არმურის საფიხვნო

ციცანა – გვანცა ჯობავა

Page 3 of 5 Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

View previous topic View next topic Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  Elguja Marghia on Thu Feb 26, 2009 11:09 pm

,,კოლხ ქალს’’ ჩემი მოწიწება და თაყვანი...Smile

Elguja Marghia
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Male
Number of posts: 112
Location: (+995 99)18 80 93
Job/hobbies: საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date: 2009-01-04

View user profile http://www.georgianbrand.ge

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Mar 13, 2009 4:04 pm

უდიდესი მადლიერება ბატონ ელგუჯას...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Mar 13, 2009 4:06 pm

მოპოეტოს ნუ ენდობი...

"არ გეგონოს, რომ მიყვარხარ ქალავ..."
გიო არაბული

გამახსენდი... ისე, როგორც ვიცი ხოლმე,
შიგადაშიგ წარმოსახვის გაღვივება...
მაქვს მუდმივი განაჩენი: ჩუმი ტრფობა
და მასხარას სევდიანი გაღიმება.

ჰო, არ მიყვარს მე გრძნობებზე საუბარი,
ვერ დამაცდენ, თუ ქარიშხალს არ დამატეხ,
და ნურც გჯერა, რომ მე მართლა შემიყვარდი,
როცა მზეცის სილუეტსაც არ განახებ.

ქალის გული არ გეგონოს სასურსათო,
სადაც ფულზე იყიდება საქონელი,
მიწიერი არ უხდება აღმაფრენას,
არც გული ძგერს ბევჯერ სხვისგან ნაქონები.

არ გეგონოს, რომ მე მართლა შემიყვარდი,
ბედმა მაინც უნდა მიწას მიმათხოვოს,
მოპოეტოს ნუ ენდობი ნურასოდეს,
შეგიყვარებს იმისთვის, რომ მიგატოვოს.

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  nino nadiradze on Wed Mar 18, 2009 9:20 pm

gvantsa jobava/cicana wrote:მოპოეტოს ნუ ენდობი...

"არ გეგონოს, რომ მიყვარხარ ქალავ..."
გიო არაბული

გამახსენდი... ისე, როგორც ვიცი ხოლმე,
შიგადაშიგ წარმოსახვის გაღვივება...
მაქვს მუდმივი განაჩენი: ჩუმი ტრფობა
და მასხარას სევდიანი გაღიმება.

ჰო, არ მიყვარს მე გრძნობებზე საუბარი,
ვერ დამაცდენ, თუ ქარიშხალს არ დამატეხ,
და ნურც გჯერა, რომ მე მართლა შემიყვარდი,
როცა მზეცის სილუეტსაც არ განახებ.

ქალის გული არ გეგონოს სასურსათო,
სადაც ფულზე იყიდება საქონელი,
მიწიერი არ უხდება აღმაფრენას,
არც გული ძგერს ბევჯერ სხვისგან ნაქონები.

არ გეგონოს, რომ მე მართლა შემიყვარდი,
ბედმა მაინც უნდა მიწას მიმათხოვოს,
მოპოეტოს ნუ ენდობი ნურასოდეს,
შეგიყვარებს იმისთვის, რომ მიგატოვოს.


პოეტური სიმართლე..

_________________
ნინო ქათამაძე ...

ჯონათანი ჩემთანაა... ნუ ეძებთ...

მე მიყვარს...
შენ?


ar gagishveb...

nino nadiradze
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 90
Age: 24
Location: თბილისი
Job/hobbies: მუსიკა, კითხვა...
Humor: მყოფნის... :)
Registration date: 2009-01-21

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Mar 27, 2009 11:02 am

შორია, შორია, შორია...

მუდმივად ცას ვებღაუჭები,
მუდმივად ზეცისკენ მივიწევ...
შენ კი, თუ დღეს გეხამუშები,
ხვალ უკვე თითქმის მივიწყებ...

მე მაინც ცას ვესათუთები,
ისიც მიღიმის - პირით მზე.
მზის იქით ღმერთს ვესაუბრები,
მზის აქეთ ტყვიას ვიმიზნებ.

მთისკენ გამირბის გონება,
ცის სასთუმალი მგონია -
ნაკურთხი უფლის ქონება.
ბარში კი, მხოლოდ ფონია.

მთაში გავდივარ ამაღამ,
მამის კვალს დავედევნები,
ბევრი დრო დამრჩა განაღა?!...
გზაში ჰყავს სიკვდილს მდევრები.

სინათლე,
სინათლე,
სინათლე -
სულ ერთი ნაბიჯი გვგონია..
თუმც კი, არსებობს სიმართლე,
რაც ჩვენ
ვერ მოგვიგონია...

სილაღე,
სილაღე,
სილაღე -
ერთი ნაბიჯი სილაზე -
მხოლოდ ფონია...

სიმართლე,
სიმართლე,
სიმართლე -
სულ რაღაც ნაბიჯი სიმდაბლე -
შორია,
შორია,
შორია...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Mar 27, 2009 11:03 am

კოლხეთში ვბრუნდები

კოლხეთში ვბრუნდები,
გარდავისახო უნდა მალულად
მეფის ასულად.
ვბრუნდები, კმარა!
აქ, ვიცი, ჩამთვლიან მიწიდან გასულად.

დაე, ჩამთვალონ,
მე აქ საცდურად რა დამრჩენია,
ჩემი შობისას
ტრფიალის ვარსკვლავს,
მცირე დალოცვაც არ დასცდენია.

ჰოდა, ვჯერდები,
სხვა განედს ვირჩევ, სხვა ეშაფოტებს
გავუგებ გემოს,
დასანანია, მაგრამ
ვგრძნობ, მჯერა,
უნდა ცხოვრებამ ათასგზის მგვემოს.

კოლხეთში ვბრუნდები,
უენო ასული
ათასი განცდით მოვძებნი გამჩენს,,
ჩემი აჩრდილი,
მსურს, რომ მარადის
ცის სასთუმალთან მლოცველი დარჩეს.

არ ვიცი, რა მჭირს,
არ ვიცი, რომელ ნასახლარს აწვიმს,
ან იქნებ სადღაც
მიტოვებულ, დაკარგულ საწმისს...
მე ვუსმენ წვიმას,
მუჭში ვაგროვებ ბგერებს წვეთებად,
და ვიღებ პასუხს:
მიწა ჩაიცვამს მალე სამოსად საწყისს...

კოლხეთში ვბრუნდები,
უნდა მოვძებნო ხე მოკვდავისა, რომელმაც მშობა,
რომ დავეთხოვო,
რომ დავეკითხო:
მსურს გასვლა მთაში...
შევეგებები... მჯერა, რომ მოვა...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Apr 03, 2009 3:22 pm

ჭირისუფალი

ნაწვიმარია მთვარე, თვალებს იმშრალებს...
ტირის უფალი, ტირის უფალი...
ზეცამ გახადა შენს სულს დედამიწა,
მე კი მიწოდა ჭირისუფალი...

მიმძიმს აპრილი...
შენი ფერი აქვს, შენი სუნი
და შენი გემო,
მზეცას შევცქერი,
და გეძახი:
მე გსუნთქავ ჩემო!..

სულ არ მანაღვლებს,
რომ გაზაფხულმა გაშალა
კვირტი,
მე თოვლში გნახე,
და შენს სათქმელს უსიტყვოდ
მივხვდი...

რაღაც ბავშვური სიწმინდეა
შენს სამყოფელში,
ბავშვური რიტმი...
სავსე ხარ თოვლით,
თოვლისფერი გაქვს,
მე ფეთქვას გითვლი...

ჰო, ვიცი, ალბათ სიზმარია,ჩვენება,
ხილვა,
რომ ტანით გიმძიმს მიწის ძალა
და თავით გტკივა,
რომ თოვლისფერი გაზაფხულის
თვალებით გცივა,
რომ ფორიაქობს შენი სული
და ცრემლი გცვივა.

სიკვდილს არ ძალუძს შეაღწიოს
სასუფეველში,
ანგელოზები დაგიცხრობენ ფრთებით
ჭრილობას,
შენ უკვე თოვლმა დაგიტოვა,
თოვლმა გიშვილა,
და მე, მოკვდავი, ვერ გავბედავ
მასთან ცილობას.

გვირილობისთვე მოახლოვდა,
მოთოვს მაისიც,
წავკისის ველზე შეგიგროვებ
ნათოვ გვირილებს,
სიკვდილს ჩავუბნევ თმაში
ნიშნად მარადისობის,
ნიშნად იმისა, რომ სიკვდილით
სული იღვიძებს...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Thu Jun 18, 2009 1:25 am

მე ვცხოვრობ არსად

ეგოისტი ვარ, აუტანლად ეგოისტი ვარ...
მეწვის სხეული, როცა ვხედავ
ნამგალა მთვარეს ჩამოყოლილი
სხეულფარფატა სულფოთოლა
ეწაფება ჩემს წილ წყაროს,
ლოყებს ისველებს, თვალებს, თმებს და...
ჩემი წყაროსული სულფოთოლას
ყოველჯერ უფრო მეტი ემოციით
წყალობს,
წყალობს,
წყალობს...
ვრჩები მარტოსული...
სულში ვიკუჭავ ეგოისტურ აღიარებას
შურის, სევდის...
ამბიონიდან გადმომყურებს ანარეკლი
შიშველი გრძნობის, ცოდვის...
ვარ ეგოიზმის ფერის...
ვიცი, რომ ახლა სულერთია
რომელი მხრიდან შემიბერავს ქარი
მზეჩამქრალი გათენებების ნასუფრალ
სულის ამოოხვრას,
მაინც ვიცი, რომ მსურს წასვლა არსაით,
ყოფნა არსად, არარად, არაფრის არაფრად,
მსურს მერქვას არავინ...
ეგოისტი ვარ, წყაროსულო,
ადვილია ჩემთვის ალბათ სულის შებერვა,
მწყურვალი ვარ...
ადვილია ჩემი გართხმა დედამიწის
კიდით კიდემდე.
ვიქნები ასე, დავეფინები ქვეშაგებად
ყველა წყაროსულს,
თუ შემომხვდა ასეთი კიდევ...
მაგრამ არასდროს აღარ დავლევ მისი პეშვიდან.
მე ხომ მუნჯი ვარ...
და ვეღარასდროს წავუკითხავ სულის მუსიკას...

უმზეო ღამეს ვეფარები, რა ლაჩარი ვარ...
და ვცხოვრობ არსად...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Thu Jul 02, 2009 10:28 am

გახსენი საზღვრები...

იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ მე ვქმნი მუსიკას
ვერ გამოთქმული ფანტაზიის,
ლექსად ვერ ქმნილი შთაგონების,
ვერ გაბედილი ურთიერთტრფობის...
იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ ჩემს სასულედ ქმნილ ინსტრუმენტზე
თითების ნაცვლად თვალებით ვუკრავ,
რომ უძლურია კლავიშების კომბინაცია,
როცა მუსიკა გულის ჩვეული არითმიით,
სუნთქვის ტალღური გახშირებით,
აწყდება თვალებს, ხეთქავს უპეებს,
რომ ნიაღვარივით გადმოიქცეს ჩემიდან შენში.
მე ვქმნი მუსიკას, სულის მუსიკას,
ისეთ უბრალოს, როგორიც მე ვარ...
შენ კი, სწორედ ეს უბრალოება ჩამითვალე
ყველაზე რთულად, ვერგამოთქმულად...
იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ შეიძლება მქვია პოეტი, მაგრამ ლექსებით
მხოლოდ და მხოლოდ სულის მუსიკას ვფუთავ,
მუსიკას, რომელსაც ზეციდან მიწისკენ,
მიწიდან ზეცისკენ, მთელი წრებრუნვით
ვსუნთქავ, ვსუნთქავ, ვსუნთქავ...
იცი, უბრალოდ არ შემიძლია მარტივად გითხრა...
მარტივად ვიყო შენი მიჯნური...
მარტივად გრძნობდე თუ როგორ მჭირხარ...
მარტივად ვიყო შენით უძლური...
რადგან სიმარტივე ასე მარტივი,
ჩემთვის სამუდამოდ მოჩენილი საპყრობილეა.
გახსენი საზღვრები და გიჟი მარტივით
შემოგესევი, რომ გაგაღვიძო...
მარტივი ჯვარი მძიმეა, მძიმეა!..
მე ყოველ ღამე საჰაერო ბურთით ვებრძვი გისოსებს,
დავეხეტები მიწიდან ცამდე,
ზეციდან უკან, დედამიწამდე...
და ვქმნი მუსიკას, ჩემი ცხოვრების მუსიკას...
ისეთ უბრალოს, როგორიც მე ვარ...
ალბათ ამიტომ ჩემს მუსიკას არ ჰყავს მსმენელი...
და ჩემს სულიერ აღმაფრენას, დაღმაფრენას,
ემოციურ წრეგადასვლას არ ჰყავს მშველელი...

იცი, არ ვიცი როგორ აგიხსნა,
რომ მე დღითიდღე, უფრო და უფრო
მიჭირს უშენოდ... და ვარ უძლური...
მაგრამ თუ გინდა ჩამითვალე
ბრმა ახირებად... არ ძალმიძს, არა,
მარტივად ვიყო შენი მიჯნური...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Sat Jul 04, 2009 11:31 am

სად დავიმალო?!..

სად დავიმალო?!..
ღამემ წამგლიჯა მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ახლა თუ მიშველის მარტინი,
ან იქნებ თუნდაც კონიაკი.
ასე თუ გავხდები მარტივი,
აღარ დამჭირდება ორი აბი -
მოურჩენელი თავის ტკივილების
სამხილი.
გავდივარ ჩემიდან, მეშინია,
დამხვდება სულების ნახირი,
არ მინდა კუბო დავინახო
და ვიდგე მასთან დახრილი,
ჭირისუფალი ჩემივე თავის -
სხეულის სულისგან დაცლილის.
არ მინდა ღმერთმა დამინახოს,
როგორ ვარ ცოდვისგან დასვრილი,
არშენდობილნი თმაზე შემაბას,
სულ მისხალ-მისხალ დათვლილი.
გამიორმაგდეს თავის ტკივილები
და ვიყო შლეგად ჩათვლილი,
არ მინდა ვინმემ მომაძახოს,
ზეცაზე არ ხარ გათვლილი!

სად დავიმალო?!..
ღამემ წამგლიჯა თმიდან მანდილი
გამოგონილი სიფაქიზის,
ამ მუდმივი არაფრით ისე ვარ დაღლილი,
მა, კიდევ ერთხელ გაწყენინე...

სად დავიმალო?!..

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Sun Jul 05, 2009 10:48 pm

მე, ჰამაკი და მზესუმზირები უშენოდ

იცი, არ გელი... არ გელი, არა...
უკვე წლებია გავკიდე ჰამაკი
ღრუბლების ველზე, ვწვები ყოველდღე
ფართო თვალებით,
ფართო სუნთქვით და, რაკი

ვიცი, რომ შენ ვერ შეძლებ გააქანო ჩემი ჰამაკი,
და მით უმეტეს, ისე ფართოდ,
რომ შევწვდე ზეცას,
რომ მოციქული პავლეს სიტყვებს
შენ ვერ აუხვალ,
შენ ვერ გვიტვირთავ მე და ჰამაკს,
და ვერც ჩემს ფეთქვას,

ვხუჭავ თვალებს... ვქმნი წარმოსახვით
საყრდენ მიწას და
ფეხების გასმით, ხელების გაშლით,
მივექანები, ვფიცავ...
და ამ წუთებში, მით უმეტეს, არ გელი, რადგან
ვიცი, რომ მაინც არ მომიტან მზესუმზირებს
ჩემში გადმოსვლის ფიცად.

სწორედ ამიტომ, გუშინ უშენოდ
ჩავიხუტე მზესუმზირები -
მზის ჩამოყრილი ჩემს ჰამაკში -
მზესუმზირებად დამიბრუნა
ჩემი მზერის ყოველი შეუღლება მზის დალალებთან.
უშენოდ ჩავიხუტე მზესუმზირები და ვიცი,
მზემ უკვე თავისთვის დამიგულა.

ჰოდა, ისედაც დიდი ხანია გასული ვარ
შენიდან და ჩემიდანაც,
ვცხოვრობ ჰამაკში, ჩემი თვალებიც
უფრო ფართოა, ვიდრე ოდესმე,
რადგან სხვაგვარად ვერ დავიტევ
ზეცის კალაპოტს,
და ზეცა კი, ვერ შეძლებს, რომ ამ თვალებით
კოკისპირულ წვიმად გოდებდეს.

ჰოდა, არ გელი, არ გელი, არა...
შევეჩვიე ცისარტყელას უშენფეროს.
მჯერა ოდესმე ამ ცისარტყელის,
ამ პლანეტის ზემხატვარი
თავისი ფუნჯით საუკუნოდ სულს შთაგვბერავს:
მე, ჩემს ჰამაკს
და მზესუმზირებს (ოღონდ უშენოდ...
თუმც ნახატშიც ამედევნები,
როგორც სუნთქვა
არჩემფერობაზე ნათქვამი)...
და არასოდეს გარდავიცვლებით...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  nino nadiradze on Fri Jul 10, 2009 2:12 pm

მისმინე
დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.



მიყვარხარ....

_________________
ნინო ქათამაძე ...

ჯონათანი ჩემთანაა... ნუ ეძებთ...

მე მიყვარს...
შენ?


ar gagishveb...

nino nadiradze
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 90
Age: 24
Location: თბილისი
Job/hobbies: მუსიკა, კითხვა...
Humor: მყოფნის... :)
Registration date: 2009-01-21

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  nino nadiradze on Fri Jul 10, 2009 2:22 pm

- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე უკვე მჭირხარ...
- მეც...
...............................
- მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში...
- შენ ოღონდ მოდი...
- რომ აღმოცენდნენ ყვავილები "ჩვენოობაში"...
- წუხელ მე ვთოვდი...

- გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?...
- მმ.. მე შენთვის...
- ვიცი, გიცანი... ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული
უცებ გაგრილდა...
- შენ თოვლის გესმის...

- მომასმენინებ შენს გულისცემას?...
- ალბათ ათასჯერ...
- დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას...
- ცისკარს გადარებ...
- მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში...
- მე ხელებს გავშლი...
- არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?...
- არ... ქრისტეა ჩვენში...
- მაშ, სიყვარული?..
- შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში...
- ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა-სინანული
ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...

- მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის,
სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
- ჰო, მაგრამ... არ გეშინია,დედამიწა ხომ
შექმნილია სასრულისათვის?...
- კი, მეშინია... ჰოდა, ვთქვათ ერთად:
ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!


- მომიტან წყალს?
- მოგიტან...
- ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?...
- ისეთს...
- როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?...
- ალბათ თათებით...
- მერე რომ დავლევ?...
- უბრალოდ, სადად დაგემართები...
- მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ...
- მიყვარხარ, ვფიცავ...



განსაკუთრებულია...

_________________
ნინო ქათამაძე ...

ჯონათანი ჩემთანაა... ნუ ეძებთ...

მე მიყვარს...
შენ?


ar gagishveb...

nino nadiradze
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 90
Age: 24
Location: თბილისი
Job/hobbies: მუსიკა, კითხვა...
Humor: მყოფნის... :)
Registration date: 2009-01-21

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Thu Jul 23, 2009 2:32 pm

ხესულისა (ჩემს უმეგობრეს გიო არაბულს)

ჯონათან,
დღეს შენი ჰაერი ვიქურდე,
ვერც შეამჩნიე...
ღამეს ჩავუდე უკანა ჯიბეში
თხელი თითებით,
და გაგიღიმე...
ახლა ვწევარ და
მალულად
ვუძვრები ღამეს
ჯიბეში.
მინდა, რომ ვიპოვო
ნუგეში
შენფერი...
მე დავაღამე შებინდების
სულ ერთი ტალღით,
და ახლა
შენ გელი...
ვიცი, რომ უკვე ფრენის დროა
და უნდა გახვიდე გაღმით...
გაღმით გაგივსებენ ბოხჩას ჰაერით
და ისე მსუბუქად გაივაკებ,
ვიცი, შემარჩენ ნაქურდალს...
მე ალბათ თავსაც
დავიმდაბლებ
და სულ ხოხვით ავკრეფ
მიწიდან ხესულისას
ფესვებს -
ჩემი სანახევრო ლოცვის
ნახურდალს -
ალაგ-ალაგ ჩაფლულს მიწის
ჭრილებში...
მერე ავაყვავებ...
ოღონდ ზღვისპირას, როგორც
პალმას.
შენ კი, ყოველთვის მოხვალ
და ბოხჩით შეაბამ
ჰაერს, წყალს, მიწას,
რომ ვერ გაიტაცოს
ქარმა...
მე კი, ყოველთვის ვიცნობ
შენი ფრთების ხმას,
ოღონდ წასვლისას...
დოქით გამოვიტან ქოხიდან
წყალს,
და ბოლომდე ჩავცლი
ხესულისას
ფესვებში.
თვალებს მოვიჩრდილავ
და
შორს. ჰორიზონტზე,
მლოცველი თვალებით,
პირჯვარს გადაგსახავ...
მერე დაგიგუბებ
პეშვებში...
თვალებს დავხუჭავ და
მივხვდები, რომ
ერთ დღესაც
ჩემი ხესულისა
ფრთებს გამოისხამს...
თვითონვე იქცევა
უზარმაზარ ფრთებად
და ილივლივებს
ზღვასთან ერთად
ჩემს მხრებსუკან
ყოველ სისხამს...
მანამდე კი,
საათს ვუყურებ,
მზის საათს...
და
ვიცი, რომ სადღაც იქ ხარ...
ზღვისა და ზეცის
ჰორიზონტზე...
ახლა ხომ სწორედ
ფრენის დროა....

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Re: ციცანა – გვანცა ჯობავა

Post  gvantsa jobava/cicana on Fri Jul 24, 2009 10:59 am

სუნთქვა შემაშველე

მსხვერპლი შემომწირე შენი სახით,
მსხვერპლი შემომწირე, რა იქნება.
შენ თუ უჩემობამ დაგადუმა,
ჩემში ბზარები არ დაითვლება.

სუნთქვა იპარება ბზარებიდან,
ალბათ სისხლიც სრულად დაიქცევა,
შენი სისხლი მინდა, შენი სუნთქვა,
მსხვერპლად შემეწირე, რა იქნება.

მე დღეს სიყვარულზე მაღლა ვდგავარ,
რადგან კალამს მეტი შესძლებია,
სიტყვებს უყვარდებათ ერთმანეთი,
მაგრამ ამ გრძნობითაც ვერ ძღებიან.

თუ მათ სიყვარულზე მეტი უნდათ,
ხვდები, მაშ, კაცს რაღა შესძლებია?
ლექსად ამოვდივარ სხეულიდან,
ლექსად შვილებიც კი მეძლევიან.

ლექსად შემოხვიდე, რა იქნება,
მსხვერპლად შეწირვა თუ გეძვირება,
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
თორემ სისხლს ვკარგავ და მეძინება.

მარტოს ნუ გამიშვებ დემონებთან,
კიდეც გაწვიმდა და... დამჯაბნიან.
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
ერთსულ სუნთქვა ჩვენში გამჯდარია.

სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან,
სუნთქვა შემაშველე ფილტვებიდან...

gvantsa jobava/cicana
საფიხვნოსთან დგას
საფიხვნოსთან დგას

Female
Number of posts: 78
Age: 23
Registration date: 2008-12-29

View user profile

Back to top Go down

Page 3 of 5 Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

View previous topic View next topic Back to top


Permissions of this forum:
You cannot reply to topics in this forum