არმურის საფიხვნო

გლობუსა

Page 1 of 2 1, 2  Next

View previous topic View next topic Go down

გლობუსა

Post  გამრიგე on Wed Nov 19, 2008 12:57 pm




ENTREE!

"ანტრე [ფრანგულად entree] - 1. ცირკში: კლოუნის ნომერი - კომედიური სცენა (ლაპარაკი ან პანტომიმა). 2. ბალეტში: ერთი ან რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლა ცეკვით".

"უცხო სიტყვათა ლექსიკონი" (შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა).


ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."
აუხდენელი ნატვრების იგავს
უკითხავ სარკეს უხილავ მანტრებს...

ხმა სინათლეა, უხმოდ ბინდდება,
სიბრიყვე სუროდ მოჰყავთ სურვილთა...
რა იქნებოდა, უჭკო მიდეგავ,
შენც გამხდარიყავ ქოსატყუილა.

მოსდექ და ვარსკვლავთ ჟივჟივი თვალე,
ნეტავ, მაგ საწყლებს ხომ არ შიათო?..
მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს.

ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."

---
მიდეგა (ქიზიყ.) - კერპი, ჯიუტი, თავისი სიტყვისა და საქმის გამტანი, თავისნება (ს. მენთეშ.) - "ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" - შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი.


Last edited by არჩანდა on Fri Dec 12, 2008 5:25 pm; edited 1 time in total

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Thu Nov 20, 2008 3:48 pm

ძალიან მომწონს,ძალიან! Smile
"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს."

მიხო, აქ ეს "სონეტთა ხათრით" რაღაც თითქოს ვერ მეუბნება ნაგულისხმევ სათქმელს და სხვანაირად არ გამოვა, ნეტავ? არადა, ძალიან მომწონს. თან ფილოსოფიური რომაა და თან ძალიან დახვეწილი (ესთეტიური!),მსუბუქად ამბობს სათქმელს.
შენ ხომ შეგიძლია, ავტორს ხმა მიაწვდინო და აბა,იფიქროს... Wink

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Thu Nov 20, 2008 4:03 pm

დიდი ოხერ-ტიალი კაცია ეს გლობუსა ვერელი, სანათავ, - ეგ რიღას შემცვლელია?
თუ შეცვლაა, ჩვენ უნდა შევუცვალოთ ისევ...
აი, დღესაც გამომიგზავნა ახალი ლექსი - ეტყობა, დუბლინში თოვლი მოდის და...
შენ იტეხე თავი, მიხოო...


გიტარაზე სამღერი

ოკეანეა შენი თვალები,
მაქედან ქრიან ზამთრის ქარები,
ფიფქებს ბევრი აქვთ ძველი ვალები -
თოვს...

სულ ხანჯლებად მჭირს შენი მწუხრები,
შენით ვარ კვლავაც განუკურნელი,
და ხეტიალებს რამდენს ვუნდები...
თოვს...

ფიქრებიც თეთრი არის სრულებით,
ნუ გეგონება განწირულები.
მკლავს შენი ნაზი ნათითურები...
თოვს...


Last edited by არჩანდა on Thu Nov 20, 2008 5:42 pm; edited 2 times in total

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Thu Nov 20, 2008 4:08 pm

სანათა wrote:ძალიან მომწონს,ძალიან! Smile
"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს."

მიხო, აქ ეს "სონეტთა ხათრით" რაღაც თითქოს ვერ მეუბნება ნაგულისხმევ სათქმელს და სხვანაირად არ გამოვა, ნეტავ? არადა, ძალიან მომწონს. თან ფილოსოფიური რომაა და თან ძალიან დახვეწილი (ესთეტიური!),მსუბუქად ამბობს სათქმელს.
შენ ხომ შეგიძლია, ავტორს ხმა მიაწვდინო და აბა,იფიქროს... Wink


"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
ხოტბით დაღლილი ყალბად კიაფობს".

ეგრე ივარგებს?

"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
იმდენი აქეს, ყალბად კიაფობს."


ეგრე?

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Thu Nov 20, 2008 4:29 pm

ეგ გლობუსა იქნება, Wink მიხო ბატონო, მერე საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში რომ დაგაწყებინებს სიარულსა და მერე მართლა დაგჭირდება პირადი ადვოკატი. ადვოკატის მოსახურება კიდევ, დაგიდნეს და გენაცვალოს სანათა, ძალიან ძვირი ღიირს, Sad გაიგეეე მიხოსერავ?!

ჯერ მაჩვენე ხელწერილი ამ გლობუსასი, მიდით და ასწორეთ და არედაქტირეთო ჩემი ლექსები შენ და სანათამ. მე ვიღას ტიკი0ტომარა ვარ, ნეტავ?! Embarassed შენი ამბავი რომ ვიცი, შენ დამაბრალებდი, იმ საქართველოსა და ქართულს მონატრებულ ადამიანთანაც, პოეტობას, როგორც ყველა სხვასთან!)

ე,მაგ ახალ ლექსსაც წავიკითხავ და მოგახსენებთ ჩემს (ჰმ!) კომპეტენტურ აზრსა! Wink

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Thu Nov 20, 2008 4:38 pm

არა, კაცო, გლობუსა რაის მჩივლელია?
Very Happy
რაც მე მაგისთვიას მათემატიკის საკონტროლოები გადამიწერინებია?!
ჯერ მარტო იმის ვალს ვერ გაისტუმრებს - აბა, მარტო ის ფორთოხლები და მანდარინები კი არ არის, მაშინ რო მიხდიდა. cheers

ეგ ჯერ აქ ჩამოვიდეს იმ თავისი დუბლინიდან და მერე მე მიჩივლოს, სადაც უნდა.
lol!

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Thu Nov 20, 2008 4:46 pm

მე ვფიქრობ, პირველი ჩასწორებული ვარიანტი სჯობს.

ამ ახალ ლექსს რაც შეეხება, მიხო, ძალიან მარტივი რითმებია, მაგრამ ფორმა აქვს ლამაზი და მელოდიურია ძალიან. ქალაქური სიმღერა გამოვიდოდა კარგი. ეტყობა, გლობუსას კარგი სმენა უნდა ჰქონდეს გულისაც და ყურისაც! Smile

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Thu Nov 20, 2008 4:56 pm

ოკეანეა შენი თვალები,
მაქედან ქრიან ზამთრის ქარები,
ფიფქებს ბევრი აქვთ ძველი ვალები -
თოვს...

ვიცი, არ ვარგა...
ჯერ ვერაფერს ვშველი და ვიფიქრებ მერე - ეხლა სტარტერს ვაკეთებდი პროფილაქტიკაში და იქიდან მოვედი...

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Thu Nov 20, 2008 5:10 pm

არა, არა მიხო, მარტო ეგ რითმები კი არა, ყველა სხვა რითმებიც მარტივია და ბანალური, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. შენ ნახე, ლექსების უმეტესობა მარტივი რითმით და საერთოდაც ურითმოდ იწერება და ეს სულაც არ არის უბედურება. აქ მელოდიაა კარგი დაჭერილი! განწყობაა ამ ლექსში კარგი და ეს ერთი ლექსისათვის ცოტა არაა. ნახე რა პირადი ფოსტა.

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Fri Nov 21, 2008 9:50 am

ძალიან სუსტი ლექსია და ამას ვერც სიმღერით გამართლება უშველის, ეს ლექსი გაუქმებულად ჩავთვალოთ.


Last edited by არჩანდა on Fri Nov 21, 2008 10:09 am; edited 1 time in total

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Fri Nov 21, 2008 10:07 am

მაშა-მაშა, რახამ შენ იტყვი.... აეგრე გააუქმებს აი, გლობუსა!Very Happy
მიხო, რითი ვერ გადაახდევინე ვალები?! Surprised ან ეგეთი და ამდენი რა ალგებრა-გეომეტრია აწერინე კაცო, ამ გლობუსას, ახლა რომ შენს გემოზე უკრეჭავ ამ ლექსებსა, ჰააა? Laughing

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Fri Nov 21, 2008 10:12 am

სანათა wrote:მაშა-მაშა, რახამ შენ იტყვი.... აეგრე გააუქმებს აი, გლობუსა!Very Happy
მიხო, რითი ვერ გადაახდევინე ვალები?! Surprised ან ეგეთი და ამდენი რა ალგებრა-გეომეტრია აწერინე კაცო, ამ გლობუსას, ახლა რომ შენს გემოზე უკრეჭავ ამ ლექსებსა, ჰააა? Laughing


მე მაგას ტრიგონომეტრიასაც კი ვაწერინებდი!
და რაც არ ვარგა, არ ვარგა... Rolling Eyes Basketball

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  nini on Fri Dec 12, 2008 11:24 am

აქ ვინ ყოფილაააSmile.ბობო, დადე რა გლობუსას ლექსები კიდევ,ვინც არ იცნობთ,ძალიან მაგარი ''ტიპია'' Smile

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 592
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  გამრიგე on Fri Dec 12, 2008 5:13 pm



გლობუსა ვერელი


შვიდი წლის შვიდი ლექსი
(სიმღერების ციკლი)



ირლანდიაში თოვს

“მთელ ირლანდიაში თოვდა”.

ჯეიმს ჯოისი.


თოვლში ჩაფლული ჩემი კოლხეთი

გულის გადაშლას მთხოვს,

გადაბარდნილა თოვლით შორეთი,

საქართველოშიც თოვს...


ძაღლები ყეფენ შენი ოდებით,

დედა ამოზელს ღომს...

ცხოვრება გადის ძველი ოცნებით,

რა დარდიანად თოვს.


ზამთარს უღრენენ შენი ბუხრები,

ნატვრას ატანენ ბოლს.

აღარ გავიდა შენი მწუხრები,

სევდის ფიფქები თოვს.


და შორეული ჩემი კოლხეთი

გულის გადაშლას მთხოვს...

გადაბარდნილა თოვლით შორეთი,

ირლანდიაში თოვს.


ქალაქი შენონი, ირლანდია. 2001.




ზღვის ტრიოლეტი

ზღვა მშვენიერი აქ არის,

შენს გამო დარდობს ყოველი.

სად არის შენი სადარი,

ზღვა მშვენიერი აქ არის.


მეტრფე ვარ შენი ბაღნარის,

საშენო ფიქრთა მთოველი.

ზღვა მშვენიერი აქ არის

და შენ მოგელის ყოველი.


ტაიტი, 2002.




თვალების სერენადა
(სიმღერა “სალცას” სტილში)


ნუ გამოხვალ ღამით გარეთ

ძველებურად გეტრფის მთვარე,

ჩემო კარგო...


მე კვლავ მოვალ აივანთან

და გიმღერებ სერენადებს,

დედოფალო.


როგორ მინდა, შენ გაჩუქო

მთელი ქვეყნის მშვენიერი

ვარდები.


თუნდაც მერე სულ მე დამრჩეს

შენი გულის გაუთქმელი

დარდები.


დამიჯერე, სიკვდილამდე

მე ყოველთვის მხოლოდ შენთან

დავრჩები.


ხომ არ გინდა, დავივიწყო

ეგ კამკამა, საფირონის

თვალები.


რიო-დე-ჟანეირო, 2003.




შეჰერაზადა
(ღაზალი)

ბუხარას მთვარეს ვუმზერ ხანდაზმით -

შეჰერაზადა სადღაც აქ არის.

არ მიფიქრია მასზე ყასიდად,

თითქოს არის და თითქოს არც არის.


მე ვკითხულობდი “ათას ერთ ღამეს”,

ვერ შევასრულე მაინც აზარი.

მთვარის დაირით ქალი ცეკვავდა -

შეჰერაზადა იმას დავარქვი.


და რაც კარგია, ცოტა ხნით არის,

დილას გასრულდა ღამის ზღაპარი.

ქვიშად იქცევა, ვინც ლამაზია, -

ასე მთავრდება ჩემი ღაზალი.


ბუხარა, 2004.




“მთვარის სონატის” მთვარევ


შენ გადაგიშლი ფარჩად

ამ მთვრალ სიცოცხლეს, კარგო.

შენმა თვალებმა დამწვა,

სველი ტუჩების ჯადომ.


მხოლოდ შენთვის მაქვს გული.

მე მთვარის გაღმა ვსახლობ.

თავი ანებე წუხილს,

იყავი ჩემთან ახლოს.


მთვარის გამოღმა შენ ხარ,

სიტყვებს ჩავახშობ მკივანს...

ეჰ, ჩემო ერთადერთავ,

შენი დარდები მტკივა.


შენ მოგინატრებ ახლაც

და ღამესავით დაგლევ...

მე არსად აღარ წავალ,

“მთვარის სონატის” მთვარევ.


ბონი, 2005




ქალაქი ცაში

ბაქოს ქარვასლებს ჩაუნავარდებს

კასპიის ქარი...

მთაზე ქალაქი, ზღვაზე ქალაქი

და მიწისქვეშაც ქალაქი არი.


შენი აივნით ქალი მიღიმის -

მიელვებს თვალებს...

ბარემ მომკალი, როგორც ხოცავდნენ

ძველ ასასინებს, ჰაშიშით მთვრალებს.


ბაქოს ქარვასლებს ჩაუნავარდებს

კასპიის ქარი...

მთაზე ქალაქი, ზღვაზე ქალაქი

და ზეცაშიაც ქალაქი არი...

ბაქო, 2006




მფრინავი კუნძული

გაუფიქრებელ ფიქრების ზვავი,

თოვლის ფიფქებით ამოქარგული,

დამიტანს დარდის პატარა კუნძულს,

ვით მონატრება ახლო წარსულის.


მერე დამტანჯავს ეული სევდა

ჩემი ცხოვრების უიღბლობისა...

და ტყეში, ხეთა რიგებში ქრება

პატარა ჩიტი - სული მგოსნისა.


ტიბეტი, 2007

გამრიგე
"საფიხვნოს თავში დაჯდების..."


Male
Number of posts: 1381
Age: 31
Location: არმური
Job/hobbies: ლიტერატურა და სხვადასხვა
Registration date: 2008-11-09

View user profile http://armuri.4forum.biz

Back to top Go down

Re: გლობუსა

Post  სანათა on Fri Dec 12, 2008 5:29 pm

[quote="არჩანდა"]

შვიდი წლის შვიდი ლექსი
(სიმღერების ციკლი)




ძაააალიან პროდუქტიული კი ყოფილა ეგ შენი გლობუსა, მიხო აი... რა არი, შვიდ წელიწადში შვიდი ლექსი...

სანათა
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 328
Age: 50
Registration date: 2008-11-10

View user profile http://www.geowebi.com/sanatha/

Back to top Go down

Page 1 of 2 1, 2  Next

View previous topic View next topic Back to top


Permissions of this forum:
You cannot reply to topics in this forum