მაგრამ ამჯერად ხერხი იხმარა: მაღალი მტვირთავი დაიქირავა, ფრინველი სინზე დაუდო და თავზე შემოდგმული წამოაღებინა. თან ექვსკაციანი ორკესტრიც იახლა. მუსიკოსები მტვირთავს წრედ შემოერტყნენ და მუსიკითა და ზარ-ზეიმით შევიდნენ ეზოში. უკან სეირის მაყურებლები მოჰყვებოდნენ. ხმაურმა მეზობლებიც გამოჰყარა ოთახებიდან. კაცმა კი ამით ისარგებლა და ხალხს მიმართა: ,, მაჰმადიანებო, მეზობლებო, დანო და ძმანო, დაინახეთ, ეს ხომ ნამდვილად ბატია?” სინზე დადებული Fფრინველი მაღლა ასწია, შემდეგ კი ცოლს გადასცა და თან დააყოლა:
- ახლა კი შემიწვი ეს დაწყევლილი ბატი და საღამოს მომართვი!
ცოლმა ისევ გაასუფთავა დაკლული ფრინველი და შეწვა. ამ დროს კი... ჰოი, საოცრებავ! ისევ საყვარელი არ მოადგა?
თავს აღარ შეგაწყენთ ამაღელვებელი სცენის დაწვრილებით აღწერით. გეტყვით მხოლოდ, რომ იყო ცრემლი, ამბორი, სირბილი, შეხლა-შემოხლა... მერე კვლავ ცრემლები, უფრო მეტი კოცნა და... გამარჯვებული საყვარელი ისევ შემწვარი ბატით ხელდამშვენებული წავიდა.
ამასობაში საბრალო ქმარი ქუჩაში ძველ მეგობარს გადაეყარა და გახარებულმა დაპატიჟა სადილსა და ცოტაოდენ რახზე.
ორმა მეგობარმა სახლში შეაბიჯა. ქმარმა ცოლს ჩუმად ჩასჩურჩულა, ბატი თუ შემიწვიო.
- დიახ, შეგიწვი, სამზარეულოშია, ღუმელში. - უპასუხა ქალმა.
- მაშ სუფრა გააწყვე!
- კი, მაგრამ პური გამითავდა და იქნებ შენს ბიძაშვილთან გადახვიდე, გასესხებს.
- კარგი, მე მალე დავბრუნდები...
მოშიებული კაცი ბუზღუნით წავიდა ნათესავთან, ცოლმა კი ამასობაში დრო იხელთა, ქმრის მეგობარი დაიმარტოხელა და ქვითინით უამბო, როგორ გაუგიჟდა მეუღლე. თან არწმუნებდა, არანაირი ბატი არ მოუტანია, შენ კი იმისთვის დაგპატიჟა, რომ მჭრელი დანით ყელი გამოგჭრასო. ბოლოს ურჩია, სანამ დრო იყო, გაქცეულიყო.
დაუჯერა გაოცებულმა სტუმარმა და შეშინებულმა მოუსვა შინისაკენ.
ცოტა ხანში ქმარიც დაბრუნდა, თვალზე ცრემლშეუმშრალმა ქალმა კი უსაყვედურა, ეს რა მეგობარი გყოლია, წაიღო შენი შემწვარი ბატი და ისე წავიდა შინ, აღარც დაგელოდა, მე მთელი დღე ვიწვალე, მან კი მთელი ნაშრომი წყალში ჩამიყარაო.
გაფითრდა საბრალო ქმარი, ცალ ხელში მჭრელი დანა დაიკავა, მეორეში - ჩანგალი და ყვირილით დაედევნა ძმობილს, გარბოდა და თან ეძახდა, ერთი ბარკალი მაინც დამითმეო.
,,საცოდავი, მართლა გაგიჟებულა!” გულში გაივლო სტუმარმა და ერთიორად უმატა სირბილს.
იმ ღამესაც ყველსა და პურზე გადაიარა მოტყუებულმა ქმარმა, ბოლოს კი მწირ ვახშამს რამდენიმე ჭიქა რახიც დააყოლა.
სიმთვრალე რომ მოეკიდა, ჰოი, საოცრებავ! გონება გაუნათდა, ყველაფერს მიხვდა, წყნარად წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა:
- თუკი შენი საყვარელი აქ შემწვარი ბატის წასაღებად მოდის ყოველდღე, გეთქვა, ორ-ორს მოვიტანდი, ბოლოს და ბოლოს, მეც დავისვენებდი და ისიც, გემრიელი ვახშამი კი სანატრელი არ გამიხდებოდა!..

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Mon Jan 25, 2010 1:50 pm

Exclamation

კარგია, რომ იბეჭდება!..
წიგნადაც უნდა გამოვიდეს!

Idea
Back to top Go down
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Wed Feb 03, 2010 9:13 pm

სტივენ კინგი

ნისლის მეორე მხარე

ნისლმა იმ წუთშივე შთანთქა სახლი, როგორც კი პიტ ჯაკობსი გარეთ გამოვიდა და ახლა მხოლოდ თეთრ საბანში გახვეულ საკუთარ საცხოვრებელს ხედავდა, მოეცვენა, რომ სამყაროს უკანასკნელი ადამიანი იყო...
უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო და მუცელი აუბუყბუყდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მოწყვეტილ ლიფტში იჯდა, რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა და ნისლში შეაბიჯა, ის კი ნელ-ნელა დაიწმინდა... პიტს თვალები გაუფართოვდა შიშისა და ინტერესისაგან.
შუაგულ ქალაქში აღმოჩნდა, არადა უახლოესი ქალაქი ორმოცი მილის დაშორებით მდებარეობდა, ეს კი რა ქალაქი იყო, მსგავსი არასოდეს ენახა!..
მაღალ შპილიანი მოხდენილი სახლები ცას წვდებოდა, ადამიანები კი მოძრავი კონვეიერით გადაადგილდებოდნენ, ცათამბჯენის კუთხეში წარწერა კიაფობდა, 2007 წლის 17 აპრილი, მომავალში იყო, მაგრამ ნეტავ როგორ მოხვდა იქ?
შეეშინდა, ძრწოლა მოჰგვარა მომხდარმა, გრძნობდა, აქაურობას არ ეკუთვნოდა, დარჩენა არ შეეძლო და გაფანტული ნისლისგან თავის დაღწევა სცადა, ამასობაში უცნაურ ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა გაბრაზებით გასძახა რაღაც, გზის დონიდან ექვსი ინჩით მაღლა მოძრავი მანქანაები პირდაპირ მისკენ მოიწევდნენ, პიტმა კი როგორღაც ისე დააღწია თავი მოძრავ კოლონას, არაფერი დასჯახებია, როგორც იქნა, დაუძვრა ნისლს და მალე ყველაფერი გფერმკრთალდა...
ისევ უცნაური განცდა დაეუფლა, შეუცნობელი, განცდილი მარცხის... ნისლი სულ გაიფანტა და შინ დაიგულა თავი...
მერე უეცრად ყურისწამღებმი ყვირილი მოესმა, მიბრუნდა და მისკენ გამოქანებული წინარეისტორიული ბრონტოზავრი დაინახა, რომელსაც მძივისებრ თვალებში უკიაფებდა მსხვერპლის განადგურების მძლავრი სურვილი...
დამფრთხალი პიტი ისევ შევარდა ნისლში...
მომავალში ნისლი შენც რომ მოგიახლოვდება, გამოქცეული მსხვერპლის აჩქარებული ნაბიჯების ხმას გაიგებ... გასძახე, ის პიტ ჯაკობსი იქნება, კვლავ ნისლის მეორე მხარეს რომ ეძებს...
დაეხმარე საბრალო ჭაბუკს.


THE OTHER SIDE OF THE FOG
By Stephen King


An Pete Jacob’s stepped out, the fog immediately swallowed up his house and he could see nothing but the
white blanket all around him. It gave him the weird feeling of being the last man in the world.
Suddenly Pete felt dizzy. Hie stomach did a flip-flop. He felt like a person in a falling elevator. Then it passed
and he walked on. The fog began to clear and Pete' s eyes opened wide with fright, awe and wonder.
He was in the middle of the city.
But the nearest city was forty miles away!
But what a city! Pete had never seen anything like it.
Graceful buildings with high spires seemed to reach to the sky. People walked along on moving conveyer belts.
The cornerstone on a skyscraper read April, 17, 2007. Pete had walked into the future. But how?
Suddenly Pete was frightened. Horribly, terribly, frightened.
He didn’t belong here. He couldn’t stay. He ran after the receding fog.
A policeman in a strange uniform called angrily. Strange cars that rode six inches or so off the ground narrowly
missed hitting him. But Pete succeeded. He ran back into the fog and soon everything was blanked out.
Then the feeling came again. That weird feeling of falling … then the fog began to clear.
It looked like home …
Suddenly there was an earsplitting screech. He turned to see a huge prehistoric brontasaurus lumbering toward
him. The desire to kill was in his small beady eyes.
Terrified, he ran into the fog again …
The next time the fog closes in on you and you hear hurried footsteps running through the whiteness … call out.
That would be Pete Jacobs, trying to find his side of the Fog …
Help the poor guy.

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Mon Sep 06, 2010 7:09 pm

ო' ჰენრი

ბედის ირონია

ნიუ იორკში მაწანწალების ბომონდი საჯარო პარკებში სახლობს, ეს კარგად იცოდა ვალანსმა და, როცა მეცხრე ციდან პირდაპირ მიწაზე ჩამოაგდეს, სხვა რა გზა ჰქონდა, მედისონ სკვერს მიაშურა.
მოსწავლე გოგონასავით ქორფა და მორცხვი მაისი გაკვირტული ხეებიდან იმზირებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ სკვერის ახალმა სტუმარმა პალტო მჭიდროდ შემოიხვია, უკანასკნელ სიგარეტს მოუკიდა და ერთ-ერთ ძელსკამზე ჩამოჯდა. სამიოდე წუთი იმ ბოლო ას დოლარზე სწუხდა, რომელსაც ავტომობილით საბოლოოდ სეირნობისას გამოეთხოვა, საგზაო პოლიციამ წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მერე დარდი გულიდან გადაიყარა და იმედიანად მოისინჯა თითოეული ჯიბე, მაგრამ უშედეგოდ, ერთი პენიც კი აღარ დარჩენოდა.
საბრალო, დილით ბინიდანაც გამოაგდეს, ავეჯი ვალების გასატუმრებლად გაყიდა, ტანსაცმელი კი მსახურს უსახსოვრა ხელფასის ნაცვლად, მხოლოდ ისღა შემორჩა, რაც ახლა ეცვა. მთელს ქალაქში მისთვის ამიერიდან აღარც საწოლი მოიპოვებოდა, აღარც ხეირიანი საჭმელი, აღარც ავტომობილი, აღარც წითელი მიხაკი ღილკილოში ჩასაბნევად, რადგან საკუთარი სახსრები აღარ გააჩნდა, მეგობრების ხარჯზე კი ცხოვრებას არ იკადრებდა. ბედმა პარკებისა და სკვერების მეტი არჩევანი არ დაუტოვა.
აქამდე ვალანსი ბიძის მემკვიდრეობას ღებულობდა, ახლა კი მოხუცი გაცხარდა და გაბრაზებულმა ანდერძი გააუქმა, რადგან ძმისწულმა უარი უთხრა, მისი შერჩეული გოგონა მოეყვანა ცოლად. იმედიც აღარაფრის ჰქონდა, ბიძამისს სხვა ძმისწულიც ჰყავდა, გენიალოგიური ხის მეორე შტოდან, ადრე მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა აზრი, ის ბიჭიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ჰორიზონტიდან... ხომ შეიძლებოდა უეცრად გამოჩენილიყო და მთელი მემკვიდრეობა მას დარჩენოდა..., თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯოჯოხეთის კუპრით სავსე ქვაბში ჩავარდნილი ლუციფერი...
ჩაფიქრებული იჯდა მემკვიდრეობადაკარგული ახალგაზრდა ძელსკამზე, სიგარეტის ნარჩენს ისევ მოუკიდა, საათს დახედა, ათი სააათი სრულდებოდა. პარკში ცოტა ხალხი დარჩა, სკამების მუდმივი ბინადრებიც არ იყვენენ ბევრნი, ეტყობა, დააფრთხო გაზაფხულის ჯერ კიდევ ცივმა ამინდმა.
მოგვიანებით ვალანსმა შენიშნა, რომ გვერდითა სკამიდან ვიღაც წამოდგა, უცნობი პირდაპირ მისკენ გამოემართა და გვერდით მიუჯდა, ვერ იტყოდი რა ასაკის იყო, არც ახალგაზრდა ეთქმოდა, არც მოხუცი, იაფფასიანი თავშესაფრის ბინადარივით ობის სუნი ასდიოდა, სამართებელზე და სავარცხელზე, ჩანს, დიდი ხნის წინ ეთქვა უარი, სასმელი, ეტყობოდა, ძალიან უყვარდა და ცხვირი ასწითლებოდა. ახალმოსულმა გაუბედურებულ ახალგაზრდას ასანთი სთხოვა, სიგარეტს მოუკიდა და გამოლაპარაკა:
- აქ ეტყობა ახალი ხარ, პირველად გხედავ, თან რიგიანი მკერავის შეკერილი ტანსაცმელი გაცვია, ერთი შეხედვით შემიძლია ამის გამოცნობა, ცოტა ხნით შემოიარე? ხელს ხომ არ გიშლი? მეშინია, ძალიან მეშინია, გესმის?! ხალხს ჰგონია, გავგიჟდი, ამას რომ ვამბობ, დღეს მთელი დღის მანძილზე ერთი ბრეტცელი და ვაშლი ვჭამე მხოლოდ, ხვალ კი რიგში უნდა ჩავდგე ადვოკატთან სამი მილიონის მისაღებად, მერე ხშირად ვივლი აი, იმ ძვირადღირებულ რესტორანში, ქუჩის გადაღმა რომ დგას და გარს მოდური ავტომანქანები შემორტყმია, არ გჯერა?
- როგორ არ მჯერა, მწარედ გაეცინა ვალანსს, ეჭვიც არ შემპარვია შენს სიტყვებში, მე კი გუშენდელი დღიდან დავსახლდი პარკში და ჯიბეში ხუთი ცენტიც კი არ მიგდია.
- იცი, მაწანწალას არ გავხარ, მიუგო ახალმა ნაცნობმა, მგონი ვხვდები რაც დაგემართა, რამდენიმე წლის წინ მეც მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებდი, რამ გაგაუბედურა, თამაშიდან როგორ გამოვარდი?
- სამსახური დავკარგე.
- ხო, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, დღეს ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევ, ხვალ კი მშიერი ხარ, მეც არანაკლებ დამჩაგრა ბედმა, ხუთი წლის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი იშვიათი იყო, ხელის განძრევაც კი არ მჭირდებოდა, ფუფუნებაში ვცხოვრობდი, არ გაგიკვირდეს, ამას რომ ხშირად ვიმეორებ, მაგრამ მეშინია, მართლა მეშინია...… სახელი არ მითქვამს შენთვის, აიდი მქვია, გაგიგია მოხუცი მილიონერი, პაულდინგი? ბიძაჩემია, ერთ დროს მის სახლში ვცხოვრობდი, ჩემს ნებისმიერ სურვილს ხალისით ასრულებდა... მართლა, თქვენი სახელი?
- დოუსონი მქვია, მიუგო ვალანსმა.
- მერე ბედის ბორბალი უკუღმა დამიტრიალდა, მემკვიდრეობა გამიუქმეს და ქუჩაში დავრჩი... ერთი კვირის წინ ქვანახშირის შესანახ სარდაფში ვცხოვრობდი დივიზიონ სტრიტზე, განაგრძო აიდიმ, ერთ თაღლითთან, თვალხამხამა მორისთან ერთად, წასასვლელი არსად მქონდა, გავიხედე და კარს პოლიციის შიკრიკი მოგვადგა წერილით ხელში, დოუსონ, წერილი, ბიძაჩემის სახელით, ცნობილმა მოსამართლემ, მიდიმ გამომიგზავნა, მოხუცს მოუსურვებია, ისევ გავხდე მისი მემკვიდრე და კვლავ ხელგაშლით ვხარჯო ფული. ხვალ, ათ საათზე ვარ დაბარებული ოფისში, სამი მილიონის მემკვიდრე ვხდები, ჯიბის ფულად კი ათი ათასზე მეტი მექნება, მაგრამ მეშინია, დოუსონ, ძალიან მეშინია...
მაწანწალა ფეხზე წამოხტა, აკანკალებული ხელები თავზე შემოიჭდო, სუნთქვა უჭირდა და ისტერიულად ბურდღუნებდა...
ვალანსმა ხელი სტაცა, კვლავ სკამზე დასვა; -წყნარად, დამშვიდდი, კაცი იფიქრებს, რაღაც უბედურება დაემართაო, ხმამაღლა შემოუძახა საბრალოს, - კი მაგრამ, რისი გეშინია?
აიდი ცახცახებდა, ბროდვეის ნეონის შუქები შიშისგან შეცვლილ სახეს ანათებდნენ.
- რისი მეშინია? მეშინია რომ ხვალამდე რაღაც დამემართება, არ ვიცი, რა, მაგრამ ხელი შემეშლება მემკვიდრეობის მიღებაში... შეიძლება მანქანამ გამიტანოს, ხე გადატყდეს და დამეცეს, სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა თავი გამიტეხოს... ადრე არაფრის მეშინოდა, პარკში ასობით ღამე მაქვს გატარებული, ისე, რომ წარბიც არ შემიხრია, ისიც კი არ ვიცოდი, პირში ხემსის ჩადება მეღირსებოდა თუ არა, ახლა კი... ფული მიყვარს, დოუსონ, თავი ყოვლისშემძლე მგონია, როცა ხელში ტკიცინა დოლარები მიჭირავს... მუსიკა... ყვავილები... დახვეწილი სამოსი... თუმცა, როცა გავუბედურდი, დიდად არ მიდარდია, დავივიწყე უწინდელი ცხოვრება, მაშინაც ბედნიერი ვიყავი, ჩამოძონძილი და მშიერი შადრევნის ცეკვას ან ეტლების მისვლა-მოსვლას რომ ვადევნებდი თვალს, რადგან უკვე აღარაფრის იმედი მქონდა, არ ვფიქრობდი, რომ ღმერთი კვლავ გამოიმეტებდა ჩემთვის წყალობას... ახლა კი ვიცი, კიდევ მომეცა შანსი, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო და თორმეტი საათი ვეღარ მომოთმენია, დრო სასწაულად გაიწელა... ვინ იცის, რამდენი რამ შეიძლება დამემართოს, იქნებ დავბრმავდე ხვალამდე, ან, სულაც, გული გამისკდეს, იქნებ დღეს სამყაროს აღსასრულიც კი დადგეს...
აიდი ისევ ფეხზე წამოხტა აკანკალებული, მეზობელი სკამებიდან დანარჩენმა მაწანწალებმაც დაიწყეს ცქერა, ვალანსმა ხელმკლავი გამოსდო,სასეირნოდ წაიყვანა საბრალო და დამშვიდება სცადა. აიდი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ სთხოვა, ხვალამდე არ დამტოვოო.
ცარიელ მეხუთე ავენიუს გაუყვნენ, შემდეგ დასავლეთით ოცდამეათე ავენიუ გადაკვეთეს, იქიდან ბროდვეიზე გავიდნენ, ვალანსმა სულ ერთი წამი მოცდა თხოვა აიდის და სიბნელეში გაუჩინარდა, იქვე ნაცნობი სასტუმრო ეგულებოდა.
სასტუმროს ბარში ძველი ბარმენი, ჯიმი დახვდა, მან ჯერ არ იცოდა, რა გადახდა თავს მდიდარ კლიენტს და უწინდელი პატივით მიესალმა.
- ჯიმი, გარეთ მაწანწალა დგას, ძალიან მშიერია, ფული რომ მივცე, წავა და დალევს, თუ შეგიძლია, ორიოდე სენდვიჩი მომეცი, გავუტან.
- როგორც მიბრძანებთ, ბატონო ვალანს, მიუგო ბარმენმა და ქაღალდის ხელსახოცში გახვეული ორი ცალი უფასო სენდვიჩი გაატანა ძველ კლიენტს.
აიდი მორჩილად იდგა იქ, სადაც დატოვა, სენდვიჩების დანახვამ ძალიან გაახარა, მოშივებოდა, ჯერ ერთი აიღო, მაგრამ როცა კომპანიონმა მიუგო, არ მშია, მეორეც შენი იყოსო, საგულდაგულოდ შეინახა, მეტი არ მინდა, მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს, არ მაწყინოსო, მიუგო გაოცებულს.
მოგვიანებით ორივენი პარკში დაბრუნდნენ, ღამე ძელსკამებზე უნდა გაეთიათ.
აიდი გამხიარულდა, ,,საწოლი” ახალ მეგობარს თავის გვერდით შეურჩია, თან დასძინა, აქ შუქი არ აღწევს და კარგად დაგეძინებაო, მერე კი შეპირდა, მემკვიდრეობას მივიღებ თუ არა, სამსახურს გაშოვნინებ, ძალიან დამეხმარე, შენ რომ არა, ხვალამდე ვერ მივაღწევდიო.
ვალანსს არ ეძინებოდა, კარგა ხანი უცქერდა ვარსკვლავებს, გრძნობდა, რომ ემოციებისგან დაიცალა, გათავისუფლდა შიშისგან, სინანულისგან, ტკივილის შეგრძნებისგან...ფიქრებში ჩაეფლო, გახსენდა თავისი უცნაური კომპანიონი და გაეცინა... ამასობაში განთიადიც მოახლოვდა, როგორც იქნა ჩაეძინა ხმელ, მოუხერხებელ ძელსკამზე...
დილით, ზუსტად ათ საათზე, ორივე მოსმართლე მიდის ოფისთან იდგნენ ენ სტრიტზე.
აიდი, რაც უფრო ახლოვდებოდა შესვლის დრო, მით უფრო იძაბებოდა, მალე უხმეს კიდეც, ორივემ ერთად შეაბიჯა კაბინეტში...
მოსამართლემ გაოცებით შეათვალიერა მოსულნი, პირველი, ვალანსი, ძველი ნაცნობი იყო, გააკვირვა მისმა დანახვამ მაწანწალასთან ერთად, მაგრამ არაფერი თქვა, მერე აიდის შეავლო თვალი და მიუგო:
- ბატონო აიდი, გუშინ მეორე წერილიც გამოგიგზავნეთ, არ მიგიღიათ? ბატონმა პაუდლინგმა ბოლო წამს გადაიფიქრა თქვენთვის მემკვიდრეობის დაბრუნება და მთხოვა მეცნობებინა, რომ მისი ნათესაობის იმედი აღარ გქონდეთ.
აიდიმ უცებ შეწყვიტა კანკალი, სახეზე ფერი დაუბრუნდა, ბეჭებში გასწორდა, ყბა წინ წამოეწია, თავიდან შელახული ქუდი მოიგლიჯა, ღრმად ამოისუნთქა და მწარედ ჩაიცინა: - გადაეცით ბებერ პაულდინგს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, მე არაფერი მიჭირს, როგორმე გავიტან თავს, შეტრიალდა და უკანმოუხედავად დატოვა მოსამართლის ოთახი მტკიცე ნაბიჯებით.
მოსამართლე მიდი ახლა ვალანსისკენ შებრუნდა და გაღიმებულმა მიუგო:
- რა კარგია რომ მოხვედი და შენი ძებნა არ დამჭირდა, ბიძაშენს სურს შინ დაბრუნდე, მეტად აღარ ბრაზობს, შეურიგდა არსებულ სიტუაციას, შენ ისევ მისი ...
აქ უკვე სიტყვა გაუწყდა მოსამართლეს, შეხედა ახალგაზრდას და თავის კლერკს უხმო…აღელვებულმა:
- ადამს, დროზე მოდით და ერთი ჭიქა წყალი წამოიღეთ, ბატონ ვალანსს გული წაუვიდა...

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Sat Jun 04, 2011 10:31 pm

რადიარდ კიპლინგის ორი და რობერტ ბერნსის ერთი ლექსი
Mother o' Mine


Mother o' Mine


If I were hanged on the highest hill,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose love would follow me still,
Mother o' mine, O mother o' mine!

If I were drowned in the deepest sea,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose tears would come down to me,
Mother o' mine, O mother o' mine!

If I were damned of body and soul,
I know whose prayers would make me whole,
Mother o' mine, O mother o' mine!

Rudyard Kipling

რადიარდ კიპლინგი

დედაო ჩემო

თუ ჩამომახრჩობენ შორს, სადმე
გორაკზე,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
შენი სიყვარული ჩემამდე მოაღწევს,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
თუკი ზღვა დამახრჩობს, ღრმა და უკარება,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
ვიცი, შენი ცრემლი ჩემამდე მოაღწევს,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
დავეცე თუ ოდეს, მე სულით და ხორცით,
ვიცი, გადამარჩენ შენი წრფელი ლოცვით,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!

Blue Roses


Roses red and roses white
Plucked I for my love's delight.
She would none of all my posies--
Bade me gather her blue roses.

Half the world I wandered through,
Seeking where such flowers grew.
Half the world unto my quest
Answered me with laugh and jest.

Home I came at wintertide,
But my silly love had died
Seeking with her latest breath
Roses from the arms of Death.

It may be beyond the grave
She shall find what she would have.
Mine was but an idle quest--

Roses white and red are best!

Rudyard Kipling


რადიარდ კიპლინგი

ცისფერი ვარდები

ვარდები წითელი, ვარდები თეთრი...…
ძვირფასო, მათ შენთვის ხალისით ვკრეფდი,
შენ კი არ მიიღე ჩემი ყვავილები,
მიბრძანე, მეშოვნა ცისფერი ვარდები.
ძებნაში ყვავილთა, მე მოვვლე ქვეყანა,
ვცდილობდი, მეშოვნა, შენთვის მომეტანა,
მაგრამ ვინც გაიგო ეს ჩემი წადილი,
სიცილით მომიგო პასუხი ნამდვილი:
მხოლოდ სამარეში სურვილს შეისრულებს,
ის, ვინც შეუძლებელს შენგან მოისურვებს,
რად ეძებ, რად გინდა ვარდები ცისფერი,
განა არ ჯობია თეთრი და წითელი?!

Robert Burns

A Red, Red Rose

O, my Luve's like a red, red rose,
That's newly sprung in June.
O, my Luve's like a melodie
That's sweetly play'd in tune.

As fair a thou, my bonnie lass,
So deep in luve am I;
And I will love thee still, my dear,
Till a' the seas gang dry.

Till a' the seas gang dry, my dear,
And the rocks melt wi' the sun:
I will love thess till, my dear,
While the sands o' life shall run:

And fare thee well, my only luve!
And fare thee weel, a while!
And I will come again, my luve,
Tho' it ware ten thousand mile.









რობერტ ბერნსი

წითელი, წითელი ვარდი

ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
ბაღნარში ლამაზად გადაშლილი,
ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია,
მელოდია, ჰარმონიით აღვსილი.
ვით შენი უჭკნობი ხიბლი და მშვენება,
ღრმაა სიყვარული ჩემი,
მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა,
სანამ მთლად დაშრება ზღვები.
სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები
და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი,
მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული,
სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი.
ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო,
გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ,
მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის,
თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა.

პ.ს. ეს ჩემი სულ პირველი თარგმანებია, მას შემდეგ ლექსები აღარ მითარგმნია, 17 წლის ასაკში ,,ნაღვაწია"
ორიგინალები მაქვს, მაგრამ ვერ ვდებSad
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Sat Jun 04, 2011 11:01 pm

სტივენ კინგი

უცხო

კელსო ბლექმა გაიცინა.
იმდენ ხანს იცინოდა, სანამ გვერდები არ ასტკივდა და ხელში ჩაბღუჯული იაფფასიანი ვისკის ბოთლი ძირს არ დაუვარდა.
გონებაჩლუნგი ძაღლები! ყველაფერმა ძალიან მარტივად ჩაიარა და ხუთი ათასი დოლარიც ჩაიჯიბა, მართალია, მცველი შემოაკვდა, მაგრამ თავის თავს დააბრალოს, ცუდ დროს გადაეღობა გზაზე.
პისტოლეტის ჩახმახი ის-ის იყო შეაყენა, რომ კარი ხმაურით გაიღო.
კარის ზღურბლთან უცნობი იდგა, შავი მოსასხამითა და თვალებზე ჩამოფხატული ფარფლებიანი ქუდით.
- გამარჯობა, კელსო, გამარჯობა, კარგა ხანია, გითვალთვალებ და ძალიან მომეწონე! - თქვა უცნობმა და ისე გაიცინა, რომ ბლექს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- ვინა ხარ? - ჰკითხა დაუპატიჟებელ სტუმარს.
კაცმა ისევ გაიცინა, - რაო, ვერ მიცანი? იქნებ ისიც აღარ გახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ სული რომ მომყიდე, აი, მცველი რომ მოკალი, ზუსტად მაგ დროს.
- გაეთრიე, - სუსხი გაურია ბლექმა ხმაში, - აქედან მოშორდი, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს!
- წასვლის დროა, კელსო, მომყევი, ბოლოს და ბოლოს წინ კარგა დიდი გზა გვიდევს. - მშვიდად მიუგო უცნობმა, შავი მოსასხამი გაიძრო და ქდი მოიხადა.
კელსო ბლექმა სახეში ჩახედა... მერე კი სასოწარკვეთით დაიღრიალა.
ღრიალებდა...
ღრიალებდა...
ღრიალებდა...
უცნობმა ერთიც ჩაიქირქილა, მერე კი ირგვლივ დუმილმა და სიცარიელემ დაისადგურა.
ოთახში გოგირდის მძაფრი სუნი დარტიალდა...


The Stranger
By Stephen King



Kelso Black laughed.
He laughed until his sides were splitting and the bottle of cheap whiskey he held clenched in his
hands slopped on the floor.
Dumb cops! It had been so easy. And now he had fifty grand in his pockets. The guard was dead –
but it was his fault! He got in the way
With a laugh, Kelso Black raised the bottle to his lips. That was when he heard it. Footsteps on the
stairs that led to the attic where he was holed up.
He drew his pistol. The door swung open.
The stranger wore a black coat and a hat pulled over his eyes.
"Hello, hello." he said. "Kelso, I’ve been watching you. You please me immensely." The stranger
laughed and it sent a thrill of horror through him.
"Who are you?"
The man laughed again. "You know me. I know you. We made a pact about an hour ago, the moment
you shot that guard."
"Get out!" Black’s voice rose shrilly. "Get out!" Get out!"
"It’s time for you to come, Kelso" the stranger said softly "After all – we have a long way to go."
The stranger took off his coat and hat. Kelso Black looked into that Face.
He screamed.
Kelso Black screamed and screamed and screamed.
But the stranger just laughed and in a moment, the room was silent. And empty.
But it smelled strongly of brimstone.

study


Last edited by Admin on Sat Nov 24, 2012 12:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Wed Oct 19, 2011 6:46 pm

სტივენ კინგი

დაწყევლილი ექსპედიცია

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ

- ჰოოო, - თქვა ჯიმი კელერმა და უდაბნოს შუაგულში ასაფრენ ზოლს გახედა, სადაც გასაფრენად გამზადებული რაკეტა იდგა.
გაუკაცრიელებულ ველზე უდაბურმა ქარმა დაუბერა, ჰიუ ბულფორდმა კი დასძინა, - მგონი ვენერაზე გაფრენის დროც დადგა, ნეტავ რატომ გვინდა მაინცდამაინც იქ გაფრენა?
- არ ვიცი, - მიუგო კელერმა, - ნამდვილად არ ვიცი.
ხომალდი პლანეტას მიუახლოვდა და ძირს დაეშვა, ბულფორდმა თავი გარეთ გაჰყო, ჰაერი ჩაისუნთქა და განცვიფრებულს აღმოხდა:
- ღმერთმანი, დედამიწის ჰაერსა ჰგავს! შესანიშნავად ვსუნთქავ.
გზა განაგრძეს და ახლა კელერმა ვერ დამალა გაოცება, - საკვირველია პირდაპირ, აქაც ისეთივე გაზაფხულია, როგორც დედამიწაზე, რა წვნიანი მწვანე და ლამაზი მცენარეებია, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდით!
პლანეტის სტუმრებმა ცოტა კიდევ გაისეირნეს, ვენერაზე შესანიშნავი ტემპერატურა იყო, რომ მოშივდათ, ამწვანებული ხეების ნაყოფიც დააგემოვნეს, ძალიან მოეწონათ ეგზოტიკური და გემრიელი ხილი.
- ამ ადგილს ედემის ბაღი უნდა ვუწოდო, - აღფრთოვანდა კელერი.
ბულფორდმა დანთებულ კოცონს გაუშტერა თვალი და ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, - ჯიმი, არ მომწონს ეს ადგილი, აქ რაღაც ისე არაა... უწმინდურების სუნი მცემს.
- რა უსაზღვროდ ბედნიერი ჩანხარ, - დაცინვით მიუგო კელერმა, - სცადე, იქნებ ჩაგეძინოს.
დილით ჰიუს ჯეიმსი მკვდარი დახვდა, გაყინულ სახეზე ისეთი შიში და ძრწოლა შერჩენოდა, ბულფორდმა ინატრა, ნეტავ მსგავსი რამ აღარასოდეს ვიხილოო.
მეგობრის ცხედარი მიწას მიაბარა თუ არა, დედამიწასთან დაკავშირება სცადა... არავინ უპასუხა, იფიქრა, რადიო დაზიანდაო, შეკეთება დააპირა, მაგრამ არ დასჭირდა გარჯა, საღ-სალამათი მიმღები უბრალოდ ჯიუტად დუმდა.
ამან ორმაგად შეაშფოთა ჰიუ, ხომალდიდან ჩამოვიდა ისევ, მიდამოს გახედა და ძველებურად სასიამოვნო ლანდშაფტს შეავლო თვალი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მას კი მაინც შემაშფოთებელი წინათგრძნობა სტანჯავდა.
- შენ მოკალი ის! - გასძახა პლანეტას, - ნამდვილად ვიცი, რომ შენ ხარ მკვლელი.
უცრად მიწა ორად გაიპო და ფეხქვეშ გაუცურდა, კაცი პანიკამ შეიპყრო და ხომალდში შევარდა, მაგრამ ფეხზე ვენერას მიწის გოროხი აეკრო...
ბულფორდმა სცადა და ნიადაგი გამოიკვლია, მაგრამ შედეგმა უარესად შეაძრწუნა, პლანეტა ცოცხალი ორგანიზმი იყო.
მოულოდნელად ხომალდი გადაიხარა და მართვა დაკარგა, ჰიუმ შიშისგან დაიღრიალა, მიწის გოროხი თანდათან გარს ეკვროდა და ტუჩებს ულოკავდა.
რამდენიმე წუთში ყველაფერი დაწყნარდა, ვენერას მიწა მორიგ მსხვერპლს ელოდა...

THE CURSED EXPEDITION
By Stephen King

"Well," said Jimmy Keller, looking across to the gantry to where the rocket rested in the middle of the desert. A
lonely wind blew across the desert, and Hugh Bullford said, "Yeah. It's about time to leave for Venus. Why?
Why do we want to go to Venus?"
"I don't know," Keller said. "I just don't know."
The rocket ship touched down on Venus. Bullford checked the air and said in amazed tones, "Why, it’s good
old type Earth air! Perfectly breathable."
They went out, and it was Keller's turn for amazement. "Why, it’s just like spring on earth! Everything's lush
and green and beautiful. Why ... it's Paradise!"
They ran out. The fruits were exotic and delicious, the temperature perfect. When night fell, they slept outside.
"I'm going to call it the Garden of Eden," said Keller enthusiastically.
Bullford stared into the fire. "I don't like this place, Jimmy.' It feels all wrong. There's something ... evil about
it."
"You’re space happy." Keller scoffed. "Sleep it off."
The next morning James Keller was dead.
There was a look of horror on his face that Bullford never hoped to see again.
After the burial, Bullford called Earth. He got no reply. The radio was dead. Bullford took it apart and put it
together. There was nothing wrong with it, but the fact remained: it didn't work.
Bullford's worry doubled itself. He ran outside. The landscape was the same pleasant and happy. But Bullford
could see the evil in it.
"You killed him!" he cried. "I know it!"
Suddenly the ground opened up and it slithered toward him. In near panic, he ran back to the ship. But not
before he got a piece of soil. .
He analyzed the soil and then panic took him. Venus was alive.
Suddenly the space ship tilted and went over. Bullford screamed. But the soil closed over it and almost seemed
to lick its lips.
Then it reset itself, waiting for the next victim...

study
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Sat Nov 24, 2012 12:38 pm

უილიამ ჰარტლი

უ.ს.

პირველი საფოსტო ბარათი ფორფასტიდან მოვიდა და ასე იწყებოდა:
,,ვფიქრობ, მოგეწონებათ ფორფასტის სურათი, შოტლანდია ხომ ყოველთვის გიზიდავდათ, ამის გამო დავინტერესდი თქვენი წიგნებით და დიდი სიამოვნებაც მივიღე, მაგრამ ყოველთვის ახერხებთ ხალხის აზრებს ჩასწვდეთ? ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება... მოდი, დაფიქრდით ამაზე. გულთბილად გართმევთ ხელს, თქვენი ერთგული თაყვანისმცემელი უ.ს.”
უამრავი სხვა რომანისტის მსგავსად, უოლტეს სტრიტერსაც ხშირად უწევდა უცნობ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა, ძირითადად ისინი მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, თუმცა ზოგჯერ კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ, მწერალი კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და მათ ყოველთვის პასუხობდა წერილებზე, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა, ამჟამად გაუმართლა უოლტერს, წერილზე მისამართი არ იყო მითითებული, შესაბამისად, პასუხის გაცემაც შეუძლებელი იყო.
ფორფასტის სურათი ძალიან უღიმღამო იყო, ადგა და დახია, მაგრამ ანონიმი თაყვანისმცემლის კრიტიკამ ჩააფიქრა, ნუთუ ვერ ხვდებოდა მკითხველის გულისთქმას, ძირითადად ავტორი ან თავის თავს იყენებდა რომანების პროტოტიპად, ან სრულ ანტიპოდს აღწერდა ხოლმე, ჩანს, სწორედ ეს შენიშნა უ.ს-მ. ეჰ, პირველად არ უწევდა მწერალს საკუთარ თავთან აღთქმის დადება, უფრო ობიექტური ყოფილიყო მკითხველთან მიმართებაში...
ათი დღეც არ იყო გასული ამ ამბიდან, როცა მეორე საფოსტო ბარათი მიუტანეს, ამჯერად ბერვიკ-ონ-ტვიდიდან, მასში შემდეგი ეწერა:
,,რას ფიქრობთ ბერვიკ-ონ-ტვიდზე? თქვენსავით, ეს ქალაქიც საზღვართან ახლოა, იმედია, უხეში შედარება არ მომიყვანია, რადგან კვლავ ერთგული თაყვანისმცემელი ვარ, ისევ ვაღმერთებ თქვენს რომანებს, თუმცა არის ხალხი, ვინც მათზე სხვაგვარად ფიქრობს. ხომ არ გაწყენინეთ? კიდევ ერთხელ, მხურვალედ გართმევთ ხელს, უ.ს.”
უოლტერ სტრიტერმა ყველაფერი აწონ-დაწონა და ძალიან დაინტერესდა გამომგზავნის ვინაობით. ნეტავ ეს ადამიანი ქალი იყო თუ მამაკაცი? ხელწერა კაცისას ჰგავდა, კრიტიკაც მოურიდებლად იყო გამოთქმული, მეორე მხრივ, შეიძლებოდა ქალის ნაწერადაც ჩაგეთვალათ, ისეთი ქალის, თანადროულად ადრესატის მიმართ პირფერობასაც რომ ცდილობს და მწარე სიტყვებსაც არ ერიდება...
ცნობისმოყვარება თანდათან გაუქრა, არ მიეკუთვნებოდა ისეთ კატეგორიის ადამიანებს, შემთხვევით ნაცნობებთან ექსპერიმენტებს რომ არ ერიდებიან, უცნაურად მოეჩვენა იმ ადამიანზე ფიქრი, რომელიც მისით სპეკულირებდა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადაავლო თვალი ბოლო რომანის უკანასკნელ ორ თავს და მოეჩვენა, რომ ნაკლებად კარგი გამოუვიდა, ისე ჩანდა, თითქოს თანამედროვე მწერლებივით ორაზროვანი და ბუნდოვანი სამყაროსკენ მიუწევდა გული, იმ სამყაროსკენ, სადაც საღი აზრი აღარ დარჩენილიყო...
არა, არ შეიძლებოდა ამ ანონიმური წერილის სერიოზულად მიღება, ადგა და ბერვიკ-ონ-ტვიდის სურათი ნოემბრის ცივი დღის გასათბობად დანთებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კი სცადა, ორიოდე სტრიქონი მაინც დაეწერა, მაგრამ სიტყვები თავში აღარ მოსდიოდა, მთელი დღე ასე გავიდა, არ ტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც უხეშად აფათურებდა ხელს მის სულში, პიროვნულობას უნგრევდა. თუმცა ამ ამბავმა ღრმად ჩააფიქრა და დაასკვნა, ჩანს ჩემი ნაწერები მოსაბეზრებელია, იქნებ ამ ყველაფერმა რუტინას დამაღწევინოს თავი, კრიტიკამ კი ის შედეგი გამოეღოს, რომ ახალი სისხლის გადასხმა შევძლო ჩემი ნაწარმოებებისთვისო...
მესამე საფოსტო ბარათზე იორკ მინსტერი იყო გამოსახული, მასზე მიეწერათ:
,, ვიცი, რომ საკათედრო ტაძრებით ხართ დაინტერესებული, ეს ალბათ თქვენში არსებული მეგალომანიას გამოვლენაა, არადა, ხშირ შემთხვევაში, პატარა ტაძრები უფრო ღირშესანიშნავნი არიან. სამხრეთისკენ მაქვს გეზი აღებული და გზადაგზა ვეძებ საინტერესო ეკლესიებს... თქვენ რითი ხართ ახლა დაკავებული, წერთ, თუ ახალი იდეების ძიებაში ხართ? კიდევ ერთხელ, მხურვალედ გართმევთ ხელს, თქვენი მეგობარი, უ.ს.”
უოლტერ სტრიტერს მართლაც აინტერესებდა საკათედრო ტაძრები, ლინკოლნის საკათედრო ტაძარი მისი ახალგაზრდული ფანტაზიების მთავარი საგანი იყო, მოგვიანებით კი მათზე მოგზაურთათვის განკუთვნილ წიგნებშიც წერდა, ისიც მართალი იყო, რომ ძირითადად ამ ტაძრების ზომას უფრო აქცევდა ყურადღებას, ვიდრე ისტორიულ მნიშვნელობას, მაგრამ უ.ს.-ს საიდან უნდა სცოდნოდა ეს? ნეტავ მართლა მეგალომანია სჭირდა?
მესამე ბარათის წაკითხვისას მწერალმა პირველად აღმოაჩინა, რომ წერილების ავტორის და მისი ინიციალები ერთმანეთს ემთხევოდა, ინიციალები ადრეც წაუკითხავს, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, ამისთვის რაიმე ნიშვნელობა მიენიჭებინა, უილიამ სომერსეტ მოემი და უილიამ შექსპირიც იგივე ასოებით აღინიშნებოდა, ამაში არაფერი იყო საოცარი, მაგრამ ამჯერად დამთხვევამ იმდენად დააეჭვა, ისიც კი იფიქრა, ჩემს თავს თვითონ ხომ არ ვუგზავნიო ბარათებს... სმენოდა, რომ ასეთი ფაქტები ადრეც მომხდარა და თითქმის ყოველთვის ისეთ ადამიანებში, რომელთაც პიროვნების გაორება სჭირდათ... არა, ფსიქიკა ჯანსაღი ჰქონდა, თავიდან ამოიგდო ეჭვი, წერილების სტილიც განსხვავდებოდა მისეული მანერისგან, წინადადებები მეტისმეტად იყო გაწელილი, კავშირებითი კილოს ხშირი ხმარება კი უსიცოცხლოს ხდიდა ზოგიერთ სტრიქონს.
ხელნაწერს კიდევ ერთხელ დააკვირდა, მეტისმეტად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული კალიგრაფია იყო, გაუკვირდა, რამ მოაფიქრა, ეს წერილები თავის დაწერილად ჩაეთვალა, ისევ მოკიდა ხელი საფოსტო ბარათს და გადაწყვიტა, კვლავ ცეცხლში ჩაეგდო, აიღო კიდეც მაგიდიდან, მგრამ უეცრად გადაიფიქრა, არ ღირდა ამის გაკეთებს, ჯობდა, ბარათი ვინმესთვის ეჩვენებინა, იქნებ ნათელი მოჰფენოდა ყველაფერს.
მეორე დილით მეგობარმა სულ სხვა დასკვნა გამოიტანა, ბარათს რომ დახედა, ჩათვალა, რომ ავტორი მთვარეული ქალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უიმედოდ შეჰყვარებოდა უოლტერ სტრიტერი, ალბათ ამ წერილების ავტორი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, ამიტომ მწერალს ალალად ურჩია, წაუკითხავად გაენადგურებინა ყველა ბარათი მომავალში, რაკი ამ ამბავმა ასე შეაფიქრიანა. ალბათ ამ ქალს ფსიქიკა ვერ ჰქონდა მთლად წესრიგში და ადრე თუ გვიან მობეზრდებოდა უაზრო წერილების წერა.
წუთით უოლტერი დაარწმუნა მეგობრის სიტყვებმა, იქნებ ქალი იყო, ამაში არაფერი იყო უჩვეულო, მაგრამ ქვეცნობიერება ჯალათად მოევლინა, კარნახობდა, რომ ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ამქვეყნად. მწერლის გონება ერთ უცნაურ ფიქრს შეეპყრო, თუ ეს წერილები მთვარეულის შეთხზული იყო და მათი ავტორი თავად ბრძანდებოდა, გამოდის, რომ მთვარეული ყოფილა, ამის შესახებ კი არაფერი იცოდა...
მწერალმა სცადა ამ მტანჯველი ფიქრებისთვის თავი დაეღწია, გადაწყვიტა, გაენადგურებინა ბოლო საფოსტო ბარათიც, მაგრამ ვერ შეძლო, რაღაც შეგრძნება მის არსებაში ეწინააღმდეგებოდა ამ საქციელს და უჩვეულო წერილის შენახვას აიძულებდა, თითქოს ეს ბარათი უოლტერ სტრიტერის ნაწილი იყო... საბოლოოდ მხოლოდ ის შეძლო, რომ თავისი ფორიაქის მიზეზი ბუხრის თავზე, საათის უკან შემოსდო, ნივთი ახლა თვალში აღარ ეჩხირებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ოთახში იყო და თავს მშვიდად გრძნობდა...
ამიერიდან მის ცხოვრებას რაღაც ახალი შეემატა და ეს სიახლე მომდევნო საფოსტო ბარათის განუწყვეტელი მოლოდინი იყო.
ბარათმაც დიდხანს არ დააყოვნა, მაგრამ მისი მოსვლა უოლტერისთვის უკვე სიურპრიზი იყო, ერთი სული ჰქონდა , როდის წაიკითხავდა, მასზე კი შემდეგი ამოიკითხა: ,, თანდათან გიახლოვდები, უკვე ვარვიკის კოშკამდე მოვაღწიე, იმედია, ახლა მაინც გავუგებთ ერთმანეთს და შენც ჩაწვდები შენი გმირების ხასიათს, ადრე ხომ უკვე გირჩიე ეს? ნეტავ ჩემმა წერილებმა რაიმე ახალი იდეა თუ მაინც მოამწიფა შენში? თუ ეს ასე მოხდა, კარგია, ეს ხომ ყველა რომანისტის სურვილია. ამ ხნის მანძილზე კიდევ გადავავლე თვალი შენს რომანებს და, უნდა ითქვას, თითქოს დავსახლდი მათში. ჟე ვოუს სერრე ლა მაინ, როგორც ყოველთვის. უ.ს.”
სტრიტერი პანიკამ შეიპყრო, როგორ ვერ შეამჩნია აქამდე, ყოველ მოსვლაზე საფოსტო ბარათს გამოგზავნის ადგილად გეოგრაფიულად სულ უფრო და უფრო ახლოს მდებარე ქალაქი ეწერა, ადრესატი ახლა უკვე დაუფარავად სწერდა, გიახლოვდებიო, ნუთუ აქამდე თვალები ჰქონდა ახვეული? ამ ამბავში უნდა დარწმუნებულიყო, ატლასი ახლოს მიიჩოჩა და მარშრუტს თვალი გადაავლო, ნამდვილად არ ცდებოდა და ვარვიკიც მხოლოდ 80 მილით იყო დაშორებული იმ წერტილს, სადაც მწერალი ცხოვრობდა.
ახლა გადაწყვიტა საფოსტო ბარათები უფოლოგისთვის ეჩვენებინა, მაგრამ რას ეტყოდა? ნუთუ შეძლებდა რაიმე აეხსნა?..
საბოლოოდ მაინც პოლიციაში არჩია წასვლა, თუ დასცინებდნენ, ალბათ უკეთესიც კი იყო, შეშფოთება გაუვლიდა...
პოლიციელებმა კი, მისდა გასაკვირად, სულაც არ ჩათვალეს ამბავი სასაცილოდ, პირიქით, ბარათები თავგზაასაბნევ ოინად მიიჩნიეს, რათა არ გამოაშკარავებულიყო უ.ს-ს ნამდვილი ვინაობა, მერე კარგად გამოჰკითხეს, ვინმე ხომ არ ედგა ჯიბრში შემოქმედს, უოლტერმა ასეთი ვერავინ გაიხსენა, პოლიციელებმა არ გამორიცხეს ის ვარუდიც, რომ შესაძლოა, წერილების ავტორი ქალი ყოფილიყო, შემდეგ დაამშვიდეს სტრიტერი და სთხოვეს, როგორც კი ახალ ბარათს მიიღებდა, ყოველი შემთხვევისთვის, მათთვის ეჩვენებინა.
უოლტერი ცოტათი დამშვიდებული გაუდგა სახლის გზას, პოლიციასთან საუბარმა სასიკეთო გავლენა მოახდინა. მწერალს მტრები მართლა არ ჰყავდა, საკმაოდ სუსტი ადამიანი იყო საამისოდ, ეგ იყო მხოლოდ, რომანებში საპიროსპირო რამ ხდებოდა, მისი პერსონჟები, ავტორისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერი და ზოგჯერ საძაგელი ადამიანები იყვნენ, განსაკუთრებით ეს ადრეული პეროდის რომანებს შეეხებოდა... მერე გაახსენდა, რომ თითქმის კვირა იყო გასული, რაც კალამი ერთ ხელნაწერზე შემოსდო და შეჩერდა, თავში მხოლოდ საფოსტო ბარათები უტრიალებდა, არადა, შეეძლო ამასობაში კიდევ უფრო საზიზღარი პერსონაჟი გამოეგონებინა, ახალი ბოროტი პერსონაჟი კომუნისტად ან ნაცისტად ჰყავდა წარმოდგენილი, ისეთად, ადამიანურობა საერთოდ რომ აქვს დაკარგული...
ახალგაზრდობის დროინდელი რომანები ნაკლებად ახსოვდა, თუმცა მეხსიერებას ერთი რომანი შემორჩა, ,,პარია” იყო ნაწარმოების სათაური, მისი პერსონაჟის შექმნისას გადაამეტა კიდეც, დახატა ადამიანი, რომელსაც სიკეთის მარცვალიც კი არ გააჩნდა და მთლიანად ძალადობის განსახიერება იყო, ერთხელაც არ დაფიქრებულა, რა საჭირო იყო ასეთი სისასტიკე, არასოდეს შებრალებია თავის ქმნილება, ეგ იყო, რომ ლამის თვითონაც ეშინოდა მისი...
სამწუხაროდ, მეხსიერებას არ შემორჩა ,,პარიას” პერსონაჟის სახელი, ამიტომ ადგა, დამტვერილი ტომები გადმოიღო თაროდან და იპოვა რასაც ეძებდა, ჯერ პერსპნაჟის სახელი ამოიკითხა, მას უილიამი ერქვა, ამან შეაძრწუნა და შიშით ლამის ვეღარც გაბედა გვარის პირველი ასოსთვის დაეხედა, მონსტრის გვარი კი სტეინსფორთი იყო, უილიამ სტეინსფორთი, იგივე უ.ს, მისივე ინიციალები...
თავდაპირველად იფიქრა, უბრალო დამთხვევააო, მაგრამ ავ ფიქრებს თავი ვეღარაფრით დააღწია და ამასობაში კიდევ ერთი საფოსტო ბარათიც მიიღო.
ბარათზე გლოუსესტერის საკათედრო ტაძარი ეხატა და შემდეგს იუწყებოდა: ,, მე უკვე სულ ახლოს ვარ, ყველაფერი კარგად მიდის, მთელი მგზავრობა შესანიშნავად დავგეგმე, ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდები პირისპირ და ეს ალბათ ამ უიკენდზე მოხდება, აი მაშინ კი ნამდვილად შევთანხმდებით ყველაფერზე, მაინტერესებს, მიცნობ თუ ვერა! მინდა შეგახსენო, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა შენი სტუმართმოყვარეობით ვისარგებლებ. თი სერრო ლო მანო. როგორც ყოველთვის, უ.ს.”
უოლტერმა ბარათი პირდაპირ პოლიციაში გააქანა და შაბათ-კვირას პოლიციას დაცვის დანიშნვა სთხოვა. ოფიცერმა გაუღიმა, მოწყალედ უთხრა, ეს უბრალოდ თვალის ახვევაა ავტორის მხრიდან, არავინ არ ჩამოვა შაბათ-კვირასო, მაგრამ მაინც მოწყალედ დათანხმდა დაცვის გამოყოფაზე, თანაც ისევ ჰკითხა, ნუთუ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვინ უნდა იყოსო, უოლტერმა თავი გაიქნია უარის ნიშნად.
სამშაბათს უოლერ სტრიტერს დრო საკმაოდ ჰქონდა, უიკენდზე რომ ეფიქრა. თავიდან თვლიდა, რომ გაუჭირდებოდა დროის იმ ინტერვალის გადალახვა, რაც მოსალოდნელ შეხვედრამდე ჰქონდა დარჩენილი, უცნაური იყო, მომავალი სტუმრის მიმართ ნდობა რატომღაც უფრო გაუძლიერდა, თავი აიძულა როგორმე ნაწერებს ჩაღრმავებოდა და გაოცდა, როცა მუშაობა შეძლო, ადრინდელთან შედარებით თავს უკეთ გრძნობდა... დღეებმაც საკმაოდ სწრაფად გაირბინა, საბოლოოდ პარასკევ დილაც გათენდა და მოლოდინის გრძნობამ კიდევ ერთხელ, მოუთმენლად ათქმევინა, როდის დადგება შაბათ-კვირაო.
პარასკევ საღამოდან უიკენდიც დაიწყო, სამწუხაროდ, პანიკა ისევ დაეუფლა, ადგა, ქუჩისკენ გამავალ კარს მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა, ქუჩა უკაცრიელი იყო სხვა გარეუბნის ქუჩების მსგავსად, ირგვლივ მსგავსი შენობები იყო განთავსებული, თითოეულ სახლს მართკუთხა ჭიშკარი ამშვენებდა გვერდით ფარანჩამოკიდებული რკინის ბოძით, ამ ფარნების უმეტესობა ისე იყო დაზიანებული, შეკეთებას არ ექვემდებარებოდა, მხოლოდ ორი-სამი მათგანიღა ბჟუტავდა, ქუჩაზე ნელა ჩაიარა ავტომობილმა, რამდენიმე ქვეითად მოსიარულემ ქუჩა გადაჭრა... ყველაფერი ნორმალურად იყო.
იმ დღეს მწერალი რამდენჯერმე გავიდა გარეთ გარემოს დასაზვერად, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა, არც საფოსტო ბარათი მიუღია შაბათს, პანიკამ საბოლოოდ გაუარა, ის კი არა, ლამის პოლიციაში დარეკა, დაცვის გამოყოფაზე არ შეწუხდეთო, რომ ეთქვა.
პოლიცია კი თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა, შაბათს, სანამ სადილამდე ჩაის მიირთმევდა, მწერალმა გარეთ კიდევ ერთხელ გაიხედა და მეზობელი სახლების ორ ჭიშკარს შორის მდგარი ბრგე მამაკაცი შენიშნა, ეს პირველი პოლიციელი იყო შარლოტ სტრიტზე. უოლტერი კიდევ უფრო დამშვიდდა, მხოლოდ ის აწუხებდა, დამატებით საზრუნავი რომ გაუჩინა პოლიციის სამმართველოს, ნეტავ როგორ ჯობდა მოქცეულიყო? იქნებ დაცვა ჩაისა და სასმელზე დაეპატიჟებინა? ცოტას გაისაუბრებდნენ კიდეც და უცნობი მამაკაცი ალბათ კარგად იცინებდა სტრიტერის ახირებებზე, მაგრამ რომ დაფიქრდა, ჩათვალა, მსგავსი ფამილარობა ზედმეტი იყო, უცნობი პოლიციელის უფრო საიმედოდ დაიცავდა, ვიდრე გაშინაურებული...
იმ დღეს რამდენჯერმა გახედა დაცვას და დარწმუნდა, რომ ერთგულად იდგა პოსტზე, მერე ერთი-ორჯერ შინამოსამსახურეს სთხოვა, შეეხედა, ისევ იქ იდგა პოლიციელი თუ არა, მან კი მიუგო, ვერავის ვხედავო, ამან სრულიადაც ვერ შეაშფოთა, მოახლე შორ მანძილზე კარგად ვერ ხედავდა, თან, შესაძლოა, მისის კენდალმა რომ გაიხედა, პოლიციელი სწორედ მაშინ ჩაუყვა ქუჩას.
საერთოდ უოლტერს არ უყვარდა სადილის შემდეგ სეირნობა, მაგრამ ახლა ვერ გაუძლო მოლოდინს და ცოტა გაისეირნა, შინ რომ დაბრუნდა, ჩათვლიმა და მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაგიდიდან, როცა მოსამსახურე შემოვიდა გამოსამშვიდობებლად.
…სულ რამდენიმე წუთიც და სახლი უჩვეულო სიჩუმემ აავსო, უოლტერმა ისევ ჩათვლიმა, არც კი გაუგია, როდის დარეკა შემოსასვლელში ზარმა, უეცრად გამოერკვა ბურანიდან და მუხლები აუკანკალდა, სახლში ვიღაც იყო...
კარის ზღურბლთან მივიდა და პოლიციელის მაღალი ფიგურა შენიშნა, ის წინკარში იდგა და მასპინძლის გამოსვლას ელოდა.
- მობრძანდი, მობრძანდი, ჩემო კარგო, გაუღიმა მწერალმა მოკავშირეს და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, მაგრამ მან, მისდა გასაკვირად, არ ჩამოართვა. - ალბათ შეგცივდა გარეთ, ფორმაზე თოვლის ფანტელები გაყრია, შემოდი შინ და ბუხრის წინ გათბი.
- გმადლობ, პირქუშად მიუგო უცნობმა, სიცივის სრულიადაც არ მეშინია, უბრალოდ გარეთ ვეღარ გავძელი, არადა ჩემი სამუშაო უნდა შევასრულო...
- ჰო, დაგეთანხმებით, არ არის სასიამოვნო სამუშაო, მაგრამ ალბათ იცით, საფოსტო ბარათების გამო შეგაწუხეთ, მოუბოდიშა სტრიტერმა, იქნებ სასმელზე დამეწვიოთ.
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეკრძალება დალევა., მიუგო სტუმარმა, თავზე ისევ კეპი ეხურა, არც ფარაჯა გაეხადა, მერე მიმოიხედა და მასპინძელს ჰკითხა, აქ მუშაობთ ხოლმე?
- დიახ, ახლაც ვწერდი, სანამ თქვენ მოხვიდოდით...
- ალბათ რომელიმე საბრალო პერსონაჟს ქმნიდით, ჯიქურ შეხედა პოლიციელმა და მწერალმა მხოლოდ ახლა შენიშნა, რა ცივი თვალები ჰქონდა სტუმარს, იმ წუთში ტელეფონმაც დარეკა...
პოლიციის სამმართველოდან გირეკავთ, ამცნეს ყურმილიდან, ბოდიში გვინდა მოგიხადოთ, სულ გადაგვავიწყდა თქვენი თხოვნა დაცვის დანიშნვის თაობაზე, კოორდინატორმა ყველაფერი აურია...
- მაგრამ თქვენ ხომ მაინც გამოგზავნეთ დაცვა, დაბნეულმა მიუგო სტრიტერმა.
- არა, ბატონო ჩემო, ჩვენ არავინ გამოგვიგზავნია, ძალიან ვწუხვარ.
- კი, მაგრამ, ახლა ჩემთან, სახლში, თქვენი სამმართველოს გამოგზავილი პოლიციელი ზის...
ყურმილში დუმილი ჩამოწვა, მერე კი მოსაუბრემ შეშფოთებით უთხრა, არა, ეს ჩვენი პოლიციელი არ იქნება, იქნებ დაგეზუსტებინათ, გნებავთ, ახლა გამოვგზავნოთ ვინმე?
- დდდიახ, გთხოვთ, ენა დაება უოლტერს.
კარგით, სასწრაფოდ გამოვგზავნით, შეპირდა მოსაუბრე და ყურმილი დაკიდა, უოლტერი კი ჩაფიქრდა, რა შეეძლო მოემოქმედებინა? ბარიკადები დაედგა სახლთან? ან იქნებ გარეთ გაქცეულიყო? სანამ ამ ფიქრებში იყო, კარი გაიღო და სტუმარი შემოვიდა.
არ გაგიკვირდეთ უნებართვოდ რომ შემოვედი, რაკი გიცავთ, ამის უფლება მაქვს, მე ხომ პოლიციელი ვარ, გაუღიმა სტუმარმა.
- პოლიციელი ხართ? გაოცებით ჩაეკითხა სტრიტერი, რაღაც ეჭვი შემეპარა ამაში.
- არა მარტო პოლიციელი, ქურდიც ვიყავი, მაჭანკალიც, გამომძალველიც, მკვლელი ხომ სათვალავში არც არის ჩასაგდები... შენ ეს კარგად იცი!
თვითმარქვია პოლიციელი პირდაპირ მწერლისკენ მიიწევდა, ახლა მათ შორის მხოლოდ მაგიდა და სკამი იდგა.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ასე რატომ მელაპარაკები? მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია, აქამდე არასოდეს შევხვედრივართ.
- დარწმუნებული ხარ ამაში? იქნებ არც შევხვედრივართ პირისპირ, მაგრამ ჩემზე ბევრჯერ გიფიქრია. აქ ხმას აუწია, - შენ წერდი ჩემზე, ერთობოდი, ახლა კი ჩემი დროა, მე უნდა გავერთო. განა შენ არ შემქმენი ასე საძაგელი და ყველასთვის საძულველი? ამითაც არ მოგიყენებია ზიანი? ერთხელ მაინც წარმოგედგინა შენი თავი ჩემს ადგილას, ოდნავ მაინც შეგბრალებოდი! არ შემიბრალე? ახლა არც მე შეგიბრალებ!
- არ გიცნობ, არა, გესმის? დაიყვირა შეშინებულმა უოლტერ სტრიტერმა.
- არ მიცნობ, არა? შენ მომექეცი ბოროტად და ახლა დაგავიწყდი? მე ხომ უილიამ სტეინსფორთი ვარ!
- უილიამ სტეინსფორთი! შეშფოთებით გაიმეორა მწერალმა.
- დიახ, იგივე უ.ს, შენი განტევების ვაცი, მეორე მე იგივე ინიციალებით, მხოლოდ სრულიად საპირისპირო თვისებებით შემკული. საინტერესოა რა ხასიათზე დადგები, როცა ჩემში ყველა ის თვისება გაიღვიძებს, რომლებიც შენ მომაწერე!
- არ ვიცი, ჩაილუღლუღა შეშინებულმა შემოქმედმა...
- არ იცი? დაიღრინა სტეინფორთმა, უნდა იცოდე, ძვირფასო მშობელო, ნეტავ თუ წარმოგიდგენია ოდესმე, რას იზამდა უილიამ სტეინსფორთი, მამამისს რომ შეხვედროდა მიყრუებულ ქუჩაში, ისეთ მამას, სიცოცხლე რომ გაუმწარა!
უოლტერმა თვალი ვეღარ გაუსწორა უჩვეულო სტუმარს.
- არ იცი, რადგან არასდროს გესმოდა ჩემი, იქნებ არ ვიყავი ისეთი საძაგელი, როგორსაც მხატავდი... აქ ცოტათი შეყოვნდა უილიამი და უოლტერს გულში იმედი ჩაესახა. - შანსი ერთხელაც კი არ მომეცი, გამოვსწორებულიყავი, ჩემში რაღაც სასიკეთო აღმომეჩინა, ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი არ გესმოდა, ასე არ არის?
- დიახ, უოლტერმა თავი დაუქნია.
- ერთი რაღაც დაგავიწყდა...
- რა?
- ოდესღაც მეც პატარა, უმანკო ბავშვი ვიყავი, შეახსენა ექს- პოლიციელმა.
შემოქმედმა დუმილით უპასუხა...
- ერთ შანსს გაძლევ, იქნებ როგორმე ერთი სასიკეთო რამ მაინც გაიხსენო ჩემი არსებობიდან, ბავშობიდან დღემდე, თუ შეძლებ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებ...
- და თუ ვერ შევძელი? შიშით ჩაეკითხა მწერალი.
- მაშინ ანგარიში უნდა გავასწოროთ, ისე ვერ მოვრიგდებით, გაიხსენე, შენს რომანში ,,რკინისმკლავება სტეინსფორთს” მეძახდნენ.
სტრიტერს ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი...
- ორ წუთს გაძლევ გასახსენებლად, დაამატა გაცოცხლებულმა პერსონაჟმა.
ორივენი საათის ისრებს შესცქეროდნენ, თავიდან ისრის უმცირესმა მოძრაობამაც კი უოლტერის ფიქრების პარალიზება მოახდინა, მაგრამ მალევე იძალა სიცოცხლის წყურვილმა, გონება ამუშავდა, თვალები კი დაჟინებით უცქერდნენ უილიამ სტეინსფორთის გაბოროტებულ სახეს. გამალებით ცდილობდა მწერალი მეხსიერებაში აღედგინა თუნდაც პატარა სიკეთის ნასახი, მის პერსონაჟში რომ ცოცხლობდა, მაგრამ ამაოდ, ბოლოს დანებდა უტყუარ მეხსიერებას და რაკი ვერ აღმოაჩინა ის , რასაც ასე გამალებით ეძებდა, გაიფიქრა, იქნებ ახლა შევთხზაო რამე, მაგრამ პერსონაჟი ისე უცქერდა, მიხვდა, ვერ მოატყუებდა, ფოტოგრაფიული სიზუსტით კიდევ ერთხელ აღიდგინა რომანის ყველა ფურცელი, უკანასკნელსაც გადახედა დიდი მოლოდინით მაგრამ რას იპოვიდა, მართალი იყო უჩვეულო სტუმარი, ერთხელაც კი არ წარმოუდგენია თავი მის ადგილას, არ უფიქრია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, რომლისთვისაც სიკეთის მარცვალიც ვერ გაიმეტა...
- ვერაფერს გეტყვი, მართალი ხარ! დაიყვირა შემოქმედმა, - მაგრამ ის რასაც ახლა აპირებ, ყველაზე საძაგელი ქმედებაა, რისი ჩადენაც შეგიძლია! საზიზღარი ხარ და არც კი ვეცდები, ერთი სასიკეთო სიტყვა დამცდეს შენზე, არამზადავ! რა უფლება გაქვს, პასუხი მომთხოვო ყველაფერზე?
- მაშინ სიციცხლეს დაემშვიდობე! - დაიღრიალა გაცოცხლებულმა პერსონაჟმა და მკლავი მთელი ძალით მოიქნია...
პოლიციამ უოლტერ სტრიტერის გვამი კაბინეტში აღმოაჩინა მაგიდაზე დამხობილი, თავიდან, ერთი შეხედვით, შემთხვევა თავდასხმად მიიჩნიეს, მაგრამ პათოლოგანატომის დასკვნამ ყველა დააბნია, მასში ეწერა, რომ მაგიდაზე და მოკლულის ტანსაცმელზე დამდნარი თოვლის ნარჩენები აღმოჩნდა, წვეთები კისერზეც ჩამოსდიოდა მოკლულს და კუჭშიც იყო მოხვედრილი რაღაც საშუალებით, სწორედ ამ თოვლის ნარჩენებს უნდა მოეკლა შემოქმედი, ანალიზების თანახმად, თოვლის ნარჩენები მოწამლული იყო. შესაძლოა მწერალმა თავად ჩაყლაპა წვეთები, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცანა ის იყო, საიდან გაჩნდა სახლში თოვლის ნარჩენები, რადგან მთელს ქვეყანაში, იმ პერიოდისთვის, როცა სტრიტერი გარდაიცვალა, თოვლის სახით ნალექი არსად დაფიქსირებულა...
მკვლელობის გასაღები სადღაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტულად სად, არავინ უწყოდა...

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Fri Oct 10, 2014 7:48 pm



წიგნის დასახელება – „ქარწაღებულნი“
ავტორი - მარგარეტ მიტჩელი
თარგმანი - ნათია ჩუბინიძე
რედაქტორი - ლია შერვაშიძე
გამომცემლობა - პალიტრა L
სერია - „კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, წიგნი 30
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ლევან ლაცაბიძე
პროექტის მენეჯერი - თინათინ ასათიანი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2014
ტომი პირველი - ISBN 978-9941-21-584-1
ტომი მეორე - ISBN 978-9941-21-585-8
გვერდების რაოდენობა – 630 და 630

"ქარწაღებულნი" - უნიკალური რომანი პირველად ქართულ ენაზე

თუკი ცნების - "ყველა დროის ბესტსელერი" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ.

პოპულარობა გამოსვლისთანავე ერგო ამ რომანს და დღემდე ასეა, მაგრამ უნდა დავაზუსტოთ: თვით სიტყვები - "ბესტსელერი" და "პოპულარული" - კლასიკაზე პრეტენზიის მქონე ლიტერატურასთან მიმართებაში, ცოტა არ იყოს, "არასერიოზულად" აღიქმება.

"ბულვარული რომანი", "სამზარეულოში წასაკითხი წიგნი"... რა არ უწოდებიათ მისთვის?! ამას ისიც დაუმატეთ, რომ ზოგისთვის (მათ შორის - ლიტერატურის ბევრი კრიტიკოსისთვისაც) ის ფაქტიც კი, რომ ავტორი ქალია, კიდევ ერთი "არგუმენტია" წიგნის "ქარაფშუტულობის" დასამტკიცებლად.

ცხადია, ყოველივე ზემოთქმული ჰაერიდან მოტანილი არ არის და ლიტერატურაში ხშირია მაგალითი, რომელიც ამას ადასტურებს, მაგრამ "ქარწაღებულნის" შემთხვევაში, უამრავი კონტრარგუმენტის მოტანა შეიძლება: გარდა იმისა, რომ რომანს გამოსვლისთანავე პულიცერის პრემია მიენიჭა (ბევრი კრიტიკოსი ამას ნობელის პრემიაზე მეტ აღიარებად თვლის მწერლისთვის), ორ წელიწადში მის საფუძველზე გადაღებული ფილმი კი - ცხრა(!) "ოსკარით" აღინიშნა.

ყველაზე მთავარი "საბუთი" თვითონ ეს წიგნია! და კიდევ ერთი: წიგნის დაწერის ამბავი - წინაისტორია და ის ათწლიანი პერიოდი, როდესაც ყველამ იცოდა, რომ მარგარეტ მიტჩელი რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ახედებდა "სამზარეულოში".

არც ერთი გვერდი, არც ერთი სტრიქონი არ დაუწერია ისე, რომ რომანში აღწერილ არათუ ეპოქას, არამედ კონკრეტული ეპიზოდის შესაძლო გარემოს, იმ დროს მომხდარ დიდ თუ მცირე მოვლენებს არ გასცნობოდა ძველი პრესისა თუ სხვა წყაროების საშუალებით. ამიტომაც იქმნება "ქარწაღებულნის" კითხვისას მძაფრი შთაბეჭდილება, რომ იმ ეპოქის თანამედროვე ავტორის, იმ საქმეთა თანამონაწილის მოგონებას კითხულობ, თითქმის პირადი დღიურის სიზუსტით ჩაწერილს...

ტრადიციულ სამხრეთულ ოჯახში დაბადებული (ჯორჯიაში, ქალაქ ატლანტაში) გოგონა მუდმივად ისმენდა სამოქალაქო ომის დროინდელ ამბებს, მით უმეტეს, რომ მისი ორივე პაპა იმ ომის მონაწილე იყო. და არა მხოლოდ ისმენდა, არამედ წერდა კიდეც დღიურებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს; პიესებსაც, რომლებსაც საოჯახო და "სამეზობლო" დასები დგამდნენ კიდეც.

სწორედ ეს ჩანაწერები და მოგონებები გახდა "ქარწაღებულნის" საფუძველი, მაგრამ - არა მხოლოდ ეს. რედაქციიდან წამოსვლისთანავე, ახალ "სამსახურში" დაიწყო ყოველდღე სიარული - არასოდეს ჰყოლია ატლანტის საკმაოდ მდიდარ მუნიციპალურ ბიბლიოთეკას ისეთი ერთგული მკითხველი, როგორიც ახალგაზრდა მისის მარში იყო (ეს გვარი მიიღო ჯონ მარშთან ქორწინების შემდეგ, თუმცა რომანი მაინც ქალიშვილობის გვარით გამოაქვეყნა).

მიტჩელს ეფექტური ფინალები უყვარდა და ჯერ იმ ფინალს წერდა და მერე - დასაწყისს.
"ქარწაღებულნის" შემთხვევაშიც ასე იყო: რომანის ბოლო თავი მის დასრულებამდე 10 წლით ადრე დაიწერა, ხოლო მერე იმას ქმნიდა, რაც იმ მომენტში გაახსენდებოდა ან რასაც წიგნებიდან თუ ძველი გაზეთებიდან ამოკითხული ამბები უკარნახებდა.

როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, პატარა ოთახში ჩაკეტილი მიტჩელი საათობით აკაკუნებდა საბეჭდ მანქანაზე. ამაზე ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგი ამბობდა, სამზარეულოს წიგნს წერსო, ზოგი - რას და ზოგი - რას). და 10 წლის შემდეგ, უბრალო ყუმბარასავით კი არა, არამედ მძლავრი ბომბივით დაასკდა ინგლისურენოვან მკითხველს "ქარწაღებულნი"!


ქართველ მკითხველს კი პირველად ეძლევა შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ამას გამომცემლობა "პალიტრა L" გვთავაზობს. მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" პროექტის - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოიცემა ორ ტომად და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. პირველი ტომი 21 ივლისს გამოდის და მკითხველს ერთი კვირის განმავლობაში ექნება საშუალება, სპეციალურ, აქციის ფასად, 7 ლარად შეიძინოს.

სერია "50+ ბიბლია + კიდევ 49 წიგნი" სახალხოა და შესაბამისად, ამა თუ იმ ნაწარმოების შერჩევისას ვითვალისწინებთ სწორედ ხალხის არჩევანს. რომანს ჩვენს გამოკითხვებში უდიდესი წარმატება ხვდა წილად. აღსანიშნავია თვით ის ფაქტი, რომ არც ერთ სხვა ნაწარმოებში არ არის გადმოცემული ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომი, აღწერილი ასე რეალისტურად. და სწორედ რეალიზმია ალბათ ის მთავარი ჟანრული მახასიათებელი, რომელიც კონტრასტს ქმნის სკარლეტის შინაგან ბუნებასთან, ეწინააღმდეგება მას, თუმცა სკარლეტი მაინც იმ დროის ტიპური წარმომადგენელია.

ამიტომ არის საინტერესო და შეუდარებელი ეს წიგნი - დოკუმენტური სიზუსტით აღწერილი მთელი ეპოქა და თითოეული პერსონაჟი, ამ ეპოქის შვილი. დრამატიზმი-სიყვარული-სიძულვილი: "ქარწაღებულნი" ბრძოლაა და სამოქალაქო ომი, "ქარწაღებულნი" სიყვარულის ამბავია და საკუთარ თავთან ბრძოლა და ომიც", - აღნიშნავს გამომცემლობა "პალიტრა L "-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.

ზვიად დოლიძე

ბმული:
* http://www.marao.ge/sakithkhavi/siakhle/7393-qqartsaghebulniq-unikaluri-romani-pirvelad-qarthul-enaze.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნათია ჩუბინიძე   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ნათია ჩუბინიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: