არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გვანცა ჯობავა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გვანცა ჯობავა   Mon Dec 22, 2008 3:07 pm


Gvantsa Jobava

გვანცა ჯობავა

დაიბადა 1986 წელს, თბილისში.
2003 წელს დაამთავრა მე-5 გიმნაზია. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მიმართულება, სპეციალობით საგამომცემლო-სარედაქციო საქმე. 2009 წელს კი, ამავე უნივერსიტეტში _ მაგისტრატურა სპეციალობით _ განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და ადმინისტრირება. კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი.
მუშაობდა საბავშვო წიგნების გამომცემლობა “ელფში”. არის ლიტერატურული ჟურნალის “ქართული მწერლობა” სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნის საბავშვო წიგნებს. გამოცემული აქვს წიგნები:
_ რობერტ რიპლი "აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო", მთარგმნელი; ელფის გამომცემლობა _ 2008 წ.
_ “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, მთარგმნელი; ელფის გამომცემლობა – 2009წ.
ნათარგმნია და გამოსაცემადაა მომზადებული კიდევ რამდენიმე წიგნი.
გარდა ამისა, ელფის გამომცემლობა გამოსაცემად ამზადებს გვანცა ჯობავას საბავშვო წიგნს.
მუშაობს ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის თარგმნაზე ინგლისურ ენაზე.
წერს ლექსებს.
არის რედაქტორი წიგნებისა: ბეთულ საინი, "5 ბავშვი - 5 სტამბოლი" (ელფის გამომცემლობა. 2008 წ).
მონაწილეობს შვედურ-ქართულ პროექტში, რომლის მიზანია ერთობლივი საბავშვო წიგნების შექმნა. პროექტი დაიწყო 2009 წელს და დასრულდება 2010 წელს შვედეთში.
ამჟამად მუშაობს მარკეტინგისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტში, მედია მონიტორინგის დეპარტამენტში, რედაქტორად.


***

"ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ... რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი, მიყვარხარ,თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი... ხვალინდელი დღე არავისა აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს,შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს,იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და, რომ მოუცლელობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად... თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა".
გაბრიელ გარსია მარკესი


cheers drunken Idea

ხელში ამიყვანე...

ღმერთო, მაპატიე ჩემი პესიმიზმი,
მაგრამ დღეს ცუდად ვარ,
გული კვლავ ავადობს...
დღეს ამ მარტოობამ ისე გადამრია,
წყალი მწყურია და კაცსაც ვერ გავანდობ.

ღმერთო, მაპატიე ჩემი უმადობა,
ისე მშიოდა და... ლუკმა გამომტაცეს,
დღეს კი აღარ მშია, გულიც გამიცივდა,
ვიცი, გული მწვრთნიდა და გული რომ გამცემს...

ღმერთო, მაპატიე, ალბათ, ლაჩარი ვარ,
ასე ერთბაშად რომ სული დამექანცა,
ეშმამ შემიბილწა შენთან მოსასვლელი,
ხუთვა დამემართა, ტანი სისხლმა დამწვა...

ღმერთო, მაპატიე, ჩემი პესიმიზმი,
მაგრამ ისტორია ისევ უცვლელია,
მარტო დავაბიჯებ ღამის სიცივეში,
და კვლავ იმედი მაქვს, ხვალ მზეს უშველიან..

თუმცა აღარ ვიცი, უკვე რა ვიწამო,
სადაც გულს გავაღებ, ცა იქ იქუფრება,
ხელში ამიყვანე, ღმერთო, გევედრები,
როგორც ჩვილი ბავშვი, რძით რომ იგუდება..


Last edited by Admin on Sun Mar 03, 2013 1:09 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Dec 30, 2008 2:22 am

sunny sunny sunny


მომიტან წყალს?... (მზე მწველიძეს)

- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე უკვე მჭირხარ...
- მეც...
...............................
- მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში...
- შენ ოღონდ მოდი...
- რომ აღმოცენდნენ ყვავილები "ჩვენოობაში"...
- წუხელ მე ვთოვდი...

- გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?...
- მმ.. მე შენთვის...
- ვიცი, გიცანი... ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული
უცებ გაგრილდა...
- შენ თოვლის გესმის...

- მომასმენინებ შენს გულისცემას?...
- ალბათ ათასჯერ...
- დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას...
- ცისკარს გადარებ...
- მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში...
- მე ხელებს გავშლი...
- არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?...
- არ... ქრისტეა ჩვენში...
- მაშ, სიყვარული?..
- შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში...
- ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა-სინანული...
ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...

- მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის,
სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
- ჰო, მაგრამ... არ გეშინია,დედამიწა ხომ
შექმნილია სასრულისათვის?...
- კი, მეშინია... ჰოდა, ვთქვათ ერთად:
ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!


- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ...
- მიყვარხარ, ვფიცავ...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Jan 24, 2009 11:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Dec 30, 2008 7:48 pm

flower flower


მელან-ფობია

დღეს ქორწილი მაქვს,
ცოლად მივყვები გაათმაგებულ მელანქოლიას,
ასე იდუმალ შევეუღლები
ჩემში ჩასახულ მელან-ფობიას.

დღეს ქორწილი მაქვს,
რატომ ვკანკალებ?..
რაღა დავმალო... ჰო, მეშინია ღალატის და...
ძლიერ მაწვალებს...

ჰო, მეშინია შთაგონების
არევ-დარევის, აყალ-მაყალის,
მელანდამშრალი პოეზიის
გამო ცრემლის, აწ და მარადის.

ჰო, მეშინია, მაგრამ ვერ ვშველი
უკვე სენშეყრილ ცნობიერებას,
ყურებს ჩამოვყრი, თუკი ვიწამე,
რომ ამ სიყვარულს ობი ედება.

ჰო, მეშინია, რადგან დავხუჭავ
თვალებს და ლოდად გადავიქცევი,
მერე რომც მომრთო გვირილისებრით,
ჩემს სულს ლექსებად წაიკითხავენ
მხოლოდ იქ... ზევით.

დღეს ქორწილი მაქვს,
თეთრ ლექსებს ვიცვამ,
და რითმებს ვიხვევ თავზე მანდილად,
რომ მეშინია, ცრემლებით ვიტან.

და მაინც მზად ვარ შენი ვი-წამო,
და ჩაგისუნთქო ცით კურთხევამდე.
უფალო, შენს ხელს დაველოდები,
რომ მიმიყვანო საკურთხევლამდე.

დღეს ქორწილი მაქვს,
მაინც მივყვები ცით შემოჩენილ მელანქოლიას,
მინდა იდუმალ გავუერთსულდე
ჩემში ჩასახულ მელან-ფობიას.


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Jan 24, 2009 11:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jan 01, 2009 11:43 pm

Question Exclamation

სუიციდს გამოვესარჩლე

მთელი ღამეა ხელისგულებს ვატოლებ ერთმანეთს,
მთელი ღამეა ასე უმიზნოდ მივექანები,
შენი ბრალია, თუ კვლავ მჯაბნიან ასე ერთად-ერთს
აბჯარასხმული, მომკივანი მძიმე ქარები.

მთელი ღამეა მიწისძვრამდე მერყეობს ფიქრი,
და მეც ფრჩხილებით ვებღაუჭები მიწის ნაპრალებს,
ჩემი რიდე კი ქართან ერთად ცის იქით მიქრის,
გარდაცვალებას ასე შორით შემომაპარებს.

მთელი ღამეა ზმანებასავით შემომეტმასნე,
და სიკვდილამდე იმ ერთ ნაბიჯს... ჰო, ცოდვა ჰქვია,
მაჯის ძარღვებით ერთადერთი შენ მოგემსგავსე,
თუ გადმომირგავ, ვაღიარებ, გარდაცვალება რომ არის გვიან.

მთელი დილაა მონასტერში სათქმელს ვაჯამებ,
და მონაზონი მალვით მზერას შემომაპარებს,
იქნებ უმიზნოდ, უმიზეზოდ თვალებს ვაღამებ,
თვალებს, დედა რომ უძილობას ბრაზით ადარებს.

მთელი დილაა ჩაცუცქული კედელს ვეყრდნობი,
თუმც კი ღამეა, მაგრამ დაისს გადავასწარი,
ზეცას გავცქერი... ერთადერთი, ჰო, მას ვენდობი,
სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი.

და ამ ღამისთვის გათენება თითქოს გავხედნე,
მსურს რომ ჩემებურ განთიადზე მოიკლას თავი,
და ამ სუიციდს სინანულის თვალით გავხედე,
მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი...

.................................

სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი,
და მაინც... დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე,
თუ ღამე ღამით უმიზეზოდ თავს არ მოიკლავს,
როგორ აანთოს განთიადი დილის მესანთლემ...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Jan 24, 2009 11:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jan 01, 2009 11:51 pm

santa santa santa

ბატონო მიხო, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, წარმატებული და ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის.
დიდი მადლობა ჩემი გვერდის გახსნისთვის, ძალიან მოულოდნელი იყო..
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jan 02, 2009 11:39 am

მეც გილოცავ, გვანცა!
და მარტო აქ კი არ იქნება შენი გვერდი, თარგმანებშიც გაიხსნება და იქაც მოგვიტანე ხოლმე შენი ნამუშევრები...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jan 02, 2009 4:10 pm

როგორ გამახარეთ, აუცილებლად განვათავსებ..
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Jan 07, 2009 9:21 pm

მე არ ვარ პოეტი...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ისაა, ვისი წაკითხვაც
ლექსის დაწერას გაფიქრებინებს...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ალბათ მშობელი მამაა,
მისთვის სალოცავ ქალის მუცელში
თუნდ ჯერარჩასახულ
შვილის გულისცემას რომ იგრძნობს...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ალბათ მშობელი დედაა,
ტკივილით სავსე სიხარულით,
ცრემლებით სავსე სილამაზით,
რომელიც შვილს შობს...

მე არ ვარ პოეტი,
მეგობარია პოეტი თურმე,
ქვეყნიერების წონა ჩვენს ტკივილს
მხრებით რომ ზიდავს,
ღვიძლი შვილივით რომ იცნობს...

მე არ ვარ პოეტი,
ცრემლი ყოფილა დიდი პოეტი,
ცრემლი ყოფილა გრძნობა-განცდათა
მხატვრული სახე,
მხოლოდ მას ძალუძს სულიერების
ყველაზე ზუსტი პოეტი იყოს...

მე არ ვარ პოეტი...
არც გიფიქრია, მაგრამ შენ ჩემზე დიდი
პოეტი ყოფილხარ თურმე...
შენ ჩამიბნიე სიყვარულში
და პოეტური გულისცემის
სიხარულს მიყოფ...

მე არ ვარ პოეტი...
როგორ ვიბრალო...
ღმერთი ყოფილა პოეზიის ფუძემდებელი..
პოეტური სრულყოფილებით გამოგვიგონა,
სული შთაგვბერა,
და გვირჩია ისე ცხოვრება
რომ ერთმანეთის გულებში ვიყოთ...

მე არ ვარ პოეტი...
როგორ ვიბრალო...
მე მხოლოდ გულთან ღილამწყდარი
მოლექსე მქვია...

jocolor jocolor jocolor

შობას გილოცავთ, დაე, მაცხოვარი იშვას ჩვენს გულებში...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Jan 24, 2009 11:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Jan 09, 2009 6:17 pm

sunny flower sunny

მზეცა

მზემ გააცინა ღამე,
და გავარდისფრდა ზეცა,
მიდი, გაუგე რამე
ამ გაორებულ მზეცას.

ვარსკვლავებს ალივლივებს
მთვარის ფარფატა რიდე,
და მზემ კი გადაყლაპა
ზეცის მეორე კიდე.

დღემ აღიმაღლა სუნთქვა,
ღამემ გაშალა ფრთები,
და სანამ ცისკრის უთქვამს,
მზემ გადმოლახა მთები.

ზვავად დაახვევს სხივებს,
ზვავად დაუშვებს მთიდან,..
მე გათენების მშურდა
დაღამებულის მხრიდან.

მოდი მითხარი რამე,
თუნდაც სიკვდილის ფასად,
რა მოხდა თუკი ერთ დროს
სხივები მექცა ფარსად.

რა მოხდა, თუკი მზეცამ
თავისთან დამიძახა,
რომ მეცვა თეთრი კაბა
და გსურდა ამის ნახვა,

რომ გათენება მხიბლავს
დაღამებული ციდან,
და ვუფრთხი მზეცის ნახვას
დილის ნაცვარი თმიდან.

რომ გათენება მაკრთობს
და დაღამება უფრო...
რომ მოფერებას ვითხოვ,
როგორც ბეღურა უფრთო...

რომ ჩემი მზეცის გული
სულ სხვა ფეთქვიდან გიხმობს,
და გათოშილი თათით
ცივ ხელისგულებს გითბობს.

მოდი... შემშალე...
შეძლებ?
განზომილებას გითმობ...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Thu Feb 26, 2009 9:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 11, 2009 1:59 pm

clown clown clown


ქარიან... ქარიან...

მსურს გადმოგინერგო მცირედი ქარიზმა,
დუმილის ქარიზმა, იცი, რა ვრცელია?!...
სულ ერთი წამით რომ ვაქციოთ ქარი ზმნად -
ქარიან...ჰო... ანუ ქარები მღერიან...

მსურს წიგნად გამოვცე ქარიზმის კრებული,
ურიცხვი სქოლიო ჩემამდე მოგიყვანს?...
თუ არ... და ბოლოში დავურთავ ლექსიკონს,
მისწავლე, რა მოხდა... და წყაროდ მომიტან...

არა... და არა... და არა... და... არადა
მე შენს ქარიზმაში მინდოდა დაკარგვა,
არა... რა კრებული, ეს ისე წამომცდა...
ხავს მოჭიდებულის სულ ბოლო ქარაგმა.

თითებით თამaშობს ოთახის მასხარა,
ყურებჩამოყრილი წიგნების თაროზე,
სწყურია... ოცნებობს, რომ იქნებ დღეს მაინც,
დღეს მაინც იგემო დუმილის წყაროზე.

ეჰ, არა... მგონი რომ ტყუილად ვირჯები,
თანხვედრის განედი შორსაა ძალიან,
დუმილი მიდის და თან მიაქვს ქარიზმა,
თან მიაქვს ქარი ზმნად - ქარიან, ქარიან...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Tue Feb 10, 2009 3:22 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Jan 21, 2009 6:09 pm

sunny sunny sunny

ემიგრანტის ოცნება...

მე ვარ ემიგრანტი
შენი სხეულიდან, სულიდან...
რატომ გადავბარგდი?...
ეს მეც არ ვიცოდი,
ნუ მკითხავ...

გავხდი ფოთოლცვენა,
ურელსებოდ მატარებელი,
ვგავარ სიტყვის მარცვალს,
სულის რითმად
მატარებელი...

ცამდე მართალია
დედამიწის თავსაბურავი,
როცა განგვიკითხავს:
"თქვენ გაკლიათ
რწმენის უნარი!"

ცამდე მართალია,
რადგან მუდამ ასე მგონია,
თვალებს დავხუჭავ და...
თუმც ზეცამდე იქნებ
შორია...

მე ვარ ემიგრანტი
შენი სამოთხიდან, ჯოჯოხეთიდან,
ორსავ გაგექეცი,
მთელი დაქანებით
ზღვამდე მთებიდან...

ცამდე მართალი ხარ,
თუ ფიქრობ, რომ ზღვას ვბაძავ,
ყოველ მოქცევისას
შენ, ჩემს მონაპირეს,
ტალღებს გახატავ...

ჩემი მღელვარებით
შენს წალეკვას ვაპირებ,
იქნებ შეძლო, შემოევლო
როგორც ჩარჩო ჩემს...
თუმც კი, არ არსებულ ნაპირებს...

მე ვარ ემიგრანტი
შენი სამოთხიდან, ჯოჯოხეთიდან...
მსურს რომ დავბრუნდე
და გზა გავკიდო
მზემდე შენიდან...

წუხელ მზეცამ მითხრა
სანამ განთიადი დადგება,
თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ,
უკვე დროა...
ერთ სულ, ერთ ხორც
უნდა
გავერთმნიშვნელიანდეთ...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sat Feb 07, 2009 12:15 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Jan 21, 2009 11:02 pm

გამეხარდა! Smile
sunny flower
უზომოდ...
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Jan 21, 2009 11:45 pm

ქარიან... ქარიან...

მსურს გადმოგინერგო მცირედი ქარიზმა,
დუმილის ქარიზმა, იცი, რა ვრცელია?!...
სულ ერთი წამით რომ ვაქციოთ ქარი ზმნად -
ქარიან...ჰო... ანუ ქარები მღერიან...

მსურს წიგნად გამოვცე ქარიზმის კრებული,
ურიცხვი სქოლიო ჩემამდე მოგიყვანს?...
თუ არ... და ბოლოში დავურთავ ლექსიკონს,
მისწავლე, რა მოხდა... და წყაროდ მომიტან...

არა... და არა... და არა... და... არადა
მე შენს ქარიზმაში მინდოდა დაკარგვა,
არა... რა კრებული, ეს ისე წამომცდა...
ხავს მოჭიდებულის სულ ბოლო ქარაგმა.

თითებით თამაშობს ოთახის მასხარა,
ყურებჩამოყრილი წიგნების თაროზე,
სწყურია... ოცნებობს, რომ იქნებ დღეს მაინც,
დღეს მაინც იგემო დუმილის წყაროზე.

ეჰ, არა... მგონი რომ ტყუილად ვირჯები,
თანხვედრის განედი შორსაა ძალიან,
დუმილი მიდის და თან მიაქვს ქარიზმა,
თან მიაქვს ქარი ზმნად - ქარიან, ქარიან...


chemi da - gvanca jobava...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jan 24, 2009 11:42 pm

flower flower flower

მე - ციცანა

მე ვარ ზღვა,
მოქაფქაფე ზეცის თაღი,
მე ვარ ზღვა,
გვირილების ნორჩი ბაღი.

მე და ცა,
და მზე - ჩვენი მეგობარი,
ცის ქვეშ მთა,
მთიდან მოჩანს ერდო-ბარი.

მე და გზა
ჯვარედინი გადაკვეთით,
გზა და გზა
ტოტის ტოტზე გადახრებით.

ფუტკრის სკა
ამ ტოტების გადახურვით,
ამოთაფლვა
ყვავილების... გაზაფხული...

და_მე_ცა
საპნის ბუშტის ბალიშები.
და_მე_ქ_ცა
ცრემლი... წვიმად დავუშვებდი

საქანელას
ღრუბელ-ღრუბელ გაქანებით,
და ზეცას
სულ ცოტა ხნით ვაქარებდი...

მე - ციცანა
ცის, პაწია - "ცანა", ცა,
მოვწყდი ცას,
როგორც სიტყვის დამარცვლა.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jan 24, 2009 11:46 pm

flower flower flower

ბროწეულობის თვე

ბროწეულობის თვე დადგა,
ივნისი - მტირალა ბავშვი...
წვიმს...
ქოლგად გაშალა დედამიწამ,
ღრუბელი - ცის ბინადარი რაში.
ცრის...
საცერივით ჩამობერტყა ზეცამ
გაფილტრული, წმინდა მადლი
ღვთის...
აყვავებულ ბროწეულებს დააწვიმა,
და წვეთები სანთელივით
თრთის...
ბროწეულობის თვე დადგა,
ივნისი - მტირალა ბავშვი...
წვიმს...
თვე ჩემი ბაღის ყვავილობის,
თვე ჩემი მოვლინების
ტირს...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 12:16 am

სერიიდან "ფურცლებზე მიჯღაბნილები"

***
”ღმერთი თოვს დღეს...”
ნინო ნადირაძე



მგონი ამაღამ ღმერთმა მოთოვა
თეთრი დარდები,
და ალიონზე მის მკლავებში
მშვიდად დავდნები...

***
შენ არ გინახავს ჩემი ფანჯრიდან
თეთრი ვარსკვლავების თოვა...
მთვარევ, წუხელ ისევ გეძინა...
მაგრამ თუკი მაინც შეძლებ
ჩემში შენით გათოვებას,
ვფიცავ, შენთან ყოფნა მეც მინდა...

***
სულ ერთი განცდით
რომ მიმიშვა შენამდე,
სიყვარულს გასწავლიდი...
მაგრამ
ისეთს,
ღმერთს რომ არ დაგაკარგვინებს...

***
დღეს თუ არ მოხვალ
ფურცლებს დავაცლი
გვირილას, ბაღში ეულად მდგარს,
აღარ დავუცდი მე მის განაჩენს,
გავყვები მზეს
და გიწოდებ მხდალს...

***
ქარო, ქარო, ქარო, ქარო,
რა დიდგულა ხარო,
მოდი, უნდა გაგახარო,
თავი დაგიხარო...

***
მზემ ვერ გაუძლო
სიცივეგამჯდარი შემოდგომის
გაღვივებას
და მიიძინა ფეხებმოკეცილმა
ღრუბლების სავარძელში.


***
ქარმა შემიხსნა საკინძე
არც დამეკითხა, შემცივდებოდა
თუ არა...
დღეს მე ზეცისკენ გაცილებ,
არც მეკითხები,
შეგელევი კი,
თუ არა...


***
ძილი ნებისა...
ნება-ნება გადარჩენისა,
ბოროტი სულის მორჩილების
მწარე სენისგან...


Last edited by gvantsa jobava/cicana on Sun Feb 08, 2009 12:45 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 12:26 am

gvantsa jobava/cicana wrote:
სერიიდან "ფურცლებზე მიჯღაბნილები"

***
მგონი ამაღამ ღმერთმა მოთოვა
თეთრი დარდები,
და ალიონზე მის მკლავებში
მშვიდად დავდნები...

Arrow

გვანცა, ეს კარგი ლექსები გაქვს და აი, ამაში რომ ამბობ - ”ღმერთმა მოთოვაო”, მე მგონი, ნინო ნადირაძეს ეწერა ეგეთი რამე და აბა, ჰკითხე?
თუ მართალი გამოვდექი, მაშინ ის ფრაზა ეპიგრაფად უნდა წაუმძღვარო და უკეთესად გამოვა.

elephant
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 2:41 am

ბატონო მიხო, ახლა ვკითხე ნინოს და ასეთი ფრაზა ჰქონია, "ასე მგონია, ღმერთი თოვს დღეს"... მე არც მახსოვდა, თანაც მე თეთრი დარდების თოვაზე ვწერ, მაგრამ ხომ იცით, მე და ნინო ასეთ რამეზე არ ვიჩხუბებთ Smile ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. Smile მითხარით, რომელი ფრაზა წავუმძღვარო, "მგონი ამაღამ ღმერთმა მოთოვა"? მითხარით და რა პრობლემაა Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 10:29 am

gvantsa jobava/cicana wrote:
ბატონო მიხო, ახლა ვკითხე ნინოს და ასეთი ფრაზა ჰქონია, "ასე მგონია, ღმერთი თოვს დღეს"... მე არც მახსოვდა, თანაც მე თეთრი დარდების თოვაზე ვწერ, მაგრამ ხომ იცით, მე და ნინო ასეთ რამეზე არ ვიჩხუბებთ Smile ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. Smile მითხარით, რომელი ფრაზა წავუმძღვარო, "მგონი ამაღამ ღმერთმა მოთოვა"? მითხარით და რა პრობლემაა Smile

Arrow

აი, გვანცა, მაგ ფრაზას გეუბნეოდი და განა იმიტომ, რომ შენ წამოიღე ნინოსგან, არა.

მე ის იმიტომ დაგიწერე, რომ ნინოს ამ ფრაზას თუ ეპიგრაფად წაუმძღვარებ ამ ბოლო ლექსს, თვისობრივად სულ სხვა განზომილებაში გადავა - აბა დააკვირდი:

სერიიდან "ფურცლებზე მიჯღაბნილები"

***
”ღმერთი თოვს დღეს...”
ნინო ნადირაძე


მგონი, ამაღამ ღმერთმა მოთოვა
თეთრი დარდები,
და ალიონზე მის მკლავებში
მშვიდად დავდნები...


Arrow

გვანცა, არ იფიქრო, რომ მე ეგეთ ეპიგრაფს გაძალებდე - თუ მოგწონს, ხომ კარგი და თუ არა, მაშინ ჩათვალე, რომ ბებერი რედაქტორის უცნაური ახირებაა და მეტი არაფერი...

pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 12:25 pm

ვიცი, ბატონო მიხო, რომ არ მაძალებთ. თქვენი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ დაინტერესით და მირჩიეთ. მომავალშიც სიამოვნებით მივიღებდი თქვენგან რჩევებს. მომეწონა თქვენი აზრი და ჩავამატე ეპიგრაფი. ოღონდ ის ვიფქრე, ეს ბოლო ლექსი სულ დასაწყისში ავიტანო, თუ არ აქვს მნიშვნელობა?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 12:34 pm

gvantsa jobava/cicana wrote:
ვიცი, ბატონო მიხო, რომ არ მაძალებთ. თქვენი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ დაინტერესით და მირჩიეთ. მომავალშიც სიამოვნებით მივიღებდი თქვენგან რჩევებს. მომეწონა თქვენი აზრი და ჩავამატე ეპიგრაფი. ოღონდ ის ვიფქრე, ეს ბოლო ლექსი სულ დასაწყისში ავიტანო, თუ არ აქვს მნიშვნელობა?

Arrow

პირველ ლექსად თუ გადაიტან, აჯობებს...

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 12:47 pm

გადავიტანე. Smile დიდი მადლობაა sunny
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Feb 08, 2009 9:45 pm

ვაჰ... Smile

ბიძია მიხო, რაღაც მომენატრეთ! Smile
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Feb 10, 2009 3:18 am

sunny flower flower sunny

მზე და გვირილა

მზეო, ზეცის ყვავილო,
სევდიანო ღიმილა,
ჩვენში ერთი გული ცემს,
მიწის მზე ვარ - გვირილა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Feb 10, 2009 3:20 am

silent flower silent

შენს სულთან...

"ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან..."
ირაკლი ჩარკვიანი


მოგიტან წყალს,
პატარა ნაკადულს გაჩუქებ,
კამკამას, სუფთას...
და უხმაუროდ ვიხმაურებ
ჩემი ქარიზმის
კალაპოტად ქცეულ
შენს სულთან...
მხოლოდ ხანდახან შეგაპარებს,
მიყვარხარო,
ჩემი მო-სიო სუნთქვა...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Today at 1:40 pm

Back to top Go down
 
გვანცა ჯობავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: