არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გვანცა ჯობავა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Mon Feb 16, 2009 4:08 pm

king queen king


კოლხი ქალი

კოლხეთის მიწიდან ამოზრდილი
ხე - უსახელო და ახლადშეფოთლილი -
მე კოლხი ქალი,
ცისკენ მიმოდრეკილ მძიმე გზაზე
ვგეგმავ მოვილექსო მიწა მშობლიური,
დაბადებით მაქვს მე მისი ვალი.

კოლხეთის მიწიდან ამოზრდილი
ქალი სისხლმჩქეფარე, იქნებ ეშხიანიც,
შვილი უბრწყინვალეს მეფე აიეტის,
ტურფა მედეასი?... უფრო ანტიპოდი...
ოქროს საწმისია რწმენის გასაღები,
არ მსურს სხვა სიმდიდრე მე ამაზე მეტი...


ცოტა შეყოვნდი და წამით შემობრუნდი
ჩემსკენ, გადასწრებულ გზაზე დამიწიე,
რომ არ გავუცხოვდე ჩემსავ სამშობლოში,
გემო, ცით ნაკურთხო, გთხოვ, მეც დამიტიე.

მსურს, რომ შენთან ერთად სრულად მოვილექსო
ჩემი მიწის წმინდა ნამოსახლარები,
ოქროს საწმისია მთელი საქართველო,
მასში არის ჩვენი სულის გასაღებიც.


იქნებ მოახლოვდა ქვეყნის აღსასრულიც,
ყოველი წამი ხომ მისკენ ნაბიჯია...
და მე, კოლხი ქალი,
ვცდილობ მოვიპოვო რწმენის საწმისი და
ის რაც მოვილოცე, შემდეგ მოვილექსო,
დაბადებით მაქვს მე უფლის ვალი.

ისე... ადვილადაც ხაზს ნუ გადამისვამთ,
რადგან ქალი მქვია და ვარ თანაც ცალი.
მე ვარ კოლხი ქალი!
მე ვარ კოლხი ქალი!
უნდა დავაბრუნო, სრულად დავაბრუნო,
დაბადებით რაც მაქვს,
ყველა ვალი...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Feb 17, 2009 11:26 pm

gvantsa jobava/cicana wrote:
silent flower silent

შენს სულთან...

"ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან..."
ირაკლი ჩარკვიანი


მოგიტან წყალს,
პატარა ნაკადულს გაჩუქებ,
კამკამას, სუფთას...
და უხმაუროდ ვიხმაურებ
ჩემი ქარიზმის
კალაპოტად ქცეულ
შენს სულთან...
მხოლოდ ხანდახან შეგაპარებს,
მიყვარხარო,
ჩემი მო-სიო სუნთქვა...



არ გაგიშვებ

ბოლო ლექსს ეტყობა, რომ იმუშავე..და მიხარია..მიხარიაა..

პუუუს...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Feb 19, 2009 2:19 pm

sunny sunny sunny

თვალებით ვიწყები...

მუხლებზე ვდგავარ სამების კარიბჭესთან,
ტერფები მეწვის, ცხელია მიწა...
ამ წუთას ბოროტი წრიალებს ჩემში,
თუმცა კი თვალებს ცრემლებით ვიცავ.

და მაინც ვარიდებ მზერას დედამიწას,
ღრუბლების არშიებს ვუხმობ და ვლამობ
მივწვდე და მოვირგო ვით თავსაბურავი,
შევძახო მზეცას: ამოდი, ამოოო!...

და მაინც თვალებს ვარიდებ მიწას,
ვმალავ ვით ორ ღრმა ნატყვიარს,
ვერ ვხმარობ მათრახს, ვერ ვაჩვევ ლაგამს,
აწყვეტილებივით დაქრიან.

მუხლებზე ვდგავარ, სხეული იდრიკება,
ბოროტი ბოგინობს, არ ვიცი ვის ვუხმო,
გთხოვთ, ნუ შემომხედავთ, ზურგით დამიდექით,
გუგებს გამოვხსნი, რომ თვალებით ვისუნთქო.

რომ ამოვიოხრო სული შფოთიანი,
და ზეცის წყალობით გავ-უფლდე-თავის,
ჰოდა, ასეც არის, თვალებით ვიწყები,
მუსიკას მოჰგვანან, გასიტყვდნენ ლამის.

მუხლებზე ვდგავარ სამების ტაძართან,
ტაძარში გუნდი ხატების გალობს,
იესომ მიწა მზერით გაანათა,
მზეცავ, სხივთვალაო, ამოდი, ამოოო!...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Jul 04, 2009 11:45 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Feb 21, 2009 10:04 pm

მზით გიპოვი...

(ეს ლექსი ჩემი უსაყვარლესი მეგობრისთვის...)



ჩემი არა ხარ...
თუმცა კი, ღმერთო...
მზეზე თბილია ჩვენი ერთობა...
ჩემი არა ხარ...
თუმცა კი ჩემო...
სულ გეტმასნები ხელის გულებით...
ჩემი არა ხარ...
მე რომც დავბრმავდე,
შენი თვალები მაინც გვეყოფა...
ჩემი არა ხარ...
თუმც კი ცხოვრება
ასე უშენოს არ ჰგავს სრულებით...

ჩემი არა ხარ!
ჩემი არა ხარ!
უნდა ათასჯერ გავიმეორო,
რომ დავიჯერო...
ჩემი არა ხარ!
ჩემი არა ხარ!
მაშ ვინ მომაყრდნო ასე სათუთად
დღეს თავი ჩემო...

ჩემი არა ხარ...
თოვლზე წმინდაა,
ჩვენი თვალების ალერსის გემო...
მთელი არა ვართ,
როცა ზღვა დგება უშენობიდან უჩემობამდე...
მთელი არა ვართ...
უნდა გიპოვო შენ ჩემი ცალი...
უნდა გიპოვო... გამოგიგზავნე მაშველი გემი...
გთხოვ... გამოყევი...
შეხვედრას გითქვამ ჩამავალ მზესთან...
იჩქარე ჩემო,
სულ ცოტა დრო გვაქვს,
დაღამებამდე უნდა ჩაგავლო მთრთოლვარე ხელი...

ჩემი არა ხარ?!...
მინდა სრულებით გადამავიწყდეს
მე ამ სიტყვების ავან-ჩავანი...
გთხოვ, მომისწარი,
მომიტანე მაშველი რგოლი,
თორემ ვაპირებ მზესთან ერთად
ჩავიმუხლო ზღვის ტალღებში
ტაატ-ტაატით,
ტაატ-ტაატიიიიიიიიიიიიიიიიიით...

................................................

სულ ერთი სხივი დარჩენია მზეს
ჰორიზონტზე...
და მაინც მჯერა, მზით გიპოვი,
მოცეკვავეს მის კალთაში,
ფარფატ-ფარფატით,
ფარფატ-ფარფატიიიიიიიიიიიიით...

..........................................................
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Feb 26, 2009 9:32 pm

თამაში

* * *
არაო, - მითხრა, - ძნელი არისო პოეტის სიყვარული...
და წავიდა...

* * *

დაღამება და გათენება სულ ერთი გახდა,
დავაქორწინე მზე და მთვარე ჩემს ქვეყანაში,
და ეს უკუნი მზის ალერსით გათენებული,
არაფერია, თუ არ ურჩის ლექსით თამაში.

სულ ჩამოვკრიბე ვარსკვლავები ზეცის თაღიდან,
და სათითაოდ დავრგე ველად, დავაფრთიანე,
ცაზე კი ნაცვლად გავაშენე მინდვრის ყვავილთა
ორანჟერეა, ცა და მიწა გავამთლიანე.

მერე გავწვიმდი პირუკუღმა მიწიდან ცისკენ,
ფრენას ვსწავლობდი, ფრთა ვიტკინე, ცრემლით ვიწამლე,
მზემ, - გაწვიმდაო, თავზე მოირგო მთვარე ბერეტად,
და რომ არ დამყვა ხატვის ნიჭი, მაშინ ვინანე.

მერე გათოვდა, ისევ ისე, მიწიდან ცისკენ,
და საოცრება... მზის სხივებზე დაისადგურა,
მზე ფანტელებით მოკაზმული სადმე გინახავთ?
თურმე უბრალოდ ცის ფერმაში გაისათბურა.

ზღვის ნაპირიდან მოვიპარე უჩუმრად ქარი,
და თოლიებით გაფორმებულ ფრანზე მივაბი,
მოუწევს მათი ფრთების ლივლივს დაემორჩილოს,
და მოიშოროს მავნე ბიჭის სულიც, ნიღაბიც.

ჰორიზონტიდან ზეცისაკენ გზა გავიყვანე,
დავუმეგზურე ამ ბილიკებს ზღვა შფოთიანი,
ღრუბლებს გავუშვებ ხომალდებად ამ ზეცა-ზღვაში,
და ზღვაც იქნება ალაგ-ალაგ ცა - თოვლიანი.

მერე ჩამოვხსნი ციდან ზეცას, ველად გავაფენ,
და წამოვწვები სახით ზღვისკენ, გუგებს გამოვხსნი,
აგერ დელფინმა გამიღიმა ზღვის ტალღებიდან,
და თითქოს უკვე მეცხრე მზეცის კიდეს გამოვცდი...

.....................................................................................

- "აბა, სასწრაფოდ, მიალაგე, რა ამბავია,
მამა ბრუნდება სამსახურიდან, გაგიბრაზდება,
სათამაშოებს მიუჩინე კუთვნილი ადგილი!"
- დე, ისე ვიზამ, როგორც შენს გულს გაუხარდება...

და მივალაგე...

* * *

შენ ბავშვობიდან უცნაურობდი ამ ჩემს გართობას,
ვიცოდი, რომ ხვალ საბოლოოდ წასვლა გეწერა.
მე კი მერჩივნა შენზე, თუნდაც ჩემგან წასულზე,
და აყრილ-დაყრილ სამყაროზე ლექსად მეწერა...
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Feb 26, 2009 11:09 pm

,,კოლხ ქალს’’ ჩემი მოწიწება და თაყვანი...Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Mar 13, 2009 4:04 pm

უდიდესი მადლიერება ბატონ ელგუჯას...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Mar 13, 2009 4:06 pm

მოპოეტოს ნუ ენდობი...

"არ გეგონოს, რომ მიყვარხარ ქალავ..."
გიო არაბული

გამახსენდი... ისე, როგორც ვიცი ხოლმე,
შიგადაშიგ წარმოსახვის გაღვივება...
მაქვს მუდმივი განაჩენი: ჩუმი ტრფობა
და მასხარას სევდიანი გაღიმება.

ჰო, არ მიყვარს მე გრძნობებზე საუბარი,
ვერ დამაცდენ, თუ ქარიშხალს არ დამატეხ,
და ნურც გჯერა, რომ მე მართლა შემიყვარდი,
როცა მზეცის სილუეტსაც არ განახებ.

ქალის გული არ გეგონოს სასურსათო,
სადაც ფულზე იყიდება საქონელი,
მიწიერი არ უხდება აღმაფრენას,
არც გული ძგერს ბევჯერ სხვისგან ნაქონები.

არ გეგონოს, რომ მე მართლა შემიყვარდი,
ბედმა მაინც უნდა მიწას მიმათხოვოს,
მოპოეტოს ნუ ენდობი ნურასოდეს,
შეგიყვარებს იმისთვის, რომ მიგატოვოს.
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Mar 18, 2009 9:20 pm

gvantsa jobava/cicana wrote:
მოპოეტოს ნუ ენდობი...

"არ გეგონოს, რომ მიყვარხარ ქალავ..."
გიო არაბული

გამახსენდი... ისე, როგორც ვიცი ხოლმე,
შიგადაშიგ წარმოსახვის გაღვივება...
მაქვს მუდმივი განაჩენი: ჩუმი ტრფობა
და მასხარას სევდიანი გაღიმება.

ჰო, არ მიყვარს მე გრძნობებზე საუბარი,
ვერ დამაცდენ, თუ ქარიშხალს არ დამატეხ,
და ნურც გჯერა, რომ მე მართლა შემიყვარდი,
როცა მზეცის სილუეტსაც არ განახებ.

ქალის გული არ გეგონოს სასურსათო,
სადაც ფულზე იყიდება საქონელი,
მიწიერი არ უხდება აღმაფრენას,
არც გული ძგერს ბევჯერ სხვისგან ნაქონები.

არ გეგონოს, რომ მე მართლა შემიყვარდი,
ბედმა მაინც უნდა მიწას მიმათხოვოს,
მოპოეტოს ნუ ენდობი ნურასოდეს,
შეგიყვარებს იმისთვის, რომ მიგატოვოს.

პოეტური სიმართლე..
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Mar 27, 2009 11:02 am

შორია, შორია, შორია...

მუდმივად ცას ვებღაუჭები,
მუდმივად ზეცისკენ მივიწევ...
შენ კი, თუ დღეს გეხამუშები,
ხვალ უკვე თითქმის მივიწყებ...

მე მაინც ცას ვესათუთები,
ისიც მიღიმის - პირით მზე.
მზის იქით ღმერთს ვესაუბრები,
მზის აქეთ ტყვიას ვიმიზნებ.

მთისკენ გამირბის გონება,
ცის სასთუმალი მგონია -
ნაკურთხი უფლის ქონება.
ბარში კი, მხოლოდ ფონია.

მთაში გავდივარ ამაღამ,
მამის კვალს დავედევნები,
ბევრი დრო დამრჩა განაღა?!...
გზაში ჰყავს სიკვდილს მდევრები.

სინათლე,
სინათლე,
სინათლე -
სულ ერთი ნაბიჯი გვგონია..
თუმც კი, არსებობს სიმართლე,
რაც ჩვენ
ვერ მოგვიგონია...

სილაღე,
სილაღე,
სილაღე -
ერთი ნაბიჯი სილაზე -
მხოლოდ ფონია...

სიმართლე,
სიმართლე,
სიმართლე -
სულ რაღაც ნაბიჯი სიმდაბლე -
შორია,
შორია,
შორია...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Mar 27, 2009 11:03 am

კოლხეთში ვბრუნდები

კოლხეთში ვბრუნდები,
გარდავისახო უნდა მალულად
მეფის ასულად.
ვბრუნდები, კმარა!
აქ, ვიცი, ჩამთვლიან მიწიდან გასულად.

დაე, ჩამთვალონ,
მე აქ საცდურად რა დამრჩენია,
ჩემი შობისას
ტრფიალის ვარსკვლავს,
მცირე დალოცვაც არ დასცდენია.

ჰოდა, ვჯერდები,
სხვა განედს ვირჩევ, სხვა ეშაფოტებს
გავუგებ გემოს,
დასანანია, მაგრამ
ვგრძნობ, მჯერა,
უნდა ცხოვრებამ ათასგზის მგვემოს.

კოლხეთში ვბრუნდები,
უენო ასული
ათასი განცდით მოვძებნი გამჩენს,,
ჩემი აჩრდილი,
მსურს, რომ მარადის
ცის სასთუმალთან მლოცველი დარჩეს.

არ ვიცი, რა მჭირს,
არ ვიცი, რომელ ნასახლარს აწვიმს,
ან იქნებ სადღაც
მიტოვებულ, დაკარგულ საწმისს...
მე ვუსმენ წვიმას,
მუჭში ვაგროვებ ბგერებს წვეთებად,
და ვიღებ პასუხს:
მიწა ჩაიცვამს მალე სამოსად საწყისს...

კოლხეთში ვბრუნდები,
უნდა მოვძებნო ხე მოკვდავისა, რომელმაც მშობა,
რომ დავეთხოვო,
რომ დავეკითხო:
მსურს გასვლა მთაში...
შევეგებები... მჯერა, რომ მოვა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Apr 03, 2009 3:22 pm

ჭირისუფალი

ნაწვიმარია მთვარე, თვალებს იმშრალებს...
ტირის უფალი, ტირის უფალი...
ზეცამ გახადა შენს სულს დედამიწა,
მე კი მიწოდა ჭირისუფალი...

მიმძიმს აპრილი...
შენი ფერი აქვს, შენი სუნი
და შენი გემო,
მზეცას შევცქერი,
და გეძახი:
მე გსუნთქავ ჩემო!..

სულ არ მანაღვლებს,
რომ გაზაფხულმა გაშალა
კვირტი,
მე თოვლში გნახე,
და შენს სათქმელს უსიტყვოდ
მივხვდი...

რაღაც ბავშვური სიწმინდეა
შენს სამყოფელში,
ბავშვური რიტმი...
სავსე ხარ თოვლით,
თოვლისფერი გაქვს,
მე ფეთქვას გითვლი...

ჰო, ვიცი, ალბათ სიზმარია,ჩვენება,
ხილვა,
რომ ტანით გიმძიმს მიწის ძალა
და თავით გტკივა,
რომ თოვლისფერი გაზაფხულის
თვალებით გცივა,
რომ ფორიაქობს შენი სული
და ცრემლი გცვივა.

სიკვდილს არ ძალუძს შეაღწიოს
სასუფეველში,
ანგელოზები დაგიცხრობენ ფრთებით
ჭრილობას,
შენ უკვე თოვლმა დაგიტოვა,
თოვლმა გიშვილა,
და მე, მოკვდავი, ვერ გავბედავ
მასთან ცილობას.

გვირილობისთვე მოახლოვდა,
მოთოვს მაისიც,
წავკისის ველზე შეგიგროვებ
ნათოვ გვირილებს,
სიკვდილს ჩავუბნევ თმაში
ნიშნად მარადისობის,
ნიშნად იმისა, რომ სიკვდილით
სული იღვიძებს...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jun 18, 2009 1:25 am

მე ვცხოვრობ არსად

ეგოისტი ვარ, აუტანლად ეგოისტი ვარ...
მეწვის სხეული, როცა ვხედავ
ნამგალა მთვარეს ჩამოყოლილი
სხეულფარფატა სულფოთოლა
ეწაფება ჩემს წილ წყაროს,
ლოყებს ისველებს, თვალებს, თმებს და...
ჩემი წყაროსული სულფოთოლას
ყოველჯერ უფრო მეტი ემოციით
წყალობს,
წყალობს,
წყალობს...
ვრჩები მარტოსული...
სულში ვიკუჭავ ეგოისტურ აღიარებას
შურის, სევდის...
ამბიონიდან გადმომყურებს ანარეკლი
შიშველი გრძნობის, ცოდვის...
ვარ ეგოიზმის ფერის...
ვიცი, რომ ახლა სულერთია
რომელი მხრიდან შემიბერავს ქარი
მზეჩამქრალი გათენებების ნასუფრალ
სულის ამოოხვრას,
მაინც ვიცი, რომ მსურს წასვლა არსაით,
ყოფნა არსად, არარად, არაფრის არაფრად,
მსურს მერქვას არავინ...
ეგოისტი ვარ, წყაროსულო,
ადვილია ჩემთვის ალბათ სულის შებერვა,
მწყურვალი ვარ...
ადვილია ჩემი გართხმა დედამიწის
კიდით კიდემდე.
ვიქნები ასე, დავეფინები ქვეშაგებად
ყველა წყაროსულს,
თუ შემომხვდა ასეთი კიდევ...
მაგრამ არასდროს აღარ დავლევ მისი პეშვიდან.
მე ხომ მუნჯი ვარ...
და ვეღარასდროს წავუკითხავ სულის მუსიკას...

უმზეო ღამეს ვეფარები, რა ლაჩარი ვარ...
და ვცხოვრობ არსად...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jul 02, 2009 10:28 am

გახსენი საზღვრები...

იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ მე ვქმნი მუსიკას
ვერ გამოთქმული ფანტაზიის,
ლექსად ვერ ქმნილი შთაგონების,
ვერ გაბედილი ურთიერთტრფობის...
იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ ჩემს სასულედ ქმნილ ინსტრუმენტზე
თითების ნაცვლად თვალებით ვუკრავ,
რომ უძლურია კლავიშების კომბინაცია,
როცა მუსიკა გულის ჩვეული არითმიით,
სუნთქვის ტალღური გახშირებით,
აწყდება თვალებს, ხეთქავს უპეებს,
რომ ნიაღვარივით გადმოიქცეს ჩემიდან შენში.
მე ვქმნი მუსიკას, სულის მუსიკას,
ისეთ უბრალოს, როგორიც მე ვარ...
შენ კი, სწორედ ეს უბრალოება ჩამითვალე
ყველაზე რთულად, ვერგამოთქმულად...
იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ შეიძლება მქვია პოეტი, მაგრამ ლექსებით
მხოლოდ და მხოლოდ სულის მუსიკას ვფუთავ,
მუსიკას, რომელსაც ზეციდან მიწისკენ,
მიწიდან ზეცისკენ, მთელი წრებრუნვით
ვსუნთქავ, ვსუნთქავ, ვსუნთქავ...
იცი, უბრალოდ არ შემიძლია მარტივად გითხრა...
მარტივად ვიყო შენი მიჯნური...
მარტივად გრძნობდე თუ როგორ მჭირხარ...
მარტივად ვიყო შენით უძლური...
რადგან სიმარტივე ასე მარტივი,
ჩემთვის სამუდამოდ მოჩენილი საპყრობილეა.
გახსენი საზღვრები და გიჟი მარტივით
შემოგესევი, რომ გაგაღვიძო...
მარტივი ჯვარი მძიმეა, მძიმეა!..
მე ყოველ ღამე საჰაერო ბურთით ვებრძვი გისოსებს,
დავეხეტები მიწიდან ცამდე,
ზეციდან უკან, დედამიწამდე...
და ვქმნი მუსიკას, ჩემი ცხოვრების მუსიკას...
ისეთ უბრალოს, როგორიც მე ვარ...
ალბათ ამიტომ ჩემს მუსიკას არ ჰყავს მსმენელი...
და ჩემს სულიერ აღმაფრენას, დაღმაფრენას,
ემოციურ წრეგადასვლას არ ჰყავს მშველელი...

იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ მე დღითიდღე, უფრო და უფრო
მიჭირს უშენოდ... და ვარ უძლური...
მაგრამ თუ გინდა ჩამითვალე
ბრმა ახირებად... არ ძალმიძს, არა,
მარტივად ვიყო შენი მიჯნური...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jul 04, 2009 11:31 am

სად დავიმალო?!..

სად დავიმალო?!..
ღამემ წამგლიჯა მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ახლა თუ მიშველის მარტინი,
ან იქნებ თუნდაც კონიაკი.
ასე თუ გავხდები მარტივი,
აღარ დამჭირდება ორი აბი -
მოურჩენელი თავის ტკივილების
სამხილი.
გავდივარ ჩემიდან, მეშინია,
დამხვდება სულების ნახირი,
არ მინდა კუბო დავინახო
და ვიდგე მასთან დახრილი,
ჭირისუფალი ჩემივე თავის -
სხეულის სულისგან დაცლილის.
არ მინდა ღმერთმა დამინახოს,
როგორ ვარ ცოდვისგან დასვრილი,
არშენდობილნი თმაზე შემაბას,
სულ მისხალ-მისხალ დათვლილი.
გამიორმაგდეს თავის ტკივილები
და ვიყო შლეგად ჩათვლილი,
არ მინდა ვინმემ მომაძახოს,
ზეცაზე არ ხარ გათვლილი!

სად დავიმალო?!..
ღამემ წამგლიჯა თმიდან მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ამ მუდმივი არაფრით ისე ვარ დაღლილი,
მა, კიდევ ერთხელ გაწყენინე...

სად დავიმალო?!..
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jul 05, 2009 10:48 pm

მე, ჰამაკი და მზესუმზირები უშენოდ

იცი, არ გელი... არ გელი, არა...
უკვე წლებია გავკიდე ჰამაკი
ღრუბლების ველზე, ვწვები ყოველდღე
ფართო თვალებით,
ფართო სუნთქვით და, რაკი

ვიცი, რომ შენ ვერ შეძლებ გააქანო ჩემი ჰამაკი,
და მით უმეტეს, ისე ფართოდ,
რომ შევწვდე ზეცას,
რომ მოციქული პავლეს სიტყვებს
შენ ვერ აუხვალ,
შენ ვერ გვიტვირთავ მე და ჰამაკს,
და ვერც ჩემს ფეთქვას,

ვხუჭავ თვალებს... ვქმნი წარმოსახვით
საყრდენ მიწას და
ფეხების გასმით, ხელების გაშლით,
მივექანები, ვფიცავ...
და ამ წუთებში, მით უმეტეს, არ გელი, რადგან
ვიცი, რომ მაინც არ მომიტან მზესუმზირებს
ჩემში გადმოსვლის ფიცად.

სწორედ ამიტომ, გუშინ უშენოდ
ჩავიხუტე მზესუმზირები -
მზის ჩამოყრილი ჩემს ჰამაკში -
მზესუმზირებად დამიბრუნა
ჩემი მზერის ყოველი შეუღლება მზის დალალებთან.
უშენოდ ჩავიხუტე მზესუმზირები და ვიცი,
მზემ უკვე თავისთვის დამიგულა.

ჰოდა, ისედაც დიდი ხანია გასული ვარ
შენიდან და ჩემიდანაც,
ვცხოვრობ ჰამაკში, ჩემი თვალებიც
უფრო ფართოა, ვიდრე ოდესმე,
რადგან სხვაგვარად ვერ დავიტევ
ზეცის კალაპოტს,
და ზეცა კი, ვერ შეძლებს, რომ ამ თვალებით
კოკისპირულ წვიმად გოდებდეს.

ჰოდა, არ გელი, არ გელი, არა...
შევეჩვიე ცისარტყელას უშენფეროს.
მჯერა ოდესმე ამ ცისარტყელის,
ამ პლანეტის ზემხატვარი
თავისი ფუნჯით საუკუნოდ სულს შთაგვბერავს:
მე, ჩემს ჰამაკს
და მზესუმზირებს (ოღონდ უშენოდ...
თუმც ნახატშიც ამედევნები,
როგორც სუნთქვა
არჩემფერობაზე ნათქვამი)...
და არასოდეს გარდავიცვლებით...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jul 10, 2009 2:12 pm

მისმინე
დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.



მიყვარხარ....
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jul 10, 2009 2:22 pm

- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე უკვე მჭირხარ...
- მეც...
...............................
- მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში...
- შენ ოღონდ მოდი...
- რომ აღმოცენდნენ ყვავილები "ჩვენოობაში"...
- წუხელ მე ვთოვდი...

- გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?...
- მმ.. მე შენთვის...
- ვიცი, გიცანი... ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული
უცებ გაგრილდა...
- შენ თოვლის გესმის...

- მომასმენინებ შენს გულისცემას?...
- ალბათ ათასჯერ...
- დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას...
- ცისკარს გადარებ...
- მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში...
- მე ხელებს გავშლი...
- არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?...
- არ... ქრისტეა ჩვენში...
- მაშ, სიყვარული?..
- შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში...
- ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა-სინანული
ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...

- მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის,
სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
- ჰო, მაგრამ... არ გეშინია,დედამიწა ხომ
შექმნილია სასრულისათვის?...
- კი, მეშინია... ჰოდა, ვთქვათ ერთად:
ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!


- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ...
- მიყვარხარ, ვფიცავ...



განსაკუთრებულია...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jul 23, 2009 2:32 pm

ხესულისა (ჩემს უმეგობრეს გიო არაბულს)

ჯონათან,
დღეს შენი ჰაერი ვიქურდე,
ვერც შეამჩნიე...
ღამეს ჩავუდე უკანა ჯიბეში
თხელი თითებით,
და გაგიღიმე...
ახლა ვწევარ და
მალულად
ვუძვრები ღამეს
ჯიბეში.
მინდა, რომ ვიპოვო
ნუგეში
შენფერი...
მე დავაღამე შებინდების
სულ ერთი ტალღით,
და ახლა
შენ გელი...
ვიცი, რომ უკვე ფრენის დროა
და უნდა გახვიდე გაღმით...
გაღმით გაგივსებენ ბოხჩას ჰაერით
და ისე მსუბუქად გაივაკებ,
ვიცი, შემარჩენ ნაქურდალს...
მე ალბათ თავსაც
დავიმდაბლებ
და სულ ხოხვით ავკრეფ
მიწიდან ხესულისას
ფესვებს -
ჩემი სანახევრო ლოცვის
ნახურდალს -
ალაგ-ალაგ ჩაფლულს მიწის
ჭრილებში...
მერე ავაყვავებ...
ოღონდ ზღვისპირას, როგორც
პალმას.
შენ კი, ყოველთვის მოხვალ
და ბოხჩით შეაბამ
ჰაერს, წყალს, მიწას,
რომ ვერ გაიტაცოს
ქარმა...
მე კი, ყოველთვის ვიცნობ
შენი ფრთების ხმას,
ოღონდ წასვლისას...
დოქით გამოვიტან ქოხიდან
წყალს,
და ბოლომდე ჩავცლი
ხესულისას
ფესვებში.
თვალებს მოვიჩრდილავ
და
შორს. ჰორიზონტზე,
მლოცველი თვალებით,
პირჯვარს გადაგსახავ...
მერე დაგიგუბებ
პეშვებში...
თვალებს დავხუჭავ და
მივხვდები, რომ
ერთ დღესაც
ჩემი ხესულისა
ფრთებს გამოისხამს...
თვითონვე იქცევა
უზარმაზარ ფრთებად
და ილივლივებს
ზღვასთან ერთად
ჩემს მხრებსუკან
ყოველ სისხამს...
მანამდე კი,
საათს ვუყურებ,
მზის საათს...
და
ვიცი, რომ სადღაც იქ ხარ...
ზღვისა და ზეცის
ჰორიზონტზე...
ახლა ხომ სწორედ
ფრენის დროა....
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jul 24, 2009 10:59 am

სუნთქვა შემაშველე

მსხვერპლი შემომწირე შენი სახით,
მსხვერპლი შემომწირე, რა იქნება.
შენ თუ უჩემობამ დაგადუმა,
ჩემში ბზარები არ დაითვლება.

სუნთქვა იპარება ბზარებიდან,
ალბათ სისხლიც სრულად დაიქცევა,
შენი სისხლი მინდა, შენი სუნთქვა,
მსხვერპლად შემეწირე, რა იქნება.

მე დღეს სიყვარულზე მაღლა ვდგავარ,
რადგან კალამს მეტი შესძლებია,
სიტყვებს უყვარდებათ ერთმანეთი,
მაგრამ ამ გრძნობითაც ვერ ძღებიან.

თუ მათ სიყვარულზე მეტი უნდათ,
ხვდები, მაშ, კაცს რაღა შესძლებია?
ლექსად ამოვდივარ სხეულიდან,
ლექსად შვილებიც კი მეძლევიან.

ლექსად შემოხვიდე, რა იქნება,
მსხვერპლად შეწირვა თუ გეძვირება,
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
თორემ სისხლს ვკარგავ და მეძინება.

მარტოს ნუ გამიშვებ დემონებთან,
კიდეც გაწვიმდა და... დამჯაბნიან.
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
ერთსულ სუნთქვა ჩვენში გამჯდარია.

სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან...
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jul 24, 2009 12:45 pm

ხესულისა Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Aug 09, 2009 10:11 pm

გამოვიგონე...

გამოვიგონე, ყველაფერი გამოვიგონე...
მიმიხვდა მიწა და ფეხი წამომიდო,
სულ ამიტანა სისხლის დუღილმა
შევეჭიდოთ თქო, მან კი, მომიგო.

დავჯექი ბავშვივით, ცრემლი გადმოვყარე,
ზეცა მიმიხვდა, რომ ვბაძავდი,
სეტყვა დამაწია მარტოს მთის კალთებზე,
ცრემლებს ხის ქვეშ მუჭში ვმალავდი.

მალე გადაიღო... ცრემლებწაგლეჯილი
მთიდან სულ ქროლვით დავეშვი,
ღამით შემეგება გზაზე ქარიშხალი,
ვთხოვე... არ დამინდო... ისევ დავეცი.

მერე გამახსენდა კვირის ქადაგება,
ვიგრძენი უფლის მკლავები,
დიდრონი თვალებით ვარსკვლავებს ჩავეჭიდე,
ისევ წამოვდექი წვალებით.

იქვე მიტოვებულ ტაძარს შევეფარე,
გათენებამდე ვდარდობდი,
ზურგით მივეკარი კედელს. ჩუმად
კირიე ელეისონს ვგალობდი.

დილით ჩამეძინა... ჩემდა გასაოცრად
მიწამ თავის ხელით წამომაყენა,
წვიმამ გაწვიმების ნება დამრთო,
ქარმა ზურგქარიან გზას დამაყენა.

ახლა ვწევარ მშვიდად მთებშუა აივანზე,
წვიმის ხმაური ბოლთას სცემს ჩემში,
თვალებით ვბარდები უფალს მოსათიბად,
თიბათვეს მომთიბე და ჩამისვი გემში,

ფეხებთან დაგიჯდები მორჩილი შვილი და
ვიცი, ღრმა ძილიდან, ზღვის ყველა ღელვისას,
ჩემში დაამარცხებ სულ ყველა ქარიშხალს,
დარდს კი გაატან მთას მთისას, ბარს ბარისას.

ახლა ვწევარ მშვიდად მთებშუა აივანზე
წვიმა ვაშლის ტოტებს მოაწყდა ჩქამით,
თიბათვეს მომთიბე, ღმერთო გევედრები,
თიბათვეს მასვი შენი პეშვებით წყალი.

მერე რომც დავეცე მთაში ღვარცოფისას,
ვიტყვი, ჰო, დავეცი, თუმც არ ვარ მკვდარი.

მალე გადაიღებს...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Mon Aug 10, 2009 12:15 am

ასი წლის შემდეგაც იწვიმებ ჩემში...რაც უნდა მოხდეს მაინც...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Mon Aug 10, 2009 11:01 pm

მთაში

მთაში აცივდა, აცივდა მთაში,
გულდაწურულმა ზაფხულმა თითქოს
ფერუმარილი წაიცხო ზამთრის.
ახლა წვიმისგან შეწევნას ითხოვს,
ჩამომბანეო...

მთაში გაწვიმდა, გაწვიმდა მთაში,
თითქოს ზაფხულის ძახილზე უფრო
გადიდგულდა, ვით ცელქი ბავშვი,
დედის წინ ღვარცოფს ცრემლების უხმო
და მოწამეობს...

მესამე დღეა გავედი მთაში,
მთაში აცივდა, გაწვიმდა მთაში,
მე - ფეხშიშველი, ოცნების გასწვრივ
ვდგავარ და ვნების ქოლგასაც გავშლი,
შეგიფარეო...

მესამე დღეა აცივდა ჩემშიც,
შორს შენგან მთაში ვუზივარ კოცონს,
ხელის გულებს რომ შენს ნაცვლად მითბობს,
თუმც ვიცი, გშია ჩემი თითები და მე ეს მომწონს,
მსურს გიცამზეო...

მესამე დღეა მე, გასულს მთაში,
გულდაწურული ზაფხული მქვია.
მესამე დღეა ვერ ვაშრობ ცას და
დიდგულა ბავშვის ცრემლები მცვივა.

და თუნდაც წვიმამ დაცხრილოს მთები,
ოღონდ ერთ ჰაერს ვსუნთქავდეთ ახლა...
მცივა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Aug 20, 2009 12:11 am

მე თასმინი ვარ

მე თასმინი ვარ - ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
გამოვაღწიე...
მე თასმინი ვარ - თავჩაღუნული
თქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით,
თავი ასწიე,
გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთ
შენს მშობელ მამას!
თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთან
ნერვიულ თამაშს...
მაგრამ მზეს ესროლეს! ესროლეს მზეს!
და ჩაქრა...
გავახილე...
სისხლი სდიოდა ზეცის საფეთქლებს...
მზე კი, აქციეს ნაცრად...
გაქრა,
შეერია ზეცის ნაწილაკებს
და მამაჩემის ფერფლით გათოვდა...
თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას,
ზუსტად მაშინ
მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და
მამა ხელის გულით დამქონდა.
დედა? დედა არ ვიცი,
ალბათ გათხოვდა
მამაჩემის ფერფლზე
და გაწვიმდა,
რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული,
რომ ჩაექრო შეშასავით შენთებული
ადამიანების კოცონი და დაეძახა:
იყავით წყეული! იყავით წყეული!
მას შემდეგ
ყოველ ღამე გვამებთან მძინავს,
(მეც ხომ გვამი ვარ)
დილით მაკიაჟს სისხლით ვიკეთებ,
ყოველ საღამოს სისხლითვე ვიბან...
მიწას ეღვრება... მიწა იხრჩობა,
გმინავს:
გენოციდია!
გაიქეცით!
გაიქეცით!
თორემ მოშივდათ ადამიანებს
და საკუთარი ხორცით ძღებიან!
თორემ მოსწყურდათ ადამიანებს,
მხოლოდ სისხლს ეძალებიან!
გაიქეცით!
გავრბივარ... სად?...

დედის ხელებით
უკანასკნელად დაწნული თმები
მიდევს ბალიშად.
სულ მაკანკალებს ბოლო ხანია,
მაგრამ არ ვტირი,
დედა თვალებში დამიშრა...
მე თასმინი ვარ - ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
მე თასმინი ვარ - გერმანელი
ფაშისტიც მე ვარ - ადამიანი!
ომი დამთავრდა!
და არ ვიცი წავიდე საით,
რადგან გამოდის
მკვლელიც მე ვარ,
მოკლულიც მე ვარ,
და სუიციდიც არ შემიძლია,
როცა ისედაც მკვდარი მქვია...
ომი დამთავრდა...
მხრებით მივათრევ
ურიცხვი მკვდრის და
ამდენივე მკვლელის
გზას
და
ნაფეხურს...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
გვანცა ჯობავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: