არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 არმური - ნისლი მთათა ზედა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: არმური - ნისლი მთათა ზედა   Sun Nov 09, 2008 4:16 pm



ნისლი -
(17, 10 ფსლმუნი)
მზის სიმხურვალე წყალთა და ქვეყანათა ნოტიოთაგან და ცვართა ორთქლთა აღკრებს და შეიქმნების ნისლად, უკეთუ მრავალნი აღიღო მისგან, იქმნება წვიმანი და თუცა მცირენი აღიღო, მანანად შეიქმნების. ნისლნიცა ესრეთ განიყოფიან: მცირესა და თხელ ნისლს ეწოდების ფოშფოში; და არიან ნისლი ხმელი, მსგავსი მტვერთა, ეწოდების ბორიაყი; ხოლო ნისლსა ნოტიოსა ბორი და ნისლსა მონათოვსა ბუერი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბება თავთა ზედა მთათასა, არმური.

სულხან-საბა ორბელიანი - "ლექსიკონი ქართული".


Last edited by გამრიგე on Tue Jan 04, 2011 10:49 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Dec 25, 2008 8:03 pm



მე ნისლებ მიყვარან...

დგანან მაღალ ახადზე თუ ცაბაურთაზედ, კარატის წვერზე ჰხვივიან თუ მათურაზე სევდიანობენ...
ნელი-ნელ მიიწელებიან ბორბალოსკენ... რომ მერე ხევსურეთისკენ თუ მთიულეთისკენ გადავიდნენ...
ანდა არაგვსა თუ იორს დაუყვებიან დაბლა, ბარისკენ - ჩამოიღრუბლებიან ქვემოთ-ქვემოთ და ტირიან ხოლმე, ეთხოვებიან ამ მაინც ლამაზ სამზეოს.
ბარისკენ ჩამოღრუბლული ნისლები მედარდება ხოლმე და ამას შევჩივლებ ხოლმე სანათას, ვისაც ნისლებისა მარტო ინჩი-ბინჩი კი არა, ბევრად მეტი გაეგება... შევჩივლებ და თან ვბრაზობ ხოლმე - იქ, მაღლა არიან ნისლები, თორემ აქ ხომ სულ ღრუბლებად ჩამოდიან...
აგერ, გომბორ-გომბორ ბაკურციხემდის ჩასულებს ისე უტირიათ, მეწყერი მოუწყვეტიათ გუშინა და ყურყურაზე ისე გადაუკეტიათ თბილისისკენ მიმავალი შარაგზა, რომ ვეჯინამდე დაუყენებიათ მანქანების რიგი - ეგეთა დიდი ძალა აქვს ნისლების ტირილსა...
აქეთ მხარეზე ხო სულ დიდი ვაჟაის მამულებია და იმას უთქვამს - დამიტირებენ ჩემი წაწლნი, იანიო... ისიც ხომ უთქვამს და უთქვამს, რომ ნისლი ფიქრია მთებისაო.
მე კიდევ იმას ვინატრებდი და იმას შევთხოვდი პატრონსა, რომ იმის ღირსი გავეხადე - ჩემ წაწლებს - ნისლებს - მთების ფიქრებს დავეტირებინე...
სხვა არც არა მინდა რა...

წავალ ახლა და სანამ ობოლი ცრემლი ჩამომიგორდება, კიდევ ერთ სანათაურა ლექსს დაგიდებთ აქა, ისიც "ნისლების ციკლიდან" არისა:


მათურის ნისლო
(ციკლიდან "ნისლები")

1.
მათურის ნისლო, სადაროვ,
ჩემ ოცნებებად დართულო,
რაად არ ჩემკე სწუხდები,
რაად მწვერვალთა ჰნატრულობ?!
ვერ გამიბედავ, მაგხელო,
უმზეო დღეთა იელო,
ჩემ უძილობის სახელო,
მათურის ნისლო, ტიელო...


2.
მთადამთა მზემდე ვიარდი,
ერთ თავზე ხელი ამეღო,
ცოლად მაინც არ ვივარგებ,
ბარში ვერ გავილაღებო...
მთაში შენ არ გამასდგები,
ჩემ წაწალს ვერ სადარებო,
მეტ რაღა გინდა დამმართო,
ქალ-ნისლ რო შეგიყვარებო...


Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 8:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Dec 25, 2008 8:17 pm


ეს ზამთრის მუცო არის.

Shocked
ვაი სირცხვილო და, - მე იმდენი კი ვიცი, ნისლები როგორ იქცევიან გაზაფხულზე, ზაფხულში ხო ვიცი და ვიცი, და შემოდგომაზეც ეგრევე...

აი, ზამთარში როგორ იქცევიან ნისლები მთაში, - აეს არ ვიცი მე კარგად. ალბათ, სულ დაჯანღულ-ჩამობურულები არიან, არა?
ერთხელ ვერ დავრჩი მთაში ისე, რომ ერთად მოვხვედრილიყავით იქა მე და ზამთარი...

ჰოდა, ვინც იცით ზამთრის მთა - აი, ეს მოგვიყევით აქა. გაგონილი და ტელევიზორის ყუთით ნანახი, არ მინდა, - ეგრევე შევატყობ.
ნამდვილ ზამთარზე მომიყევით, ნამდვილ მთის ნამდვილ ზამთარზედა... და როგორ იქცევიან მაშინ ნისლები...
აბა, ვის შეუძლია?

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Dec 25, 2008 8:50 pm

ზამთარში, მთაში შემოდგომა - გაზაფხულის ნისლს რა უნდა, ბიჯოუ!
ზამთარში ბური იცის. მხოლოდდამხოლოდ ბ უ რ ი. დაიბურება (ბური-თოვლიანი ნისლი-საბა)და მოთოვს ან მოჰყინავს და მოაკაშკაშებს დღისითაც და ღამითაც ცას .
ამიტომ არასწორია, როდესაც ვამბობთ, დაბურული ტყეო და ვგულისხმობთ, უღრან, ხშირფოთლიან (მზის სხივი რომ ვერ აღწევს) ტყეს.
რა თქმა უნდა, თუ მხატვრულ სახედ არ ჩავთვლით. Wink
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 9:00 am

არგანის შენიშვნა მართალია.
ხშირსა და გაუვალ ტყეს ქართულად საოცარი სახელი ჰქვია_"ტევრი".
ასეა ეს, ჩემო ძმაო და ბიჯოუ,
ვინც ამას არ დაგვიჯერებს,
უნდა ვუძახოთ:"ბრინჯოუუუუუ!"
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 10:56 am

არგანი wrote:
ზამთარში, მთაში შემოდგომა - გაზაფხულის ნისლს რა უნდა, ბიჯოუ!
ზამთარში ბური იცის. მხოლოდდამხოლოდ ბ უ რ ი. დაიბურება (ბური-თოვლიანი ნისლი-საბა)და მოთოვს ან მოჰყინავს და მოაკაშკაშებს დღისითაც და ღამითაც ცას .
ამიტომ არასწორია, როდესაც ვამბობთ, დაბურული ტყეო და ვგულისხმობთ, უღრან, ხშირფოთლიან (მზის სხივი რომ ვერ აღწევს) ტყეს.
რა თქმა უნდა, თუ მხატვრულ სახედ არ ჩავთვლით. Wink

drunken

"ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებზე და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. რა ამბავიო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ..."
ვაჟა-ფშაველა, "ჩხიკვთა ქორწილი".


ვაჟა-ფშაველას პროზა იმითაც არის გამორჩეული, რომ ძალიან ზუსტად წერდა...

და როგორ მოვიქცეთ ეხლა, ვაჟიკა კაწალხეველმა მე და ვაჟა-ფშაველას უნდა გვეძახოს - თქვე "ბრინჯებო" თქვენაო?!

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 6:49 pm

მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი,რომ ხშირ ტყეს ტევრი ჰქვია.ამ ლამაზმა სიტყვამ დაჩრდილა დანარჩენი და პასუხიც ზედაპირული გამომივიდა...

ბობოც,ვაჟაც და არგანიც
ვართ მქუხარე ბიჭებიო.
ვინც ამას არ დაიჯერებს,
იქნებიან ბრინჯებიო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 7:41 pm

მე მახსოვდა, "ეს ამბავი დიდ დაბურულ ტყეში, რომ მოხდა...",თუ ეს "დაბურული" მხატვრული სახე არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაჟა-ფშაველამ მთლად ზუსტად ვერ დაახასიათა უსიერი ტევრი...
რა მოხდა, შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 8:39 pm

ვაჟიკა კაწალხეველმა
ექსპრომტად შამოთვალაო:
"ზოგჯერ არ უნდა ამოხსნა
ლამაზი გამოცანაო...

კარგია დაბურულ ხევში
ქეიფი წყაროსთანაო!"
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Fri Dec 26, 2008 9:47 pm

და კიდევ "ხმელი წიფელი":
"...საამურია,გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან.მიბუნდულს,უღრანს,ბნელს,დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება!..."

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Sat Dec 27, 2008 8:39 am

არგანი wrote:
მე მახსოვდა, "ეს ამბავი დიდ დაბურულ ტყეში, რომ მოხდა...",თუ ეს "დაბურული" მხატვრული სახე არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაჟა-ფშაველამ მთლად ზუსტად ვერ დაახასიათა უსიერი ტევრი...
რა მოხდა, შეუმცდარი მხო

არგანო,ძმაო მაგარო,
თუნდა მარჯვენა მომჭერა,_
ვაჟა-ფშაველა ზედიზედ
არ შესცდებოდა ორჯერა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მათე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Jul 28, 2011 12:54 am



ნათლის ბატონმა, მზისფერმა,
ბნელეთის ბატონს სძლიაო.....
გაიღიმილა პირიმზემ,
უფალმა მომიხილაო......
Back to top Go down
View user profile
მათე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Jul 28, 2011 1:02 am

კიდევ მაქვს ორი კარგი ფოტო ამ თემაზე, მაგრამ ქ გახსნილად რომ ჩანდეს, ვერ გავიგე, როგორ ავტვირთო და გავჩერდი. Very Happy
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Jul 28, 2011 1:59 am

მათე wrote:
კიდევ მაქვს ორი კარგი ფოტო ამ თემაზე, მაგრამ ქ გახსნილად რომ ჩანდეს, ვერ გავიგე, როგორ ავტვირთო და გავჩერდი. Very Happy

http://armuri.4forum.biz/t130-topic – ჯერ ეს უნდა ნახო და ატვირთავ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მათე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Jul 28, 2011 2:23 am



მთაო, შემინახე, მზის ეს იდუმალი ნაქარგები, ნისლი აფარე....
Back to top Go down
View user profile
მათე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Thu Jul 28, 2011 2:26 am



ანგელოზთა კარი.....
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
არმური - ნისლი მთათა ზედა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: