არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Nov 10, 2008 3:46 pm


მარიამ ხუცურაული


სულში რომ ნისლი იცის
(რედაქტორის წინათქმა)

სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს...
მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც...
ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ.
ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში.
ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო.
რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე.
ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს.
სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის...
სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი.
და ღმერთი არასოდეს გაქრება.

მიხო მოსულიშვილი




cheers


Last edited by Admin on Sun Sep 20, 2015 12:13 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Nov 13, 2008 5:27 pm

ღმერთმა არა ჰქნას

ღმერთმა არა ჰქნას,
აქ ზამთარი აღარ მოვიდეს
და პირველ თოვლზე,
მეფეხურის გაბედულებით,
დეკემბრის ბოლოს,
ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს,
სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები...
ღმერთმა არა ჰქნას,
მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს,
არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა,
ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე
და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.

ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე,
ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Nov 13, 2008 5:50 pm

სანათა

ღმერთმა არა ჰქნას

ღმერთმა არა ჰქნას, აქ ზამთარი აღარ მოვიდეს
და პირველ თოვლზე, მეფეხურის გაბედულებით,
დეკემბრის ბოლოს, ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს,
სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები...
ღმერთმა არა ჰქნას, მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს,
არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა,
ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე
და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.

ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე,
ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.


ესე რატო არ მოგწონს?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Nov 13, 2008 6:06 pm

სასწაულო

სულში ლექსია და გულის სისხლად
აპრილის არაგვი დახმაურობს,
გაუნელებელი წყურვილი ხარ,
ჩემი სიყმაწვილის სასწაულო.
მთები - სანავარდო არწივების,
სოსანმორეული ყანის კიდე,
დილის ნისლი - დედის ნამზითვები,
მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე;
შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა,
ატმის ყვავილებად გაცისკრება,
რაკი შენად ყოფნით მეწყალობა
და მიწყივ სრულდება უფლის ნება -
დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს,
ჯავრი არ მექნება არცა რისი,
ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე,
შენი ცის და მიწის საკადრისი.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Dec 05, 2008 4:57 pm

ციკლიდან: “ფითრები”

ფითრი

უფლის ჩიტებს ნისკარტით რომ გადავქონდი,
ხიდან ხეზე ციდა, მარგალიტისდარი,
თვალღიას და ფიქრღიას და ცასამომმზირს
ჩაგებუდე, ჩაგემუდმე, ჩაგეკარი...

თოვს თუ, ჰქრის თუ, ტყეებს თოშავს დეკემბერი,
თუ ივლისის ცეცხლი ტუსავს შორიახლო,
უნატიფეს სამკაულად აკინძული
შენს მკლავებში ნებიერად ვკოპწიაობ...

უფლის ჩიტი თავს დაგვფრენს და საღმრთოს გალობს,
დაგვიბედეს - სულით მკვებო, ხორცით მზიდო;
ვფითრდები და ვხვივი: ვყვავი-ვმსხმოიარობ,
შენით ვცოცხლობ,
შენს ბრგე ტანზე ვპარაზიტობ!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 06, 2008 9:10 am

ციკლიდან: “ფითრები”

სხვისას?!

გავფითრდი,
როგორც უფლის წინ
პირველი ცოდვის თქმისას,
ხუნდად მადებდი სამფადწნულ,
ობოლ მარგალიტს ზღვისას.
დავფიქრდი,
ფითრებდახუნძლულ ალვებს ქვეშ
ფიფქის ცრისას,
რატომ მკოცნიდი ფითრისფერ
სხვის ცოლს, სხვის დედას...
სხვისას?!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Dec 10, 2008 10:32 am



არაგვივით იხმიანებ!..
სადღეობო სალაღობო მიხოსა

ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის,
ომარიც თუ იქ ტრიალებს,
თუ ფშაველი ტომურ საჭმელს -
“დამბალხაჭოს” გიზიარებს,
ჟებოტაურ არყის ცეცხლი
თუ ლექსებად მიგთქრიალებს,
თენებისას ვერ იყუჩებ,
არაგვივით იხმიანებ!..

10 დეკემბერი, 2008

---
ბესო - ბესიკ ხარანაული.
ჯარჯი - ჯარჯი ფხოველი.
ომარი - ომარ თურმანაული.
ჟებოტა - სოფელი თიანეთთან.




სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 7:16 pm

პეშვით შეგასმევ არაგვს და
გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა.
ისეთებს გეტყვი, მარჩიო
საარაგვოზე ცხრა ქალსა.
ბნელში ისეთათ აგინთებ
ავარსკვლავებულ თვალებსა,
დაგვთხევდნენ ფხიზელაები,
ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც...
გაგატეხინებ ღამეს და
მოგწევ ამოსვლას მზისასა,
მიდი და მერე გაბრაზდი,
მერე გამიშვი სხვისასა...

ეს ლექსი ახლა ასე უფრო მომწონს... წიგნშიც რომ შევცვალოთ, ძალიან პრეტენზიული ავტორი ვიქნები?
ოღონდ სათაური ვერ მოვიფიქრე ჯერ
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 7:20 pm

Quote :
წიგნშიც რომ შევცვალოთ, ძალიან პრეტენზიული ავტორი ვიქნები?

არა მგონია Smile
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 7:26 pm

სანათა wrote:
პეშვით შეგასმევ არაგვს და
გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა.
ისეთებს გეტყვი, მარჩიო
საარაგვოზე ცხრა ქალსა.
ბნელში ისეთათ აგინთებ
ავარსკვლავებულ თვალებსა,
დაგვთხევდნენ ფხიზელაები,
ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც...
გაგატეხინებ ღამეს და
მოგწევ ამოსვლას მზისასა,
მიდი და მერე გაბრაზდი,
მერე გამიშვი სხვისასა...

ეს ლექსი ახლა ასე უფრო მომწონს... წიგნშიც რომ შევცვალოთ, ძალიან პრეტენზიული ავტორი ვიქნები?
ოღონდ სათაური ვერ მოვიფიქრე ჯერ
.

Shocked Rolling Eyes Question

სანათავ, აქ უნდა მოიტანო წიგნის ვარიანტიც და დადო.
ეს იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ჩვენც ვნახოთ, რომელი ვარიანტი სჯობია.
ის ხომ მაინც უნდა გავიგოთ, რა ერქვა წიგნში შესულ ამ ლექსის წინა ვარიანტს?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 7:49 pm

მერე გამიშვი სხვისასა...

პეშვით შეგასმევ არაგვს და
გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა.
ისეთებს გეტყვი, მარჩიო
საარაგვოზე ცხრა ქალსა.
ბნელში ისეთას აგინთებ
ავარსკვლავებულ თვალებსა,
მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს
ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც...
გაგატეხინებ ღამეს და
მოგწევ ამოსვლას მზისასა,
მიდი და მერე გაბრაზდი,
მერე გამიშვი სხვისასა...

წიგნის ვარიანტი
!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 8:04 pm

ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 8:19 pm

არჩანდა wrote:
ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!

მინდია მოვიდა და გეთანხმება მიხო Smile წეღან ის ვიგულისხმე არ იქნები პრეტენზიული ავტორითქო Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 8:30 pm

მინდი, სერვანტესს სულ ეგონა, რო აეს "პერსილიარესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა" იმისთანა რომანი დავწერეო, იმისთანაო, რო - მეტი აღარ იქნებაო!..
Very Happy
და ავტორი ეგრე რო აურევს, - არა, ეს უკეთესიაო, - აი, სწორედ იქა სჭირდება კაი რედაქტორი, რო დაუცაცხანოს!
cat
ციც, შენაო!
შენ რა იცი ეგრე მალე, რა კარგი დაწერე და რა ცუდიო!
pirat
და მართალი ხარ, - სანათა არ არის პრეტენზიული ავტორი და მაგასთან მუშაობა სასიამოვნოა - ზოგიერთებისგან (როგორიცაა კატო ჯავახიშვილი!) განსხვავებით...

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 9:43 pm

ვაიიი, მიხოსერავ, იმდენი შველა ჩემსა და შენს ოჯახებსა, რამდენიც მაგ ერთ სტრიქონსაც შემიცვლი, (მაინც ამოვთხრი დაა!) ერთ-ერთ ლექსზე ("ჩე-მო") ერთ სტროფსაც დამიმატებ და ბოლოს კაი-კაი კაფიებსაც მომაყოლებ! მოიცადე ჯერ ამ ჩემს ახლად გადაინსტალირებულ კომპში ვიპოვო ის დამატებული სტროფი და, თუ კვლავ მომეწონება, დავაგდო აქაცა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Dec 13, 2008 9:49 pm

სანათა wrote:
ვაიიი, მიხოსერავ, იმდენი შველა ჩემსა და შენს ოჯახებსა, რამდენიც მაგ ერთ სტრიქონსაც შემიცვლი, (მაინც ამოვთხრი დაა!) ერთ-ერთ ლექსზე ("ჩე-მო") ერთ სტროფსაც დამიმატებ და ბოლოს კაი-კაი კაფიებსაც მომაყოლებ! მოიცადე ჯერ ამ ჩემს ახლად გადაინსტალირებულ კომპში ვიპოვო ის დამატებული სტროფი და, თუ კვლავ მომეწონება, დავაგდო აქაცა...

pale What a Face Suspect

კაცოო, არ ვარგა ეგ შენი ახალი გამოგონილი სტრიქონი და შენ იცი...
ვა! cat
შეეკითხე, ვისაც გინდა...
Cool Surprised Shocked
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 15, 2008 1:59 pm

ვაჟა

ლუკად მონათლეს!
იზრდებოდა ჩარგლის ცა-მზე-ღრუბლის შემყურედ,
(ფშავში წლები ლაღად დიოდა)...
ორთვალ ხურჯინში ჩაიდებდა ერბო-კარაქს, ქადებს ხავიწის
პეტრებურგამდე ჯერ ადრეა და...
(ლიშო-არტანზე,
თიანეთზე,
კვეტერაზე,
მერე მატანზე)
წიგნის სასწავლად თელავამდე ჩამოდიოდა,
მონეტარე ისევ ჩარგლის, ისევ ფშავის მთის...

თერგდალეული გლეხი ლუკა თიბავდა, ხნავდა,
თესავდა და იმკიდა მცირეს_
მწირი იყო მიწა ფშაური...
მის ბედობაზე (თითქოს ჯინზე)ბევრჯერ წვიმდა,
ბევრჯერ გვალვავდა
ისე, როგორც სჩვევია დრო-ჟამს...
დაუდიოდნენ ლექსებით მთვრალს სტუმრად ლანდები
ალუდას და ზვიადაურის
(ხელცარიელი...)
შიოდა ოჯახს...

უკვე ცალთვალის, ჯანგამტყდარის, ფილტვებდახრულის
და მონეტარის არაგვის წყლის, დეკის, პირიმზის,
აგონიაში მარტოსული სული კიოდა...
მაისის ბოლოს
(თუ კიდევაც ზღვარზე ივნისის)
კვდებოდა ლუკა ჩარგლიდან შორს,
ცის ქვეშ თბილისის,
კვდებოდა ლუკა...
ვაჟა ფშაველას ლექსი სტკიოდა
!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 15, 2008 4:50 pm

არჩანდა wrote:
ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!

ჯერ ამ ლექსზედ მინდა მოგახსენო. ეს ლექსი იდო ლიტ.გე.ზე და მოუხედავად მავანთა მოწონებისა, მიმითითეს, რომ სწორედ შეცვლილი სტრიქონი "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს" რეზო ამაშუკელის გავლენით მქონდა დაწერილი
მოვედი ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე,
მე შენ მთვარე და არაგვი,
მთვრალი ვიყავით ოთხივე"
თუმცა, არასოდეს მე ამაშუკელის დიდი მკითხველი და მოტრფიალე არ ვყოფილვარ და ეს ლექსიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, (დაახლოებით 20-25 წლის წინ, როცა ეს სიმღერა ჯერ არსებობდა, რომ უნებლიედ ჩამრჩენოდა გონებაში), ახლა ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს ერთი, თუმცა ლამაზი, მაგრამ არციმდენად ღირებული სტრიქონი(არაღერძი!)მაინცდამაინც მე მომივიდა თავში პირველს-მეთქი... არადა, ასაკითაც არ მეკუთვნის მე უფრო ადრე... და სტრიქონიც ისეთია, ბევრმა შეიძლება თქვას... ჰოდა, იყოს ეს ახალი. რატომ არის ურიგო?(გეთანხმები ძველი ოდნავ სჯობს!) "დაგვთხევდნენ ფხიზელაები"-ო ხომ იცი, რასაც ნიშნავს?შორს გაგვექცეოდნენო ფხიზლები, მიგვატოვებდნენო... ანუ, მუქარის შინაგანი მოტივი აშკარაა და არც ამ სტრიქონით იცვლება...

ახლა მეორე. ბაოს გვერდზე რომ ამბობ, უშველებელი ლექსი დავუწუნე სანათასაო, აბა,მითხარი, რას ემართლები? მიდი, მიდი, მითხარი. არც მრცხვენია და არც მეშინია... ასე მეცხრეკლასელი ვწერდი და ფორმას ეძებსო, ამბობდნენ. ჩემს სულგანათლებულ ქართულის მასწავლებელს უყვარდა ძალიან... ჰო, ჩემსავით - კი არ მოსწონდა, უყვარდა. მე არ მინდა, როგორც მეცხრეკლასელს ისე შემიფასო. არ მინდა შეღავათები. აქ იმიტომ დავდე, რომ მითხრათ, რა აკლია და მეც მოგისმინოთ
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 15, 2008 6:00 pm

ამაშუკელი - არ ვიცოდი.
უნდა მცოდნოდა - და მამკალ თუ გინდა.
მაშინ - თუ უკეთესი ვერა მოიფიქრე რა, ეს ახალი იყოს.

რაც შეეხება იმ მეცხრეკლასელის ლექსს ვაჟაზე - კარგია, ოღონდ მეცხრეკლასელისთვის არის კარგი...

cat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 15, 2008 6:22 pm

არჩანდა wrote:
ამაშუკელი - არ ვიცოდი.
უნდა მცოდნოდა - და მამკალ თუ გინდა.
მაშინ - თუ უკეთესი ვერა მოიფიქრე რა, ეს ახალი იყოს.

რაც შეეხება იმ მეცხრეკლასელის ლექსს ვაჟაზე - კარგია, ოღონდ მეცხრეკლასელისთვის არის კარგი...

cat

მეც, სიმღერა რომ მოვისმინე, მაშინ გავიგე ეს სტრიქონი ამაშუკელის ლექსში...

რაც შეეხება "ვაჟას" თუ არ დაგეზარება, დღევანდელი სანათას კუთვნილად განიხილე იმიტომ, რომ კვლავაც აწერს მის ქვეშ ხელს. ოღონდაც, ამასთან და იმასთან შედარებით და არ მომწონს და იმიტომ... არ გვინდა კარგი?!
მოგვიანებით ნინო დარბაისელსაც ვთხოვ, განხილვას...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Dec 23, 2008 3:49 pm

მარგალიტი ფითრის?!


მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,

მეუბნები – მოთოვს...

პანტის ხეზე, ფითრებში, ჩხართვი გადამთიელი

ხტის და დაქოთქოთობს...

სტვენით აკონწიალებს ყინვით გადაკენჭებულ

მარგალიტებს ფითრის,

მითვლის შავშუაღამეთ, ვეღარ გადათეთრებულთ,

სადაგ დღეებს მითვლის.

ლუკმა უგემურდება, ცრემლი გადამლაშდება,

მიწყალდება სისხლი,

დარდი ოხერ-ტიალი, როგორც ჩხართვი თავნება,

ჩემ მტირალ გულს ძიძგნის...

ხმაშიც შემოგვპარვია ნაადრევი ზამთარი,

ოცნებებზე ჭირხლს ჰყრის.

ცრემლი როგორ გისაგზლო – ჩემს თვალებში ჩამლღვალი

მარგალიტი ფითრის?!

ჟამი იჟამრიელებს, უწყალოთ და დალხენილთ

ლუწ და კენტზე გაგვთვლის,

ფითრზე ერთადერთი და, ალბათ, უკანასკნელი

ღმერთს შესჩივის ჩხართვიც...

მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,

მეუბნები – მოთოვს...

ჰოდა, ასეთ თოვაში დღემდეც ჩემით მშიერი,

როგორ შეგაშფოთო?!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Dec 24, 2008 1:27 am

გინდა ქალი-ფითრი?

ნუღარ შემომირიგებ,
სულამც გაფითრებულან ვაშლები და მსხლები;
ამ წყაროსკენ ბილიკებს
დღეის ამას იქითა (ალბათ, აღარასოდეს) აღარ ჩამოვყვები.
ჰქრის და ბებერ პანტის ქვეშ
ქრისტეშობის ცისკარი უმოწყალოდ სჭირხლავს;
ვიდრე მომინაკლისებ
ელვით გულგახეთქილს და ეჭვით სასოწრკვეთილს,
ვიდრე მომიკითხავ...
ვიდრე გადატკეპნიდე,
რკინის ხელარგნიანი, ნამეწყრალზე გზათა;
ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ
დროც მაქვს, გულიც მერჩის და
ინტრიგებსაც ვხლართავ.
ვიდრე ქრის და ქირსლავს და
ბუხარს მიმყუდროებულს დრო გაქვს ცდის და ფიქრის;
ვიდრე ჯერ არ გიყვარვარ -
გინდა ცეცხლთან თამაში, გინდა ქალი-ფითრი?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Dec 30, 2008 12:23 am

სანათას ლექსებს მოწყურებული ვიყავი Smile

აი, წიგნის შესახებ კი არც რა ვიცოდიო Sad გილოცავ , ეს ერთი და მრავალი წიგნი ჩვენს გასახარებლად Smile
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 13, 2009 12:21 am

რაც გინდა ძველებური ეძახონ, ჩემთვის შენი ლექსები ნამდვილი პოეზიაა...
ეს ფითრებიც როგორ მომწონს...
Smile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jan 15, 2009 12:02 pm

15 იანვარი ბედობა

ადრიანად თოვლი მომილოცავს,
უპირველეს, ლამაზ იანვრის დღეს
და სათუთი, როგორც შენი კოცნა,
სევდას და ტკივილებს მიმავიწყებს...
"ჩემი ბედნიერი იანვარი"
(ასე შენ დაარქვი, მეღიმება)
სხვა არა, ისევ შენ მოასწარი,
უღლად მომივლინე შენი ნება...
ეს სხივჩაუმქრალი "მარტის მთვარე",
დღემდის სხვისთვის რომ ვერ გამიმეტე,
კვლავაც შენს სიმაღლეს შემაფარე,
მოდი, სიხარული დამიბედე...
შენვე მაწყენინე, წყენა თუა,
სხვას რა უფლება აქვს ან რა ხელი,
მოდი, თორემ ეჭვის გველაძუა
ქირქილებს, ქრებაო ყველაფერი...
შენ, შენ მოდი, ჩემო უღლისცალო,
"თოვლივით სხვა" ბევრს არ მაცდევინებს,
ჩემო უეჭველო ტყუპისცალო,
მოდი და ჯანდაბას, მაწყენინე...


ეს ლექსი ძალიან მიყვარს და დღეს კიდევ ერთხელ...
სიკეთე, სიხარული და მშვიდობა დაგბედებოდეთ!!!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 6Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: